Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > წმაწური კაფიები


Posted by: oxunji pirveli 17 May 2015, 19:42
პირველი ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=33617632&st=0
მეორე ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=33815815&st=0
მესამე ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=34114192&st=0
მეოთხე ნაწილი http://forum.ge/?showtopic=34246643&view=
მეხუთე ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=34427599
მეექვსე ნაწილი https://forum.ge/?f=36&showtopic=34571433&st=0
მეშვიდე ნაწილი https://forum.ge/?f=36&showtopic=34670749&st=0
მერვე ნაწილი https://forum.ge/?showtopic=34716456&hl=

მოგესალმებით და გილოცავთ ახალ თემას!
კვლავ ველით ახალ წევრებს, რომლებსაც მივიღებთ გასაუბრების წესით..
უპირატესობას მივანიჭებთ გაზაფხულივით ხალისიან და კრუხის საბუდარივით თბილ ადამიანებს..
თემაში მპოსტავ მამაკაცთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, გასაუბრების გარეშე მიიღებიან მაღალი, ქერა და ცისფერ/მწვანე თვალება მანდილოსნები..
აქვე გაცნობებთ, რომ გარდა ფორუმის საერთო წესებისა, თემაში მოქმედებს შიდა წესები, რომელსაც ემორჩილება თემის ყველა წევრი..
დაუშვებელია:
- ერთმანეთის რითმების გამოყენება..
- საკუთარი რითმების ორჯელ და მეტჯერ გამოყენება..
- ათასჯერ ნახმარი და ცხრაასჯერ დაორსულებული ისეთი რითმების გამოყენება, როგორიცაა: კაფია, მაფია, ქაფია, ლაფია, ძაფია და სხვა..
იკრძალება:
- ძმრიანი წინდებით, გალეშილ და აღგზნებულ მდგომარეობაში შემოსვლა..
- თანამოშაირეზე მუხანათურად თავდასხმა..
საშაიროდ/საკაფიოდ არ დაიშვებიან:
- ხმა ჩასაგდები, ენა ამოსაგლეჯი, ჭკუა ამოკორტნილი და თავგადაბინტული მოშაირეები..
- წიწაკები, მაწაკები და მუწუკები..
- ძუძუ ამოყრილები და ყურებ ჩამოყრილები..
- არაჟანზე და ქიშმიშიან ფუნთუშებზე გაზრდილები..
- უხეირო მეზობლების ჯიბრით უმაღლეს დამთავრებულები..
- ჭოჭინიდან ახალი გადმოსულები და სინედლე გამომშრალი ხანდაზმულები..
თემაში შეღავათებით ისარგებლებენ:
- მძიმე ბავშვობა გადატანილი და ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მოშაირეები..
- ამ თემაში ბასრი და ბლაგვი შაირით დასახიჩრებული პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები..

გახსოვდეთ, რომ შაირი/კაფია უნდა იყოს მთის კალმახივით სხარტი და ძაღლის კუდივით მხიარული..

ყველას გიწვევთ თემაში, პაპა, თინეიჯერო..
შაირით და კაფიით გული ერთად ვიჯეროთ..
გელოდებათ ეს თემა, ჯული ხარ თუ ჯოყოლა,
ვისაც სიცილ-ხარხარით გინდათ ამბის მოყოლა..
არ იქნება თემაში არც ბოღმა და არც შური,
უკვე გვიერთდებიან ახმეტა და ხაშური..
ჩვენთან არის ხეკორძი, ჩაილური, ჯიმითი..
მალე ბუღი დადგება ულაყ ლექსთა ჯირითის..
არ დააკლდეს არც ნინი, არც ზეზვა და არც შმაგი,
თემა უკვე გაიხსნა და ასე ივლის - ანშლაგით..
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 19 May 2015, 13:10

გილოცავ! სტილს არ ღალატობ, აახლე "წმაწურ-კაფია".
კარგი მოკრივე ის არის ვინც იცის გეოგრაფია! (:


პირობები გაქვს ისეთი
თავი ჯობს.გე-ზე მეგონა,
მომეცით ლიგის ბილეთი
ას მწვანეს ვადებ ზემოდან.
---

აწონვა მიმდინარეობს...
ოფლის სურნელი ტრიალებს. ( ეს სხვა სუნია, ის არა, - განწყობას რომ აზიანებს)
შორიდან ვხედავ ბარე ორს
კალამი რო უწრიალებს.

ჩამწერეთ! ჩოხას მოვირგებ,
თუმც გეახლებით არაჟანს (:
ლეიბზე ერთს რომ მოვიგებ,
გამართვა უნდა ზარბაზანს!



Posted by: oxunji pirveli 19 May 2015, 17:42
გაეცანით,
ახალია,
თემისაა დებულება.
გაცდენები
თუ გექნებათ,
ვერ მიიღებთ შვებულებას.. biggrin.gif

nipponcaucasus


QUOTE

ჩამწერეთ! ჩოხას მოვირგებ,


გამიხარდა შენი ხილვა,
ფორმაში ხარ ჩემო ნიპონ.
უკვე ბეჭზე გდია სილვა,
მსაჯიც გიფიქსირებს იპონს..biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 19 May 2015, 22:09
რო დაარიგე მუშტები,
ბითუმადა და ნისიათ
შემოგრჩა მხოლოდ მუშტრების
დამკვირვებელთა მისია. (:

იმასაც შემოუჭყიტავს,
წეღან რო გული ისია,
ჟუაჩკას თუ მოუწყვიტავ
დაგვილევია ქისია.

Posted by: oxunji pirveli 20 May 2015, 11:47
nipponcaucasus


QUOTE
რო დაარიგე მუშტები,
ბითუმადა და ნისიათ


რად არ მომტყდა
მაჯა, რომ
მოვიქნიე მძინარემ..
ვაღიარებ საჯაროდ
ვიჩქარე და ვინანე.. sad.gif

QUOTE
შემოგრჩა მხოლოდ მუშტრების
დამკვირვებელთა მისია. (:


მივმართავ
კალმის გუგულებს,
ვინც
თემის წესებს ერგებით,
თემა დაიძრა,
გუგუნებს,
ჩაყარეთ ლექსის ნერგები.. biggrin.gif

მოკლედ, ასეთი სიტუაციაა:
აპოპტოსმა და უხეირომ ეს დღეები "გადააბეს''..
ნორიელი მოშაყირეს შემოსვლას ელოდება. ის კი, ვიღაც ბებოს უვლის და მარტო ვერ ტოვებს..
ხინკალი ეხლა იხარშება და პილპილმოყრილი შემოვა..
ნიკი-ბიკი შეყვარებულია და ჯერ ჩვენთვის არ სცალია..
ნინი გოგო უგზო-უკვლოდ არის დაკარგული..
biggrin.gif

Posted by: Uxeiro 20 May 2015, 12:19
თითქოს ბებერი ვიყავ და
ახლა ვახალგაზრდავდები,
კაფია თუ დამარტყავდა,
არ დაგზარდებით, დავდებდი

Posted by: smith14 22 May 2015, 11:36
QUOTE
ნიკი-ბიკი შეყვარებულია


niki-biki:)

ვინ დაგიტყვევა გულია?
რა გვარია, კაკულია?
ყავს მანქანა, თუ აქვს ფულია?
შენნაირი ბულბულია? spy.gif

Posted by: oxunji pirveli 22 May 2015, 14:46
QUOTE
მარა უფრო საამოა
ლექსი ქალის, ლექსი მდედრის..


საამო არის სამზირად
ხოხობაშვილი ლამზირა,
მოვა და თემის ორღობე
გადაიქცევა გამზირად.. biggrin.gif

---------------------------------------------

ვერიკო და ჯუმბერიკო

შარშან ამ დროს შემომხვდა მეზობელი ვერიკო,
შევხედე და შევატყვე, რომ ხასიათზე ვერ იყო..

იფიქრებდი კაცი, რომ ვერ მიასწრო კიდობანს,
მივედი და ვუთხარი ხომ არის თქო მშვიდობა..

მუდამ იყო მშვიდი და ტკბილი, როგორც ქიშმიში,
ახლა იდგა ბეჩავად და წამოიწყო ვიშვიში..

თურმე, ამ ჩვენ ჯუმბერას აწუხებდა დისკოზი,
ექიმბაშმა გასინჯა და გაუკეთა ხის კოვზი..

ეს ვერიკოც შევარდნილა, რომ იყვირა გვარიანად,
ჯუმბერიკოს დიდი კოვზი ტანში ჰქონდა ტარიანად..

ამის შემყურე ვერიკომ იქაურობა დალეწა,
უცბად გაუსხლტა ''ექიმი'' და კოვზით მისდევდა გარეწარს..

მოკლედ, ასე განკურნეს მეზობელი ჯუმბერა,
იმის მერე საწყალი კომპრესორივით უბერავს..biggrin.gif

რას აღარ გაიგებ კაცი.. rolleyes.gif

Posted by: nipponcaucasus 22 May 2015, 16:44
oxunji pirveli
ვერიკოზე უფრო მეტად მომეწონა ლამზირა,
თითქოს პეკინის ქუჩაზე ხატაელმა დამზილა. smile.gif)))

Posted by: oxunji pirveli 22 May 2015, 18:41
მე ჩავიხედე შუადღით ჭაში,
სადაც წარსული დამხვდა მყეფარე
და შავ სინანულს გაპარულს ხმაში,
ობოლი გრძნობით ამოვეფარე.. sad.gif biggrin.gif

-----------------------------------------------------------

რითმა ვაწყვილე ლიწინით,
ღამე დავფერთხე შვიდზე და
ვმღეროდით მე და ზმნის წინი,
ხმაში გვყვებოდა ზმნის ზედა..
არ მიჭამია ძმის წილი,
ღმერთი ხომ მუდამ მიმზერდა.. biggrin.gif

Posted by: Apoptosis 23 May 2015, 09:26
გაგიხსნიათ თემა და
კაფიის ღმერთს უგალობთ...
თუმც კარგი გყავთ თამადა,
რაა სუფრა უქალოდ?..

დაუძახეთ გააწყონ, კერძები შეაცხელონ...
ღვინოც ჩაგვიციონ და, არ დამალონ სახე რომ:
სილამაზე მოჰფინონ და სიმშვიდე გარემოს...
ანავიტამ იმღეროს, მოშაყირემ გარეპოს gigi.gif

Posted by: oxunji pirveli 23 May 2015, 18:55
Apoptosis


QUOTE
თუმც კარგი გყავთ თამადა,
რაა სუფრა უქალოდ?..


თან
რა სუფრა გვაქვს,
მისი ხილვისთვის
არ წყდება მარში,
ციკანი ლეღვში,
კნუტი რძეში,
და ჭუკი ძმარში..
სახინკლედა გვაქვს
გამზადებული
ბიზონის ფარში,
ის ბიზონიც
ხომ
სწორედ მათთვის
დავჭერით მხარში..
ქალი არა ჩანს
რატომღაც თავი მგონია ჯარში.. biggrin.gif

მჯერა,
შემოვა მაყვალა
და
ინარნარებს საყვარლად.. biggrin.gif

ისე, იციან ზოგჯერ ასე, შორიდან ყურება. ზოგჯერ კი, იმდენნი ქუჩდებიან, რომ ერთმანეთზე განაგლეჯი თმების გატანას ვეღარ ვასწრებთ აქედან.. biggrin.gif

Posted by: Apoptosis 23 May 2015, 19:58
QUOTE (oxunji pirveli @ 23 May 2015, 18:55 )
ისე, იციან ზოგჯერ ასე, შორიდან ყურება.

შორიდან ყურება
იციან ქალებმა,
და როცა გახედავ,
ვითომც არაფერი...
თითქოს მზეს უცქერდა,
ისე ინაბება,
თითქოს მზეს ჰქონია,
გულის გასაღები...
შორიდან ყურება
იციან ქალებმა,
და როცა
მათ მზერას
დაიჭერ თვალებით ,
(ოჰ ღმერთმა დალოცა...)
ჩათვალე გენაცვა
(გინდა თუ არ გინდა)
მახეში გაები. gigi.gif

Posted by: oxunji pirveli 23 May 2015, 21:37
QUOTE
და როცა
მათ მზერას
დაიჭერ თვალებით ,
(ოჰ ღმერთმა დალოცა...)
ჩათვალე გენაცვა
(გინდა თუ არ გინდა)
მახეში გაები.  


გიყურებს და გაგრილებს,
როგორც
ზაფხულს ნამი ცის,
გინდა მისთვის სიცოცხლის
უანგაროდ ჩუქება,
არა, ასეთი განცდა,
აბა, მართლა რამ იცის?!
თითქოს
მიწას ვეღარ გრძნობ,
ზეცაც გემსუბუქება.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 26 May 2015, 19:17

კეისარს, შაჰებს, ხალიფებს, ყაენს,
ცარიზმს, კომუნიზმს თუ სხვა დანარჩენს,
ვებრძოდით ყველას, ღმერთს ვთხოვდით შველას...
გვეშველა. ამ დღეს გილოცავთ ყველას!


* * *
მე ძლიერ მიყვარს თბილისის ღამე,
ანძას რომ აწევს მაძღარი მთვარე.
ზედა სართულზე კივილი მწარე,
-შენ დაამთავრე?
- მეც დავამთავრე.
და ასე მიდის ყოველდღე ბრძოლა
ინთება, ქრება ანძაც და გრძნობაც.

(ყველა გალაკტიონი ვერ იქნება)

Posted by: smith14 28 May 2015, 17:14
QUOTE
-შენ დაამთავრე?
- მეც დავამთავრე


nipponcaucasus

ყოველ ღამე თუ შენ ამას უსმენ
მიკვირს ღამე რო არ შეიჯავრე.. drug.gif

Posted by: nipponcaucasus 28 May 2015, 18:05
აეს გოგო მემეტება შენთვის,
გიგზავნი და მიდი შეიჯვარე!

Posted by: smith14 28 May 2015, 19:25
რა საყვარლად იღიმება, ნაბავს თვალებს..
ტრაკსაც როგორ კოხტად ათამაშებს..
ჩვენს თემაშიც ველი ლამაზ ქალებს..
ველოდები მოუთმენლად ნაშებს.. rolleyes.gif

Posted by: oxunji pirveli 28 May 2015, 21:28
QUOTE

ჩვენს თემაშიც ველი ლამაზ ქალებს..



მთვარე მორევში კანკალებს,
ფერმკრთალს ამშვიდებს კედარი..
თემაში არსად კაკანებს,
ლექსის მდებელი დედალი.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 28 May 2015, 21:36
ფილერებით შემძიმებულ ლაშებს,
სილიკონებს, ვერ დავუკრავთ ტაშებს,
მხოლოდ ნაღდებს და მოხდენილ რაშებს,
დავურიგებთ პერმანენტულ საშვებს.

....
დღეს აღარ ჭრის ქალბატონზე ლექსი,
ის რა იყო, რომ თქვი? ჰო,... - ამექსი,
უნდა იყო მბრძანებელი - ზევსი,
ანდა კაი თავდამსხმელი ჩელსის.


(ეძახე რამდენიც გინდა,... სტრატეგიაა უნდა დაიგეგმოს... რამე ჰიპერ ფერომონული-აფროდიზიაკული... როგორიცაა: გამოდი ქალო კუხნიდან! ჩემ ნასკებს ხელი არ ახლო! დედა მომიკითხე! ... და ა.შ.! )



Posted by: norieli 29 May 2015, 22:16
oxunji pirveli
QUOTE
ნორიელი მოშაყირეს შემოსვლას ელოდება.

გამარჯობა....
აქაც გავიმეორებ---



----------------
კითხვა მაქვს....ვიცი, ასე მეტყვით
-შენ ვინ გეკითხება,ბრიყვო-
ერთი თხილის გული
ორად რომ გაყავით
ვითომ გასაყოფი
იყო?......

Posted by: oxunji pirveli 29 May 2015, 23:40
norieli
QUOTE
გამარჯობა


გამარჯობა!


QUOTE
----------------
კითხვა მაქვს....ვიცი, ასე მეტყვით
-შენ ვინ გეკითხება,ბრიყვო-
ერთი თხილის გული
ორად რომ გაყავით
ვითომ გასაყოფი
იყო?......


არ გაგვიგდია თემიდან
არც ჭკვიანი
და
არც ხიო..
მოდით და
ყველამ ხალისით
რითმა შუაზე გავხიოთ..

ჩვენ უფრო გვიან გავხსენით თემა და ყველა დავპატიჟეთ..
მობრძანდით ბატონო!

Posted by: Apoptosis 31 May 2015, 10:23
ქალთა თემას ვესტუმრე,
მუზას ვთხოვე ელექსა...
დავუწერე, მოვქარგე...
მათ კი გადამთელეს და

იუარეს აქ მოსვლა,
შიკრიკობა დამწამეს,
ქალი თავს რომ იკერპებს,
არც დღე მინდა, არც ღამე... help.gif

წამოვედი, დავტეხე
სიყვარულის ისრები...
ტალახიან მორევში,
აღარ ამოვისვრები...

Posted by: oxunji pirveli 31 May 2015, 10:34
norieli

უკან როდის ბრუნდებიან,
ქალებისა რა ისმის?
ყოველ დილით მირეკავს
კონდოლიზა რაისი..

მითხრა: ფეხით მოიარეს
ჰონსიუ და ხოკაიდო,
კისკისებენ, იძახიან,
მოგვივიდა ხომ კაი დრო..

დარჩენიათ მოსავლელი
სიკოკუ და კიუსიუ..
ჩვენ კი გვინდა შაირები
აფთრებივით მივუსიოთ..

იქნებ, ჯერ არ მიუღიათ
მოსაწვევი ბარათები,
სცენა უკვე ელოდებათ
მუსიკით და განათებით..biggrin.gif
* * *
Apoptosis

QUOTE
დავუწერე, მოვქარგე...
მათ კი გადამთელეს და

იუარეს აქ მოსვლა,
შიკრიკობა დამწამეს,
ქალი თავს რომ იკერპებს,


გამოდის,
რომ
შენი როზა
გადაიქცა ტარტაროზად?! rolleyes.gif

რაღას დადიხარ გადაღმა,
აქ როცა ლექსი გადახმა?! biggrin.gif

აქაც
შემოვა ხანუმა,
ხან შემწვარს დაწერს,
ხან უმად.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 2 Jun 2015, 16:11
QUOTE
ქალთა თემას ვესტუმრე,
მუზას ვთხოვე ელექსა...
დავუწერე, მოვქარგე...
მათ კი გადამთელეს


კუდაბზიკა ქალებმა
ცალკე მოიკუნძულეს,
ქარის ელჩი ჩალებმა
სახლში მოაბუნძულეს.

ზიან ალბათ შალებში,
ფეხით ფხანენ გოშიას,
საუბრობენ ჩალებში
როგორ სკინტლავს შოშია.

განა "წმაწურ-კაფიას"
ჩაანაცვლებს "ლექსპრომტი"?
დაწუნებულ კაფიას
მანდ უშვებენ ექსპორტით.

QUOTE
მითხრა: ფეხით მოიარეს
ჰონსიუ და ხოკაიდო,
კისკისებენ, იძახიან,
მოგვივიდა ხომ კაი დრო..


გამახსენდა კაი დრო
კუნძულებზე ყოფნისა.
დაფარულებს დაპყრობ,
გეიშებთან ტრფობისას.

როცა ჯერი მიდგება
კუნძულ ოკინავაზე,
იქცევიან წინდებად,
შეცვლა უნდა ლამაზებს!

მჯერა მალე დაგმობენ
პოლიტიკურ სურვილებს,
მშვიდობისთვის დასთმობენ
სახალინს და კურილებს.

-------

შენგელძე მარო!
დროს ატარებ ყავის სმაში, უსაქმური ხარო!
ანჩხლობ თან ბუტიაობ განა გეპატიება?!

Posted by: oxunji pirveli 3 Jun 2015, 03:03
nipponcaucasus

მადლობა თემის კაცურად ერთგულებისთვის!

QUOTE
კუდაბზიკა ქალებმა
ცალკე მოიკუნძულეს


თვითგვემობს
და იგლეჯს ყურებს,
აქედან რომ გამერიდა,
ახლა ზის და
შემოგვყურებს
სათვალთვალო კამერიდან..

რით ვერ გაიგეს ამ ბეჩავებმა, რომ აქ არავინ არავის მტერი არ არის..

ჩვენ გვჭირდება ქალები
დაბლები და მაღლები,
სათნოები, თბილები..
ჩვენგან შორს კი ძაღლები..

ჭკვა-გონებით შემკულნი,
არა აქსესუარებით..
არ გვჭირდება მამაშები
და არც ტრანსსექსუალები..biggrin.gif
* * *
nipponcaucasus
Uxeiro
smith14
Apoptosis

ბიჭებო, რამდენიმე დღე ვეღარ მოვიცლი..
იხმაურეთ, რომ მეზობლებს შაირით გაგუდულები არ ვეგონოთ.. biggrin.gif

Posted by: smith14 3 Jun 2015, 13:01

ქალი გვინდა თემაშიიიიიიიი!
ქალი ნაზი, ტურფააა..
აქეთ კაცი, იქ ქალი
რა ქელეხის სუფრაა?! drug.gif

Posted by: nipponcaucasus 3 Jun 2015, 16:53
MOSHAYIRE
რატომ დამტოვე ეულად
თემა შაწყდა და დამშორდი,
სყვარულ მქონდა შვეულად,
მბრუნავი, როცა ბავშვობდი.

ყავას რომ დასცლი ჩექმებით
და გაგიჩნდება სკლეროზი
ახალი ნიკი შეჰქმენი,
რითმით დავათროთ ეროსი. (ოკ?)






Posted by: TruthIndex 3 Jun 2015, 19:37
აქ ლექსებით უნდა შემოვიდე ხოლმე?

Posted by: nipponcaucasus 3 Jun 2015, 21:11
TruthIndex
ასე მალე სურვილები
ცხოვრებაში ნეტავ ხდება?
ბევრს თან ჩააქვს წყურვილები
ალბათ ყველა მეთანხმება.

იგუგულე, კაფე-თესე!
აიმედე მთელი გუნდი,
ლექსად წერე კაფე, კვესე
დაამსხვრიე შუღლის ხუნდი.

დაანგრიე ტიხარია
ქალისა და კაცისაო, smile.gif
ყველა გეტყვის გვიხარიას,
ცოტა ხანი მაიცაო.







* * *
QUOTE
შენ არ მოხვედი
და ძლიერ წვიმდა,
მე მომიტანა შენი სურნელი....


არც შენ მოხვედი
მე მგონი იღებს,
და იფანტება ბნელი ღრუბელი...

Posted by: TruthIndex 3 Jun 2015, 21:54
nipponcaucasus

ვერ გავიგე რა მითხარით,
რა წყურვილი და რა წყალი,
წყალს რომ ვსვამ და ვიბღვირები,
ცხოვრებაზე ვარ გამწყრალი. : P

Posted by: smith14 4 Jun 2015, 11:11
QUOTE
ცხოვრებაზე ვარ გამწყრალი


TruthIndex

რად ემდური ცხოვრებას,
ვერ იშოვე ქონება?
თუ მუდამდღე დიეტობ
შაგაღონეს ქონებმა?spy.gif

Posted by: nipponcaucasus 4 Jun 2015, 12:08


TruthIndex
კოქტეილი სვი ხილებით,
არ იქნები გულდამწყდარი...

მოკლება კაბა, კოჭი გრძელი,
სიგარა და ვისკი ძველი...

მხარი უნდა სიჩაუქეს,
მოშორება ძველა მცველის.
ცოდოა არის სიჭაბუკეს
დასაღვრელად ვინც კი წველის.

smith14

ვწუხვარ როცა ქალბატონი
მკლავ-ფერდებში ქონებს ჰმონებს.
გავა ჭკუას გადაწონის,
ისაბაბებს მის ჰორმონებს.


* * *
ყავის სმა მარილ-ვანილით,
ისე გუგუნებს ჭეკლასი,
ვით გაზზე გადაყვანილი
ნატაქსავები ცეკლასი. smile.gif)).



Posted by: norieli 4 Jun 2015, 23:29
oxunji pirveli
QUOTE
ყოველ დილით მირეკავს
კონდოლიზა რაისი..


ეგ ბებერი ქალწული
ყოველ დილით გირეკავს?..
ნეტავ, შენ რას გაწუხებს-
იქ ხო რიჩარდ გირი ჰყავს!...

wink.gif

Posted by: oxunji pirveli 8 Jun 2015, 18:51
ოცნება ამივსე
ჟანგით და მარილით,
დილა გამითენე
განსჯის და რისხვის..
შენი იმედი
კარებთან მოტანილი,
მდუღარე წყალივით გადავისხი..

TruthIndex

მოვიმღვრეოდი დაჭრილი ჯიქი,
უკან მრჩებოდა ფერთა სიუხვე..
ქალი შემომხვდა დაცლილი ჭიქით,
გამოპარვოდა წუხელ ჭიუხვებს..biggrin.gif

კეთილი იყოს თქვენი ფეხი საკაფიოში! biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 9 Jun 2015, 13:49
ღრმად რო ჩაისუნთქავ დილაზე,
ლექსებს რო დაწერ წვიმაზე,
გულებს რო დახატავ სილაზე, (გინდა შეორთქლებულ მინაზე)
ე! მაშინ ფიქრობ იმაზე. smile.gif.






Posted by: Uxeiro 9 Jun 2015, 15:56
QUOTE (nipponcaucasus @ 9 Jun 2015, 13:49 )
ე! მაშინ ფიქრობ იმაზე. smile.gif.

თავს ახლი ქვაზე ან რკინაზე? smile.gif

Posted by: nipponcaucasus 9 Jun 2015, 19:24
Uxeiro
მეორე კუპლეტიც მქონდა
წავშალე, ახლა ვინანე.
დაკოდილი ხმით ისმოდა,
"ვიცოცხლებთ მტრების ჯინაზე!"


ცოტა მეტ მაინც გეწერა,
ეტყობა ფიქრობ ზინაზე, smile.gif
ტრუსიკი რომ გადმოფინა,
გუშინ სარეცხის სინაზე.




Posted by: Uxeiro 9 Jun 2015, 19:32
QUOTE (nipponcaucasus @ 9 Jun 2015, 19:24 )
ცოტა მეტ მაინც გეწერა,
ეტყობა ფიქრობ ზინაზე, smile.gif

კაფია მოკლე სჯობია,
შემდეგზე არა, წინაზე yes.gif

Posted by: nipponcaucasus 9 Jun 2015, 21:54
QUOTE
კაფია მოკლე სჯობია,
შემდეგზე არა, წინაზე 


მოკლე სჯობავსო რომ ამბობ
ქალებზე ვწერე წინაზე,
მოკლეთი როგორ აპირებ
შაუნარჩუნო სინაზე? smile.gif

მე მგონი ვერ მაიცალე
არაყ აყოლებ პივაზე!


* * *
გილოცავთ მოკაფიენო
გაწითლებულა თემაო...

Posted by: norieli 10 Jun 2015, 00:12
QUOTE
გილოცავთ მოკაფიენო
გაწითლებულა თემაო...


ზოგს ელის დაფნის გვირგვინი
და ზოგს კი ანათემაო...

Posted by: Ezekia 10 Jun 2015, 00:22
მაგარია!

up.gif smile.gif

Posted by: norieli 10 Jun 2015, 01:38
oxunji pirveli
QUOTE
ოცნება ამივსე
ჟანგით და მარილით,
დილა გამითენე
განსჯის და რისხვის..
შენი იმედი
კარებთან მოტანილი,
მდუღარე წყალივით გადავისხი..


იფრთხილე,,ძმობილო..
იმედს ნუ ენდობი..
ახასიათებენ
ერთობ
ენტროპიით..
მაგრამ რაღას იზამ-
თუ გაქვს შეტოპილი...
იმედგაცრუების
გაუშვი "ტოპოლი"..

Posted by: nipponcaucasus 10 Jun 2015, 03:00

დამარცხებულთა სარითმი
გვერდზეა ანას თემაო,
აქაა ლექსის ზეიმი
და არწივების ფრენაო.

რა სტუმრებივით დადიხართ
არ გშვენით ბოლთის ცემაო
მაიწით გამოგილოცოთ
მერე დაგითმო სცენაო.

რად დაიმოკლეთ სიტყვები
თავ რით იმართლებთ თქვენაო,
კაფიის საწევროები
მოკლეთი ვერა წყდებაო! )))

(ჩემზე უკეთა თქვენ იცით მართალ რო ვამბობ მენაო)














Posted by: Apoptosis 10 Jun 2015, 08:44
მუზა მემდურის.
არ გეგონოთ,
რომ მიგატოვეთ...
უსამართლობის
მსხვერპლია და
ვეღარ ხატოვნებს.

lol.gif

Posted by: oxunji pirveli 10 Jun 2015, 10:29
norieli

QUOTE
იფრთხილე,,ძმობილო..
იმედს ნუ ენდობი..
ახასიათებენ
ერთობ
ენტროპიით..
მაგრამ რაღას იზამ-
თუ გაქვს შეტოპილი...
იმედგაცრუების
გაუშვი "ტოპოლი"..


ახლაც მწვავს ღიმილი
საყვარელ გოგოსი..
არ მინდა მჯეროდეს,
რომ მართლა შევტოპე..
ვუხსნიდი სიყვარულს,
ცეკვავდა ქოქოსი,
ტალღები ანგრევდა
ნიცას და სენ-ტროპეს.. biggrin.gif

Ezekia


QUOTE
მაგარია!

  


შეფასებისთვის - მადლობა!
(გადმოგცემთ თემის სარდლობა) biggrin.gif
* * *
Apoptosis

QUOTE
მუზა მემდურის.
არ გეგონოთ,
რომ მიგატოვეთ...
უსამართლობის
მსხვერპლია და
ვეღარ ხატოვნებს.


დამშვიდდი ჩემო ოლივერ,
ლექსებს დაატყვე ხარისხი!
ერთ ბედს ქვეშა ვართ ორივე,
მგონი, ვლოთდები, - დამისხი!:D

Posted by: norieli 10 Jun 2015, 22:24
oxunji pirveli
QUOTE
ახლაც მწვავს ღიმილი
საყვარელ გოგოსი..
არ მინდა მჯეროდეს,
რომ მართლა შევტოპე..
ვუხსნიდი სიყვარულს,
ცეკვავდა ქოქოსი,
ტალღები ანგრევდა
ნიცას და სენ-ტროპეს.. biggrin.gif


უხსნის და....
ა ,ტიპი!...
ზედ კი არ მიახტა...
წინ იყო ანტიბი
და თეთრი იახტა...

უცებ ცას უბნელებს-
ულაჟვარდოვანეს-
ნაცნობი უბნელი,
-შენც აქ ხარ...ოვანეს?...
biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 10 Jun 2015, 23:07
norieli

QUOTE
ნაცნობი უბნელი,
-შენც აქ ხარ...ოვანეს?...


განცდა მაქვს ჩემო ზელიმხან,
გეფხანება და ვერ იფხან..

Posted by: norieli 10 Jun 2015, 23:53
oxunji pirveli

QUOTE
განცდა მაქვს ჩემო ზელიმხან,
გეფხანება და ვერ იფხან..


ყველაფერს ნიჭი სჭირდება...
ყველას კი არ აქვს-შენი ფხა...
* * *



QUOTE
ნაცნობი უბნელი,
-შენც აქ ხარ...ოვანეს?...

თუ კარგად გადათვლი
თანხმოვნებს..ხმოვანებს--
QUOTE
-შენც აქ ხარ...ოვანეს?...

ამას შენ მიმართავ!!!!!!
გეწყინა ხომ არ ეს?....

Posted by: oxunji pirveli 11 Jun 2015, 07:16
norieli

QUOTE
უცებ ცას უბნელებს-
ულაჟვარდოვანეს-
ნაცნობი უბნელი,
-შენც აქ ხარ...ოვანეს?...

QUOTE
მას შენ მიმართავ!!!!!!


QUOTE

თუ კარგად გადათვლი
თანხმოვნებს..ხმოვანებს


რად უნდა ამას გადათვლა,
აგერ, ხითხითებს გივი და..
მგონი, კალამი გადათვრა
და ბუნდოვნად გამოგივიდა.. biggrin.gif

QUOTE
ხმოვანებს


ხმოვნებს..

Posted by: nipponcaucasus 11 Jun 2015, 19:15
ფუთი კაფია გახდა უნცია,
ჰოდა მეც ვიკისრე ტელფერის ფუნქცია. smile.gif



Posted by: norieli 12 Jun 2015, 00:37
oxunji pirveli
QUOTE
ხმოვნებს..


არაფერს არ უშვებ..
ლევს გავხარ-იაშინს...
ლომს გავხარ-ჟინ -აშლილს-
მორფოლოგიაშიც.....

შევღებავ გუაშით
ან იქვე მივაშლი

-"ა"-

როა შუაში

ძვალივით გაჩრილი-
ეგ ძაღლის არჩივი


თუ

ღვინჯილიასთან

ჯერ მაინც არ ჩივი?!...wink.gif

biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 12 Jun 2015, 09:40
norieli


QUOTE
არაფერს არ უშვებ..
ლევს გავხარ-იაშინს...
ლომს გავხარ-ჟინ -აშლილს-


ვკითხულობ შაირს და
მივირთმევ ალუჩას,
განწყობა
დაჭრილი ჯიხვივით მიფრთხება..
წავიდა იმედი,
არც ბოლო არ უჩანს,
ფიქრები მკბენენ და
გარბიან ვირთხებად.. biggrin.gif

QUOTE
ღვინჯილიასთან

ჯერ მაინც არ ჩივი?!...


რად მინდა ლევანი,
ან ვინმე დოცენტი,
არც ვინმეს ვუჩივი,
ჩემთვის ვარ ბატონო!
არა მაქვს ღალატის
არც ერთი პროცენტი,
დათმენით ვცხოვრობ და
ჩემ სინდისს ვპატრონობ.. biggrin.gif

Posted by: annavita 12 Jun 2015, 20:40
................................................


2kiss.gif alk.gif 2kiss.gif

Posted by: smith14 12 Jun 2015, 22:01

მეჩვენება?

