დღეს ჩამომივიდა
Funeral-ის პირველი პრესი.
გენიალური ალბომია. ერთ-ერთი საუკეთესო ინდი-როკ ჟანრში, თუ საუკეთესო არა. თან სულ რაღაც
10 000$-ად ჩაწერილი.
პროდუსინგიცა და სიმღერების განაწილებაც მოწოდების სიმაღლეზე.
ალბომის სახელწოდებაცა და ქავერიც ორიგინალური:
მას შემდეგ რაც ჯგუფის სამმა წევრმა ახლობელი ადამიანები დაკარგეს ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გადაწყვიტეს რომ მისთვის ეწოდებინათ
Funeral. სიმღერების ძირითადი თემებია: სიყვარული, სიცოცხლე, სიკვდილი, ცვლილებები, ბავშვობა და ნოსტალგია.
2005 წელს კი ალბომმა გრემი აიღო ნომინაციაში „საუკეთესო ალტერნატიული ალბომი“.