Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > ღრძილების ანთება


Posted by: mamagurgen 29 Dec 2009, 13:57
ღრძილების ანთება მაქ 1 თვეა უკვე რაღAც გამოსავლები როა პროპოლისი მაგას ვივლებ და არ მშველის user.gif შემაწუხა უკვე ძაან


თუ ვინმე სტომატოლოგი მოძრაობს ამ განყოფილებაში იქნება მითხრას რითი უშველო


მოდერატორს კიდე ვთხოვ თუ თეემა არასწორადაა გახსნილი არ დამვორნოს მესამეთ შემოვდივარ აქ სუ smile.gif და არ ვიცი კარგათ წესები

Posted by: gast 29 Dec 2009, 14:37
mamagurgen
QUOTE
ღრძილების ანთება მაქ 1 თვეა უკვე რაღAც გამოსავლები როა პროპოლისი მაგას ვივლებ და არ მშველის  შემაწუხა უკვე ძაან

ღრძილების ანთებას და ნებისმიერ ანთებას პირში და გამონაყარს, ასევე ყელის ტკივილს შველის სუფთა თაფლი.
ცადე და თავად დარწმუნდები, ძველი მეთოდია ათასწლეული.

Posted by: mamagurgen 29 Dec 2009, 15:09
gast

მადლობა კაკრას საგოზინაყე თაფლი ბევრი მაქ bis.gif

Posted by: ikebana 29 Dec 2009, 20:31
mamagurgen
არის მთელი ქვეგანყოფილება "სტომატოლოგია". იქ გადავიტან და კატალოგსაც გადახედე, ღრძილებზე გვაქვს რამდენიმე თემა.

Posted by: umbr_ella 6 Jan 2010, 15:37
mamagurgen
მე მირჩია სოდიანი წყალი. მქონდა და მაწუხებდა ძალიან. რა ვიცი, მიშველა და.... ცხელი ოღონდ. და კიდე ისა, სისხლი თუკი მოგდის კბილების გახეხვის დროს, აცადე, გამოვიდესო, არ დაიტოვოო. სხვათა შორის კარგი სპეციალისტია. მიდი აბა, სინჯე.

Posted by: mamagurgen 6 Jan 2010, 17:18
umbr_ella

მადლობა გავითვალისწინებ

ისე თაფლმა მიშველა ცოტა მარა კიდე მაქ sad.gif

Posted by: tamti1 7 Jan 2010, 19:40
QUOTE
სისხლი თუკი მოგდის კბილების გახეხვის დროს, აცადე, გამოვიდესო, არ დაიტოვოო.


მაგარია, და როგორ უნდა დაიტოვო გულითაც რომ გინდოდეს?
biggrin.gif

mamagurgen
სტომატოლოგთან ჯობია მიხვიდეთ. თან დროულად. ის დაადგენს დიაგნოზს და გიმკურნალებთ.
რაც ასე ზეპირად შეიძლება გირჩიოთ არის კბილების სწორი და სისტემატიური ხეხვა, ფლოსების გამოყენება. სავლებს და პასტას ექიმი დანიშნავს.
სოდიანი და თაფლიანი სავლებს და ექსპერიმენტებს არ გირჩევთ.

Posted by: tkemali 11 Jan 2010, 09:15
არც სოდიანი წყალი არ გიშველის... არ თაფლი... არც მუხის ქერქი.... მეც მქონდა ადრე ეგ პრობლემა.... რა არ ვცადე,არაფერმა არ მიშველა. ბოლოს მივედი ბაქტერიოფაგში, ავიღე ანალიზი, უზმოზე რა... დათესეს ჩემი ბაქტერიები...გაამრავლეს და რა ნახეეეეეს????? ნეტა არ მენახა მე რაც ვნახე, იქ ვსწავლობდი და ნუ ვიცი როგორც კეთდება ეს პროცედურა,ჩემი ხელით გავაკეთე ჩემი ბოროტი ბაქტერიების დათესვა და ნუ ბევრი რომ არ ვიტლიკინო ძაან ბევრი ბაქტერიები მქონდა პირის ღრუში, წავიღე სასრაფოდ სტომატოლოგთან და 10 სეანსი დამჭირდა... რაღაც მალამოს მისვამდა... და მოსპო და გაანადგურა ყველა ბაქტერია. დამპლები ეგენი.... aba.gif

Posted by: MANAXH 11 Jan 2010, 14:08
tkemali
კარგია რომ მოისპო პათოგენური ბაქტერიები yes.gif

თუ გახსოვს რა ამოითესა? რამდენიმე მაინც


Posted by: მამა-ჯეMალი 13 Jan 2010, 18:10
ცალკე თემა რომ არ გავხსნა მეც მაქვს ღრძილების ანთება, ჯერ ერთი კბილი და ლოყა გამისივდა... რა წამალი დავლიო ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად? ანუ ერთი კბილი მტკივა და ლოყაც მაქვს შეშუპებული, რა წამალი მივიღო?

Posted by: Gedsa_Neo 13 Jan 2010, 18:39
მამა-ჯეMალი
QUOTE
ანუ ერთი კბილი მტკივა და ლოყაც მაქვს შეშუპებული



ეს ამოსაღებია
QUOTE
ღრძილების ანთება

ამაზე უნდა იმკურნალო, ჭრილობა რომ მოგიშუშდება მერე.