თემის დედა..spy.gif


Posted by: oxunji pirveli 12 Jun 2015, 23:24
annavita

ოხუნჯმა თემას გახედა,
გადაუბრწყინდა სახე და..
ანა ლექსით და სიმღერით
წინ მოუძღვოდა სახედარს.. biggrin.gif

ბებო, მოგვენატრე biggrin.gif

Posted by: annavita 13 Jun 2015, 01:17
oxunji pirveli
QUOTE
ანა ლექსით და სიმღერით
წინ მოუძღვოდა სახედარს..

ანა არაფერს არ იტყვის,,,
სახედარს ახედ-დახედავს... biggrin.gif

ბებოსაც მოენატრეთ biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 14 Jun 2015, 00:25
annavita

მაყარში გყავდა შაყირა,
თუ სიჯიუტესთან წაყინა? rolleyes.gif biggrin.gif


შაირი აქვს
ფიცხი, ''რესკი'',
ვნახე მისი ნარითმია,
აქ არ მოდის,
ნორიელს კი
გაუჩინა არითმია. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 15 Jun 2015, 01:15
annavita

თქვენს მოსვლას სალამს ვუფრაზებ,
გადამიარა ტრაურმა.
თითქოს მუშების სუფრაზე,
ქვაბით ჩამოდგეს ყაურმა.






Posted by: oxunji pirveli 15 Jun 2015, 08:54
ვგდივარ ფიქრთან ნაომარი,
თხელ საბანში ვიმალები,
არ მაძინებს მომღიმარი
ჭორფლიანი ყვრიმალები.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 15 Jun 2015, 14:48
ეს გაიძვერა
ბებერი ვერა...
ბუნების ბღვერამ
ნაცები ჟვერა.

მიაპობს ტალახს, მინისტრი წვერა,
დიდი ლამპოჩკა, ფანარით ზვერავს.
სტუმარ ბეჰემოტს დღეს პრიმავერა,
მასპინძლობს... რა ვთქვა? გვეშველა? - ნეტა..








Posted by: niki-biki:) 16 Jun 2015, 20:13
oxunji pirveli
QUOTE
ნიკი-ბიკი შეყვარებულია და ჯერ ჩვენთვის არ სცალია..

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შეყვარებული არა ვარ,
მხოლოდ დავხტი და ვხალისობ,
გადამეყრება საჩემო,
იმედი კი მაქვს ხვალისო smile.gif))

smith14
QUOTE
ყავს მანქანა, თუ აქვს ფულია?
შენნაირი ბულბულია? spy.gif


biggrin.gif
ბულბულის რა ვთქვა, ჯიგარო,
ცოტა იადონს ჩამოგავს,
მანქანები კი.. რა ვიცი...
ჩალიჩობს..მიდის, ჩამოყავს.. biggrin.gif

Posted by: Levan_i 17 Jun 2015, 10:25
ჩაეშვა ღამე გულის არეში...
"არ გყავს ბადალი" არე-მარეში...

გააგრძელეთ

Posted by: smith14 17 Jun 2015, 10:48
QUOTE
ჩაეშვა ღამე გულის არეში...
"არ ჰგყავს ბადალი" არე-მარეში...


ო როგორ მიყვარს ღამე თარეში..
წვიმა, ქუჩები ხალხის გარეშე..

Posted by: nipponcaucasus 17 Jun 2015, 13:04
დღეს უნდა დავთვრე გენაცვალეში,
მაშინას ვტოვებ ჯონდოს ფარეხში.

* * *
დღეს უნდა დავთვრე გენაცვალეში,
მაშინას ვტოვებ ჯონდოს ფარეხში.

Posted by: oxunji pirveli 17 Jun 2015, 18:51
niki-biki:)


QUOTE
გადამეყრება საჩემო,
იმედი კი მაქვს ხვალისო ))


გიმზერ და მჯერა უცილოდ,
გადაგეყრება საშენო,
რომ ეს ცხოვრება უძირო
''ცენტრ პოინტივით'' აშენოთ.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Jun 2015, 21:59
მამი სმეტანა იყიდე
გადაგეღალა სიძეო ...

Posted by: oxunji pirveli 17 Jun 2015, 22:27
QUOTE
მამი სმეტანა იყიდე
გადაგეღალა სიძეო ...


როგორ გავაწვდენ სმეტანას,
ჰქონია მკლავის სიგრძეო.. biggrin.gif

Posted by: niki-biki:) 18 Jun 2015, 00:05
oxunji pirveli
QUOTE
გიმზერ და მჯერა უცილოდ,
გადაგეყრება საშენო,
რომ ეს ცხოვრება უძირო
''ცენტრ პოინტივით'' აშენოთ..


რაღაც მისურვე კაი თუ,
ცხოვრება გააშაყირე? biggrin.gif
ამ ცენტრ–პოინტმა ხალხს ფული
აართვა, თავზე იყარა :ო

Posted by: nipponcaucasus 18 Jun 2015, 00:30
ხანდახან თითი მკლავსა სჯობს
აქაა მთელი სიბრძნეო. smile.gif))

Posted by: Levan_i 18 Jun 2015, 02:35
ვერ მიმიხვდით "პათოსს", ალბათ საკმარისად გასაგებად ვერ დავწერე;
არ დადგება რა ჩემგან პოეტი

========

ვაფშე აქ რისთვის მოვედი...

Posted by: smith14 18 Jun 2015, 09:53
QUOTE
ხანდახან თითი მკლავსა სჯობს
აქაა მთელი სიბრძნეო. ))


სჯობდა რო თითი მეტაკნა..
მუშტი ვკარ, ხელი ვიღრძეო..

Posted by: nipponcaucasus 18 Jun 2015, 11:04
smith14
)))))))))

ეს რა მოგსვლია შე კაცო
ღამე გქონია მძიმეო,
სანამდე მუშტებს იქნევდი
ჯერ გაგეზომა სიღრმეო! smile.gif))

Posted by: smith14 18 Jun 2015, 11:50
nipponcaucasus

თითის ტაკებას ვგულისხმობ თვალში..
ჩხუბი მოგვიხდა ქორწილში.. ვანში.. mad.gif

Posted by: nipponcaucasus 18 Jun 2015, 12:54
smith14
ხომ არ დაგჩაგრეს იმერლება კახელნი ჯანში?
დედოფლის მხრიდან იქნებოდი ბზარი გაქვს ხმაში! smile.gif))






* * *
Levan_i
QUOTE
ვერ მიმიხვდით "პათოსს",


ვფიქრობ რომ დადარდიანდი,
რადგან ვერ მივხვდი პათოსი
შენ იყავ დარტანიანი
მე კი ვიქნები პართოსი. alk.gif






Posted by: oxunji pirveli 18 Jun 2015, 19:37
niki-biki:)


QUOTE

რაღაც მისურვე კაი თუ,
ცხოვრება გააშაყირე?
ამ ცენტრ–პოინტმა ხალხს ფული
აართვა, თავზე იყარა :ო


მე ვიგულისხმე შენება
და არა ''დაყაჩაღება'',
რომ თქვენმა მშვენიერებამ
შუქი დაჰკიდოს თაღებად.. biggrin.gif

ნიპონა გვიდგას ამწეში,
შენ კი შემოხველ ნაყინად..
რაც მე დავწერე სამ წელში,
ერთ კვირაში წერს შაყირა.. biggrin.gif

nipponcaucasus

QUOTE
მამი სმეტანა იყიდე
გადაგეღალა სიძეო ...


რა მაცდური რაღაც დადე..
თან სიმამრი რომ სმეტანით მოგამარაგებს.. biggrin.gif
იყოს მეორე ვარიანტიც:

აღარ გამოგდის შეტანა?
- თავს ნუ გვაცოდებ სიძეო..
ვედრით დაგიდგი სმეტანა,
წამოხტი, გაიღვიძეო.. biggrin.gif

Levan_i


QUOTE
ალბათ საკმარისად გასაგებად ვერ დავწერე;


ჩემო ლევან,
თუ აქ წერა
გამოგდის სხვანაირად..
'' გადახტი და ათამაშე
თიკუნა და ნაირა''..


QUOTE
არ დადგება რა ჩემგან პოეტი


რითმა უნდა გაიხადო
ძმაკაცებად, დაქალებად..
ლექსში კარგად რომ წავიდეს
უნდა მისცე დაქანება.. biggrin.gif

გამოგვიარე ხოლმე.. biggrin.gif

Posted by: niki-biki:) 18 Jun 2015, 21:27
oxunji pirveli
QUOTE
მე ვიგულისხმე შენება
და არა ''დაყაჩაღება'',
რომ თქვენმა მშვენიერებამ
შუქი დაჰკიდოს თაღებად.. biggrin.gif

ნიპონა გვიდგას ამწეში,
შენ კი შემოხველ ნაყინად..
რაც მე დავწერე სამ წელში,
ერთ კვირაში წერს შაყირა..


<3
ქალისაა სახლში შუქი?
ქალია რო ანათებს?
ჰე, მომეცით ოჯახი და
ვნახო, თუ გავანათებ :მორცხვ;

Posted by: annavita 18 Jun 2015, 23:03
ხომ მშვიდობით გადარჩით ამა თემის ბინადარნო?

Posted by: oxunji pirveli 19 Jun 2015, 00:38
annavita

QUOTE
ხომ მშვიდობით გადარჩით ამა თემის ბინადარნო?


აღარ ჩანდი..
რა ხდება შენსკენ, მშვიდობა გაქვს? smile.gif

Posted by: mamukap 19 Jun 2015, 00:46
საღოოოლ
მაგრები ხართ
მაგრად ვიხალისე
ხვალ კიდევ წავიკითხავ
პირველად ვარ ამ თემაში

Posted by: smith14 19 Jun 2015, 11:42
QUOTE
ხომ არ დაგჩაგრეს იმერლება კახელნი ჯანში?
დედოფლის მხრიდან იქნებოდი ბზარი გაქვს ხმაში!



nipponcaucasus

კი ქალის მხრიდან ვიყავით
წავიღეთ ღვინო კახური..
გაჩაღდა დიდი ქეიფი
სუფრა იყო არნახული..

მოადგილეთაც დამნიშნეს
ვიყავ თამადის მსახური..
სმაში წავიდა შეჯიბრი
დავიკიდე სამსახური..

ბოლოსკენ ამ ჩემალალამ
სიტყვა წარმოსთქვა ახვრული..
თქვა: ბევრგან მითამადია
ბევრი სუფრა მაქვს ნახული..
მარა ეს ღვინო არ ვარგა
თუმცა კი არი კახური..
ჩვენი ღვინო დაიწუნეს
წარაფი კარდანახული..
ბატონ თამადას პასუხად
ვუთხარით: იდი ნახუი!




მერე ვიღაცამ უთარგმნა..
არ მახსოვს ვინ ვის ურტყავდა..
facepalm.gif


niki-biki:)

QUOTE
ქალისაა სახლში შუქი?
ქალია რო ანათებს?


ქალი კაშკაშა, მცხუნვარე
როგორც ღუმელი მარტენის..
სულ მუდამ რომ კაშკაშებდეს
სჭირდება კარგი დამტენი..spy.gif

Posted by: nipponcaucasus 19 Jun 2015, 13:25
smith14

QUOTE
ბატონ თამადას პასუხად
ვუთხარით: იდი ნახუი!

))))))))))))) up.gif

იმერლებს უყვართ ფაფხური
ზამთარში უნდათ ზაფხული,
ცხოვრება გამოჩარხული,
რუსის ქალებთან ხახუნი.

(გამოსდით თუ აქ მამიკოს
ფულები გადანახული!)

* * *
oxunji pirveli
QUOTE
რაც მე დავწერე სამ წელში,
ერთ კვირაში წერს შაყირა.. biggrin.gif


ვეძახე ხაშ და ნიორზე,
რატომღაც გაინაპირა... smile.gif))
სადახარ ჩვენო ბიონსე,
მაზუთიანო შაკირა!
***

QUOTE
აღარ გამოგდის შეტანა?
- თავს ნუ გვაცოდებ სიძეო..
ვედრით დაგიდგი სმეტანა,
წამოხტი, გაიღვიძეო.. biggrin.gif


სიმამრს უჭირავს ბერდანა,
თითებით სასხლეტს იძევსო..

3თვე გორავ ჩემთანა,
ქალ ფეხ ვერ დაუმძიმეო?!
დაგადო ვაზის მკვნეტარა,
შე მართლა სკუტუბიძეო!


* * *
annavita
QUOTE
ხომ მშვიდობით გადარჩით ამა თემის ბინადარნო?

მიხარია ანავიტა თემას ბეჭს რო მიაფხანო!

Posted by: TruthIndex 21 Jun 2015, 03:49
არ მიყვარს ღრუბელშეყრილი
და სულ მტირალი თბილისი,
სიცოცხლის მტერი არ მიყვარს
ცრემლით დამბანი პირისა,
ეს ნიაღვრები გლოვისა
ღამესია თუ დილისა.
სიკვდილო განვედ, ნუ მიგყავს
გოგო-ბიჭები მზიანი,
ია-ვარდ მფენი პირითა,
ანგელოზებრივ ფრთიანი.
არ მიყვარს ღრუბელშეყრილი
და სულ მტირალი თბილისი...

Posted by: oxunji pirveli 21 Jun 2015, 13:41
niki-biki:)

QUOTE
ქალისაა სახლში შუქი?
ქალია რო ანათებს?


ქალი მაშინ ბრწყინავს და ალმასივით ანათებს,
როცა თავქვეშ დაუწყობ დოლარებს და მანათებს..
თუ მოაკლდა ფული და წამოიწყო წიოკი,
ხან კვერცხები გხვდება და ხანაც კარალიოკი.. biggrin.gif

მადლობა ღმერთს, რომ გამონაკლისებიც არიან.. biggrin.gif

TruthIndex


QUOTE
არ მიყვარს ღრუბელშეყრილი
და სულ მტირალი თბილისი,
სიცოცხლის მტერი არ მიყვარს
ცრემლით დამბანი პირისა,
ეს ნიაღვრები გლოვისა
ღამესია თუ დილისა.
სიკვდილო განვედ, ნუ მიგყავს
გოგო-ბიჭები მზიანი,
ია-ვარდ მფენი პირითა,
ანგელოზებრივ ფრთიანი.
არ მიყვარს ღრუბელშეყრილი
და სულ მტირალი თბილისი...


ყოჩაღ! up.gif

Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 17:31
oxunji pirveli

QUOTE
ქალი მაშინ ბრწყინავს და ალმასივით ანათებს,
როცა თავქვეშ დაუწყობ დოლარებს და მანათებს..
თუ მოაკლდა ფული და წამოიწყო წიოკი,
ხან კვერცხები გხვდება და ხანაც კარალიოკი.. 

მადლობა ღმერთს, რომ გამონაკლისებიც არიან.

biggrin.gif
დოლარებს და მანათებს ურჩევნიათ ფერება
დეზინფორმატორობა სულ არ შეგეფერება(თ).biggrin.gif

გამონაკლისები კი თუ არიან -პირიქით ... tongue.gif



Posted by: norieli 21 Jun 2015, 19:20
oxunji pirveli
QUOTE
მადლობა ღმერთს, რომ გამონაკლისებიც არიან.. biggrin.gif

სემირამიდა
QUOTE
გამონაკლისები კი თუ არიან -პირიქით ... tongue.gif

---

სიმართლე სად არჩიო,
დრომ ისეთი იკადრა..
რადგან ჩვენი არჩილა
ცოლმა უნდა არჩინოს-
გაქრა რომანტიკა და
დარჩა
" ნისან
მარჩი"-ო...

Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 19:57
norieli
დრომ რომ იკადრა განა ჩვენც
უნდა ავუწყოთ ფეხი
ეგრე ფიქრობს მარტო
ტეტია და გლეხი biggrin.gif tongue.gif



QUOTE
რადგან ჩვენი არჩილა
ცოლმა უნდა არჩინოს-

რაღა დარჩა არჩილას
ბირჟა და საქმის გარჩევა :დ


Posted by: norieli 21 Jun 2015, 20:14
სემირამიდა
QUOTE
დრომ რომ იკადრა განა ჩვენც
უნდა ავუწყოთ ფეხი
ეგრე ფიქრობს მარტო
ტეტია და გლეხი biggrin.gif tongue.gif


მე მაპატიეთ..სოფლელს..უმეცარს..
ბევრჯერ მომსვლია აქ იაღლიში..
ლექსიც მქონია ბნელი ,მრუმეცა-
ნუ,,მივამატებ ზემოთაღნიშნულს...

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 20:34
norieli
annavita
თემას ერთგულობთ
ძველსა თუ ახალს?-
როგორაც ვხედავ
ორ ცეცხლს შუა ხართ

biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 20:38
norieli
ნორიელ დავსერჩე ფორუმის გვერდებზე
ლექსი აქვს ნაწერი უბრძნესი ვედებზე

არ ვერჩი პირადად არაფერს
ტყუილების ხალიჩას თუკი არ დააფენს
თავს ნუ "დაიმდაბლებს" ვითომ tongue.gif
ბევრს ვითხოვ?

რაღაცა რითმა გამებნა biggrin.gif

Posted by: norieli 21 Jun 2015, 21:11
სემირამიდა
QUOTE
დავსერჩე ფორუმის გვერდებზე

QUOTE
ტყუილების ხალიჩას თუკი არ დააფენს


რატომ შეწუხდით...
თავისუფლებას შაირი იტანს..
აქ არ ვუზუსტებთ მენიუს
მიმტანს...

არ იწერება რეიტინგი..ქულა,ნიშნები..
ასატანია ხუმრობები..იაღლიშები...

რა სჯობია -"ჩალიჩით"
და რითმებთან ფლირტებით-
"ტყუილების ხალიჩით"
ცისკენ თუ გაფრინდები...

* * *



MOSHAYIRE
QUOTE
თემას ერთგულობთ
ძველსა თუ ახალს?-
როგორაც ვხედავ
ორ ცეცხლს შუა ხართ


გთხოვ,ამაზე ორივე
თემის ავტორს ებაზრე...
მახსოვს...დავსვი საკითხი-
გაერთიანებაზე!

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 21:32
norieli
QUOTE
მახსოვს...დავსვი საკითხი-
გაერთიანებაზე!


მაგ საკითხი, არ მახსოვს
დასვი რომელ კრებაზე?

Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 21:42
norieli
მაშ გაუმარჯოს თავისუფლებას !:D
რითმის ღმერთს მართლას და გინდაც მტყუანს
მეცოდინება და დღეიდან
"ხუმრობების .იაღლიშების..." ჩაქაფულებს
დაურიდებლად მივაყოლებ ფლირტების ყუას biggrin.gif

QUOTE
რა სჯობია -"ჩალიჩით"
და რითმებთან ფლირტებით-
"ტყუილების ხალიჩით"
ცისკენ თუ გაფრინდები...



ცისკენ გაფრენა ძნელია მარტო
უნდა თანამგზავრი ...
ხანდახან გაგართოს
ხანდახან აგშალოს ფიქრების ტალღებად
დარჩებით ბალღებად
თუკი


Posted by: norieli 21 Jun 2015, 21:49
MOSHAYIRE
QUOTE
მაგ საკითხი, არ მახსოვს
დასვი რომელ კრებაზე?


თავიდანვე...
რად წავისვა ტყუილების
ფინთი მური...
ანას თემა..
მე და შენ და
საუბარი-
"ინტიმური"... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 22:21
norieli

ინტიმური საუბარი?
მე არ მახსოვს ესე ჟამი
დავიბენი...კორვალოლი...
ვალიდოლი...
წყალი...
სკამი...

:გივი:

Posted by: norieli 21 Jun 2015, 22:57
სემირამიდა
QUOTE
უნდა თანამგზავრი ...

1+1 -ორია!..
მოგვწონს,ტოლობა როცა სწორია...
და ამ ტოლობას გვერდს ვერ უვლიან..
ცხოვრებაში კი ზოგჯერ ერთია
ჯამი
და
უფრო ხშირად ნულია...

დრო მწვერვალია,განა ღრმულია...
ყოველი წამი-დანაღმულია...
სულყველა ადის ხელისცეცებით..
არც სავარძელი.არც სარეცელი...
გიყვარს?! -ადიხარ..
არა?! -ეცემი...



* * *
MOSHAYIRE
სადა ხარ ღმერთო..
(გიხმობთ ეროსად..).
ნახე, რა უცებ
მიმასკლეროზა.... biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 22 Jun 2015, 00:51
სემირამიდა

QUOTE
დოლარებს და მანათებს ურჩევნიათ ფერება
დეზინფორმატორობა სულ არ შეგეფერება(თ).


აგერ, რაღა შორს წავიდე,
მეზობელი მყავს - ხათუნა,
იჯდა მშიერი, ქმარმა კი
მკერდს ხელი მოუთათუნა..

უცბად აენთო ხათუნა
და მისი ქმარი - ყიზილა
კუთხეში მიიმწყვდია და
ხინკლის ცომივით მიზილა.. biggrin.gif

MOSHAYIRE
norieli

ესე, რა biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 01:20
norieli
QUOTE
დრო მწვერვალია,განა ღრმულია...
ყოველი წამი-დანაღმულია...
სულყველა ადის ხელისცეცებით..
არც სავარძელი.არც სარეცელი...
გიყვარს?! -ადიხარ..
არა?! -ეცემი...


რა ვთქვა?! სიტყვები არი ზედმეტი
სიჩუმის წერა ჯერ არ გამომდის
ვზივართ დანაღმულ მწვერვალებზე და
ვიცდით მე და..მე...შუაღამემდე
ველი ნეტა –ვის?
ოღონდ არ მინდა მერე დაცემა
ოღონდ დამინდე
ამ საღამომდის





oxunji pirveli
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგრად ვიცინე ოხუნჯო
მგონი ამართლებ სახელს
ისეთებ იტყვი ხანდახან
რო შეშურდება კახელს biggrin.gif







Posted by: TruthIndex 22 Jun 2015, 10:45
oxunji pirveli
QUOTE
ყოჩაღ! 

გმადლობთ.

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 13:07
TruthIndex
აქ მადლობაც რითმულად
გადიხადო უნდა
შენი ნამდვილ კაფიის
ჩვენ წაკითხვა გვსურდა

Posted by: TruthIndex 22 Jun 2015, 14:04
MOSHAYIRE

მე არ ვიცი რას ეძახით
თქვენ კაფიას ნამდვილს,
თუ ჩემი გსურთ წაიკითხოთ
გზას გასწავლით ადვილს:
წინა გვერდი გადაშალეთ,
ჩამოყევით ქვემოთ.

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 14:13
TruthIndex
QUOTE
წინა გვერდი გადაშალეთ,
ჩამოყევით ქვემოთ.

ეს არ ჩაჯდა რითმში მაინც
საჭიროა ვარჯიში
ადვილ გზებსა ნუ მასწავლი
ძალზედ რთული ვარ ჯიშის..

wink.gif

Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 14:44
MOSHAYIRE
ჯერ შემოხვედი უსალმოდ,
"და-ძმა" ყვედრებით მოქარგე,
ტერიტორია უქალო
მითითებებით მოშარდე.


"აქანა მე ვარ სიმონის!"
დიაცურია ბაზარი,
ჩეფირისა და ლიმონის,
სურნელოვანი ნაზავი.




Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 14:56
nipponcaucasus
QUOTE
ჯერ შემოხვედი უსალმოდ,

მერე რა რომ უსალმოდ?
ვერ მეტყვი რომ უკალმოდ
biggrin.gif

Posted by: smith14 22 Jun 2015, 14:58



MOSHAYIRE დაგვიბრუნდა
annavit სად ხარ შამოდი!
MOSHA სადაც რო მოშარდავს
ბალახი აღარ ამოდის..

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:08
smith14
QUOTE
MOSHA სადაც რო მოშარდავს
ბალახი აღარ ამოდის..


აღარ ამოდის ბალახი?
ისე იძახი, თითქოსდა
ათასჯერ გქონდეს ნანახი...

Posted by: smith14 22 Jun 2015, 15:24
QUOTE
ისე იძახი, თითქოსდა
ათასჯერ გქონდეს ნანახი..


არა, დავწერე კარნახით.. drug.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:25
smith14
QUOTE
არა, დავწერე კარნახით..


ვინმე თავს გადგა ჩახმახით?

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 15:28
MOSHAYIRE
QUOTE
მერე რა რომ უსალმოდ?
ვერ მეტყვი რომ უკალმოდ


აბა "უკალმოს" გაკადრებთ?
მერანი გადაგიღლია,
ნათხლეშ კვერცხებმა დამკაწრეს,
გაწეპილი მაქ იღლია! smile.gif))



Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:32
nipponcaucasus

QUOTE
ნათხლეშ კვერცხებმა დამკაწრეს,
გაწეპილი მაქ იღლია


წყალი ხომ გაქვს და საპონი?-
კვერცხია, განა წიხლია?

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 15:35
QUOTE
MOSHA სადაც რო მოშარდავს
ბალახი აღარ ამოდის..
up.gif

MOSHAYIRE
რა ტყვილა ვკრიჭე ბალახი
სათიბელათი დაჩაზე?
გესესხებინა ხვალამდი
ან გაგიცვლიდი ჭაჭაზე.

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:38
nipponcaucasus
არ გინდა ამდენი შარდები
თუ არა აგიშარდები!

Posted by: Uxeiro 22 Jun 2015, 17:09
ვინაც არ აშარებულია,
ვისაც არ მოუშარდია,
იმისთვის მომირთმევია
ჭინჭრებ და ეკალ-ბარდია

Posted by: TruthIndex 22 Jun 2015, 19:51
QUOTE (MOSHAYIRE @ 22 Jun 2015, 14:13 )
TruthIndex
QUOTE
წინა გვერდი გადაშალეთ,
ჩამოყევით ქვემოთ.

ეს არ ჩაჯდა რითმში მაინც
საჭიროა ვარჯიში
ადვილ გზებსა ნუ მასწავლი
ძალზედ რთული ვარ ჯიშის..

wink.gif

ეგ ახალი კუპლეტია,
დაუმთავრებელია,
მისაგნებად დაგიწერე,
რა? მიხვედრა ძნელია?

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 20:01
TruthIndex
ნუ საუბრობთ რებუსებით
გეთაყვა, ნუ მებუსებით

Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 20:49






MOSHAYIRE
მასწავლებლობას მაინც არ მოეშვი
გვითხარი ვინ აღზარდე სერია ჰოეში? ))))

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 21:03
nipponcaucasus
QUOTE
მასწავლებლობას მაინც არ მოეშვი
გვითხარი ვინ აღზარდე სერია ჰოეში?


შენნაირები გაკვეთილიდან
გავსვი ფოეში!

biggrin.gif

Posted by: norieli 22 Jun 2015, 22:45
MOSHAYIRE
ეჰ,ვინ გაფასებს
ამ ჩვენს გაღლეტილ
სამეფოებში... biggrin.gif

Posted by: Apoptosis 22 Jun 2015, 22:59
მატებაა თემაში,
დაგვიბრუნდნენ თან დებიც...
წარღვნა როა ე მაშინ,
ყველა ვერთიანდებით....
ეჭვი გაჩნდა დადიან
ქოლგებით და ტანდემით...
კავკასიონის* შვილებს
გაგვაკვირვებთ ანდებით*?

ერთი თხოვნა მექნება,
მოშაყირე, ანიკო...
გქონდეთ კეთილი ნება,
აღარ იშუშანიკოთ!

gigi.gif

*შენიშვნა: მთათა სისტემების სახელები გამოყენებულია არაპირდაპირი მნიშვნელობით და შეესაბამება წმაწურ-კაფიასა და ლექსპრომტს.
რომელი-რომელია თქვენც მიხვდებით.


Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 23:32
Apoptosis
ეს ქოლგები რაღაა?
სად წავიდა კასკები?
ისე მჭახედ საუბრობ
თითქოს იყო ვარსქენი

:ორი ვარსქენი:

Posted by: Apoptosis 22 Jun 2015, 23:51
MOSHAYIRE

არ ვარ ჩემო ძვირფასო,
არც ვარსქენ, არც იაკობ,
მკითხველი ვარ უბრალო,
ხან ვქრები, ხან ვკიაფობ.

ეს ქოლგები გფარავენ,
ავი კაცის მზერისგან...
აქ სულ კაი ყმები ვართ
თქვენი ხილივა გვეღირსა.




Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 00:00
Apoptosis
შენი ხილვაც არ იყო
საქმე, რომ ვთქვათ, ადვილი
არ გკმაროდა სივრცე თუ
არ გყოფნიდა ადგილი?-
დიდი ხანი არ ჩანდი
გაგიგრძელდა სადილი....

Posted by: Apoptosis 23 Jun 2015, 00:46

MOSHAYIRE

როგორ გითხრა,
სამსახური...
თანაც მუზას დეპრესია
ეახლადა და
გაახურა... რა რუსეთი,
რის რასია...
გადაგვკიდა მე და ლექსი,
აურია ყველა აზრი...
მასზე მყარი მეტალიც კი
არ არსებობს ქვეყანაზე.


Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 11:33
MOSHAYIRE
QUOTE
QUOTE
მასწავლებლობას მაინც არ მოეშვი
გვითხარი ვინ აღზარდე სერია ჰოეში?


შენნაირები გაკვეთილიდან
გავსვი ფოეში!

biggrin.gif




სანამ სერია ჰოეში ინიავებდი ფოეში, )))
ყავას უშვებდი ფორებში, ქათამს ხრუკავდით ფოლგებში,
ლექსები გადაგავიწყდა, რითმა გაგექცა ფოლებში.

მსმენელიც მისით გავიდა,
რას იზამ შეცდა პოეტში. smile.gif
* * *
დაუდგა თემას დღე ზანტი
გამექცა ანას დესანტი. smile.gif))

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 14:01
Apoptosis
QUOTE
როგორ გითხრა,
სამსახური...
თანაც მუზას დეპრესია
ეახლადა და
გაახურა


ვერ მოერევა მუზას
ვერაგი
დეპრესიაი -
ჯაჭვის პერანგი
უნდა ჩააცვა
იბრძოლონ დაე
მუზა მოიგებს -
შენ ლექსებს დადებ!

smile.gif

* * *
nipponcaucasus
QUOTE
დაუდგა თემას დღე ზანტი
გამექცა ანას დესანტი


ნიპონა კვლავინდებურად
რითმ-აზრით არის ქესატი...

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 14:07
ფართა–ფურთი , ფურთხა–ფართხა
ფაცხა–ფუცხი, ფუცხა–ფაცხა
შემოვიდა ფისო ერთხელ..დაუყვირეს–აცხა,აცხა!
შემოვიდა მეორეჯერ –ო, როგორი დაცხა..დაცხა!
მესამეჯერ უკვე აღარ შემოსულა– გაქრა საცხა biggrin.gif
დაემართა მგონი რაცხა yes.gif

Posted by: norieli 23 Jun 2015, 16:48
სემირამიდა
QUOTE
დაემართა მგონი რაცხა 


სიცხისაგან არეულმა
(40-ია,რა 8..რა 9..)
აიღო და ჩვენი ფისო
კომპიუტერს მიანარცხა..

მერე მწარედ შეაგინა
იმასაც და ამასაც და..
ეს გინება -კომპის,ფისოს
დედას მოხვდა...მამას აცდა...

wink.gif

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 16:53
MOSHAYIRE
სოფელ ჰოელო პრინცესავ,
პრინცს ჰყვარობ ალბათ ფერსათის! smile.gif))
მანქანა სტუკ რო მისცესმსა
დააწკარუნებს დესნათი. smile.gif))




სემირამიდა

რა გინდა საჰოელოში
აქაურობა ჯობია
დაპუდრულ ნაპოლეონში
არ გაცვლი ვაგზლის ლობიანს?







Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 17:01
nipponcaucasus
ეს შენ biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 17:05
MOSHAYIRE
ლექსი მამწერე ქალაუ
ნუ გამირბიხარ განზედა...





Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 17:14
norieli
QUOTE
ეს გინება -კომპის,ფისოს
დედას მოხვდა...მამას აცდა...

ეს უკვე მეტისმეტია
ყველა ინცესტის ზღვარს გაცდა rolleyes.gif

gigi.gif
nipponcaucasus
~
QUOTE
რა გინდა საჰოელოში
აქაურობა ჯობია
დაპუდრულ ნაპოლეონში
არ გაცვლი ვაგზლის ლობიანს?

არც საჰოელო ვიცი და
არც მიყვარს ნაპოლეონი
შემიმომიტყუებს თემაში
თუკი დამხვდება ლეონი

შენ მგონი ნიპო ჰიპო ხარ
თან გითავდება ფრეონი

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 18:02
სემირამიდა
QUOTE
არც საჰოელო ვიცი და
არც მიყვარს ნაპოლეონი
შემიმომიტყუებს თემაში
თუკი დამხვდება ლეონი


საჰოელოა ამ თემის კლონი
რატომ არ გიყვარს ნაპოლეონი?
გვანახე ვეფხო ლექსის ციკლონი
გიცდის მარტორქა, პუმა, ლეონი... (რქები, კლანჭები ეშვები ანათებს როგორც ნეონი)


QUOTE
შენ მგონი ნიპო ჰიპო ხარ
თან გითავდება ფრეონი


ჰო! ნიკი მარცხნივ ჰკიდია.
შენ გქვია სემირამიდა.
ბაღები მხრებზე გკიდია?
თუ უკვე ჭიპთან ჩავიდა?

(იქნება სულაც კაცი ხარ
და ეს ამბავი გკიდია)

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 19:31
nipponcaucasus
ნიპო ისე მეკვეთა
ჯერ მეგონა დიაცი
ქალაქს გაცდენილი და
სადღაც გრადაციაში

--
ნიპო, როგორ არ იცი ,
აბა, ერთი მითხარი -
მხრებით ვინ დაატარებს
გინდ ბაღებს, გინდ ნიფ...ებს?

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 20:17
სემირამიდა
ფხა მიეც ვეფხო რითმასა
ე რეებ დაგიწერია?
გამააჩინე გრიმასა
რაც სიტყვით აგიწერია.

