forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (39) « პირველი ... 37 38 [39]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დიდი 10 (2017-2018 წ/წ), თავისი ტრანსფერებით და ამბებით... უკვე მე-3 სერია
 
ვინ გახდება წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული?
1. ჯიქი (გორი) [ 4 ]  [4.94%]
2. ბათუმი (ბათუმი) [ 18 ]  [22.22%]
3. აია (ქუთაისი) [ 31 ]  [38.27%]
4. ლელო-სარასენს (თბილისი) [ 14 ]  [17.28%]
5. ლოკომოტივი (თბილისი) [ 5 ]  [6.17%]
6. აკადემია (თბილისი) [ 3 ]  [3.70%]
7. არმია (თბილისი) [ 0 ]  [0.00%]
8. ბაგრატი (ქუთაისი) [ 1 ]  [1.23%]
9. არმაზი (თბილისი) [ 1 ]  [1.23%]
10. ხარები (რუსთავი) [ 4 ]  [4.94%]
11. სხვა "ანსვერი" არ არსებობსო უნდა მიმეწერა, მარგამ 2012 გამახსენდა - როგორ მოიპარა გრინჩმა შობა... :) [ 0 ]  [0.00%]
Total Votes: 81
Guests cannot vote 
Dr NULL
Fagopyrum in olio vafanсulo


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1993
წევრი No.: 62467
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 20:50  #51778283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სრულიად ვეთანხმები ბოლო გამომსვლელს.

ჩამწერეთ მეც თანხმობის სიაში biggrin.gif


--------------------
"In a Hierarchy Every Employee Tends to Rise to His Level of Incompetence."
The Peter Principle

Давайте ходить по газонам, подвергаясь штрафу.
И. Ильф, Е. Петров
Werner Voss
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6659
წევრი No.: 101680
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 22:19  #51778725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი და მესამე ხაზის გარდა თითქმის ყველა პოზიციაზე მოგვიწევს ლეგიონერის დამატება, საკლუბო სეზონი მარათონული, დამღლელი და ტრამვულია და მხოლოდ ჩვენი რესურსებით ძალიან ცუდად დავამთავრებთ.
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4860
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 22:30  #51778781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერ ფულიბგვაქ საშოვნელი ხალხო smile.gif

შემადგენლობა მერე დავაკომპლექტოთ, ფულს რომ ვიშოვით და მერე კელტებსაც დავითანხმებთ ჩვენს მიღებაზე.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11521
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 22:42  #51778838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83

ფულს რომ იშოვი კელტები აქეთ დაგირეკავენ, გავიგეთ ფული იშოვეთო და მართალიაო? biggrin.gif


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4860
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 22:45  #51778854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jora84
"ვიგოდნიკები" მაგენი!

ფულის უნახავები gigi.gif
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11521
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 23:02  #51778947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83

რა გაიკვირვე, ჩვენც იგივე არ გვინდა მაგათგან? biggrin.gif
kromeo6
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 225014
რეგისტრ.: 15-October 16

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 00:09  #51779350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?
FullbackAce
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2680
წევრი No.: 190622
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 01:16  #51779726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 00:09 )
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

ძვირიანი ბილეთის და ნაკრების მაისურის ყიდვის გარდა ბევრი ვერაფრით. user.gif



უი აქ რა დებატები წასულა.


რაიყო ახდენილი ოცნებების წელი იწყება თუ ?

This post has been edited by FullbackAce on 5 Dec 2017, 01:25
kromeo6
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 225014
რეგისტრ.: 15-October 16

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 01:50  #51779866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (FullbackAce @ 5 Dec 2017, 01:16 )
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 00:09 )
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

ძვირიანი ბილეთის და ნაკრების მაისურის ყიდვის გარდა ბევრი ვერაფრით. user.gif



უი აქ რა დებატები წასულა.


რაიყო ახდენილი ოცნებების წელი იწყება თუ ?

