Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კალათბურთი > Toronto Raptors


Posted by: Gede_Green 9 Nov 2016, 17:43
http://www.pic-upload.de/view-32084026/2052098-toronto-raptors-wallpaper.jpg.html
http://www.pic-upload.de/view-32083898/SiKAVYh.jpg.html
ტორონტო რაპტორსი
Toronto Raptors


კონფერენცია: აღმოსავლეთი
დივიზიონი: ატლანტიკის
დაარსდა: 1995
ისტორია: ტორონტო რაპტორსი 1995-დღემდე
არენა: SkyDome (1995–1999) Air Canada Centre (1999–დღემდე)
ქალაქი: ტორონტო, ონტარიო, კანადა

მფლობელ(ებ)ი: Maple Leaf Sports & Entertainment
გენერალური მენეჯერი: ბრაიან ქოლანჯელო
მთავარი მწვრთნელი: დუეინ ქესი
D-ლიგის კლუბი: Bakersfield Jam
ჩემპიონები: 0
კონფერენციის ტიტულები: 0
დივიზიონის ტიტულები: 1 (2006–07)
ოფიციალური საიტი: http://www.nba.com/raptors/?tmd=1

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ტორონტო რაპტორსი:
(ინგლ. Toronto Raptors) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. რაპტორსი თამაშობს ატლანტიკის დივიზიონში და არის წევრი აღმოსავლეთ კონფერენციის. გუნდის ბაზა მდებარეობს ტორონტოში, (ონტარიო, კანადა). გუნდი დაარსებული იქნა 1995 წელს, და იმ დროიდან ვანკუვერ გრიზლისთან ერთად იყო იმ 2 კანადულ გუნდს შორის, რომელიც NBA მონაწილეობდნენ. ოდნავ მოგვიანებით გრიზლიმ ვანკუვერი დატოვა და მემფისში გადაბარგდა და სახელიც შესაბამისად მემფის გრიზლი დაირქვა 2001 წელს, აქედან მოყოლებული კი რაპტორები არიან ერთადერთი კანადური გუნდი NBA-ში.

როგორც უმეტესი ახლად შექმნილი გუნდი, რაპტორსიც მის პირველ წლებში იბრძოდა. თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა 1998 წლის NBA დრაფტზე ვინს კარტერი აიყვანა, გუნდმა რამდენიმე დასწრების რეკორდი დაამყარა NBA პლეი-ოფში 2000, 20001 და 2002 წლებში. კარტერი ლიდერობდა გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტ - 47 გამარჯვებიან სეზონს 2001 წელს, სადაც მათ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალშიც კი გააღწიეს. 2002-03 და 2003-04 წლების სეზონებში, გუნდმა ვერ განიცადა პროგრესი, რის გამოც კარტერი გაშვებული იქნა ნიუ-ჯერსი ნეტსში. კარტერის გადასვლის შემდეგ, გუნდის ლიდერობა კრის ბოშმა აიღო თავის თავზე, მაგრამ გუნდი მაინც აგრძელებდა არეულ ბრძოლას. 2006-07 წლებში, გუნდმა უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად შეძლო პლეი-ოფში გასვლა და ასევე მოახერხეს 47 მოგებით ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოპოვება. რაპტორსმა 2007-08 წლებშიც მოახერხა პლეი-ოფში გასვლა, მაგრამ მომდევნო წელს უკვე ვეღარ შეძლეს იგივე წარმატების განმეორება. 2010 წლის ივლისში კი კრის ბოშმაც დატოვა გუნდი და შეუერთდა მაიამი ჰიტის რიგებს, რის შემდეგადაც ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო.

გუნდის ისტორია:
რაპტორსი დაარსდა 1993 წლის 30 სექტემბერს, როგორც NBA-ს დამატებითი გუნდი კანადაში. 28-ე გუნდის შექმნის უფლება ტორონტოს ბიზნესმენ ჯონ ბაიტოვს ერგო, რომელმაც 125 მილიონი გადაიხადა საამისოდ. რაპტორსმა, ვანკუვერ გრიზლისთან ერთად პირველი მატჩები 1995 წელს ჩაატარა, რომლებიც პირველი NBA გუნდები იყვნენ კანადის ტერიტორიაზე 1946-47 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ტორონტო ჰასკისი დაიშალა.

გუნდი განიხილავდა ჰასკისის ზედმეტსახელს, მაგრამ გუნდის მენეჯმენტმა გაანალიზა, რომ ყველაზე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა გუნდს ლოგო გაეკეთებინა, ოღონდ არ სურდათ მთლად მინესოტა ტიმბერვულვზის ლოგოს მსგავსი გაეკეთებინათ. საბოლოოდ, გუნდის ლოგოს, ფერებისა და სახელის შექმნაში საქვეყნო გამოკითხვის შედეგით. 2 000 მეტი ხმა შევიდა 10 პროექტის შესახებ: ბევერსი, ბობკეტსი, დრაგონსი, გრიზლისი, ჰოგსი, რაპტორსი, სკორპიონსი, ტ-რექსი, ტარანტულასი და ტერიერსი. გუნდმა ტორონტო რაპტორსის სახელის შესახებ კანადის სატელევიზიო ეთერით განაცხადა 1994 წლის 15 მაისს. არჩევანი გარკვეულ-წილად დაფუძნებული იყო 1993 წლის პოპულარულ იურიული პარკის ფილმზე. 1994 წლის 24 მაის, გუნდის ლოგო და პირველი გენერალური მენეჯერის - ისაია თომასის პრეს-კონფერენცია შედგა. რაპტორსის ფერებად მუქი წითელი, იისფერი, შავი და ვერცხლისფერი იყო. პირველად რაპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ დივიზიონს დაემატა. სანამ გუნდის ინაუგურაციის სეზონი დაიწყებოდა, გუნდის ატრიბუტიკის გაყიდვებით მე-7 ადგილზე იყო მთლიან ლიგაში, რითაც აღინიშნა, რომ წარმატებული პროფესიონალური კალათბურთის კანადაში დაბრუნების ხალხი ნამდვილად მიესალმებოდა.

როგორც გენერალურმა მენეჯერმა, ისაია თომასმა გუნდის პერსონალი მისი საკუთარი პერსონალით შეავსო, სადაც დიდი ხნის დეტროიტ პისტონსის დამხმარე მწვრთნელი - ბრენდენ მელოუნი რაპტორსის მთავარ მწვრთნელად დანიშნა. გუნდის შემადგენლობა 1995 წლის დრაფტზე როგორც დამატებითი გუნდით - ისე შეივსო. გუნდს პირველი არჩევის უფლება შეხვდა, სადაც ჩიკაგო ბულზის პოინტ გარდი და 3 ქულიანის სპეციალისტი ბი ჯეი არმსტრონგი აირჩია, თუმცა არმსტრონგმა უარი განაცხადა ვარჯიშებისთვის, რის გამოც თომასმა ის გოლდენ სტეიტ უორიორსის კარლოს როჯერსში და ვიქტორ ალექსანდერში გაცვალა.

გუნდს NBA დრაფტის ლატარეაში მე-7 არჩევნის უფლება შეხვდა, რითაც მათსავით 1995 წელს ჩამოყალიბებული კანადური კლუბის - ვანკუვერ გრიზლის შემდეგ აღმოჩნდნენ. თომასმა დემონ სტაუდმაიერი აირჩია.

