Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ჭინჭრის ციება.


Posted by: Olaizola 7 Aug 2006, 11:49
კაროჩე დილაობით რაღაც კოღოს ნაკბენებივით მაყრის ხოლმე რა..(თუ ძაან ადრე ავდექი).. და ერთ საათში გადადის ხოლმე.. მარა ხანდახან მეტ ხანსაც ჩერდება cry.gif სიცხეში საშინელებაა ამის დედაც! თანამშრომელმა მითხრა ჭინჭრის დაავადება ქვიაო და სისხლის გადასხმა გჭირდებაო.. გაგიგიათ რამე ამდაგვარი?

და სისხლის გადასხმის პროცედურა მტკივნეულია? user.gif

Posted by: Venera 7 Aug 2006, 17:44
QUOTE
ჭინჭრის დაავადება

ჭინჭრის ციება-ან ურტიკარია
ალერგიული რეაქციაა სხვადასცვა აგენტზე,მაგ.საკვები,ზოგიერთი წამალი,მწერების ნაკბენი და ა.შ.კანზე ჭინჭრის ნასუსხს გავს.
მაგრამ რა იცით რომ ეგაა,რაც შენ გაქვს?რაც მოყევი ისე მწერის ნაკბენზე ალერგიას გავს,მაგრამ ასე უნახავად ვერავინ გეტყვის ,ჯობია ექიმს ანახო..

რაც შეეხება
QUOTE
სისხლის გადასხმა გჭირდებაო..

ეს უუკიდურესი მეთოდი და მარტო სისხლის გადასხმა არ ხდება.მოკლედ ეს დაივიწყე.მაგ დროს (საერთოდ ალერგიული რეაქციების დროს უმეტესად)ანტიალერგიულ პრეპარატებს ნიშნავენ(ანტიჰისტამინურს პირველ რიგში,მაგ.მწერის ნაკბენის დროს პერიტოლი ეფექტურია.მეორე რიგის პრეპარაატებია სტეროიდები)
შენ შEმთხვევაში( კიდევ ვიმეორებ)ექიმმა უნდა ნახოს,შეიძლება თვითონ პაციენტი სხვანაირად ხსნიდეს და რეალურად სხვა რამე იყოს და ექიმმა სხვა გაიგოს..ამიტომ დიაგნოზის დასმა დისტანციურად (და მკურნალობაც) არ შეიძლება..

Posted by: Olaizola 7 Aug 2006, 20:22
Venera

კი ეგრეა ჭინჭრის ნასუსხს გავს და სპირტი მშველის ხოლმე. (ზედ ვისხამ რა თქმა უნდაbiggrin.gif)

და რა მაინტერესებს მაგის მკურნალობის პროცედურა რამდენხნიანია? უბრალოდ ამ პეროდშDი ექიმებთან სიარულის დრო არ მაქsad.gif(

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ancho 7 Aug 2006, 22:03
Olaizola
მე მქონდა, ოღონდ საღამოობით. ხოდა გავწამდი და მივედი ექიმთან, რესპუბლიკურის მთავარ ალერგოლოგთან, რომელმაც მითხრა, ეგ ძალიან რთული გასარკვევია რაზე გაქვს ალერგია და მერე მოდიო. biggrin.gif ძალიან ნიჭიერი გამოდგა biggrin.gif
მოკლედ იმის სათქმელად შემოვედი, რომ მე პირადად ერთ მშვენიერ დღეს გამიარა, მკურნალობის გარეშე და ბოლო 2 წელია არ მქონია....

Posted by: Venera 7 Aug 2006, 23:37
Olaizola
თუ ალერგიაა ანუ ისაა რაზეც აქ ლაპარაკი გვქონდა,(და დაზუსტება მაინც უნდაsmile.gif),რამდენხნიანია ვერ გეტყვი იმიტომ რომ სანამ "რაღაცა" ალერგენი მოქმედებას აგრძელებს მანამდე იქნება რეაქცია,ანუ პირველ რიგში ალერგენის მოცილებაა საჭირო,თუ გაარკვევ რა არის(რაც ძნელია გეთანხმები),მეორე -ანტიჰისტამინური,მაგ.შეგიძლია ალერტეკი,კლარიტინი,პერიტოლი(მწერის ნაკბენისას განსაკუთრებით),ან სხვა ანტიჰისტამინური თუ გინდა..მეტით ვერაფრით დაგეხმარები..
და მაინც არ შეიძლება ასე ზეპირადsmile.gif

Posted by: თუთიკო 8 Aug 2006, 01:30
Olaizola
ეს ჭინჭრის ციება თუ ალერგია მართლაც მეტად უცნაური რამაა. ჩემს დეიდაშვილს 52 წლის ასაკში დაემართა!!! ალერგენიც დაადგინეს – ხალიჩის ტკიპა. ტრადიციულმა არაფერმა უშველა, პრედნიზილონის ჩათვლით!!!
და ჰომეოპათ თორნიკე ალაშვილთან მივიყვანეთ. ორი პატარა ბურთულის დალევის მეორე დღეს შესივება საერთოდ გაქრა და ალერგიამ ალაგება დაიწყო!!! თავად ექიმები სახტად დარჩნენ და არ აღიარებენ რომ ეს ალერგიის საწინაარმდეგი ტრადიციული მედიკამენტები უბრალოდ ხანდახან მხოლოდ წყალია!!!
მე იმას ვწერ, რისი უშუალო გამოცდილებაც მქონდა!!!
სხვათა შორის, ჩემი რძალი ექიმია პედიატრია და თავის ნეიროდერმიტიან პაციენტებს თორნიკე ალაშვილს უგზავნის და ბავშვები სრულად ინკურნებიან!!!
ასე რომ...

Posted by: Olaizola 8 Aug 2006, 10:57
მდაას.. მართლა მასეა რა. უცნაური რამაა ეს "ალერგია".. აი მაგალითად დღეს არ მქონია.. კაროჩე დავასკვენი რო თუ ცოტა მეძინა დილით მაგრად მიღიზიანდება ხოლმე კანი და.. თუ კარგად გამოვიძინე საერთოდ არაფერია ხოლმეsmile.gif

მოკლედ მივალ ექიმთან სხვა რა გზაა მარა.. ხანგრძლივი პროცედურა თუ დამინიშნა დავიკიდებsad.gif((( სწორად აღნიშნეთ თქვენ ალერგიულობის დროს ყველა ექიმს თავისი რეცეპტები აქვთ.. და შეიძLება ზოგიერთმა უარესი გიქნას.