კავშირმა გინდა რო დააფინანსოს თავის სახსრებით?
FullbackAce
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2680
წევრი No.: 190622
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 02:07  #51779934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 01:50 )
QUOTE (FullbackAce @ 5 Dec 2017, 01:16 )
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 00:09 )
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

ძვირიანი ბილეთის და ნაკრების მაისურის ყიდვის გარდა ბევრი ვერაფრით. user.gif



უი აქ რა დებატები წასულა.


რაიყო ახდენილი ოცნებების წელი იწყება თუ ?

კავშირმა გინდა რო დააფინანსოს თავის სახსრებით?

რა ?

კავშირმა არა კერძო პირებმა ან კომპანიებმა მაგრამ არ მეგულება ისეთი დამფინანსებელი საქართველოში, მითუმეტეს რაგბისთივს რომ მაგდენი გაიმეტოს.

შეიძლება რამდენიმე კომპანიამ/კერძო პირმა გაიყოს წილი და ნაწილ ნაწილ დააფინანსოს. რავიცი აბა რა გითხრა.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 13:21  #51781713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ ფულს გამო(ვ)კრავთ ხელს...
მანამ მგონი ტურის სიმბოლური ეკუთვნის მათიაშვილს (!!!)

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდგომ წლეულს ბოლოჯერ ერკინენ დიდი_10_ის ბინადრები (ბოლო მატჩი აწ უკვე ორჯერ გადადებული ლოკომოტივი-ბათუმი 23/12_ს შედგება, თუ უწერია ამ მატჩს ჩატარება). ესტაფეტა ქართული რაგბის კონტინენტურ ფარზე მოასპარეზე ბათუმს დაუტოვეს და „საახალწლო არდადეგებზე“ გავიდნენ - გათამაშება იანვირს ბოლოს 26-27 რიცხვებში განახლდება.
ამასობაში მეორე წრე მე-10 ტურმა გახსნა, სადაც:
ბათუმმა 26:19 დაამარცხა არმაზი
ორივე გუნდმა მიიღო პრემიალური ქულა, ბათუმმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დადებისთის, ხოლო არმაზმა 8 ზე ნაკლები ქულის მარცხისთვის
ლოკომოტივი 26:23 აია
სანუგეშო ქულა აიას ერგო 8 ე ნაკლები ქულით მარცხისთვის, ცნობისთვის ეს აიას პირველი მარცხი აღმოჩნდა მიმდინარე გათამაშებაში
ლელო 33:5 ბაგრატი
ბოლო წლების უცვლელმა ლიდერმა და წლეულს გაახალგაზრდავებულმა ლელომ პრემიალური ქულაც მოიპოვა
ჯიქი 10:10 ხარები
ჩემპიონისა და დიდი_10_ში დაბრუნებული ხარების მატჩში ფრე დაფიქსირდა, წლეულს უკვე მეორე.
აკადემია 28:9 არმია
ლამის სრული პირველი წრე მოგების გარეშე მოასპარეზე აკადემიამ უკვე მესამე და ამჯერად ბონუსით მოგება მიითვალა აქტივში.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

მარცხის მიუხედავად აია კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას 38 ქულით
ზედიზედ ოთხგზის ჩემპიონი ლელო ცხრილში მეორეა 36 ქულით
„ძველ“ მეტოქეს კვალში გამოტოვებული მატჩის მიუხედავად რკინიგზელები უდგანან 33 ქულით
ჩემპიონი შედარებით ჩამორჩა იკავებს რა მეოთხე ადგილს 28 ქულით
ჩემპიონის მსგავსად თუმც ურთიერთშორის უარესი ბალანსის გამო (მართალია გამოტოვებული მატჩი სათამაშ აქვს) მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა ბათუმი - ევროსარბიელის ერთადერთი „მერცხალი“
საპლეიოფო ზონის ბოლო საფეხური მე-6 ადგილით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ რუსთაველებს უჭირავთ 23 ქულით
ხარებს 20 ქულით კვალში უდგას აკადემია
მარნეულში „გადაბარგებული“ ახალგაზრდული არმაზი ხუთიოდ ქულას ჩამორჩება მხატვრებს
ბოლოსწინა მე-9 ადგილი არმიას უპყრია 9 ქულით
ბოლო ადგილზე კი ჯერჯერობით ერთადერთი მოგებით მეორე ქუთაისური გუნდი - ბაგრატია, ხუთიოდ ქულით.

