მოხუცი მხატვარი
..სიყვარულზე წერსო ბევრსო...
-წვიმს და არ ვწერო?
-რომანტიკოსიც ყოფილაო..ტეხსო..
-გამეცალე თავიდან...
-მგონი ფეზე კეტიც უჭერსო...
-წვერიც გაიპარსე...
-ხო წვერიც და თმაც...
-გამეცალე...
-შენ...იცი სად მიდიან ადამიანები როცა კვდებიან?
-რაა?
-გინდა ისტორიას მოგიყვები..
-რა ისტორიას...
-უბრალოდ ისტორიას...
-ვისზეა ისტორია?
-მოხუც მხატვარზე...
-მოხუც მხატვარზე...?
-ხო მოხუც მხატვარზე...რა იყო?
-არაფერი...
-გიხატია როდესმე? უბრალოდ, არასდროს დაგიხატია ფურცელზე?
-კედელზე?
-არა...
-როგორ არასდროს?
-იცი სად მიდიან ადამიანები როცა კვდებიან?
-მითხარი...
-თავიანთ ნახატებში ცხოვრობენ,
-ეგ როგორ? და თუ ბევრი აქვთ დახატული?
-რა უცნაურ კითხვებს მისმევ!!
მისმინე! არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვს დახატული,თუნდაც უბრალოდ როდესმე ბავშვობაში დაგეხატა,და არც გახსოვს,შენ როდესმე იმ ნახატში იცხოვრებ,მაშინ როდესაც აქ აღარ იქნები.
ეს იცოდა მოხუცმა მხატვარმა, მაგრამ მაშინ არ იყო მოხუცი,შენხელა იყო ან უფრო პატარა,ან თუნდაც ოდნავ უფროსი.დიდ ქალაქში ცხოვრობდა,ჩვეულებრივ,სულ ჩვეულებრივ,უსმენდა შენნაირ მუსიკას ან განსხვავებულს,იცმევდა რასაც აძლევდნენ,დადიოდა,მოწონდა, ხანდახან უყვარდა კიდეც,მაგრამ ბავშვივით...
-რატომ?
ბავშვი იყო და იმიტო...შენ რომ გიყვარდა...როგორ გგონია არა ბავშვივით?
-ბავშვივით...
ხოდა ამასაც,ზოგჟერ იმედიც უცრუვდებოდა,არა... ბევრჟერ გაცრუებია იმედი,თავიდან ყველაფერი ისეთი ეგონა როგორსაც გარშემო ხედავდა.კმაყოფილი იყო,ეგონა მეტი არც იყო საჭირო ამისთვის,ეგონა რომ ესეთი იყო სამყარო, ნაცრიფერი იყო.მანამდე სანამ დაინახავდა სამყაროს იმ ზღვარის იქით რასაც ხედავდა...
-დაინახა ზღვარის იქით სამყარო რასაც ადრე ვერ ამჩნევდა?...
-მაშინ ყველაფერი თავდაყირა დადგა, მოხუცი მხატვარი გაოცებული შეყურებდა ნაცრისფერ კედლებს,ლამაზად გაუთავებულ ნაჭრის შარვალს,დამახინჟებულ ქუჩებს,და მზის გახუნებულ სხივებს...
-მზის სხივებს?...
-მზის გახნებულ სხივებს...გაოგნებული დადიოდა ქუჩებში და იმის ფიქრიც კი ზარავდა რომ მთელი ნახევარი სიცოცხლე ამ აურზაურში კმაყოფილი სახით ცხოვრობდა,იყო კიდევაც კმაყოფილი მაშინ.
-და რატო?
-ამას თვითონაც ვერ ხვდებოდა.მოხუცი მხატვარი მხატვარიც კი არ იყო აქამდე,მაგრამ ამ ნაცრისფერმა კედლებმა,გახუნებულმა მზის სხივებმა ისე გააოცა,რომ ხატვა დაიწყო.ფერად კედლებს ხატავდა,ლამაზ ყვითელ სხივებს რომლებიც ნამიან მწვანე ბალახს გახამებული ეცემოდა,თვითონ უკვირდა.დახატავდა და მერე გაოცებული შეჰყურებდა ამ სილამაზეს,არასდროს ენახა ამდენი ლამაზი ფერი,ვეღარ იტანდა დიდ ქალაქს, არ უყვარდა უწინდებურად ქუჩებში სიარული,თუმცა კი ყოველთვის დადიოდა რომ შემდეგ ნაცრისფერი სახლები ფურცელზე გაეფერადებინა,ის თავისი სამყაროს ღმერთი იყო,თვითონ შეურჩია ყველაფერს თავისი სახელი,ადგილი,ფერები...ადრე როდესაც სიყვარული მისთვის მხოლოდ ბავშვური გართობა იყო, ეხლა მას ნამდვილად უყვარდა. მიუხედავად იმისა რომ ამ დიდ ქალაქში,დიდ ნაცრისფერ ქალაქში ადგილიც კი არ იყო რომ მას შეყვარებოდა, ის სწორედ ამ ქალაქში ეძებდა ნამდვილ სიყვარულს.
-იპოვა?...
-ბევრს უკვირდა...როგორ შეიძლება ვინმე არ უყვარდეს და ესეთ სილამაზეს ქმნიდესო. ცდებოდნენ,უყვარდა, ყოველთვის უყვარდა, იმ ბავშვური,უაზრო სიყვარულის ფსკერშიც იყო ეს ნამდვილი სიყვარული, უბრალოდ არავინ იყო რომ მას დაპატრონებოდა,მის სიყვარულს ჟერ არავინ შეხებია.ყველა მის ნახატში,ყოველი მისი ფუნჟის მოძრაობაში,ის მასზე ფიქრობდა...
-ვიზე?
-ჟერ თვითონაც არ იცოდა,არაფერი იცოდა...მხოლოდ ის რომ სადღაც იყო,და უაზრო ბავშვური სიყვარულით დაბრმავებული, ნამდვილ გრძნობას ყურადღებას არ აქცევდა.
-იპოვის?...
-მიხვდა...რომ მხოლოდ ისეთ სამყაროში უნდოდა ცხოვრება,როგორიც თავისი ნახატები იყო...
და ის იცხოვრებს...
-იცხოვრებს?
-თავის ნახატებში იცხოვრებს...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... მას უკვე აღარ ეცვა დახეული კეტები,არ დადიოდა,ნაცრისფერ ქუჩებში...მან უკვე ყველა ქუჩა ზეპირად იცოდა,ყველა ქუჩა გაფერადებული ქონდა...
ის უკვე მოხუცი იყო...
-დაბერდა?
-დაბერდა...
-ესე უცებ?
-ეჩქარებოდა
-ეჩქარებოდა?
-...
-კი მაგრამ სად?
-თავის ნახატებში ეჩქარებოდა...
-იპოვა?
-ვიცოდი რომ მკითხავდი...
-მითხარი,მითხარი იპოვა?...
-ეხლა გაიგე სად მიდიან ადამიანები როცა კვდებიან?
-კი მაგრამ უკვე წავიდა?...მითხარი რა...იპოვა?
-ჟერ არ წასულა...
-...
-ეჩქარება...
This post has been edited by oh dai su on 8 Jan 2006, 14:51
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)