forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (56) « პირველი ... 54 55 [56]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს საბაგიროები: ნაწილი III, ნაწილი III
Nescafe13
volvo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7253
წევრი No.: 204458
რეგისტრ.: 1-July 15

გამოგზავნილია: 25 May 2018, 10:07  #52775873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TramwayMan

ვიცი ზეპურად რა სად შენდება მანდ და ყოველ დღე რაც ჭიათურაში ვიყავი ვაკვირდებოდი სულ მუშაობდა 1-2 კაცი
ეკლესიასთან მართლა რთულადაა საქმე ვიცი მარა ეგეც 5-6 სართულიანი არ შენდებოდეს 1 წელზე მეტი რო გაიწელა
პროსტა ბევრისგან მომხვდა ყურში რო უჭირთ გადაადგილება ზემოთა უბნებში და მაგიტო დამაინტერესა ამდენი ხანი რატო მოუნდენთქო
სასამართლოში თუ უწევთ დავა არ ვიცოდი იმედია მალე ააშენებენ
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16718
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 25 May 2018, 14:26  #52777473      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nescafe13
როგორც უკვე დავწერე საბაგიროს შენება ურბანულ სივრცეში დაკავშირებულია სირთულეებთან. ეს ხომ სათხილამურო კურორტი არაა სადაც ადამიანები არ გებლანდებიან სახლებ ბაღებიანათ.

ცალკე დაგი არ მყავს საოცრება ასე რომ, კომბინაციაში მიიღება შედეგი.
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16718
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 1 Jun 2018, 01:36  #52820727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს 28 წელი შესრულდა — 1990 წლის 1 ივნისს მომხდარი საბაგირო უბედური შემთხვევა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომლის შედეგადაც 42 ადამიანი დაშავდა და 19 გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ. წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, ასევე წითელი კაბინა ნომერი 1 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი კაბინას ქუროში. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა (არ იმოქმედა საავარიო სამუხრუჭე სისტემამ). ქვევითა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 4 და ბევრი ადამიანი დაშავდა, ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (საავარიო სამუხრუჭე სისტემამ არც არ იმუშავა), რაც უფრო უახლოვდებოდა კაბინა საყრდენს მის ქუროზე ქვემოთა მხრიდან ჩაბმული კუდის ბაგირი მოეშვა და ქვედა საყრდენის როლიკებზე ჩამოეკონწიალა. ქვედა საყრდენთან ვაგონის ქურო და ურიკა დაკონწიალებულ კუდის ბაგირს და საყრდენის როლიკებს ძლიერ შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ კუდის ბაგირმა კაბინა ორ ნაწილად გადაჭრა, ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა. ბაგირზე შერჩენილმა გაგლეჯილმა კაბინის ნახევარმა დაგორება განაგრძო და 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავთან გაჩერდა. კაბინის გაგლეჯისას დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე, მის ეზოში და დაკიდული ბაღებზე ჩამოცვიდნენ. 15 ადამიანი დაიღუპა ადგილზე 4 კი მოგვიანებით საავადმყოფოში. 42 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მგზავრების ნაწილი ახალციხიდან №5 სკოლის მოსაწავლეები იყვნენ რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ, „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. მცირე ნაწილი ჯარისკაცები დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47.