რაც შეეხება წამალს, ამოღებამდე არაფერი და დასიებული რახან გაქვს ანტიბიოტიკი უნდა დალიო მერე

ეხლა ანტიბიოტიკის დალევას აზრი არ აქვს

Posted by: tamti1 13 Jan 2010, 22:25
QUOTE
ეს ამოსაღებია


ვფიქრობ შეიძლება რენტგენის გადაღება და ნახვა, იქნება გადარჩეს და თანაც გააჩნია რომელი კბილია...


Posted by: salome33 17 Jan 2010, 12:08
თუ მარტო ერთ კონკრეტულ კბილზე გაქვს ტკივილი და მის ირგვლივ შეშუპება ეს იმას არ ნიშნავს რომ მთლიანდ პირის ღრუში ღრძილების ანთებაა. რაც შეეხება მაგ კბილს გადაიღე რადიო, გაახსნევინე არხები ანუ ამოგაცალოს ნერვი კბილიდან და დატოვოს ღია რომ მოხდეს მთელი ანთებითი პროცესის ევაკუირება, პარალელურად დაანიშნინე ანტიბიოტიკი და პირის სავლები 5 დღის განმავლობაში , თუ შედეგი არ მოქცა, მაშინ უნდა ამოიღოს , თუ მოგცა შედეგი მაშინ დახუროს არხები და გადაიღოს კიდევ რადიო, კიდევ დაგაკვირდეს , თუ შესიება აღარ მოხდა დახუროს კბილი
* * *
მამაგურგენ, თაფლის სავლები მომეწონა.... მაგ თაფლის სავლების შემდეგ კბილები კარგად გაიხეხე, მაგ ღრძილების ანთებას კბილებიც არ მიაყოლო ზედ....მიდი კბილის ექიმთან და გააწმენდინე კბილები ქვებისგან და ნადებებისგან , ცოტა სისხლიც წამოგივა, მაგრამ ნუ გეშინია 5 ლიტრი გვაქვს ორგანიზმში,აი მერე ივლე პირის სავლებები 3-4 ჯერ დღეში და შედეგს მოგცემს,...ყველაზე მთავარი, განახოს კბილის ხეხვის ტეხნიკა, ყველაზე მთავარია ეგ , ვიდრე ძვირად ღირებული კბილის პასტების შეძენა

Posted by: Grlfona 21 Jan 2010, 13:41
ყველაზე მაგარი არის LacaLut Aktiv ამით იხეხეთ კბილები დღეში ორჯერ 1-2 თვე smile.gif მეც მომდიოდა სისხლი ადრე და ეგ მითხრა სტომატოლოგმა და მიშველა

Posted by: n-10-go 5 Feb 2010, 16:42
ღრძილების ანთება - პაროდონტოზი - ძალიან ვერაგი დაავადება. ყველას გირჩევთ, პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართეთ პაროდონტოლოგს (ღრძილების მკურნალი ექიმი, თუმცა თერაპევტები- სტომატოლოგებიც მკურნალობენ). სიმპტომებში ვგულისხმობ: ღრძილების სიწითლეს (ჯანმრთელი ღრძილები ვარდისფერია), შესივებას, სისხლდენას.. ღრძილების ანთება სწრაფად პროგრესირებადია და სავალალო შედეგამდე მიყვავართ - სრულიად ჯანმრთელი კბილების მორყვეა - დაკარგვა. მკურნალობა ითვალისწინებს კბილების გაწმენდას ქვებისგან და ნადებისგან,სპეციალურ სამკურნალო მალამოების წასმას და ა.შ. ექიმი თავად დაგინიშნავთ სამკურნალო პასტას და სავლებს. აუცილებლად გამოიყენეთ ჯაგრისი "სოფთი" ანუ რბილი და ყოველ 3 თვეში გამოცვალეთ.
თუ დროულად მიხვალთ ექიმთან, დამერწმუნეთ, ბევრ გართულებას აიცილებთ თავიდან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

Posted by: Lacrimosa_ 6 Feb 2010, 23:13
n-10-go
ნადებები არ მაქვს, ღრძილები ვარდისფერია და საერთოდაც არაფერს ვუჩივი, გარდა იმისა, რომ ხშირად კბილების წმენდის დროს სისხლი მოჟონავს :@

Posted by: **DIMMU*** 7 Feb 2010, 00:31
Lacrimosa_
QUOTE
ნადებები არ მაქვს, ღრძილები ვარდისფერია და საერთოდაც არაფერს ვუჩივი, გარდა იმისა, რომ ხშირად კბილების წმენდის დროს სისხლი მოჟონავს :@

დავუშვათ რომ ეგრეა, რომ ანთება არ გაქვს!
შეიძლება ჯაგრისი გაქვს ცუდი ან უხეშად იწმენდ
ისე მაინც ურიგო არ იქნებოდა სტომატოლოგის კონსულტაცია

Posted by: salome33 7 Feb 2010, 00:46
n-10-go
ჰორიზონტალურად იხეხავთ, ეტკობა.......

Posted by: Lacrimosa_ 7 Feb 2010, 12:03
**DIMMU***
სტომატოლოგი მეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და გადასარევი კბილები მაქვს, მაგრამ მაშინ სისხლი რატომ მომდის sad.gif

Posted by: **DIMMU*** 7 Feb 2010, 12:22
Lacrimosa_
QUOTE
სტომატოლოგი მეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და გადასარევი კბილები მაქვს, მაგრამ მაშინ სისხლი რატომ მომდის

QUOTE
შეიძლება ჯაგრისი გაქვს ცუდი ან უხეშად იწმენდ


Posted by: Gedsa_Neo 7 Feb 2010, 13:37
Lacrimosa_
QUOTE
სტომატოლოგი მეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და გადასარევი კბილები მაქვს, მაგრამ მაშინ სისხლი რატომ მომდის



სისხლდენა პაროდონტის დაავადებების ნომერ პირველი ნიშანია, ყოველ გახეხვაზე მოგდის? მცირე რაოდენობით?