გამოტოვებული მატჩისს მიუხედავად წლევანდელი სტატისტიკური მაჩვენებლები:

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

გათამაშების საუკეთესო მელელოვე ლოკომოტიველი გარემარბი (უნივერსალი) გიორგი შკინინია 8 ლელოთი, 6 ლელო მიითვალა აიას შუამარბმა (უნივერსალი) ზურაბ ძნელაძემ, საგულისხმოა, რომ ძნელაძის შემდეგ 5-5 ლელო კვლავ აიას მორაგბეებზე მოდის - გიორგი აბრამიძე ქუთათურების გარემარბი და მისივე თანაგუნდელი ფულბექი მირიან მოდებაძე...
ასევე საინტერესოა ის რომ წლეულს 100 ქულიანი ნიშნული დამრტყმელთაგან მხოლოდ ერთმა და ისიც აიას მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა გადალახა - 111 ქულით, აიას დამრტყმელებში კიდევ ერთი წარმოამდგენელი ჰყავს თედო აბჟანდძის სახით - 27 ქულა, მარაგმ გაისად თედო ქულებს ირლანდიაში თუ მოაგროვებს.
საუკეთსო მექულეებში მეორე პოზიცია ბათუმის ფულბექ ბახვა კობახიძეს უპყრია 86 ქულთ, ლელოესლი ფულბექი ირაკლი ყიასაშვილი კი მესამე პოზიციაზეა 79 ქულით, თუმცა ლელოს კიდევ ჰყავს აღნიშნულ ცხრილში დამრტყმელები: ლერანიძის 30 ქულით და კვირკაშვილის 29 ქულით, სანაკრებო რეკორდის - ერთმატჩში ყველაზე მეტი ქულის გამნახლებელი აკადემიელი ფულბექი იოსებ მათიაშვილი 73 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

მონაწილე გუნდებიდან დადებითი ბალანსი აქვს ექვს, მათშორის ყველაზე დიდი გათამაშების ლიდერ აიას +147, ყველაზე მცირე კი მე-7 ადგილზე მყოფ აკადემიას +9, ყველაზე მცირე უარყოფითი ბალანსი აქვთ აკადემიაზე ერთი საფეხურით მაღლა მყოფ რუსტაველებს -34, ყველაზე უარესი კი ქუთაისურ ბაგრატს -228, უარყოფითი ბალანსის მხრივ 100 ქულიანი ნიშნული გადალახა არმაიამც მიიღო რა -140 ქულა.
ყველაზე მეტი გატანილი ქულა უფროვდება:
აიას: 283
ლოკომოტივს (გამოტოვებული მატჩის მიუხედავად): 251
და ლელოს: 243
მეოთხე გუნდი ვინც 200_ზე მეტი ქულა გაიტანა ასევე თამაშნაკლული ბათუმია: 224;
300 ქულა მიიღო ბოლოსწინა ადგილოსანმა არმიამ,
ხოლო ბოლო ადგილოსანმა ბაგრატმა 345, რომელსაც უჭირს წულების მოგროვება, მათ აქტივში სულ რაღაც 117 ქულაა და შესაბამისად არც მათი ადგილი ცხრილში არაა გასაკვირი ამის დასტურ ისიც ნიშნადობლივია, რომ მათ ანგარიშზე ყველაზე ცოტა ლელოა: 13, 49 ის საპირისპიროდ
ყველაზე მეტი ლელო წელს ლოკომოტივმა იზეიმა: 38, აიამ კი 32 ჯერ, 30 და მეტი ლელო ჯერ არავის აღუნიშნავს
ყველაზე კარგ დაცვაზე პრეტენზიას ევროპაში დიდი_10-ის ღირსების დამცელი ბათუმი აცხადებს მიღებული 10 ლელოთი, მართალია მათ მატჩით ნაკლები აქვთ ჯერ ნათამაშევი, ოდნავ „უარესი“ შედეგი აქვს ჩემპიონ ჯიქს მიღებული 14 ლელოს ფონზე.
პერმიალური ქულა 3 და მეტი ლელოთი მოგებსთვის წელს ყელაზე მეტად ბათუმმა (5 ჯერ) დაიმსახურა, მათზე ნეკლები 4-4 ლელოსა და ჯიქს უგროვდება. საგულისხმოა, რომ პირველ საფეხურზე მყოფი აია სულ რაღაც ორ პრემიალურ ქულას ითვლის (ერთი 3 და მეტი ლელოთი მოგებისთვის და ერთიც 8_ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის)
პრემიალური ქულა არ მოუპოვებია ხარებსა და არმიას
სანუგეშო ქულა კი 6 ჯერ დაიმსახურა აკადემიამ, მხატვრებზე ნაკლები მებრძოლი ხასიათი არმაზს აღმოაჩნდა. სანუგეშო ქულა არც ბაგრატს აუღია წაგებულ 9 თამაშში. ლელოც ის გუნდია ვისაც ორი მარცხის მიუხედავად არცერთხელ არ გამოუვიდა 8-ზე ნაკელბი ქულით დამარცხება.