უღრმესი მადლობა ყველასsmile.gif

Posted by: EVErgreen 15 Aug 2007, 01:13
ხალხო, თუ იცით ამ ჭინჭრის ციებასა თუ ცხელებაზე რამე? არაფერზე, ნუ, აი, არაფერზე ალერგიული არ ვიყავი მთელი ცხოვრება. არც ჭადრებზე, არც ყვავილებზე და მოკლედ არაფერზე. წელს გავიტანჯე! დღის ბოლოს ხელის მაჯებზე, ფეხის ტერფებზე და წვივებზე, წელზე (კაბის რეზინის/სარტყელის ადგილას) - მოკლედ, ყველგან, სადაც ტანსაცმელი/ფეხსაცმელი კანთან უფრო მჭიდრო კონტაქტშია - მეწყება ქავილი და ამ ქავილზე კანის რეაგირება არის რამდენიმე წუთით გაჩენილი კოღოს ნაკბენივით დაბურცულობები, რომლებიც 5-10 წუთში ქრებიან.

უკვე 3-4 თვეა ასეთ დღეში ვარ. სისხლის ანალიზი გავიკეთე და ყველაფერი რიგზეა, გარდა ალერგიულობის რაღაცა პარამეტრისა. მეგობარმა მითხრა, უეჭველი ჭინჭრის ციებააო, მეც მქონდა ბავშვობაში ეგრეო.

იცით რამე ამაზე? საშიშია? და რითი მკურნალობენ?

მადლობთ.

Posted by: აღასპერი 15 Aug 2007, 02:12
პირველ რიგში, უნდა გაარკვიო, მართლა ჭინჭრის ციება გაქვს თუ არა, მერე კი საკმაოდ ხანგრძლივი კურსია ჩასატარებელი.

მკურნალობა ეფუძნება დიეტას, თან საკმაოდ მკაცრს და კიდევ ხანდახან ნემსის გაკეთებაც მოგიწევს.

არ მცალია, თორემ დაწვრილებით აგიხსნიდი ყველაფერს.

Posted by: vano_t 15 Aug 2007, 05:02
EVErgreen
QUOTE
ხალხო, თუ იცით ამ ჭინჭრის ციებასა თუ ცხელებაზე რამე? არაფერზე, ნუ, აი, არაფერზე ალერგიული არ ვიყავი მთელი ცხოვრება. არც ჭადრებზე, არც ყვავილებზე და მოკლედ არაფერზე. წელს გავიტანჯე! დღის ბოლოს ხელის მაჯებზე, ფეხის ტერფებზე და წვივებზე, წელზე (კაბის რეზინის/სარტყელის ადგილას) - მოკლედ, ყველგან, სადაც ტანსაცმელი/ფეხსაცმელი კანთან უფრო მჭიდრო კონტაქტშია - მეწყება ქავილი და ამ ქავილზე კანის რეაგირება არის რამდენიმე წუთით გაჩენილი კოღოს ნაკბენივით დაბურცულობები, რომლებიც 5-10 წუთში ქრებიან.

უკვე 3-4 თვეა ასეთ დღეში ვარ. სისხლის ანალიზი გავიკეთე და ყველაფერი რიგზეა, გარდა ალერგიულობის რაღაცა პარამეტრისა. მეგობარმა მითხრა, უეჭველი ჭინჭრის ციებააო, მეც მქონდა ბავშვობაში ეგრეო.

იცით რამე ამაზე? საშიშია? და რითი მკურნალობენ?

მადლობთ.

თუ ტანსაცმლის შეხების ადგილებზე გეწყება ეგ გამონაყარი, მაშინ ალერგიული კონტაქტური დერმატიტია ეგ. შენ რა ადგილებიც აღწერე, მაგ ადგილებში ხშირად რეზინის ჩანართებია ტანსაცმელში. შეიძლება რეზინაზე ჩამოგიყალიბდა ალერგია. ნახე ურეზინო ტანსაცმელები და ფეხსაცმელები(ფეხსაცმლის სარჩული რეზინას ხშირად შეიცავს) და დააკვირდი თუ კიდევ დაგეწყო მასეთი რამ. თუმცა რეზინა არ არის ერთადერთი რამ რომელზეც ალერგია შეიძლება განვითარდეს კონტაქტის ადგილას. კიდევ სხვდასხვა სინთეზურ (ალბათ ნატურალურზეც) ქსოვილზე და საღებავზეა შესაძლებელი კონტაქტური ალერგია. გაიხსენე რაიმე ხომ არ გიყიდია მაგ ალერგიული რეაქციის გამოვლენამდე. შეიძლება იმენნა მაგ ტანსაცმელი შვება.

თუ ვერაფერს ვერ დაადგენ, კანის ტესტის ჩატარება შეიძლება ვინმე კარგ ალერგოლოგთან და კანის ტესტი გიჩვენებს თუ რაზე შეიძლება გქონდეს ალერგია.

რაც შეეხება იმას რომ ადრე არ გქონია ალერგია, ალერგიული რეაქცია რაიმე ნივთიერებაზე ქლების მერეც შეიძლება ჩამოყალიბდეს.

შენი ტიპის ალერგიას არავითარი დიეტა არ ჭირდება, არამედ უნდა ალერგენის (ანუ იმის რაც ალერგია იწვევს) დადგენა და მერე თავიდან აცილება. დიეტა(ანუ გარკვეული პროდუქტების თავიდან არიდება) ჭირდება მაშინ, როცა საჭმელზე ან მის კომპონენტებზე გაქვს ალერგია.

სანამ ალერგენს დაადგენდე მანამ შეგიძლია ანტიჰისტამინური ნაერთები სვა: დიმედროლი, ზირტეკი, ალეგრა და ასე შემდეგ. ან გაიკითხე აფთიაქში ალერგიის საწინააღმდეგო რა გაქვთო და ის დალიე.

Posted by: Mako Subladze 15 Aug 2007, 08:41
ჭინჭრის ციება ანუ თივის ცხელება საკმაოდ საშიში დაავადებაა.
საერთოდ ალერგია ვერაგი და საშიშია.
ექიმის გარეშე ნუ იმკურნალებთ.
ნუ დაზოგავთ დროს, მიდით ალერგოლოგიურ ცენტრში საბურთალოზე, რესპუბლიკურში, ან სხვაგან, სადაც ალერგოლოგიურ კვლევებს ჩაგიტარებთ ალერგოლოგი.
მკურნალობა მიიყვანეთ ბოლომდე.

Posted by: EVErgreen 15 Aug 2007, 16:21
მადლობა რჩევებისთვის.

საინტერესოა, რამდენად საშიში გართულება შეიძლება მოჰყვეს ამას თუ ჭინჭრის ციებაა? ნუ, უსიამოვნო რომაა ქავილი, ეს ისედაც ნათელია. smile.gif

პ.ს. ინტერნეტში დავძებნე ინფორმაცია და მგონი ჩემისიმპტომები მართლაც მაგ ჭინჭრის ჯანდაბას ემთხვევა! ერთ-ერთი ფორმაა კანის "დაგვიანებული რეაქცია" გარე ზემოქმედებაზე (დაწითლება ქავილზე ან ტანსაცმლით/ფეხსაცმლით გამოწვეულ ხახუნზე).. sad.gif

Posted by: vano_t 15 Aug 2007, 20:11
QUOTE (EVErgreen @ 15 Aug 2007, 16:21 )
მადლობა რჩევებისთვის.

