გამარჯობა, მოკლედ იუთუბის ამბებში ახალი ვარ, დიდი იმედი მაქვს რომ ხალხი დაწერს და გაუზიარებს ერთმანეთს თავიანთ ცოდნას.
მოკლედ გუშინ პირველი ვიდეო ავტვირთე და ფბ ჯგუფში გავაზიარე, ვიკითხე იქნებ ვინმემ რაიმე რჩევა მომცესთქო. როგორი ვიდეოა რა გავაკეთო, რა შევცვალო, დავამატო... რა ხერხი არსებობს რომ ხალხთან მიაღწიოს ვიდეომ და ა.შ... მოკლედ 35 კაცამდე გადავიდა ვიდეოს სანახავად (წესით ყველა იუთუბერი), საშუალოდ წუთნახევარსაც უყურეს (ზოგმა ბოლომდე, ზოგმა მალევე გათიშA..), ერთ-ერთმა მათგანმა იფიქრა მოტივაციას მივცემო და ანლაიქი გაუკეთა ვიდეოს :დ (იუთუბერი რომ არ ყოფილიყო და მე არ მეთხოვა რომ შემიფასეთთქო არ მეწყინებოდა ანლაიქი) პირველი ვიდეო გავაკეთე და კაციშვილმა ხმა არ გამცა, არც რჩევა იყო და არაფერი + ვიდეოს ანლაიქ გაუკეთეს მაგრამ ის მაინც ეთქვათ რატომ, რა არ მოეწონათ (ეგ უკვე გამიხარდებოდა)...
ჩემი დაკვირვებით რაც ხდება ისაა რომ ყველაზე მთავარია სურათი თუ რას დავუყენებთ "თჰუმბნეილზე
". მაგალითად ვფიქრობ პირველი ნამუშევრისთვის კაი გამომივიდა
მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვების სწორად შერჩევა, რათა მეტი ინტრიგა გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე "იდიოტის ტესტი - 90% იჭრება ამ ტესტში"...
მესამე ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვიდეოსთან მაუსს მიიტან, რა მონაკვეთს გაჩვენებს (ეს თემა ჯერ ვერ დავხვეწე მაგრამ თუ გავაგრძელე მუშაობა მაგას მოვუვლი"
მეოთხე ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ მაინც საჭირო ესაა აღწერის პირველი სტრიქონი. რაც სერჩის დროს ინტერესს აღვივებს...
ჩემი შეხედულებით ესაა ყველაზე საჭირო თემები რაც ხალხს უბიძგებს შემოვიდნენ ვიდეოს სანახავად, დანარჩენი კი უკვე ვიდეოს ამბებია, რაშიც ჯერ მეთვითონაც ვერ გავრკვეულვარ კარგად და რა გითხრათ... ერთი ის ვიცი ხმას თუ ჩაწერ კაი იქნება მაგრამ ჯერ მაგ თემებთან ცოტა შორს ვარ...
მოკლედ ეს ყველაფერი ასე თუ ისე ვფიქრობ წარმატებით ჩავიარე მაგრამ ხალხს მაინც არ უჩვენებს. ანუ აზერ ფეატურეს რომაა იქ არ უგდებს არავის, მოძებნითაც არავინ "სერჩავს" იდიოტის ტესტს :დ რა გზა არსებობს რომ ვიდეომ აუდიტორიამდე მიაღწიოს?
1) დარეკლამება? მაგალითად დავარეკლამე 10$-ით ის წამოიღებს ნახვებს მაგრამ განაგრძობს კი ხალხისთვის ჩვენებას, როდესაც ბიუჯეტი ამოიწურება?
2) სხვა საიტებიდან (მაგ: FB-დან) ხალხის გადმოყვანა და მათ ვაყურებინოთ... მაგრამ გუშინ 35 კაცი შემოვიდა და უყურა მაგრამ არცერთი შემოსულა იუთუბიდან თვითონ (ანუ მეორე გამოირიცხა?)
3) საიტზე ემბედით წაღება და მაგეებზე ჩალიჩი... მაგრამ რამდენადაც ვიცი ეს საერთოდ არ წევს წინ ვიდეოს (ზუსტად არ ვიცი)
დიდი იმედი მაქვს ამ ჩამონათვალს თქვენც გააგრძელებთ, იდეებსა და აზრებს განვიხილავთ. საღ და ჯანსაც პოლემიკასაც არ მოვერიდებით და რაღაც ჭეშმარიტებამდეც მივალთ... გმადლობთ რომ დრო დამითმეთ და ამდენი რამ წაიკითხეთ