მკერდია ქალის ბაღი და
დაკიდებული მშვენება
მაგრა თუ ხანი გავიდა
მუცელზე დაესვენება. smile.gif))











Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 20:49
nipponcaucasus

Mkerdi tu mxrebze meba da
akamde ara vicodi
Es ra sidmidre mebada
Aba me kali mkvia?.. da
Shen ki vajkacad iwodi?
Iset almuri mdioda
Sicxvilisagan vicvodi . .
ps
Mgoni gakvs gamocdileba
Mxrebze mkerdebis tarebis
Hoda sjobs chemit gavide
Shen Rogor shegedarebi

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 21:10
სემირამიდა
ასწიე მხრები და
თუ მკერდიც იწევა
დასკვნაა მარტივი
მხრებიდან იწყება.

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 21:22
romeli mxrebi
vefxvi var ver xedav?
cotaga miklia
dagatyde mexebad
da agar gabedo shexeba biggrin.gif

nipponcaucasus

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 21:47
სემირამიდა
ნელნელა რითმებიც
ფხაურობს, ხერხდება.
შერხანი მაუგლის
ხომ კიდევ შეხვდება?

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 22:30
nipponcaucasus
QUOTE
შერხანი მაუგლის
ხომ კიდევ შეხვდება?

შერხანი მაუგლის აუვლის ჩაუვლის
და მერე მის გვამზე ფერხულსაც დაუვლის
ფიქრები ავები
სანამ არ გაუვლის



biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 22:53
სემირამიდა
ჰმ.
დავყურებ ამ ვეფხ ტყავზედა
შამავიკერო ტანზედა? )))


Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 23:00
nipponcaucasus
საიქიოში რად გინდა
შAრვალი , კაბა ან ზედა


QUOTE
და მერე მის გვამზე ფერხულსაც დაუვლის

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 23:14
სემირამიდა
დიდი კატა ხარ
და მე კი მწამლავ
კუკებს შვები და
მიწაში მალავ.



Posted by: oxunji pirveli 24 Jun 2015, 09:48
განცხადებაა ეკასი,
რუსთავი 2-ზე შუქდება:
- ''დავკარგე ქალიშვილობა,
მპოვნელი დასაჩუქრდება''..



აღარ პასუხობს ეკა,
თურმე რამდენი რეკავს.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 14:21

QUOTE
აღარ პასუხობს ეკა,
თურმე რამდენი რეკავს.. biggrin.gif



ხვალ რომ არ ევნოს სასტიკად,
დღეს აქვს ჰიმენოპლასტიკა.

და გაშოტილა ეკა
კუზანოვი კი კერავს.

ქვევით კი უცდის დედა
მიდამოს მკაცრად ზვერავს. smile.gif

(იერით: "ეს მოუკვტეს მის დედას, არავინ გამეიაროს!") (:







Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 14:44
nipponcaucasus
oxunji pirveli
არც აცხელ-არც აციოთ
ბარემ დადეთ "ხუმრობები"
საკანალიზაციო

ეჰ...

Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 15:12
MOSHAYIRE

დაგვიწერეთ კანფეტი და
ჩემზე იყოს ირისი
კარამელის ტორტები და
კოქტეილი ხილისი.


Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 16:51
nipponcaucasus
QUOTE
დაგვიწერეთ კანფეტი


არც ნაკლები, არც მეტი -
დაგიწერეთ: "კ ა ნ ფ ე ტ ი"

biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 24 Jun 2015, 16:59
MOSHAYIRE

QUOTE
არც აცხელ-არც აციოთ
ბარემ დადეთ "ხუმრობები"
საკანალიზაციო


ოხუნჯი ქედს იხრის,
აღარ გინდათ რისხვა,
აგერ, ჩემი ფიქრის
ტკივილს ჩამოგისხამთ:

ფ ი ქ რ ი
(#### ####)

ფიქრმა შენზე და დედაზე
სუნთქვა გახადა სხვაფერი..
გულში ვიკრავდი ზედაზენს,
ცისკენ ვაგებდი ქვაფენილს..

სისხლი მიწვავდა თმის ღერებს,
ოფლი ღვარცოფად ვღვარე,
ის ღამე გავამგლისფერე,
ჩემთან ეწამა მთვარე..

ღამეს შეპარვით ეთოვა,
ფიქრი მიტევდა მედგრად,
მე კი დაშრეტილს წვეთოვნად,
შენი ღიმილი მედგა..

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 17:11
oxunji pirveli

თინეიჯერის ფიქრები...
იქნებ არცა ხარ ზრდასრული?
დადგა ამ თემას ჩემ რითმთა
გუდ ბაი და დასასრული

:ჩაოთ:


Posted by: norieli 24 Jun 2015, 17:15
MOSHAYIRE
QUOTE
ბარემ დადეთ "ხუმრობები"
საკანალიზაციო

კი ბატონო..

ეკამ თქვა -ტუჩდაბუშტულმა-
თუ მომიარა ხუშტურმა
კაცი ჩემს ჭკვაზე ვატარო
(ლოგინი-სექსი-რამეო)
მე ათი წუთი მჭირდება,
სხვას- ათას ერთი ღამეო.... biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 19:17
QUOTE
ფ ი ქ რ ი
(#### ####)

ფიქრმა შენზე და დედაზე
სუნთქვა გახადა სხვაფერი..
გულში ვიკრავდი ზედაზენს,
ცისკენ ვაგებდი ქვაფენილს..

სისხლი მიწვავდა თმის ღერებს,
ოფლი ღვარცოფად ვღვარე,
ის ღამე გავამგლისფერე,
ჩემთან ეწამა მთვარე..

ღამეს შეპარვით ეთოვა,
ფიქრი მიტევდა მედგრად,
მე კი დაშრეტილს წვეთოვნად,
შენი ღიმილი მედგა..


ბრავო!


Posted by: oxunji pirveli 24 Jun 2015, 19:22
MOSHAYIRE

მკაცრი ხარ,
როგორც სტალინი,
მოგმატებია ტანინი..
ეტყობა, მძიმე სტრესი გაქვს,
ამ ზამთარს გადატანილი..

QUOTE
თინეიჯერის ფიქრები...


ზოგჯერ სიტყვების არ გვჯერა,
სულაც არ მინდა მე ბევრი..
იქნებ გვაღირსო ამჯერად
ზრდასრული ქალის შედევრი..




ღამით ეწვიმა დიდხანს,
მიწაც გამოძღა, დალბა..
მზე დამჯდარიყო ქედზე,
შესციცინებდა ბალბა..
ვიღაცა გახლდა, მგონი
იერემია წარბა,
შენ გადაგეხსნა მკერდი,
ის გიკოცნიდა ხარბად..
ღამით ეწვიმა დიდხანს,
მხრებს ისწორებდა ბალბა..

Posted by: Apoptosis 24 Jun 2015, 20:05
QUOTE (MOSHAYIRE @ 24 Jun 2015, 14:44 )

არც აცხელ-არც აციოთ
ბარემ დადეთ "ხუმრობები"
საკანალიზაციო

ეჰ...

ვუერთდები წამოწყებას!

ამ დანაკარგის შემდეგ
ეკამ აღვირი აიხსნა,
ახლაღა იგრძო ცხოვრება...
აი შვება... და აი ხსნა... gigi.gif

ხოდა აკითხავს ხან გიო,
ხან თორნიკე და ხან გელა.
აღარ აწუხებს ანგინა,
არც გაციება, არც ხველა.

ამასწინებზე დათვრა...
მემგონი სულაც ეძინა.
თვეების იწყო დათვლა...
გენადიმ დააფეხმძიმა.

givi.gif

Posted by: სემირამიდა 24 Jun 2015, 20:26


QUOTE
გუდ ბაი და დასასრული

:ჩაოთ:

up.gif

აკლია ცოტა მარილი ,
სუნელიც და პილპილიც
უყვართ აქაურ ბინადრებს
ლახათ–ლუხუმი ტკბილ–ტკბილი

(და სუნიანი )

მეც ჩაო –დასვიდანია
არ მინდა თქვენთან სვიდანია boli.gif

Posted by: Apoptosis 24 Jun 2015, 20:34
QUOTE (MOSHAYIRE @ 23 Jun 2015, 14:01 )
ვერ მოერევა მუზას
ვერაგი
დეპრესიაი -
ჯაჭვის პერანგი
უნდა ჩააცვა
იბრძოლონ დაე
მუზა მოიგებს -
შენ ლექსებს დადებ!


მიხარია, გადარდებს
ჩემი მუზის ჭირი...
არაყს მთხოვს,
განა ვარდებს?
მერე აჭრილი
მიცქერს.
როგორც აჩრდილი
დამსედევს,
თან რაღაცეებს იწერს...
დიდუუ რა ვუთხრა ბავშვებს,
დიდუუ რა ვუთხრა შვილებს...
როცა სასმელი მავნებს...
უგუნოდ დამამიწებს...
gigi.gif

Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 22:05
სემირამიდა
"დიაცის უბის ლივლივი"

სადაც უნდა ჩაჯდეს შენც იცი და ჩამისვი ჩემ თავს გაფიცებ.
* * *
მოდი გოგოები გავპასტოთ...))))))
* * *

მზემ გამიფანტა მუზები,
მოდის ხანძარა ივლისი,
ლუდს სვამენ მტკვართან მუშები
სმაილკიებით გივისი.

სიცხემ გაოფლა ქუჩები
ასფალტმა ყბები მოღრიცა
თითქო ბებერი, ტუჩებით
დამბალ სუხარსა ლოღნისა.

ლექსიც ისეთი ფერია
როგორც გამხმარი ტალახი
საფლავზე ქუჩის მტვერია
ზედ გადამხმარა ბალახი.

Posted by: nipponcaucasus 26 Jun 2015, 16:25
სემირამიდა

პარიზული აქცენტით
მადამ სემიღამიდა
ფრანსუასთან აბსენტით
სევდას დევნის ღამიდან.

აბანოდან დავბრუნდი,
გეხუტუნა ჟენინი.
ლექსით ისე გავბრუვდი
მენდალს გჩუქნი ლენინის.

ეიფელის ტერასა,
მოედანი დე გოლის,
რა სჯობია სენასთან
ლუდზე ტარანს შებოლილს.

პირი იქენ სხვაგანა
აქ დატოვე ღრუბელი,
სოფელს ბარგი-ბარხანა
გურმანებს კი ტრუფელი.

Posted by: niki-biki:) 27 Jun 2015, 12:55
oxunji pirveli
QUOTE
ქალი მაშინ ბრწყინავს და ალმასივით ანათებს,
როცა თავქვეშ დაუწყობ დოლარებს და მანათებს..
თუ მოაკლდა ფული და წამოიწყო წიოკი,
ხან კვერცხები გხვდება და ხანაც კარალიოკი.. biggrin.gif

მადლობა ღმერთს, რომ გამონაკლისებიც არიან.. biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


რა სჯობია კვერცხის სროლას,
ალიაქოთს, ვნებას, რბოლას.. biggrin.gif tongue.gif


smith14
QUOTE

ქალი კაშკაშა, მცხუნვარე
როგორც ღუმელი მარტენის..
სულ მუდამ რომ კაშკაშებდეს
სჭირდება კარგი დამტენი..spy.gif


აგერ, იცის კაცმა..
როგორ იყოს ქმარი,
ამის მერე ვინ რას ეტყვს,
გინდ დაბრუნდეს მთვრალი? biggrin.gif smile.gif))))

Posted by: oxunji pirveli 27 Jun 2015, 18:15
nipponcaucasus

QUOTE
ბრავო!


ზოგმა ბალღამით
ჩაიწვა ხახა..
ნიპონავ ჩემო,
რა გითხრა..
ძმა ხარ.. biggrin.gif


არ ჩერდებიან ეგა და მტკვარი,
არც არასოდეს უგრძვნია დაღლა,
ერთ დროს ამ თემის დედა ფუტკარი
გადაქცეულა ცოფიან ძაღლად.. sad.gif

სემირამიდა


QUOTE
უყვართ აქაურ ბინადრებს
ლახათ–ლუხუმი ტკბილ–ტკბილი

(და სუნიანი )


კაცს პატიოსანს, სუფთას და მართალს
ყველას ვარგუნებ ამ გულის ნათალს,
მაგრამ თუ არის ბოღმა და ქინძი,
მასთან ცხოვრება ძალიან მიმძიმს.. smile.gif

niki-biki:)


QUOTE
რა სჯობია კვერცხის სროლას,
ალიაქოთს, ვნებას, რბოლას.. 


შენ გამახსენე მარეხი,
ქმარს რომ მისდევდა, დარეხვილს..
დაიჭირა და ოთარი
გახადა ღამის ქოთანი..
მისი ძმაკაცი ვალერი
გააკრა, როგორც შპალერი..
ქალმა მოაწყო ტერორი,
ყვიროდა, როგორც ტენორი..
ზაფხული იყო, ცხელოდა,
მას კი არაფრის რცხვენოდა..

მე უფრო მშვიდი ურთიერთობის მომხრე ვარ.. biggrin.gif

Posted by: smith14 27 Jun 2015, 23:30
QUOTE
რა სჯობია კვერცხის სროლას



niki-biki:)

რას იძახი, რას?!
მასე მოკლავ ქმარს! spy.gif

Posted by: niki-biki:) 28 Jun 2015, 00:12
smith14

კვერცხებს დებს, სმიტიკ, ქათამი!
აი, ეს არის მართალი.

შენ არ აღელდე, ჯობია,
ცოლი დაგიცხობს ლობიანს spy.gif

Oxus pirveli
QUOTE
მე უფრო მშვიდი ურთიერთობის მომხრე ვარ..

biggrin.gif
აბა რა გითხრა ოხუნჯო,
სჯობს მზეზე გამოირუჯო,
გაახარებ ცოლს,
არ დაუდებ ტოლს,
დაზაგრულებს სხვას..
რომ მიაწყდნენ ზღვას biggrin.gif

პ.ს. ეს ისე თორემ ზაგარი რა აუცილებელია biggrin.gif პირიქით მავნეაო ამბობენ smile.gif)

Posted by: Apoptosis 28 Jun 2015, 01:13
QUOTE (niki-biki:) @ 28 Jun 2015, 00:12 )

პ.ს. ეს ისე თორემ ზაგარი რა აუცილებელია biggrin.gif პირიქით მავნეაო ამბობენ smile.gif)

მავნე და თან როგორი...
ოჯახებს ანგრევს თურმე gigi.gif
ბათუმიც უკან გამოყრის,
შოკოლადივით სტუმრებს.
help.gif


Posted by: nipponcaucasus 29 Jun 2015, 11:17
მზემ გადაბუგა პლიაჟი
სიცხით ოხრავენ ქვები.
კენჭებზე ტანის ჟრიალით
სიმინდებს ხრავენ ძმები.

მამიკო თვალებს აცეცებს,
დედამ დაფარა ზღვა.
თოლია ეძებს ნამცეცებს,
- დღეს ვერა, ვეტყვი ხვალ.

მზემ გადმოფინა ტალღებზე
ნარინჯისფერი ბილიკი
ზილფები წვეთავს მშრალ მხრებზე
ტანს კაბა ჰფერის შილიფი.

ცამ სახე მოინაცარა
ქუჩებმა ჭყიტეს თვალები
გოგო-ბიჭები ცანცარა,
ახალგაზრდობით მთვრალები.

ასეთი ვიცი ბათუმი,
ქობულეთი და ურეკი
ხან რესტორანი 8 თუმნის
ხან ფანტა და ჩებურეკი. smile.gif

* * *
სელფშუტაობენ მკაფველნი
შამაელიათ ლექსიო
ამ "ლექსის" რითმვამ შამიკლა
შვიდას ოთხმოცდა ექვსიო.

Posted by: Apoptosis 30 Jun 2015, 01:39
QUOTE (nipponcaucasus @ 29 Jun 2015, 11:17 )
მზემ გადაბუგა პლიაჟი
სიცხით ოხრავენ ქვები.
კენჭებზე ტანის ჟრიალით
სიმინდებს ხრავენ ძმები.

მამიკო თვალებს აცეცებს,
დედამ დაფარა ზღვა.
თოლია ეძებს ნამცეცებს,
- დღეს ვერა, ვეტყვი ხვალ.

მზემ გადმოფინა ტალღებზე
ნარინჯისფერი ბილიკი
ზილფები წვეთავს მშრალ მხრებზე
ტანს კაბა ჰფერის შილიფი.

ცამ სახე მოინაცარა
ქუჩებმა ჭყიტეს თვალები
გოგო-ბიჭები ცანცარა,
ახალგაზრდობით მთვრალები.

ასეთი ვიცი ბათუმი,
ქობულეთი და ურეკი
ხან რესტორანი 8 თუმნის
ხან ფანტა და ჩებურეკი. smile.gif

* * *
სელფშუტაობენ მკაფველნი
შამაელიათ ლექსიო
ამ "ლექსის" რითმვამ შამიკლა
შვიდას ოთხმოცდა ექვსიო.

ნიპონ ზღვაზე ხარ,
თუ ეს
სიზმარია და ბოდვა? lol.gif
მუზებმა მიგვატოვეს
და ჩაიდინეს ცოდვა.
თვითონ იზელენ სხივებს
მზისას და სონეტს მთვარის.
რითმა მიცდება მიზანს
თუმცა მე ისევ ვარ ის...
ვინც ვიყავ წლების წინათ,
გული მაქვს ისევ ხარის,
მანდ ჩებურეკებს ნუ ჭამ,
იფუჭებ კვების ხარისხს.
თუ გინდა გეტყვი ახლავე,
თუ გინდა გეტყვი მერე,
მუზებს აჭამე ფახლავა,
ძილის წინ კი -უმღერე.
რომ არ დაგტოვონ მანდ და
ვინმეს არ გაყვნენ სარფში,
ხომ იცი უყვართ მათაც,
ცურვა ფულიან ხალხში. vik.gif

Posted by: oxunji pirveli 30 Jun 2015, 10:12
გლდანისკენ მომრავლებულა
ძია გივიას დუქნები,
შიგნით შედიან გამხდრები,
სახლში მიდიან მსუქნები,
ჯერ ხინკლით გამოძღებიან,
მერე გაუდით ბუქნები.. biggrin.gif

niki-biki:)


QUOTE
აბა რა გითხრა ოხუნჯო,


მე კი გეტყვი ჩემო მარი,
ამდენ ხტუნვა-ხეტიალს,
ნახე ფიქრთან ნაომარი,
არა ვიღაც ტეტია..

უნდა ზრდიდე მარიკო,
დემეტრებს და არჩილებს,
გადარიე ვანიკო
და სულ ტყუპ-ტყუპი აჩინე.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 30 Jun 2015, 12:26
QUOTE
რომ არ დაგტოვონ მანდ და
ვინმეს არ გაყვნენ სარფში,
ხომ იცი უყვართ მათაც,
ცურვა ფულიან ხალხში



სარფი კაია აპოპტოს,
ღირს გულის სწორთან დროება.
სხვებმა პლიაჟი აპორტოს
არც მიყვარს შევიწროება.

ვინმეში რომ არ გამცვალოს
პირდაპირ სარფში წავიყვან!
ჯერ ჰოლში ვნებით დავცვარო,
მერე ნომერში ავიყვან.

(ამ კუპლეტში დამაცა, ცამი ცუმი ცამაცა smile.gif)) )


გადავკარი ვისკი
მივაყოლე ნუგა
მაღალ ხმაზე ისმის
ტოკატა და ფუგა

* * *
ადრე უქმად გდება მკლავდა
ეხლა სამსახური მკლავსო.
ადრე უფულობა მჭამდა,
ეხლა ჩემს ფულს სხვა რომ ჭამსო. sad.gif






Posted by: annavita 4 Jul 2015, 23:12
ომში გვჭირდება აზრის მახვილი
კაფიაში კი -შემოძახილი smile.gif



Posted by: nipponcaucasus 5 Jul 2015, 22:25
შემოიხედა ანამა
გამხმარი თემა დანამა. (:

Posted by: annavita 6 Jul 2015, 01:09
nipponcaucasus
QUOTE
შემოიხედა ანამა
გამხმარი თემა დანამა.

ნამზე მოვიდა ნიპონკა
თავზე მოიძრო პანამა >(

Posted by: nipponcaucasus 6 Jul 2015, 12:32
იგეთი რითმები გძვრება
თითქო გაწყინა პანტამა.













Posted by: annavita 6 Jul 2015, 19:33
nipponcaucasus
QUOTE
იგეთი რითმები გძვრება
თითქო გაწყინა პანტამა.



რათა, "დანამა- პანამა"-
შენი გაგება-მოსმენით
თუ ვერა მუსკალურობს
მოვლენ,დანამვენ მომფსმენნი gigi.gif

Posted by: nipponcaucasus 6 Jul 2015, 20:49
annavita
QUOTE
თუ ვერა მუსკალურობს
მოვლენ,დანამვენ მომფსმენნი gigi.gif

biggrin.gif

მანდ იჭყირპებით ყავის სმით
აქ მოსაფსამად დადიხართ,
მოვალ ერთ ორმოს გაგიჭრით,
სალექსოდ თქვენ არ ვარგიხართ. smile.gif

რეზინობანას თამაშობთ 27-ე გვერდია,
ემაგ "მუსკალა" რითმებსაც უშრება ძუძუ-მკერდია.
გადმოდი წაიბალახე ცოტა მოიდგი ფერდია,
მერე გადადი სოფელში სხვას მიეც ალავერდია!

Posted by: smith14 7 Jul 2015, 13:24
QUOTE
მანდ იჭყირპებით ყავის სმით
აქ მოსაფსამად დადიხართ


biggrin.gif biggrin.gif

რა ყავას სვამენ, რას ფსავენ
კაფიის მდელო გაგვიხმა.. spy.gif

Posted by: nipponcaucasus 7 Jul 2015, 18:54
smith14
შაყირამ და ანამ ისე,
დაგვაფასეს, მოგვიფისეს.. wink.gif

***
მე ერთი წლისაც არა ვარ
თქვენ ყველა ლექსში დაბერდით,
ვგრძნობ ბევრს ვწერ, აბეზარა ვარ,
აბა თქვენ იცით, გაბევრდით!


Posted by: oxunji pirveli 9 Jul 2015, 03:18
nipponcaucasus

QUOTE
მანდ იჭყირპებით ყავის სმით
აქ მოსაფსამად დადიხართ


QUOTE
შაყირამ და ანამ ისე,
დაგვაფასეს, მოგვიფისეს..


პირველ გვერდზე ნახავდნენ
სარეკლამო აფიშებს..
ყველას ასე უთხარი:
-''სხვაგან გადააფიშე''! smile.gif



smith14

QUOTE

ბარემ დადეთ "ხუმრობები"
საკანალიზაციო


დადე ისეთი ხოხმა,
რომ წაიცეკვოს ხორხმა..
ცაში გაფხრიწოს ოზონი
ხმამ კისკისამ და ბოხმა..
არ დაგვიწუნოს ხუმრობა,
ღადაობაში ლოხმა..
დადე ისეთი ხოხმა,
რომ წაიცეკვოს ხორხმა.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 9 Jul 2015, 20:06
მაძღარი ბალღის რძიან ბაგეზე
ძლივსღა სუნთქავენ ჭროღა თუთები.
მაძღარი ლოთი აირბაგებზე,
დედის მოთქმა და მძიმე წუთები.

Posted by: niki-biki:) 11 Jul 2015, 15:22
oxunji pirveli
QUOTE
მე კი გეტყვი ჩემო მარი,
ამდენ ხტუნვა-ხეტიალს,
ნახე ფიქრთან ნაომარი,
არა ვიღაც ტეტია..

უნდა ზრდიდე მარიკო,
დემეტრებს და არჩილებს,
გადარიე ვანიკო
და სულ ტყუპ-ტყუპი აჩინე.. biggrin.gif


ოხუუნ <3 ადრე სულ მინდოდა ტყუპიიი smile.gif ისე, ეხლაც არ ვიტყოდი უარს biggrin.gif tongue.gif <3


რა ყოფილა სიყვარული,
თავბრუ, ფეხბრუ დამახვია,
რასოდეს არის ადრე,
არასოდეს არის გვიან tongue.gif biggrin.gif

- ეს ისე,
წარმოვიდგინე,
სიყვარულისფრის ფერები.. smile.gif


Posted by: norieli 11 Jul 2015, 22:48
ვითომ....

-----------
-უკან რად მამსდევ ბუჭიტავ..
კუილებ იჭერ მუჭითა?..
-ხო..შაგიგროვებ..გავიგე,
ოჯახში ძაან უჭირთა..
------------------

-ცოლად გამომყევ გულქანო,
ამავწყდი კაცი უქალოდ..
-ჯერ კაცის ვიდზე დადექი
ცხვრის დუმასავით მსუქანო..
-მე ვიდზე როგორ დავდგები
დავდივარ დუქან-დუქანო...
-მაშინ შაირთე ტრაქტორი
გამაებმები უკანო..
უარს არ გეტყვის,
საოხრე
გრუჩიტელ გამოუქანო..

Posted by: nipponcaucasus 17 Jul 2015, 18:33
სასმელი გამაილია
თემა გადმოდგა შარაზე
იფიქრა შამაივლიან
ლექსს ვიტყვით ჭიქა არაყზე.






Posted by: Uxeiro 22 Jul 2015, 11:23
QUOTE (nipponcaucasus @ 17 Jul 2015, 18:33 )
ლექსს ვიტყვით ჭიქა არაყზე.

არაყზე, ოღონდ ატმისა,
"ზაკუსკად" - გორა აჩმისა up.gif

Posted by: oxunji pirveli 22 Jul 2015, 20:39
გაკეთებული biggrin.gif ღვინო

გუშინ შემომხვდა ანზორი,
თვე იყო, რაც არ მენახა,
ცხოვრებას ჩვენი ძმობისა
ბევრი რამ შემოენახა..

მონატრებულმა ძმაკაცმა
გამიღო გულის სეიფი,
მითხრა: გპატიჟებ საღამოს,
შვიდზე დავიწყოთ ქეიფი..

თან დააყოლა: ღვინო მაქვს,
საჩხერისაა ქებული,
მეზობლისაგან ვიყიდე,
ჭაჭაზე გაკეთებული..

მეც ზუსტად შვიდზე მივედი,
კარი გამიღო გიულიმ,
სტუმართმოყვარე ქალია,
ციხისძირელი მთიული..

ხელმარჯვე არის გიული,
ცომში რაღაცას აზელდა..
გაზზე შიშხინა ტაფაზე
''შპაკატზე'' დასვა ''ფაზენდა''..

ხან ხორცი დაჭრა სამწვადე,
ხან ორაგულის ფილე,
ხან სალათები ამზადა,
ხან თლიდა კარტოფილებს..

გულს მასპინძლების სარკმლიდან
ასულფონებდა მთის ხედი..
გიულიმ სუფრა გაგვიწყო,
ჩვენც მაგიდასთან მივსხედით..

ანზორმა ტრადიციულად
ღმერთი მაღალი ადიდა
(ჩამოდღლარძული მუცელით
აუშნოვებდა "ადიდასს")..

მეც ცოტა ვისაუბრე და
ჭიქასთან ვიწყე "ზასავი",
ქებული ღვინო საჩხერის,
ყელში წამერჭო ფხასავით..

ჭიქები ბევრი დავცალეთ,
ვატყობ, რომ ღვინო არ მიდის.
შეგრძნება მქონდა ისეთი,
კუჭში მეყარა კარბიდი..

(ხუთ ლიტრამდე ვიწურავ,
ხან ყანწით და ხან ჭიქით,
მყარად ვდგავარ ბოლომდე,
არ მეშვება ჭანჭიკი)..

მე და ღვინოში "პაზორი"?!
ლიტრაში მომცა ბანგი,
თოვლივით თეთრი ანზორი
მეჩვენებოდა ზანგი..

ანზორმაც იწყო ყმუილი,
მეგონა ვიჯექ მის ძაღლთან,
თვალები დააჭყიტა და
ბლა, ბლა, ბლა - ასე იძახდა..

ბოლოს სარკმელთან მივცვივდით,
გვაწყინა ღვინომ საჩხერის,
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით,
ვისი ჯობნიდა ჩანჩქერი.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 22 Jul 2015, 22:59
QUOTE
არაყზე, ოღონდ ატმისა,
"ზაკუსკად" - გორა აჩმისა up.gif


რა ვუთხარ ისეთ ქვეყანას
მზე ატამს ვერა ყიდდესა,
ბევრი ხევს გადაეყარა
ცოტათი არაყს ხდიდესა.

შარშანწინ ვცადე ატამზე,
ოფლად სდიოდა არაყი..
მეტოქე მედგა ტატამზე
ნებიერა და ამაყი.

მივასხი ხახას უგრძნობსა,
დიაცის ხმაზე ჰგოდებდა
აგვისტოს ომში უწრთობსა
დედიკოს სუნი მოსდევდა.

მისით ვერც ფერდიანი ვთქვი
ვერც რა სიმწარე დავწამე
იმდღიდან ქება გადავთქვი
ოფლადაც ფუჭად ვაწამე

იყოს ისევე წვენებად
მურაბებად და ჯემებად
ან გაზაფხულის მშვენებად
ლექსებში ამოჩემებად.

Posted by: Apoptosis 22 Jul 2015, 23:02
oxunji pirveli

ღვინომ კი იცის წყენა და,
წყენამაც იცის ღვინის სმა...
ანზორას უთხარ ეგ ღვინო
შემოინახოს თილისმად.

მე, კი აწ თვეზე მეტია,
აღარ ვსვამ ღვინოს საერთოდ...
თან გადავწყვითე სხვაგვარად,
ანუ ჯანმრთელად გავერთო...

ხო და ვიყიდე ანკესი,
ბადე, "შლიაპა" და სათლები...
ცოლმაც მადლობა მითხრა და
დაანთო დიდი სანთლები...

გადავურეკე მეზობელს,
რომ გავიცანი ქელეხზე...
ვუთხარ შენ ითევზავე და
მე დაგპატიჟებ ლექსებზე...

მოკლედ, წავედით რიჟრაჟზე,
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა,
ქე მივადექით მდინარეს,
დანარჩენს ღმერთი უწყოდა...

ამან ხელთ იგდო ბადე და,
უმალ შეტოპა ცივ წყალში,
გულმა გაყოლა გაბედა,
ტვინმა დამტოვა მიწაზე.

გავშალე რბილი სკამები,
თანაც ვიღებდი ფოტოებს,
ისეთი შეგრძნება მქონდა,
გარდაცვლილს სული რომ ტოვებს.

მაგრამ ამ ჩემის მეთევზეს,
ვერა და ვერ გაუმართლა,
ის ბადეს ისვრის, მე ლექსებს,
თანაც ორივე ჩუმად ვართ.

ბოლოს რა გითხრათ, თქვენც იცით,
გაწბილებულზე რაც ხდება...
იმან დააძრო არაყი,
თან უთევზობა გვარცხვენდა.

ხოდა ავტეხეთ ჭახუნი,
გავინაწილეთ საგზალი,
მზეც მოგვეკიდა ჭაჭაც და
წინ მიზის დიდი ჭარხალი...

საღამოს სახლში დავბრუნდი,
ნაყიდი თევზით ხელებში,
აწი არასდროს ვენდობი,
კაცს რომ გავიცნობ ქელეხში.
biggrin.gif


პროფესიონალი მეთევზე biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 22 Jul 2015, 23:09
QUOTE
''შპაკატზე'' დასვა ''ფაზენდა''..


QUOTE
(ჩამოდღლარძული მუცელით
აუშნოვებდა "ადიდასს")..


QUOTE
ქებული ღვინო საჩხერის,


biggrin.gif up.gif



Posted by: MOSHAYIRE 22 Jul 2015, 23:11
Apoptosis
ვერ დაიჭირეთ თევზები
გაიყო თქვენი რელსები?

Posted by: Apoptosis 22 Jul 2015, 23:21
MOSHAYIRE
თევზს ვინ დაეძებს მოშაყირ,
ქე წამოეგე ანკესზე... (ლექსის) biggrin.gif
დაწერე ერთი-ორი და,
თუ გინდა ქნარიც აკვნესე.

პოემები თუ არ დავწერეთ ისე არ უნდა შემოიხედოთ?

Posted by: nipponcaucasus 22 Jul 2015, 23:31
Apoptosis

QUOTE
ღვინომ კი იცის წყენა და,
წყენამაც იცის ღვინის სმა...

up.gif
ეგრევე დაბუქსავებით
ააწეწინე რითმის სვლა!
* * *
QUOTE
ქე წამოეგე ანკესზე... (ლექსის) biggrin.gif


გულმა ვერ გაუძლო -> ფარული მონატრება,
ფილოსოფიური არის მოსაზრება.

Posted by: MOSHAYIRE 22 Jul 2015, 23:47
Apoptosis
QUOTE
ქე წამოეგე ანკესზე...


ქე ვყოფილვარ ოქროს თევზი! smile.gif
გაგიმართლა შენ ხო იცი biggrin.gif
სამ სურვილს რომ აგისრულებ
ხომ გამიშვებ, დაიფიცე?! biggrin.gif


Posted by: Apoptosis 23 Jul 2015, 00:18
MOSHAYIRE
არ მინდა შენი სამი სურვილი,
შენ თუ დაგიჭერ აწი სულ ვივლი. (სათევზაოდ)

* * *
QUOTE (nipponcaucasus @ 22 Jul 2015, 23:31 )
გულმა ვერ გაუძლო -> ფარული მონატრება,
ფილოსოფიური არის მოსაზრება.

მეტი არა ჩემი მტერი,
ჩვენ რომ მოვენატროთ მოშაყირეს, biggrin.gif
ის დადის მხოლოდ თავის ნებით,
თავის სურვილებით დასეირნობს.

ვითომ რეჩხი უყო ახლა გულმა?
ვითომ წამოეგო ის ანკესზე?
მოვა, ჩამოჯდება ხან ხის სკამზე
ხანაც ჩამოჯდება დასაკეცზე. biggrin.gif

მაგრამ დაუძახებს ანავიტა რა...
ისიც უმალ მისკენ გაქანდება,
მანაც თავის თემა განავითარა,
უკვე თვითონ მიყავს ქადაგება.