სხვა რა სიმპტომები გაქვს?


Posted by: Lacrimosa_ 7 Feb 2010, 13:58
**DIMMU***
QUOTE
შეიძლება ჯაგრისი გაქვს ცუდი ან უხეშად იწმენდ


ლაკალუტის რბილი ჯაგრისი მაქვს, იმაზე უკეთესი არ ვიცი, მართლა ძალიან კარგია

Gedsa_Neo
QUOTE
სისხლდენა პაროდონტის დაავადებების ნომერ პირველი ნიშანია, ყოველ გახეხვაზე მოგდის? მცირე რაოდენობით?

სხვა რა სიმპტომები გაქვს?


თითქმის ყოველ გახეხვაზე მომდის, ძალიან მცირე რაოდენობით, ნუ, ვარდისფერდება ჯაგრისი.
სხვა სიმპტომი რა შეიძლება იყოს?

Posted by: Gedsa_Neo 7 Feb 2010, 17:15
Lacrimosa_
როგორც გითხარი სისხლდენა თუა ეს უტყუარი ნიშანია პაროდონტის დაავადებების (თუ საჭმელი გაგეჭედა ან "შეირჭე" რამე და მაგიტო მოგდის ამაში არ აგერევა რათქმაუნდა, ანუ თუ ერთჯერადი გაღიზიანება არაა )

დანარჩენი სიპტომები გეტყვი მარა ეს სიმპტომები პაროდონტის დაავადების 100% მიმანიშნებელი არაა

კბილების აწეული მგრძნობელობა
შეშუპება
ნადები
ცუდი სუნი პირიდან
სიწითლე

ეს სიმპტომები რაც შენ შეიძლება შენიშნო, დანარჩენი უკვე სტომატოლოგის პრეროგატივაა:

აუცილებლად უნდა გადაიღო ორთოპანტომოგრამა და მის საფუძველზე კეთდება პროგნოზი

თუ გაქვს რაიმე სომატური დაავადება? (სრული ანამნეზი)

თუ ღებულობ რაიმე მედიკამენტებს? რომელს და რა დოზით?

თუ ხარ რომელი ქვემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში:
პუბერტატული პერიოდი, დიაბეტი, ორსულობა, მენოპაუზა

თუ გაქვს პათოლოგიური ჯიბეები? თითოეულ კბილზე ყველა მხარეს ცალცალკე დგინდება რა სიღრმის ჯიბეებია და მკურნალობის ტაქტიკა ამის მიხედვით ირჩევა.

თუ არ გაქვს მაშინ არც არაფერი

როგორი თანკბილვა გაქვს? ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს... ესეც სტომატოლოგმა უნდა ნახოს...

რა შეგიძლია გააკეთო შენ: დილა საღამოს იხეხო კბილები, იხმარო სავლები, კბილის ფლოსები და კბილთაშორის ჯაგრისები
უდიდესი მნიშვნელობა აქვს კბილთაშორისი სივრცის ჰიგიენას, ამიტომ აუციელბლად უნდა იხმარო კბილთაშორის ჯაგრისები და ფლოსები

მემგონი ყველაფერი დავწერე თუ არა გამახსენდება კიდევ smile.gif)






Posted by: Lacrimosa_ 7 Feb 2010, 18:57
Gedsa_Neo
მადლობა დიდი, მაგრამ ეს
QUOTE
კბილთაშორის ჯაგრისები
რა არის?

Posted by: Gedsa_Neo 7 Feb 2010, 22:29
Lacrimosa_


brossette interdentaire ქვია ფრანგულად... გოგლში ჩააგდე და ამოგიგდებს სურათებს.... თბილისში არ ვიცი თუ იყიდება და სად smile.gif

სავლები - ქლორჰექსიდინი შეგიძლია, მაგრამ მუდმივად არ შეიძლება მისი ხმარება

Posted by: Lacrimosa_ 9 Feb 2010, 00:16
Gedsa_Neo
დიდი მადლობა.
გამოდის, რომ პრობლემა მაქვს და მივაკითხავ ისევ ჩემს სტომატოლოგს

Posted by: Gedsa_Neo 9 Feb 2010, 00:26
Lacrimosa_

თუ პირში არ ჩავიხედე და ორთოპანტომოგრამა არ ვნახე მე მაგას ვერ გეტყვი გადაწყვეტით, მარა სისხდენას თავის მიზეზი აქვს და უნდა გაიგო smile.gif)

წარმატებები !

Posted by: Lacrimosa_ 12 Feb 2010, 13:42
Gedsa_Neo
ვერ მივაღწიე ჩემს სტომატოლოგთან, დატვირთული გრაფიკი მაქვს და მანამდე ევკალიპტის ნაყენის სავლები მითხრეს კარგიაო, თქვენ როგორ მირჩევთ?