ავბედითი რეკონსტრუქცია
საბაგირო 1958 წელს აიგო ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რომელიც 3 კოშკურა საყრდენს მოიცავდა (20, 10 და 12 მეტრის სიმაღლით). მგზავრების მომსახურება 1959 წლის 1 მაისს დაიწყო. 1987 წელს გადაწყდა რომ საბაგირო თითქმის 30 წლიანი მსახურობის შემდეგ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, რეკონსტრუქციის პროექტი მოამზადა კვლავაც პირველი ვერსიის დაპროექტებელმა ვახტანგ ლეჟავამ, მთავარი სიახლე იყო სამი საყრდენიდან 2 საყრდენზე გადასვლა. შეიცვალა ქვედა საყრდენი, 20 მეტრიანის მაგივრად დაიდგა 25 მეტრიანი. ზედა ორი დაბალი საყრდენის (10 და 12 მეტრის სიმაღლის) მაგივრად რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა, დაიდგა მაღალი (20 მეტრიანი) საყრდენი რის შედეგადაც ახალი კაბინები ზედა სადგურიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ. სტანდარტული ქართული „თბილავიამშენის“ წარმოების ოვალური კაბინები (თითოეული 25 ადამიანის ტევადობით) შეცვალეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ეს პროექტით გათვალისწინებული არ იყო და რომ განახლებულ საბაგიროზე კვლავაც ქართულ კაბინებს უნდა ემოძრავა. ახალი კაბინები მართკუთხა ფორმის იყო (ტევადობა 40 ადამიანი) წარმოებული იტალიაში „კაროცერია ნარდოს“ მიერ და მოგვაწოდა ასევე იტალიურმა კომპანია „ჩერეტი & ტანფანიმ“ ეს ცვლილება განხორციელდა მგზავრთბრუნვის გაზრდის მიზნით, რადგან საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო. ეს ცვლილება საბაგიროს რეკონსტრუქციის პროექტის ავტორ ვახტანგ ლეჟავასთან შეთანხმებული არ ყოფილა. რეკონსტრუქციის პროცესში არ შეცვლილა გამწევი და კუდის ბაგირები რომლებიც უკვე 18 წელი იყო გამოყენებაში. ასევე ცნობილია რომ ქართველმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ახალი კაბინების საავარიო სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება და მოქმედებაში მოყვანა, ამის მიუხედავად საბაგირო მაინც ჩაეშვა ექსპლოატაციაში უმოქმედო მუხრუჭებით რომელთა გამართულობის შემთხვევაში, გამწევი ბაგირის გაწყვეტისას ორივე კაბინა მყისიერად გაჩერდებოდა მუხრუჭების მზიდ ბაგირზე ჩაჭერის შედეგად და მსხვერპლის თავიდან აცილება გარანტირებული იქნებოდა. რატომ არ მოხდა იტალიელი სპეციალისტების მოწვევა მუხრუჭების გასამართავად გაურკვეველია. ვახტანგ ლეჟავა საბაგიროს არსებული დარღვევებით და პროექტისგან გადახვევებით მონტაჟს და ექსპლოატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგებოდა, საბაგიროს მიღება ჩაბარების აქტისთვის მას ხელი არასდროს მოუწერია.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაიკარგა ზემოთ მიმავალი კაბინის ქურო რომლეშიც ჩატყდა გამწევი ბაგირი. ჭიათურელი სპეციალისტების დაკითხვისას აღმოჩნდა რომ ვაგონების ქუროებიც დარღვევით იქნა ჩასხმული. საბჭოთა ხელისუფლების აგონიის პირობებში და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების გამო საქმის გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა არ მოხდა ჯეროვნად. მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით შემოიფარგლნენ. ნამდვილი დამნაშავეები და მცდარი გადაწყვეტილების მიმღები ჩინოვნიკები კი დაუსჯელნი დარჩნენ.

ტრაგედიიდან 3 წელიწადში დეფორმირებული კაბინები და გამწევი ბაგირი ჩამოხსნეს. მზიდი ბაგირის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში. საყრდენი და სადგურები შენარჩუნდა.

ტრაგედიის 19 მსხვერპლი
კაბინა №1 (რომელიც ქვედა სადგურს დაეჯახა)

მგზავრები:

ბექა სალუქვაძე (5 წლის), ახალციხე
თამაზ თარხნიშვილი (12 წლის), ახალციხე
თემურ ჯინჭველაძე (13 წლის), ახალციხე
ასმათ ზედგენიძე (59 წლის), ახალციხე
კაბინა №2 (რომელიც კუდის ბაგირმა გაგლიჯა ჰაერში)

საბაგირო კაბინის გამცილებელი:

გურამ ფირცხალავა (45 წლის), თბილისი
მგზავრები:

მირანდა ვერულაშვილი (5 წლის), აბაშა
ზვიად კუტალაძე (16 წლის), თბილისი
დარეჯან ასლანიშვილი (18 წლის), კასპი
ალოვსად ისმაილ ოღლი ორუჯევი (18 წლის), სამხედრო
ილხან აიდინ ოღლი მიქაელოვი (19 წლის), სამხედრო
ტარლან მოვლან ოღლი აბდულაევი (19 წლის), სამხედრო
გივი გოზალოვი (19 წლის), სამხედრო
სვეტლანა გულბანი (23 წლის), გუდაუთა
მაია ხუციშვილი (26 წლის), გარდაბანი
გიორგი რუსია (30 წლის), თბილისი
ქეთევან წიწავა (33 წლის), ზუგდიდი
ნატალია ანდიევსკაია-გაბეცაძე (34 წლის), თბილისი
ვლადიმერ ვახტანგიშვილი (34 წლის), თბილისი
მიხეილ დანგაძე (39 წლის), წყალტუბო
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (56) « პირველი ... 54 55 [56]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0311 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]