დაახლოებით აი ასე
ქართველთა მეზობლები ალანები,სომხები,სპარსელები განთქმულნი იყვნენ თავისი მძიმე კავალერიით ამიტომ ქართველთა შეიარაღებაც მსგავსი იქნებოდა.ამას ჯუანშერის აღწერილობაც ამტკიცებს.
საერთოდ ბრინჯაოს ხანის შეიარაღება უკეთ ცნობილია ვიდრე ამ პერიოდის რადგან რკინა ჟანგდება.
ქვეითი მეომრების შეიარაღება ალბათ დაახ. ჰეროდიტეს აღწერილ კოლხების და სასპერების შეიარაღებას გავდა.
სელჩუკებმა 11ს.ში ახალი ტაქტიკა შემოიტანეს,ეს იყო საძგერებელი შუბებით შეიარღებული მსუბუქი კავალერია,სელჩუკები +-200 კაციანი რაზმებით ღრმა რეიდებს ახორციელებდენ მტრის ზურგში,რაც მოწინააღმდეგის დემორალიზაციას იწვევდა.ბერძნები ,ქართველები და სპარსელები დიდი ჯარით გენერალურ ბრძოლებს იყვნენ შეჩვეულები.
გარდა ამისა სელჩუკები მტრის დაშინების ტაქტიკის დიდოსტატები იყვნენ როგორც სისასტიკით ასევე ბრძოლის ველზე გამაყრუებელი ყიჟინით.
სელჩუკები მოდიოდენ თავის ორი ცხენით ასევე ოჯახით ურემზე,ამიტომ მათი მოტივაცია ძაან მაღალი იყო,ურმები ასევე მოწინააღმდეგის კავალერიას გადაადგილებას უშლიდა,ეს ასევე სელჩუკების ლაშქარს იმაზე დიდად აჩვენებდა ვიდრე ის სინამდვილეში იყო.
მოწინააღმდეგის თავდასხმის სელჩუკებს არ ეშინოდათ რადგან მომთაბარეები იყვნენ ამბარები და მარნები დასაცავი არ ქონდათ,საშიშროების შემთხვევაში ადვილად შეეძლოთ მთელი ქონებით გაქცევა.
ეს სელჩუკებს დაუმარცხებლებს ხდიდა პირველ ეტაპზე.