Posted by: Gedsa_Neo 12 Feb 2010, 14:14
Lacrimosa_


თბილისში მემგონი იყიდება ნადების ინდიკატორი, წაისმევ კბილებზე ფუნჯი აქვს თავისი და ფერს იცვლის ის უბნები სადაც ნადებია, რასაც თვალით ძნელად ხედავ. თუ ნახავ იხმარე

მე გირჩევ პირის ღრუს ჰიგიენა დაიცვა მაქსიმალურად ზემოთ როგორც დაგიწერე

ევკალიპტის სავლები პაროდონტის დაავადებების სამკურნალოდ არ გამოყენება.... ეს არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა
თუმცა თუ სურვილი გაქვს იხმარე არაფერს დაგიშავებს

smile.gif

Posted by: GIMME 20 Feb 2010, 19:08
QUOTE
ღრძილების ანთება - პაროდონტოზი


პროვოკატორი ვარ? biggrin.gif

Posted by: ikebana 20 Feb 2010, 19:21
GIMME
სწორი შენიშვნაა biggrin.gif

Posted by: katarina70m 4 Mar 2010, 15:00
QUOTE
ღრძილების ანთებას და ნებისმიერ ანთებას პირში და გამონაყარს, ასევე ყელის ტკივილს შველის სუფთა თაფლი.

უნდა წაისვა თაფლი თუ უნდა ჭამო ვერ გავიგე?

Posted by: <<დოლორეს>> 5 Mar 2010, 23:13
Gedsa_Neo
QUOTE
უდიდესი მნიშვნელობა აქვს კბილთაშორისი სივრცის ჰიგიენას, ამიტომ აუციელბლად უნდა იხმარო კბილთაშორის ჯაგრისები და ფლოსები

ფლოსი ძაფს ქვია? biggrin.gif

ვამჩნევ რომ კბოლის ძაფის ყოვლედღიური ხმარება ღრძილებს არ უხდება.რამოდენიმემ მიტხრა რომ არ შეიძლება კბილის ძაფის ყოველდღიური ხმარება,ღრძილს აშორებს კბილსო.
რამდენად მართალია ეს?
რა ინტენსივობით უნდა გამოვიყენო კბილის ძაფი?


მეტა ikebana

იქნებ რჩევა მომცე?და ღრძილებისთVის კარგია რომ საღამოობით სოდიანი წყალი ვივლო პირის ღრუშI?ხოლმ არ დაატხელებს ემალს სისტემატური გამოყენება სოდიანი წყლის?


ეს შევიძინე ახლა,სავლები და კბილის პასტა და ვნახავ რამდენად ეფექტურია.ნახე აბა საიტი თU არ შეწუხდები.

QUOTE
დილა საღამოს იხეხო კბილები

სწორი მეთოდი ხეხვის წრიული მოძრაობებით ხეხვა არის ხო?
QUOTE
იხმარო სავლები

პირის ღრუს ნებისმიეირ სავლები კარგია?
მაინცდამაინც ვერ ვგებულობ ინსტრუქციას კარგად sad.gif




კითხვა მაქვს კიდევ:

მჟავე საკვები და ალკოჰოლიო იწვევს კბილის ემალის დათხელებასო და მართალია? eek.gif

Posted by: goldfinch 6 Mar 2010, 14:10
<<დოლორეს>>
QUOTE
მჟავე საკვები და ალკოჰოლიო იწვევს კბილის ემალის დათხელებასო და მართალია?


ეს რაში გაინტერესებს? spy.gif

Posted by: <<დოლორეს>> 6 Mar 2010, 14:23
QUOTE
მეტა ikebana

იქნებ რჩევა მომცე?და ღრძილებისთVის კარგია რომ საღამოობით სოდიანი წყალი ვივლო პირის ღრუშI?ხოლმ არ დაატხელებს ემალს სისტემატური გამოყენება სოდიანი წყლის?


ეს შევიძინე ახლა,სავლები და კბილის პასტა და ვნახავ რამდენად ეფექტურია.ნახე აბა საიტი თU არ შეწუხდები.



უი ზემოთა პოსტში საიტის დადება დამვიწყებია.ნახე რა თუ ვარგა.ძალიან მიქეს აქ.აი ეს ვიყიდე:

http://www.lacer.es/wps/wcm/connect/Wcl/Productos/SaludBucodental/EnfermedadPeriodontal/




goldfinch
QUOTE
ეს რაში გაინტერესებს?

საერთოდ არ გავეკარები არც ერთს და იმიტო tongue.gif


რა არის? rolleyes.gif ალკოჰოლიკი არ ვარ ნუ გეშინია lol.gif

Posted by: Gedsa_Neo 6 Mar 2010, 15:24
<<დოლორეს>>
QUOTE
ფლოსი ძაფს ქვია?

ვამჩნევ რომ კბოლის ძაფის ყოვლედღიური ხმარება ღრძილებს არ უხდება.რამოდენიმემ მიტხრა რომ არ შეიძლება კბილის ძაფის ყოველდღიური ხმარება,ღრძილს აშორებს კბილსო.
რამდენად მართალია ეს?
რა ინტენსივობით უნდა გამოვიყენო კბილის ძაფი?



კი ძაფს ქვია ფლოსი, დღეში ერთხელ უნდა გამოიყენო
ძაფი კბილს ღრძილს არ აშორებს სისულელეა.....
QUOTE
მჟავე საკვები და ალკოჰოლიო იწვევს კბილის ემალის დათხელებასო და მართალია?

მჟავე სასმელების ხშირი მოხმარება არის პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორი (მაგრამ არა ეტიოლოგიური) ხოლო ალკოჰოლის ხშირი მოხმარება იწვევს ლორწოვანის დაავადებებს, მათ შორის სიმსივნეებს. არა მარტო პირის ღრუს მთლიანად კუჭნაწლავის ტრაქტის. ისევე როგორც თამბაქო


Posted by: kikoliko87 1 May 2012, 19:33
ღრძილების დაავადევბის დროს სტომატოლოგები რა მალამოებს იყენებენ ხომ არ იცით??