საინტერესოა, რამდენად საშიში გართულება შეიძლება მოჰყვეს ამას თუ ჭინჭრის ციებაა? ნუ, უსიამოვნო რომაა ქავილი, ეს ისედაც ნათელია. smile.gif

პ.ს. ინტერნეტში დავძებნე ინფორმაცია და მგონი ჩემისიმპტომები მართლაც მაგ ჭინჭრის ჯანდაბას ემთხვევა! ერთ-ერთი ფორმაა კანის "დაგვიანებული რეაქცია" გარე ზემოქმედებაზე (დაწითლება ქავილზე ან ტანსაცმლით/ფეხსაცმლით გამოწვეულ ხახუნზე).. sad.gif

არ ვიცი რას ეძახიან ჭინჭრის ციებას, მაგრამ შენ რაც გამონაყარი არწერე იმას ქვია ურტიკარია(ანუ ნაჭინჭრი ქართულად მემგონი). მაგის დიფერენციალური დიაგნოზი მოიცავს ძალიან ბევრ დაავადებებს. შენ შემთხვევაში, როგორც ავღნიშნე მიზეზი აშკარაა. ან რეზინაზე უნდა გქონდეს ალერგია ან წნევაზე(შემოჭერილი ტანსაცმელით/ფეხსაცმელით გამოწვეულ წნევაზე). ისე მაგის დადგენა შენც შეგიძლია. აიღე ნებისმიერი ნაჭერი და შემოიჭირე დავუშვათ იდაყვის ქვემოთ (სადაც ჩვეულებრივ ტანსაცმელი არ უჭერს). გქონდეს ეგრე დააცლოებით 1-2 საათი(დზალიან არ მოუჭირო რო სიხლის მიმოქცევა შეწყვიტო, არამედ საშუალოდ-ისე რო იგრძნო მოჭერილი ქსოვილი). თუ მოგვიანებით გაგიჩნდა ნაჭინჭრი, მაშინ დიაგნოზიც გაქვს. თუ არა და მერე რეზინით სინჯე ეგ ყველაფერი(მოჭერის გარეშეც წავა). თუ რეზინაზე განვითარდა ურტიკარია, მაშინ რეზინაზე გაქვს ალერგია. ეგ არის და ეგ. თუ დაადგინე რომელი იწვევს მაგ სიმპტომებს, აარიდებ თავს ან მოჭერილ ტანსაცმელს ან რეზინას შესაბამისად. ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, არის სიმპტომური მკურნალობის მეთოდები.

Posted by: nata_nata89 15 Aug 2007, 20:15
EVErgreen
აუ ბებიჩემს ქონდა biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif რა სასაცილო იყო იცცი.biggrin.gif სულ იქავებდა ყველაფერს.კი არის საშველი დღეს მშვნენივრადაა smile.gif

Posted by: ტანკე 15 Aug 2007, 20:33
არის თემა ამაზე.განყოფილების კატალოგში შეიხედეთ ხოლმე.ამჯერად ვაერთებ,სხვა დროს დავხურავ

Posted by: EVErgreen 16 Aug 2007, 02:29
nata_nata89

რამ უშველა ბებოს, თქვი ბარემ და მოაყარე მადლს მარილი. smile.gif

Posted by: Solveig 16 Aug 2007, 10:35
QUOTE
მგონი ჩემისიმპტომები მართლაც მაგ ჭინჭრის ჯანდაბას ემთხვევა! ერთ-ერთი ფორმაა კანის "დაგვიანებული რეაქცია" გარე ზემოქმედებაზე (დაწითლება ქავილზე ან ტანსაცმლით/ფეხსაცმლით გამოწვეულ ხახუნზე)..

ალერგოლოგთან უნდა მიხვიდე და გაარკვევს ყველაფერს.

ხახუნის დროს ხდება კანის მექანიკური გაღიზიანება, მაგრამ შესაზლებელია, ხახუნი სულაც არ გქონდეს, მაგრამ იმ ნივთიერებაზე გქონდეს რეაქცია (კონტაქტური დერმატიტი), რაც გეხება კანზე (თუნდაც ძალიან ნაზად შეგეხოს)

აი ეს ნახე, კონტაქტურ დერმატიტზეა:

http://en.wikipedia.org/wiki/Contact_dermatitis

ურტიკარიას და "დაგვიანებულს" (Delayed Type Hypersensitivity) სხვადასხვა პათოგენეზი აქვს. ჭინჭრის ციება მიდის I ტიპის ჰიპერმგრძნობელობით (პოხიერი უჯრედეების დეგრანულაცია და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, მაგალითად ჰისტამინის და ა. შ) ხოლო დაყოვნებული კი-IV ტიპის ჰიპერმგრძნობელობით და რეაქციაში წამყვანია არა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, არამედ T-უჯრედული რეაქცია. ასე რომ, თუ ურტიკარიას ალერგენის ელიმინაცია და ანტიჰისტამინური პრეპარატები შველის, "დაყოვნებულს"-სხვაგვარი მკურნალობა უნდა. თუმცა ალერგენის ელიმინაცია აქაც მნიშვნელოვანია.

ამასთანავე, რაკი ურტიკარიაში ბიოაქტიური ნივთიერებებია წამყვანი, ის მთელ ორგანიზმში ვრცელდება და გამონაყარსად მასშტაბური ხასიათი აქვს და კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი ლოკალურია.

ჩემს ამხანაგს მაგალითად, ალერგია ჰქონდა სარეცხ ფხვნილზე, (ახლანდელ სარეცხ ფხვნილებში ბიოლოგიური დანამატებია) და როგორ მიხვდა-სადაც კაბა ეხებოდა, ტანის იმ ადგილებში დააყარა. ერთ ბავსვს ჰქონდა კიდევ ალერგია ღამის ქოთანზე biggrin.gif უფრო სწორად იმ ნივთიერებაზე, რისგანაც ეს ქოთანი იყო დამზადებული..რგოლურად ჰქონდა გამონაყარი.

პირადად მე ალერგია მაქვს ლეიკოპლასტირის წებოზე და ისე მაყრის და ისეთი საშინელი ქავილის შეგრძნება მაქვს, ლამის კედლებზე გავიდე ხოლმე სიმწრისგან..

Posted by: blear_witch 16 Aug 2007, 10:52
Solveig
რაღაც მსგავსი მეც მჭირს, ჭინჭრის რამდენად არის არ ვიცი მაგრამ ნამდვილად ალერგიაა. ზაფხულში, კოღოების სეზონზე, კოღოსნაკბენივით რაღაცეები მაყრის ალაგალაგ პირდაპირ თვალწინ ვიგრძნობ ჩხვლეტას არადა მწერი არ ზის იმ ადგილას და ნაკბენივით რაღაცა ვითარდება თან საშინლად მექავება,განსაკუთრებით ღამღამობით, პლუს ტემპერატურის ცცვლილებები. ალერტეკი მიხსნის ამ პრობლემას..
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ ორი წლის წინ პახოდში კოღოებმა უღმერთოთ დამკბინეს..
არადა მეზარება ალერგოლოგიური ლიტერატურის ქექვა,აღარც მახსოვს იმუნოლოგია წესიერად.. მეორადი ალერგიაა თუ რა ჯანდაბააა..

