Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მაღალი პროთრომბინი


Posted by: auau 14 Nov 2006, 23:26
მაქვს მაღალი პროთრომბინი 100 ერთეული. ამასთანავე თვალის თრომბოზი და მითხრეს 70-ს ზევით არ მიუშვაო. დამინიშნეს
ვენენგელი და ვენორიცი, რადგან ძალიან მტკივა ფეხები. ასპირინზე კი კუჭი მტკივა, გინდაც ჭამის მერე მივიღო. ახლა თქვეს, კომშის ფოთლების ნახარში დალიეო და არ ვიცი რა ვქნა, ამ ფეხების ტკივილს რა ვუყო, თანაც ძირითადად ღამე მტკივა ტერფები, ქუსლები და წვივები.

Posted by: BEKO 16 Nov 2006, 09:04
დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში ანგიოლოგიის განყოფილების გამგეა მამუკა ბოკუჩავა.
ძალიან კარგი ექიმია.
მეც მქონდა იგივე პრობლემა და მამუკამ მომიგვარა.
დამინიშნა კარდიომარილი (იგივე ასპირიანია, ოღონდ კუჭს ნაკლებად აღიზიანებს) და დეტრალექსი.

მანამდე ვენორიცს ვსვამდი და არ მქონია შედეგი.

ეგებ მისულიყავი.


Posted by: perikardi 16 Nov 2006, 10:15
BEKO
კარდიომარილი კი არა კარდიომაგნილიsmile.gif
auau
მარტო კომშის ფოთოლი მაგ პრობლემას არ მოგიხსნის, აუცილებლად მიდი ანგიოლოგთან, ალბათ დაგჭირდება ქვემო კიდურების დოპლერანგიოგრაფიის გაკეთება, თან კოაგულოგრამასაც აგიღებენ თუ არ გაქვს გაკეთებული, მოგვარებადი პ[რობლემაა, მაგრამ ძალიან საყურადღებო

Posted by: DOLPHIN 16 Nov 2006, 10:43
auau
დეტრალექსი ძალიან ეფექტურია, მაგრამ ექიმის გარეშე ნუ მიიღებ. "ციტო"-ში არის კარგი ანგიოლოგი, დათო ჰქვია, გვარი არ მახსოვს.
სისხლს ლიმონიც ათხელებს, თუ გიყვარს, კარგია, თუ შეჭამ ხოლმე. wink.gif
ოღონდ ისე ნუ მიიღებ, თითქოს: съеш лимон, а то у тебя слишком довольное лицо.

Posted by: TroubleMaker 16 Nov 2006, 13:44
QUOTE
ძირითადად ღამე მტკივა ტერფები, ქუსლები და წვივები.

აუ მეც. და ვერ ვხვდებოდი რა იყო... რევმატოლოგიურში ვიყავი ანალიზები გავიკეთე და არაფერი არ მქონდა.
აუ ეხლა გავიკეთებ პროტრომბინზე. მადლობთ : )

Posted by: GOD&ME 19 Aug 2010, 23:22
მარჯვენა ფეხის წვივი მტკივა ლატერალურად მუხლის ქვემოთ ბავშვობიდან (მგონი ასე 7-8წლიდან). წოლისას, სიარულისას, ჯდომისას ვგრძნობ ხანდახან. აუტანელი არ არის, მაგრამ შეხებისას(ხანდახან) და დაჭერისას მიმწვავდება. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს და ვის მივმართო, ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: matusala_5 21 Aug 2010, 00:35
GOD&ME
დოპლეროგრაფია გაქვს გაკეთებული???????

Posted by: GOD&ME 21 Aug 2010, 10:33
არა. და გამოსაკვლევია აუცილებლად ხო?

Posted by: Natuka NGN 21 Aug 2010, 12:01
GOD&ME
კი, გამოიკვლიეთ,. და არა მხოლ დოპლეროსკოპია. მე გირჩევდით ანგიოლოგთან სტუმრობას პირველად. შემიძლია გირჩიოთ ექიმიც, მამუკა ბოკუჩავა ან დათო ლაბარტყავა რკინიგზის საავადმყოფოში დიღომში. დათოს გვარს მგონი სწორად ვწერ.

Posted by: GOD&ME 21 Aug 2010, 17:53
დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif)))))))))))))

Posted by: MPG 21 Aug 2010, 18:12
QUOTE
მამუკა ბოკუჩავა.

მამაჩემს ქონდა პრობლემები და ამ კაცმა უმკურნალა.
მადლიერია ძალიან მისი.
ღამე არ ეძინა ხოლმე, ისე სტკიოდა ფეხები, ახლა ჩიტივითაა.

Posted by: MPG 21 Aug 2010, 18:13
QUOTE
მამუკა ბოკუჩავა.

მამაჩემს ქონდა პრობლემები და ამ კაცმა უმკურნალა.
მადლიერია ძალიან მისი.
ღამე არ ეძინა ხოლმე, ისე სტკიოდა ფეხები, ახლა ჩიტივითაა.

Posted by: matusala_5 25 Aug 2010, 20:59
GOD&ME
ბოკუჩავა მგონი კურაციოშიც მუშაობს პარალელურად....ვისთანაც არ უნდა მიხვიდე სისხლძარღვთა ექოსკოპიური კვლევა მაინც დაგჭირდება,დიაგნოზის დაზუსტებისთვის,სხვა გამოკვლევებთან ერთად

Posted by: GOD&ME 25 Aug 2010, 23:16
დიდი მადლობა ყველას smile.gif
იმ კვირაში მივალ, ალბათ, თუ ისევ რამემ არ შემიშალა ხელი, როგორც ყოველთვის smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)