Posted by: chagrin 3 May 2012, 19:06
tkemali
QUOTE
არც სოდიანი წყალი არ გიშველის... არ თაფლი... არც მუხის ქერქი.... მეც მქონდა ადრე ეგ პრობლემა.... რა არ ვცადე,არაფერმა არ მიშველა. ბოლოს მივედი ბაქტერიოფაგში, ავიღე ანალიზი, უზმოზე რა... დათესეს ჩემი ბაქტერიები...გაამრავლეს და რა ნახეეეეეს????? ნეტა არ მენახა მე რაც ვნახე, იქ ვსწავლობდი და ნუ ვიცი როგორც კეთდება ეს პროცედურა,ჩემი ხელით გავაკეთე ჩემი ბოროტი ბაქტერიების დათესვა და ნუ ბევრი რომ არ ვიტლიკინო ძაან ბევრი ბაქტერიები მქონდა პირის ღრუში, წავიღე სასრაფოდ სტომატოლოგთან და 10 სეანსი დამჭირდა... რაღაც მალამოს მისვამდა... და მოსპო და გაანადგურა ყველა ბაქტერია. დამპლები ეგენი.... 

ახლა სენ თუ რარაც უსაშველო გჭირდა არ ვიცი და (ცაცხვის) თაფლი რომ პირის ღრუში ანტებებს და გამონაყარებს შველის საქვეყნოდაა ცნობილი, ძველი რომაელები და ბერძნები ომში ჭრილობებსაც ამით მკურნალობდნენ, პირდაპიტ ცხელ თაფლს ასხავდენენ ღია ჭრილობაში, ეს სამედიცონ წიგნებშიც წერია, ერთი ერთი მეც მაქვს, ეს ძველი ქარტულ ხალხურ მედიციანშიც წერია და ვისაც უხმარია ბევრს შველის, მუხის ქერქიც ბევრს შველის, დაავადებას გააჩნია ვის რა აქვს და რა ფორმებში, ყველას ახლა ტაფლი კი არა უფალიც ვერ უშველის. ხო ასეა?
* * *
kikoliko87
QUOTE
ღრძილების დაავადევბის დროს სტომატოლოგები რა მალამოებს იყენებენ ხომ არ იცით??

არაერთი გამოცდილი სტომატოლოგიც ამიტ მკურნალობს, რეცეპტს არ ამხელენ რა ტქმა უნდა მარა მე ერთმა გამიმხილა biggrin.gif
მისვავდა ღრძილებზე რარაც შავ მალამოს და 30 წუტის მერე მაშორებდა, ხოდა რარაც მეცნობოდა ეს გემოს რომ ვუსინჯავდი და აღმოჩნდ(ცაცხვის )ნახშირი და ტაფლი biggrin.gif თავად მიტხრა რომ ჩავეძიე. ეს ქალი უცხოეტში დიდი ხნის ნამუშევარი იყო.

* * *
katarina70m
QUOTE
ღრძილების ანთებას და ნებისმიერ ანთებას პირში და გამონაყარს, ასევე ყელის ტკივილს შველის სუფთა თაფლი.

უნდა წაისვა თაფლი თუ უნდა ჭამო ვერ გავიგე?

ეხლა მაგას კიტხვა უნდა?! უნდა ისვა მრავალგზის, განსაკუტრებიტ დაწოლის წინ და სეეცადო ღამე დაგრჩეს, ისე რა აზრი აქვს, იმას ხომ ყლაპავ





ენდე biggrin.gif ეს კაცი რას ამბობს
ragadan
QUOTE
გაიხარე ცაცხვის ტაფლმა სასწაული მოახდინა, შენ გაიხარე!!!!!!!!!!! იცოდე ვალი მაქვს შენი!!!!!!!!!!

http://forum.ge/?f=71&showtopic=33855683&st=90
* * *
QUOTE
ragadan
QUOTE
წლების განმავლობაში მაწუხებს პარადონტოზი (დიაგნოზი ასეთია) და წელიწადში საშუალოდ 2 ჯერ ან სამჯერ ისეთი ტკივილები მაქვს ხოლმე კედლებზე გავდივარ.. შედეგად ყელში რომ ამომივა ეს ტკივილები (2-3 თვე ვუძლებ მეტი ვეღარ) კბილს ვიღებ იმ მხარეს სადაც მტკივა, არადა სუყველა თეთრი, ჯანმრთელი კბილები იყო

ეგ მაქვს მეც, ამ ბოლოდ დროს წინა კბილები/ღრძილები დამიჩირქდა. და მომიფამამფალდა, გიჟს დავესმაგავე რადგან ვიცი ამას რაც მოქვებოდა, გადავვარდი და ვქექე, მე ხალხურ მედიცინის მიმდევარი ვარ, ხოდა კრაზანას ნაყინი ივლეთო, ყვიტელი ყვავვილია და იყიდება აფთიაქებში სხვა ბევრი რამკსტვისაა ხოდა როგორც კი დავიწყე გამოვლება, რტი კბილი/ღრზილი იმ დრესვე მომეშვა , მეორე და ამაზე უკვე წლობით მაქვს პრობლემა 3 დღეა ვივლებ და უკეტსად მიდის საქმე, მანა ვივლებ სანამ არ მიშველის და საერტოდ ღრძილების მდგომარეოაბ გამოიმჯობესდა, ცაცხვის თაფლი უხდება ღრძილების დაავედაბს მარა ეს თაფლი ვერ ვიშოვე, სუფტა უნდა იყოს. ამიტომაც იმა ვივლებ რაც მაქვს და მშველის. აწი არც არასოდეს დავანენებ ტავს და სულ ვივლებ.