1995-1999: ახალი გუნდი და მისი ბრძოლა:
NBA-ს პირველ ოფიციალურ თამაშში, ელვინ რობერტსონმა მოიპოვა გუნდის ისტორიაში პირველი ქულები, მაშინ როდესაც 10 ქულა და 10 ასისტენტი მიითვალა სტაუდმაიერმა, 94-79 გამარჯვებაში ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. გუნდმა ინაუგურაციის სეზონში 21-61 შედეგით დაასრულა, თუმცა შეძლეს ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიცაა ჩიკაგო ბულზი, რომელმაც იმ სეზონში ყველაზე საუკეთესო შედეგი - 72-10 დაასრულა. საშუალო 19.0 ქულით, 9.3 ასისტენტით თითო მატჩში, სტაუდმაიერმა მოიგო 1995-96 წლების „წლის ახალბედის“ ჯილდო.

1996-97 წლების სეზონში, გუნდმა 9 მოგებით გააუმჯობესა წინა სეზონი. მათ დრაფტზე ცენტრი მარკუს კემბი აირჩის 1996 წლის NBA დრაფტზე. სეზონის დასასრულისას, კემბიმ გამოიმუშავა NBA ყველა-ახალბედას გუნდში ადგილი, მაშინ როდესაც სტაუდმაიერი აგრძელებდა ბრწყინვალე თამაშს, სადაც საშუალო 20.2 ქულა, 8.8 ასისტენტი ჰქონდა თითო მატჩში. როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც რაპტორსი იმ 11 თამაშიდან ერთერთი აღმოჩნდა, რომელშიც 1997 წლის მომავალი ჩემპიონი - ჩიკაგო ბულზი დამარცხდა რეგულარულ სეზონში. რაპტორსმა ასევე შეძლო ჰიუსტონ როკეტსის, იუტა ჯაზის და მაიამი ჰიტის დამარცხება, რომლებმაც საბოლოოდ კონფერენციის ფინალში გააღწიეს. მიუხედავად ამისა, გუნდმა საშინელი სეზონი ჩაატარა და საბოლოოდ 15-67 დაასრულა რეგულარული სეზონი.

1997-98 წლების ადრეულ პერიოდში, გუნდი ტრავმების ეპიდემიას უჩიოდა, რის გამოც 17 მატჩიანი ზედიზედ წაგების სერიაც მოხდა. წარუმატებლობის გამო, ისაია თომასი წავიდა გუნდიდან და მის ნაცვლად გლენ გრანუელდი დაინიშნა. თომასის წასვლას, სტაუდმაიერის გაშვება მოჰყვა გუნდიდან. 1998 წლის 13 თებერვალს, ის გაშვებული იქნა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში უოლტ უილიამსის და კარლოს როჯერსთან ერთად, კენი ანდერსონის, ელვინ უილიამსის, გერი ტრენტის და 2 პირველი რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ. სანამ გაცვლების დრო დამთავრდებოდა, რაპტორსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ლიგაში, რომლის საშუალო ასაკი 24.6 წელი იყო. გუნდში ასევე 5 მოთამაშე იყო, რომელიც პირველ სეზონს ატარებდნენ, მათ შორის 18 წლის ტრეისი მაკგრედი, რომელიც იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა NBA მოთამაშე იყო. მიუხედავად ამისა, რაპტორსმა 16-66 დაასრულა რეგულარული სეზონი.

1998 წლის 12 მარტს, Maple Leaf Gardens Ltd., რომელიც ტორონტო მეიფლ ლივზის მფლობელია ასევე, შეიძინა რაპტორსი, რომელმაც დაიწყო ახალი არენის მშენებლობა - Air Canada Centre, $467 მილიონად.http://www.pic-upload.de/view-32084126/air-canada-centre-aerial.jpg.html

1999–2002: სამი სეზონის დასწრება და პლეი-ოფი:
1999 წლის NBA დრაფტზე, გრანუელდმა პირველი რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ ჯონათან ბენდერი და ანტონიო დეივისი გაუშვა ინდიანა პეისერსში. დეივისის, ოკლის და უილისის როტაცია კარტერთან და მაკგრედისთან ერთად დაეხმარა გუნდს გაეუმჯობესებინა სეზონი, რითაც არსებობის მანძილზე პირველი პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. პირველ რაუნდში გასულებს ნიუ-იორკ ნიქსი შეხვდა, სადაც ტორონტო 0-3 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა გააუმჯობესა თამაში კარტერთან ერთად, რომელმაც 2000 წლის NBA ჩატენვების შეჯიბრი მოიგო, რომელმაც ასევე ბევრი ქომაგის შეძენა შეძლო ტორონტოსთვის, ასევე ისეთი ხალხის, რომლებიც ადრე საერთოდ არ იყვნენ კალათბურთის ფანები. ასევე ეს სეზონი იყო პირველი, როდესაც გუნდმა სრულად ითამაშა სეზონი Air Canada Centre-ში, მას შემდეგ რაც პირველი 4 წელი SkyDome-ში ასპარეზობდა. საბოლოოდ რაპტორსმა 45-37 დაასრულა რეგულარული სეზონი.

http://www.pic-upload.de/view-32084188/windmill-dunk.jpg.htmlვინს კარტერი, არჩეული იქნა მე-5 ნომრად 1998 წლის NBA დრაფტზე, რომელმაც პირველი 6 სეზონი NBA-ში რაპტორსის მაისურით ჩაატარა.
ანალიტიკოსების აზრი გამართლდა, როდესაც რაპტორსი 2001 წლის პლეი-ოფში გავიდა, როდესაც გუნდმა ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი - 47 გამარჯვება მოიპოვა სეზონში, სადაც პირველ რაუნდში ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხეს 3-2, რითაც ასევე გუნდის ისტორიის მანძილზე პირველად გავიდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ აღმოჩნდა. სიქსერსს ამ დროს ალან აივერსონი და დიკემბე მატომბო ჰყავდა თავდასხმის ხაზში. ასევე ტორონტო დაბალანსებული გუნდი იყო კარტერთან, ელვინ უილიამსთან და დეივისთან ერთად. სერიის ბედი მე-7 თამაშის უკანასკნელმა წამებმა გადაწყვიტა, როდესაც კარტერმა გამარჯვების მომტანი სროლა ვერ გამოიყენა. კარტერი მოგვიანებით გაკრიტიკებული იქნა, რადგან დაესწრო მის დაჯილდოების ცერემონიას ჩრდილოეთი კაროლინას უნივერსიტეტში, მე-7 თამაშის დილას.

მას შემდეგ რაც 2001 წელს ვანკუვერ გრიზლი გადავიდა ვანკუვერიდან მემფისში, რაპტორსი გახდა ერთადერთი NBA-ში მოასპარეზე კანადური გუნდი. 2001 წელს, გრძელ-ვადიანი კონტრაქტები გაუფორმა გუნდმა ელვინ უილიამსს, ჯერომ უილიამსს, დეივისს, ასევე ყოფილ NBA MVP ცენტრ ჰაკიმ ოლეიუონი გადმოიყვანა გუნდში, რომ კარტერს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა. NBA All Star შესვენებისას, რაპტორს 29-21 შედეგი ჰქონდა, სადაც კარტერს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ამ მატჩში მისაღებად, ხოლო ზედიზედ მესამე წელს იღებდა მონაწილეობას. კარტერს პრობლემები შეექმნა მის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (ასევე ცნობილი როგორც „მოხტუნავე მუხლი“) , რის გამოც მან NBA All Star თამაში და ასევე სეზონში დარჩენილი ყველა თამაში გამოტოვა. რაპტორსმა გუნდის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის გარეშე, 13 თამაში წააგო. თუმცა შეძლეს უკანასკნელი 14 მატჩიდან 12-ის მოგება, რითაც რეგულარული სეზონის უკანასკნელ დღეს, შეძლეს პლეი-ოფში გასვლა. სეზონის შემოტრიალება ასოცირდება რაპტორსის საუკეთესო დაცვის თამაშთან, რომელშიც დეივისს და კეონ კლარკს მიუძღვით დიდი წვლილი.