ნიპონ ისევ დავრჩეთ ობიექტურებად,
(მუზებმა რითმები წინ წამოწიეს...)
ერთხელ მოშაყირე ტუკი გვესტუმრება,
მოდი ნუ ავყვებით ემოციებს biggrin.gif


Posted by: nipponcaucasus 24 Jul 2015, 21:52
QUOTE
(მუზებმა რითმები წინ წამოწიეს...)


ჩოუარეს თემას ქორივით,
და გაქრნენ თვითმფრინავის ბოლივით.

QUOTE
ვითომ რეჩხი უყო ახლა გულმა?
ვითომ წამოეგო ის ანკესზე?


გავმართე ანკესი ძუა კანაფითა,
რითმების ნემსკავზე მოვაბი ანავიტა.
დაგიჭერ მოშაყირეს თავის ნაჯღაბნითა
ჭიას კრუგებს ურტყამს დიდი ფანარითა. smile.gif










Posted by: MOSHAYIRE 24 Jul 2015, 22:09
nipponcaucasus
QUOTE
დაგიჭერ მოშაყირეს თავის ნაჯღაბნითა


ბევრჯერ მინახავს და კვლავაც ვნახავ
შენს ლექსს ჩემის მხრიდან დაჯაბნილს
ჩემს ლექსს არაფერი მოაკლდება
შენ თუ მას უწოდებ დაჯღაბნილს...

Posted by: nipponcaucasus 24 Jul 2015, 23:05
MOSHAYIRE
მიხარია ეგრე რომ გიყურებ
ხმალამოღებლს და აჯაგრილს
ნუ მეჭიდავები თორ სახლში გაგიშვებ
დაჭმუჭნულსა და ჯღანადქმნილს! smile.gif)

Posted by: MOSHAYIRE 24 Jul 2015, 23:08
nipponcaucasus
QUOTE
ნუ მეჭიდავები


შენც გვიჩვენე ეხლა დაო...
აბა რატო გეჭიდაო?
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 24 Jul 2015, 23:17
MOSHAYIRE
არა ეგრე არმინდა - ყუვებზე! smile.gif
* * *
ყვავილებს რომ გიგზავნიდი
არ მიიღე ჩემო დაო
ხოდა ახლა ჩაგილაგებ
საჰოელოს ჩემოდანსო. smile.gif))

Posted by: norieli 26 Jul 2015, 19:04
-----------------
მიდი,მიდი ..მასპინძელო..
მარნის კარი აჭრიალე--
გვასვი ღვინო ყანწებით
და

გაგვასოსოჯაჭვლიანე....

Posted by: nipponcaucasus 3 Aug 2015, 21:45
კრძალვით სიტყვა ვიჩუქე,
- თემას მართავს სიჩუმე.
მოდით შემოიქუჩეთ
მერე ისევ იყუჩეთ. smile.gif

თემა ჩაჯდა ლიაში,
გვაშაყირებს ალბათ ის!
აქ რომ არის შრიალში,
იქ კი ბომბი წყალბადის. smile.gif

ყველა ზღვაზე წახვედით?
წყალს სვამთ ზემო რაჭაში?
თუ მოდელთა წახედვით
დროს ატარებთ პრანჭვაში?
-------------

ზედ გადამეწვა ივლისი
ვერ მოვიარე მთაბარი. sad.gif
საქმე მაქ, მერგო თბილისი,
ცოტნე და თაფლის ზაგარი.

მაიტა ჩემო იამზე
დამალევინე ლიკანი,
ჯერ გარეთ მაგრა მხია მზემ
ეხლა მკლავს შენი ჯიქანი. smile.gif

Posted by: Apoptosis 6 Aug 2015, 14:33
გუშინ საღამოს, ქუჩაში ვნახე, კოცნიდნენ ორნი...
და მათ გარშემო სიყვარულის ენთო კოცონი...
თუმც კარგი იყო საცქერლადა, ხვევნა ამ ორთა.
უთქვამთ- შარია და დამღუპველი ნდობა ამურთა...

და მეც ლექსებით მათ იდილიას ავიტაცებდი...
მაგრამ დავლანდე რომ ორივენი იყვნენ კაცები biggrin.gif

Posted by: norieli 7 Aug 2015, 13:35
Apoptosis
QUOTE
და მეც ლექსებით მათ იდილიას ავიტაცებდი...
მაგრამ დავლანდე რომ ორივენი იყვნენ კაცები biggrin.gif


ე მაგ ორივეს-მამაკაცს-
თუ გადააწყდა მმკ-
იქნება
კოცნის -არა და
სირბილის
პანტომიმი-კი.... sa.gif

Posted by: norieli 8 Aug 2015, 22:19
------
ჭორვილელმა მიასო
ნიკა გვარამიასო..
ნიკას სუნი აუდის
როგორც ნეხვის ჭიასო...
შეეჯავრა ჭორვილა
და საერთოდ,
ჭ-ასო...

Posted by: nipponcaucasus 13 Aug 2015, 20:12
წევრი ხარ თუ ექსი,
ჩქარა ქუდზე ლექსი!
გადაეცით ფაქსით,
ნეტით ან ტელექსით.

ათამაშებ წარბებს,
მოგერია თვლემა?
ბუხრისპირულ ამბებს
აძირინებ თემას?


Posted by: norieli 15 Aug 2015, 00:29
nipponcaucasus
QUOTE
წევრი ხარ თუ ექსი,
ჩქარა ქუდზე ლექსი!


QUOTE
ქუდზე ლექსი!

http://pix.ge/

Posted by: Apoptosis 15 Aug 2015, 17:44
QUOTE (norieli @ 15 Aug 2015, 00:29 )
nipponcaucasus


QUOTE
ქუდზე ლექსი!

http://pix.ge/

___________________________
___________________________
___________________________
____________________________
war.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Aug 2015, 12:31
QUOTE
QUOTE (norieli @ 15 Aug 2015, 00:29 )
nipponcaucasus


QUOTE
ქუდზე ლექსი!

user posted image

___________________________
___________________________
___________________________
____________________________
war.gif

მიმაგრებული სურათი
download.png






Posted by: oxunji pirveli 17 Aug 2015, 23:51
Apoptosis


QUOTE
გუშინ საღამოს, ქუჩაში ვნახე, კოცნიდნენ ორნი...
მაგრამ დავლანდე რომ ორივენი იყვნენ კაცები 


მაგათ პაპა კალისტრატე
აგინებდა კარგის ტრა#ებს.. mad.gif biggrin.gif

norieli
Apoptosis
nipponcaucasus

კარგი იყო ქუდზე ლექსი.. up.gif

მიყვარს
ანკესი და ბადე,
გავხდი
ხრამულების ქურდი..
მომწონს,
აბა, ახლა დადეთ
ლექსზე წამოცმული ქუდი.. biggrin.gif
-------------------------------------------------------


მიხოს ყორესთან გნახავ ჯეირან,
ნახვის სურვილი სქელ ტყავში ატანს,
თუმცა ჯან-ღონით კვლავ ვარ ჯეილად,
უშენოდ ვგავარ გახლეჩილ ატამს..

მგონი, შარვალი მიჭერს უბეში,
ჩლიქზე მკიდია აგვისტოს სიცხე..
შენ იპრანჭები ალბათ გუბეში,
ჭარხლის პომადას ტუჩებზე იცხებ..

შენა ხარ ჩემი ოცნების ვირი,
მალე მექნება ნახვის პატივი,
რომ არ ამკიდო რაიმე ჭირი,
ჩანთა სავსე მაქვს პრეზერვატივით..biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 18 Aug 2015, 14:36


oxunji pirveli
QUOTE
აბა, ახლა დადეთ
ლექსზე წამოცმული ქუდი.. biggrin.gif


როცა ლექსია მელოტი, ცუდი
როცა ვერ ფარავას მას ტალავერი
ასეთ ლექსს ჰხურავს გაზეთის ქუდი,
ხელში თევზით და ნელთბილი ლუდით. smile.gif

* * *
--------------


მასში იყო ვნება და
გამოხედვა დესანტის
მკერდი ბოშის ება და
თეძოები დევალტის.

შემომზევდა მარშუტში,
მკერდისფერმა გაკვესა.
ამორძალმა ფარ-შუბში
ჯეელები გვაკვნესა.

წვივი ჭვრეტდა ქობიდან,
როგორც ტუზი ბანქოში.
მასთან ყოფნა ჯობნიდა
ჭაბურღილებს ბაქოში.

ყელს იღერებს გავაზი,
ძუძუ გვამცნობს ორმოებს,
ვეღარ უძლებს თამაზი
მოჭარბებულ ჰორმონებს.

მერე იცით რამოხდა?!
შეაჩერეეეთ?! - აღმოხდა.
-(გააჩერეეე, ოეე გაუჩერეეე, გააჩერე!
დაყრუვდა ეს ჩემისა! შეუჩერეეე! - )
ადგილიდან წამოხტა და
მარშუტკიდან ჩამოხტა!

ჩამოხტა და წაიღო
ტანი ფანტასტიური
შიგნით დარჩა სიცხე და
სუნი კავკასიური.



Posted by: norieli 20 Aug 2015, 00:39
oxunji pirveli
QUOTE
აბა, ახლა დადეთ
ლექსზე წამოცმული ქუდი.. biggrin.gif
------------------------------------------------------




http://pix.ge/
QUOTE
ლექსზე წამოცმული ქუდი..

biggrin.gif




nipponcaucasus
QUOTE
ჩამოხტა და წაიღო
ტანი ფანტასტიური
შიგნით დარჩა სიცხე და
სუნი კავკასიური.


ზოგს აწეული წარბები..
ზოგს აწეული წნევა და..
თითქოს თბილისი კი არა
ლას ვეგასია... ნევადა..

ასეა..რჩება ვნება და..
ადამთან წავა ევა და...
ამ შოფერს რა უხარია,
კრედიტი
გადაევადა?!...



Posted by: nipponcaucasus 20 Aug 2015, 16:59
norieli
მაგ ქუდიან მოლექსეს
რომ ვუყურებ ანფაზში
30 ასობგერა
წამიშალა ანბანში.



* * *
რო გაუჩნდა გოგის ბნედა
გააკეთა გოგიბედა.

Posted by: Apoptosis 22 Aug 2015, 01:26
ფერი იცვლა ამინდმა,
წვიმამ დანამა ასფალტი,
აქ ყოფნა მაინც არ მინდა,
არ მიყვარ პერო და ბანტი...

უნდა წავიდე მთებში და
გულ გადვუშალო ცივ წყაროს...
ამის წერაში მომშივდა... gigi.gif
იქნება გადამიაროს... lol.gif

Posted by: norieli 23 Aug 2015, 01:32
nipponcaucasus
QUOTE
მაგ ქუდიან მოლექსეს
რომ ვუყურებ ანფაზში
30 ასობგერა
წამიშალა ანბანში.


მეგობარო..კი მრცხვენია,
რომ ვკითხულობ ამასო-
ნუთუ ბ-ნ დეფი მოგავს
იმ დარჩენილ სამ ასოს?..

biggrin.gif




Posted by: nipponcaucasus 24 Aug 2015, 13:33
norieli
QUOTE

მეგობარო..კი მრცხვენია,
რომ ვკითხულობ ამასო-
ნუთუ ბ-ნ დეფი მოგავს
იმ დარჩენილ სამ ასოს?..


მარჯვნივ 7 მარცხნივ 6
მის ქვევით ზის ასო
ამ იუთუბზე მისი ლექსი
სხვა რით შევაფასო?

(არადა ამ იუთუბზე 1 კომენტარიც არ გამიკეთებია შიგნით)
https://www.youtube.com/watch?v=YcgM2WzxCcM

Posted by: oxunji pirveli 24 Aug 2015, 16:22
QUOTE (norieli @ 20 Aug 2015, 00:39 )
oxunji pirveli
QUOTE
აბა, ახლა დადეთ
ლექსზე წამოცმული ქუდი.. biggrin.gif
------------------------------------------------------




http://pix.ge/
QUOTE
ლექსზე წამოცმული ქუდი..

QUOTE
გოგიბედა


სად ხარ, ბიჭო, გოგიბედა?
თემამ ეს რა გაგიბედა?!
ალბათ, ყველა ფიქრობს ბედად,
გოგიბედა მოგვიბერდა.. biggrin.gif


ფაქიზია, როგორც ქეთი,
თუმცა გვეუბნება დეფი:
- ყველა ერთად არ ხართ წვეთი,
მე ვარ პოეზიის შხეფი.. biggrin.gif


გამინაწყენდი?
არა, მე რატომ?
სად ერთი სიტყვა,
აბა, სად ორი..
პრიზს იღებ,
ტაშით ანგრევ "შერატონს",
კონცერტზე გიწვევს
"ამბასადორი".. biggrin.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: nipponcaucasus 27 Aug 2015, 01:35

როდესაც ალი ნინოს კოცნიდა
ტროსი გაწყდა და ნინოს მოსცილდა.

ნინომომძვრალი მარტო დგას ალი
წინ ლეღვი უჩანს უკან ანალი.

Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 19:50

ნიპონამ რითმა გაწურა
კაფია დააწმაწურა!:)))
-----------------
პასტას მოვხსენ თავსახური
ლექსი ვწერე არნახული. smile.gif))
-----------------
სკაიპში რომ არ მიმწვანებ,
უკიდურესად მიმწვავებ. sad.gif(((
-----------------
ნოკიაზე დამირეკა კახპამ,
პარა რამ პამ, პარა რამ პამ, პამ, პამ! smile.gif))










Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:02
nipponcaucasus

QUOTE
ნიპონამ რითმა გაწურა


ნიპონამ რითმა გაწურა
არც ლექსი იცის, არც ცურვა
ხილი არ უყვარს -ლეღვს არ ჭამს
არ ევასება არც ხურმა

ეჰ, ასე თუ გაგრძელდება
ამ თემას ელის დახურვა...

Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 20:20
MOSHAYIRE
დამღალა ქალავ შენებრმა
აი ეგეთმა ფაფხურმა. :")))

ბუღებთან კუნტრუშკუნტრუშსა
რა მოსდევს თუ იცის ფურმა?




Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:29
nipponcaucasus
QUOTE
ბუღებთან


რომ ხარ ბუღა
იტყვი ნუღა

სქესით მარიაჟი?!-
ვწუხვარ... (შენს აზროვნებაზე)

Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 20:32
QUOTE
არ ევასება არც ხურმა

კარალიოკი ჯობია
მსხალიც კარგია გულაბი
მაგრამ მე მაინც მგონია
ჩემზე მეტად ხარ მსუნაგი.
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
სქესით მარიაჟი?!-


ს კი არა ლ, ლ!
ნუ ხარ გოგო ენა ბლუ! smile.gif))

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:40
QUOTE
კარალიოკი ჯობია
მსხალიც კარგია გულაბი

nipponcaucasus

ხოლო კაცი კი ჯობია
იყოს ნაღდი და გულადი!

QUOTE
ს კი არა ლ, ლ!
ნუ ხარ გოგო ენა ბლუ

არ იქნება ალბათ რთული
იყო ცოტა კორექტული!

Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 20:43
QUOTE
ვწუხვარ.

კაი გოგოვ რატომ სწუხარ?
მოდი შევუკეთოთ ბუხარს
თუ ვერ კაფავ კარგს და მქუხარს
მაშინ ის თქვი რაც გულს უხარს!

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:46
nipponcaucasus


QUOTE
თუ ვერ კაფავ კარგს და მქუხარს


სხვის თუ არ მოგწონს მქუხარე
თემა რად დაასუხარე?????????????!!!!!!!!!!
biggrin.gif tongue.gif

Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 21:04
MOSHAYIRE
თემას არაფერი უჭირს
შენ ნუ ჯავრობ მაგაზე
სუხარი სჯობს ცოხნას ფუჭის
ლექსპრომტების ბაგაზე. smile.gif))

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 21:05
nipponcaucasus
ლექსპრომტს რომ ახსენებ გვერდით
ჭიქა ბორჯმ დაიდე
ვერ ფლობ ენაკვიმატობის
სხადასხვა-მ-ფერ ყაიდებს

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 22:47
MOSHAYIRE
მაჩვენე შენი სურათი
პოემა უნდა მოგიძღვნა
თუ არ ივარგებ ლექსს გეტყვი
პედალი რომ გამომიძვრა! smile.gif)))))))
* * *

გოგონამ მკერდზე მოირგო ლიფი
დამალა შავი იეროგლიფი.





Posted by: lasho1993 4 Sep 2015, 11:08
დილა არის ადრიანი
ნამიანი დარიანი
სიტყვა ვნახე რითმიანი
ვერ დავაწყე აზრიანი
საღამო არის მთვარიანი
სიო დაჰქრის დარდიანი
სიტყვაც არის ცოტა გვიანი

ჩარევასა გაცლა სჯობსო
ვინც კი ცუდად ლაყაფობსო

არ გამომდის სიტყვა გრზელი
ვერც აზრი დევს დიდად "მკვლელი"

მართლა კარგად გამოგდით
ამის თქმა მსურდა გონით

ღმერთმა მარჯვე მოგცეთ
რითმების ჟრიამულიც მორთეთ
მე მხოლოდ ამას გეტყვით მოკლედ.
მეგობრებო იხარეთ და იდღეგრზელეთ

ახლა კი...
სჯობს გაგეცალოთ კაფიებო
თქვენი რითმით ვიკაიფო

Posted by: leluuu 4 Sep 2015, 23:37
შემოვიხედე, რა ვნახე
აგილესიათ კალამი,
ზოგი ისეთი შემომხვდა
ავწიე თეთრი ალამი.

შემომიტიეს დარდებმა,
უსაქმურობაც დაერთო
იმდენი შვებულება მაქვს
არ ვიცი სადღა გავერთო.

ზოგ პოსტზე ცრემლი მომადგა,
ხალხს რა დღეში აქვს ნერვები
მეც ჩემსას დავიწუწუნებ,
არავის არ ვესწერვები.

biggrin.gif ეჰ



Posted by: Apoptosis 5 Sep 2015, 00:23
leluuu
lasho1993

კეთილი იყოს
თქვენი ფეხები, biggrin.gif
მაგრამ იცოდეთ,
ვეღარ დატოვებ,
ამ თემას ერთხელ
თუ შეეხები.



ნაკრების გამარჯვების მოლოცვა მინდოდა, ოსტატნო!

Posted by: leluuu 5 Sep 2015, 01:08
Apoptosis

და სანამ დრო მაქვს
რომ ვწერო ლექსი,
ვპოსტო ფორუმზე
და ვაცხო კექსი.

ვიჯდები მყარად ვპოსტავ და ვპოსტავ (რეფრენი) :დდ



Posted by: Apoptosis 6 Sep 2015, 22:04
QUOTE (leluuu @ 5 Sep 2015, 01:08 )
Apoptosis

და სანამ დრო მაქვს
რომ ვწერო ლექსი,
ვპოსტო ფორუმზე
და ვაცხო კექსი.

ვიჯდები მყარად ვპოსტავ და ვპოსტავ (რეფრენი) :დდ

ფრთხილად იყავ მეგობარო
კაფიებმა არ დაგათრონ...
თავიდან მეც მეგონა რომ,
საკმარისზე მეტი მაქვს დრო.

Posted by: leluuu 8 Sep 2015, 00:12
Apoptosis
საკმარისზე მეტი მაქვს დრო,
ჯერ ახალგაზრდა ვარ, წიწკვი,
ჩემი ბობოქარი სულით
კაფიების ცეცხლში ვიწვი.

Posted by: nipponcaucasus 9 Sep 2015, 18:48
leluuu

QUOTE
საკმარისზე მეტი მაქვს დრო,
ჯერ ახალგაზრდა ვარ, წიწკვი,
ჩემი ბობოქარი სულით
კაფიების ცეცხლში ვიწვი.


თქვენი ფეხი გაგვეხარდა
მოგვწონს დიაცები წიწკვი.
მოკაფიეს ქე გევხარ და
მოდი კევას მოგიწიწკნი.

რაც სხვამ გითხრა დაგიმოწმებ
აწი ვეღარ გაიქცევი.
თუ კაფიის თრიაქს მოწევ
თემის წევრად გადიქცევი.

...

შემოგთავაზებ ვარიანტს
ხელშიც გიჭირავს ბუკეტი
წავიდეთ სანსეტ კვარიათს
2 კაციანი კუპეთი?

Posted by: leluuu 10 Sep 2015, 15:00
nipponcaucasus

ხოლოდ ბუკეტით გინდა რომ
მომხიბლო მელექსე ქალი,
იაფში გინდა გამოსვლა
არ გინდა ურიას ვალი.

არც სანსეტ კვარიათი და
არც მაიამი ბიჩი
ჩემთვის არ არის კოზირი
კარგიც რომ იყო ბიჭი.





Posted by: nipponcaucasus 10 Sep 2015, 16:17

leluuu
QUOTE
ხოლოდ ბუკეტით გინდა რომ
მომხიბლო მელექსე ქალი,
იაფში გინდა გამოსვლა
არ გინდა ურიას ვალი.

არც სანსეტ კვარიათი და
არც მაიამი ბიჩი
ჩემთვის არ არის კოზირი
კარგიც რომ იყო ბიჭი.


კაი არ გინდა ჯავრობა,
რაის ურია რის ვალი
ცხოვრება, კვება, მგზავრობა
ჯდებოდა 500 ლარი.

კოზირს ცხოვრება აწესებს
მოსაცვლელი გაქვს კიჭები, smile.gif
არ სცნობ და იქ გაგამწესებს
ქვაბს რო წმენდავენ ჭინჭებით!

უკვე ჩავკეტე კუპეში
დეკოლტე მსხალ გულაბები
ჩამოვალ ასე 5 დღეში
მაგარი ნაგულავები!

Posted by: leluuu 11 Sep 2015, 00:39
nipponcaucasus
რაღაც არ გავხარ ვაჟაუ
კუპეში გამოკეტილსა
აქ დასაპოსტ რომ იცლი
კარგ საქმე არ მოგელისა.

ტრაბახ არ შვენით ვაჟკაცებს
ლაპარაკს სჯობს საქმენია
წადი გულაბებს მიხედე
სხვა რამე რა სათქმელია.



Posted by: nipponcaucasus 11 Sep 2015, 13:47
leluuu
QUOTE
რაღაც არ გავხარ ვაჟაუ
კუპეში გამოკეტილსა
აქ დასაპოსტ რომ იცლი
კარგ საქმე არ მოგელისა.



ნუ უჭყიტინებ ქალაუ
კუპეს კარ გამოხვრეტილსა
მემრე შნთვინაც მავიცლი,
ბანს მომცემ შემოგევლისა. (smile.gif))) )

QUOTE
ტრაბახ არ შვენით ვაჟკაცებს
ლაპარაკს სჯობს საქმენია


ლაპარაკობით სად რა ვთქვი?
ვწერამ თემაში ამბავსა.
ტრაბახობაში არ თქმის
ქალი რო თვალებს ნაბავსა.

QUOTE
წადი გულაბებს მიხედე
სხვა რამე რა სათქმელია.


გულაბო შე თანთალაო...
ნუ ეჭვიანობ ქალაო.
ამაღამ შენთან მოვდივარ
მააწესრიგე ზალაო! smile.gif

კარი თუ ღია არ დამხვდა
ბოლო შანსი გაქ ხვალაო! smile.gif))

Posted by: MOSHAYIRE 11 Sep 2015, 21:57
მომწყურდა წყალი
შევჭამე მსხალი
ამომივიდა
ლოყაზე ხალი

მომშივდა მწვადი
შევჭამე ფხალი
ჩემი რიმებით
თქვენ ხართ დამფრთხალი!

biggrin.gif




Posted by: Apoptosis 11 Sep 2015, 23:48
MOSHAYIRE

იქნებ შეჭამო საზამთრო,
დამტკბარი როგორც შაქარი
შემდეგ- რითმებით დაგვათრო...
ახ პოეზიაც აქ არის!

შენ გეყვარება ვაშლი,
ჩაკბეჩილი ან დაჭრილი.
და როცა გულ-მკერდს გაშლი...
შენი თვალების ღრმა ჭრილი
მეხსიერებას წაშლის
როგორაც ღვნო აჭრილი....

თუ შეგაცდინა ალუჩამ,
ოდნავ მწიფემ და რბილიმა
ჩვენ დაგვიამოს სხვა ტუჩმა...
და სახემ დაჭორფლილმა..

როცა ინატრებ მანდარინს,
ზაფხულის შუა კვირას,
გეტყვით აიღე მანდ არის
და შენ ეს გაგაკვირვებს...

ვაი რომ მოგწონს წიწაკა,
მწარე და სუსხიანი...
გავიწყდება რომ მიწა ხარ...
წა... ყავა უსხი ანის biggrin.gif


2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Sep 2015, 00:26
Apoptosis
QUOTE
წა... ყავა უსხი ანის

ანის, ბანის და განის
გახლავართ მოტრფიალე
ყავას ვსვამ, დაგიტოვებ
თუკი ნალექსა დალევ

biggrin.gif

Posted by: annavita 12 Sep 2015, 00:43
QUOTE
წა... ყავა უსხი ანის 

Apoptosis
თქვენ დაგანახებთ ანი
ვინ ყოფილხართ და რანი biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 13 Sep 2015, 22:07
lasho1993


QUOTE
მე მხოლოდ ამას გეტყვით მოკლედ.
მეგობრებო იხარეთ და იდღეგრზელე


მადლობა ლაშო, შამო კოლექტივში! biggrin.gif

დრო მოვიდა ლაშო,
ბევრი კაცი ''ნაშობს'',
მოიკვეთეს საოხრე და
ჩაიკერეს საშო,
ქალის ნაცვლად უნდათ
დიდი ''სათამაშო'',
ალბათ, გახსოვს 17 მაისს
ყველას უთხრეს: ''პაშოლ''.. mad.gif biggrin.gif
* * *
leluuu

QUOTE
ვიჯდები მყარად ვპოსტავ და ვპოსტავ (რეფრენი) :დდ


არავინ გეტყვის ლელუკა,
მე წინ დავჯდები, შენ უკან,
აქ არ გჭირდება თავდები,
მიხარია, რომ ვმრავლდებით.. biggrin.gif

Apoptosis

კარგი ხარ, ჩემო აპოპ,
რითმას წალდივით აპობ.. biggrin.gif


-------------------------------------------

ვინც
გაუძლო სიცხეს
და
ვეფხვმა ვერ დაბრიდა
(თუმცა გამოვრიცხე
უკვე
ყველა მხრიდან)
ყველას
დათვლას ვიწყებ
შუა სექტემბრიდან.. biggrin.gif

უხეირომ და სმიტმა თქვეს, რომ რთველი გვაქვს და ცნობებს მოვიტანთო და დანარჩენები სად ხართ? biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 14 Sep 2015, 14:40

Apoptosis

QUOTE
წა... ყავა უსხი ანის biggrin.gif

lol.gif up.gif

მომწონს! მეტს აღარ გავაზვიადებ,
ოხუნჯის სიტყვებს გავაზიარებ!

QUOTE
კარგი ხარ, ჩემო აპოპ,
რითმას წალდივით აპობ.. biggrin.gif










Posted by: MOSHAYIRE 14 Sep 2015, 20:07
nipponcaucasus

QUOTE
წა... ყავა უსხი ანის


მე ყავას ვუსხამ -
ის მისხამს ღვინოს
ღმერთმა იქნება
ქე დაგაღვინოს
და თუკი შეძლებ
წერო უ-ბილწოდ
თემა დატოვო
ისევ უბიწოდ -
გადმოდი ჩვენსას
იქით, ლექსპრომტში
იქნება შექმნა რამე
ჩვენს პონტში

smile.gif

Posted by: leluuu 15 Sep 2015, 02:02
სანამ ვიყავი სვანეთს და ბათუმს,
ვიხილე რაჭა,
მანამ გისვიათ ყავა, ღვინო და
ალბათ ჭაჭაც.

სანამ ტალღები გადავლახე,
ვეკვეთე უშბას
კი გაგივსიათ ორი გვერდი
კაფიით უცბად.

ამ მიდნაითზე მიჭირს ვპოსტო
აიფონ ექვსით,
ხვალ სისხამ დილას გაგაღვიძებთ
ახალი ლექსით
smile.gif))

Posted by: Apoptosis 15 Sep 2015, 13:03
QUOTE (MOSHAYIRE @ 12 Sep 2015, 00:26 )
Apoptosis
QUOTE
წა... ყავა უსხი ანის

ანის, ბანის და განის
გახლავართ მოტრფიალე
ყავას ვსვამ, დაგიტოვებ
თუკი ნალექსა დალევ

biggrin.gif

რას მერჩი ქალავ, ყავას მიირთმევ...
მე კი მთავაზობ ძირზე ნალექსა...
აწი ჩემ ლექსებს არ გაგირითმავ,
სხვას ვუზიარებ მუზის ნალექსარს.

მე დინჯად დავლევ ალკოჰოლს,
წვეთს არ გიტოვებ იქნებ...
შემოგაფეთებ კარგო ბოლს...
და...
გარეცხინებ ნაღვინარ ჭიქებს...gigi.gif

vik.gif
* * *
QUOTE (annavita @ 12 Sep 2015, 00:43 )
QUOTE
წა... ყავა უსხი ანის 

Apoptosis
თქვენ დაგანახებთ ანი
ვინ ყოფილხართ და რანი biggrin.gif

დაგვანახა უკვე ანიმ... givi.gif
-შორიდან-
გიმზერთ,
მოგელით...
ალბათ ყველანი...
და არ მოდიხარ...

თანაც წახვედი და იქ... ლექსპრომტში
დაიდე ბინა...
რა ნახე ერთი, ან რამ მოგხიბლა
გამაგებინა...



Posted by: nipponcaucasus 15 Sep 2015, 18:29
MOSHAYIRE
QUOTE
და თუკი შეძლებ
წერო უ-ბილწოდ
თემა დატოვო
ისევ უბიწოდ -

ტყუილუბრალოდ
დამწამე ცილი,
სიბილწესთან მე
არა მაქვს წილი!

QUOTE
გადმოდი ჩვენსას
იქით, ლექსპრომტში
იქნება შექმნა რამე
ჩვენს პონტში


თქვენ პონტში წერას რა უნდა
ერთი ჭეკლასის თქმა უნდა.

-მაჭამე ანა მჟაუნა,
ამ დილით მომემჟაუნა.

-სად მოგიძებნო მჟაუნა
მგონი დამეწვა ჟარუნა.

მერე მოუნდა პიცა.
შეკვეთა რომ ვერ მიცა,
აის დამწვარი ჟარუნა
თავიდან ააჟღარუნა. smile.gif))
---
რაისთვის მიწვევ ლექსპრომტში
დეფიციტი გაქვთ ექსპორტში?
აქ რაც შემოგაქ იმპორტში
ქე დაგიწერე იმ პონტში.


Posted by: MOSHAYIRE 15 Sep 2015, 19:17
nipponcaucasus
QUOTE
რაისთვის მიწვევ ლექსპრომტში
დეფიციტი გაქვთ ექსპორტში?


ვერც კი შემოხვალ ლექსპრომტში
ჩაიჭრები რა დრეს კოდში biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 15 Sep 2015, 19:25
MOSHAYIRE
რა მინდა გოგო მაქანე
როცა შენ მყევხარ აქანე.
დეიდე ხელზე ამბორი,
და ჩემკენ გამოაქანე. smile.gif))

Posted by: MOSHAYIRE 15 Sep 2015, 19:31
nipponcaucasus
QUOTE
რა მინდა გოგო მაქანე
როცა შენ მყევხარ აქანე


დაგიბინძურდა, გარეცხე
ბიჭო, მაგ მინა საქარე
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 16 Sep 2015, 02:45
leluuu
QUOTE
სანამ ვიყავი სვანეთს და ბათუმს,
ვიხილე რაჭა,


სხვათაშორის მეც ვიყავი რაჭას,
მთები ცაში რომ ლამობენ აჭრას.
დავესწარი ლობიანის გაჭრას.
ტკბილი ღვინო ჩამოჰგავდა მაჭარს.

მწვანეში ზის მთელი რაიონი.
იქ რიონთან მოჩანს ბარაკონი.
იტყვი: ბოშო, ლამაზია ონი!
ქორუკასთან ცეკვავს იადონი.

მერე შევსვი უწერაში წყალი
დედაკვინთან მუხლი დავდე ცალი
გრილი ღამე, კოცონი და ალი
შიშველ მხრებსაც მოვახურე შალი.

აი ასე მოვიარე რაჭა.
შენ სად იყავ, რად ვერ გნახე კნაჭა?


QUOTE
ამ მიდნაითზე მიჭირს ვპოსტო
აიფონ ექვსით,


არადა არა არ გვაღირსე მთელი დღე ლექსი,
დავბოდიალებ ამ შუაღამე ჩემი X6-ით. :ოქროებგადმოპნეული ქისა, (3 ცალი):












Posted by: leluuu 17 Sep 2015, 02:36
QUOTE
აი ასე მოვიარე რაჭა.
შენ სად იყავ, რად ვერ გნახე კნაჭა?

ამბროლაურს ვიყავ სტუმრად
მასვეს ღვინო ხვანჭკარა
ლამის იქვე დამიტოვეს
დამავიწყეს აჭარა.

დამპატიჟეს, განახოთო ონი,
მაგრამ მთვრალმაც არ დავკარგე გონი.

QUOTE
არადა არა არ გვაღირსე მთელი დღე ლექსი,
დავბოდიალებ ამ შუაღამე ჩემი X6-ით. :ოქროებგადმოპნეული ქისა, (3 ცალი):

თბილისის ქუჩებს არ აკლია შკოდა და ჯიპი
თუ X6 გყავს უკვე ნიშნავს, ხარ კაი ტიპი. :დდდ

აიფონით 6-ით გადავიღებ დაზაგრულ ფეხებს
დავჩექინდები თბილისური სვეცკი კლუბიდან
როცა კორპუსთან მომაკითხავ შავი X6-ით
გაგვაყოლებენ მეზობლები თვალებს უბნიდან.
:მეზობლისმზერისსმაილი:

Posted by: MOSHAYIRE 17 Sep 2015, 10:14
Apoptosis
QUOTE
მე დინჯად დავლევ ალკოჰოლს,
წვეთს არ გიტოვებ იქნებ...
შემოგაფეთებ კარგო ბოლს...
და...
გარეცხინებ ნაღვინარ ჭიქებს.


