forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფული რომ განათლებაში ჩაიდოს უმეტესად, რა აზრის ხართ? (ჯერ ნაწერი წაიკითხეთ, გთხოვთ)
 
განათლებას ჯობია მიეხედოს თუ სპორტს?
1.განათლებას ჯობია მიეხედოს [ 20 ]  [71.43%]
2.სპორტს მიეხედოს [ 0 ]  [0.00%]
3.ორივეს უნდა მიეხედოს [ 8 ]  [28.57%]
Total Votes: 28
Guests cannot vote 
vajiko777
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 39
წევრი No.: 246088
რეგისტრ.: 18-October 18

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 16:49  #53616823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლე, თემას პოლიტიკაში ვერ ვხსნი, იმიტომ რომ ახალი ვარ და შესაბამისად ბევრი პოსტი არ მაქვს. მოკლედ დავწერ

ის თანხები, რაც სპორტში იდება და იფლანგება, ხომ არ ჯობია რომ მთავრობამ განათლებაში ჩადოს, განათლება გახდეს უფრო იაფი და ხარისხიანი?

რომ როგორც ვთქვათ, ევროპული ან ამერიკული დიპლომი, სხვადასხვა ქვეყანაში ,,ფასობს'' ასევე რომ მთავრობამ მიხედოს განათლებას, ისე რომ ქართული დიპლომით ქართველ კაცს შეეძლოს ამერიკაში ან ევროპის ქვეყნებში, მუშაობა თავისი პროფესიით? რას ფიქრობთ ამაზე,

ხმა ჩაამატეთ პოლში
vajiko777
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 39
წევრი No.: 246088
რეგისტრ.: 18-October 18

გამოგზავნილია: 20 Oct 2018, 14:55  #53627184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თან დაწერეთ რამე, .........................
lepori
მსხალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5761
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 09:03  #53752703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vajiko777)
ის თანხები, რაც სპორტში იდება და იფლანგება, ხომ არ ჯობია რომ მთავრობამ განათლებაში ჩადოს

ჯობია yes.gif

QUOTE (vajiko777)
ქართული დიპლომით ქართველ კაცს შეეძლოს ამერიკაში ან ევროპის ქვეყნებში, მუშაობა თავისი პროფესიით?

შეუძლია


--------------------
დო'დოო
ქართლოსი
რატომ?


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19154
წევრი No.: 60518
რეგისტრ.: 7-May 08

გამოგზავნილია: 11 Nov 2018, 16:35  #53759932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ორივე საჭიროა მაგრამ განათლებაზე ბევრად მეტი ფულის ჩადება ჯობია ჩემი აზრით.



--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4967
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 14 Nov 2018, 20:59  #53777773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vajiko777
ანუ შენ გინდა რომ ქართველმა გადასახადის გადამხდელმა დააფინანსოს სწავლა, რომ მერე ეს "ნასწავლი" წავიდეს სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყანას მოახმაროს ეს რესურსი?

ანუ ამ ღარიბმა ქვეყანამ კიდე სხვა ქვეყნების განვითარება დააფინანსოს?


პ.ს. განათლება აუცილებელია, და განათლებას დაფინანსება უნდა მაგრამ მერე ეს ჩვენ ქვეყანას უნდა მოახმარო.
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28961
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 10:35  #53779948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vajiko777
QUOTE
 ფული რომ განათლებაში ჩაიდოს უმეტესად, რა აზრის ხართ? (ჯერ ნაწერი წაიკითხეთ, გთხოვთ)

ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რა არის განათლება.
ის რაც გასული საუკუნის შუა წელში ითვლებოდა განათლებად, რაც ადამიანს ცხოვრებაში გამოადგებოდა, დღეს ასე არ არის.
მთლიანად უნდა გადავერთოდ ციფრულ ტექნოლოგიებზე და შევისწავლოთ ე.წ. მაღალი ტექნოლოგიების საწყისები.

ჩემი მოკლე ჭკუით, საქართველოში განათლების სისტემა არა თუ უვარგისია, არამედ დანაშაულებრივიც.
განათლების სისტემის მთავარი პრიორიტეტებია პედაგოგების ხელფასები. ხოლო თუ რაში უნდა გადავუხადოთ ხელფასი, არ იციან.


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
ცოდნის უდიდესი მტერი გაუნათლებლობა კი არა, ცოდნის ილუზიაა. /სტივენ ჰოუკინგი/
lepori
მსხალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5761
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2018, 12:43  #53795933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DRAKONI
QUOTE
პ.ს. განათლება აუცილებელია, და განათლებას დაფინანსება უნდა მაგრამ მერე ეს ჩვენ ქვეყანას უნდა მოახმარო.