Posted by: marto 3 May 2012, 20:49
აქ ყველა წერს სოფთი გამოიყენეთ კბილის ჯაგრისიო
მე აბა მედიუმი რატომ დამინიშნა ექიმმა.

ხო და კიდევ ერთ ჭიქა ცხელ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ჭაის კოვზი სოდა და
რასაც გაუძლებ ცხელი უნდა გამოივლო, ძალიან შველის, ყველა ანთებას აქრობს და მერე ვისვამ
ხოლმე უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს. სამი ოთხი დღე რომ ვიტარო ეს პროცედურები,
ისე მშველის როგორც არაფერი.

Posted by: BELLA-DONNA 4 May 2012, 22:09
marto
მედიუმი ენიშნება იმას ვისაც ჯანმრთელი ღრძილები აქვს, ანთების დროს რბილს ვნიშნავთ.
QUOTE
ხო და კიდევ ერთ ჭიქა ცხელ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ჭაის კოვზი სოდა და
რასაც გაუძლებ ცხელი უნდა გამოივლო, ძალიან შველის, ყველა ანთებას აქრობს და მერე ვისვამ
ხოლმე უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს. სამი ოთხი დღე რომ ვიტარო ეს პროცედურები,
ისე მშველის როგორც არაფერი.

ეს ვინ გასწავლათ, სტომატოლოგმა?

Posted by: marto 5 May 2012, 14:27
დიახ ოღონდ მარტო სოდიან მარილიანი წყალი მასწავლა,

მალამოს წასმა ჩემი ინიციატივა იყოsmile.gif)

Posted by: BELLA-DONNA 6 May 2012, 14:38
marto
QUOTE
დიახ ოღონდ მარტო სოდიან მარილიანი წყალი მასწავლა,

მე ძალიან ეჭვით ვუყურებ ამას, მეც სტომატოლოგი ვარ. ღრძილების ანთების დროს საკმარისია პროფესიული ჰიგიენის ჩატარება (კბილების გაწმენდა სტომატოლოგთან) და შესაბამისი კბილის პასტის და ჯაგრისის დანიშვნა, ხოლო თუ საქმე გვაქვს პაროდონტიტთან (რასაც ხშირად შეცდომით პაროდონტოზს უწოდებენ, ეს კი სულ სხვა დაავადებაა), აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.

Posted by: chagrin 7 May 2012, 17:06
marto
QUOTE
ხო და კიდევ ერთ ჭიქა ცხელ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ჭაის კოვზი სოდა და
რასაც გაუძლებ ცხელი უნდა გამოივლო, ძალიან შველის, ყველა ანთებას აქრობს და მერე ვისვამ
ხოლმე უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს. სამი ოთხი დღე რომ ვიტარო ეს პროცედურები,
ისე მშველის როგორც არაფერი.

ეგ მეც მიცდია და მიშველა. დამიცხრო ანტება სრულად, ოღონდ მე არ ვიცოდი ერტად ტუ უნდა, ცალცალკე გავაკეტე და მაგარი მიშველა მაგანაც

Posted by: tamti1 7 May 2012, 17:26
marto
QUOTE
ო და კიდევ ერთ ჭიქა ცხელ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ჭაის კოვზი სოდა და
რასაც გაუძლებ ცხელი უნდა გამოივლო, ძალიან შველის, ყველა ანთებას აქრობს და მერე ვისვამ
ხოლმე უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს. სამი ოთხი დღე რომ ვიტარო ეს პროცედურები,
ისე მშველის როგორც არაფერი.

ანუ როგორც გავიგე გშველით -ხოლმე? ხშირად გემართებათ ანთება?

Posted by: clemente 8 May 2012, 20:42
BELLA-DONNA
QUOTE
ხოლო თუ საქმე გვაქვს პაროდონტიტთან (რასაც ხშირად შეცდომით პაროდონტოზს უწოდებენ, ეს კი სულ სხვა დაავადებაა)

რით განსხვავდება ეს ორი ?

Posted by: BELLA-DONNA 8 May 2012, 22:37
clemente
QUOTE
რით განსხვავდება ეს ორი ?

პაროდონტიტი ანტებითი დაავადებაა, ხოლო პაროდონტოზი დისტროფიული. მათ სრულიად სხვადასხვა კლინიკა აქვთ და მკურნალობაც განსხვავებულია. პაროდონტიტის დროს აღინიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, ჰიპერემია (ღრძილები გაწითლებულია), პირიდან უსიამოვნო სუნი, კბილების მორყევა და საბოლოოდ დაკარგვა. პაროდონტოზის დროს ღრძილები ვარდისფერია, არ აღინიშნება სისხლდენა, კბილების მორყევა... მოკლედ სრულიად სხვადასხვა დაავადებებია. პაროდონტიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ხოლო პაროდონტოზი იშვიათი. შევეცადე მოკლედ ამეხსნა...

Posted by: clemente 8 May 2012, 23:31
BELLA-DONNA
ესეიგი პაროდონტოზი მქონია... ანუ კბილების მორყევას არ იწვევს ეს?

Posted by: BELLA-DONNA 9 May 2012, 17:20
clemente
საიდან მოიტანეთ რომ პაროდონტოზი გაქვთ? შეიძლება უბრალოდ გინგივიტია. კონკრეტულად რა გაწუხებთ?