შენს ალკოჰოლიზმს ვერ გავუძელი
რომ გადავედი- მე ვარ-ჭიშკარში
ნაბახუსევზე , აპო, მოგიწევს
ლუდი მიირთვა იმავ ჭიქაში!
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Sep 2015, 13:14
leluuu
QUOTE
თუ X6 გყავს უკვე ნიშნავს, ხარ კაი ტიპი. :დდდ



მანდამდე ცოტა მიკლია გაზრდა,
დავდივარ ჯიპით, სახელად მაზდა. smile.gif))
მიჯობს X6ში ბალონის გაზს და
იმისი ხათრით დათრეულ ქალსა.

თუმცა რა, იყოს თუნდაც ხათრითა!
ლამაზი თუა იყოს თათრისა! smile.gif
მომბეზრდა ვავსო გული თაფლითა,
ვინც მივაკარე ყველამ დაფლითა.








Posted by: leluuu 17 Sep 2015, 17:05
QUOTE
მომბეზრდა ვავსო გული თაფლითა,
ვინც მივაკარე ყველამ დაფლითა.


ნუ მოსთქვამ, გულს ნუ იოსებ, კარგო
გიჯობს ეგ გული გააღო ფართოდ
თაფლი და სიტკბო არ დაიშურო
და სხვა მხარეში არ გაეშურო.
smile.gif)


Posted by: nipponcaucasus 17 Sep 2015, 19:23

MOSHAYIRE
QUOTE

შენს ალკოჰოლიზმს ვერ გავუძელი
რომ გადავედი- მე ვარ-ჭიშკარში
ნაბახუსევზე , აპო, მოგიწევს
ლუდი მიირთვა იმავ ჭიქაში!


ერთი ორი რომ ჩვენთან მოხაზე
რითმებს დეეტყო ფერი ლოყაზე.

Posted by: annavita 17 Sep 2015, 21:58
Apoptosis
QUOTE
დაგვანახა უკვე ანიმ... 
-შორიდან-

რა აზრი აქვენ ბრმისთვის
ჩემო სოსო თუ ჟორა
ანახებ თავის ნამდვილ
სიფათს ახლო, გინდ შორა? rolleyes.gif

Posted by: nipponcaucasus 18 Sep 2015, 01:51
QUOTE

თქვენ დაგანახებთ ანი
ვინ ყოფილხართ და რანი biggrin.gif


ვერ მოგერევა ანი,
კომაცუს ამწეკრანი! smile.gif












Posted by: Apoptosis 18 Sep 2015, 11:53
QUOTE (annavita @ 17 Sep 2015, 21:58 )
Apoptosis
QUOTE
დაგვანახა უკვე ანიმ...  
-შორიდან-

რა აზრი აქვენ ბრმისთვის
ჩემო სოსო თუ ჟორა
ანახებ თავის ნამდვილ
სიფათს ახლო, გინდ შორა? rolleyes.gif

ჭეშმარიტი სახე ანი
კაცის იცის ღმერთმა მხოლოდ ...
შენი მკვახე ნაუბარი
უნდა ნიავს გავაყოლო.

და მე გიძღვნი ისევ სტროფებს,
(გულს ერჭობა ერთი ნეკნი) wink.gif givi.gif
ნუღარ შევაჯიბრებთ ცოფებს,
შეგვაგებე შენი ნეკი. alk.gif
* * *
QUOTE (MOSHAYIRE @ 17 Sep 2015, 10:14 )
Apoptosis
QUOTE
მე დინჯად დავლევ ალკოჰოლს,
წვეთს არ გიტოვებ იქნებ...
შემოგაფეთებ კარგო ბოლს...
და...
გარეცხინებ ნაღვინარ ჭიქებს.


შენს ალკოჰოლიზმს ვერ გავუძელი
რომ გადავედი- მე ვარ-ჭიშკარში
ნაბახუსევზე , აპო, მოგიწევს
ლუდი მიირთვა იმავ ჭიქაში!
biggrin.gif

ნაბახუსევზე ჭიქასაც შევცვლი,
შენც გამოგცვლი და ჭიშკარსაც gigi.gif
აგერ მესამე ბოკალიც შევსვი,
მუცელმაც უკვე იკასრა. war.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Sep 2015, 12:44
Apoptosis
QUOTE
ნაბახუსევზე ჭიქასაც შევცვლი,
შენც გამოგცვლი და ჭიშკარსაც


ჭიშკრის გამოცვლას შრომა სჭირდება
დრო მიაქვს ბევრი, დრო და ძალები
კასრად ქცეულსა მუცლის არეში
ძვირფასო, მეც არ მოგეძალები

biggrin.gif gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 Sep 2015, 22:01
Apoptosis
nipponcaucasus
annavita

ხომ ვარ ლექსში თქვენზე მარჯვე?-
აქ მიტომაც გავიმარჯვე!

:ჩემპიონ:

Posted by: nipponcaucasus 1 Oct 2015, 13:46
MOSHAYIRE
თეთა რამხელა ლექსს გვიწერ?!
ასე რატომ დაიხარჯე?
ცოტა მოკლედ დაგეწერა
- მოველ, ვნახე, გავიმარჯვე!



Posted by: MOSHAYIRE 1 Oct 2015, 20:44
nipponcaucasus

ნიპონა მოიდა
სექტემბრის დროიდან
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 2 Oct 2015, 18:15
MOSHAYIRE

აქ არ ვიყავი,
აზიას გახლდით,
მივლინებაში,
საქმეები და ჰორიდა
წაველ სექტემბრის დროიდან!

გადავუფრინე
კაშკადარიას,
სირდარიას და ამურდარიას შორიდან.
შენ მიყურებდი წნორიდან!:)))

რო გავიცეკვე
კლუბში ბირუზა,
ლამის ავყარე მთელი
სიმები ჯორიდან.
(არ ჰყავდა ტოლი-სწორი და!)

თვალი შეგავლეთ
ლექსპრომტელებსაც,
იქნება მეთქი წერა ისწავლეს მგონი და...
სუპს აკეთებდით კნორიდან.

კნორიდან რიდაიდა კნორიდან smile.gif)))
ყავა რო გაგდით ფორდან!

Posted by: MOSHAYIRE 2 Oct 2015, 22:27
QUOTE
აქ არ ვიყავი,
აზიას გახლდით

nipponcaucasus

რავა მოგიხდა ბუჯო აზია
იქ ალბათ სვამდი ყავას გაზიანს
რითმ გაატანე ამუდარიას
მისტირი რვეულს იმ ცალხაზიანს
სადაც გეწერა პლაგიატები
(ჩემ რითმით გულზე დაგეხატები biggrin.gif)
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 16:33
MOSHAYIRE
QUOTE
რავა მოგიხდა ბუჯო აზია
იქ ალბათ სვამდი ყავას გაზიანს


ჩაის ლიმონით
და ფლავს ჯავზიანს.






Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 17:19
nipponcaucasus
QUOTE
ჩაის ლიმონით
და ფლავს ჯავზიანს.


აქვე გეტყვი "ნატურში" -
არ ჩაფლავდე წმაწურში!

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 20:09

წაი გეითამაშე..
მაგ ყურების პარტყუნში,
ბუზი არ ჩაგიფრინდეს
ყავადანის საწურში.





Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 20:25
nipponcaucasus

ნუ გაშინებს ბუზები
და აქ ნუ იბუზები!

Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 20:59
MOSHAYIRE
QUOTE
ნუ გაშინებს ბუზები
და აქ ნუ იბუზები!



რა უნდა გითხრა?!
ეგეთი ტემპით რას დამეწევი?
იაფ ყავას სვამ და
ორხაზიან ასტრას ეწევი.

Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 21:03
nipponcaucasus
QUOTE
ორხაზიან ასტრას ეწევი


რა მარლბორო და რისი ასტრები
თემა განთქმულა ცუდი დასწრებით...

Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 22:43
MOSHAYIRE
ზაფხულში, ავტობუსში ამოსული პენსიონერივით
ღონემიხდილი პასუხები გაქვს. sad.gif
...
რა დაგემართა შაყირა,
ძონძებში იძენ რითმებსა?
მუზამ თუ გაინაპირა,
პასტას ნუ უჭერ თითებსა.

შენი შაირი ვარგოდა
რითმას ატანდი მზითებსა.
ახლა რა გითხრა კარგო და
გაუდის ლანდი ჩითებსა.

ქონი მეგედო კალამზე
ძრავი ჩეკ-ენჯინს გინთებსა
მარტოკა ცეცხლი წალამზე.
მნახველს რას გააჭინთებსა?! smile.gif



Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 22:53
nipponcaucasus

შურით აღივსე ნიპონჯან
სხვის რითმი ვერ გადახარშე
ისევე მასე დარჩები
უკეთ დამწერი არ ხარ შენ!

biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 7 Oct 2015, 03:16
დრომ შემატოვა ნახევარ კაცად,
გეძებ, რომ თავი ვიგრძნო მთლიანად..
ჯანღიან ბინდში გამიკრთი ბაცად
და ჟრუანტელმა წამომიარა..

ვეღარ გავალღვე ყინული მზისით,
გიცდი, რომ გული შენით გამოთბეს,
მოდი და შენი ცელქი კისკისით
ეს ჯოჯოხეთი გამისამოთხე.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Oct 2015, 11:03
ლირიული გადახვევა არ აწყენდა აქაურობას

Posted by: nipponcaucasus 8 Oct 2015, 19:43
- ამ ტელეფონში ვინ არის ლერი?
- ან სად იყავი იმ ღამეს მერი!
აი ასეა დღეს მთელი ერი,
პირდაპირ პოლზე ეცემა ჭერი.

Posted by: Apoptosis 10 Oct 2015, 22:53
QUOTE (MOSHAYIRE @ 7 Oct 2015, 11:03 )
ლირიული გადახვევა არ აწყენდა აქაურობას

მოშაყირე თუ ეს შენ ხარ
ამ ბიჭივით ჩამოვდნები... gigi.gif
მძღოლს გიგზავნი და ახლავე
ჩაალაგე ჩემოდნები!!! bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Oct 2015, 23:11
Apoptosis

QUOTE
მძღოლს გიგზავნი


არ მაქვს ნივთები
არც ჩემოდანი
არც ქერა ვარ და
არ მაქვს არმანი
თან ცარიელი
თითქმის "კარმანი"
მაგრამ მაქვს გული
მას კი სურნელი
ახლავს ვარდის და
იასამანის...


Posted by: annavita 12 Oct 2015, 17:30
გავხედე, თემას დაუყვინია..
კნავის ფისო და
წკმუის ფინია..
rolleyes.gif

biggrin.gif
2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 Oct 2015, 23:23
annavita
QUOTE
გავხედე, თემას დაუყვინია..
კნავის ფისო და
წკმუის ფინია..


ლექსპრომტისაგან განსხვავებით ხომ -
თემაში რითმის ხარაკირია...

Posted by: nipponcaucasus 14 Oct 2015, 00:14

თემა ლივლივებს ტალღებში
როგრც ფუნთუშა ნაღებში.
ხან ლაღობს იალაღებში,
ხან გაერევა ბალღებში.
---------

კიდევ მეძახის აზია,
უფრო შორი გზა მომელის.
სიბრძნეს ვცნობ მოკლე ფრაზიანს,
კაცს მაშინ, თუა მშრომელი.

ღრუბლებზე იწვა ბოინგი.
მწუხრი დაათრო ადესამ.
ღიმილი შემომაჩინჩხლა
თურქიშის სტიუარდესამ.

თვალები მისკენ დავგეზე,
წარბს მოვაცილე კოპიო,
მან ყური დამდო ბაგეზე
მითხრა - სერ, ტი ორ კოფიო?

ты! - მეთქი, ასე ვუთხარი,
ლამის ვაკოცე მხარზედა..
ვიჯექ ფიქრებთან, მწუხარი
ღვედით დაბმული სკამზედა. smile.gif


Posted by: MOSHAYIRE 14 Oct 2015, 00:21
nipponcaucasus
biggrin.gif

კაია სტიუარდესა
თუკი მფრინავმა უეცრად
შორს და - არ წაუჰადესა

wink.gif

Posted by: nipponcaucasus 14 Oct 2015, 13:12
MOSHAYIRE
ეგეთ რითმასა კალბასში,
ზეიკიძეც არ ჩადებსა.

Posted by: MOSHAYIRE 14 Oct 2015, 16:25
nipponcaucasus
QUOTE
ეგეთ რითმასა კალბასში,
ზეიკიძეც არ ჩადებსა.


ემაგნაირი პასუხი
შენ სიყრუის ეჭვს ბადებსა

პ.ს."სიყრუე" -აქ, რითმის შეუგრძნებლობა

Posted by: annavita 16 Oct 2015, 05:00
MOSHAYIRE
QUOTE
ლექსპრომტისაგან განსხვავებით ხომ -
თემაში რითმის ხარაკირია...

მიმქრალ ნაღვერდალს ვითომც
დავადე ერთი წკირი smile.gif
სულ რომ არ ქრება
ჩემთვის
ესაა გასაკვირი smile.gif
..........
რა მაგის პასუხია..-
ქვეყანას არ ჰყავს პატრონ,
ამ უპატრონოებმა
როდემდე უნდა მართონ? rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Oct 2015, 14:57
annavita
QUOTE
რა მაგის პასუხია..-
ქვეყანას არ ჰყავს პატრონ,
ამ უპატრონოებმა
როდემდე უნდა მართონ?


მაგის თემები ცალკეა -
აქ ვერ ვაშუქებ, პარდონ biggrin.gif wink.gif

Posted by: oxunji pirveli 17 Oct 2015, 10:02
annavita



QUOTE
მიმქრალ ნაღვერდალს ვითომც
დავადე ერთი წკირი
სულ რომ არ ქრება
ჩემთვის
ესაა გასაკვირი


გაშლილან ხეები
დღეს
ფერად ფანქრებად,
მადლიან მიწასაც
გაუჩნდა სისველე..
ანიკო, ეს თემა
არასდროს ჩაქრება,
შეუყვა აღმართს
და
მცირე ხნით ისვენებს.. smile.gif biggrin.gif


Posted by: nipponcaucasus 17 Oct 2015, 18:50
annavita
QUOTE
მიმქრალ ნაღვერდალს ვითომც
დავადე ერთი წკირი smile.gif
სულ რომ არ ქრება
ჩემთვის
ესაა გასაკვირი smile.gif
..........


თემა ნათელი იქნება,
თუ არ სწერს ანა, გიული
ჩაცხრება კვლავ აინთება
ციკლია მარადიული. smile.gif

იცოდი მისით ვერ მოვა,
მაგ წკირით სჩიჩქნე ნუგეში,
ნაღვერდალი რომ გეპოვა
დამჭკნარი დედის უბეში.

QUOTE
რა მაგის პასუხია..-
ქვეყანას არ ჰყავს პატრონ,
ამ უპატრონოებმა
როდემდე უნდა მართონ? rolleyes.gif


1 წელი კიდო,
უნდა იჯდეი მიტო.
პაწაც დეიჩქმიტო,
შენ რომ დასვი - მიტო!

Posted by: annavita 18 Oct 2015, 21:40
nipponcaucasus
QUOTE
თემა ნათელი იქნება,
თუ არ სწერს ანა, გიული

აბა უყურე შენა! : ))

ს-წერს არა, -წერს.
...

იმის მაგივრად რომ მითხრა-
"მოდი, მოგვილექსე, ბები"- biggrin.gif
კაპიუშონი გეშლება და
გიგანიერდება ყბები biggrin.gif :*



oxunji pirveli


QUOTE
გაშლილან ხეები

დღეს
ფერად ფანქრებად,
მადლიან მიწასაც
გაუჩნდა სისველე..
ანიკო, ეს თემა
არასდროს ჩაქრება,
შეუყვა აღმართს
და
მცირე ხნით ისვენებს..

მზე მცირე ხნით გაიბუტა
ქედზე ნისლი გაიბანტა
მწვანე კაბას იხდის თუთა
ცივი შხაპის ქვეშ დგას პანტა..
ნაჯაფარი თემაც შედგა
მოისინჯა ბებერები
სწორედ იმ დროს შემოვედი
ბებერებზე ვეფერები.
რა ჩააქრობს, თქვენ მორები
მოგიზიდავთ, მე თუნდ წკირი,
თუ ხანდახან წამით ჩათვლემს
არც ეგ არის გასაკვირი smile.gif



Posted by: nipponcaucasus 19 Oct 2015, 14:29
annavita

QUOTE
აბა უყურე შენა! : ))ს-წერს არა, -წერს....


აბა უყურე ანასა! რო შლის და კეცავს დანასა. smile.gif
როცა ვერ თოხნის ყანასა გვიკითხავს ანაბანასა. smile.gif.

რამდენჯერ გითხარ რომ ლექსებს ღრმად ჩაჰკვირდი თქო? smile.gif
სწერს უფრო მუსიკალურობს, სამპირიანია, თან უფრო ღრმა გაგება აქვს ვიდრე მშიერ ორპირიან "წერს".

QUOTE
იმის მაგივრად რომ მითხრა- "მოდი, მოგვილექსე, ბები"- კაპიუშონი გეშლება და გიგანიერდება ყბები  :*


მოდი მოგვილექსე ბები,
მოდი გაიქნიე მხრები,
თანაც მოიყოლე ძმები,
თქვენი გაგვაგონეთ ხმები.

ბავშვი მოეყვანა წეროს,
დიდხანს ვერგახსნილი ყბებით,
მან მას ის რომ უნდა სწეროს
აი ამ კაფიას ვყვები.










Posted by: annavita 21 Oct 2015, 02:14
nipponcaucasus
QUOTE
სწერს უფრო მუსიკალურობს, სამპირიანია, თან უფრო ღრმა გაგება აქვს ვიდრე მშიერ ორპირიან "წერს".


rolleyes.gif
QUOTE
მან მას ის რომ უნდა სწეროს

facepalm.gif
მიწეროს...
"აწ საყვარელსა მიუწერს"...

Posted by: MOSHAYIRE 22 Oct 2015, 17:01
კაფიის წერას რა უნდა?
ერთი კაი მუზა უნდა!
ხომ უნდა?
ფორუმ და!
ნამდვილად უნდა!

:******

Posted by: oxunji pirveli 23 Oct 2015, 13:35
მიიზლაზნება ცხოვრება,
როგორც გოგიას ნახირი..
ტკივილს გამობმულს მორებად,
მივათრევ ოხვრა-ჯახირით..

როცა გამოვცლი ფიალებს,
ჩვენი შეხვედრის რიცხვს ველი,
მაშინ კი ისე ტრიალებს,
როგორც ''თელასის'' მრიცხველი.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Oct 2015, 13:51
oxunji pirveli

QUOTE
როცა გამოვცლი ფიალებს,
ჩვენი შეხვედრის რიცხვს ველი,
მაშინ კი ისე ტრიალებს,
როგორც ''თელასის'' მრიცხველი.



გამოჩნდა პირველოხუნჯი -
ჩვენი რითმების მკიცხველი! biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 23 Oct 2015, 16:28
MOSHAYIRE

QUOTE
გამოჩნდა პირველოხუნჯი -
ჩვენი რითმების მკიცხველი


მოხვედი და უმალ რითმის
გაკიცხვაში დამდე ვალი..
მგონი, შენზე ასე ითქმის -
ორი კურდღლის მადევარი..

თუმცა, მე კი შენი ნახვით
ყოველთვის ვარ მოხარული,
ნუ იქნები მწარე ხახვი,
დადე რითმა მოხალული! biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Oct 2015, 16:41
oxunji pirveli
QUOTE
ნუ იქნები მწარე ხახვი,
დადე რითმა მოხალული!


მოხალული გინდა ხახვი ე?
მეტყვი - თემადან დაახვიე?
შენ შემოდი შიგან ლექსპრომტსა
არაქისსა ნახავ - ეს მომცა
გაიფიქრებ უმალ ეშმაკო
ფელამუშიც გვაქვენ - თუ თქვი
უკვე ეს მაქო... biggrin.gif



Posted by: oxunji pirveli 25 Oct 2015, 11:29
MOSHAYIRE


QUOTE
დადე რითმა მოხალული! 

QUOTE
მოხალული გინდა ხახვი ე?


იქნებ კითხვა გესწავლა
ლექსპრომტებში ბომბარდირს,
გაიაზრე ჯერ კარგად
აბდაუბდას რომ ბარდნი,
"დედა ენა'' რა უყავ
არ გიბრუნებს ლომბარდი? biggrin.gif

QUOTE
გაიფიქრებ უმალ ეშმაკო


რაც მარგუნე წილხვედრად
ნათქვამია მძინარის..
ადვილია მიხვედრა
ის ''ეშმაკი'' ვინ არის.. biggrin.gif

QUOTE
მეტყვი - თემადან დაახვიე?


გაკვირვებისგან
მურთაზ დაუშვილს
გაუშრა ნერწყვი,
დაესხა რეტი..
ეგ მოშაყირევ
როგორ დაუშვი,
შენ ხარ თემაში
შაირზე მეტი.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Oct 2015, 12:13
oxunji pirveli
QUOTE
იქნებ კითხვა გესწავლა
ლექსპრომტებში ბომბარდირს,
გაიაზრე ჯერ კარგად
აბდაუბდას რომ ბარდნი,


ვინც არ იცის მოხალული
ხახვის გემო
მის შაირზე არ ვსაუბრობ,
ოხუნჯ ჩემო...

:სმაილი:

Posted by: nipponcaucasus 29 Oct 2015, 12:56
მზეს ეფარება ღრუბელი
ღრუბელს ოთახის ფარდა
დედი, გაცივდა ღუმელი!
შეშა შეაწყვე მარდად.

სიჩუმე ოხორავს თემაში
ლექსი თავლაში ბორგავს,
მუზამ ჩაგტოვათ თვლემაში,
თუ რითმებს შოლტით როზგავთ?

რა ამბავია სოფელში,
ყველი გაძვირდა კიდო?
გუშინ გიხილეთ ოპელში,
9 ლარად ყიდდით კილოს.

Posted by: MOSHAYIRE 29 Oct 2015, 21:30
nipponcaucasus
რა აბდა-უბდა დაწერე
თავად თუ მიხვდი არსსა?
ღრუბელმა ყველი მოწვიმა
ჩირის და ჩალის ფასად!

Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 10:26
MOSHAYIRE

წამოწოლილხარ ლოგინზე,
სიზმრებში ეძებ არსსა. (ყავაში კიდევ ქმარსა)
დამნებდი ქალავ ოინზე
თორემ წააგებ მარსსა. smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 13:26
nipponcaucasus
ეგ რომელ მარსზე საუბრობ,
შოკოლადი რომ ქვიან?!
მე მარსზე უკვე გავფრინდი -
შენ გაიღვიძე გვიან!

Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 16:22
MOSHAYIRE
ყავა სვი მერე აბოლდი,
ვერც შაირს ამბობ ჭკვიანს.
არა, იმ მარსზე ვამბობდი,
2:0 რომ ჰქვიან.

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 16:27
nipponcaucasus

QUOTE
ვერც შაირს ამბობ ჭკვიანს.


საკუთარ თავთან დიალოგს
ხომ მონოლოგი ქვიან?
მერე და რას ახმოვანებ
იქნება არ იციან?
wink.gif biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 17:32
MOSHAYIRE
შენ შაირებზე ვიღიმი
თან ჩეხურ ლუდს ვსვამ სვიანს (3 და 60-იანს smile.gif), აქცია ჰქონდათ გუდვლში ჩვენსას აჯობა წყლიანს)

ძველი ცოცხები გიჭირავს
კარგად ვეღარა ჰგვიან.

მონოლოგი რომ მეწერა
"ვამბობს" დავწერდი "ვ"-იანს

გასცი, ცილს მწამებ ტყუილად
არც არას ამბობ ჭკვიანს.

ეგეთ ლარიან შაირებს
წაუკითხავად ჰყრიან.

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:00
nipponcaucasus
კიდევ ხარ უკმაყოფილო
საკუთარ აზრ და "ღვაწლის"?-
შენნაირებსა მუზაი
ასკეცად სილას აწნის!

biggrin.gif

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:10
MOSHAYIRE
QUOTE
შენნაირებსა მუზაი
ასკეცად სილას აწნის!

სილანაჭამი ღაწვი
ითხოვს საფენებს მაწვნის biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:12
annavita
QUOTE
სილანაჭამი ღაწვი
ითხოვს საფენებს მაწვნის


ოდნავ რომ გონსა მოეგოს
საფენებს იდებს ქაცვის !
biggrin.gif

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:15
MOSHAYIRE
QUOTE
ოდნავ რომ გონსა მოეგოს
საფენებს იდებს ქაცვის !

როგორც მე მახსოვს ქაცვმა
პირიქეთ - იცის აწვა : biggrin.gif (იხ. დავით გურამიშვილი, "ქაცვია მწყემსი)

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:21

annavita
თან წვავს, თან ალბობს მა ქაცვი
იხილეთ მეოთხე აბზაცი



http://news.ge/ge/news/story/68511-qatsvis-samkurnalo-tvisebebi

Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 18:23
MOSHAYIRE
არა მცალია შენთვინა
მსიჯს ვკითხულობ წაწლის.

მემგონი თხლად ხარ რაღაც და
ნაყენი ხუხე ანწლის.



QUOTE
შენნაირებსა მუზაი
ასკეცად სილას აწნის!

ჩემნაირებსა მუზები რითმას გოდრებით აწვდის
შენს ნაფტალინა შაირს კი
სუნი სდის მჟავე მაწვნის. smile.gif))

რითმებს ნუ მიცვლი იცოდე
უფხოდ ნაგრეხს და დაწნილს.










Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:30
nipponcaucasus
შენს მაწონში დიდმა მუზამ
ჩააყარა ნაფტალინი
ნეტავი რა გეღიმება
ცხრა ბურთი მაქ გატანილი
შენს კარში
biggrin.gif
: 9:0 :

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:40
MOSHAYIRE
QUOTE
თან წვავს, თან ალბობს მა ქაცვი
იხილეთ მეოთხე აბზაცი

არ ვიცოდი ძამია
ავწიე ორი ცაცი (აქ -ხელი) : ))

Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 18:40
annavita
შემოფლატუნდა ანიკო
საფენებით და ქაცვითა
უკბილო ამბავს ჰყვებოდა
სხვები უსმენდნენ ქანცვითა.
ჩულქ მაინც გამაგეცვალა
ქუსლმა რო უკან გასცვითა.

MOSHAYIRE
წადი ცხვირი მოიხოცე
წერას ჰყევხარ ატანილი
მე9 დღეა ნიფხვის ტოტი
ნასკებში გაქ ჩატანილი

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:43
nipponcaucasus
QUOTE
წადი ცხვირი მოიხოცე
წერას ჰყევხარ ატანილი
მე9 დღეა ნიფხვის ტოტი
ნასკებში გაქ ჩატანილი


მსგავსსა სტროფებსა მდარეს
ბოთლი ვერ შველის "ზვარეს"

:ათასი ზვარე:

Posted by: annavita 30 Oct 2015, 19:05
nipponcaucasus
QUOTE
ჩულქ მაინც გამაგეცვალა

ძველი დროდან მოგყვება
ეგ მანია- "ჩულქები"
და მინდა გაგახარო
წყვილი წინდის ჩუქებით :*

ზემოდან დავამატებ
ერთ-ორ შალის ფოხანსა,
ზამთარი კარზეა და
თანაც კარგად მოგფხანსა biggrin.gif

ზრდილობა დაიცავი. შენთვის ურიგო არ მიკადრებია და თავს ნუ აიგდებ. yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:08
annavita
გადავინაცვლოთ ისევე
ლექსპრომტში ზრდილობიანში
ამ თემას ნებისმიერსა
გავუცვლი წყვილ ლობიანში

Posted by: annavita 30 Oct 2015, 19:11
MOSHAYIRE
QUOTE
ამ თემას ნებისმიერსა
გავუცვლი წყვილ ლობიანში

რამე რო იყოს ახლა
თუნდ ერთ ლობიანს ხელ-ხელ
შეჭამდა კაცი რაჭულს,
გემრიელსა და ცხელ-ცხელს smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:14
annavita

ფენოვანი ან რაჭული!-
ძირს ნიპოს ლექსი ქაჯური!


Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 19:19
MOSHAYIRE
მახსოვს ბალღობას მამაჩემი რომ ჭამდა ცხარეს
გასტრანომიდან ამომქონდა იმისთვის "ზვარე".
უღრუბლო ღამეს, მომღიმარი მეგონე მთვარე
მართლა გრძელტოტას კავალერი ხომ არ ხარ და რამე?

ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, მიტარბიც. "ზვარე"?
რაღაცა გულში ჭვალმა გამკრა ცოტათი მწარემ.


გული დამწყდება, ბევრს ვიბორგებ ღამით საწოლში,
ჩემი მუზები მაშნ მართლა ჩაიყრება მჟავე მაწონში. smile.gif

:ათას ერთი ზვარე:


* * *
annavita
შენ გაქვს რაღაც კომპლექსი თუ გიხსენეს მოლფექსი.

ჩულქებთან თუ გამივლებ აქ ზრდილობის პარალელს
რა აზრიაქ შაირებს და ჩვენ ჰარიჰარალეს?

სერიოზულ თემაში ცუდს თუ გკადრებ ანიკო
აი მაშინ გამკიცხე, წინასწარ ნუ პანიკობ!
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ფენოვანი ან რაჭული!-
ძირს ნიპოს ლექსი ქაჯური!


იქ წნილი ჭამე ნივრისა (მახსოვს ადრე ახსენებდი)
აქ კბილს დაუწყე კრაჭუნი.
ჩემ ლექსებს არა უჭირს რა,
შენსას გაუდის ჭრაჭუნი.


Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:46
nipponcaucasus
შენს ლექსს ბოტოქს თუ უშველის
რითმი გაქვს ძან დაპრანჭული

Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 20:28
MOSHAYIRE
QUOTE
გადავინაცვლოთ ისევე
ლექსპრომტში ზრდილობიანში
ამ თემას ნებისმიერსა
გავუცვლი წყვილ ლობიანში


ამ შაირში 3 იანი,
დანარჩენში 2 იანი!

სამს და ოთხს შორის ხარ ეხლა
ჩემზე ნუ ხარ ბოღმიანი.

(დიდი გოგო ჩანხარ და 10 ქულიანი შკალა შენ დროს არ იქნებოდა smile.gif . )

--------------------
სინანული

მწარე სიმართლეს გეტყოდით
დღეს ლექსი ვერ სჯობს ლობიანს,
თუ გინდა ცდა ჩავატაროთ
ლექს დავდოთ მჯობნის მჯობნია
20 ლაიქი ლექსს ერგოს 320 კი ლობიანს.

ასეა ყველა სფეროში, თვალი ბეღელს სჭამს ხორბლიანს.
აბა რა უნდა მოჰკითხო მშიერმუცელა დორბლიანს?
ქვეყანაც ამან დაამხო რას ვერჩი შუშის კოლბიანს.

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 22:09
nipponcaucasus
QUOTE
Crazy Member

თავს რომ ასაღებ მემბერ ქრეიზად
ეს გვიპასუხე ნიპონ, რეიზა?

biggrin.gif

Posted by: annavita 31 Oct 2015, 14:52
nipponcaucasus
QUOTE
შენ გაქვს რაღაც კომპლექსი თუ გიხსენეს მოლფექსი.

ჩულქებთან თუ გამივლებ აქ ზრდილობის პარალელს

ეს შედევრი რომ არ დამრჩეს
შეუმჩნეველი, უქები,
შენს ძველ ციტატებს დაგიდებ-
იდეაფიქსით- "ჩულქები" biggrin.gif

თუმცა, ჯობს ძველი "ჩულქი" და
ჰიგიენური პაკეტი
დაივიწყო და ნამდვილი,
სუფთა კაფია "აკეთო". smile.gif
yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Oct 2015, 17:47
annavita
QUOTE
სუფთა კაფია "აკეთო"


"სუფთა" კრიტიკა რომ შეძლო
ინტელექტია საჭირო
და ცოტაოდენ იუმორიც,
რომ თავი წარმოაჩინო

ეს "ლასტი-ლუსტი კაფია"
რასაც ჩვენ გვიწერს ნიპონა
ეტყობა თავის ბავშვობის
მოგონებებში იპოვნა

biggrin.gif

Posted by: annavita 31 Oct 2015, 17:54
MOSHAYIRE
მთავარია მაინც ჩემო,
ნიჭი,+გული, სული
რომ არ გახდე ცხოვრებისგან
ნასეტყვი და გაწუწული smile.gif

Posted by: nipponcaucasus 1 Nov 2015, 18:37
სოფლიდან მოსულ პოეტებს,
2 მანდილოსანს ვახლავარ!
ყავაზე თხზავდნენ სონეტებს,
ჩემთან მოუნდათ ფახლავა.


annavita

ის რაც "ჩულქებზე" გაჩუქე,
"სუფთა კაფიის" ჟანრია.
რჩევებს რად მაძლევ ჩანჩურებს,
ღვინოს რად მასმევ შაქრიანს?

გრამატიკასაც მისწორებ, (თავად არ გესმის სისწორე)
ხან ლექსის წერას მიმარტავ.
პირადად თუ ვერ მიწონებ,
მცდარ ბაას რაად მიმართავ?

გეტყვი რომ ოდნავ ხმამაღლობ,
როგორც უპოხი სართავი,
არ ვარგა როცა თავმაღლობს
ნახევრად სავსე თავთავი.

>>>>>
რაღაც გეწვის ანიკო
ჭკუას მარიგებ რაკია,
ჩულქი თუ მართლა გაგერღვა,
ჩამააფარე ფრაკია. smile.gif


MOSHAYIRE

QUOTE

ეს "ლასტი-ლუსტი კაფია"
რასაც ჩვენ გვიწერს ნიპონა
ეტყობა თავის ბავშვობის
მოგონებებში იპოვნა



შენ შაირს რაღა ვუწოდო?
მოუხდებოდა შლიფოვკა.
პადაჩას რო ჩავუწოდობ
ფეხიდან სძვრება შიპოვკა.