მიუხედავად იმისა რომ გუნდის დაცვითი მხარე ძალიან გაუმჯობესებული იყო, კარტერის თავდასხმითი მხარე გუნდს ძალიან აკლდა პირველი რაუნდის სერიებში, რომელშიც ტორონტოს მოწინააღმდეგე მე-2 ადგილით გასული დეტროიტ პისტონსი იყო. პირველ მატჩში, დეტროიტმა 83-65 დაამატცხა ტორონტო, სადაც ბენ უელასმა 19 ქულა, 20 მოხსნა, 3 ბლოკი და ასევე 3 მოპარვა მიითვალა. დეტროიტმა შეძლო მე-2 მატჩის მოგება და სერიას 2-0 ლიდერობდა, თუმცა ტორონტომ გამოიყენა საშინაო არენის უპირატესობა მომდევნო ორ მატჩში, სადაც შეძლო სერია 2-2 გაეხადა. სერიამ გადამწყვეტ მე-5 მატჩში გადაინაცვლა, რომელიც დეტროიტში ტარდებოდა. თამაშის დასრულებამდე 10.7 წამით ადრე, რაპტორსი 85-82 აგებდა, თუმცა ბურთი ზუსტადაც რომ რაპტორსის ხელში იყო. ჩილდსი ფლობდა ბურთს და ესროლა 3 ქულიანიც, რომელიც საშინლად აცდა ფარს, სადაც ის ასევე ცდილობდა ჯარიმა აეღო და თამაში გაეთანაბრებინა. თამაშის შემდგომ გასახდელში განცხადებულ კომენტარში, ჩილდსი ამტკიცებდა, რომ რაპტორსი 4 ქულით აგებდა და არა 3 ქულით. სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან 39 წლის ოლეიუონი წავიდა, ასევე ჩილდსმა, კლარკმა და ქიურიმ დატოვეს გუნდი, რითაც მისცეს საშუალება ახალი გუნდი აეშენებინათ მომდევნო სეზონისთვის.


2002–2010: ბრძოლის ახალი პერიოდი:
2002-03 წლების სეზონი იგივე ოპტიმიზმით დაიწყო, რომ რაპტორსი კვლავ შეძლებდა პლეი-ოფში გასვლას. კარტერი 2003 წლის NBA All Star მატჩში, როგორც დამწყები ისე წარსდგა, რომელიც მუხლის ტრავმას ებრძოდა მთელი სეზონი, მაშინ როდესაც დეივისი უინტერესობას გამოხატავდა ტორონტოში ყოფინსა, ხოლო უილკენსი კი გუნდის მოტივაციია ამაღლებას, როგორიც წინა წლებში ჰქონდათ, თუმცა ამაოდ. გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმებს ებრძოდა, რითაც რამდენიმეჯერ სარეკორდი მარცხებიც განიცადეს მოთამაშეების არ ყოფნაში გამო. ასევე რაპტორსი გახდა ერთადერთი გუნდი ისტორიაში, რომელიც 12 მოთამაშეს ვერ აგროვებდა თითოეულ მატჩში ტრავმების გამო. უილკენსი გაკრიტიკებული იქნა ადგილობრივი მედიისგან, რომელიც რეპორტიორების თანახმად, ვერ აძლევდა გუნდს იმას რაც სჭირდებოდა, ვერც მოთამაშეებს ეხმარებოდა როცა ეს მათ სჭირდებოდათ. საბოლოოდ გუნდმა რეგულარული სეზონი 24-58 დაასრულა, რის გამოც გუნდის პერსონალმა უმალვე უილკენსის მწვრთნელის პოსტიდან გაშვება გადაწყვიტა. გუნდს 2003 წლის NBA დრაფტზე მე-4 არჩევნის უფლება მიეცა, სადაც მათ ფორვარდი - კრის ბოში აიყვანეს.
http://www.pic-upload.de/view-32084305/b6b1477e427aa316c4353dde128d92bd.jpg.htmlმას შემდეგ რაც გუნდმა ვინს კარტერი გაუშვა 2004 წელს, კრის ბოში გახდა გუნდის სახე 2010 წლამდე.

კანადელი ქანთრი მუსიკის მომღერალმა შანია ტვეინმა დაიწყო დახმარება გუნდის ახალი წითელი გასვლითი ფორმის რეკლამაში 2003-04 წლების სეზონში. ახალი მაისურით დებიუტი გუნდმა 2003 წლის 29 ოქტომბერს ჩაატარა, სადაც 90-87 მოიგო აღმოსავლეთი კონფერენციის მოქმედი ჩემპიონი - ნიუ-ჯერსი ნეტსი. დეივისი და ჯერომ უილიამსი სეზონის დასაწყისში გაცვლილი იქნა იალენ როუზში და დონიელ მარშალში. სეზონის 50 მატჩის შემდეგ, ტორონტო 25-25 შედეგით, საკმარის პოზიციაზე იყო, რომ გასულიყო პლეი-ოფში. თუმცა მნიშვნელოვანი ფიგურების ტრავმებმა, გუნდი დაბალ საფეხურებზე გაუშვა სატურნირო ცხრილში. როუზი, კარტერი და ელვინ უილიამსი ტრავმებს ებრძოდნენ, რის გამოც დარჩენილ მატჩებში ტორონტომ მხოლოდ 8 გამარჯვების მოპოვება შეძლო და 24 მარცხი განიცადა. ინდივიდუალური კარტერის თამაში რა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომელმას საშუალოდ 22.5 ქულა დააგროვა, ასევე მარშალმა 10.7 მოხსნა, ხოლო ახალბედა ბოშმა კი 11.5 ქულა და 7.4 მოხსნა მიითვალა, რის გამოც ახალბედების პირველ გუნდში იქნა დასახელებული სეზონის ბოლოს. უილიამსის მუხლის ტრავმამ კი, მას კარიერის დასასრულისკენ მიუთითა.

2004-05 წლების სეზონში, რაპტორსი გადავიდა ატლანტიკის დივიზიონში, რის გამოც რაპტორსმა გუნდის გადახალისება გადაწყვიტა. რაპტორსის პრეზიდენტმა და Maple Leaf Sports & Entertainment-ის მთავარმა ხელმძღვანელმა რიჩარდ პედლიმ გაუშვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრანუელდი 2004 წლის 1 აპრილს, რის შემდეგაც გუნდმა უკანასკნელი - მე-8 ადგილი დაიკავა პლეი-ოფში გასასვლელად. გრანუელდის შემდეგ, კევინ ონილი და მისი 4 დამხმარე მწვრთნელი ასევე გათავისუფლებული იქნენ გუნდიდან. რობ ბებკოკი დასახელებული იქნა 2004 წლის 7 ივნისს გუნდის ახალ გენერალურ მენეჯერად, უეინ ემბრი მის მთავარ მრჩეველად და ალექს ინგლიში როგორც მოთამაშეების განვითარების დირექტორად. სემ მიტჩელი - ყოფილი NBA ფორვარდი და მილუოკი ბაქსის დამხმარე მწვრთნელი აყვანილი იქნა გუნდის ახალ მწვრთნელად.

ბებკოკის პირველი სვლა, როგორც გენერალური მენეჯერის იყო დრაფტზე ცენტრი რაფაელ არაუხოს აყვანა, რომელიც მთლიან არჩევაზე მე-8 ნომრად იქნა აყვანილი 2004 წლის NBA დრაფტზე, რის გამოც ანალიტიკოსების და გულშემატკივრების მხრიდან ძალიან დიდი კრიტიკა დაატყდა გუნდს, რადგან უფრო კარგ კონდიციებში მყოფი - ანდრე იგუდალა ზუსტადაც რომ შემდეგი, მე-9 არჩევანი გახდა. ბებკოკმა პოინტ გარდი რაფერ ალსტონი აიყვანა 5 წლიანი კონტრაქტით.

