მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ
სინაურიძემ აურია რაღაც..იმედია, დასტაბილურდება..
აიამ მძიმედ მოიგო, მაგრამ გალიდერდა აკადემია-აია 14:18
აკადემია (15-9) ელიზბარაშვილი, ი.დავითაშვილი, წასიძე, მოლოდინაშვილი, გოგინაშვილი, ავლოხაშვილი (ლომსაძე 70), ქოპილაშვილი (1-8) ღამბაშიძე, მეკოკიშვილი, შაშიაშვილი (ჭუაძე 45), ნებულიშვილი, ლომიძე, ნიბლაძე, მაღლაკელიძე (ჩაჩუა 57), გაჩეჩილაძე
ლ: ი.დავითაშვილი. 2ს: მეკოკიშვილი. ა: ელიზბარაშვილიაია (15-9) სინაურიძე, ვ.შალამბერიძე (გოშაძე 67), ჩხიკვაძე, აშვეთია, ხამაშურიძე, შარვაშიძე. (1-8) ნარიაშვილი, სხულუხია, ლომიძე, იობიძე, გურეშიძე, დიაკონიძე (ცირეკიძე 75), გ.შალამბერიძე, ძაგნიძე
2ლ: სინაურიძე, ჩხიკვაძე. 2ს,გ: შარვაშიძესინბინი: გურეშიძე
მსაჯი: მ.ჩაჩუა
ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ქუთაისის "აიამ" მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის "აკადემიასთან" კიდევ ერთი უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, გაჭირვებით მოიგო 18:14 და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
ძნელი სათქმელია, ტრიუმფალურმა სტარტმა იმოქმედა თუ სხვა რამე მიზეზია, მაგრამ "აიამ " თამაშის ხარისხს უკლო. სტუმრებს ხშირი ტექნიკური წუნი ხელს უშლიდა ხელდახელ ბურთაობაში. ქუთათურები სწრაფად თამაშს ცდილობდნენ, სიჩქარესა და ფაცი-ფუცში კი ბურთი ხელიდან უვარდებოდათ.
წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც "აიამ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველად წააგო, მნიშვნელოვნად გამოსწორებული იყო დერეფანში თამაში. ისევ გაუმრუდდა სამიზნე ქუთაისელთა დამრტყმელს გაგა სინაურიძეს,რომელიც მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ფულბეკად გაამწესა, თვითონ კი გარემარბის პოზიცია დაიკავა.
"აიას" შემადგენლობაში კიდევ ორი ცვლილება იყო. ცხრა ნომერზე გიორგი როხვაძის ნაცვლად ლევან გოგიამ დაიკავა ძირითადში ადგილი. გარემარბი ზურაბ გოგლიჩიძე კი ვილენ შალამბერიძემ შეცვალა.
თითქმის ოპტიმალური შემადგნლობით ითამაშა "აკადემიამ", რომელმაც სტარტზე განცდილი სამი მარცხის შემდე ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. აკადემიელთათვის "აიასთან" მატჩს, უწინარესად, სწორედ სატურნირო თვალსაზრისით ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა.
ამიტომ "აკადემიამ" თამაში მეტოქეზე ბევრად აქტიურად, შემართებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა. აკადემიელთა ფულბეკმა გიორგი ელიზბარაშვილმა საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ქუთაისელთა ნახევარზე მაღალი ბურთი დაჰკიდა, ზედ ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან "აიას" ფულბეკ გაგა სინაურიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. თბილისელებმა ხაზი დროულად ასწიეს, ბურთი ხელთ იგდეს და ცხრა ნომერმა გიორგი ქოპილაშვილმა, რომელიც "აკადემიას" შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შეტევა მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გადაიტანა. აქ გარემარბმა ივანე დავითაშვილმა ბურთი ლელოსკენ ფეხით შეიცურა, თვითონვე მიჰყვა, ქუთაისელთა დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გარდასახვა შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა ვერ გაიტანა - 5:0.