Posted by: Badaboom 20 Oct 2009, 16:24
ესეიგი მე ვარ ამ დრეში ახლა.ერთ მშვენიერ დღეს დილით ავდექი და წავედი მორიგეობაზე, სადაც უნდა ვყოფილიყავი მეორე დღის დილის 10 საათამდე. ობიექტზე 3-ჯერადი კვებაა და საღამოს კვების მერე ღამის საათებში უფრო გავხდი შეუძლოდ.ნელ-ნელა დაყრა დამიწყო, ეს არის ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი.დამაყარა ვენებთან, ხელის გულებზე, მკლავებზე, მუცელზე, წელზე (კუდუსუნთან) და მუხლებზე. ესეიგი საშინელი ქავილი აქვს.მქონდა დისკომფორტის და სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, რომელიც ნელ-ნელა მოედო მთელ მუცლის ღრუს.ამავდოულად დაემატა დანაყარიც.არ მოუცია დღემდე სიცხე, არც მოწამვლის ნიშნები აღინიშნება.გავარკვიე რომ არის ჭინჭრის მწვავე ციება, რაც ალერგიული ფონით გამოიკვეთება და ინდივიდუალურად ხდება ამის სხეულიდან გასვლა.ვსვავ და ვიკეთებ ანტი ალერგულ საშუალებებს.რინგენის წვეთოვანი გადავისხი რამდენჯერმე და ფიოზიოლოგიური ხსნარი.ასევე დღეს გავაფილტრიე სისხლი ასე 600 გრამამდე და გადავისხი ეს გაწმენდილი სისხლი.ეს სიწითლეები ხან სახეზე წამომივიდა, მერე მოიკლო, ქავილი ხან ფიქსირდება ხან არა.თითქოს მოძრავი დაფოთვლაა, ხან იმატებს ხან იკლებს.პერიოდულად მუცლის ტკივილი აღმენიშნებოდა, რომელსაც ნემსის გაკეთების შემდეგ ვიყუჩებდი.აქ წავაწყდი მეტად საინტერესო მიზეზებს რასაც ეს შეეძლო გამოეწვია და თვალში მომხვდა ხალიჩის ტკიპის ნაკბენისგან გამოწვეული ალერგია.აქამდე მეგონა რომ კვების ბრალი იყო, თუმცა რაც მე ვჭამე სხვამაც ის ჭამა.გამახსენდა რომ დილით სანამდ წავიდოდი ხელის შუა თითზე ფრჩხილთან და არათითზე რაგაც წერტილოვანი ნაკბენი მქონდა, თუმცა ვერ გავიგე საიდან რითი უნდა გაჩენილიყო და ახლა ვხვდები რომ ეს რაღაცის ნაკბენია.ამ დღეებში ალერგოლოგთან მივალ და ამ ვერსიაზე ვეტყვი.მგონი მივაგენი მიზეზს.საშინელებაა ეს ციება, მეტად საყურადღებოა და სერიოზული რამაა.

Posted by: likka 5 Jan 2010, 00:26
ვაიმე დედა, ხვალ ანალიზი უნდა გამიკეთონ, რომ დადგინდეს ჭინჭრის ციება მაქვს თუ სოკო, იქიდან ისე წამოვედი დიდი იმედი მაქვს სოკო არ იქნებათქო და ეხლა აღარც ვიცი რომელი ჯობია... 3 დღეა სასაცილო წითელი ნოსკები მაცვია ტერფებზე ისეთი წითელი მაქვს. მოვკვდი ქავილით, აღარ შემიძლია sad.gif(

Posted by: Matiss 20 Feb 2010, 21:54
დზალიან შემაწუხა ამ დაავადებამ ყველაფერი ვცადე მაგრამ არაფერი არ მშველის, მირჩიეს რომ ჭინჭრის აბაზან მიმეღო, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცი რა როგორ. ხომ არ იცით ვინმემ როგორ უნდა მოვამზადო ანუ რა დოზით ჩავყარო ჭინჭარი და რამდენ ხანს ჩავწვე.
Mადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: nolsem 20 Feb 2010, 21:57
მაგი ქონდა ჩემ ახლობელს და ბაზარში ჭინჭარს ყიდულობდა და მაგის აბაზანას იღებდა ანუ ჭინჭრის ნახარშის რა დაჭე სვამდა კიდევაც მემგონი
და ასევე ჭინჭრით ისუსხავდა ალერგიულ ადგილებს . დაჟე ისე გაუარა 10 წელია აღარ აწუხებს

Posted by: Matiss 20 Feb 2010, 22:10
ხო არ იცი შემთხვევით როგორ უნდა ჩავატარო ეგ ყველაფერი ანუ ჭინჭარი მოვხარშო თუ პირდაპირ ჩავყარო, რამდენჯერ უნდა გავიკეთო რამდენი ხანი ვიწვე და ასეთი დეტალები?

Posted by: anatoreli 20 Feb 2010, 22:21
გვერდიტ ტემაში ვიკითხე და პასუხი ვერ მივიღე....ჭინჭრის ციების რთული ფორმის,კვინკეს შეშუპების ალერგიის დროს თუ ქალი ფეხმძიმედაა რა ხდება მაშინ,რით უნდა იმკურნალოს,პრედლიზოლონს ხო ვერ გაიკეტებს?!

Posted by: Matiss 20 Feb 2010, 22:33
მე გავიგე რო ყველაზე კარგატ ჭინჭრის აბაზანა შველისო და მემგონი ოსრულისთვისაც შეიძლება მაგის გაკეთება, უბრალოდ ზუსტად არ ვიცი როროგ კეთდება, სავარაუდოდ უნდა მოხარში აბაზანაში ჩაასხა და ჩაწვე

Posted by: anatoreli 20 Feb 2010, 22:57
Matiss
QUOTE
მე გავიგე რო ყველაზე კარგატ ჭინჭრის აბაზანა შველისო და მემგონი ოსრულისთვისაც შეიძლება მაგის გაკეთება, უბრალოდ ზუსტად არ ვიცი როროგ კეთდება, სავარაუდოდ უნდა მოხარში აბაზანაში ჩაასხა და ჩაწვე

მაგას კი შველის მაგრამ კვინკეს შეშუპება სასუნთქი ორგანოს შეშუპებას იწვევს,რასაც ჭინჭრის აბაზანა ვერ უშველის,სამწუხაროდ....

