ეს ფოტოსურათი დევიდ დუგლას დუნკანის მიერაა გადაღებული და წარმოადგენს კორეის ომის ყველაზე სიმბოლურ გამოსახულებას. ფოტოზე ასახულია აშშ-ს საზღვაო ქვეითი - კაპიტანი ფრენსის "აიკ" ფენტონი. კაპიტანი გადაღლილი და დაღონებულია და როგორც ჩანს მან სულ რამდენიმე წამის წინ განაცხადა, რომ "მის ასეულს აღარ დარჩა საბრძოლო მასალები რათა დაიცვან "უსახელო ქედი". ფოტო 1950 წელსაა გადაღებული.
ფოტოგრაფ დუნკანის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, რომელიც 27 წლისა იყო, საბრძოლო მასალების არ არსებობის, ზემდგომებთან კავშირის გაწყვეტისა და 190 კაციანი ასეულიდან 80 კაციანი დანაკარგის (დაჭრილები და დაღუპილები) მიუხედავად ებრძანა გაეგრძელებინა საბრძოლო მოქმედებები.
ყველა პროიბლემას კიდევ კაპიტან ფენტონის პირველი სერჟანტის, ლეონარდ იანგის, დაჭრაც დაემატა - სერჯანტს ტყვიამფრქვევის ტყვია მკერდში მოხვდა და ის სულს ღაფავდა. იანგი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ მან კაპიტანს შემდეგი სიტყვები დაუტოვა: "უფლის მადლით მაპატიე კაპიტანოი! ძალიან ვწუხხვარ! მაგრამ ნუ მისცემ მათ უკან დახევის უფლებას! გეხვეწები, არ დაიხიო უკან!".
მათ არასოდეს არ დაუხევიათ უკან - საზღვაო ქვეითებმა ქედი შეინარჩუნეს. ფენტონი და მისი ხალხი ხმელეთით გაემართნენ ინჩონში, გაანთავისუფლეს სეული და იბრძოდნენ ჩოსინის წწყალსაცავთან.
ხუთი წლით ადრე, ოკინავას ბრძოლებში (1945 წლის აპრილი-ივნისი), ფენტონის უმცროსი ძმა, საზღვაო ქვეითების სნაიპერ-მზვერავი, საზღვაო ქვეითების მე-5 პოლკის, 1-ლი ბატალიონის "Baker"-ის ასეულის რიგებში იბრძოდა.
ეს ზუსტად ის ქვედანაყოფი იყო, რომელსაც ეხლა კაპიტანი ფენტონი მეთაურობდა კორეის ომში. კაპიტნის ძმა, მაიკლი, იაპონლებმა "შაქრიანი ფუნთუშის გორასთან" ("Sugar Loaf Hill") გამართულ ბრძოლაში მოკლეს.
ამ წარმოუდგენელ ისტორიას კიდევ ერთი საკმაოდ წარმოუდგენელი გაგრძელება აქვს - ფენტონების მამა, ასევე ოკინავაზე, ინჟინერ-ოფიცრის თანამდებობაზე, საზღვაო ქვეითთა რიგებში მსახურობდა. როდესაც პოლკოვნიკმა ფრენსის ფენტონმა გაიგო თავისი ვაჟის სიკვდილის შესახებ, გაემართა შვილის სიკვდილის ადგილზე, ის თავისი ვაჟის დროშით დაფარულ სხეულთან მუხლებზე დაეშვა და ლოცვა დაიწყო.
ფენტონების ოჯახისთვის ცხოვრება აღარასოდეს დაუბრუნდება ძველ კალაპოტს - კორეის ომის შემდეგ, კაპიტანმა ფენტონმა ვიეტნამში განაგრძო სამსახური. 1970 წელს პოლკოვნიკის წოდებით და აუარება ჯილდოთი მან დატოვა სამხედრო სამსახური. დასახლდა შტატ ჯორჯიაში, ქალაქ პიჩტრიში. გარდაიცვალა 1998 წელს 76 წლის ასაკში, დატოვა 3 ქალიშვილი, 2 ვაჟი და 12 შვილიშვილი და შვილთაშვილი.
https://www.facebook.com/325741868079986/ph...?type=3&theater This post has been edited by NoMansLand on 5 Jul 2019, 13:54