--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
Dr NULL
Fagopyrum in olio vafanсulo


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1993
წევრი No.: 62467
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 13:33  #51781806      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gio_G83
მადლობა smile.gif
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 13:46  #51781901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dr NULL
არაფრის
smile.gif


თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 13:45  #51795012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცი ეს განვითარების გეგმის ამბავში თემა უფროა თუ აქაური მარგამ რადგან დიდი 10_ია აქ იყოს...

2013-2014 წლების სეზონი
http://site.rugby.ge/ka-GE/premier-division/
რეგულარული გათამაშება მოიგო არმიამ მოიგო რა 18 მატჩიდან 13 (1 ფრე, 4 მარცხი) და დააგროვა 63 ქულა
არმიას 4 ქულით ჩამორჩა ლელო 12 მოგებით (6 მარცხი) 59 ქულა
მესამე ადგილზე გასული ლოკომოტივი მომავალ ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა, 58 ქულა 13 მოგებით მოაგროვა (5 მარცხი)
ყოჩები რკინიგზელებს ორიოდ ქულით ჩამორჩნენ მოიგეს რა 12 მატჩი ( 1 ფრე, 5 მარცხი) – 56 ქულა
აიამ მე-5 ადგილი 11 მოგებით (7 მარცხი) და 52 ქულით დაიკავა
საპელიოფო ზონის ბოლო, მე-6 ბინადარი ჯიქი 9 მოგებით (2 ფრე და 7 მარცხი) 47 ქულით გახდა
არმაზმა მე-7 ადგილი დაიკავა, ისე რომ ვერც ვერავის ეწეოდა და ვერც ვერავინ ეცილებოდა ადგილს 8 მოგებული მატჩით (10 მარცხი) და 36 ქულა
შედარებით სახიფათო ზონაში მე-8 ადგილზე გავიდა ხარები 5 მოგებით (13 მარცხი) 23 ქულა
გასავარდნ ზონაში კი ქულათა თანაბრობით, მარგამ ურთიერთშორის უკეთესი ბალანსით განლაგდნენ:
ბათუმი მე-9 ადგილი 3 მოგებით (15 მარცხი) და 17 ქულით და
აკადემია მე-10 ადგილი 2 მოგებით (16 მარცხი) და 17 ქულით

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
233 ყიასაშვილი (ლელო - ფულბექი)
232 სოხაძე (ყოჩები - მგეზავი)
217 წიკლაური (ლოკომოტივი - ფულბექი)
161 კობახიძე (არმია - ფულბექი)
114 კიკნაძე (არმაზი - მგეზავი)
110 გიორგაძე (ჯიქი)
102 მათიაშვილი (აკადემია - ფულბექი)

