ჵ, რა მომბეზრდა გიჟჰაიკებთან და გიჟვრაცუებთან ჭიდაობა
ისევ ჩემთვის ვაჩხაკუნებ მაუსს, სანატრელებო... მაშ ასე, სანამ გავაგრძობდეთ, ზემოთა პოსტს გაეცანით (
http://forum.ge/?showtopic=33637116&view=findpost&p=2625110 ). ვარჩევ მაინც, რომ ფორუმელები არ გადავღალო - დაახლოებით 7-8 სიტყვიდან ერთს:
გერილი - წვიმა, რომელიც წამოუშენს და მალე გადაიღებს;
გვერგვი - კასრზე ჩამოცმული სალტე || ხის ან წნელის რგოლი, რომელსაც გადააცვამენ ღობის ორ სარს გასამაგრებლად ან კუტიკარს დასაკეტად;
გვიმი - საკვამლე მილის, ბუხრის სახურავსზემოთა ნაწილი || ჭის თავი, მიწისზედა ნაწილი;
დგვიფი, ინა - წყალნარევი, წყლიანი ღვინო;
დადრესა - მაგარი სხეულის მაგარსავე სხეულზე გახეხვა;
ეტი - ვაზის ძირების რამდენიმე მწკრივი;
ზარული - ფეხსადგილი;
თავრიელი - საქონლის თავის ტყავი;
თავხე - სახურავის მთავარი კოჭი;
თაფა - ბორცვი ველზე;
თეგი - მოჭრილი მსხვილი ბალახის დარჩენილი ძირი;
თეო - ადგილი ფარეხის ირგვლივ, რომელსაც ძაღლები დარაჯობენ;
თია - ცხიმოვანი სიმსივნე (ჟირავიკი რა) || კორძი კერამიკაზე;
თუნი - ჭურჭლის გამოსაწვავი ქურა (აქედან - მეთუნეობა);
ინანთი, იანანთეული - ფერ-უმარილისა და სულნელების საერთო სახელწოდება (მოკლედ, პარფიუმერია);
კაბაშერი - ბავშვის საბანი;
კანძი - ერთი ცხვრის ნაპარსი მატყლი;
კარბა - ქვაბის ყური, სახელური;
კარაპანი - სახლის უკედლო დერეფანი;
კემუხტი - ცხვრისა და სხვ. გავის ტყავი, მუქად შეღებილი, ქოშების საპირედ;
კერკი - გამხმარი წვრილი კურკოვანი ხილი;
კეჭნი - ჭდე, ნაჭდევი (აქედანაა კეჭნაობა);
კოპიჭი - მოყინული ან შემხმარი მიწა;
კორა - სამიზნი ღრუ თოფზე;
კოწიწი - ჭურჭლის დასაწებებელი (აქედანაა შეკოწიწება);
კოჭეული - 22 ძნა ერთად;
კოჭიმელი - მზის ორბიტა;
კრილი - ხმელი ხის ჩრჩილი;
კროლი - ადვილად გაფცქვნადი შემოსული კაკალი, თხილი, წაბლი (კი გამიგონია, თხილს კროლავსო);
კუბაჩი - საქონლის კუდუსუნის ხორცი;
კუმსი - ყურძნის მკვირვი მტევანი;
კუფხალი - 2-3 კიმპალიანი მტევანი;
კუშტულა - გიდელის ვიწრო ბოლო;
კოპტონი - ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ჩენჩო;
ლაბიერი - ჭერის კოჭება ზემოთ აყვანილი კედელი;
ლაგაზი - ნოტიო თიხნარი ნიადაგი (ეს გვარებში უნდა გამეშვა);
ლანძვი - ვიწრო და მაღალი ფანჯარა;
ლესტერი - თავსხმა წვიმა;
ლეშხი (ჟვავი) - ფოთლებიდან ჩამონადენი წვეთები;
ლიანგი - ერთად შეყრილი ხალხი ან საქონელი (ამ სიტყვას აკაკი ბაქრაძე იყენებდა ძალიან ეფექტურად);
ლინგი - ფიცრის კიდე;
ლიტაო - სწორად აზრდილი, უტოტებო ხე;
ლოპო - სლიპი სისველე ქერქსა და მერქანს შორის (აქედან გალოპრა - ზემოთ წერია);
ლოპრი - ცხოველთა დუჟი;
ლორფინი - ქვის ფიცარი, ფილა;
ლუგუმი - მაგარი, დიდხანს სახარშავი ხორცი;
ლურთი - ძალიან მსუქანი ხორცი;
ლუტი - უქონელი, უსახლკარო კაცი;
ლუფხი - წყალში გახსნილი ფქვილი (შესაბამისად, არსებობს ალუფხვაც).