Posted by: Matiss 20 Feb 2010, 23:05
მაშინ გომეოპათის ნომერს მოგწერ თუ გინდა თამაზ ფირცხალავა და მაგას მიმართე გომეოპათიური წამლების დალევაც შეიძლება ორსულობის დროს

Posted by: anatoreli 20 Feb 2010, 23:37
Matiss
QUOTE
მაშინ გომეოპათის ნომერს მოგწერ თუ გინდა თამაზ ფირცხალავა და მაგას მიმართე გომეოპათიური წამლების დალევაც შეიძლება ორსულობის დროს

დიდი მადლობა,მომწერე თუ შეიძლება...

Posted by: ananasi 22 Feb 2010, 21:59
Olaizola
EVErgreen
Matiss

ჭინჭრის ციება მართლაც საშინელი დაავადებაა. სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან უჭირთ გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ალერგია. ჭინჭრის ციებისას გამონაყარი შუპდება კიდეც. შეიძლება შესივდეს ენაც, ყბაც და გადავიდეს სასუნთქ გზებზე, რაც საშიშია. თუ იგრძნობთ, რომ ყელი გისივდებათ შიგნიდან, სასწრაფოდ ნემსის გაკეთებაა საჭირო. საერთოდ, ჭინჭრის ციებისას კარგია თუ მიიღებთ დილით 1 აბ ერიუსს და ძილის წინ 1 აბ ზირტეკს. ამასთანავე დალიეთ ნახშირის აბები, 1 აბი 3-4-ჯერ დღეში. თუ გართულებული არ არის, მაშინ მიიღეთ მარტო ერიუსი 1 აბი 1-ჯერ დღეში, ან დილით 1 აბი ერიუსი და საღამოს ფენკაროლი 25 მილიგრამიანი. 5 დღე მაინც. შესაბამისად შეეცადეთ დაიცვათ დიეტა.

Posted by: nolsem 22 Feb 2010, 23:09
ესეიგიი ცოცხალი ჭინჭრით უნდა დაისუსხო ტანი და ჭინჭრის ნახარში უნდა გადაისხათ თანზე , ვისაც ჭირდა იმან მითხრა და
თან ესე დააყოლა ჭინჭარს ჭინჭრით უნდა ებრძოლოოო ასე რომ აბა თქვენ იცით

Posted by: user_katie 19 Mar 2010, 01:28
დაახლოებით სამი თვეა მჭირს ეგ ჭინჭრის ციებაა თუ რა ჯანდაბაცააა. ყოველ მესამე დღეს გამომდის ელერტეკს ვსვაავ და ეგრევე მივლის, თუ არ დავლიე არ ქრება თავისით, ზემოთ წერია რომ უჭირთ დადგენა რამ გამოიწვიაო და მაშინ რა აზრი აქვს ექიმთან მისვლას? დავლევ ამ ალერტეკს და ვიქნები ასე... : მირჩიეთ რა რამე რა ჯანდაბა ვქნა,ან რო ვსვა ეს ალერტეკი რა დაშავდება?

Posted by: ananasi 19 Mar 2010, 13:37
user_katie
ზევით უკვე დავწერე... და შენც სინჯე. ისე მართლა საშინელი და საშიშია ეგ ჭინჭრის ციება და უყურადღEბოდ არ დატოვო.

Posted by: user_katie 22 Mar 2010, 00:59
მაინტერესებს შეიძელბა პირდაპირ ყელის შეშუპებით დაიწყოოს? თუ ჯერ ტანზე დაგაყრის და მერე გადადის ყელზე?
* * *
და საერთოდ ვინმე ექიმი მითხარით ისეთი ვინც უეჭველო მომაშორებს ამ უბედურებას რააა

Posted by: n_elo 7 Dec 2010, 15:38
ჩემ შვილს აქვს 4 თვისააა გამოდის და მერე 10 წუთში შედის ჭამალი რომ დავალევინე გაუარა და 3 დღეში ისევ გამოუვიდააა. საშველი არის ამის რამე?
* * *
ეს ვიპოვე ინტერნეტშიი
რამდენიმე ათეული წელია, მსოფლიოში ალერგიულმა ფონმა მოიმატა. ალერგოლოგები ამას სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის - ჰაერის დაბინძურებით ხსნიან.
გახშირდა კანის ალერგიული დაავადებებიც. ერთ-ერთ მათგანზე, ჭინჭრის ციებაზე, მედიცინის დოქტორი რამაზ ღულაძე გვესაუბრება:
- ბოლო ხანს ალერგიული დაავადებების შემთხვევათა რიცხვმა განსაკუთრებით ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყნებსა და რეგიონებში მოიმატა. ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციებაც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.
- არის თუ არა ჭინჭრის ციება ალერგია და რა ნიშნები აქვს?
- წარმოშობის მიხედვით ჭინჭრის ციება ორგვარია - ალერგიული და არაალერგიული. მწვავე ჭინჭრის ციება ზოგჯერ რამდენიმე დღე გრძელდება, ხშირად ალერგიული ბუნებისაა, ხოლო ქრონიკული, რომელიც შეიძლება კვირაობით და თვეობითაც კი გაგრძელდეს, იშვიათად არის ალერგიული წარმოშობის. ამ დაავადებას ჭინჭრის ციება თავისებური გამოვლინების გამო ეწოდა: დაავადებულის კანზე ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი ჩნდება, რასაც თან სდევს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც მოიმატოს, პაციენტს ასტკივდეს თავი ან სისუსტე იგრძნოს.
როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულმა ჭინჭრის ციებამ სხეულის ცალკეული ნაწილიც შეიძლება მოიცვას და მთელ ტანზეც გავრცელდეს.
- ჭინჭრის ციების რთული ფორმა თუ არსებობს?
- ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმა არის კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ლორწოვანი გარსის და სხეულის სხვა ნაწილების შესივებით ვლინდება. ამ შემთხვევაში პაციენტი არა ქავილის, არამედ ტკივილის ან წვის შეგრძნებას უჩივის.
- საშიშია თუ არა ჭინჭრის ციების ეს ფორმა?
- საშიშია, თუ პირისა და ხახის ლორწოვან გარსზე განვითარდა. გასივებულ ენას ან ხახის უკანა კედელს შეუძლია დაახშოს სასუნთქი გზები და სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობაც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელია კავშირი გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან, ამ დროს შეშუპება ხშირად ენასა და ტუჩებზეა ლოკალიზებული.
- რა არის საჭირო მისი პროფილაქტიკისთვის?
- ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, უნდა ერიდოს ასპირინსა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებს, აგრეთვე - ალკოჰოლს, ცხელ შხაპსა და აბაზანას, წნევის დამწევ ზოგიერთ საშუალებას. თუ ალერგიის უშუალო მიზეზი რომელიმე საკვები აღმოჩნდა, მისი მიღებაც უნდა აიკრძალოს. მზისმიერი ჭინჭრის ციებისას არ არის რეკომენდებული გარუჯვა.
ცნობისათვის
მწვავე ჭინჭრის ციება ხშირად საკვებით გამოწვეული ალერგიის შედეგია. იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მის განვითარებას იწვევს, აღსანიშნავია: კვერცხი, არაქისი, სოია, ღორის ხორცი, რძე, თევზი, ქათამი, თხილი და კაკალი. მწვავე ჭინჭრის ციებას სხვა მიზეზებიც აქვს - მწერის (კრაზანის, ფუტკრის) ნაკბენი, ყვავილის მტვერი, ობი, ცხოველის ბეწვი, ვირუსული ინფექციები (მონონუკლეოზი, B ჰეპატიტი)...
ჭინჭრის ციება შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა ფაქტორებმა: სითბომ, სიცივემ, წნევამ, მზის რადიაციამ; მექანიკურმა ფაქტორებმა, მაგალითად, სავარცხლით ან რაიმე უხეში საგნით კანის გაღიზიანებამ; სამკურნალო საშუალებებმა.

