Marco Materazziარსებობს რამოდენიმე ნიშანი, რომლის არსებობის შემთხვევაში აუცლიებლად წითელი უნდა აანთო:
1. ვერსად ვერ ილხენ, თუ ალკოჰოლი არ ფიგურირებს. ანუ არ გხიბლავს მეგობრებთან ერთად უბრალოდ კინოში წასვლები, ბუნებაში ხეტიალი ა.შ. თუ ამ ყველაფერს ალკოჰოლის სმა არ მოჰყვება;
2. სანამ გადიხარ გასართობად, წინასწარ სვავ და უკვე ნასვამი მიდიხარ წვეულებაზე. ეს ალკოჰოლიკს აძლევს საშუალებას სხვებს დაანახოს რომ მათი მსგავსი დოზა მიიღო, სინამდვილეში კი ბევრად მეტი აქვს დალეული.
3. მარტოს სმა - ეს ერტ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია! ანუ კამპანია თუ არ გჭირდება ალკოჰოლის მიღების დროს, დროა ზარებს ჩამოჰკრა....
4. შენს შემთხვევაში არც ისე რთულადაა საქმე, ანუ შენ კიდევ შფოთავ და აი ალკოჰოლიკს მიაჩნია, რომ ის ყოველთვის აკონტროლებს დოზას, არასოდეს აღიარებს რომ დამოკიდებულია უკვე და შემჯდარი, ყველას უმტკიცებს რომ მის ხელთაა ყველაფერი;
5. სახლში ალკოჰოლის დამალვა - ანუ ყოველთვის გადამალულია ბოთლი კონიაკი, ღვინო, ა.შ.
6. დააკვირდი როგორ იქცევი როცა სხვებთან ერთად სვავ.... ალკოჰოლიკებს არ მოსწონთ როცა მათზე კომენტარებს ამბობენ და ხსირად ცდილობენ თავი მოაჩვენონ რომ საერთოდ არ სვავენ. შეიძლება ისე ჩაიაროს საღამო სხვებთან ერთად წვეთი არ დალიო და სახლში მოხვიდე და მარტომ დაიწყო სმა. ასევე ალკოჰოლიკებს შორის ყველაზე გავრცელებული სასმელია არაყი - ის წყალს გავს და მასავით გამჭვირვალეა. მას ადვილად აქცევ "წვენად", შეუცვლი ფერს ა.შ. და თვალს აუხვევ სხვებს
7. მნნიშვნელოვანი მოვლენების დავიწყება, შეხვედრების გამოტოვება, დაგვიანებები, მეხსიერების მკვეთრი შესუსტება - ესეც ერტ-ერთი გავრცელებული სინდრომია.
8.ინტერესების შემცირება - ალკოჰოლიკი კარგავს მეგობრებს, ნათესავებს, ვინაიდან მისი ინტერესის სფერო ტრიალებს მხოლოდ იმის ირგვლივ სადაც ალკოჰოლია. მისი დღე როცა იგეგმება, ალკოჰოლის მიღება იქ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ ადამიანი პირველ რიგში ამის გარშემო აწყობს გეგმებს და შეუძლია სხვა ნებისმიერი რამ დაიკიდოს, თუნდაც მარტოს მოუწიოს სახლში დარჩენა და სმა.
9. ზედმეტი პედანტურობა და სიკოპწიავე
- ჩვენ ყველას გვინდა სუფთად გამოვიყურებოდეთ და ვეწეოდეთ ჰიგიენური ცხოვრების წესს, მაგრამ ალკოჰოლიკების ხშირად 24 საათი ღეჭენ საღეჭ რეზინს
ნუ მიხვდებით რატომაც - ცდილობენ ალკოჰოლის სურნელის ჩახშობას!
10 ხასიათის გამუდმებული ცვლა! უაზრო აგრესია, "ყველა ჩმეს მიმართ დამნაშავეა" მიდგომა -კიდევ ერთი სიმპტომი.
ნუ ეს საკმარისია ჯერ
აღარ ვისაუბრებ უკვე გადამკვდარ ალკოჰოლიკებზე, რომლებსაც სჭირთ პარანოია, "ბელაია", სხვებისთვის ტავის სეცოდების მცდელობა, რომ აი და რა საცოდავები არიან, ტყუილი ა.შ.
ისე კი, ჩვენთან უფასო კონსულტაცია შესაძლებელია ნეტა სადმე ამ თ4ემასთან მიმართებაში? მეც მაინტერესებს