ძაან საყვარელი, მშობლიური მომენტია
თითქოს კარგი ნაცნობი გხვდება წლების შემდეგ
კაბა შევიკერე და გამოსატანად გავედი (ძაან საყვარელი გამოვიდა)
ჰოდა ცოტა ადრე მივედი, არ ჰქონდა კერვა დასრულებული
მეთქი არა უშავს, გავივლი და დავბრუნდები
და მაგ მოცდასა და სეირნობაში წიგნი და ქურთუკი შემომეყიდა
200 ლარიანი ქურთუკი 49 ლარად ვიყიდე
ფასდაკლებების დედოფალი ვარ
თან ძააან მაგარი ქურთუკია
ჰოდა მერე გამოვიტანე ის პრინცესული კაბაც და მოვდივარ სახლში, ჭკუაზე არ ვარ
ჩავჯექი მარშუტკაში, გავხსენი ფორუმი
და გვერდით მჯდომი ბიჭი მეკითხება: "ფორუმელი ხარ?
"
თქვენ თუ გადაყრიხართ ფორუმელს და როგორი იყო თქვენთვის?
ძაან საყვარლობაა, ჩემი აზრით
რო გამოეცნაურებით ერთმანეთს, ნიკს ჰკითხავთ, რომელ განყელი ხარ, დატ და ა.შ