#52431569 · 28 Mar 2018, 12:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
KKK-LLL
QUOTE | გაყიდვების საიტს ამბობ ანუ ?
|
გაყიდვებს არა, ზოგადად SEO-ს გამართვაზე ვიძახი რომელიც ორიენტირებულია ფულის შოვნაზე. იგულისხმება ადსენსით, აფილეიტით და ასე შემდეგ თანხის გამომუშავბა. AraGviani
QUOTE | მე მაგარი ჩაინიკი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ჩემი დილეტანტური გადმოსახედიდან რასაც ვაკვირდები, ფასიანი რეკლამები თუ არ მიეცი პოსტს ნებისმიერ სივრცეში, ჩვეულებრივად გავრცელების შანსები ხელოვნურად შეზღუდეს ახალი ალგორითმებით და პრაქტიკულად ჩაკლეს. ან უნდა იყოს სრულიად აბსურდული, ძალიან დაბალი დონის კონტენტი, რომელსაც ცნობისმოყვარე მასა პირანიებივით ეტანება და ისტერიულად ავრცელებს, ან კიდევ ფული უნდა ჩადო და ისე მიიტანო აუდიტორიამდე.
ფაქტიურად, ინტერნეტის, როგორც თავისუფალი სივრცის არსი სხვადასხვა ინტერესების ადამიანებისთვის, ჩაკლეს მსხვილმა სოც.სივრცეებმა და გადააქციეს ისეთივე სივრცედ, როგორიც ტელეარხებს ჰქონდათ - კარგად იხდი? - გყავს აუდიტორია. არ იხდი და ჩაკარგულია მილიარდობით ჩანაწერებში. |
სიმართლესთან ახლოს არის თუმცა მთლად მასეც არაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ წარმოიდგინე რომ შენს ქივორდზე აჩვენებს 3-4 რეკლამას გუგლი საძიებო სისტემაში. ეგ ავტომატურად იმას ნიშნავს რომ პირველ ადგილზე ყოველთვის იქნებიან სხვები. ანუ ისე გამოდის რომ თუ ფულს გადაიხდი ყოველთვის სათავეში იქნები. ალგორითმები კი მუშაობს მეტნაკლებად ძველებურად. ზოგადად გუგლი გახდა ძალიან დიდი მონოპოლისტი რომელიც ინფორმაციას ფლობს აბსოლიტურად ყველაფერზე რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ყიდულობს ყველაფერს რაც კარგი და პერქსპექტიულია. ყველაფერი გუგლის არის ფაქტიურად ინტერნეტში როცა შედიხარ. Gmail, Youtube, Chrome, Google search engine, google plus და კიდევ უამრავი რაღაც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ სხვადასხვა პატარა Tool-ებზე რომლებიც ვითომ არაფერი არადა კოლოსალურ ინფორმაციას შეიცავს ჩვენი ყველასი პირადი ინტერესებიდან. Analytics, Adwords, Adsense, webmaster console რა აღარ არსებობს პლუს მაგას ანდროიდიც გუგლის არის, ტელეფონში მიტენის ყოველ დღე 10 განახლებას სავალდებულო გუგლის პროგრამებიდან, რომელბსაც არ ვიყენებ არაფერში. გუშინ წავიკითხე რომ გუგლის მიერ არა ავტორიზებულ მობილურებს გუგლის სერვისების გამოყენება აღარ შეეძლებათ, ვერც play store გამოიყენებ მაგალითად თუ რამე უცნობი ბრენდის ტელეფონი გაქვს ანდროიდზე ან რომელიმე ბრენდს ჩეპე მოუვიდა გუგლთან ფაქტიურად მარტო დარეკვისთვის და მესიჯებისთვის უნდა გქონდეს ტელეფონი. აი ამ ყველაფერს რომ გააანალიზებ მერე ცოტა ისე შეხედავ რა, არაა მთლად სახარბიელო მასეთი მონოპოლიზაცია. მითუმეტეს ბოლო 1 წელია ძალიან გააქტიურდნენ, რაღაცებს ბლოკავენ რეკლამებში, მობილურებს ბლოკავენ, ინფორმაციებს თვითონ წყვეტენ რომელია მისაღები და მიუღებელი და ასე შემდეგ. არადა ბევრი იდეა არსებობს უკვე სხვა საძიებო სისტემების განვითარების, მაგრამ რამდენად გვაჩვენებს გუგლი მაგ ინფორმაციებს საკითხავი ეგ არის. ერთ ერთი იდეა არის დეცენტრალიზებული საძიებო სისტემა ბლოკჩეინზე. არის უკვე მსგავსი პროექტები და ბევრი სასარგებლო საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მაგით. ვნახოთ რა იქნება მომავალში
|