ჩემის ღრმა რწმენით, საბრძოლო ერთეული შექმნის პროცესში გადის რამდენიმე ეტაპს:
1) დგება გარკვეული ტიპის საბრძოლო ერთეულის შექმნის აუცილებლობა კონკრეტული საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის მიზნით.
(ამ ეტაპზე ბუნდოვნად იკვეთება საბოლოო პროდუქტის სახე).
2) ხდება კონკრეტული საბრძოლო ერთეულის ჩამოყალიბება ქაღალდზე, შემდეგ ლითონში მეცნიერულ-ტექნიკური ბაზის შესაძლებლობისადა მიხედვით.
(ხდება მაკეტების, ერთეული აპარატების დამზადება, ხდება ტესტირება, დახვეწა. მოკლედ, იქმნება საბრძოლო ტექნიკა. ამ ეტაპზის დასრულებისას ხელში გვაქვს კონკრეტული სახის ტექნიკა, შექმნიკი კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად - იზღუდება გამოყენების არეალი.)
ამ ეტაპის ბოლოს ტექნიკა იძენს ფიზიკურ პარამეტრებს (წონას, ზომებს, და ყველაფერ სხვა ჯანდაბას რაც შეიძლება ასე თუ ისე გაზომილ იქნეს. და რაც, ცალსახად არ აქვს იდეას).
ანუ კონკრეტული ამოცანა -> დავალება ინჟინრებს -> კონკრეტული პროდუქტი.
ამასთან უკუმიმართულებით სვლა შეიძლება გამონაკლისის სახით.
(მაგალითად, ზემოთ ნახსენები ტანკი ვერ იქნება სამაგალითო ქსმ, მაგრამ იქნება მისაღები საცეცხლე წ.
ასევე, ქსმ ვერ იქნება ტანკი გარდა იმ შემთხვევებისა როცა მოწინააღმდეგეს არაფერი აქვს შურდულების, შუბების და ფრჩხილების გარდა (თუმცა ამ შემთხვევაში, ოპელ ვექტრაც მრისხანე საბრძოლო ერთეულს წარმოადგენს ბრძოლის ველზე - ანუ ტექნიკის შესაძლებლობები და მათი გამოყენების სფერო დამოკიდებულია არა იმდენად იდიოტ გენერლებზე, რამდენადას მოწინააღმდეგის შესაძლებლობებზე შეუქმნან წინააღმდეგობა ერთეულს შეასრულოს საბრძოლო ამოცანა (მაგ, ქსმ-მ გატანკოს ეგვიპტური ფალანგის ცენტრი))
რამდენი სისულელე ვწერე, ნუ გამაკრიტიკებთ უბრალოდ დამაიგნორეთ