ესე იგი!!!!!
ვუსმენთ ენერგიულ და პოზიტიურ მუსიკებს და სიმღერებს.
ვუყურებთ ძალიან სასიამოვნო და სახალისო ფილმებს,
არაფერზე ვიშლით ნერვებს, (!!!!!!!!!!!!!!)
ყველფერი მოგვწონს (თუნდაც ძალდატანებით
) ,
მივდივართ ექიმთან, ვდგავართ გაურკვეველი დროით რიგში და არ ვიშლით ნერვებს,
ვიწყებთ შესაბამსი პროცედურებს
და
წავიდა დადებითი ხეგეები და 2ხაზიანი ტესტებიიი.
დროზე მომყევით, განსაკუთრებით უხუცესებოოოოოო!!!! (კუკიაზე "არას" გიწერენო-ეს ანეგდოტი გამახსენდა მოდიფიცირებული ტექსტით: "მომავლებში" არას გიწერენ უკვე და დროა გადაბარგდეთ
)))
პ.ს. ჩემი წერტილი 6მმ ზომისაა, შეესაბამება 6 კვირის და 3 დღის ემბრიონს თუ ნაყოფს ) ეხოსკოპისტმა, ისეთია უკვე, ბაღში უნდა გავუშვაო
117 დარტყმა წუთში, დღეს ცრემლებს ვერ ვიკავებდი ეხოს კაბინეტში. კიდევ კარგი სიბნელეში ვწევარ ხოლმე
))
ვერ აღგიწერთ ეს რა შეგრძნება იყო, 9 წელია მარტო ფოლიკებით დახუნძლულ ღრუს რომ ხარ შეჩვეული და ეკრანზე თვალით ისევ ცარიელ უცლის ღრუს, საკვერცხეს და ფოლიკულებს რომ ეძებ და უცებ დიდ შავ ლაქას რომ ხედავ და იმ სიშავეში პატარა თეთრ წერტილს,... და უცებ ხმაური რიტმიული და ხშირი. ეს რაღაც სხვანაირი შოკი იყოოო, ვერ ავღწერ, პუნქციის მერე ხვდები რომ ცარიელი ხარ, შენში არნაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არაა, ტრანსფერის მერე ცოტა შისით მაგრამ მაინც ეფერები და ელაპარაკები, ეხოზე დადასტურებული ორსულობის მერე კიდევ უფრო თამამად ესაუბრები და ეფერები, მაგრამ აი დღეეეეს,,, დღეს მივხვდი რომ ჩემში პატარა ცოცხლობს, პატარა ბასასუნას გული უცემს, ცოცხალი არსებაა ჩემში. შვილზე მეტად სწორედ ამ შეგრძნებას ვესწრაფვოდი, განმეცადა მუცელში ზუსტად ეგ, რაც დრეიდან იწყება ჩემში.
მადლობაააა, მადლობა უფალს ამისთვის, ყოველ ღამე მადლობას ვუხდი, სანთელს ვანთებ და ლოცვას ვკითხულობ. მერე რა რომ მეც და ექიმებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ არა უფლის წყალობა, მადლი და დახმარება, არაფერი გამოვიდოდა. იმდენად შეცვეული ერთფეროვან ციკლს, ახლა ახალ განზომილებაშI ვარრ.
პ.ს.2. მადლობა გოგოებო ნდობისთვის, იმ დნობისტVის რომ გჯერათ ჩემი გახსნილი თემით, ყველა დადებითი შედეგით გახვალთ აქედან. მე დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნება, დრეს ისეთ მაგარი ემოციით ვარ სავსე, რომა რ არსებობს სხვანაირად გამოვიდეს. ღმერთმა შვილიერება მოგმადლოთ და მიმადლოს ყველა ქალს!!!
"შუბლიდანოფლისმოწმენდის" სმაილიკი
))))))))))))))))))
2017 წლის მაქსიმუმ თებერვალში ყველას დაგეწეროთ მსგავსი შინაარსის ტექსტი !!! :***