გამოვცემთ ქართული პოეზიის აუდიო მრავალტომეულს "ხმითნაწერები"
https://www.facebook.com/xmitnacerebiგამოცემულია პირველი და მეორე ტომი.
"ხმითნაწერები" - ქართული პოეზიის აუდიო მრავალტომეულია.
თითო აუდიო დისკი მოიცავს თითო ავტორის მიერ წაკითხული ლექსების სტუდიურ ჩანაწერებს აუდიო სიდი ფორმატში.
"ხმითნაწერები" ჰონორარიანი პროექტია ავტორებისთვის. ავტორის ჰონორარის რაოდენობა დამოკიდებულია გაყიდული დისკების რაოდენობაზე.
მრავალტომეულის შეძენით, თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის თქვენსავე წიგნის თაროზე ქმნით ცოცხალ აუდიო ბიბლიოთეკას და საკუთარი შრომის ანაზღაურების პრეცედენტს უქმნით ავტორს. ნორმალურ ქვეყნებში ავტორის ჰონორარი ჩვეულებრივი ამბავია; ნებისმიერი შრომა ფასდება სათანადოდ. ჩვენთან ჯერჯერობით ავტორებს უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ხარჯით უწევთ თავიანთი შემოქმედების გამოცემა.
"ხმითნაწერები" შეიქმნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ შემოუნახოს შთამომავლობას ავტორთა ხმა... ძირითადი მიზანი მათი შრომის ანაზღაურების დამკვიდრებაა ქართულ საგამომცემლო სისტემაში.
გამოვცემთ ჩვენი ხარჯით, გაყიდვაზე ვზრუნავთ ჩვენ. შეიძენთ? - ავტორი მიიღებს კუთვნილ, დამსახურებულ შემოსავალს. პროექტი წარმატებული იქნება? - სხვა გამომცემლებიც დაფიქრდებიან და ბევრი რამ შეიცვლება სისტემაში. ჯანსაღი სისტემა ნიშნავს ხელოვნების განვითარებას საქართველოში. ხელოვნების განვითარება შედეგად მოიტანს უკეთეს ხედვას და ჯანსაღ აზროვნებას საზოგადოებაში. ჯანსაღი აზროვნება, ხედვა ერთ ერთი გარანტიაა სტაბილური და ძლიერი სახელმწიფოსი. ძლიერი სახელმწიფო ისევ ჩვენი შვილების ადამიანური მომავლის გარანტიაა.
* * *
კვირას, 28 ივნისს ჩაის სახლი ალტჰაუსი ქიაჩელზე უმასპინძლებს "ხმითნაწერების" მეორე ტომის პრეზენტაციას.
ნინო ჭინჭარაულის ლექსების აუდიო კრებული "არ მინდა სახლი"
https://www.facebook.com/events/1457044821260547/https://www.facebook.com/NinoChincharaulisLeksebi