Posted by: donvaso 7 Dec 2010, 15:44
n_elo
ალერგოლოგთან მიიყვანე აუცილებლად smile.gif

Posted by: user_katie 9 Dec 2010, 01:15
მე ისევ ასე განუკურნებელი დავეღეტებიი biggrin.gif რა ვქნა გამომიკვლიეს თავიდან ბოლომდე და ვერ გაიგეს რაზე მაქვს, ბოლოს მითხრეს მაშინო რაღაცა წამალიაო მოსკოვიდან უნდა ჩამოატანინო და ის უნდა გაიკეთო 10 ცალიო, მაგრამ ასე ხელაღებით ვერ გავიკეთებ რავიცი რა არის, ხოდა ასე დავდივარ ყოველ მესამე ,მეოთხე დღეს ვსვავ ალერტეკს და ვცოცხლობ biggrin.gif

Posted by: nati nat 12 May 2013, 13:24
ვინმემ სცადა ჭინჭრის აბაზანა?მართლა ეფექტურია?

Posted by: Solveig 12 May 2013, 13:37
nati nat

ჭინჭარი არ გამიგია. ძლიერი ქავილის დროს ორკბილას (რუს. ჩერედა) ბალახის აბაზანას ნიშნავდნენ საბჭოთა ალერგოლოგები, მაგრამ დოზა არ მახსოვს. ადრე სპეციალურად დაფასოებული გამოდიოდა და უკან ეწერა რეცეპტი, ისე აკეთებდა დედაჩემი...

Posted by: nati nat 12 May 2013, 13:49
ყველაფერი უნდა ვცადო რასაც გავიგებ,ხო მომშორდება ბოლობოლო smile.gif

Posted by: and so 5 Aug 2013, 17:21
ვინმე განიკურნა ამ |ჭინჭრის ციებისგან ?
ჩემი მეგობარი იტანჯება უკვე 1 წელზე მეტია sad.gif
ვერაფერი უპოვეს sad.gif

Posted by: nik-2508 7 Dec 2013, 02:34
აქ არავინ სემოდის? არავის აწუხებს ეს დაავადება?

Posted by: Elviskote 10 Dec 2013, 14:51
Bენადრილი ტუ იყიდება, დალიეთ, მხოლოდ იცოდეტ რომ მოითენთებით, მე მქონდა წლების უკან, თავისით გამიარა, ერთI დ. IMავე ადგილას მაყრიდა, საშინელი ქავილით Dა სიწითლით, სცადეთ ბენადრილი

Posted by: gvantsa2014 19 Jan 2014, 17:02
chinchris cieba anu mcvave urtikariaze tu gaqvt informacia? uamravi camali movsinjet, analizebic gaviketet. sakvebze aq alergia. tu vendobit tbilishi saertod laboratoriebs. 4 clis aris chemi patara. zalian itanjeba. verafers chams rac unda. tu vinme gankurnebulxart momceret? winascar didi madlobaa

Posted by: Scoorp 9 Jun 2014, 17:00
LastOne

ჭინჭრის ციების სიმპტომები არაა,როგორც თქვი
მსგავსი რამ მე დამმართნია როცა მოვწამლულვარ
sad.gif
და საზიზღრობაა
არაფერი გათბობს/არაფერი გშველის
არადა მთელი სხეული გიკანკალებს
ბრრ..
თუმცა რამე დაავადებისთვის არ მიმიწერია რავიცი
არც მიფიქრია რატომღაც.

Posted by: G-13 17 Jun 2014, 17:38
-ვის გაქვთ????
-ან გქონიათ????
უფრო მაინტერესებს სად და როგორ განიკურნეთ???
პირადად მე, უკვე მესამე თვეა დანიშნულებას პირნათლად ვასრულებ, მოცემულ დიეტასაც არ ვარღვევ... მაგრამ, შედეგი არ მაქ user.gif

Posted by: kepi_7_2_7 9 Jan 2015, 22:04
გამარჯობათ. ერთი წელია რაც დამემართა ჭინჭრის ციება, ვიმკურნალე, ვიყავი გამოკკვლევებზე, დამინიშნეს წამლები მაგრამ არანაირი შედეგი. ხომ არ იცით რამე ეფექტური სამკურნალო საშვალება ან ხო არიცით ვინმე კარგი სპეციალისტი ვინც კურნავს ამ დაავადებას. მადლობა წინასწარ.

Posted by: kotcio 9 Jan 2015, 22:16
ქეთინო მაჭავარიანი, მაგარი ალერგოლოგია. ჩემს ახლობელს ქონდა და უშველა

Posted by: kkatrin 10 Jan 2015, 15:20
kepi_7_2_7
მე მქონდა ეგ ჭინჭრის ციება, მწერის ნაკბენისგან დამემართა,რამდენიმე თვე მკონდა და ამასტანავე ორსულობას ვგეგმავდი ამიტომ ექიმი ზლიერ წამლებს არ მინიშნავდა,მითხრა როცა დაგაყრის ზოდაკი დალიეო,ორსულობის დროსაც შეიძლებაო,რომ გააჩენ მერე მოდიო და მერე ვიმკურნალოთო,ზოდაკი ძალიან ეფექტური იყო,ეგრევე მშველიდა,ამასობაში ორსულადაც დავრჩი და ეს იყო და ეს,აგარ გამკარებია ჭინჭრის ციება. აესე თავისით გამიარა.სხვათაშორის ექიმმა გამაფრთხილა, ორსულობის დროს შეიძლება განიკურნო ამ ალერგიისგანო ან შეიძლება უარესათაც გაგირთულდესო.საბედნიეროდ ორსულობამ მიშველა 3 წელია აღარ მქონია ალერგია.ტუმცა იმასაც ვაცნობიერებ რომ ეს ქრონიკული დაავადებაა და ნებისმიერ დროს შეიძლება გამიმეორდეს დროთა განმავლობაში.
მე დავდიოდი მაია გოტუასთან ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში,იაშვილში

