somnambuliკუნთი იზრდება ორი ქვემოდხსენებულის მოხერხებული შეჯამებისას
1. როცა ვარჯიშით ტვირთავ (ან მეტი წონით, ან მეტი მისვლით)
2. როცა სწორად იკვებები და ბევრ პროტეინს აძლევ კუნთს მასის მოსამატებლად (ცხოველური ცილებით, პროტეინით და ა.შ)
რაც შეეხება დანამატებს
კრეატინი - გაძლევს საშუალებას უფრო ინტენსიურად ივარჯიშო (მეტი ენერგია, მეტი 'ჯანი'), შესაბამისად უფრო დატვირთო კუნთი ვარჯიშით (მეტი მისვლა ან მეტი წონა)
ხოლო,
პროტეინი - ზრდის კუნთის მასას, როგორც რაღაცას სჭირდება წყალი გასაზრელად ( ნუ ცუდი მაგალითია მარა მიხვდები მაინც) .
ანუ, პროსტა რო ივარჯიშო და სუ მწვანილები ჭამო, ალბათ მაინც გაგეზრდება კუნთი,
მაგრამ პროტეინის ჯანსაღი რაოდენობით მიღებისას 1 წელშI მიიღებ იმ შედეგს
რასაც მწვანილებით და ხანდახან ქათმის ჭამით - 4-ში
შეგიძლია ვარჯიშის წინ ყავა დალიო, კარგად დაიძინო ხოლმე და ჯანსაღად იკვებო, არ დალიო (პახმელია) , რო კრეატინი რასაც ცდილობს - დუხზე ყოფნა - ბუნებრივად მიიღო.
ასევე შეგიძლია ყოველდღე ქათმის ფილე და კვერცხი ხარშო, მიწისთხილის კარაქები აკეთო და ა.შ ან უბრალოდ პროტეინის შეიკი გაიკეთო და დაირტყა.
მე არ მჯერა რო არაჯანსაღია დანამატები.
ვისაც ბევრი დრო არ აქვს სამზარეულოში სატრიალოდ და უცებ უნდა გადაკრას, მათთვის იდეალურია.
მე დროც მაქვს და საჭმელების კეთებაც მევასება, ამიტო არ ვიღებ დანამატებს.
თორე რასაც ჯანსაღ კვებაშI უნდა ხარჯავდე ადამიანი, შეიძლება იმაზე ნაკლებიც დაჯდეს პროტეინის დანამატის მიღება
რო შევაჯამოთ: თუ გაქვს მაგეების ყიდვის ფული, დაითრიე და სვი
წონაში ნაღდად მოიმატებ,
არანაირ ლოგიკაში არ ჯდება რო არ მოიმატო.
პროტეინის ეგ ერთი კოვზი უამრავ კალორიას შეიცავს.
თუ რამე ცუდად ავხსენი,
უფრო გამოცდილებმა დაამატეთ..