ანგარიშის შემცირება სტუმრებს მალევე შეეძლოთ, მაგრამ ორწუთიანი შუალედით სინაურიძემ ჯერ 30 მეტრიდან ვერ გაიტანა, მერე კი, კიდევ უფრო შორიდან, 45 მეტრიდან დაარტყა არაზუსტად.
სამაგიეროდ, მე-15 წუთზე გიორგი ელიზბარაშვილმა 45 მეტრიდან არეკნით დალაშქრა "აიას" კარი - 8:0. ქუთათურებმა მეტოქეზე ზეწოლა ამის შემდეგღა გააძლიერეს, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს. მანამდე კი გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. ქუთაისელთაგან კარში დარტყმის მისია მგეზავმა ლევან შარვაშიძემ ითავა, "აკადემიას" კი სამი ქულა მეკოკიშვილმა მოუტანა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა. "აიამ" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფნიდან მოლი ააგორა. აკადემიელებმა მისი შეჩერება ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეძლეს. თამაში რაკში გადავიდა. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი როხვაძემ დროულად შენიშნა მარცხნივ, მოკლე ფრთაზე შეტევაში ჩართული ფულბეკი სინაურიძე, რომელიც ლელოში წამზე უსწრაფესად შეიჭრა. შარვაშიძემ გარდასხვა რთული პოზიციიდან, თითქმის კიდიდან დაარტყა და გაიტანა - 10:11.
მეორე ტაიმი აქტიურად უკვე სტუმრებმა დაიწყეს და 45-ე წუთზე შარვაშიძემ საჯარიმოთი დააწინაურა თავისიანები - 13:11. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილ დროში მან მასპინძელთა კარის დალაშქვრა ორჯერ უშედეგოდ სცადა. ქუთაისელებმა საერთო ჯამში ოთხი საჯარიმო ვერ გაიტანეს, რაც ცოტა სულაც არ არის.
"აკადემიამ" ანგარიშში დაწინაურება 61-ე წუთზე შეძლო. საჯარიმო ისევ მეკოკიშვილმა გაიტანა. მანამდე კი ელიზბარაშვილმა ორჯერ დაარტყა არეკნი, მაგრამ მიზანი გაუცუდდა.
ხუთ წუთში კი "აიამ" გამარჯვების ლელო გაიტანა. შეტევა საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი გამოვიდა. აკადემიელები ქუთაისელთა იერიშისას სამჯერ დაჯარიმდნენ. "აიამ" ორჯერ ბურთი აუტში გადაიტანა. დერეფნიდან ორივეჯერ მოლი ააგორეს, ორივეჯერ თამაში რაკში გადავიდა. მორკინალების მიძალებით რომ ვერას გახდნენ, ბურთი ხაზზე გაიტანეს, მაგრამ "აკადემიას" დაცვის ხაზის გაჭრა ვერაფრით მოახერხეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლებმა თამაშგარეს წესი დაარღვიეს. როხვაძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ ირაკლი ჩხიკვაძეს გადააწოდა. "ქარიშხალას" შეჩერება აკადემიელებმა ვეღარ შეძლეს. კიდიდან შარვაშიძემ ვერ გარდასახა - 18:14.
ბოლო ათი წუთი "აკადემია" სტუმართა გუნდის ლელოს მისადგომებთან უტევდა. მოლით, რაკიდან მოკლე დარტყმებით, შერკინების მიწოლით, ყველაფერი სცადეს, მაგრამ "აია" საკუთარი ლელოს სადარაჯოზე გაუვალი კედელივით იდგა. როგორც უკვე ვთქვით, ქუთათურებმა ძნელი გამარჯვება მოიპოვეს - 18:14.
* * *
http://www.aia-rugby.ge/index.php?id=104&l...5&day=24&last=1ლელო-აიას ვიდეო დაიდო ...
ნახეთ რა ულამაზესი ლელო დაგვიდია
This post has been edited by George:) on 26 May 2010, 13:16