QUOTE

თავს რომ ასაღებ მემბერ ქრეიზად
ეს გვიპასუხე ნიპონ, რეიზა?


პაროლში გქონდა ეჭვი რა,
ახალწელს გახდი ნიუბი.
ხელში ბუშტები გეჭირა,
თავს იწონებდი იუბკით.

მერე სოფელში წახვედი,
სიმინდებს ყიდდი პოსლეზე.
ეხლა რა პირით მახვედი
წმაწურ-კაფიის პროსპექტზე?

Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 18:44
nipponcaucasus
QUOTE
წმაწურ-კაფიის პროსპექტზე?


წმაწურ-კაფიის გამზირი
უცებ გამხდარა სტრიტია (აქ, street)
sorry, თუ ჩემმა კაფიამ
დაგმართა შენ გასტრიტია

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 1 Nov 2015, 19:00
MOSHAYIRE
შენს მეტი პროსპექტს ვინ აქცევს სტრიტად?
ვის შესწევს ძალა სტრიტ თქვას გასტრიტად?
უნდა დაგიდგა შენ ძეგლი - ტიტრად:
"ლექსი რომლისა არ ღირდა კიტრად". smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 19:00
QUOTE
2 წევრი: MOSHAYIRE, nipponcaucasus

nipponcaucasus

გელოდები და ვერა სწერ
გიჭირსკაფია, ნიპონჩიკ
ჩებურეკად რომ შეგერგო
მე რა ვუთხარი იმ პონჩიკს!

biggrin.gif biggrin.gif

* * *
nipponcaucasus
QUOTE
უნდა დაგიდგა შენ ძეგლი - ტიტრად:
"ლექსი რომლისა არ ღირდა კიტრად"


თქვენ გელანდებათ "კიტრები"
ჩვენ კი ლექსით ვართ მდიდრები!

Posted by: nipponcaucasus 1 Nov 2015, 19:04
MOSHAYIRE
გამო ცალკე უნდა გნახო მხიარულო ყაყაჩო
ხელში უნდა აგიყვანო და ლექსებში დაგახჩშო!


* * *
MOSHAYIRE
სადაა ლექსი შენი ნაწერი
ლექსპრომტის ტურფავ?
ძირს დაგიგდია ფქვილის საცერი,
და კამპოტს ხუფავ!





Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 19:15
nipponcaucasus
QUOTE
ძირს დაგიგდია ფქვილის საცერი,
და კამპოტს ხუფავ!


შეეშვი ჩემს კამპოტს
მიხედე შენს კაპოტს biggrin.gif

Posted by: annavita 1 Nov 2015, 21:17
nipponcaucasus
.....................................
facepalm.gif 2kiss.gif

Posted by: nipponcaucasus 4 Nov 2015, 22:02
თემავ! ეგრე რამ დაგღალა?
- ჩაგძინებია ტკბილადა.

2 ხმაში ვერ ვმღერ ხმამაღლა,
სხვებმა დამტოვეს წბილადა.

Posted by: Apoptosis 4 Nov 2015, 22:43
nipponcaucasus

ნიპონჯან ვერ გეხმარებით
რითმები საქმემ წამართვა.
ვწერ ჯახირით და წვალებით...
და ამიტომაც ჩუმად ვარ.

Posted by: nipponcaucasus 5 Nov 2015, 01:24
Apoptosis

tuk.gif

მშვიდობა შენს გამოჩენას.
მუშაობ ქანცის გაცლამდე?
წინსვლას და არ ჩამორჩენას
გისურვებ ყანწით, დაცლამდე.

რაკი გამოჩნდი არ ვჯავრობ,
ცოცხალ ყოფილხარ, ჯანმრთელი.
კალამს გიმშვენებს გარჯა, როს
ცოტაობს ლექსის გამთლელი.







Posted by: oxunji pirveli 6 Nov 2015, 13:53
nipponcaucasus
QUOTE

თემავ! ეგრე რამ დაგღალა?
- ჩაგძინებია ტკბილადა.

2 ხმაში ვერ ვმღერ ხმამაღლა,
სხვებმა დამტოვეს წბილადა.



არ შველის
ჩვენი წადილი,
თემა
ნისლივით ქრება..
ხომ არ დავნიშნოთ
ხვალ დილით
ერთი
მშობელთა კრება? biggrin.gif


Posted by: nipponcaucasus 6 Nov 2015, 21:25
oxunji pirveli
ეგ კრება თუ გაგვიმართლებს
დავბეჭდავ საშვს და ნებართვებს
გასაგრილებლად მივართმევ
ნაბეღლავსა და ლებარდეს. smile.gif

შარშან ამ დროს რომ მოვედი
თემაში იდგა კორიდა.
ძლივს შემოვძვერი მოპედით,
რიგები იდგა გორიდან.

ეხლა რა ხდება ვერ ვხვდები
თემას დასცვივდა ფოთლები?
(არა!)
კვლავ იშრიალებს ვერხვები.
ზამთრისგან დანაობლები.

Posted by: MOSHAYIRE 7 Nov 2015, 18:32
QUOTE
შარშან ამ დროს რომ მოვედი
თემაში იდგა კორიდა.

nipponcaucasus

აქ ანავიტა არ პოსტავს
სულ დაგვეკარგა ნორი და ...
მეც თუ დაგტოვეთ, შვილებო
უნდა დაიწყოთ ნოლიდან...

Posted by: Apoptosis 8 Nov 2015, 00:53
MOSHAYIRE

მოშაყირევ, ამპარტავნობ.
თავი ხელში აიყვანე! aba.gif
მეშინია თავს არ ავნო...
მოდი შენ და მოვა ანიც.

ნორიელი დაიღალა,
სჯა-ბაასით, კამათებით...
თქვენ ორნი კი, ყელმაღალო,
მთვარესავით გვემალებით.

საახალწლოდ შევრიგდეთ და
გავაჩუქოთ პოზიტივი...
მერე მოვა ნორიკელაც
და ჭარმაგი პოეტივით

აიჩქარებს გულის ცემას...
ნაირ-ნაირს ჩამოგვიწერს.
თემას ფერი მიეცემა ...
მუზაც ლაღად გამოგვის მტვერს.



ხალხი ლექსებს წაიკითხავს...
ზოგი სინჯავს თავის ძალებს.
შენ და ანი თუ არ მოხვალთ
ჩამოვიყვანთ ამორძალებს... (უკრაინიდან) bis.gif
თუმცა ვიცი ბოროტება
თქვენ სულაც არ გამოძრავებთ...
მომწიფებულ ბოლო თემას...
სულ ჭიები გამოხრავენ. sleep.gif

ხომ არაფერს აშავებენ მაინც დანაშაულია
rolleyes.gif








Posted by: MOSHAYIRE 8 Nov 2015, 01:01
Apoptosis

რა დროს ახალი წელია
ჯერ შემოდგომა მეფობსო
მოშაყირეი ლექსებს წერს
აპოპტოზისი რეპობსო

შაყირა არ ამპარტავნობს
არც არავისზე მეტობსო
ნუ...ცოტას წაუძერსკებს და
ოდნავაც კიდე სვეტობსო


biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 9 Nov 2015, 03:47
nipponcaucasus

დაიგვიანა პასუხმა,
დრო აღარ მრჩება საწერად,
რომ ვერ დამახრჩო ჰალსტუხმა,
ნერვი მიტევდა სამწვერა..biggrin.gif

QUOTE
შარშან ამ დროს რომ მოვედი
თემაში იდგა კორიდა.
ძლივს შემოვძვერი მოპედით,
რიგები იდგა გორიდან.


ხშირად ვიხსენებ იმ კვირებს..
ამ სტროფზე ჩემგან - ი პ ო ნ ი! bis.gif
იმხელა ხმაზე ვიყვირე,
მომდევდა მთელი კრიმპოლი.. biggrin.gif

QUOTE
ეხლა რა ხდება ვერ ვხვდები
თემას დასცვივდა ფოთლები?
(არა!)
კვლავ იშრიალებს ვერხვები.
ზამთრისგან დანაობლები.


ჯერ ხალხი ათვალიერებს,
ხან ციხეგოჯს და ხან იშხანს..
ველი რითმაში ძლიერებს,
უცბად მოვარდნილ ქარიშხალს.. biggrin.gif

MOSHAYIRE


QUOTE
მეც თუ დაგტოვეთ, შვილებო
უნდა დაიწყოთ ნოლიდან...


QUOTE
შვილებო

rolleyes.gif

ბებომ სიმჟავე მოფინა,
ბევრი მოსვლია ტომატი..
თურმე ლექსპრომტი ყოფილა
მოხუცთა პანსიონატი.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Nov 2015, 12:15
oxunji pirveli
რომ ბუკვალურად გაიგე
შენ ფანტაზია არ გყოფნის
არ შეგიძლია ოხუნჯო
გარეშე შეურაცხყოფის

პ.ს.მოხუცებული მე მიყვარს
პატივს ვცემ ხანში შესულებს
რითმში ჯდება და მე მაინც
აქ არ გაკადრებ შენ სულელს...

Posted by: Apoptosis 9 Nov 2015, 12:51
QUOTE (MOSHAYIRE @ 8 Nov 2015, 01:01 )
Apoptosis

რა დროს ახალი წელია
ჯერ შემოდგომა მეფობსო
მოშაყირეი ლექსებს წერს
აპოპტოზისი რეპობსო

შაყირა არ ამპარტავნობს
არც არავისზე მეტობსო
ნუ...ცოტას წაუძერსკებს და
ოდნავაც კიდე სვეტობსო


biggrin.gif

შენ კაფიას ძერსკუნია
ფერი ადევს ანავიტას
შენ კი ფიქრობ სვეტსკურია...
არა... გული ვერ აიტანს biggrin.gif

მოდი აქ დაჯექ გოგონი
ვერაი თმობ თემას რაკი ღა...
მოდი და ერთად იკვესონ
ჩემ რეპმა შენმა- შაყირმა.

რაც შეეხება ახალ წელს...
შენც იცი მოვა მალე და
საშემოდგომო ეგ პოსტი
სირცხვილით დაიმალება

Posted by: nipponcaucasus 9 Nov 2015, 13:05
Apoptosis
QUOTE
შენ და ანი თუ არ მოხვალთ
ჩამოვიყვანთ ამორძალებს... (უკრაინიდან) bis.gif


დავნიშნოთ, რაღას ვუცადოთ?
უკრაინაში ჩარტერი.
ეგენი გადაუცვალოთ,
ამორძალებში ბარტერით.



Posted by: MOSHAYIRE 9 Nov 2015, 13:25
nipponcaucasus
QUOTE
ეგენი გადაუცვალოთ,
ამორძალებში ბარტერით.

ნეტა რითმი რო გიჯდებათ
აღარ სარგებლობთ დამტენით?
biggrin.gif
* * *
Apoptosis
QUOTE
შენ კაფიას ძერსკუნია
ფერი ადევს ანავიტას


კაფია მაქვს ოროგინალ -
გავლენას ცნობს არავითარს!!!

Posted by: oxunji pirveli 10 Nov 2015, 01:28
MOSHAYIRE


QUOTE
რომ ბუკვალურად გაიგე


სად ნახე ჩემთან ბუკვალი,
რაში გჭირდება ცრუ კვალი? biggrin.gif

QUOTE
არ შეგიძლია ოხუნჯო
გარეშე შეურაცხყოფის


ვიხუმრე..
უკვირთ თავადებს,
შენზე ქოთქოთებს ნაილიც,
ვერ ნახე შაირს დავადე,
ყბაგაფხრეწილი სმაილი?! biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Nov 2015, 12:31
oxunji pirveli

თემას ხან და ხან სტუმრობ
გვგესლავ და ვითომ ხუმრობ


ასე იქნები ხვალეც?!..-
ჰოკაი, ჩაგითვალე

:ჩათვლა:



Posted by: oxunji pirveli 10 Nov 2015, 17:25
MOSHAYIRE

QUOTE
თემას ხან და ხან სტუმრობ
გვგესლავ და ვითომ ხუმრობ


ისე ამოხტი გეტრიდან
მგონი, გჭირდება ლოგინი,
ნაფერთხი თერმომეტრი და
ტუმბოზე გემატოგინი..

QUOTE
ასე იქნები ხვალეც?!..-
ჰოკაი, ჩაგითვალე


თუ მართლა ჩამითვალე,
რაღად მიჭუტავ თვალებს?!
გეყო ფრჩხილების კვნეტა,
ვის ახმოვანებ ნეტა? rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Nov 2015, 12:20
oxunji pirveli
QUOTE
ისე ამოხტი გეტრიდან
მგონი, გჭირდება ლოგინი,
ნაფერთხი თერმომეტრი და
ტუმბოზე გემატოგინი..


მასეთ სურათებს რომ ხატავ
მიტო არა ხარ გოგენი

Posted by: Apoptosis 12 Nov 2015, 00:45
QUOTE (MOSHAYIRE @ 9 Nov 2015, 13:25 )
კაფია მაქვს ოროგინალ -
გავლენას ცნობს არავითარს!!!

შენ კი არ ცნობ ვიცი, მაგრამ-
ხარი ხართან... გაგიგია?
გუშინ ვნახე რომ ნიანგმა
მამლისავით დაიყივლა.

ვგრძნობ რომ სულაც არ ხარ ხარი, givi.gif
და არც ანავიტა ხარობს,
მაგრამ ეგ შენი ხარხარი
უანაოდ აქ ვერ ხარობს.

Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2015, 00:51
Apoptosis
QUOTE
უანაოდ

აპოპტოზისს ეძინება
ურწიოთ და უნანაოთ

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Nov 2015, 19:49
_________________________________________________________

Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 19:18
გუშინ წამექცა მელანი.
მტრედის გეპოვნა ღინღლია.
სიგრძით ხარ ცერის ხელანი
სასახლედ გყოფნის იღლია.

შაირებს ვეღარა ჰპოსტავ
ყავის სმით თავი გიღლია.

Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2015, 19:50
nipponcaucasus
QUOTE
გუშინ წამექცა მელანი.
მტრედის გეპოვნა ღინღლია

შენ რომ მელანი წაგექცა
მასში დავუწე კალამი
იმდენი რითმი მომრჩა რო
გავავსე ლამის ხალამი

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 20:22
სსააადააა მერე ეგ შენი
რითმებით სავსე ხალამი?
მგონი გჭირდება ჟენშენი
რითმოტენტების წამალი! smile.gif))



Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2015, 20:30
nipponcaucasus
[quote]მგონი გჭირდება ჟენშენი

ღმერთმა შემარგოს ჩემი რითმი და
შენ - შენი

biggrin.gif


Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 20:46
რითმებს მიეცი ექშენი,
აზრი ჩააცვი - ფეშენი.
დაბეჭდავს თავის გაზეთში
თემქის ქარხანა - "ელმშენი"! smile.gif


Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2015, 20:49
nipponcaucasus
ამდენ ხანს რად უძებნიდი
"ჟენ-შენს" რითმს შესადარსაო?
შავი კატა ხომ არ შეგხვდა?
იქნება ქე დაგთარსაო tongue.gif biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 21:16
MOSHAYIRE
QUOTE
შავი კატა ხომ არ შეგხვდა
იქნება მან დაგთარსაო tongue.gif biggrin.gif


ისეთსას რას დამთარსავენ
სოფლის მგოსანთა ელიტა,
დიდ ქვაბში საცვლებ ხარშავენ
ჯოხის მორევით ნელითა. smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2015, 00:33
nipponcaucasus
QUOTE
დიდ ქვაბში საცვლებ ხარშავენ
ჯოხის მორევით ნელითა.


შენ ნეტა რომელ "გოდა" ხარ
მე კი მეგონე ბოვშიო
რაღა დროს ჯოხის რევაა
სოფლებშიც უდგათ "ბოში"ო

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Nov 2015, 16:10
ჰმ!
ქვაბს აღარ ხმარობს სოფელი,
სარეცხს ურეცხავს "ბოშიო"?
ალბათ თუ ცვლიდა მფლობელი
დეკეულსა და ხბოშიო.
* * *

QUOTE
შენ ნეტა რომელ "გოდა" ხარ
მე კი მეგონე ბოვშიო


ხან ბერიკაცი, ხან ახალგაზრდა
ვისთვის არწივი და ვისთვის ჩიტი.
ერთი წელია ვდგევარ დაზგასთან,
და შენს ჯინაზე ამ რითმებს ვჩირკნი. smile.gif.
........

ოფისში ვებრძვი პროექტს! smile.gif
რომ გაცხელდება თავი,
ვთამაშობ ხოლმე პოეტს,
წმაწურკაფიის შხაპში.

თავად არ ამხელ ასაკს,
ბერდები სახლში ჯდომით.
პოსტებით გასცდი ათასს,
მაინც ვერავის ჯობდი. smile.gif

მე გაფასებდი დიდად,
შენ დამიწუნე ტორტი!
თავი მოგქონდა მდიდრად
შავი პურით და შპროტით.smile.gif

ისევ სოფელში ცხოვრობ,
ისევ ამოგყავს ყველი,
ისევ ლექსებით მორცხოვობ,
ისევ გიშრება ყელი.

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2015, 21:46
nipponcaucasus
QUOTE
თავად არ ამხელ ასაკს,
ბერდები სახლში ჯდომით.
პოსტებით გასცდი ათასს,
მაინც ვერავის ჯობდი


მე გავცდი უკვე ას წელს
ბუხრის წინ ვთბები მშვიდად
ტორტზე არ გინდა ფიქრი
შემეფერები შვილად

მოდი და მინახულე
ერთხელ და თუნდაც ათგზის
ნობათს გაგატნევ სახლში
წინდებს ჩაგაცმევ მატყლის... :O

Posted by: nipponcaucasus 17 Nov 2015, 23:07
MOSHAYIRE
QUOTE
გავცდი უკვე ას წელს
ბუხრის წინ ვთბები მშვიდად
ტორტზე არ გინდა ფიქრი
შემეფერები შვილად


კევას მოწყენით გავწელ
ტახტზე მივწვები მშვილდად
ტორტზე აღარცა მაქ ფიქრი,
უნდა დაველოდო შილას.

Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2015, 20:43
QUOTE
ტორტზე აღარცა მაქ ფიქრი,
უნდა დაველოდო შილას

nipponcaucasus

მარტო ჩვენ ორი ვპოსტავთ
თუ სხვა არაა შინა ?biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 19 Nov 2015, 17:13
2-2 ხაზების დამწერზე
ნერვი მეშლება საშინლად.
ცოტა დახარჯე რეზერვი
რა იყო რამ შეგაშინა?

სხვა ალბათ თავს არ გიყადრებს
და არ გიჩერებს მაშინას.

Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2015, 19:44
nipponcaucasus
QUOTE
სხვა ალბათ თავს არ გიყადრებს
და არ გიჩერებს მაშინას


წმაწურის ითხოვს ფორმატი
მოკლედ თქვა, არა არშინად!

tongue.gif

Posted by: nipponcaucasus 20 Nov 2015, 20:04
MOSHAYIRE
ნეხვიანი გაქვს კალოში,
ხან აქ შამოგაქ ხან შინა,
აღარ შაგიშვეს სალონში,
- ყველს გვთავზობდი მაშინაც.smile.gif))

სოფლელი სოფელს გაუშვი,
მუზამ თვალებით მანიშნა.

- არ გამოდგება თემაში
შაყირა ძაფის სანიშნად!
ეგეთსა მოკაფიავეს
სოფელს ვუტოვებ ბარიშნად!

Posted by: MOSHAYIRE 20 Nov 2015, 20:10
nipponcaucasus

სოფლელი კაცი გჯობია
ნიპონა, ჭკვით და იერით
სოფელი რომ არ გვქონოდა
ქე დავრჩებოდით მშიერი

თოთო ბავშვისა ჭკუა გაქვს
შენ წინ ესეც არს ხნიერი biggrin.gif

პ.ს. იცი რატომ? იმიტომ რომ ფიქრობს...

Posted by: nipponcaucasus 20 Nov 2015, 20:53
-----------deleted------------------

Posted by: oxunji pirveli 23 Nov 2015, 22:12
გილოცავთ გიორგობას!
გფარავდეთ ყველას! biggrin.gif


ჯერ მთვარე ვკოცნე,
მერე მზე,
ფიქრს
კალმის წვერთან ვასაღებ..
ლექსი
თუ
დაგყავთ ცერებზე,
რითმას
თუ
არგებთ გასაღებს,
მადონა ხარ
თუ
ზაური,
მადმაზელი
თუ
მუსიე,
მოდით
და
თემას ხმაურით,
შაირი შემოუსიეთ.. biggrin.gif

Posted by: ეგზეკუცია 23 Nov 2015, 23:29
ფიქრის კალმის წვერთან გასაღება და ლექსის ცერებზე დაყვანა ახალი მოდაა პოეზიაში?

Posted by: MOSHAYIRE 23 Nov 2015, 23:34
ეგზეკუცია
შენ ვინ ხარ, ეგზეკუცია?
ლექსი გაქ ერთი უნცია?!

Posted by: oxunji pirveli 24 Nov 2015, 01:16
ეგზეკუცია

QUOTE
ფიქრის კალმის წვერთან გასაღება და ლექსის ცერებზე დაყვანა ახალი მოდაა პოეზიაში?


აგერ, გპასუხობს რომან მელია:
ვისთვის ახალი, ვისთვის ძველია..

Posted by: ეგზეკუცია 24 Nov 2015, 12:24
QUOTE
ლექსი გაქ ერთი უნცია?!


მზე და მთვარესთან ზასავი
არ ვიცი ვის რას აძლევს,
შორიდან - ლექსს წერს გგონია,
ნუ იტყვი, თურმე, ანძრევს.
ამბიციების ბრალია
სიტყვების გრეხვა ღონით,
ვის რამდენ დაუწერია,
ლექსებს ნუ დათვლით წონით wink.gif



Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2015, 12:52
ეგზეკუცია

ეგზეკუციავ, ეს კი გავიგე
რომ ხარ ალტერი, თემას მოვარდი
სულ გაქვს წერილი სამად -სამი და
აქ გინდა იყო კვლავაც ფორვარდი


:და რატომ ასეთი მკაცრი ნიკი?:

Posted by: ეგზეკუცია 24 Nov 2015, 13:01
MOSHAYIRE

მე ფორვარდობის არ მაქვს წადილი,
ხან ქუდი მხურავს და ხან - მანდილი biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 24 Nov 2015, 17:21
ეგზეკუცია
შეიძლება ძველი ხარ, შეიძლება ახალი
შენ მოხვედი შეკითხვით, მე აგართვი სალამი.

არა! მგონი ძველი ხარ. თან რითმაც გაქვს ქუჩური!
გაგვეცანი ვინა ხარ, კუტუ ხარ თუ ფუჩური? smile.gif


Posted by: ეგზეკუცია 1 Dec 2015, 20:37
nipponcaucasus
QUOTE
გაგვეცანი ვინა ხარ, კუტუ ხარ თუ ფუჩური?


კუტუს და ფუჩურს ტოვებთ თუ მიგაქვთ ? lol.gif

Posted by: nipponcaucasus 1 Dec 2015, 21:14
ეგზეკუცია
ეგ შეკითხვა რომ დაგისვი
შენ მომიშვირე პასპორტი...
ეხლა თავს საცხი წაისვი,
დაქალებს სთხოვე საპორტი.

უკვე არა ჰგავს შენი ლოლები,
გამარჯვებული კაცის მუქარას.
უსუსურ იყო შენი ტროლები,
თავად იდეაც ჰგავდა ფუფალას.

ეხლა აქ გეტყვი, რაც სათქმელია:
ბოღმა ჭამე და ტვინს ეც დარობა!
კაფვა მიჩვენე რისი მქმნელია,
ვიცი გამოგდის პროზანდარობა.






* * *
იცოცხლე ვაჟას სულო!
მიეც შენს მტრებს ვნება,
უვიცთ რომ ჰგონიხარ,
მხოლოდ პიროვნება.
* * *
კიდევ ვამბობ რომ ეს თემა
არის ლექსის პროსპექტი
სხვა - ჭინთვა და მუცლის გვრემა,
გინდ მოხუცის ხორცმეტი.

მოადუღეთ ბანძი ყავა
ჩაუჯექით ქარადაის.
ჩვენ აქ დავლევთ ლატეს ყავას
ვუცქერთ ფიქჩერ პარადაიზს.


Posted by: nipponcaucasus 3 Dec 2015, 21:35
დრო თავჩახრილი მიდის დუმილით.
ვუსმენ სიჩუმეს და ჰოი რამდენს
მიამბობს იგი. (:

* * *
ვუსმენ და მესმის ჭექა-ქუხილით
დაღრეცლ სულთა ვრცელ ფოლიანტებს
რომ ადგას ჩლიქი.

Posted by: gaucho 4 Dec 2015, 16:49
გადავხედე თემას მომწონს
შეგიქმნიათ აქ კლიმატი
ლექსით ანთებთ თითქო კოცონს
ხალხი ხართ ენაკვიმატი.

შაირს კრძალვით შემოგკადრებთ
გულახდილად გეტყვით მეტსაც
არ მიცდია მე ჯერ ადრე
გამერითმა აზრი ლექსად.

ვიცი შეცდომაც მექნება
არ ვარ ალბათ ჯერ უნაკლო
გუნდრუკების არ მსურს ქნევა
ცდას არ ვაკრებ უბრალოდ.

მესმა კარგი დასაწყისი
საქმის ნახევარიაო
მისალმება საკადრისი
მეც მსურ და მიხარიაო.

ჰოდა ვიწყებ ნოლი ქულით
შაირობას თქვენთან ერთად
როგორც ქრისტეს მოციქული
მეც გიძღვნით "მშვიდობა თქვენდა"-ს.

ამას ვითხოვ თქვენგანაც დღეს
კაცურად მომესალმეთ
არ მსურს ჩვენს გამო გაჩაღდეს
მსოფლიო ომი მესამე.






Posted by: nipponcaucasus 4 Dec 2015, 17:28
gaucho
QUOTE

ამას ვითხოვ თქვენგანაც დღეს
კაცურად მომესალმეთ
არ მსურს ჩვენს გამო გაჩაღდეს
მსოფლიო ომი მესამე.




აჰა ბატონო, შავყვირი!
- ჩემი სალამი მზიური.
აქ დაგვიდევი შაირი,
იქ კოფე ბრაზილიური.

დავცხე ბურთი
ვშვეტე გოლი!
ტაბლოზეა 1:0. smile.gif

Posted by: gaucho 5 Dec 2015, 02:21
nipponcaucasus
QUOTE
დავცხე ბურთი
ვშვეტე გოლი!
ტაბლოზეა 1:0

საქმეა ყორან-ყვავების
მე კი ვარ როგორც არწივი,
ამ თამაშში არ აგყვები
მეჩვენა მეტად მარტივი.

ბევრს გადავიტან მაგნაირს
დე იყოს ეს ანგარიში
დაველოდები სხვა შაირს,
ყავას კი გავცვლი ჩაიში.


Posted by: nipponcaucasus 7 Dec 2015, 11:42
gaucho
ორშაბათ დილა გათენდა
კაფიაობის დარია,
არწივებ რო ზრდის ფაზენდა,
ჩვენკენა ჰქვია ვარია. smile.gif

კაფიას როცა მამწერ თან
გამააყოლე ზარია.
- შენ გბალელშიკობს საბძელთან
დამბლა ხუანას მარია? smile.gif

Posted by: nipponcaucasus 8 Dec 2015, 21:20
შამამეცალნენ მოყვრები
გულმა ნაოჭი აისხა.
მდუმარე, ქუჩას მოვყვები
-იქნება ვინმემ დამისხას? sad.gif

Posted by: Haxor1 13 Dec 2015, 11:19
.................................

Posted by: nipponcaucasus 16 Dec 2015, 21:52
რისთვის ვიწიწკნეთ თმები,
ვარცხნილ-აუტკივარი?
გვეძირება რითმები
ჯგუფში ნატივტივარი.smile.gif.

დადის მთელი ქვეყანა,
ვაჟკაცური იერით,
მეზობლებთან მკვეხარა,
სახლში გუდამშიერი.

აღარ გვინდა გვეყოფა,
ტუჩაპრუწვით მზერანი.
მომენატრა ცელქობა,
კალამის და მერანის.

ვცადოთ ხარკის გაღებით,
თუ შეგვიცდა ცხენია.
ზოგჯერ სიტყვის წაღებით
მომხვდურს დაურცხვენია.

თემას კი ეშველება,
ჩვენ თუ წავალთ სხვა მოვა...
ჩემში - სულის მშვენება
სინანული ამოვა.

Posted by: nipponcaucasus 21 Dec 2015, 19:51

http://www.kvirispalitra.ge/politic/27776-qha-gevighvidzeth-evropashiq-vin-rogor-afasebs-saqarthvelosthvis-vizaliberalizaciis-qvizis-micemasq.html
""
გოგა ხაჩიძე, პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" ლიდერი მთლად ლექსექსპრომტით ეხმაურება მომხდარს:
"რამდენ ჭირ-ვარამს გაუძელ,
მრავალმხრივო და ფრთხილო,
ევროპა მოგადგა მაკრატლით,
ნეკზე ნაზარდო ფრჩხილო." """

ხედავთ თურმე სად პოსტავს ხაჩიძე?
არა, ჰო! ამ ლექსით იქ უნდა პოსტოს კი! smile.gif

Posted by: kukuruzi003 28 Dec 2015, 12:07
ჰაი ტატატატატა

უუუხ დედასა მტრისასააა

ლექსაობა გამამდიოდეს და ნახავდით თქვენა.



Posted by: nipponcaucasus 3 Jan 2016, 20:17

დავაგვიანე მოლოცვა
არც თქვენ იკლავდით თავსაო) )).
სიმღერა არის სოლოცა
როცა ბანები არ გყავსო.

ლექსი მორეკეთ თემაში,
(მოგეშველებათ მუზები)
არწივთა სწორი ფრენაში,
ცეცხლივით ნაგუზგუზები.


გილოცავთ ახალ წელს!

Posted by: Apoptosis 6 Jan 2016, 23:28
nipponcaucasus

მეც გილოცავ ნიპონ.
გავკადნიერდები და სხვებსაც მივულოცავ, წარსულის ხათრით და მომავლის იმედით.

Posted by: nipponcaucasus 14 Jan 2016, 21:22
კიდევ მოგილოცავთ ახალ წელს!
კალამით მოვუკიდებ მაშხალას.
შაირსაც აღარავინ აღარ წერს და
თქვენც ნუ მოწყდებით ხაშლამას.smile.gif

სუნს ხომ გაგრძნობინებს რითმები,
ლექსებს მინთებული წალამად,
იტყვი: ამდენს რატომ ვითმენდი?
ანდა რისმა მძლია ძალამან?

წელი კიდევ ფეთქავს ფერადად,
მკერდში იმედს იცემს თამამად.
ღვინო ჭაღარა წვერს ფერავს და,
თემაც თავში დგება თამადად!


Apoptosis
გილოცავ ძველით ახალ წელს.


Posted by: oxunji pirveli 14 Jan 2016, 22:28
თემა სისინით დაბარეს,
ხალხიც წავიდა, აღარ წერს,
მეც ხომ დიდი ხნით დამბანეს,
გილოცავთ შობა-ახალ წელს.. biggrin.gif
* * *
ეგზეკუცია

QUOTE
მზე და მთვარესთან ზასავი
არ ვიცი ვის რას აძლევს,
შორიდან - ლექსს წერს გგონია,
ნუ იტყვი, თურმე, ანძრევს.


თითქოს თემას
გულწასულს
მოევლინე მაშველად,
შური, ღვარძლი, სიბილწე
გაგიბია ხლართებად,
ადვილია კახპასთვის
სხვისკენ ხელის გაშვერა,
საკუთარი სინძრევის
გადამისამართება..

Posted by: nipponcaucasus 15 Jan 2016, 13:08
oxunji pirveli
მშვიდობა თქვენს დაბრუნებას,
ბრძოლაში მარცხის მიუჩვევს.
ბნელია მდაბლის ბუნება..
სფინქსაც ზარბაზანს მიუშვერს.smile.gif

***

უცნაურია ცხოვრება,
მსოფლიო უსმენს პან გი მუნს.
როგორ გვაბოლებს ოცნება?!
თან სუფრას ვუშლით მაიმუნს.




Posted by: oxunji pirveli 15 Jan 2016, 15:26
nipponcaucasus

QUOTE
მშვიდობა თქვენს დაბრუნებას,
ბრძოლაში მარცხის მიუჩვევს.
ბნელია მდაბლის ბუნება..
სფინქსაც ზარბაზანს მიუშვერს.


ნიპონავ ჩემო, კაცი ხარ,
ვერ მოგისყიდეს გროშებით,
თუ კვლავ მიმიღებთ ნაციხარს,
დავპოსტავ დრო გამოშვებით.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 15 Jan 2016, 21:06
oxunji pirveli
QUOTE
თუ კვლავ მიმიღებთ ნაციხარს,
დავპოსტავ დრო გამოშვებით..


რას ამბობ? თემა გაზს ჰკარგავს smile.gif
ოხუნჯს თუ არ აქვს სათქმელი.
არც თავის გზას არ დაჰკარგავს
საკმეველი და სანთელი.

Posted by: oxunji pirveli 15 Jan 2016, 21:56
nipponcaucasus

QUOTE
რას ამბობ? თემა გაზს ჰკარგავს 
ოხუნჯს თუ არ აქვს სათქმელი.
არც თავის გზას არ დაჰკარგავს
საკმეველი და სანთელი.


თუ თემა რამით დავღალე,
წავალ, მოვიდეს ვინც უნდა..
ბოროტს მოვუწყობ ავღანეთს,
კეთილს დახვდება პიცუნდა..biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 24 Jan 2016, 09:44
ვეღარ მოხვედით, აგებნათ გზა და
გადაიღალეთ შორიდან მოვლით..
მეც, სანამ წერის გამიქრა მადა,
მომილოცია თბილისში თოვლი.. biggrin.gif

Posted by: Aramis 24 Jan 2016, 10:48
იმნაირად ბარდნის –
ოცნებები ახდება,
ცხრა სიხარულს ასწრებ
სანამ ატალახდება.