ვერავის დააბავ საქართველოში..
სატატისტიუკურად რაღაც ნაწილი ყოველთვის წავა, რაღაც ნაწილი ჩამოვა
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ჩემი მოკლე ჭკუით, საქართველოში განათლების სისტემა არა თუ უვარგისია, არამედ დანაშაულებრივიც.
განათლების სისტემის მთავარი პრიორიტეტებია პედაგოგების ხელფასები. ხოლო თუ რაში უნდა გადავუხადოთ ხელფასი, არ იციან.


აბა რა ვქნათ, რაფერ მევიქცეთ ჩვენ?
როგორ შევცვალოთ უკეთესობისკენ
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28961
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2018, 12:56  #53795998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (lepori)
აბა რა ვქნათ, რაფერ მევიქცეთ ჩვენ?
როგორ შევცვალოთ უკეთესობისკენ

ეგ რომ მოიფიქრონ, განათლების სამინისტროს მიტომ ვუხდით ფულს.

განათლების განვითარებაზე ერთად უნდა დასხდნენ ხელიუფლებაც და ოპოზიციაც და შეიმუშავონ გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც არ შეეხება ხელისუფლების ცვლილებები. რადგან განათლების პრობლემების მოგვარებას არც ერთი მინისტრი ეყოფა და არც ხელისუფლების ორი ვადა.

დღეისათვის კი ხდება ის, რომ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან მინისტრები, ყველას ტავისი იდეა მოაქვს, უარყოფს ძველს და ყველაფერი ტავიდან იწყება. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა მიიღოს გეგმა-კანონი და მინისტრებს მისი აღსრულება უნდა დაევალოთ.

პირველ რიგში თანამედროვე ტექნოლოგიები უ8ნდა განვითარდეს.

MaNoFMaTch
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 173380
რეგისტრ.: 14-September 13

გამოგზავნილია: 18 Nov 2018, 12:59  #53796011      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სპორტში ჩადებული ფული გაფლანგული სულაც არ არის.

განათლება პრიორიტეტული უნდა იყოს რათქმაუნდა
lepori
მსხალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5761
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2018, 16:28  #53796799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ეგ რომ მოიფიქრონ, განათლების სამინისტროს მიტომ ვუხდით ფულს.

თუ არ მოგწონს უკეთესი ვერსია შემოგვთავაზე biggrin.gif
კრიტიკა მაშინ არის მისაღები თუ გამოსავალსაც სთავაზობ, მე მაგალიტად ვფიქრობ რომ მასწავლებლების ხელფასების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეა

QUOTE
დღეისათვის კი ხდება ის, რომ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან მინისტრები, ყველას ტავისი იდეა მოაქვს, უარყოფს ძველს და ყველაფერი ტავიდან იწყება. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა მიიღოს გეგმა-კანონი და მინისტრებს მისი აღსრულება უნდა დაევალოთ.

სამწუხაროდ ყველა დარგში მასეა

QUOTE
პირველ რიგში თანამედროვე ტექნოლოგიები უ8ნდა განვითარდეს.

თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე განვითარებულია biggrin.gif
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28961
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2018, 17:43  #53797159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (lepori)
თუ არ მოგწონს უკეთესი ვერსია შემოგვთავაზე
კრიტიკა მაშინ არის მისაღები თუ გამოსავალსაც სთავაზობ,

არაა ასე.
კვერცხის გემო რომ იცოდე, აუცილებელი არაა კვერცხის დადება იცოდე, ანუ ქათამი იყო. smile.gif
QUOTE (lepori)
მე მაგალიტად ვფიქრობ რომ მასწავლებლების ხელფასების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეა


კი ბატონო, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ, ზოგიერთი მასწავლებელი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან.
მასწავლებელი მოსწავლესთისაა და არა მოსწავლე მასწავლებლისთვის.
QUOTE (lepori)
თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე განვითარებულია

სკოლაში ვამბობ, სკოლასი უნდა ისწავლებოდეს, თორემ ნასაში რო იყენებენ, მეც კი ვიცი. biggrin.gif

ხომ 21-ე საუკუნეა. ხომ არ მეშლება?
ჰო და ამ 21-ე საუკუნეში საჯარო სკოლებში არ არსებობს ონლაინ დღიური, ონლაინ ჟურნალი და ა.შ. რაც მშობელს საშუალებას მისცემს მყისეულად გააკონტროლოს, ზის თუ არა ბავშვი გაკვეთილზე, რა ნიშანი მიიღო და ა.შ.
რატომ არ უნდა მქონდეს მობილური აპლიკაცია, რითაც შემეძლება კლასის ან სკოლის დერეფნის ონლაინ დანახვა.