ბებკოკმა აიყვანა პოინტ გარდი რაფერ ელსონი 5 წლის კონტრაქტით. ვინს კარტერის საქველმოქმედო თამაშის შემდეგ, ბებკოკმა მიიქცია მედიას ყურადღება, როდესაც კარტერის აგენტმა მის შესაძლო გაცვლის შესახებ განაცხადა. ტორონტო სანმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც კარტერის გუნდიდან წასვლის შესახებ იყო გაცხადებული. საბოლოოდ კარტერი გაშვებული იქნა შუა-სეზონში, რითაც მისი 6 წლიანი რაპტორსში ყოფნა დასრულდა, მის ნაცვლად კი ტორონტომ ალონსო მურნინგი გადმოიბირა, ერიკ უილიამსთან და აარონ უილიამსთან ერთად ნიუ-ჯერსი ნეტსიდან. მრუნინგმა არჩია არ ეცნობებინა ტორონტოსთვის, რომ მან მაიამი ჰიტი აირჩია და აპირებდა გადასვლას, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდე. უილიამსების დანამატებმა კი გუნდს დაცვითი და მოხსნების მხარე გაუუმჯობესა, თუმცა სეზონის განმავლობაში დიდი არაფერი შეცვლილა. ანალიტიკოსებმა თავიდანვე ივარაუდეს, რომ ეს გაცვლა ბებკოკს ცუდად დაუმთავრდებოდა, რამაც საბოლოოდ მისი სამსახური შეიწირა.

კარტერის წასვლის შემდეგ, ახალი ერა დაიწყო ტორონტოში. ბოში დაწინაურდა და როგორც გუნდის პირველი მოთამაშე ისე მოევლინა გუნდს, სადაც მის მეორე წელსვე ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რომელმაც მე-10 ადგილი დაიკავა ლიგაში დაცვაში ბურთის მოხსნებით. მაშინ როდესაც ბოში ბრწყინავდა პარკეტზე, არაუო ცდილობდა ძირითადში მოხვედრას, რითაც მისი პოპულარულობა ნელ-ნელა უფერული გახდა ქომაგებს და ადგილობრივ მედიაში. მიტჩელის მწვრთნელობის რანგში ჩატარებული პირველივე წელი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, რომელმაც 11-30 ჩაატარა გასვილითი მატჩები, ხოლო საშინაო 22-19 შედეგით, რაც ცუდ დაცვით თამაშის გამო იყო. ასევე მიტჩელს ჰქონდა პრობლემები ალსტონთან, რომელმაც ღიად განაცხადა ერთერთი მატჩის შემდგომ ინტერვიუში, რომ ის არ არის მიტჩელთან ერთად ბედნიერი. სეზონის მოგვიანებით, ალსტონი 2 მატჩით იქნა მოკვეთილი გუნდიდან „გუნდში ცუდად მოპყრობის გამო“, როდესაც ნარკოტიკის ტესტზე უარი განაცხადა. გუნდმა საბოლოოდ ზუსტად იგივე 33-49 შედეგი აჩვენა, როგორც წინა სეზონში.

რაპტორსი გუნდის გადახალისებას 2005 წლის NBA დრაფტზეც აგრძელებდა, სადაც ჩარლი ვილენუევა, ჯოი გრეჰემი, როკო უკიჩი და უროს სლოკარი აიყვანეს. რაპტორსმა კი სავარჯიშო კამპანია დაიწყო ალსტონის გაყიდვით ჰიუსტონ როკეტსში, მაიკ ჯეიმსის და ხოსე კალდერონის სანაცვლოდ. მიუხედავად მრავალი ახალი მოთამაშისა, 2005-06 წლების რაპტორსის სეზონი იმედგასაცრუებელი იყო. გუნდმა ანტი-რეკორდი დაამყარა ზედიზედ პირელი 9 თამაშის წაგებით, ასევე 15 მატჩი წააგო პირველი 16-იდან. წაგებების ნაკადის შემდეგ, მედიის გავლენის წყალობით გუნდმა გინ კიდი აიყვანეს, როგორც ასისტენტის როლში, რომელსაც ახალგაზრდა რაპტორსის მოთამაშეების განვითარება დაევალა. 2006 წლის 15 იანვარს, რაპტორსმა დაამყარა ქულების რაოდენობით რეკორდი, როდესაც 129-103 მოიგო ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ, რაპტორსი დანებდა 18 ქულით ლოს-ანჯელეს ლეიკერსს, სადაც ლეიკერსის სუპერ-ვარსკვლავ კობი ბრაიანტს მისცეს საშუალება 81 ქულა მოეპოვებინა, რომელმაც NBA ისტორიაში, ერთ თამაშში მოპოვებული ყველაზე მაღალი ქულების რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ გუნდი ლიგის ფსკერზე მოექცა, რასაც ბებკოკის გაშვება მოჰყვა.

2005-06 წლების სეზონი სულაც აღარ გამოდგა გუნდისთვის საშინელი. ვილენუევამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა როგორც ფანების, ასევე კრიტიკებისთვისაც, რითაც ის NBA-ს წლის ახალბედა გახდა, რომელმაც ასევე რეკორდი დაამყარა როდესაც 48 ქულა მოაგროვა დამატებით დროში მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ, რაც ყველაზე მაღალი ქულა იყო გუნდის ისტორიაში, რომელიც ახალბედას ჩაეგდო 1997 წლიდან მოყოლებული NBA ისტორიაში. ბოში ასევე დასახელებული იქნა აღმოსავლეთ NBA All Star გუნდში 2006 წელს, როგორც რეზერვი, რითაც გახდა მესამე რაპტორი, ვინს კარტერის და ანტონიო დეივისის შემდეგ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მატჩში. 2006 წლის 27 თებერვალს, გუნდმა დაასახელა ბრაიან ქოლანჯელო, რომელიც 2004-05 წლების NBA წლის აღმასრულებელი იყო, რაპტორსის პრეზიდენტის და გენერალური მენეჯერის პოსტზე. მიუხედავად ახალი პერსონალისა, გუნდმა სეზონი 27-55 დაასრულა, რაც გუნდის ისტორიაში მე-5 ყველაზე ცუდი შედეგი გახდა.

გუნდმა ბრწყინვალე გაუმჯობესება ანახა 2006-07 წლების სეზონში, როდესაც გუნდის ისტორიაში პიველად ატლანტიკის დივიზიონის ტიტული მოიგო 47-35 შედეგით, რაც წინა სეზონთან შედარებით 20 გამარჯვებით მეტი იყო. თუმცა პლეი-ოფში გასული რაპტორსი ნიუ-ჯერსის ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელთანაც 2-4 დათმო სერია. მომდევნო 2007-08 წლების სეზონში კვლავ გაიმეორე გუნდმა იგივე წარმატება და ამჯერადაც შეძლო პლეი-ოფში გასვლა 41-41 შედეგით, სადაც ამჯერად ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ 1-4 დამარცხდა, რაც გუნდის უკანასკნელი პლეი-ოფის მატჩი გამოდგა გუნდისთვის.


2010–დღემდე: გადახალისება:
2010-11 წლების სეზონის დაწყებამდე, თავისუფალი აგენტებით სავსე იყო ლიგა, სადაც კრის ბოში, დუეინ უეიდი, ლებრონ ჯეიმსი და ამარე სტაუდმაიერი იყვნენ. ბოშმა და ჯეიმსმა მალევე აირჩია მაიამი ჰიტის რიგებში თამაში უეიდთან ერთად. რის შედეგადაც რაპტორსმა 2 პირველი რაუნდის არჩევანი და მაიმისთან გამონაკლისის სახით ჩატარებული გაცვლა მიიღო. ტორონტომ დრაფტზე ედ დეივისი აირჩია. ბოშის პირველი დაბრუნებისას ტორონტოში შეკრებილი მაყურებლები ძალიან ცუდად შეხვდნენ როდესაც „ბუუუ“ გამოძახილით ხვდებოდნენ მის ყოველ ბურთის შეხებას. გუნდმა რეგრესი განიცადა წინა სეზონებისგან განსხვავებით, სადაც 22 თამაშის მოგება შეძლო რეგულარულ სეზონში.