Posted by: clemente 9 May 2012, 17:23
BELLA-DONNA
ქვები მიჯდება და ღრძილებზე მაწვება. ღრძილები ვარდისფერი მაქ და სისხლი არ მდის. კბილები ოდნავ მოშიშვლდა

Posted by: BELLA-DONNA 9 May 2012, 17:31
clemente
QUOTE
ქვები მიჯდება და ღრძილებზე მაწვება. ღრძილები ვარდისფერი მაქ და სისხლი არ მდის. კბილები ოდნავ მოშიშვლდა

ასე უნახავად ძნელია დიაგნოზის დასმა, მაგრამ სავარაუდოდ პაროდონტიტი გაქვთ ოღონდ ჯერ მსუბუქ ფორმაში. აუცილებლად მიაკითხეთ სტომატოლოგს და პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა ჩაიტარეთ(!). მკურნალობასაც ის დაგინიშნავთ. კბილები სულ იხეხეთ გულდასმით. ასე შორიდან მეტი ვერაფრით დაგეხმარებით, შემიძლია კარგი სტომატოლოგი გირჩიოთ (სამწუხაროდ მე დროებით უმუშევარი ვარ)

Posted by: clemente 9 May 2012, 17:33
BELLA-DONNA
კი მინდა კარგი სტომატოლოგი, აქამდეც სამგან ვიყავი მაგრამ ვერ მიშველეს აშკარად...

Posted by: BELLA-DONNA 9 May 2012, 17:37
clemente
იმიტომ რომ სრულფასოვნად არ გიმკურნალეს, დღეს საქართველოში პაროდონტიტს ძირითადად სიმპტომურად მკურნალობენ, არადა კომპლექსური მკურნალობა ჭირდება. P.M.-ში მოგწერთ.

Posted by: clemente 9 May 2012, 17:42
BELLA-DONNA
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: BELLA-DONNA 9 May 2012, 17:43
clemente
smile.gif წარმატება kiss.gif

Posted by: uchinari_G 2 Dec 2012, 22:14
ღრძილების ანტება მაქვს, თან მარტო ცალი მხარეზე მაქვს გასიებული ღრძილები, იქნებ მიშველოოთ, ისე მტკივა უკე აღარ შემიძლია..თან ჯერ ერთ კბილზე დაიწყო და მერე მიყვა დანარჩენიც...

Posted by: ikebana 3 Dec 2012, 03:33
uchinari_G
ცალ მხარეს ხომ არ ღეჭავთ?
სახლში რაც შეიძლება გააკეთოთ ცოტა შვება რომ იგრძნოთ მცენარეული სავლებია: თითო ჩაის კოვზი გვირილა + ევკალიპტი + კალენდულა + სალბი აურიეთ და ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით მდუღარე წყალი 1 ჩაის ჭიქა. დააცადეთ შეგრილდეს და გამოივლეთ ოდნავ ცხელი, ჩაიგუბეთ სანამ გაგრილდება. ასე დღეში რამდენჯერმე. ტკივილი და შეშუპება შეიძლება დაცხრეს მაგრამ ექიმთან უნდა მიხვიდეთ, ეს დროებითი იქნება. პირველ რიგში ანთების მიზეზის გარკვევაა საჭირო.

Posted by: IFJ 2 Feb 2013, 03:34
ღრძილების ანთებამ ან კბილის ტკივილმა შეიძლება რო სიცხე მოგცეს ?

კბილიების ხარისხიანად მკურნალობა ( დაპლობვა ) + ჩატეხილი კბილების ხარისხიანად ამოშენება დაახლოებით რა ეღირება მკურნალობის კურსი ?

ერთი კბილის ამოშენება და დაპლობვა დაახლოებით რა ღირს ?

კბილის ამოღება მტკივნეულია ? გავიგებ რამეს ?

Posted by: ikebana 2 Feb 2013, 21:00
IFJ
თუ ჩირქოვანი პროცესია, შეიძლება.

პ.ს. ერთსადაიმავე კითხვებს სხვადასხვა თემებში ნუ დასვამთ. თანაც ეს თემა ღრძილების ანთებაზეა.

Posted by: picundela 9 Feb 2013, 22:17
გამარჯობათ,ერთი კვირაა უკვე ქვედა ღრძილი დამისივდა საშინლად და ჩამის დროს მტკივა მაგრათ ხოლმე.სოდიანიც ვივლე და გვირილაც მარა ვერაფრით ვერ დამიცხრა.მაღლითა ღრძილები ნორმალურათ მაქვს.მარტო დაბლითა დამისივდა .ქვებიც მაქვს თან .ეს ანთებაა თუ რისი ბრალია ერთი რო დამისივდა ესე მხოლოდ?

Posted by: ikebana 12 Feb 2013, 02:43
picundela24
სავარაუდოდ ანთებაა, პირველ რიგში ქვები უნდა მოიშოროთ.

Posted by: picundela 14 Feb 2013, 22:50
ikebana
დღეს ვიყავი სტომატოლოგთან გამიწმინა სკალერისა და Airflow ს აპარატებით კბილები.მაგარი ანთება გაქვსო და ცოტა ჩაგიცხრეს და მერე გაგითეთრებ კბილებსო.დამინიშნა კბილის პასტა პაროდონტაქსი .კბილის ჯაგრისი ორალბი,ოქტენიდოლის სავლები.და ეხლა მინდა რო ღრძილებზე ანთება რო მაქვს ერთხელ და სამუდამოთ მოვირჩინო რა.სადმე არ იცით კაი კლინიკა რო მიშველონ რამით?ყოველ წელს ისევ რო აღარ დამჩირდეს მკურნალობა ხოლმე.ამან კი მითხრა 10 კურსი 80 ლარიო.ივერიელი აქეს მაგ პრობლემას ეგევე მოგიგვარებსო სამუდამოთო.