3 წელია კლასის დამრიგებელს ვეხვეწები, რომ გამაგებინოს სემესტრული ნიშნები. ვერ გამოვძალე. არა და თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მშობელმა იცოდეს სად უჭირს ბავშვს. კლასის ხელმძღვანელობასთან ერთად, ინგლისურის მასწავლებელიცაა. მოსწავლეები სიცილით კვდებიან მის ინგლისურ გამოთქმებზე.
ვიცი მათემატიკის მასწავლებლები, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ ზოგიერთ საკითხს ახტებიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი კარიერის დასაწყისში ეს საკითხები არ იყო სკოლის პროგრამაში, არასდროს უსწავლებიათ და ახლა არ ან ვერ სწავლობენ და არც ადარდებთ.
ვიცი მუსიკის მასწავლებელი, ხნიერი ქალბატონი, რომელიც სულ რაღაც 5-7 წლის წინ ბავშვებს "კატუშას" და საბჭოთა საქრთველოს ჰიმნს ასწავლიდა.
დაწყებით კლასებში, მასწავლებელი ბავშვებს ასწავლიდა თავისი მეგობრის საკმაოდ მდარე გემოვნების ლექსებს.
ასეთ მასწავლებლებს ხელფასის მომატება არ იქნება სწორი საქციელი.

This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 18 Nov 2018, 17:45
lepori
მსხალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5761
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2018, 18:20  #53797397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბეჟანბეჟანი
QUOTE
კვერცხის გემო რომ იცოდე, აუცილებელი არაა კვერცხის დადება იცოდე, ანუ ქათამი იყო.

ვერ ერგება ეგ ანალოგია იმას რაც მე ვთქვი
კვერცხის თუ უწუნებ ქათამს მაშინ უნდა შეგეძლოს უკეთესი დადო yes.gif

QUOTE
კი ბატონო, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ, ზოგიერთი მასწავლებელი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან.

გეთანხმები, ბევრია გასაშვები, მაგრამ უკეთესით რომ ჩაანაცვლო ხელფასის მომატებაა საჭირო

QUOTE
ო და ამ 21-ე საუკუნეში საჯარო სკოლებში არ არსებობს ონლაინ დღიური, ონლაინ ჟურნალი და ა.შ. რაც მშობელს საშუალებას მისცემს მყისეულად გააკონტროლოს, ზის თუ არა ბავშვი გაკვეთილზე, რა ნიშანი მიიღო და ა.შ.
რატომ არ უნდა მქონდეს მობილური აპლიკაცია, რითაც შემეძლება კლასის ან სკოლის დერეფნის ონლაინ დანახვა.

ეგ თითოულ სკოლას შეუძლია გააკეთოს, მინისტრი და სამინისტრო რათ უნდა მაგას

QUOTE
3 წელია კლასის დამრიგებელს ვეხვეწები, რომ გამაგებინოს სემესტრული ნიშნები. ვერ გამოვძალე. არა და თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მშობელმა იცოდეს სად უჭირს ბავშვს

სხვა სკოლა სცადე wink.gif

QUOTE
ნგლისურის მასწავლებელიცაა. მოსწავლეები სიცილით კვდებიან მის ინგლისურ გამოთქმებზე

ხელფასი რომ გაიზარდოს უკეთესი მასწავლებლით შეიძლებოდა ჩანაცვლება yes.gif


QUOTE
ასეთ მასწავლებლებს ხელფასის მომატება არ იქნება სწორი საქციელი.

მასწავლებელი ყოველთვის "მასეთი" იქნება თუ ხელფასი არ მოუმატე
უკეთესი არ მივა სკოლაში 300 ლარზე სამუშაოდ
bunebashi
Junior Member


**
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20
წევრი No.: 251511
რეგისტრ.: 9-July 19

გამოგზავნილია: 9 Jul 2019, 22:58  #54948706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
განათლებას ჯობია მიეხედოს თორემ მარტო სპორტით რას მიაღწევ ცხოვრებაში? მითუმეტეს ამ ქვეყანაში. სპორტის დედაც არ ვატირე? სწავლა რომ დაფასდეს, დიპლომს აიღებ და კაი ადგილზე დაჯდები სამუშაოდ, სპორტით კიდე რა? გახდები ტრენერი (ეგეც საეჭვოა), მერე ავარჯიშე ბავშვები, და ითვალე კაპიკები,
Pac_-_Man
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 446
წევრი No.: 34085
რეგისტრ.: 30-April 07

გამოგზავნილია: 16 Jul 2019, 18:00  #54981427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარი თემა იძირება.....

განათლებას რო სუპერ რეფორმა სჭირდება ამაზე ყველა ვთანხმდებით ხო?

პირადად მე ძალიან მომწონს როცა კოლეჯებს საკუთარი სპორტული თემებიც აქვთ განვითარებული და სტუდენტი აქტიურად არის ჩაბმული ამაში, ხოლო მას არ აძლევენ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას თუ მისი სწავლის დონე დაბალია. ისწავლის=ივარჯიშებს.
Niccolo_Machiavelli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 226250
რეგისტრ.: 22-November 16

გამოგზავნილია: 13 Sep 2019, 21:51  #55243523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საერთოდ სხვადასხვა მასშტაბის საკითხებია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0277 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]