#56964043 · 10 Oct 2020, 14:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულ მაინტერესებდა ეს საკითხი და ახლა როცა შემთხვევით გადავაწყდი ინფორმაციას სომხების მწვრთნელის, ხოაკინ კაპაროსის მატჩის წინა პრესკონფერენციის შესახებ, მინდა დავწერო პოსტი . როგორც ყველა ევროპული ფედერაციები, სომხეთის ფედერაციაც თურმე პირდაპირ ეთერში გადასცემს მატჩის წინა და შემდგომ პრესკონფერენციებს. დღეს მაგალითად, 17:45 წუთზე დაგეგმილია პოლონეთიდან პირდაპირი სტრიმი ფეისბუკზე და ფედერაციის საიტით. ჰოდა ეხლა კითხვა: ჩვენ რა გვჭირს, ამის დედა ვატირე? ყველაფერში მაჩანჩალები რატომ ვართ? რატომ უნდა ვიგებდეთ პრესკონფერენციის მოკლე შინაარს, ვიღაცეების მიერ დაწერილი გაუმართავი ტექსტებით? დავიჯერო, არ არის შესაძლებელი პირდაპირი სტრიმების ორგანიზება? სომხები ამაშიც რატომ გვჯობნიან? თუ ეშინია ფედერაციას პირდაპირი გადაცემისას რამე არ "გაიპაროს" ? თუ ასეთი თავმოუბმელები არიან, რომ ვერ ახერხებენ ლაივსტრს? რა ხდება, რაშია საქმე? * * * ამ განყოფილებაში ხომ აქტიურობს ფედერაციის თანამშრომელი, დაუსვით კითხვა ყველამ : რატომ არ აკეეთებენ ნაკრების მწვრთნელის მატჩისწინა და მატჩის შემდომი პრესკონფერენციების ლაივების ორგანიზებას საკუთარ საიტზე და/ან ფეისბუკის გვერდზე, როგორც ამას აკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო? რა არის ამის მიზეზი? გვიპასუხონ! არ გვინდა ვიღაცეების მიერ უნიჭოდ დაწერილი მოკლე შინაარსების კითხვა. გვაყურებინეთ ლაივი!!
|