Posted by: ikebana 16 Feb 2013, 02:49
picundela24
კანდელაკის 5, პაროდონტოლოგიური ცენტრია.

Posted by: Mazarin 17 Feb 2013, 11:53
მაინც რა ანტიბიოტიკი უნდა მიიღო ანთებისას? ექიმთან ვერ მივდივარ და ტკივილმა ხომ არ უნდა მომკლას, მირჩიეთ რამე smile.gif

Posted by: ako0708 2 Oct 2013, 17:39
ყბის ბოლოში მაქვს ღრძილი გასიებული და მთავარი საყრდენი ძვალია თუ როგორც ქვია მანდ მაქვს ღრძილი გასიებული, რითი შეიძლება ვუმკურნალო სახლის პირობებებში. ისე რომელ სტომატოლოგს მირჩევთ, რომ უმტკვინეულოდ მიმკურნალოს, ვისთანაც აქამდე ვყოფილვარ ყველა საშინლად მტკენდა პირს biggrin.gif ბახტურიძე მითხრეს და იქნებ თქვენც იცოდეთ ვინმე კარგი ექიმი რომ მიმკურნალოს

Posted by: ikebana 3 Oct 2013, 04:47
ako0708
სახლის პირობებში შეიძლება გვირილის თბილი სავლები, შეგიძლიათ დაამატოთ სალბი და ევკალიპტიც. თუ მოახერხებთ შესიებულ ადგილას დაიდეთ მეტროგილ-დენტას გელი. რას მთავარია, დროულად მიდით სტომატოლოგთან, რომ მიზეზი გარკვეს და უფრო დიდ პრობლემაში არ გადაიზარდოს.

Posted by: novak_djokovic 23 Apr 2015, 02:55
ღრძილების მკურნალობა ლაზერით კერძოთ ზუმერი ქვია მგონი რა აზრის ხართ და რა რჩევას მომცემთ ამ მკურნალობაზე ეფექტი აქვს?
ან რამდენ ხნიანი ეფექტი აქვს ბაქტერიებს თუ ხოცავს ღრძილებიდან?

Posted by: ikebana 22 May 2015, 00:04
novak_djokovic

ასეთი რამე არ არსებობს, რაღაც გეშლებათ.

Posted by: chemi<4 29 May 2015, 00:54
ცოტა ხნის წინ კბილი ამოვიგე ცოტა რთულად მქონდა საქმე მოკლედ მერე ამოღებულს სათანადოდ ვეღარ მოვუარე და ეხლა ჭრილობა დამიჩირქდა ცოტა გვერდიდან თან მტკივა ჭრძილი...sad.gifსტომატოლოგთან ვერ ვახერხებ მისვლას ამ დღეებში და იქნებ მირჩიოთ რა მიშველის სოდიანი წყალი არაფერს მიშვება

Posted by: nodari_nx 29 May 2015, 00:56
გვირილას ნახარში გამოივლე აბა.

//////////////

Posted by: ikebana 29 May 2015, 02:19
chemi<4
აუცილებლად უნდა მოახერხოთ და მიხვიდეთ სტომატოლოგთან. საჭიროა ანტიბიოტიკი და ჭრილობის დამუშავება.

გვირილის ნახარში საერთოდ არ შეიძლება ჭრილობების დროს.

Posted by: kurt. 18 Feb 2016, 20:39
მთელი თემის წაკითხვა მეზარება და მითხაროთ ვინმრმ რა ვუშველო?:დ

არ მტკივა ვაშე ,პროსტა ნიტო შეგრძნებაა და სისხლი მომდის ხოლმე

პ.ს შეიძლება "ფრანგული კოცნის" ბრალი იყოს ? givi.gif ?

Posted by: qeseramovich 18 Apr 2016, 16:52
მეგობარს აქვს ღრძილების ანთება, მაგრამ ვერ მიდის ექიმთან უფულობის გამო და მაინტერესებს დაახლოვებით რა ჯდება სტომატოლოგთან კონსულტაცია და მერე წამლების ყიდვა???

Posted by: skarpionka 30 Apr 2016, 09:56
ems air flow master piezon ეს აპარატი აქვს ერთ-ერთ კლინიკას და ვინმემ რამე იცით ამის შესახებ?

Posted by: lexanna 17 May 2016, 13:23
ნებისმიერ ღრძილის და პირში ყელში ანთებას შველის სუფტა თაფლი. 100%.
ასევე სოდა და ზღვის მარილიც ძალიან კარგია, მარა თაფლი შეუდარებელია
ესენი რაც მე მიცდია

Posted by: lexanna 23 May 2016, 22:41
qeseramovich
QUOTE
მეგობარს აქვს ღრძილების ანთება, მაგრამ ვერ მიდის ექიმთან უფულობის გამო და მაინტერესებს დაახლოვებით რა ჯდება სტომატოლოგთან კონსულტაცია და მერე წამლების ყიდვა???

კიდევ აქვს?


ცაცხვის ტაფლი არის უებარი, საუკუნოდ დამლოცავს

Posted by: Crazy_Sin 20 Jul 2019, 04:17
ვისთან მივიდე ღრძილების ანთებაზე რომ ვიმკურნალო? ნორმალური მირჩიეთ და ისეთი არა მილიონები რომ მომთხოვოს smile.gif
მადლობა წინასწაარ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)