Posted by: nipponcaucasus 24 Jan 2016, 13:27
ახალ წელს თითქოს ზამთარი
მთებს დაურიგდა პენსიად.
ქალაქს სველი აქ ფაფარი,
დახტის თოვლ-ჭყაპის წვენშია.smile.gif

მიდის მიხოხავს საბრალოდ,
ზაფხულში მკვირცხლი ბენცია.
ჩესტი ამიღე კაპრალო,
საბურავი მაქ მხეცია! smile.gif)).

Posted by: nipponcaucasus 28 Jan 2016, 21:52
დგანან ვიტრინასთან ბავშვები:
- აი მოკბეჩილი ვაშლები!
ადებენ ვიტრინას თითებს,
თხზავენ ლეგენდებს და მითებს.

ჩემს კლასელს აქვს ასეთი,
ჩემს კლასელსაც აქვს მასეთი..
ყინვა მიწვავს გულს და თითებს,
ვთხზავდი ლეგენდებს და მითებს.









Posted by: Uxeiro 2 Feb 2016, 19:09
QUOTE (nipponcaucasus @ 28 Jan 2016, 21:52 )
ყინვა მიწვავს გულს და თითებს

გამოთბა, აღარა ჰყინავს,
მაგრამ ქარია ტიალი,
მოველ და ჩემმა სალამმა
დაე გაიღოს ციალი smile.gif


Posted by: oxunji pirveli 7 Feb 2016, 11:24
შემოსულან კახელები
ღიმილით და ჩახველებით.. biggrin.gif

QUOTE
გამოთბა, აღარა ჰყინავს,


დროა, გამორთოთ ''კარმები'',
გამოთბა, დღემაც იმატა..
ჩვენ ყველას მივესალმებით,
ვინც მოვა ენაკვიმატად.. biggrin.gif




ვერა და ვერა,
არა და არა..
მახსოვს, ლექსები
რომ ძოვდნენ ფარად,
მოჩანჩქარებდნენ
დიდ ნიაგარად,
ახლა ღრუბელი
მზეს მოეფარა..
არა და არა,
ვერა და ვერა..
სხვისი რა გითხრათ,
მე მაინც მჯერა,
რომ ჩვენ ბუხარსაც
აუვა კვამლი,
ზეცას გააპობს
ყივილი მამლის.. biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 14 Feb 2016, 02:54
ოხ, ეს ბანკები..

ხმა ქალისა გამიხარდა,
ეკა ვარო მესხი,
- კარგი გადამხდელი ხართ და
დაგიმტკიცდათ სესხი..

დაგირეკავს ვიღაც ეკა,
გაბამს ღონემიხდილს,
თუ აიღე იპოთეკა,
ჯამში ორმაგს იხდი..

ვისაც ბანკის ''კონცერტიდან''
სესხზე ხელი ეხლო,
ხმარობს მათი პროცენტი და
საპირგასამტეხლო.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 14 Feb 2016, 20:11
oxunji pirveli
მე არ მირეკავს არავინ! sad.gif
რას ამბობ ბედი გქონია.
ბანკი სმს-ს აგზავნის
მესხს ჩემად არ რჯის მგონია.

ეგება იმის ხმაზედა,
ძალად დავიდო სესხია.
გადასული ვარ სმაზედა,
აღარ გადამდის ხემსია.

მაუშვი გადმამირეკოს
მულ ეყოლება სეხნია! smile.gif


Posted by: oxunji pirveli 16 Feb 2016, 11:46
nipponcaucasus

QUOTE
ეგება იმის ხმაზედა,
ძალად დავიდო სესხია.


ეკას ხმის ტემბრი, სინაზე
გულს ედებოდა ნაღებად,
მაგრამ რა გითხრა იმაზე,
რომ ღირდა სესხის აღებად.. biggrin.gif

QUOTE
მაუშვი გადმამირეკოს
მულ ეყოლება სეხნია!


თუ დარეკა, ვეტყვი ეკოს,
შენს ნომერზე გადმორეკოს..biggrin.gif

---------------------------------------------

დაასრულეთ სტროფი:

სპირიდონის ქალს თათულის
ფეხი ეწყება კისრიდან..

Posted by: GRINGO-ს ძმა 16 Feb 2016, 12:17
oxunji pirveli

QUOTE
სპირიდონის ქალს თათულის
ფეხი ეწყება კისრიდან..

ხელები აქვს გაწაფული
თაფლი გადმოსდის პირიდან


გამაცანით სპირიდონას ქალი biggrin.gif


დაასრულეთ:


მხატვარმა ფუნჯი ხელთ იპყრა
დაიწყო ფერთა ზეიმი...

Posted by: oxunji pirveli 16 Feb 2016, 14:44
GRINGO-ს ძმა

QUOTE
გამაცანით სპირიდონას ქალი


სპირიდონის ქალს თათულის
არ უყვარს ხელის ფათური..
ვინც შეიტყუა ''ცურვაში'',
ყველას მოაძრო ულვაში.. biggrin.gif

QUOTE
მხატვარმა ფუნჯი ხელთ იპყრა
დაიწყო ფერთა ზეიმი...


ტილოზე მისმა ფერწერამ
მოხიბლა მარი დეიმი.. biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Feb 2016, 15:27
oxunji pirveli
QUOTE
დაასრულეთ სტროფი:

სპირიდონის ქალს თათულის
ფეხი ეწყება კისრიდან..



სპირიდონის ქალს თათულის
ფეხი ეწყება კისრიდან..
შავღობე მავთულხლართულით
ბუტკა მივადგი ფიცრისა. smile.gif

GRINGO-ს ძმა
QUOTE

დაასრულეთ:

მხატვარმა ფუნჯი ხელთ იპყრა
დაიწყო ფერთა ზეიმი...


მხატვარმა ფუნჯი ხელთ იპყრა
დაიწყო ფერთა ზეიმი...
თითქოს ბუნება ზე ირხა,
ქვეშ ჩიტებს ჰქონდათ სეირი.
...
მერე კაუჭი შეირყა
ქვეშ მოიტანა ზელიმი.

Posted by: oxunji pirveli 22 Feb 2016, 19:11
Nostalgia34
დოლორეს
TruthIndex
niki-biki:)
Ezekia
leluuu
MOSHAYIRE
. . .

წლები მიდის რახარუხით,
მინდა მყავდე უფრო ახლო,
შენ ხარ ცისკრის ახალუხი,
თბილ გრძნობათა სამოსახლო.. biggrin.gif

nipponcaucasus
Apoptosis
norieli
smith14
Uxeiro
სემირამიდა
Aramis
gaucho
lasho1993
mamukap
Levan_i
GRINGO-ს ძმა
. . .

თემა
ყოველთვის ქებული,
კვლავ ელის
ლექსებს კაცურებს,
ახლა კი
დაობლებული,
ლოთივით მიაბრაცუნებს.. biggrin.gif

tuk.gif biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 24 Feb 2016, 05:27
oxunji pirveli


QUOTE
კვლავ ელის
ლექსებს კაცურებს,
ახლა კი
დაობლებული,
ლოთივით მიაბრაცუნებს.

biggrin.gif

გენდერულ თანასწორობას
გამოუთხარე ძირია givi.gif
ვინ ვინ და შენგან ოხუნჯო
ძალიან გასაკვირია

რას ერჩი ლექსებს ქალურებს
ნუთუ ასეთი ძვირია biggrin.gif

პ.ს
რომ მიხმე თემას მადლობა დიდი
იყავი ჩემი ოხუნჯი გიდი biggrin.gif

alk.gif

Posted by: nipponcaucasus 25 Feb 2016, 14:36
სემირამიდა
ქალთან თანასწორ ვინა სთქო
ქართველი კაცის გენდერი?
არ გინახია ეტყობა
სხვაობის 3D რენდერი! smile.gif))).



* * *

მარტი მოდის ნელცივი,
თქვენი თვეა ქალებო!
შემოხვედით ელჩივით
ზამთარს ამომქრალებო.
* * *

Posted by: oxunji pirveli 26 Feb 2016, 03:10
სემირამიდა

პასუხი ცოტა დამაგვიანდა,
მოვუყვებოდი ფეხით ლიანდაგს.. biggrin.gif

QUOTE
გენდერულ თანასწორობას
გამოუთხარე ძირია 
ვინ ვინ და შენგან ოხუნჯო
ძალიან გასაკვირია

რას ერჩი ლექსებს ქალურებს
ნუთუ ასეთი ძვირია


აბა, რა გითხრა
სემირამიდა,
შენ მე ისეთი
ცილი დამწამე,
რა ჩემი ბრალი,
თემის მამიდა,
თუ სხვაგან ბრაზით
იგლეჯს წამწამებს..
დიაცებს ვიწვევ
თემის გახსნიდან,
ლექსები მათზე
ცხელ ფიქრში ვრეცხე,
დამთავრდა ''მარხვა'',
უკვე გახსნილდა
და ველოდები
ჭიკჭიკა მერცხლებს.. biggrin.gif

დაცლილი სწრაფად
ივსება კათხა,
დარდებს ქაფქაფა
ცივ ლუდში ვგუდავ,
შენ კი ძამიკო
აქამდე სად ხარ,
რად არ გაუხსენ
შენ ლექსებს გუდა? biggrin.gif

Posted by: niki-biki:) 26 Feb 2016, 22:39
oxunji pirveli
უცნაურია.. სწორედ ამ წამს ,
როცა ძებნას დავწკაპე თითი,
თქვენ გამახსენდით! მკაფველები.
მართალს ვამბობ, არა ვარ ფლიდი smile.gif

ჰოდა, ძებნამ - რას ვხედავ,
მოგიპოვათ თქვენ,
შემოვედი, დავწერე,
გამონათდა დღე smile.gif)

პ.ს.
ამინდია გარეთ მძაფრი,
გაზაფხული ბოლავს..
გაუმარჯოს აყვავებულ
ცაცხვს, ატამს და ბჟოლას smile.gif))

Posted by: Apoptosis 26 Feb 2016, 22:57
იუწყება მოამბე...
იუწყება პალიტრა...
თერგი კლდეებს მოანგრევს...
მგზავრული ცად გაიჭრა...

ახმაურდნენ სახლები....
თავს იწონებს გზად ბაღჩა...
დააქვს ნიავს ამბებად:
ტიტუუუუ თემა გადარჩა!

Posted by: oxunji pirveli 28 Feb 2016, 01:58
niki-biki:)

QUOTE
ჰოდა, ძებნამ - რას ვხედავ,
მოგიპოვათ თქვენ,
შემოვედი, დავწერე,
გამონათდა დღე )


შემოსულა ნარნარით
თმაგაშლილი მარიკო,
თითქოს თბილი სხივების
აბლაბუდას გავები,
გაყინული ხალისი
უკვე გამომდნარიყო,
გზებზე ლამპიონებსაც
დაეხარათ თავები.. biggrin.gif

სად დაგვეკარგე მარიამ? biggrin.gif

Posted by: Apoptosis 28 Feb 2016, 23:37
იმდენს წერენ ორნი, რომ...
მოხსნეს ყველა რეკორდი...
თემისთვის უნდა დაერქვათ
..........ს ნაცვლად ლექსსპორტი.



2kiss.gif ნეკნებო

Posted by: nipponcaucasus 29 Feb 2016, 17:47
გამოთბა ხალხო გამოთბა,
გზაზე ხე ვნახე გაშლილი.
მომინდა ლექსის გამოთქმა
ნოემბრის ბოლოს წაშლილის.

სესემ ლაგატკით მოცელა,
უკვე ფრთები აქვს შემცხრალი.
მოჭიკჭიკებს და მოსერავს,
კუდმაკრატელა მერცხალი.

* * *
მოშაყირემ პოსტა, პოსტა,
პოსტა, პოსტა, პოსტა...
აეუჰ! ნეტა რა გამარგლის
ანავიტას ბოსტანს. :")))

დაგეთესა ბოშო რამე,
რომ იზრდება მეტრზე მაღლა,
ცოტა მეტი ჩაუბარე,
ცოტა დაიმჩნიე დაღლა. smile.gif

Posted by: niki-biki:) 29 Feb 2016, 19:28
oxunji pirveli
QUOTE
შემოსულა ნარნარით
თმაგაშლილი მარიკო,
თითქოს თბილი სხივების
აბლაბუდას გავები,
გაყინული ხალისი
უკვე გამომდნარიყო,
გზებზე ლამპიონებსაც
დაეხარათ თავები.. 

სად დაგვეკარგე მარიამ? 


ოხუუნ <3

ცოტა ფილო–სოფიურად
გიპასუხო უნდა:
ეს ცხოვრება, ჩემო ოხუნ,
არ ჰგავს თოვლის გუნდას:

მისით ვერც კი ითამაშებ,
ვერც გაისვრი სადმე,
თოვლი კიდევ, წავა.. მოვა..
კიდევ ბევრჯერ დადებს smile.gif))

ეს ცხოვრება რინგს უფრო ჰგავს,
შრომას, ბრძოლას ითხოვს,
ცოტა თუ არ შეერკინე,
ქე დაგაგდებს თვითონ.

ჰოდა, მეც ვერ–კინებოდი,
საქმეებში ვეფალ,
თქვენ კი ამასობაში
გაგიშლიათ სეფა

bis.gif

Posted by: oxunji pirveli 2 Mar 2016, 02:38
niki-biki:)


QUOTE
ცოტა ფილო–სოფიურად
გიპასუხო უნდა:


მზეს
და
ამინდს ცოფიანს
გაზაფხული აზავებს..
რაის ფილოსოფია,
სითბო გადმოაზვავე! biggrin.gif

QUOTE
ჰოდა, მეც ვერ–კინებოდი,
საქმეებში ვეფალ,


თუ
- როგორც თქვეს -
ეს ''ლიბერთი''
ეკასი და მაკასია,
არ იდარდო,
ჩვენც გვაქვს ერთი
თემის მდივნის ვაკანსია.. biggrin.gif


Posted by: oxunji pirveli 5 Mar 2016, 11:37
სადღა წახვედით, აქაც არიან
ბაძაღუა და მაქაცარია..
გაბაშვილი და ზალკალიანი,
წვრილ თვალება და შავკანიანი..
კვანჭიანი და არღვლიანები,
უდარდელი და ნაღვლიანები..
ჩქარეული და ყიფიანები,
გალეული და ღიპიანები..
აქ არის თორღვა, ზეზვა, ბეთქილა..
ლექსი, თქვენთვის რომ ამოხეთქილა.. biggrin.gif


დაასრულეთ სტროფი:

რით ვერ გაიძღე შადიმან
ეგ ჩასახეთქი მუცელი..

Posted by: nipponcaucasus 5 Mar 2016, 15:39
QUOTE
დაასრულეთ სტროფი:

რით ვერ გაიძღე შადიმან
ეგ ჩასახეთქი მუცელი..


ქეიფი ეხლა დავიწყე,
ყანწს მაწვდის თანასუფრელი.





Posted by: MOSHAYIRE 5 Mar 2016, 20:48
Apoptosis
QUOTE
იმდენს წერენ ორნი, რომ...
მოხსნეს ყველა რეკორდი...
თემისთვის უნდა დაერქვათ
..........ს ნაცვლად ლექსსპორტი.

ნეკნებო


ვით ჭეშმარიტი "ნეკ(ა)ნი"
ვარ ფაკულტეტის დეკანი
ან "ჩაგითვლი" და ან არა
მა რა გეგონა? ეგ არი! biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2016, 10:52
MOSHAYIRE

ვერტყვიჭალადან თბილისში
ჩამოსულიყო დეკანი.
გაზში ჩაუქრა ვილისი
მოუხდა კუდის ბზეკანი. smile.gif)))


Posted by: MOSHAYIRE 6 Mar 2016, 12:55
nipponcaucasus
ვერტყვიჭალელი ნიპონა
დაღლილა მიწის ბეგარით
თბილისს ჩასულა ნივით და
ხიბლავს შაყირას სედანი

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 6 Mar 2016, 13:44
QUOTE (MOSHAYIRE @ 5 Mar 2016, 20:48 )
ვით ჭეშმარიტი "ნეკ(ა)ნი"
ვარ ფაკულტეტის დეკანი
ან "ჩაგითვლი" და ან არა
მა რა გეგონა? ეგ არი! biggrin.gif

მაშინ გაიგებ რომ ჩათვლილია
როცა ჩაგავლებ ლომივით მე ტორს...
ნუ გავიწყდება ჩემო ლილია
ესაუბრები გამოცდილ რექტორს.


gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 6 Mar 2016, 13:53
Apoptosis
QUOTE
მაშინ გაიგებ რომ ჩათვლილია
როცა ჩაგავლებ ლომივით მე ტორს...
ნუ გავიწყდება ჩემო ლილია
ესაუბრები გამოცდილ რექტორს.


შენი ტორების არ მეშინია
ერთს შეგხედავ და - შეიცვლი ვექტორს!
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2016, 21:34
MOSHAYIRE

რა გითხრა?! მაგაზე კარგი
ვერ გიპოვია სედანი!
მანქანის მცოდნე ისე ხარ
როგორც ქალების ცვედანი. smile.gif)




Posted by: MOSHAYIRE 6 Mar 2016, 21:54
nipponcaucasus
რაა მანქანა?- საჭე და
ორი ან სამი პედალი...
ადამიანი - ღირსება
და არა მამალ-დედალი...

პ.ს.წავედი ისევ ლექსპრომტში
იქა ავიღო მედალი...

Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2016, 23:42
MOSHAYIRE
ჰო ლექსპრომტში უნდა გაცრა
მოშაირე მხედარი,
კიდევ კარგი რომ არ გასძვრა
შენს ველიკას პედალი...

პოსტებში კი გამასწარი,
მაგ სედანით დაქრიხარ?
თუ ამოხვალ კიდევ ჩვენსკენ,
შეგბოჭავ და ჩაგგრიხავ! smile.gif







Posted by: oxunji pirveli 8 Mar 2016, 12:43
8 მარტს ვულოცავ ყველა თბილ, ჭკვიან და საყვარელ ქალბატონს! biggrin.gif



Posted by: niki-biki:) 9 Mar 2016, 22:32
oxunji pirveli
QUOTE
მზეს
და
ამინდს ცოფიანს
გაზაფხული აზავებს..
რაის ფილოსოფია,
სითბო გადმოაზვავე!


2kiss.gif

შევეცდები თბილი ვიყო,
სიკეთე არ დავივიწყო.

გაზაფხულიც მოსულა,
კვირტნი დააორსულა..

გაზაფხული გიყვარს?
მისი მოსვლა გიხარს?


მოლოცვისთვის მადლობა,
გაგიმარჯოს ოხუნ–ჯი,
პლანტაცია რომ მქონდეს,
თხილს მოგცემდი ორ ხურჯინს smile.gif))))




nipponcaucasus
QUOTE
ქეიფი ეხლა დავიწყე,
ყანწს მაწვდის თანასუფრელი.


სად ქეიფობ ნიპო?
ბუნებაში?
რესტორანში?
დათვი სადმე ხომ არ ჩანს,
თაფლი თუ აქვს თათში?

ბუნებობის დროა,
გარეთ მწვანე როა.. smile.gif




norieli სადაა? sad.gif smile.gif

Posted by: oxunji pirveli 11 Mar 2016, 03:07
niki-biki:)

QUOTE
გაზაფხული გიყვარს?
მისი მოსვლა გიხარს?


ეს პატარა ლექსი სხვა თემაში დავდე და ამით გიპასუხებ:

გავყურებდი ამწვანებულ ფერდობს,
ზამთარს ცოტა დარჩენოდა ხურდა,
გაზაფხული ცხვრის ტყავივით ეგდო,
მე კი მასზე ნებივრობა მსურდა..

QUOTE
მოლოცვისთვის მადლობა,
გაგიმარჯოს ოხუნ–ჯი,
პლანტაცია რომ მქონდეს,
თხილს მოგცემდი ორ ხურჯინს ))))


შენ პოსტს კითხულობს მუჯირი,
დათო კი არა, თამუნა..
თხილი რომ მქონდეს ხურჯინით,
გადავიქცევი ხრამუნად.. biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
norieli სადაა?


თემის კარი მუდმივად ღიაა ყველა წესიერი ადამიანისთვის.. tuk.gif

Posted by: nipponcaucasus 15 Mar 2016, 11:57
niki-biki:)
QUOTE

სად ქეიფობ ნიპო?
ბუნებაში?
რესტორანში?
დათვი სადმე ხომ არ ჩანს,
თაფლი თუ აქვს თათში?

ბუნებობის დროა,
გარეთ მწვანე როა.. smile.gif



სევდის ლოდებთან, ტარიელის ფიქრით შეპყრობილს,
მაიმედებდა ჭორიკანა წყაროს ლიკლიკი.

მიყვარს კლუბები, რესტორანი,
მთაში პიკნიკიც,
მაგრამ ყველაფერს მირჩევნია თქვენი ტიკტიკი. smile.gif


Posted by: MOSHAYIRE 15 Mar 2016, 23:26
ბჭობაა ისეთ თემაზე
ეს ორი დღეა სივრცეში -
ნეტავი გააგრძელებენ
ამ თვის ბოლოს და იმ თვეშიც?

Posted by: Uxeiro 16 Mar 2016, 12:31
QUOTE (nipponcaucasus @ 15 Mar 2016, 11:57 )
სევდის ლოდებთან, ტარიელის ფიქრით შეპყრობილს, 

შენ ვერ გაგიხსნის ვერცა მილიონი ევრო კბილს up.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Mar 2016, 18:38
Uxeiro
QUOTE
შენ ვერ გაგიხსნის ვერცა მილიონი ევრო კბილს


მილიონი ევროთი
ვიყიდიდი გასაღებს.
ბინა ევრორემონტით
ყველა სურვილს ასაღებს. smile.gif


Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 23:23
nipponcaucasus
QUOTE
ბინა ევრორემონტით
ყველა სურვილს ასაღებს


რომ მოვიდეს გერონტი
მოსპოს ევრორემონტი?

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 17 Mar 2016, 23:49
QUOTE (MOSHAYIRE @ 6 Mar 2016, 13:53 )
შენი ტორების არ მეშინია
ერთს შეგხედავ და - შეიცვლი ვექტორს!
biggrin.gif

ფუტკარო ნუ გეშინია ,
მე შენთვის ვწურავ კაქტუსის ნექტარს gigi.gif
წაიღე გული შენია...
ვეღარ გიყურებ ცივსა და ფერმკრთალს.

არ იფიქრო, რომ მკვდრებს მიგაწერე... givi.gif
უბრალოდ, გაცივდი და ფერიც აღარ გაქვს...
წამო გავიდეთ სუფთა ჰაერზე...
თან კოხტად შეგიცვლი მაგ შავ-თეთრ ავატარს.





spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 23:52
Apoptosis
QUOTE
თან კოხტად შეგიცვლი მაგ შავ-თეთრ ავატარს

აპოპტოზისი ნაღდად ავად არს...

boli.gif pop.gif

Posted by: Apoptosis 17 Mar 2016, 23:55
MOSHAYIRE
რატომ?

" )))))))) რას ერჩი

Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 23:56
Apoptosis

QUOTE
რატომ?

" )))))))) რას ერჩი


ასეთი ვითომ კაფია
მე-4 გვერდზე, გაზეთში...

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 18 Mar 2016, 01:19
QUOTE (MOSHAYIRE @ 17 Mar 2016, 23:56 )
Apoptosis

QUOTE
რატომ?

" )))))))) რას ერჩი


ასეთი ვითომ კაფია
მე-4 გვერდზე, გაზეთში...

biggrin.gif

MOSHAYIRE
არ მოგწონს კალიგრაფია?
წადი და მატყლი დაჩენჩე

lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Mar 2016, 11:58
Apoptosis
QUOTE
არ მოგწონს კალიგრაფია?
წადი და მატყლი დაჩენჩე


აქამდე იყავ მელოტი? -
ჩათვალე -თმისგან გაგჩეჩე!
biggrin.gif

Posted by: Apoptosis 18 Mar 2016, 21:51
MOSHAYIRE

მელოტი? ჯერ ვერ მოგართვი!
თუმცა მერევა ჭაღარა...
შენ მსუქანი და მჭლე დათვი...
შეაზანზარე ქანდარა...

(ჩიტო) 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Mar 2016, 22:30
Apoptosis
QUOTE
შენ მსუქანი და მჭლე დათვი.

QUOTE
(ჩიტო)


ბუნებაში ხარ, გეტყობა
ახსენებ ცხოველ-ფრინველსა
რაც უნდა აქ მოინდომო
ადგილს ვერ მოგცემ პირველსა!

Posted by: Apoptosis 19 Mar 2016, 14:00
MOSHAYIRE

ბუნებაში ვარ ყვავილო,
შენ ხარ ფლორაც და ფაუნაც...
და ამ წიაღში ჩაფლულსა,
თქვი პირველობა რად უნდა?

gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Mar 2016, 15:56
Apoptosis
QUOTE
ბუნებაში ვარ ყვავილო,
შენ ხარ ფლორაც და ფაუნაც...


ოჰ, ბევრი დაგილევია
არ აგცდებოდა საუნა
პახმელიაზე კაია
მჟავე და კიდე მჟაუნა biggrin.gif

Posted by: oxunji pirveli 20 Mar 2016, 22:34
მეგობრებო, როგორც უკვე გითხარით, ეს თემა ბოლო იყო ჩემთვის..
სიმართლე რომ გითხრათ, თემის ბოლომდე ვაპირებდი წერას, თუმცა თქვენმა პასიურობამ ამის სურვილი გამიქრო..
მოკლედ, გემშვიდობებით ჩემი პირველი პოსტიდან ოთხი წლის თავზე..
თემას კი ბევრ სიყვარულითა და იუმორით სავსე პოსტს ვუსურვებ.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 22:51
oxunji pirveli
რამდენჯერ დაგვემშვიდობე
ოხუნჯ პირველო( მარლბოროვ? )
ამ შენი მოსვლა-წასვლებით
კვლავაც გსურს რომ დაგვაბოლო ?! biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 Mar 2016, 23:11
მართლა წასულა ოხუნჯი
თან გაყვა მას ჯამაათი...

- რა ღირს ეგ თქვენი კაფია?-

- იეფი, კონა მანათი!

- გამივსე ერთი კალათი!





Posted by: Apoptosis 31 Mar 2016, 14:22
QUOTE (MOSHAYIRE @ 26 Mar 2016, 23:11 )
მართლა წასულა ოხუნჯი
თან გაყვა მას ჯამაათი...

- რა ღირს ეგ თქვენი კაფია?-

- იეფი, კონა მანათი!

- გამივსე ერთი კალათი!

მოდი მოვიკლათ მოშაყირ
ლექსის წერისა ჩვენ ჟინი.
გეძებ, არ მინდა კოპასი. gigi.gif
რითმები მომაქვს ხურჯინით.

რაის კალათი?!





ნუ დატოვებთ თემას...

Posted by: MOSHAYIRE 31 Mar 2016, 22:53
Apoptosis
QUOTE
ნუ დატოვებთ თემას...


QUOTE
რითმები მომაქვს ხურჯინით.


რას იზამ , ლექსის წერას აქ
ამჯობინებენ თუ ჯირითს?

Posted by: nipponcaucasus 6 Apr 2016, 22:43
oxunji pirveli
სახლში, თაროზე ბარათმა,
აშალა მძიმე ტალღები.
მერე ლექსპრომტ-ფაღარათმა,
მოფინა იალაღაები.


გახარებულა სოფელი,
წყალს აღარ უჭერს დევია,
საწყალი ლექსის მშობელი
ჰაი რომ მართლა ბევრია!


Posted by: MOSHAYIRE 6 Apr 2016, 23:08
nipponcaucasus
QUOTE
მერე ლექსპრომტ-ფაღარათმა


ლექსპრომტ-თემაში კარს გიღებ
დაგხვდები ბუკ-ნაღარათი!
ცოტათი შენით ვილაღებთ -
რითმების ჩვილ ბაღანათი!
(ალბათ იმიტომ ახსენე
აქ პამპერს და ფაღარათი!)

facepalm.gif givi.gif baby.gif idea.gif

Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 10:08
MOSHAYIRE
უგნური ლექსად ამბობდა
-მივქრივარ ცხენსაღარათი.
ცხენჯოხით ლექსპრომტ გარბოდა
მხედრად ალხან-ჩალხანათი.

პირტიტლიკანა სად მიხმობს
პირვერცხლს ზედ წვერჭაღარათი?

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 12:41
nipponcaucasus

QUOTE
უგნური


QUOTE
პირვერცხლს


მერე რატომღა უგნურობ?
ვერცხლით იხეხავ კბილებსა?! biggrin.gif
რად სწერ, შე კაცო, ამდენსა
ლექსსა ჩვენასატირებსა?

სხვის თვალში ბეწვის ძებნასა
შენსას მიხედე დირესა
ლექსპრომტი კიდევ მრავალჯერ
უშენოდ მაილხინებსა! :*

Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 14:21
MOSHAYIRE
არ მესმის. ნეტავ სად ატყობ
ლექსპრომტსა მასალხინებსა?!
წააგავს ჯონდოს ანაწყობ
მასკვიჩსა ნარიხინებსა.

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 15:03
nipponcaucasus
ოცდათერთმტი გვერდია
სადაა დიად მიზანი
იქ თუ მასკვიჩით ვრიხინობთ
აქ გაგიფუჭდათ ნისანი?!

biggrin.gif


Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 15:55
MOSHAYIRE
ეგ კოჭებამდე ხალათი,
გიხდება, თივთიკისანი,
ზე მიჭყეტს 2 სალდათი.
რეზინის კალოშისანი.

თუ გამიფუჭდა ნისანი
ახალს მიყიდის ქისანი,
გაიქე აქ არ დამირჩე
მარშუტკა გიცდის ისანში.



Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 16:14
nipponcaucasus
QUOTE
კალოშისანი


ეგ სიტყვა ქართულ ლექსიკონს
რად შეამატე, ძვირფასო? biggrin.gif
ისანის ხაზზე მოძრაობ?
დიზელი ისევ ძვირს ფასობს? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 17:19
MOSHAYIRE
ჩემი ბენზინზე მუშაობს,
დიზელიც ალბათ ტოლს ფასობს.
ლექსპრომტ-პროპანის შაირი
წმაწურთან ვერა ტოლფასობს.

ნუ ეჭიდები ხავსებს და
ნუ ბოლავ შაქროს ჭრაქივით,
სანამ გაგიღე წმაწურში
ბარბარიზმების არქივი.

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 18:58
QUOTE
ტოლფასობს.

QUOTE
ტოლს ფასობს

nipponcaucasus

ამ "რითმის" "აღმოჩენაში"
დაგხმარებია ენტერი biggrin.gif
ეს სარეველა რითმები
გქონია ერთი ცენტნერი tongue.gif




Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 20:12
MOSHAYIRE
რა კვანტებს მიდებ რა გინდა
სად სპეისი სად ენტერი?
დილაადრიან საბნიდან
ამისთვის შემობენტერდი?

მიხოს წააგავ პატარას
ქვევრს ლანძღავს როს მოძახილით!
რა ბანძი რითმაც ჩამძახე
იგივე ამოძახილით.

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 20:21
nipponcaucasus

QUOTE
რა ბანძი რითმაც ჩამძახე


შენ ხშირად ურევ ასოებს
იქნებ ბრალია ყანწისა
დაგიწერია "ბანძია"
მაგივრად სიტყვა "განძისა"...

მაგრამ აქ ქვევრი არაფერ
შუაშია, სხვაა საქმეო -
არ გამოგივა კაფია
თუ ბოღმა არა დაგმეო!

smile.gif :*


Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 21:23
MOSHAYIRE
მზემ მანათებდა სახეზე
სიყვარულს ფქვავდა აპრილი
მერცხალი გეჯდა ცალხელზე
უცქერდი შენც თავჩახრილი.

მახარებს ორი წერტილი
მეგობრად რომ ჰყავს ფიფქია,
იმ ფქვილით გამოძერწილი
შეგირიგდები - მითქვია.


Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 21:28
nipponcaucasus
მანამდეც დაგიხატავდი
წერტილ-ფიფქს, თუკი გწყუროდა
შეგირიგდები - ასე თქვი
შე კაცო, ვინ გემდუროდა?

Posted by: Apoptosis 7 Apr 2016, 23:13
MOSHAYIRE
nipponcaucasus

შემოველ, გული ამენთო-
დაგიწერიათ რამდენი...
სიხარულისგან წამოხტა.
ფერფლად ქცეული რამზესი.

bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Apr 2016, 21:16
Apoptosis
QUOTE
შემოველ, გული ამენთო-
დაგიწერიათ რამდენი...


რაც ამ თემისთვის წარსულში
რითმის ოფლი მაქვს ნადენი...

Posted by: Apoptosis 9 Apr 2016, 13:54
QUOTE (MOSHAYIRE @ 8 Apr 2016, 21:16 )
Apoptosis
QUOTE
შემოველ, გული ამენთო-
დაგიწერიათ რამდენი...


რაც ამ თემისთვის წარსულში
რითმის ოფლი მაქვს ნადენი...

აქ რომ გემძიმა წერა-
ოფლით ნამავდი ლეპტოპს, gigi.gif
მიტომაც მიგვატოვე
და მიეკედლეთ ლექსსპორტს.



lol.gif

ისევ ნეკნებო
2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Apr 2016, 19:39
Apoptosis
QUOTE
მიტომაც მიგვატოვე


QUOTE
ისევ ნეკნებო


ლექსპრომტში სუფთა ჰავაა
შეურაცხყოფის გარეშე
აი რატომაც არ ხართ იქ
თქვენ მხედველობის არეში

ვერ მოგარჯულეთ, ვეცადე
თუმცა აქეთ და იქეთო
წავედი, ისევ უწყინარ
ლექსპრომტის თემას მივხედო!