მალალი - ადვილადტყდომადი;
მატური - საფლავის ძეგლი;
მერდინი - წმინდა საცერი;
მეწლე - წელიწადგაშვებით მსხმოიარე მცენარე;
მეხეური - გარეული ფუტკრის მომშენებელი;
მზვარე - უჩრდილო ადგილი;
მითელი - ლეიბის, საბნის შიგნითა პირი (ესეც გვარებიდანაა);
მოცადი - არასამუშაო საქონელი;
მსხმილი - ბუზისა და მისთანათა კვერცხი;
მურაკი - დუღილით შესქელებული ხილის ან ბოსტნეულის წვენი;
მღიერი - უმდაბლესი მცენარე;
ნაგერალი - მოწევისას დაკარგული მარცვლიდან აღმოცენებული მცენარე;
ნაქი - რბილი სასის წაგრძელებული ბოლო ნაწილი (პირი გააღეთ, თქვით ა-ა-ა და ასე ჩაიხედეთ სარკეში);
ნაღიტა - დაჩაგრული (ან პატარა) პირუტყვი;
ნივნივი (იგივეა, რაც ლარძაყინი) - ერთი იმ ორ ძელთაგანი, რომლებიც თითო ბოლოთი ერთმანეთთან კუთხითაა შეერთებული, ხოლო მეორე ბოლოთი შენობას ეყრდნობა და ქმნის სახურავის ჩონჩხს;
ნოყო - პატარა, მდორე მდინარე;
ობროდი - უჭკუო, ჩერჩეტი;
ოდოში - ნაყოფის ან თესლის მომწიფების ისეთი სტადია, როცა ისე ჯერ კიდევ რბილია, რძიანი;
ოზმა - ოცი დასტა საწერი ქაღალდი;
ომბოხი - უფეხო კაცის ხის ფეხი (ანუ პროთეზი გამოდის);
ორფეშხო - დაკლული საქონლის მთლიანი ტანი, გატყავებული და გამოშიგნული;
ოჩხარი - ხელმოკლე (ჩვეულებრივ, უბედურებისგან დაზარალებული) კაცის წვეულება, სადაც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან;
პერი - ქაფი;
პიპკი - ძალიან წმინდად დაფქული საუკეთესო ხარისხის პურის ფქვილი;
პოჭიკი - ცხვრის, გოჭის ფეხი;
პურტი, თხელფერდი, ფენთხი - საკლავის გვერდის უნეკნებო ნაწილი;
ჟალტამი - შამბი;
რისვი - გაზაფხულზე ნაპარსი მატყლი;
საური - ბალიშის პირი;
საცერული, ღაჯია - კასტეტი;
სვინა - შვილის ნათლია || ნეფის მეჯვარე;
სიპი - მუცლის ნაწილი ჭიპს ქვემოთ;
სოხანე - მიწის იატაკი;
სპეკალი - ძვირფასი თვლების საერთო სახელწოდება;
სხლტე - კომლის სამოსახლოს ირგვლის ბუჩქნარ-ბარდი;
ტაბუხი - მუხლისთავი;
ტაბუცი, ტაბოცი - სახელურიანი პატარა ფიცარი სარეცხის სატყეპელად;
ტეხვრა - დიდი ყინვა;
ტიტიბი - ბროწეულის ნარჩევი ქერქი;
ტობობა, ტოფობა - ქვირითის ყრა;
ტომბახი - მაღარიჩი
ტოპკირი - საწნახელში ჩასადები ლასტი ტკბილის დასაწურად;
ტრუზა - ახლად წენგოგაცლილი საღი კაკალი;
უგლიმი - გულქვა, სასტიკი;
ურნალი - მიწაში ბოძების ჩასარჭობი მანქანა;
ურწანი - ბერწი საქონელი, რომელიც არ მაკდება (ვიცნობ ერთს
);
უსხი - დასაკლავად გამზადებული საქონელი (აი, ეგეთები ბევრია
)
უყი - ყამირი;
უყე - საფლობი ტალახი;
ფათა - "სეკა";
ფანტია - рассыпчатый;
ფაჩაჩი - ნაბდის ქუდი;
ფეშხო - ხერხემალზე სიგრძივ დაჭრილი დაკლული საკლავის ნახევარი (ორფეშხოს ნახევარი);