2011-12 წლების სეზონი, დუეინ ქასი, რომელიც დალას მევერიქსის დამხმარე მწვრთნელი იყო, ოფიციალურად დაინიშნა რაპტორსის მწვრთნელად 2011 წლის 21 ივნისს. 2011 წლის NBA დრაფტზე, გუნდმა მე-5 ნომრის არჩევანი ჯონას ვალანციუნასზე გამოიყენა. ეს სეზონი შემოკლებული ჩატარდა 2011 წლის NBA გაფიცვის გამო. მოგვიანებით NBA გუნდებმა და მოთამაშეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რის შედეგადაც 16 მატჩით ნაკლები ჩატარდა და რაპტორსმა საბოლოოდ 23-43 შედეგით დაასრულა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაპტორის 2016-17 შემადგენლობა
Raptors 2016-17 Roster


http://www.pic-upload.de/view-32084289/RosterToronto.png.html

Posted by: Irakli2013 9 Nov 2016, 18:50
არ ჰქონდა აქამდე თემა? spy.gif
.... .......

Posted by: Gede_Green 9 Nov 2016, 18:57
QUOTE (Irakli2013 @ 9 Nov 2016, 18:50 )
არ ჰქონდა აქამდე თემა? spy.gif
.... .......

არაქონია და მაგიტომაც გავხსენი yes.gif

აღმოსავლეთში ძაან მესიპატიურება ესგუუნდი love.gif და აქამდე მართლაც როგორ არქონდა ტოპიკი

Posted by: GS88 9 Nov 2016, 19:23
QUOTE
არაქონია

არადა

https://forum.ge/?f=35&showtopic=33634827&st=315

Posted by: Gede_Green 9 Nov 2016, 19:42
QUOTE (GS88 @ 9 Nov 2016, 19:23 )
QUOTE
არაქონია

არადა

https://forum.ge/?f=35&showtopic=33634827&st=315

სად გააძრე 15 ჯერ ჩამოვსქროლე და არშემხვდა მე

Posted by: Big Lebowski 9 Nov 2016, 21:03
მიწერეთ მოდერს და შეაერთოს და დააკვირდით არ ვარგა ეს ორი ერთნაირი თემები

Posted by: Gede_Green 9 Nov 2016, 21:14
QUOTE (Big Lebowski @ 9 Nov 2016, 21:03 )
მიწერეთ მოდერს და შეაერთოს და დააკვირდით არ ვარგა ეს ორი ერთნაირი თემები

ხო ეგრე ჯობია, ჩემთან არჩანდა რადგან 90 დღის მერე ძველ ტოპიკებს აღარ ანახებს და ეგ ტოპიკი როარჩანდა ვიფიქრე არრარითქო და მაგიტომ გავხსენი

მოკლედ ეს თემა Part 2-ით გავაგრძელოთ მაშინ ეგრე ჯობია და ის ძველი დაიხუროს.

Posted by: SpringtimeOfYouth 9 Nov 2016, 21:58
QUOTE
14 May 2016

ბოლო პოსტი drug.gif

ასე ცოტას ევასება რეპტორსი?

Posted by: Big Lebowski 9 Nov 2016, 23:12
Gede_Green
უნდა დასერჩო , პროსტა გააერთიანოს არცერთის დაკეტვა არ არი აუცილებელი

Posted by: Gede_Green 14 Nov 2016, 18:47
Big Lebowski
ხოო იყოს ორივე.


.....


მოკლეთ წელს ბევრად ორგანიზებული გუნდია ვიდრე შარშან, გუნდი სტაბუურად თამაშობს და ყველაზე მტად შესამჩნევია დეროუზანის თამაში,
დუვენი ქეისი შარშან ძირითადად ლაურის უფრო მეტს ასროლინებდა და ასევე წელს შეიცავლა ვითარება და დორუზანს უფრო ლიდერის ფუქნციები დაევალა
რაც აქმადეც უნდა ყოფილიყო ტიპი აგრძელებს 30+ შეხვედრებს. წელს კლივლენდი უნდა გამოაგდონ ფინალში მინდა ეს გუნდი იმსახურებენ კიდევაც გარდაქმნილია რადიკალურად ტორონტო წინა წლებთან შედარებით.


Posted by: Henyd0r1 15 Nov 2016, 11:39
ფიქს________________________________________

Posted by: Gede_Green 21 Nov 2016, 20:33
უფფ ძაან კაი თამაში იყო მაგრამ ეს შეხვედრა წასაგები არიქონდა ტორონტოს, ძაან გაანივა ბოლოს. დასრულდა დემარას 30+ იანი შეხვედრები სამწუხაროდ.


ესაც ტერენს როსის არჩათვლილი გადამწყვეტი ბაზერი

Posted by: Niccolo_Machiavelli 22 Nov 2016, 00:52
სუსტი გუნდია .....................

Posted by: Gede_Green 3 Dec 2016, 13:44
ძლიერ გუნდებთან გამოასწორონ დაცვაში თამაში და იდიალური კამანდაა


Posted by: Gede_Green 5 Dec 2016, 03:56
რავი ამ შეხვედრის მერე არამგონია ვინმემ ჩამოწეროს წელს ეს გუნდი.
თავიანთ კონფერენციაში პირველზე უნდა დაასრულონ წელს იმედია და ხვალ პრინციპურლი მატჩი გადაარტყან კლივლენდს


Posted by: Gede_Green 13 Dec 2016, 20:57
უფფფ მშვენიერია, უმატბსდაუმატებს გუნდი ძაან კაი გუნდია წელს ფინალი უნდა დადონ წესით, თუ ფლეიოფში რაღაც სისულელები არ აკეთეს.
ზედიზედ 10 თამაშიდან 1 წაგება ძაან მაგარი შედეგია ესე უნდა გააგრზელონ...

Posted by: Gede_Green 17 Dec 2016, 14:03
აუ რამაგრად ითამაშეს დეროუზამ და ლაურიმ, რავიცი ყველაფერი გაკეთეს, მაგრამ რათგინდა გუნდს დაცვაში პრახადნოი დვორიაქ. facepalm.gif


Posted by: toricheli66 22 Dec 2016, 18:01
ისევ კონფერენციის ფინალში გავლენ


Posted by: Gede_Green 25 Dec 2016, 16:05
ფინალი უნდა დადონ ბიჭებმა წელს მაგარ ფორმაში არიან


Posted by: Gede_Green 27 Dec 2016, 16:21
უფფ რაკაი თამაში იყო ვისიამოვნე, სტაბილურობას ინარჩუნებს ტორონტო მშვენიერია


Posted by: Gede_Green 6 Jan 2017, 15:31
აუ ბოლოს რა აფეთქდნენ ბიჭები biggrin.gif მშვენიერი ქამ ბექ დაუდეს. ერთი კაი მე-4 ნომერი
დაიმატონ კაი დამცველი როიყოს და იდეალური შემადგენლობაყავთ, სხვანაირად კლივლენდთან გაუჭირდებათ.