მელელოვეებს შორის კი:
9 - ტუჩაშვილი (არმია - ფრთა)
7 - გაგოშვილი (არმია), შკინინი (არმია - ფრთა), გუგავა (ლელო - ფრთა)
6 - ბიწაძე (ლოკომოტივი), ფრუიძე (აია - ცენტრი/ფრთა), ხიდეშელი (ყოჩები)

2014-2015 წლების სეზონი
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-15-UMA/
რეგულარული გათამაშება მოიგო ყოჩებმა მოიგო რა 18_დან 13 მატჩი (1 ფრე, 4 მარცხი) და დააგროვა 58 ქულა
ბოლნისელებს ოდნავ ჩამორჩა ლელო 12 მოგებით (3 ფრე, 3 მარცხი) 56 ქულა
საპლეიოფო ზონის ქვედა ოთხი ადგილისთვის დიდი ბრძოლები გაიამრთა
მესამე ადგილი დაიკავა ბათუმმა 10 მოგებით (1 ფრე, 7 მაცხი) 50 ქულა
მეოთხე ადგილი ლოკომოტივმა ირგუნა 9 მოგებით (1 ფრე, 8 მარცხი) და 48 ქულით
რკინიგზელებს 2 ქულით ჩამორჩნენ ხარები 9 მოგებით (2 ფრე, 7 მარცხი) და 46 ქულა და ასევე 46 ქულა მოაგროვა მე-6 ადგილზე გასულმა აიამ (თუმც ხარებთან უარესი პირადი ბალანსით უკეთესი ადგილი რუსთაველებს დაუთმეს) მოიგო რა 10 მატჩი (8 მარცხი)
მედლების მაძიებლებს ჩამორჩა არმაზი მოაგროვა რა 38 ქულა 8 მოგებით (1 ფრე, 9 მარცხი)
მერვე ადგილზე კი ჯიქი დამკვიდრდა 36 ქულით - 7 მოგება (2 ფრე, 9 მარცხი)
არმია დაქვეითებას გადარჩა მოაგროვა რა 17 ქულა 4 მოგებით (1 ფრე და 13 მარცხი)
მხოლოდ სეზონი იასპარეზა თიბიეს უნივერსიტეტმა 11 ქულით კვლავ ქვედა ლიგას დაუბრუნდა - 2 მოგება (16 მარცხი)

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
203 - სოხაძე (ყოჩები - მგეზავი)
192 - ყიასაშვილი (ლელო - ფულბექი)
180 - კობახიძე (ბათუმი - ფულბექი)
170 - წიკლაური (ლოკომოტივი - ფულბექი)
120 - ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა), ხუციშვილი (ხარები-გამთამაშებელი)
103 - ჯინჭველაშვილი (აია)
საგულისხმოა რომ ამ წელს ლოკომოტივიდან 87 ქულა კალანდაძმემაც მიითვალა

მელელოვეებს შორის კი:
10 – გეგენავა (ყოჩები-ფრთა)
8 – თხელიძე (ბათუმი), ლომთაძე (ლელო)
7 – წიკლაური (ლოკო - ფულბექი)
6 – აბრამიძე (აია - ფრთა), კალანდაძე (ლოკო-ფრთა) ფრუიძე (აია-ცენტრი/ფრთა) შალამბერიძე (აია-მხტომელი)

