კაცო ამერიკისთვის თუ იყო წამგებიანი ტომკეტების შენახვა და ძვირი ჩვენ ამერიკელებზე მდიდრები ვართ?
ნუ რომც გაჩუქონ ზოგჯერ მაინც არ გიღირს ისეთი ტექნიკის ყოლა რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.
ეს ჩემი აზრია თუმცა რავიცი ზოგი სხვაგვარად ფიქრობს იგივე სუ-25 ებთან მიმართებით და ნუ მე ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.
F 14 D ვერსია ამერიკელებისთვისაც ცოტა გაკეთდა - უმნიშვნელო პარტია. იმ პირვენდელი სახით საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო მაგრამ დღეს თანამედროვე რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ უკვე მოდერნიზაციის გარეშე გაუჭირდებოდა თუმცა სულ უვარგისიც არ იქნებოდა აგერ უკრაინელები ძველისძველი მიგ-29 ებით და სუ-27 ებით მეტნაკლებად წარმატებით დაფრინავენ - მაგენს უპირობოდ აჯობებდა ფენიქსებსაც და ამრაამებსაც თუ მოაყოლებდნენ ამერიკელები.
დღევანდელი ფ-16 ისნაირი რა თქმა უნდა ვერ იყო ტომკეტი - ფ-16 არის შვეიცარული დანა იმდენად მრავალფეროვანი შეიარაღება მიაქვს და იმდენნაირი მოდიფიკაციაა გამოსული. ფ-14 ბევრად მოკრძალებული შეიარაღებით იყო წარმოდგენილი თავის დროზე ოღონდ გასათვალისწინებელია ისიც რომ ფ-16 საც ეგ შეიარაღება დროთა განმავლობაში აჰკიდეს და საჭიროება რომ ყოფილიყო უპრობლემოდ გაკეთდებოდა ტომკეტის მოდიფიკაციებიც რომელსაც გაუზრდიდნენ საბრძოლო მასალის ნომენკლატირას უბრალოდ მაქამდე საქმე აღარ მივიდა.
ნუ ეს ისე თეორიულად რომ ვისაუბროთ თორე ფ-14 ების თემა ნებისმიერ არმიაში დღეს არარეალურია.
ირანს არ ვგულისხმობ ეგენი არც თუ მთლად მისაბაძი მაგალითი არიან ამ მიმართებით ))
* * *
საკმაოდ ფართე და სპეციფიკური თემაა ასახსნელად. ორი თაბახის ფურცელი არ მეყოფა ისე დაწვრილებით თუ ავხსენი რომ ადვილად გასაგები იყოს ყველასათვის.
ამერიკელებს რომ რუსული სუების მანევრები მოსწონთ ამაში ეჭვიც არ მეპარება - მეც ძალიან მომწონს რასაც სუ-35 ები და სუ-30 ები აკეთებენ ჰაერში. ძალიან ლამაზია
ოღონდ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბრძოლაშიც ეგრე ლამაზად იფრენენ
როცა მოფრინდება მახინჯი ამერიკული რაკეტა რომელსაც ასევე მახინჯი ფ-16 გამოუშვებს იქ დამთავრდება ლამაზი რუსული ფიფრინავი