Posted by: Gede_Green 6 Jan 2017, 23:19
ეს სისულელე ტორონტომ არ ჩაიდინოს და არ გაუშვას ეს 2 კაცი მილსაპის სანაცვლოდ, ტერენს როსი ძაან
მაგარია ბენჩიდან და პეტერსონიც, მაგრამ პეტერსონი და რამე დრაფტ პიკ მიცენ როსი არ გაატანონ არ მიქარონ facepalm.gif

Posted by: Gede_Green 11 Jan 2017, 17:27
ამ გუნდს ფორუმზე არავინ ბალეშიკობს როგორც ჩანს ჩემს გარდა gigi.gif აღმოსავლეთ კონფერენციაში კლივლენდის გარდა მაინც არიციან ან საერთოდ არ აინტერესებთ, ჯეიმსის იქით ვერ იყურება ზოგ-ზოგიერთი როგორც ჩანს lol.gif

რა ქამბექ დაუდეს ბოსტონს დეროუზანამ და ლაურიმ love.gif

Posted by: Gede_Green 1 Feb 2017, 22:38
აუ რა უქნეს ნიუ ორლენას და რეები ჩაიდინა ლაურიმ დეროუზანის გარეშე up.gif


Posted by: youngstar 1 Feb 2017, 22:44
QUOTE (Gede_Green @ 1 Feb 2017, 22:38 )
აუ რა უქნეს ნიუ ორლენას და რეები ჩაიდინა ლაურიმ დეროუზანის გარეშე up.gif


ლაური დეროუზანზე ბევრად კარგი იგროკია ჩემ თვალში აი მაგალითად ტორონტოს ლოურის დამტვრევა უფრო დაეტყობა ვიდრე დეროუზანის ნუ ეხა ჩვენ ჟოზეფინა კი გაჩუქეთ მარა მაინც

Posted by: Gede_Green 1 Feb 2017, 22:58
QUOTE
ლაური დეროუზანზე ბევრად კარგი იგროკია ჩემ თვალში აი მაგალითად ტორონტოს ლოურის დამტვრევა უფრო დაეტყობა ვიდრე დეროუზანის

მე ვერ დაგეთანხმები ლაური არასტაბილურია არი თამასები ვერ აჩერებენა და არი თამაშები ვერაფერს აკეთებს, მაგრამ დეროუზანა ძაან სტაბილური იგროკია და უფრო ლიდერია გუნდის
ეხლა პაულმა ძაან კარგად ითამაშა სასტარტოში და ნამდვილად მაგარია სკამზე ესეთი ბიჭი რო უზით და დეროუზანას დანაკლისი დიდად არ შეატყო მითუმეტეს ლაური აფეთქდა და სასწაული რაღაცეები აკეთა.

Posted by: Corvette 5 Feb 2017, 21:19
ლაური დეროზანზე კარგი იგროკიაო რო დაწერილიყო არასწორი იქენბოდა და ბევრად კარგი იგორკი ხო საერთოდ არარეალურია . ლაურიც ძაან მევასება და ზედიზედ ბოლო 2 ჩაგდებული პლეიოფიც მახსოვს , გადაგდებული ბურთები რომ უვარდებოდა . მგონი ყველა პგ-მ დაჯაბნა .

დეროზანს კარგი სამიანი რომ ქონდეს , მაგის მჯობნი არ იქნებოდა ლიგაში . კარგი კი არა ნორმალური სამიანიც რომ ქონდეს , ბევრად მაგარი იქნებოდა . ფაქტურად ეს სათამაშო ელემენტი არც აქვს .
გადავამეტე ჯობნაზე მარა ენაც არავის არ მოუბრუნდებოდა biggrin.gif

Posted by: Gede_Green 11 Feb 2017, 13:48
QUOTE
დეროზანს კარგი სამიანი რომ ქონდეს , მაგის მჯობნი არ იქნებოდა ლიგაში . კარგი კი არა ნორმალური სამიანიც რომ ქონდეს , ბევრად მაგარი იქნებოდა . ფაქტურად ეს სათამაშო ელემენტი არც აქვს


გეთანხმები სამიანი არააქ მარა ძან მაგარი საშუალო აქ თან თავისი ულამაზესი სთეფ ბექებით ძაან მაგრად გავსი კობის მოძრაობებს აშკარად მისი გავლენა იგრძნობა თვიოთონაც როგორც აღნიშნა მისი კუმირი კობი იყო და არი მაშში რაღაცა რაც წააგავს ბრაიანტის მოძრაობებს.

......

ეს კაცი დაიმატონ და კონნფერენციის ფინალში კლივლენდის თრევას გვაყურებინონ თიორე ისე აზრი დაკარგულიაქ აღმოსავლეთ კონფერენციას კაიხანია... spy.gif


Posted by: Gede_Green 14 Feb 2017, 21:42
ეეე სამწუხაროა როსი ნამდვილად არუნდა გაეშვათ და რამენაირად შეენარჩუნებინათ ბენჩისთვის საჭირო კაცია, მარა იბაკას დამატებით ძალიან მაგრად გაძლიერდა იმედია კლივლენდთან წელს მაგარი ჯახირს გვანახებენ

Posted by: Vanpersie18 14 Feb 2017, 21:48
QUOTE
იმედია კლივლენდთან წელს მაგარი ჯახირს გვანახებენ




lol.gif biggrin.gif

Posted by: Gede_Green 14 Feb 2017, 21:52
Vanpersie18

რა გაცინებს ერთი რეალური სერიოზული კონკურენტი ყვას აღმოსავლეთში ისეტი საბანძეთია

Posted by: Vanpersie18 14 Feb 2017, 21:55
QUOTE
რა გაცინებს ერთი რეალური სერიოზული კონკურენტი ყვას აღმოსავლეთში ისეტი საბანძეთია



კონკურენტი არანაირად არგვყავს ისტში.ჩათვალე სუპერ ფინალში ვართ.100% ნი


ტორონტოს კი ბოსტონი ჯობია საკაიფოდ უფრო დეზლი გუნდია

Posted by: Gede_Green 14 Feb 2017, 22:00
Vanpersie18

აი კონფერენციის ფინალში ვნახოთ მე იმედიმაქ მაინც წლევანდელი ტორონტოსი მითუმეტეს იბაკას დამატებიტ სერიოზული ძირითადი 5 ეული შეკრა და ბენჩიც ძაან კაიყავთ ნუ როსი მოაკლდათ მაგრამ პაუელი დეზლა ბიჭიყავთ მაინც მაგ პოზიციაზე და იმდენად არ გამოჩნდება როსის დაკარგვა.

Posted by: Gede_Green 25 Feb 2017, 13:15
ეს გუნდი ნაადრევად ჩამოწერეს, ფლეიოფებისთვის იბაკა ძაან მაგარი დამატებაა და მაგრად დახატავს ამ გუნდს.
დეროუზანამ დაგლიჯა გუშინ სასწაული თამაში ქონდა, მაგარი თამაში დაუქაჩეს ბოსტონს და ერთობბლიობაში ძაან მაგარი თამაში გამოვიდა.


Posted by: Gede_Green 28 Feb 2017, 23:59
დემარა რებს ჩადის ლაურის არ ყოფნაში, ამ კაც როგორ არაფასებს ხახლი drug.gif love.gif up.gif
სასწალი თამაშითან ერთად გეიმვინერიც მიადო მთელ ნიუიორკს


Posted by: Gede_Green 23 Apr 2017, 01:42
გაათანაბრეს სერია მშვენიერია, დეროუზამ კაი შეხვედრა დადო უნდა მოიხოდონ უფრო

Posted by: Gede_Green 2 Jul 2017, 16:23
PJ Tucker had agreed on a 4-year, $32-million deal with the Houston Rockets last night.


Posted by: Gede_Green 2 Jul 2017, 20:10
REPORTS: Serge Ibaka has agreed to a 3-year, $65M deal to stay with the Toronto Raptors (via ESPN).
კაია რო იბაკა დარჩა, ამ გუნდს ერთი კაი მსუბუქი ფორვარდი აი ტაკერის მაგივრათ და იდეალური ბენჩიყავთ შეკრული.