Posted by: kepi_7_2_7 12 Jan 2015, 10:28
მე არვიცი საერთოდ რაზე დამემართა, არასოდეს არაფერზე ალერგია არ მქონია. დამინიშნეს რაღაც ნემსები, ტაბლეტები, რაღაც მეოთხე თაობის ალერგიის წამლები ვითომ რომელიც თითო აბი ღირდა 3-ლარი და ა.შ. თითქმის ყველა ალერგიის წამალი გავსინჯე, გადასხმებიც გავიკეთე მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო. ერთხელ შევედი აფთაქში და ფარმაცევტს უთხარი ესე მჭირს რამე ნორმალური ხო არიცი რო მომიხსნას ეს ქავილი მაინცთო, ცეტეკი დალიეო. ვიყიდე 20 -ცალი ხუთ ლარად და პირველივე დალევაზე შვება ვიგრძენი. პირველ დღეებში დღეში ორჯერ ვსვავდი მერე დღეში ერთხელ, ეხლა ორ დღეში ერთხელ ვსვავ, მაგრამ არ ვიცი მაინც საბოლოოდ მიშველის თU არა, როგორც კი დროს გადასცდება ისევე მაყრის.

Posted by: kkatrin 13 Jan 2015, 15:36
kepi_7_2_7
პირველ რიგში რაც უნდა იცოდე ისაა რომ ალკოჰოლს არ გაეკარო,ექიმმა ამიხსნა რომ ალკოჰოლის მიღება ცეცხლზე ნავტის დასხმასავითაა და ჩემ თავზეც გამოვცადე.ვიფიქრე ერთი ჭიქა რა მიზავს თქო და დაბადების დღეზე ერთი ჭიქა დავლიე მხოლოდ და ეგრევე აი წამებში შევიდა რეაქციაში და ისე დამფოთლა რომ ზოდაკმაც კი აღარ მიშველა და ტანიდან სახეზეც ავიდა,თურმე გუდავს ადამიანს ხელზე თუ ჩავიდა ხოდა ეგრევე ნემსი გავიკეთე რა ქვია ვერ ვიხსენებ აი მჭადის სახელი რო დაგავიცყდება smile.gif ალერგიის დროს იკეტებენ დიდებიც და ბავშვებიც,ყველას უგდია სახლში ყოველი შემთხვევისთვის
აუცილებლად დაიცავი დიეტა,პომიდორი და მწარე მჟავეები არ ჭამო.

Posted by: kepi_7_2_7 13 Jan 2015, 18:18
დიეტას ვიცავდი ძალიან დიდი ხანი მაგრამ არანაირი შედეგი არიყო, ისევ მაყრიდა და მექავებოდა. ეხლა დალევითაც ვსვავ მწარე-ცხარესაც ჩვეულებრივ ვჭამ უბრალოდ ერთი ეგაა რო თუ ისე ორ დღეში ერთი ტაბლეტი მჭირდება როცა ვსვავ მაშინ უკვე დღეში ერთი.

Posted by: ვივიანა 13 Jan 2015, 18:32
kepi_7_2_7
ზუსტად იცი რომ ჭინჭრის ციებაა ?
იქნებ სხვა რამეა
კარგი ალერგოლოგი გჭირდება

Posted by: kepi_7_2_7 13 Jan 2015, 19:16
კი ზუსტად ვიცი ჭინჭრის ციებაა რამისაა უკვე დისერტაცია დავიცვა ამაზე.

Posted by: SEOSPIRIT 26 May 2015, 07:46
მოკლედ ვეწამე უკვე მრავალი წელია, საჭმელზე არ მაქვს აშკარად მინიმუმ 7 წელია ვერ დავადგინე რაზე მაქვს... ადრე მშველოდა ალერფასტი, ფექსოფენი მაგრამ ეხლა აღარ მშველის მედროლის და პრედლიზოლონის გარდა არაფერი მაგრამ ვერ ვსვავ ამ პრეპარატებს იმიტომ რომ ძაან გამასუქა და ძაან ბევრ სხვა რამეზე იმოქმედა, გარდა ამისა ჰორმონია... ანალიზები ნორმაში მაქვს. რა ჯანდაბაა შეიძლება მწერის ნაკმენის შემდეგ ალერგია ამდენი წელი გაგრძელდეს მუდმივ რეჟიმში?

Posted by: DavidMSI 28 Nov 2016, 20:37
თვეებია ვიტანჯები....... ამ დაავადებით ურტიკარიით..... ჯერ ჯერობით კვინკეში არ გადასულა..... ვიყავი ალერგოლოგთან მურმანი რესპუბლიკურში სოსეფენი და ცინუბროლი დამინიშნა არ მშველის ..... კურსი მოვრჩი მკურნალობის....... როგორ ვებრძოლო ამ დაავადებას ეგება მირჩიოთ......

Posted by: ninia84 28 Nov 2016, 21:26
DavidMSI
ნუკრი ჯორბენაძესთან მიდი ავერსის კლინიკაში, ჩემს დას ურთულესი ფორმა მოურჩინა. 6 წელი გავიდა უკვე და აღარ შეუწუხებია საერთოდ. ჩემს 3 წლის შვილსაც დაემართა და ჩვენც მაგან გვიშველა

Posted by: kepi_7_2_7 30 Nov 2016, 20:10
ninia84
ჭინჭრის ციება ქონდა დას და თქვენ შვილსაც??
ნომერი ხო არ გაქვთ, ალერგოლოგია ხო??
კიდე იცით რა მაინტერესებს დიდიხანი ჭირდება გამოკვლევებს? ანალიზები და ა.შ

Posted by: ninia84 30 Nov 2016, 21:53
kepi_7_2_7
მოგწერეთ პირადში

Posted by: kepi_7_2_7 30 Nov 2016, 22:25
ninia84
მადლობა
................................

Posted by: Bestpc 7 Dec 2016, 19:49
kepi_7_2_7

მეც მომწერეთ რა მაგ ექიმის ნომერი. ხო არ დაგავშირებიხარ ისე ? მაინტერესებს რა ანალიზებს ითხოვს და რა წამლენით მკურნალობს

ამბობენ ზღვის წყალი უხდებაო უნდა წვიდე ერთი მომავალ წელს)) მე ძაან არ მაწუხებს ლაითად მაქვს, აი ჩემ ძმას კი ძალიან აყრის მთელი ზაფხული დაიტანჯა. სად ავიკიდეთ ვერ გავიგე რა

Posted by: lilu777 13 Dec 2016, 14:53
kepi_7_2_7

თუ ასე ერკვევი ექიმმა ვერ გაამრკვიე მგონი გამოუცდელი იყო და იქნებ შენ მომცე კარგი რჩევა ან ახსნა მოუძებნო.


