რეალურად ყველა ადამიანს პოტენციაში ერთნაირი ხასიათი აქვს, უფრო სწორად, ყველას შეიძლება ჰქონდეს ის თვისება, რაც მაქვს მე, მაგალითად. დანარჩენი უკვე, ანუ კონკრეტულად რა თვისებები გაუჯდება ადამიანს მყარად, დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე, შემთხვევითობაზე - ათას რამეზე.
ჩემი აზრით ასტროლოგიის შემქმნელებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანებს ადვილად დააბოლებდნენ და მარტივი "მეცნიერება" შექმნეს. გამოყვეს ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი, გენერალური თვისებები და გადაანაწილეს 12 "ზოდიაქოზე" - ალბათ რაღაც პრინციპით ან უბრალოდ გემოვნების ამბავია.
შემდეგ ადგნენ და განავრცეს თითოეული.
დანარჩენი უკვე ადამიანის ფსიქიკა მოქმედებს. წაიკითხავ "შენს ზოდიაქოს" და გგონია შენზეა დაწერლი, ვინაიდან შენ საკუთარ თავში აუცილებლად აღმოაჩენ იმ თვისებებს, რაც იქაა ჩამოწერილი. და ეს ასე იქნება სხვა ზოდიაქოების წაკითხვის შემთხვევაშიც. ადექით და გადაიკითხეთ სუფთა გონებით სხვა ზოდიაქოს ნიშნებიც და აღმოაჩენთ, რომ თურმე იმ ზოდიაქოს ნიშნებიც ყოფილხართ
თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ. თუ მრავალი წელია მიგაჩნიათ, რომ პირობითად ლომი ხართ, ძნელი იქნება ახლა სუფთა გონებით სხვა ზოდიაქოს ნიშნების გათავისება. მაგრამ თუ საკუთარ ფსიქიკაში კარგად ერკვევით, არ გაგიჭირდებათ.
ყველაზე მოხერხებული და უწყინარი სიყალბეა ასტროლოგია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი ერთ ნიშანს და მის დამახასიათებელ თვისებებს ეწებება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასტროლოგია ადამიანის შინაგან განვითარებას აფერხებს კიდეც. ვინ იცის.
მე 10-12 წლის ასაკში ვკითხულობდი ხოლმე, როცა ვიზრდებოდი და ვცდილობდი საკუთარი თავი, საკუთარი თვისებები შემეცნო. მერე კი მივხვდი იმას, რაც ზემოთ დავწერე.