არაფერი სტუდენტური ამ ბანკების სესხებსჰი არ არის. მშობლებს თხოვე 300-300 ლარიანი ცნობებიო (ზრდასრულმა ადამიანებმა მშობლებთან უნდა ვირბინოთ? იმისთვის, რომ 1500 ლარზე სესხი ავიღოთ? ამაზე ამრიკელი თანატოლი გაოცდებოდა
), თუ გინდა 8-10 წელი ნუ დააბრუნებო (კარგი, ხომ იცი 8 წელი იხადო 18%, ბანკს მეტი რა უნდა? მაგას ჯობია რამე მართლა გაყიდოს ადამიანმა (18%. ანუ დაახლოებით 20%, ეს ნიშნავს, რომ 5 წელიწადში ერთი იმდენი თანხა უნდა წაიღოს ბანკმა)).
რატომ აკეთებენ ამას?
მაშინ როდესაც ამავე ბანკებს აქვთ წელიწადში 4%-იანი და ნაკლებ-პროცენტიანი საკრედიტო ხაზები ევროპის განვითარების ბანკიდან, მსოფლიო ბანკის პროგრამებიდან?
ეს არის მომავალზე ზრუნვა?
ასეთ სესხს მიცემდა მზრუნველი მშობელი (თან ქართველი) თავის შვილს სწავლაზე?
მაგრამ ამ მთავრობას ეტყობა არ აინტერესებს თავის მომავალი.
სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა სულ სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო,
მაგ: "განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირისთვის" www.creditunion.ge უნდა დაეჭირათ მხარი (იგი არ არის კომერციაზე და ფულის გამორჩენაზე ორიენტირებული) და არა კომერციული ბანკებისთვის.
ეს, მემგონი იყო წმინდა მიკერძოება განათლების სამინისტროს მხრიდან !
კომერციული ბანკების სარეკლამო კლიპებში გამოდიან (თანაც ეს ბანკები შერჩეულია ყოველგვარი ტენდერების გარეშე
უამრავი ხალხია უკმაყოფილო.
ეს ხალხი მალე გამოთქვავს პროტესტს.