tyviaცნობიერი თვითგადარჩენის მექანიზმია, რათქმაუნდა შეიძლებოდა ადამიანი როგორც ცხოველი ისეთი ყოფილიყო, ცნობიერის გარეშე და მისი წინაპარი ასეც იყო. თუმცა ასობით ათასი წლის მანძილზე უკეთ ადაპტირდებოდა გარემოსთან ისეთი ადამიანები ვინც ცნობიერის საწყისს იყენებდნენ, ანუ გარკვეული კალკულაციები და მიზეზ-შედეგობრივი აზროვნება შეეძლოთ.
ევოლუციაში ყველაფერს ადაპტაცია წყვეტს, შეიძლება იყო სუპერძლიერი, სუპერდიდი, სუპერპატარა, ჭკვიანი, აღჭურვილი სხვადასხვა შეგრძნებებით, მაგრამ ეგ არაა მთავარი. არამედ უკეთ მოერგები თუ-არა გარემო პირობებს - აი ეგაა მთავარი.
გადარჩენის შანსი - ავტომატურად გამრავლების უკეთესს შანსს ნიშნავს და გენეტიკურად შენი თვისებები შენს შთამომავლობას გადაეცემა, ასე ნელნელა ჩამოყალიბდა გამოთვლითი კალკულატორი, პრიმიტიულ დონეზე, აღმოჩნდა რომ აზრების გენერირება და ანალიზი კარგი გადარჩენის შანსს აძლევდა კონკრეტულად ჩვენი სიცოცხლის ფორმას. ხოლო ასობით ათასი წლის მერე უკვე მივიდა იქამდე რაც არის დღევანდელი ტვინი, ხოლო კიდევ ათასობით ათასი წლის მერე რა იქნება არავინ იცის.
რომ ავიღოთ სიცოცხლის ფორმები, შესაძლოა მომავალში ადამიანი ყველაზე ნაკლებად ადაპტირებული აღმოჩნდეს იმ დროის გარემო პირობებთან და დაიღუპოს როგორც სახეობა, ხოლო უმარტივესი ფორმები, მაგალითად მატლები რომელსაც ტვინი საერთოდ არც აქვს როგორც ორგანო - გადარჩეს.
ასე რომ პირიქით - ადამიანის არსებობა კარგი მტკიცებულებაა რომ არანაირი ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ხინჯიანია, უამრავი პრობლემით იბადება და ერთ-ერთი მაგ პრობლემათაგანი საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი ხდება როგორც სიცოცხლის ფორმის. მისი მთავარი დანიშნულება (ისე როგორც ყველა სხვა სიცოცხლის ფორმის) არის გამრავლება და ის მთელ თავის ცხოვრებას ამ მისიის გარშემო აგებს მიუხედავად იმისა აცნობიერებს თუ არა.
ბუნბრივია ისმის კითხვა როგორი იქნებოდა ადამიანი ან სხვა სიცოცხლის ფორმები მართლა ღმერთები (რომელიმე) რომ არსებობდეს?! ბუნებრივია სიცოცხლე საერთოდ არ იარსებებდა იმიტომ რომ უმაღლეს გონს არანაირი მოტივაცია არ ექნებოდა სიცოცხლის ფორმების შესაქმნელად რადგან ის უკვე სრულყოფილი იქნებოდა.
მაგრამ მოდი დავუშვათ რომ არსებობს არა უმაღლესი არამედ ძალიან განვითარებული გონი და ყოვლისშემძლე და თვითსრული არაა, სიტყვაზე რაღაც ხინჯები აქვს, მაშინ ასეთ გონს შეიძლება რაღაც ეტაპზე მობეზრებოდა თავისი არსებობა და გასართობად შეექმნა სიცოცხლის ფორმები რო ეღადავა მათ უმწეობაზე
თუმცა გარშემო არაფერი მსგავსი არსებ(ებ)ის არსებობაზე არ მიუთითებს.
უფრო ისაა რომ ადამიანის ცნობიერის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, დასჭირდა გარშემო მიმდინარე მოვლენები როგორმე აეხსნა (რაციონალიზაცია მოეხდინა) და ამ მოვლენებზე გავლენა ეცადა თუნდაც ილუზორული მეთოდებით.
რადგან სამყარო ადამიანის მიმართ სრულიად ნეიტრალური და ცივია, გამოდის ადამიანს თვითონ უწევს "სამართლიანობის" დანერგვა მის სოციუმში და ტვინში. ამიტომ ზოგი რამ მისთვის "არასამართლიანად" ჩანდა.
ადამიანი ხედავდა რაღაც წითელ ბურთს ცაში რომელიც ათბობდა, მოსავალზე მოქმედებდა და ა.შ. რაღაც ეტაპზე მისი ახსნა გახდა საჭირო და როგორმე მასზე ზეგავლენის მოხდენა.
ასე გაჩნდა პირველი ღმერთები (მზე, მთვარე, ღამე, დღე) და პირველი ყალბი ზეგავლენის მეთოდები (რელიგიური რიტუალები წვიმის მოსაყვანად, ლოცვები და სიმღერები, ადამიანების მსხვერპლშეწირვა)
ათასობით წლის მანძილზე, ადამიანებს შორის ომების დროს, ისინი ერთმანეთის კულტურას ითავსებდნენ და იგონებდნენ ახალ-ახალ ღმერთებს, თუმცა ყველა ღმერთს ერთიდაიგივე თვისება აქვს, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს რომ ისინი ადამიანის ტვინის ნაყოფია:
1. ღმერთები ყოველთვის ადამიანს გვანან რაღაცით
2. ღმერთები რაღაცის ახსნის გზაა
3. ღმერთებს სჭირდებათ ორგანიზებული რიტუალები, მიმდევრები და ა.შ. რელიგია იმისთვის რომ გადარჩნენ ადამიანის მეხსიერებაში
ახლა აქ ჩნდება კითხვა - რატომ დომინირებს ერთი ტიპის ღმერთები, მეორე ტიპის ღმერთებზე სხვადასხვა ქვეყანაში? რატომ არის ღმერთი ჭეშმარიტი იმისდამიხედვით რომელ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე დაიბადე?
საქმე იმაშია რომ ის ღმერთი იყო ფაიზაღი ვისაც აღიარებდა იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი დამპყრობელი, თუ არაბები დაგიპყრობდნენ მაშინ ალაჰი იყო ფაიზაღი, იქამდე ირანში - ცეცხლი იყო ფაიზაღი, სულ ბოლოს კი ბიზანტიამ ქრისტიანობის დანერგვა დაიწყო და აჰა, მე-4 საუკუნეში გამოგონილ რელიგიას დღემდე ბევრი მისდევს დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთში უამრავი ღმერთია, სამხრეთში ძირითადად ალაჰი და ა.შ.
იმედია ეს გარკვეულწილად უპასუხებს შენს კითხვას
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.