Posted by: 14. 2 Jul 2017, 22:03
Gede_Green
QUOTE
კაია რო იბაკა დარჩა, ამ გუნდს ერთი კაი მსუბუქი ფორვარდი აი ტაკერის მაგივრათ და იდეალური ბენჩიყავთ შეკრული.

no.gif
untrue

პატერსონს უშვებენ და ჯოზეფს ატრეიდებენ რო ლოურის ფული დაითრიონ.

Posted by: Gede_Green 3 Jul 2017, 17:51
14.

ჯერჯერობით პატერსონიც და ჯოსეფიც ბენჩში ყავთ და თან 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ლაურის
თუ მაგორიდან რომელიმე გაუშვეს მოიყვანენ ვინმეს დაბალი კონტრაქტით თუმცა ორივეს წასვლა მაინცარმგონია.

......

REPORTS: Kyle Lowry has agreed to a 3-year, $100M deal to stay with the Toronto Raptors

Posted by: 14. 3 Jul 2017, 17:57
Gede_Green
გადააჭარბეს ქეფს უკვე

მაქედან ერთი + კეროლი უნდა წავიდეს მაშნ
კეროლზე ცდილობენ მარა გუნდი ვერ იპოვეს ვინც მაგის კონტრაქტს წაიღებს

Posted by: Gede_Green 3 Jul 2017, 18:16
14.

ხოო შეილება გატრეიდდეს, მაგრამ ჯერ ვერნახეს საურველი ცონტრაქტიანი. კეროლის თუ დაატრეიდებენ პაუელი კონტრაქტს ელოდება
და ალბათ პატერსონსაც ახალ კონტრაქტს მიცემენ სავარაუდოდ. როსთერიდან ყველაზე მნიშნელოვან მაგ ორი კაციაცის შენარჩუნებაა ეხლა.

https://www.pic-upload.de
https://www.pic-upload.de

Posted by: east 3 Nov 2017, 00:21
ამოვწიოთ კანადა ბოლობოლო კანადურ გუნდშია ლიგაში ყველაზე ლამაზად მოთამაშე დეროუზანი bis.gif

Posted by: Gede_Green 10 Nov 2017, 22:56
წელს ბევრად სუსტი ბენჩი ყავს შარშანდელთან შედარებით არადა, დემარას და იბაკას გამო ვბალეშიკობ, ბოლომდე ვერ შეკრეს ეს გუნდი შარშანდელი ბენჩის მთავარი ხალხი გაუშვეს პატერსონი, ჯოზეფი და კეროლი. ეხლა მილსაპის იმედად არიან დარჩენილები და მაგრად ტეხავს. რეგულარულს მშვენივრად ატარებენ როგორც შარშან, მაგრამ აი ფლეიოფში ვერ ქაჩავენ, ვნახოთ წელს თუმცა უფრო სუტი ბენჩით არანაირი იმედიარმაქ ამათი მაინც.




Posted by: Gede_Green 15 Nov 2017, 17:42
რა კაი თამაში დადეს გუშინ ჰიუსტონთან არ ველოდი ნამდვილად


Posted by: Gede_Green 18 Dec 2017, 17:51


ლეგენდა სახში ჩავიდა

Posted by: Corvette 22 Dec 2017, 14:00
დემარ 2kiss.gif ყველაზე დახვეწილი მოძრაობები აქვს , მინიმუმ თავის პოზიციაზე .

კარიერ ჰაი თავისი 6/9 სამიანით gigi.gif


Posted by: Irakli2013 2 Jan 2018, 13:18
დეროუზენმა გუნდის რეკორდი დაამყარა 52 ქულით

Posted by: Gede_Green 4 Jan 2018, 23:46
აუ დემარა რა სტატებს დებს უკლასნესკი კაცია


Posted by: dendo 23 Mar 2018, 15:26
wels unda moigos aghmosavleti wesit. finali unda itamashos

Posted by: Gede_Green 13 Apr 2018, 17:26
dendo
QUOTE
wels unda moigos aghmosavleti wesit. finali unda itamashos


აღმოსავლეთი კი მოიგეს, მაგრამ წელს სხვა მიზნებიაქვს გუნდს აშკარად და ვნახოთ ფლეიოფის პირველ სერიაში გამოჩნდება
ვაშინგტონთან თუ არ იწვალეს და მარტივად გაცდნენ ფინალსაც დადებენ ეგრე მგონია. დროა ფლეიოფში რაღაცა ქნან

Posted by: east 25 Apr 2018, 11:28
აი ვუყურებ კაი გუნდია მომწონს მარა რაღაც აკლიათ რა ისე ლოურის რამხელა კონტრაქტი შეტენეს... მე დავატრეიდებდი ხეირიანად ამ ლოურის ფლეიოფში არაფრის მაქნისია ტიპი იმენა და სკამი კარგი სკამი არი ამ გუნდის დიდი მინუსი ანუობი თუ ვინცა ეგ ბიჭი როგორ მევასება დეროუზანზე ლაპარაკი ზედმეტია იმედია ბოლომდე კანადელი იქნება

Posted by: Gede_Green 26 Apr 2018, 18:48
QUOTE (east @ 25 Apr 2018, 11:28 )
აი ვუყურებ კაი გუნდია მომწონს მარა რაღაც აკლიათ რა ისე ლოურის რამხელა კონტრაქტი შეტენეს... მე დავატრეიდებდი ხეირიანად ამ ლოურის ფლეიოფში არაფრის მაქნისია ტიპი იმენა და სკამი კარგი სკამი არი ამ გუნდის დიდი მინუსი ანუობი თუ ვინცა ეგ ბიჭი როგორ მევასება დეროუზანზე ლაპარაკი ზედმეტია იმედია ბოლომდე კანადელი იქნება

მეც მევასება მაგრად დეროუზისთან ერთად და მაგრად მინდა ამ გუნდმა ფინალი მაინც ითამაშო რო ამდენი დრო ტყულად არ დაიხარჯა, მაგრამ მეც მაგ აზრზერვარ ის რაღაც მთავარი კრეატიულობა აკლიათ
რომელიც სრულყოფილად აქცევთ, მარამ ამგუნდს ეს არ აქ აგერ ნახავ ჯერ ადრეა მაინც თუმცა თუ გავიდნენ და ჯემალაც გავიდა თავის კამანდათი აი ეგ ### კამანდა ისევ გამოთიშავ მგონია ამ გუნდს რადგან
ძაან არასტაბილური გუნდის სტატუსიაქ უკვე კაიხანია ფლეიოფში და მიუხედავად წელევანდელი ძაან მაგარი სეზონის მაინც არასტაბილურები არიან ისევ პფლეიოფში.
ლაურის რაც შეეხება კი ძაან გიგანტი რაღაც დაუდეს კონტრაქტად მაგრამ სხვა შემთხვევაში შანსი არქონდათ შეენარჩუნებინათ და მაგ პერიოდში სხვა კაი ვარაინტი ფოინდ გარდი არიყო და თან პიკებიც არეჭირათ ხელში ეხლა შეუძლიათ პორტლენდთან მოილაპარაკონ და დაატრეიდონ ლილარდში იდეალური იქნება ჩემიაზრით მაგრად მოუხდება კანადა.