მოკლედ სადღაც 5 კლასში მქონდა მწვავე ჭინჭრის ციება.
სიცხეები მქონდა მაღალი და დაყრილი მქონდა ყველგან .
ნახევარი სემესტრი თითქმის არ დავდიოდი სკოლაში. ბავშობაში ალერგიულიც ვიყავი ძალიან .
ეხლა მხოლოდ უხარისხო საკვებ პროდუტზე ისიც დიდად არა.



მოკლედ ახლა რა მაწუხებს. მხოლოდ ნერვიულობის და სტრესის დროს მაყრის გულმკერდის ყელის მიდამოებში , მფოთლავს. არააქ მნიშვნელობა ეს სიხარულის განცდა იქნება თუ რამე უარყოფითის.
ემოციის დროს მემართება და 5 წუთში გადის.

სადღაც 3 კვირის წინ ექიმების გადაცემაში მოვისმინე მერეც შეიძლება ქონდეს ჭინჭრის ციებას გამოვლინება და ეს აუცილებლად უნდა იმკურნალოო. როგორც მე წამალს რომ დავლევ ხოლმე ეგ არ ყოფილა საკმარისი.

რა კომენტარს გააკეთებ როგორ ფიქრობ შენ გსმენია ასეტი რამ? რას მირჩევ? smile.gif

Posted by: zaza1993 20 Jan 2017, 18:31
დღეს მითხრეს ჭინჭრის ციება გაქვსო. იკურნება ვაფშე ეს?

Posted by: To3.14ka 20 Feb 2017, 14:47
QUOTE (თუთიკო @ 8 Aug 2006, 01:30 )
Olaizola
ალერგენიც დაადგინეს – ხალიჩის ტკიპა.

როგორ დაადგინეს ალერგიის მიზეზი?

Posted by: kapaferdo 19 Jul 2017, 10:51
QUOTE (ninia84 @ 28 Nov 2016, 21:26 )
DavidMSI
ნუკრი ჯორბენაძესთან მიდი ავერსის კლინიკაში, ჩემს დას ურთულესი ფორმა მოურჩინა. 6 წელი გავიდა უკვე და აღარ შეუწუხებია საერთოდ. ჩემს 3 წლის შვილსაც დაემართა და ჩვენც მაგან გვიშველა

ალერგოლოგია ? საკონტაქტო ნომერი მომწეროთ იქნებ. და მაინტერესებს რა გამოკვლევების ჩატარებას ითხოვს,

Posted by: givikogiviko 8 Jan 2018, 10:06
მოკლეთ ფხანა მეწყება მერე მაყრის და ტუჩთან და ქუთუთოებთან მისივდება მერე 2 3 საათში ჩათის და ალერგიაა ვითომ? სადღაც 6 თვემდეა ასე ვარ არადა არასდროს ალერგიული არ ვყოფილვარ თან ალერთეკს ვსვამდი 1 თვე და არც დავუსივებივარ და არც დავუყრივარ მივატოვე და დამიწყო ისევ ახლა ისევ ვსავ მაგრამ სანამდე უნდა ვიყო ყოველდღე წამლებით

Posted by: nik-2508 22 Mar 2018, 02:22
ორი წელი მქონდა ეგ ჭინჭრის ციება, მოვიარე თბილისის საუკეთესო ალერგოლოგები, ყველაფერი მოვსინჯე. მერე უცებ გაქრა. 3 წელი გადასარევად ვიყავი და მარტის დასაწყისში ისევ მეწვია.

Posted by: dendo 25 Mar 2018, 12:47

givikogiviko კვინკეს შეშუპებაა ეგ მეც მაქვს ახლაც გასიებული მაქვს სახე. დიეტა და მკურნალობა უნდა შეიძლება გადაგიაროს მაგრამ 100 პროცენტით არ იკურნება როგორც ვიცი

Posted by: dimaopena 27 Jul 2018, 22:42
არავინ,იცით სად შეიძლება ამის განკურნება?ჩემს დეიდაშვილს აქვს. მართლა ბევრგან მოიარეს უკვე, 3.5 წელზე მეტი რაც აქვს, წამალზეა რა, რომელიც 3 დღე შველის. საშინელი მდგომარეობა აქვს.
ან შელოცვა ან მარნეული ან რამე მსგავსი არ იცით? უამრავი შარლატანია მარა განკურნების შედეგებიც ხომ არის. მედიცინა უძლურია საზღვარგარეთაც ვერაფერს გახდებითო უმეტესისგან ეს იყო პასუხი.

Posted by: Vizier 4 Oct 2018, 11:03
მეგობერბო დაახლოებით ორი თვეა მჭირს ალერგია, თვიდან დამეწყო ხელებზე გამონაყარით, შემდეგ მთელ სხეულზე გადავიდა

დავაკვრიდი ისეთ ადგილას მაყრის, რომელ მხარეზეც არის დატვირთვა ( ჯდომა, წოლა და ა.შ) , სულ არა

ვცადე დიეტა, ქალაქიც გამოვიცვალე, შესაბამისად სახლიც, რაციონიდან თითქმის ყველაფერი ამოვიღე, მაგრამ დილაობით, ხანდახან საღამოობით მაინც მაქვს ალერგია

პრაკტიკულად ალერგენს ვერ ვპოულობ sad.gif რისი ბრალი უნდა იყოს? მგონი სისულელეა, მაგრამ არსებობს ალერგია ალერგენის გარეშე?

ასევე რამოდენიმე თვის წინ მიკბინა კრაზანამ, გართულება არ მოყოლია და შეიძლება ამას გამოეწვია ეს ყველაფერი?

მაყრის პატარა ბურთულაკები და შემდეგ ერთიანდება ერთ დიდი ბურთულაკში თუ რაც ქვია)

Posted by: Vizier 9 Oct 2018, 02:17
UPDATE:

იქნებ ვინმეს გამოადგეს

პრობლემა ვიპოვე, რატომღაც ექიმებმა ვერ მიხვდეს რაში იყო საქმე,

ინტერნეტში ძიების შედეგად აღმოვაჩინე ის რომ მჭირს ე.წ მექანიკური ალერგია ( Dermatographic urticaria), იგივე Демографическая крапивница

და ალერგენი არაფერ შუაშია, კანზე უხეში ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება გამონაყარი, რომელიც ერთ-ერთში წააგავს ჩვეულებრივ ალერგიას,

უცხოურ ფორუმებზე ექიმები წერდნენ ძირითად ნერვოზი ან კუჭნაწლავის დავადებები იწვევს ასეთი ტიპის გამონაყარს,

ვცადე ორი დღე კრეონი და ლაქტო-ჯი დამელია, პრობლემა 90%-ით გაქრა

არაა გამორიცხული ნერვოზის ამბავიც ყოფილიყო, რადგან ეს გამონაყარი საკმაოდ მაშფოთებდა, როდესაც გავაკრვიე რომ საშიში არაფერია, ნერვოზის უკანა პლანზე გადავიდა.

მოკლედ ჰეპპი ენდ და მადლობა გუგლს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)