ფითხი - ლითონის გრძელი ფირფიტა საგოზავად, გასაქნელად ("შპაკლი");
ფიტი - ცარიელი ფიჭა;
ფშა - მდინარის პირად გამომდინარე წყარო;
ფშანი - ხის ფესვებზე ამოსული ახალნერგი;
ფშიარი - პატარა ტყე სახლის ახლოს;
ქანდა - ოქროს ვარაყი;
ქარახსი - დიდი ყანწი;
ქარგილი - "აპალოვკა" მშენებლობისთვის;
ქარწბი - მთის ბროლი;
ქაშანი - თოვლში || შამბში გაქელილი გზა;
ქილიში - დირე, რომელზეც სახლის იატაკია დაგებული;
ქიცვი - თევზის ქერცლი;
ქორედი || ჭერხო - "მანსარდი";
ქოსმენი - ნასუქი ღორი ან ცხვარი;
ქუდური - პლატო;
ქსუ - შეუჩვეველი, მფრთხალი, უკარება;
ღაბაში - ფეხსაცმელში ჩასაფენი;
ყიბლანი - კომპასი;
ყოში - ფხვიერის (ფქვილის) ამოსაღები;
შორენკეცი - "კაფელი";
შუკუმი - ერდო || "ფორთოჩკა"
შუასაძგიდი - დიაფრაგმა;
შულტა - დღეობაზე სოფლის ლუდით გამმასპინძლებელი მამაკაცი;
შურო - ტყეში სერებს შორის ჩაღრმავება;
შუსტაკი - ფერუმარილის წასასმელი ქსოვილი;
შუშპარი - ცეკვა;
ჩარბი - მტაცებელი ფრინველის ნისკარტი;
ჩეკი - ცეცხლის საჩხრეკი;
ჩიკა - დაბალი (სამფეხა სკამი);
ჩილა - სანთლის გულანი || ბამბის ნართი პატრუქისთვის;
ჩინი - ზეთისხილის ფოთლის ფერი;
ჩობალი - ბადექონი || დგუშის ან ონკანის შუასადები ("პრაკლადკა") წყლის შესაკავებლად;
ჩოღერი - მეჩხერი კბილები, მეჩხერკბილებიანი;
ჩუმპე - დიდი, დაშვებული მუცელი;
ჩხო - სათესლე მარცვლეული;
ჩხნდე - მდინარეში ჩახერგილი წვრილი ხეები;
ცმელი - გადაუმდნარი ქონი;
ცორვა - ლივლივი, ირაოს კეთება;
ძაღა - რკინის გოგირდმჟავა მარილი;
წბერი - ჭაჭის გამოსახდელი წნეხი;
წეწონი - მარილთან ერთად დანაყილი ნიგოზი;
წველი - პურეულის ღერო თავთავამდე;
წინაფრა || საჩიხი - ქუდის კეპი;
ჭენჭი - მწვადის შეწვისას ჩამოწვეთილი ცხიმი (ვახ!);
ჭიჭნაგური - შინაური ძეხვი;
ხავიწი - ერბოში მოშუშული ფქვილი (ქადის გული);
ხარხინი - ყურძნის საწურავი მანქანა;
ხვადაგი - რქიანი საქონლის საერთო სახელი
ხვეზა - მრგვალი პური ("ბუხანკა");
ხვეწი - ხის ჭურჭლის სათლელი (ალბათ აქედან დაარქვეს ბოლო დროს "ციკლოვკას" მოხვეწა);
ხიჩატელი - ველური ხილი;
ხორტი - მთის ნაოჭებში ჩარჩენილი თოვლი;
ხრალი - ლაფნის ბოჭკოები ("მაჩალკად" წავა);
ხრილი - ფქვილის მტვერი დოლაბებზე ან სხვ. || ჩურჩხელაზე თეთრი შაქარი ("ბულკზეც" წავა);
ხუნი - რაც ადვილად ხუნდება;
ხურხლი - ხის ტოტებზე შერჩენილი თოვლი;
ჯარბი - მძვინვარე ასპიტი;
ჯიდაო, ნიდაო - ცხენის კისრის დასასრული ბეჭებთან;
ჯორჯი - ტლანქი, უხეში
ჯუტა - სიცილის დროს ზოგიერთს ლოყებთან პატარა ფოსოები რომ უჩნდება ხოლმე
I ნაწილის დასასრული (სულ სამია
)