2015-2016 სეზონი:
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-16-Didi10/
გათამაშება ლელომ მოიგო დააგროვა რა 61 ქულა 14 მოგებით (1 ფრე, 3 მარცხი)
ლოკომოტივმა ფინალამდე გზა დაიმოკლა მეორე ადგილზე გასვლით 52 ქულით: 11 მოგება (1 ფრე, 6 მარცხი)
ჯიქმა 10 მატჩი მოიგო (1 ფრე, 7 მარცხი) და 50 ქულა მოაგროვა
ბათუმმა მეოთხე ადგილი 47 ქულით დაიაკავა მოიგო რა 9 მატჩი (2 ფრე, 7 მარცხი)
ყოჩებმა კი 10 მოგებით (8 მარცხი) 46 ქულა დააგროვეს
ბოლო საპელიოფო, მე-6 ადგილი აიას ერგო 41 ქულით მოგიეს რა 8 მატჩი (2 ფრე, 8 მარცხი)
საპელიოფო ზონის მიღმა გასავარდნ ზონამდე დიდი ბალატილები შედგა დაშორება სულ რაღაც 6 ქულას შეადგენდა:
აკადემია 35 ქულით მე-7 ადგილს დასჯერდა 7 მოგებით (11 მარცხი)
არმია 32 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა 5 მოგებით (2 ფრე, 11 მაცხი)
გასავარდნი გუნდები ქულათა სწორობისას კვლავ ურთიერთშორის დაპირისპირებამ განსაზღვრა
29-29 ქულით მე-9 ადგილი არამზმა დაიკავა 5 მოგებით (1 ფრე, 12 მარცხი) და ხარები 6 მოგებით (12 მაცხი)

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
190 - სოხაძე (ყოჩები-მგეზავი)
175 - ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
164 - ურჯუკაშვილი (არმია-ცენტრი)
161 - კობახიძე (ბათუმი-ფულბექი)
124 - ყიასაშვილი (ლელო-ფულბექი)
117 - მათიაშვილი (აკადემია)
103 - მჭედლიშვილი (ხარები)

მელელოვეებს შორის კი გამოირჩნენ:
8 – ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
7 – მესხი (არმია-ფრთა), კალანდაძე (ლოკომოტივი-ფრთა)
6 – თოდუა (ლელო-ცენტრი/ფრთა) ქოიავა (ლელო-მხტომელი) სოსელია (არმაზი)
5 – კიკვაძე (აია-ფრთა/ფლბექი) კოპაძე (ლელო-ფლანკერი), მღებრიშვილი (ხარები-ფლანკერი)

2016-2017 წლების სეზონი
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-Didi10/
რეგულარული გათამაშება გორში გადაბარგებულმა ჯიქმა მოიგო 61 ქულით 18 მატჩიდან იმარჯვა რა 12-ში (1 ფრე, 5 მარცხი)
ორიოდ ქულით (59 ქ.) ჩამორჩა ბათუმი იმარჯვა რა 12 მატჩში (2 ფრე, 4 მარცხი)
ასევე 59 ქულა მოაგროვა აიამ 13 მოგებით (5 მარცხი)
რიონისპირელებს კი ერთი ქულით (58) ჩამორჩა ლელო მოიგო რა 11 ჯერ (3 ფრე, 4 მარცხი)
რკინიგზელებმა მე-5 ადგილი დაიაკვეს 51 ქულით მოიგეს რა 10 მატჩი (2 ფრე, 6 მარცხი)
საპლეიოფო ექვსეული კი აკადემიამ დაასრულა 42 ქულით - 9 მოგება (9 მარცხი)
არმია ექვსეულს ვერ შეწვდა 37 ქულით მოიგო რა 8 მატჩი (10 მარცხი)
გავარდნისთვის თავის დასაღწევად კი სამი გუნდი იბრძოდა:
ბაგრატმა მე-8 ადგილზე 22 ქულით დაასრულა გათამაშება 4 მოგება (14 მარცხი), ბოლო მე-9 და მე-10 ადგილზე კი 19-19 ქულით შესაბამისად არმაზი და ყოჩები გავიდნენ, სადაც უკეთესი ბალანსი ურთიერთშორის შეხვედრებში არმაზს აღმოაჩნდა - 3-3 მოგებით (1-1 ფრე და 14/14 მარცხი)

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
199 - ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
153 - მათიაშვილი (აკადემია-ფულბექი)
143 - ყიასაშვილი (ლელო-ფულბექი)
135 - ურჯუკაშვილი (არმია-ცენტრი)
131 - კობახიძე (ბათუმი-ფულბექი)
130 - ბაბუნაშვილი (აია-მგეზავი)
114 - სოხაძე (ბათუმი-მგეზავი)
103 - წიკლაური (ლოკომოტივი-ფულბექი)

