თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთანო ნათქვამია და მოგიტანეთ სქრინი
როგორც მივხვდი რეისს ასრულებს თან დართულ ფოტოზე აღბეჭდილი თვითმფრინავი, მიმინოს დავესესხები და "პეპელაა" ესეც
მგონი 5-6 ათასი მეტრის სიმაღლეზე ასვლისთვის არ არის განკუთვნილი ასეთი ტიპის საფრენი აპარატი, ვერც თვითონ გაუძლებს ამ სიმაღლეზე ასვლისას წნევის ცვალებადობას და არც მგზავრებისთვის იქნება სასარგებლო 2 წუთით ასეთ სიმაღლეზე ასვლა და ქვემოთ ჩამოსვლა.
ჩემი აზრით, ფრენის ხანგრძლივობას აითვლიან თვითმფრინავის მიწიდან მოწყდომის წამიდან, დანიშნულების პუნქტში საბურავების ასფალტზე შეხების წამამდე, ანუ ჩემი ვარაუდით 2 წუთი არის აფრენა-დაფრენიანად.
რაც შეეხება მანძილს, რა მანძილს დაფარავს ეს საფრენი აპარატი 2 წუთში?
ავტომობილი, რომლის საშუალო სიჩქარეა 60 კმ/სთ, თუ არ ჩავთვლით შუქნიშნებს და საცობებს, ორ წუთში გაივლის ორ კილომეტრს, რამდენია 2 კილომეტრი? საკმარისი მანძილია ორი კუნძულის დაშორებისთვის? ბევრია თუ ცოტა?
რა სიჩქარის განვითარება შეუძლია ამ თვითმფრინავს? აფრენისას აღნუშნული თვითმფრინავის აჩქარება შესაძლოა საკმარისი იყოს ორ წუთში 4-5 კილომეტრის მანძილის დასაფარად.
საერთო ჯამში, თუ ფრენის სიმაღლე იქნება ზღვის დონიდან 50-60 მეტრი, ასეთი თვითმფრინავი 2 წუთში შეძლებს საკმარისი მანძილის გავლას.
პ. ს. გილოცავთ შობას