Posted by: east 26 Apr 2018, 21:00
QUOTE (Gede_Green @ 26 Apr 2018, 18:48 )
QUOTE (east @ 25 Apr 2018, 11:28 )
აი ვუყურებ კაი გუნდია მომწონს მარა რაღაც აკლიათ რა ისე ლოურის რამხელა კონტრაქტი შეტენეს... მე დავატრეიდებდი ხეირიანად ამ ლოურის  ფლეიოფში არაფრის მაქნისია ტიპი იმენა  და სკამი კარგი სკამი არი ამ გუნდის დიდი მინუსი ანუობი თუ ვინცა ეგ ბიჭი როგორ მევასება დეროუზანზე ლაპარაკი ზედმეტია იმედია ბოლომდე კანადელი იქნება

მეც მევასება მაგრად დეროუზისთან ერთად და მაგრად მინდა ამ გუნდმა ფინალი მაინც ითამაშო რო ამდენი დრო ტყულად არ დაიხარჯა, მაგრამ მეც მაგ აზრზერვარ ის რაღაც მთავარი კრეატიულობა აკლიათ
რომელიც სრულყოფილად აქცევთ, მარამ ამგუნდს ეს არ აქ აგერ ნახავ ჯერ ადრეა მაინც თუმცა თუ გავიდნენ და ჯემალაც გავიდა თავის კამანდათი აი ეგ ### კამანდა ისევ გამოთიშავ მგონია ამ გუნდს რადგან
ძაან არასტაბილური გუნდის სტატუსიაქ უკვე კაიხანია ფლეიოფში და მიუხედავად წელევანდელი ძაან მაგარი სეზონის მაინც არასტაბილურები არიან ისევ პფლეიოფში.
ლაურის რაც შეეხება კი ძაან გიგანტი რაღაც დაუდეს კონტრაქტად მაგრამ სხვა შემთხვევაში შანსი არქონდათ შეენარჩუნებინათ და მაგ პერიოდში სხვა კაი ვარაინტი ფოინდ გარდი არიყო და თან პიკებიც არეჭირათ ხელში ეხლა შეუძლიათ პორტლენდთან მოილაპარაკონ და დაატრეიდონ ლილარდში იდეალური იქნება ჩემიაზრით მაგრად მოუხდება კანადა.

მაგას იზავს რო პორტლენდი ლოური ლილარდის ნაცვლად? არადა მაგრად დააკვდება ტორონტოს ისე წელს მილსაპი არ უნდა გაემაზათ ვინმე მოიყვანონ რა მაგრად მიყვარს დემარა ტორონტო კანადა

Posted by: vinsaniti 4 May 2018, 17:14
ჩუმი მკვლელები boli.gif

Posted by: Corvette 9 May 2018, 13:24
ეეჰ ტორონტო ტორონტო biggrin.gif მერამდენედ შვრებიან უკვე ასე , რეგულარულში ძალიან კარგად თამაშობენ , პლეიოფში ძალიან ცუდად . პინციპში , შეიძლება ითქვას , პირადად ლებრონმა არ გაახარა . 10 მოგება ზედიზედ პლეიოფში ტორონტოსთან ლებრონის სასარგებლოდ pop.gif თუ დაიშლება ეს როსტერი , ლებრონის დაშლილი გამოვა yes.gif დაიშალოს უნდა ეს გუნდი და ლოგიკურად მგონია რომ მასეც იქნება . ყველას გაუშვებენ მაღალხელფასიანებს , ერთი ლოურის დატრეიდება გაუჭირდებათ , იმხელა ხელფასი აქვს და თან 32 წლისაა . ისე ლოურის კარგი სერია ქონდა კლივლენდთან , მგონი 60%+ ისროდა და სამიანებს 50%+ .

Posted by: Tbiliseli24 31 May 2019, 19:54
ძაან მაგარი თამაში იყო გასოლი და სიაკამი იყვნენ საოცრად კარგები vik.gif

Posted by: supermaswi 1 Jun 2019, 15:22
2018 წლის 9 მაისის მერე მთელი წელი რომ თემაში პოსტი არ დადებულა ისეთი გუნდი როგორ უნდა გახდეს ჩემპიონი

Posted by: delpo 1 Jun 2019, 15:42
supermaswi
აქ ტრიპლებზე არ ჩალიჩობენ და ალბათ მაგიტომ არაა აქტიური ))

Posted by: Dennis Bergkamp 14 Jun 2019, 08:08
აჰა ძმაო. :დდდ

ეჰჰ სტეფ კეისი თქვენ რა გითხარით

Posted by: პეტრუჩი 14 Jun 2019, 08:23
რატომაც არა თუ დაპოსტავს ხოლმე ამ თემაში რამეს ლეონარდზე, თორემ ისე "მოდერატორთან შეკითხვებთან" აღმოჩნდება

Posted by: vinsaniti 14 Jun 2019, 10:01
ყველაზე ღლე ჩემპიონი გუნდია ისტორიაში


გავკარი მასეთ ჩემპონობას facepalm.gif

Posted by: ratomac aRa 14 Jun 2019, 10:11
QUOTE
ყველაზე ღლე ჩემპიონი გუნდია ისტორიაში


გავკარი მასეთ ჩემპონობას


lol.gif

Posted by: Corvette 14 Jun 2019, 12:58
ტორონტოს უფრო დიდი და ძველი თემა ქონდა . იმას მიგეერთებინათ ეს . ადრე კი მივწერე მოდერს მარა არაფერი biggrin.gif

https://forum.ge/?f=35&showtopic=33634827

ratomac aRa
Gede_Green

მოაყარე ლამაზი სურათები , ცოტა გავალამაზოთ ჩემპიონი გუნდის თემა rolleyes.gif

Posted by: Blunt 14 Jun 2019, 13:04
Corvette


+1

ისედაც ცოტა იპოსტება თემაში და ჯობია შეერთდეს

ან დახურეთ საერთოდ

Posted by: Corvette 14 Jun 2019, 13:34
when you look like a god for bringing in fun guy to the raptors

https://twitter.com/Nick_Nurse_NBA/status/1118339098941386753

gigi.gif

ნიკ ნორსი მეოთხე მწვრთნელია ვინც სადებიუტო სეზონში მოიგო ტიტული .

პირველი მწვრთნელია ვისაც ნბა G ლიგა ( იგივე D ) და ნბა აქვს მოგებული




Posted by: Gede_Green 14 Jun 2019, 17:43
ულოცავ ამ გუნდს და თუყავს ვინმე პერსონ ფანი მათ

ჩემი სიმპატიები ყოველთვის იყო ამგუნდის მიმართ გარდა ლეონარდის გადასვლის შემდეგ

ამ გუნდს მართლაც ეკუთნოდა მაგრამ ჩემთბვის დეროუზანთან ერთად რო მოეგოთ ამ ბოლო წლებში უფრო მეტად გამიხარდებოდა...

Posted by: vinsaniti 15 Jun 2019, 19:12
Gede_Green
QUOTE
ულოცავ ამ გუნდს და თუყავს ვინმე პერსონ ფანი მათ

ამ ფორუმზე მხოლოდ სპურის ფანები

არადა პირიქთ უნდა იყოს, მარა სპურსის ფანები არიან რა biggrin.gif

Posted by: Irakli2013 15 Jun 2019, 20:23
QUOTE (vinsaniti)
ამ ფორუმზე მხოლოდ სპურის ფანები


givi.gif

Posted by: ratomac aRa 15 Jun 2019, 21:16
Kawhi Leonard and Pascal Siakam combined to score 1,187 points this postseason, tied with Michael Jordan and Scottie Pippen for 2nd-most by teammates in a single NBA Playoffs in NBA History.
LeBron James and Dwyane Wade are the only pair to have recorded more (1,222 in 2012).

Posted by: GS88 23 Jun 2019, 16:28
vinsaniti
როგორ გადაიტანე ტორნტოს ჩემპიონობა ?

Posted by: vinsaniti 24 Jun 2019, 10:17
GS88
რას ვერჩი ტორონტოს, რატომ არ უნდა გადამეტანა? biggrin.gif

Posted by: Corvette 25 Sep 2023, 18:05
ლილარდი და იანისი ერთად ამ გუნდში .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)