მელელოვეებს შორის გამოირჩნენ:
12 – აბრამიძე (აია-ფრთა)
11 – ბიწაძე (ჯიქი)
10 – მამრიკიშვილი (ჯიქი-კვაჭი)
9 – ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
8 – შკინინი (ლოკომოტივი-ფრთა)
7 – ერისთავი (ბათუმი), ჭეიშვილი (ლელო-მხტომელი)
6 – გიგაური (არმაზი)

წლევანდელი სეზონის დაჯამებამდე განვლილ ოთხ ასპარეზობას თვალს თუ გადავავლებთ იკვეთება შემდეგი:

- მოწინავე ოთხეული მეტნალებად ყოველთვის ახერხებს 60 ქულიან ნიშნულთან მიახლოებას (ან გადალახვას)
- ხშირ შემთხვევაში მზის გულზე უკეთეს ადგილს (1-2) განაპირობებდა ან ერთი მოგება ან პრემიალური ქულები
- ტენდენცია რომ 1-2 ადგილზე გასული გუნდიდა ერთ-ერთი იგებს ჩემპიონატს ჯერ არ დარღვეულა
- სამწუხაროდ საპლეიოფო ბოლო, მე-6 ადგილის მოსაპოვებლად ვერ იმართბოდა იმგვარი ბატალიები, როგორც პირველი ორი ადგილისთვის
- მხოლოდ იშვიათად ხდებოდა, როდესაც დასაქვეითებლად საფრთხე ორზე მეტ გუნდს ეხებოდა (მე-9 ადგილოსანი პლეიოფში ჯერ არ დაქვეითებულა)
- დაქვეითბულ გუნდთაგან ჯერ მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო მომდევნო სეზონში კვლავ დაბრუნება
- პლეიოფში მოხვედრილი გუნდებიდან ორადორჯერ მოხდა რომ მე-6 ადგილზე გასულ გუნდს არ ჰქონდა ქულათა + ბალანსი
- მელელოვეთა დავაში მუდმივად ლიდერობენ ფრთის მოთამაშეები, რაც გარკვეულწილად გუნდების სათამაშო სტრუქტურასა და აქცენტებზეც მიუთითებს
- 5 ლელოზე მეტი დამდებ მორაგბეთა შორის 26 რჩეულიდან 20 ბექია, მხოლოდ 6 აღმოჩნდა მორკინალი, აქედანაც მხოლოდ ერთი კვაჭი (რაც ალბათ ასევე გუნდის სათამაშო სრუქტურაზე მიუთითებს)
- 100 ქულას გადაცდა ჯამში 28 დამრტყმელი, რომელთაგან მხოლოდ 4 ჯერ დაფიქსირდა 200 და მეტი მოგროვებული ქულა (დეტალურად 4 სეზონი):
სოხაძე - 739
ყიასაშვილი - 692
კობახიძე - 633
ხარაზიშვილი - 590
წიკლაური - 559
მათიაშვილი - 372
ურჯუკაშვილი - 299
ჯინჭველაშვილი - 235
- საშუალო სტატისტიკურად სეზონში 5 ლელო 5-ზე მეტ მორაგბეს უფიქსირდება
- 6 და მეტი ლელო უკვე ლამის „რჩეულთა“ ხვედრია
- 10 და მეტი ლელო ერთ მორაგბეზე ბოლო 4 სეზონში 4 ჯერ დაფიქსირდა
- ეროვნულ ჩემპიონატში ლელოთა რაოდენობით გამორჩეულები არაინ:
ხარაზიშვილი, შკინინი, აბრამიძე, წიკლაური,

3/4 -ები

დასკვნები შიდა ასპარეზის მოთვალყურეებისა და მკითხველისთვის მიმინდვია

This post has been edited by Gio_G83 on 7 Dec 2017, 13:49
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) « პირველი ... 37 38 [39]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0443 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]