Posted by: nipponcaucasus 11 Apr 2016, 15:34
MOSHAYIRE
QUOTE
ვერ მოგარჯულეთ, ვეცადე
თუმცა აქეთ და იქეთო
წავედი, ისევ უწყინარ
ლექსპრომტის თემას მივხედო!


იქეთ ნწუ და იქით ჰო,
ბევრი უნდა იკითხო! smile.gif))



Posted by: Apoptosis 11 Apr 2016, 23:58
QUOTE (MOSHAYIRE @ 9 Apr 2016, 19:39 )
Apoptosis
QUOTE
მიტომაც მიგვატოვე


QUOTE
ისევ ნეკნებო


ლექსპრომტში სუფთა ჰავაა
შეურაცხყოფის გარეშე
აი რატომაც არ ხართ იქ
თქვენ მხედველობის არეში

ვერ მოგარჯულეთ, ვეცადე
თუმცა აქეთ და იქეთო
წავედი, ისევ უწყინარ
ლექსპრომტის თემას მივხედო!

განზე გადექი ყვავილო,
მჯერა სიმშვიდეს იპოვნი...
ხომ ხედავ ორ მხრივ ვუბერავთ, givi.gif
მე და,
კავკასიელი ნიპონი...

ცოტა ხანს ლექსსპორტს გადადი,
ქარები გამოიზამთრე,
მერე მოდი და ლექსებით,
შეუბრალებლად დაგვათრე...


წამოიყოლე მაქედან,
მეორე შენისთანა...
მოდით და ერთად ამოვხსნათ
რითმების გამოცანა...
სულ დავიწყებას მიეცით
ბრაზობს რის გამოც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

gigi.gif

ესაა ჩემი კომენტარი

Posted by: MOSHAYIRE 12 Apr 2016, 22:03
QUOTE
კავკასიელი ნიპონი...

Apoptosis

გყოფნით შაირში აბაზი? -
ნუ იკბინებით როგორაც
კავკასიური ნაგაზი biggrin.gif
* * *
nipponcaucasus
ორივეს გეხებათ

Posted by: annavita 14 Apr 2016, 09:29
QUOTE
მიტომაც მიგვატოვე
და მიეკედლეთ ლექსსპორტს.

QUOTE
ცოტა ხანს ლექსსპორტს გადადი,
ქარები გამოიზამთრე,

QUOTE
მოდით და ერთად ამოვხსნათ
რითმების გამოცანა...
სულ დავიწყებას მიეცით
ბრაზობს რის გამოც

biggrin.gif
ანა არასდროს ბრაზობს-
შაშვი გალობს თუ ყვავი biggrin.gif
რად ვერ ინელებთ ლექსპრომტს?smile.gif
ყვავილი იქაც ჰყვავის yes.gif

საქართველოა იქაც
ჩემო დებო და ძმებო
კუპრი არ ცხია ლექსპრომტს,
როგორც კაფიას წებო smile.gif

გახსოვდეთ საქართველო
ერთია- ლანძღავთ როცა
მოძმეს, რომელიც გულით
ამ ლანძღვის შემდეგ გლოცავთ.

ის მაშინ არის ერთი!
და იხლიჩება მაშინ,
როს გალანძღულიც გლანძღავთ
და იძირებით ჭაში...
რომ ერთი გვხურავს ზეცა
და ირეკლება მასში
ჩვენი ყოველი სიტყვა-
ეს გაიხსენეთ მაშინ. 2kiss.gif

Posted by: Apoptosis 14 Apr 2016, 21:23
QUOTE (annavita @ 14 Apr 2016, 09:29 )
რად ვერ ინელებთ ლექსპრომტს?smile.gif
ყვავილი იქაც ჰყვავის yes.gif

----------------------------------

ის მაშინ არის ერთი!
---------------------------------

ეგ ლექსსპორტი ანა, ჩემო,
მოვინელეთ კარგა ხნის წინ... wink.gif
ისე რომ ვთქვათ არას ვერჩით
კარგია ჯანმრთელობისთვის.

(სპორტი)

თუმცა რადგან ერთობა სთქვი,
მინდა ისევ დაგეთანხმო,
როგორც ვარდი თიბათვისთვის
დავამყნოთ და ავაყვაოთ.

(სპორტი კაფიაზე)

Posted by: MOSHAYIRE 14 Apr 2016, 21:38
Apoptosis
QUOTE
ლექსსპორტი

QUOTE
ცოტა ხანს ლექსსპორტს გადადი,


"ლექსპორტი" და "ლექსვარჯიში"
რა ლექსი და რის ლექსია?!
აღიარე აპოპტოზის
დაგმართნია დისლექსია!

Posted by: Apoptosis 14 Apr 2016, 22:46
MOSHAYIRE

QUOTE (Apoptosis @ 28 Feb 2016, 23:37 )
იმდენს წერენ ორნი, რომ...
მოხსნეს ყველა რეკორდი...
თემისთვის უნდა დაერქვათ
..........ს ნაცვლად ლექსსპორტი.



2kiss.gif ნეკნებო

eek.gif
ეს არ გინახავს შენ ალბათ,
ან გადახედე ელმადა.

Posted by: MOSHAYIRE 14 Apr 2016, 23:41
Apoptosis
QUOTE
ეს არ გინახავს შენ ალბათ,
ან გადახედე ელმადა.


არქივს არ ვათვალიერებ...
მაგნაირ გლახავ-კაფიას
ათასექვსს დავწერ ხელადა


Posted by: nipponcaucasus 15 Apr 2016, 10:22
"რეისავიკი" მარშუტკის მძღოლის მარკეტინგ-შაირი,
ვაგზალზე გაგონილი smile.gif

"ქობულეთი-ბათუმი, გავდივარ,
რაკეტასავით დავქრივარ!"

მინდოდა ამ თემაში ყოფილიყო.





Posted by: annavita 16 Apr 2016, 11:40
Apoptosis
QUOTE
ეგ ლექსსპორტი ანა, ჩემო,
მოვინელეთ კარგა ხნის წინ... 
ისე რომ ვთქვათ არას ვერჩით
კარგია ჯანმრთელობისთვის.

გული არ გითმენს, ჩქარობ
რომ სიტყვა მითხრა მწარე )
რა გბოღმავს როცა ქვეყნად
ყვავილობს არე-მარე? biggrin.gif
კაფიის კარზე მოსულს
რომ მისაფრდები ეგრე
მალულად, მოფარებით
როგორც მუსიე მეგრე biggrin.gif

მოვედი შუაკაცი-
ჯვარი დავწეროთ თემებს bis.gif
დღეს თუ არ მეტყვით პასუხს
ღამეს რა გაათენებს? facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Apr 2016, 19:34
annavita

ანამ აპოს მისწერა
მოითხოვა ჯვრისწერა biggrin.gif tongue.gif

Posted by: annavita 17 Apr 2016, 13:23
MOSHAYIRE
QUOTE
ანამ აპოს მისწერა
მოითხოვა ჯვრისწერა 

რომ სიკეთედ აქციოს
ის ბედი და ის წერა biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 18 Apr 2016, 20:04

თითქოსდა ღობე გაურღვიეს
წმაწურის ედემს,
ფუჩეჩის ლექსით,
ყვავილებშიც რომ ღოლოს ეძებს..

წაიყვანეთ და მიათხოვეთ
ლექსპრომტი ჯონდოს,
გინდა ჯემალას,
თუ გინდათ ბონდოს.

პატრძალი კი - ცრუწმაწური,
რით ვანუგეშო?
მის ნაკვალებში
მოწყენილი თვლემდა გომბეშო.

წადი და სახლი შენი ისევ
ჩალით დახურე,
მერე აქ წერა რითმების ბრძოლით
დაიმსახურე.


















Posted by: annavita 19 Apr 2016, 09:26
nipponcaucasus
QUOTE

თითქოსდა ღობე გაურღვიეს
წმაწურის ედემს,
ფუჩეჩის ლექსით,
ყვავილებშიც რომ ღოლოს ეძებს..

წაიყვანეთ და მიათხოვეთ
ლექსპრომტი ჯონდოს,
გინდა ჯემალას,
თუ გინდათ ბონდოს.

პატრძალი კი - ცრუწმაწური,
რით ვანუგეშო?
მის ნაკვალებში
მოწყენილი თვლემდა გომბეშო.

წადი და სახლი შენი ისევ
ჩალით დახურე,
მერე აქ წერა რითმების ბრძოლით
დაიმსახურე.

მე ვხედავ ღმერთო როს სიწრფელეს აქ აქვს გზა მოკლე,
როს სიკეთის ქმნას ხაფანგს უდგმენ, როგორც დამოკლეს
როს სიმართლეს და გულწრფელობას ასხამენ ტალახს-
განლევადია. და სამართალს შენს, რა გამოლევს!
love.gif nipponcaucasus ჩემი ნიკის მონიშვნა რატომ ვერ გაბედე smile.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Apr 2016, 11:27
annavita

ორივ თემა თავის ბედის მორჩილია
დაუკარით, უპატარძლო ქორწილია! biggrin.gif

https://www.youtube.com/watch?v=_dnjT8jMTrM

Posted by: Apoptosis 19 Apr 2016, 12:25
ქორწილია მეგობრებო ქროწილი,
თუმც ვერ გატყობთ სილაღეს და მშვენებას...
პატარძალი შეიფაკლა მორცხვენით,
სიძე ოფლში იწურება, სველდება...

გოგოებო თქვენ იყავით მეჯვარე,
მაგ თემის და ჩვენ ვიქნებით ამისა...
ანავიტა ავატარი შეცვალე...
მოშაყირემ ბნელი გაითავისა...

ახლა დღეა საარაკო... მზიანი...
როცა ბნელი არე-მარეს დაფარავს...
მივლენ ახლადშეუღლებულები ბინაში
და არც ახლა არ ასცდება პატარძალს...
lol.gif

Posted by: annavita 19 Apr 2016, 19:18
Apoptosis
ქორწილამდე ნიშნობაა ძმაკაცო,
არ გავმართოთ აქ ბაზარი ვერისა
ბოლო-ბოლო ამოღერღოს კაფიამ-
უნდა თუ არ უნდა შერთვა მერისა? biggrin.gif

მაისის თვე არ ვარგაო ჯვრისწერად
(მე რა ვიცი, გაიძახის ხალხია )spy.gif
ჩვენც ივნისში ვაქორწინოთ, ცხრა თვეში
გაუჩნდებათ ტყუპი - ლილე, ჩალხია biggrin.gif

მტრის ჯინაზე ლექსში მაინც გამრავლდეს
ქართველობა თორემ ჯავრი მინელებს
ეს მთავრობა რაღაც ფარულ გზებს ხლართავს
და სამშობლო რჩება მგონი ჩინელებს ! mad.gif
facepalm.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ორივ თემა თავის ბედის მორჩილია
დაუკარით, უპატარძლო ქორწილია!

პატარძალი გახლავს ჯერა ნორჩი,
ჯერ დასრულდეს, მანამ თარსვას მორჩი biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Apoptosis 19 Apr 2016, 22:50
annavita

არ ვიცოდი მაგას მერი რომ ერქვა,
ეგ სახელი ცუდად არის დაცდილი,
უცებ წავა, ღამით სულ სხვას გაჰყვება.
გავთხოვდიო წერილს მისწერს სხვს დილით.

ნუ აჯანჯლებთ ერთ დღეს იყოს ნიშნობაც...
თუმცა დინჯად არას იმჩნევ სასიძო,
მე ხომ ვიცი კაცი დნება იშლება...
და მაყარიც დიდგორობს და ასპინძობს.


Posted by: annavita 20 Apr 2016, 06:48
Apoptosis
QUOTE

არ ვიცოდი მაგას მერი რომ ერქვა,
ეგ სახელი ცუდად არის დაცდილი,
უცებ წავა, ღამით სულ სხვას გაჰყვება.
გავთხოვდიო წერილს მისწერს სხვს დილით.

ნუ აჯანჯლებთ ერთ დღეს იყოს ნიშნობაც...
თუმცა დინჯად არას იმჩნევ სასიძო,
მე ხომ ვიცი კაცი დნება იშლება...
და მაყარიც დიდგორობს და ასპინძობს.

up.gif
ჩვენ რა ვიცით, ეგრე მოხდა მართლა?
იმ მერიზე ჩვენ მოგვიყვა მითმა..
თუმც პატარძალს სულ არ ქვია მერი,
ღმერთო, რას არ გათქმევინებს რითმა biggrin.gif

ნიშნობაზე, როგორ წესი არის,
ქალის ოჯახს სტუმრობს სიძის მხარე : biggrin.gif
მაშ როდის ვქნათ, იქნებ ახლა დავთქვათ,
ალბათ, როცა გაივსება მთვარე?...? biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 20 Apr 2016, 13:29
annavita
წადი ის ლომი მოძებნე...
აქ რას დაძრწიხარ ტურადა.
თემის გამყოფი მოენე
წმაწურს მაჰსულხარ სტუმრადა!

ხარი გყავ შესაწირავი
თემას მაეპყარ მტრულადა!
ეგ თავი გასაწილავი
ლექსპრომტ მაახმარ სრულადა!

Posted by: annavita 20 Apr 2016, 14:53
nipponcaucasus
სათნოების და სიკეთის
მანდილი და კაბა გმოსავს, bis.gif
მაგრამ ყურძენს ვერ წვდები და
მის სანაცვლოდ ღობეს ყნოსავ biggrin.gif
* * *
nipponcaucasus
თავს ცუდად ნუ დატრიალებ
ბავშვებს, როგორც ქორი, ძერა,
ვაი თუ არ დაგპატიჟონ
იმ ქორწილში..თორე, მე რა, biggrin.gif
* * *
პ.ს.
QUOTE
თემის გამყოფი მოენე

თავის დროზე არ აკეთე
საშინაო დავალება
ალბათ ამიტომ გეშლება
გაყოფა და გამრავლება.

ნიპონ, სანამ შენ გაიგებ
ვინ მოყვარე– ვინ მტერია
იმედი მაქვს რომ მანამდე
გაბრწყინდება იბერია lol.gif 2kiss.gif

Posted by: nipponcaucasus 20 Apr 2016, 17:22
annavita
კაბაც შაგირცხვა, მანდილიც
იმ საქმის მერე მგოსანსა...
-დიაც მამადგა ქადილით,
ნამუსით ჰგავდა ქოსასა.

QUOTE
ნიპონ, სანამ შენ გაიგებ
ვინ მოყვარე– ვინ მტერია


გასცი სახლში არ გადაგვდო
ლექსპრომტი და დიფტერია.

Posted by: annavita 20 Apr 2016, 20:55
nipponcaucasus
რა უნდა გითხრა აბა,
ხახიდან მოგდის შხამი
ჯერ არ მინახავს მართლა, სხვა
შენნაირი ხამი.

არ გეკითხება ნაღდად
ჩემი მოსვლა და წასვლა
ბოღმების ნთხევას, იქნებ
სცადო ზრდილობის გასხვლა.

აღარ მომწერო მეტად
არ გიპასუხებ სულ რო
შემოეხვიო ჩემს ლექსს
როგორც ალვისხეს სურო!


boli.gif facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Apr 2016, 21:07
annavita

აქ არ იციან კაფვის
ძალა და მისი სტილი
გაბობღდებიან თავზე
ვითარცა ღორის ტილი

ვერა თოკავენ თავსა
ჭარბად ანთხევენ გესლსა
თვის აბდაუბდა აზრებს
მცდარად არქმევენ ლექსსა

პ.ს. ლექსპრომტმა დამაბარა (წმაწურისთვის გადასაცემად)-
"უარი უთხარი მტკიცე
არ მივყვებიო ცოლად
თან ხოშიანად სტკიცე !

biggrin.gif

Posted by: annavita 20 Apr 2016, 21:21
MOSHAYIRE
QUOTE
აქ არ იციან კაფვის
ძალა და მისი სტილი
გაბობღდებიან თავზე
ვითარცა ღორის ტილი

biggrin.gif
ტილს თუ დაისვამ ფეხზე
უთუოდ თავზე ავა..
დეზინფექცია იკმარს?
რომ გამოვცვალოთ ჰავა?..

Posted by: MOSHAYIRE 20 Apr 2016, 21:31
annavita
ხომ გამოვცვალეთ ჰავა
აახლშექმნილი თემით?-
ჯობია იქ წავიდეთ
ვიდრე გაგვაგდენ ცემით

biggrin.gif

Posted by: annavita 21 Apr 2016, 07:52
MOSHAYIRE
QUOTE
ხომ გამოვცვალეთ ჰავა
აახლშექმნილი თემით?-

ახალი თემის შექმნის
მიზანი იყო რომა-
ჩაცხრომილიყო წინა
კაფიის ბრაზი-წყრომა.
გამიჯნულიყო დროით
უთავსებელთა ნება,
რომ არვის და არც თემას
ჰქონოდა ტკენა-ვნება.

კეთილშობილი ესე
ქმედება მოინათლა
როგორც ზნეობის რღვევა,
და უკანონო მართლა.

მათ ვერ გაიგეს ლექსპრომტს
რა ჰქონდა მოტივ-აზრად,
და ამის გამო ორივ
თემა გადიქცა ბაზრად.
............
კეთილ საქმისთვის მუდამ
მომიდრეკია მუხლი.
მომავალ თემას უკვე
თავს აქედანვე ვუხრი.
მოვედი კეთილ ზრახვით
და თუმც კვლავ დამხვდნენ ავად-
სიკეთე გაიმარჯვებს!
შენ უკეთ უწყი, თავად.

love.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 14:08
annavita

განწყობამ მოიტანა და
იყოს თემაში შალა-
ხო!
თემათ ნიშნობა-ქორწილი
უაზროდ ჩაიშალა,
ხო?!


Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:14
MOSHAYIRE
ჩაშლას ვერ ვიტყვი.. ხშირად
განგება– ბედისწერა
კოჭს ალჩუზე სვამს საქმეს–
ჩვენ რომ ვუყურებთ ცერად smile.gif

არის პირუკუც– სადაც
დიდ წარმატებებს ველით
იქ მუხთლობს ბედი, გვტოვებს
მშრალ ხახით, თვალით სველით.

ილია ამბობს: ღვთაებრ–
მუდამ მრთელდება გული,
წუთისოფელი რჩება
ძვალივით გამოხრული.

bis.gif alk.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 16:32
annavita
QUOTE
ჩაშლას ვერ ვიტყვი..


მაშ, თუ არაა ჩაშლა
აქ გვმართებს სუფრის გაშლა! biggrin.gif

Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:47
MOSHAYIRE
QUOTE
მაშ, თუ არაა ჩაშლა
აქ გვმართებს სუფრის გაშლა!

თადარიგი დავიჭიროთ ჯერე–
გრძნობებს ცრემლი დავადინოთ ღვარად
(როგორც ინდურ სერიალში), რომ თქვან–
კინკლაობა გვიღირდაო არად wink.gif

Posted by: Apoptosis 21 Apr 2016, 16:50
MOSHAYIRE

fig.gif

გაშალე სუფრა

yes.gif

Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:56
Apoptosis
QUOTE
საბაბი?

დამოყვრება, სიყვარული
მეგობრობა გზად და ხიდად
თუკი მთავრად მიგაჩნია
არ დაეძებ საბაბს დიდად yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:00
annavita
QUOTE
თადარიგი


ამ საქმეში თადარიგსა ვერვინ
ვერ დაიჭერს, არ ივარგებს გათვლა
ჩვენ ჯერ სიძე ვერ დავითანხმეთ და
ახალშობილის გვსურს უკვე ნათვლა

smile.gif
Apoptosis
QUOTE
გაშალე სუფრა


შენი მისია მითხარ სუფრაზე
თუ დამთანხმდები ამფერ გუფთაზე?

Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:05

Apoptosis
////////////////////////////////////

Posted by: annavita 21 Apr 2016, 17:13
MOSHAYIRE
QUOTE
ჩვენ ჯერ სიძე ვერ დავითანხმეთ და
ახალშობილის გვსურს უკვე ნათვლა

როგორ არა კაცო, აპოპტოსმა
აგერ, მითხრა– სურვილი კლავს სიძეს
მაგრამ მორცხვობს,ყმაწვილია, თუმცა,
მისი გული სატრფოსაკენ იწევს.

რა ნათლობა რის ნათლობა კაცო,
ჯერ თაფლობა, მერე კიდე 9 თვე
დააცადე მტრედებს, მერე ნათლე,
როს ბუდიდან იფრენს წყვილი მართვე rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:16
annavita

QUOTE
როგორ არა კაცო, აპოპტოსმა
აგერ, მითხრა– სურვილი კლავს სიძეს
მაგრამ მორცხვობს,ყმაწვილია, თუმცა,
მისი გული სატრფოსაკენ იწევს.


მორცხვი სიძე როგორ შექმნის ოჯახს?
არც მის სიტყვას არ ექნება ფასი
თავს იფასებს წმაწურკაცი ისე
ლექსპრომტს უკვე მოეკიდა ხავსი biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

Posted by: annavita 21 Apr 2016, 17:20
მე ბოდიში თუ ვცოდავ და ვარღვევ
მდუმარებას და თემის ძილს ათპირს,
თქვენ ილექსეთ (წინ წავიდა საქმე)
მე კი 6–ზე დავესწრები თათბირს.
:სამსახურ:
QUOTE

მორცხვი სიძე როგორ შექმნის ოჯახს?
არც მის სიტყვას არ ექნება ფასი
თავს იფასებს წმაწურკაცი ისე
ლექსპრომტს უკვე მოეკიდა ხავსი 

up.gif გალაკტიონოვიჩ! biggrin.gif ბრავო!

Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:27
annavita
QUOTE
თქვენ ილექსეთ (წინ წავიდა საქმე)
მე კი 6–ზე დავესწრები თათბირს.


თათბირზეც ხომ გაშლილია სუფრა
ოღონდ არ დევს მაგიდაში გუფთა biggrin.gif

Posted by: annavita 21 Apr 2016, 22:07
MOSHAYIRE
QUOTE
ლექსპრომტს უკვე მოეკიდა ხავსი  

წმაწურს უნდა დახმარება ახლა,
რომ იზარდოს, გახდეს უფრო მეტი,
დაიტიოს ის სილაღე, სითბო,
რაც კი მომადლებული აქვს ბედით.

Posted by: MOSHAYIRE 22 Apr 2016, 14:52
annavita
წმაწურს უკვე დავეხმარეთ
34 გვერდზე ვართო
ჩვენაც კარგად ვმხიარულობთ
მკითხველებსაც მაგრად ვართობთ...

Posted by: annavita 22 Apr 2016, 19:34
MOSHAYIRE
up.gif
ლამის გალაკტიონოვიჩ! biggrin.gif
თემამ მოიმატა ციდა smile.gif
ამბობ, დროა ქალს მივხედოთ,
მე მზადა ვარ, ოღონდ თქვი და...

Posted by: MOSHAYIRE 22 Apr 2016, 21:08
annavita
QUOTE
ამბობ, დროა ქალს მივხედოთ,


კიდევ ერთხელ სიძეს ვთხოვოთ
ეგებ ლექსპრომტ გავათხოვოთ ... biggrin.gif

Posted by: annavita 22 Apr 2016, 21:31
MOSHAYIRE
QUOTE
კიდევ ერთხელ სიძეს ვთხოვოთ
ეგებ ლექსპრომტ გავათხოვოთ ... 

მარგალიტი ქალის პატრონს
სახვეწარი რა მაქვს ვეჟო?
ჯიპიან სასიძოს ვწუნობ,
მითუფრო თუ მართავს პეჟოს chest.gif
გასასაღებელი არ მყავს
ჩემი ქალი, ბროლ-ფიქალი,
სადაც ღირსებაა- ჩემი ლექსპრომ-
ტის ზე-სასი ძოც იქ არი. yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Apr 2016, 21:58
annavita

გადავწყვიტოთ მოდი ასე
კვერსაც დაგვიკრავენ სხვანი
დავუტოვოთ წმაწურკაცსა
თავისუფალ არჩევანი

თუ არ მოწონს ჩვენი ქებულ
ლექსპრომტ - თავში ვურტყათ ურო?!
საპატარძლოს მეტი რაა
ადრესზე: "უსათაურო"

Posted by: annavita 22 Apr 2016, 22:50
MOSHAYIRE
up.gif
მართალი ხარ. დაძალებით
არ იქნება როგორც თქმულა
დაძალებას არასოდეს
არავისთვის მოაქვს ქულა.

ლექსპრომტი რომ დასრულდება
და ზაფხული შემოაღებს
კარს, ჩვენ უკვე კაფიაში
მოვრწყავთ ია-ვარდის ბაღებს


love.gif

up.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Apr 2016, 20:27
annavita

ჩვენ რომ ვლექსავთ აი ეგრე
შეუძლია ერთს (ორს) ათასში
ჩაგვიგდია წმაწურეთის
მოსახლეობა მანდრაჟში

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 23 Apr 2016, 23:03
სპორტსმენებმა წალეკეს
ხელოვნების აკვანი... biggrin.gif
დაუძახეთ პატარძალს
ქორწილს ელის მავანი.

Posted by: nipponcaucasus 25 Apr 2016, 13:31
იქით ოთახში ვერ დადგეს სტენკა
აქეთ გამართეს მათ ჟოპასტენკა.
ჰმოსავთ ფუთების მათ სპორტულები
ნაღდი Zvelman - ის ლექსპრომტულები.

აქ რომ ძუნძულებთ და თან ჰყრით ნაგავს!
აბა ვინ არის მათი ამკრები?
კალოში თელავს წმაწურთა ნარგავს
შიგ გაზიკი დგას სოფლის ნაკრების.




Posted by: Apoptosis 26 Apr 2016, 00:50
მოკლედ ბევრი ვეცადე,
ქსელი ვქსოვე ობების.
თუმც არავის ეწადა...
დროა დამშვიდობების!
-----------------
--------------------------------------------
-------------------------------------------------------------

Posted by: nipponcaucasus 1 May 2016, 18:08
ქრისტე აღდგა!
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა.

Posted by: nipponcaucasus 11 May 2016, 20:48
გაზაფხული შემოსულა ლენ,
დახლზე ვხედავ ალუჩას და ბლებს,
ვერ იყიდი წითელ ხენდორს შენ,
მე გიყიდი, მაკოცნინე ლენ. smile.gif

სხვანაირად არ გამოდის ლენ,
სხვანაირად არ გიყვარვარ შენ.
ჰოდა თუ არ მაკოცნინებ ლენ,
ნეტავ ამ დროს რისთვის ვკარგავთ ჩვენ?

Posted by: MOSHAYIRE 13 May 2016, 14:51
მოშაყირე შემოსულა ლენ
რია-რია აუტეხავთ უზერთ
თქვენც დაწერეთ ერთი-ორი სტროფი
ჩემს კაფიებს კრიტიკით რომ უმზერთ

biggrin.gif

annavita
nipponcaucasus
Apoptosis

Posted by: annavita 13 May 2016, 15:59
MOSHAYIRE


QUOTE
მოშაყირე შემოსულა ლენ
რია-რია აუტეხავთ უზერთ

შემოვედი, ვნახე შედევრები
და მაღალი პოეზიით ვთვრები.
აქ ვერ ვნახე მე უზერთა კრება..
კოღო წუის..- რომ აუქშევ -ქრება biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 May 2016, 16:22
annavita

მანამდე რომ "შედევრები" იყო
"კალოშებზე", ფუთებზე და სხვებზე
თმები კი არა და, ანავიტა
თავად ყალყი მე დამიდგა თმებზე !

biggrin.gif

Posted by: annavita 13 May 2016, 21:29
MOSHAYIRE
QUOTE
მანამდე რომ "შედევრები" იყო
"კალოშებზე", ფუთებზე და სხვებზე
თმები კი არა და, ანავიტა
თავად ყალყი მე დამიდგა თმებზე !


biggrin.gif lol.gif
კაფიას ჰყავს შეჩენილი ხვითო–
მაფიოზი– მამა, ვით დონ ვიტო biggrin.gif
მეტად მყრალ "შედევრებს" რომ ახვავებს
მე გავედი ამ თემიდან მიტომ biggrin.gif
* * *
QUOTE
ლენ,
ბლებს,
შენ,
ლენ.

ლენ,
შენ.
ლენ,
ჩვენ?

bis.gif 2kiss.gif
QUOTE
იქით ოთახში ვერ დადგეს სტენკა
აქეთ გამართეს მათ ჟოპასტენკა.
ჰმოსავთ ფუთების მათ სპორტულები
ნაღდი Zvelman - ის ლექსპრომტულები.

აქ რომ ძუნძულებთ და თან ჰყრით ნაგავს!
აბა ვინ არის მათი ამკრები?
კალოში თელავს წმაწურთა ნარგავს
შიგ გაზიკი დგას სოფლის ნაკრების.


user.gif


Posted by: MOSHAYIRE 13 May 2016, 22:07
annavita

ეს თემა ხომ ყველასია
ვისაც შეუძლია კაფვა
შენ მოხვედი, მთავარია
როგორც ხედავ, დღეს მეც აქ ვარ

smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 May 2016, 23:25
QUOTE
2 წევრი: MOSHAYIRE, ნისლი


მოვიდა ნისლი...
თემაში ცივა
და წვიმის ნაცვლად
რითმები ცვივა

Posted by: MOSHAYIRE 17 May 2016, 23:18
annavita
თემის გმართებს N (ენი) ლექსი
როდის გაანაღდებ ვექსილს?
თავს იმართლებ აბა როგორ
დაუძახებ პირად ვექილს?



aba.gif boli.gif idea.gif

Posted by: nipponcaucasus 19 May 2016, 15:10
სიგარეტი, პურჭყი...
ნაგვიანი ქუჩა.
სიტყვაც ფერად ჭუჭყის,
ბოლო რომ არ უჩანს.

ასე მოსწონს ვანოს,
ასე ზრდიდნენ უჩას.
უხარია ანოს (და)
მზესუმზირას ჩურჩავს.


Posted by: annavita 20 May 2016, 06:09
MOSHAYIRE
QUOTE
თემის გმართებს N (ენი) ლექსი
როდის გაანაღდებ ვექსილს?

უკვე შემოვედი
ფართოდ ვაღებ ფანჯრებს,
თემას COმოკლავს,
თუ არავინ ანჯღრევს.
მიეცემა ძილს და
ნელა გავა გაღმა..
ალბათ გახსოვს– ავი
ენით ხე რომ გახმა..

როცა ენას და გულს
ბოროტი და ავი
ასე სურს და უყვარს–
როგორ შევძლოთ ზავი? user.gif

Posted by: nipponcaucasus 20 May 2016, 13:14
თემა მიდის ნელა
დინჯად როგორც მტკვარი...
სოფლად? - ისევ ბნელა,
ვერ დამარხეს მკვტარი.

Posted by: nipponcaucasus 31 May 2016, 18:21
აბა ვაჟებო, ქალებო
ხელში დაიჭით ცელია
აკაფეთ რითმით მთვრალებო
თუ სადმე მოსაცელია.

თემას ხალისი ვუმრავლოთ,
ფიქრები სტანჯავს მწველია.
ავად არაა უბრალოდ,
გადამწვარი აქ მცველია.

ლექსპრომტი მიაქვს ბალახებს,
აქ შუქი ჩაქრა, ბნელია.
იქ ნეტავ რისთვის გალახეს
ბოკერია და მელია?

დაყარეთ ცხელი ამბები
რითმებზე შენაწველია.



Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 19:51
nipponcaucasus
QUOTE
ლექსპრომტი მიაქვს ბალახებს


თუ ლექსპრომტ მიაქვს ბალახებს
წმაწურში - მუზა გალახეს!

Posted by: nipponcaucasus 31 May 2016, 21:42
MOSHAYIRE
ნეტავ ვიცოდე ლექსპრომტში
საინტერესო რა ნახე?
ზამთრიდან მოყოლებული
კალოშით რომ ზელ ტალახებს.

Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 22:03
nipponcaucasus

QUOTE
ნეტავ ვიცოდე ლექსპრომტში
საინტერესო რა ნახე?
ზამთრიდან მოყოლებული
კალოშით რომ ზელ ტალახებს


ის "კალოში" და "ტალახი"
რომ მეტისმეტად ანათებს
მიტომ გეშლება ნერვები
შემო იქ (ლექსპრომტში), სეირს განახებ!

biggrin.gif pop.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jun 2016, 21:08
დადგა ზაფხული, უზერნო
მელექსედ წოდებულებო
თქვენ, მუზადაკარგულებო
თქვენ, რითმ-ხავს-მოდებულებო!

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 14 Jun 2016, 20:41

ხავსი კი მართლა მოგვედო
რაში დაგჭირდა ეგ პონტი?
ხელს გვაპოტინებ, მოგხედოთ?
წყალს ხომ არ მიაქ ლექსპრომტი?





Posted by: MOSHAYIRE 14 Jun 2016, 22:42
nipponcaucasus
QUOTE
ხელს გვაპოტინებ, მოგხედოთ?
წყალს ხომ არ მიაქ ლექსპრომტი?


წმაწურიც ვეღარ კიაფობს
ვეღარ კაშკაშებს რითმებით
თქვენი ლექსები იაფობს
თავს ნუ დაიღლით კითხვებით

Posted by: gela56 14 Jun 2016, 23:10
სალამი ბიჭებს,
ტუფლები მიჭერს,
არა მაქვს პალტო,
პლაში მაქვს ზატო.

Posted by: MOSHAYIRE 14 Jun 2016, 23:29
gela56
ბიჭების გარდა
ქალებიც ვპოსტავთ
არა ხარ ლექსის
აშკარად ოსტატ!

Posted by: nipponcaucasus 19 Jun 2016, 19:12
MOSHAYIRE
gela56

დააცა გელას დიაცო
ეგებ რამე აქვს სათქმელი
თავში ცუდია ბიაცო,
კარგი კამპოტის შამქმნელი! smile.gif))

gela56
ჩემო გელა ხუთი ექვსი
იმედი გვაქვს გიყვარს ლექსი..

QUOTE
სალამი ბიჭებს,
ტუფლები მიჭერს,
არა მაქვს პალტო,
პლაში მაქვს ზატო.



სალამი გელას, გასწავლი ნიჭებს,
მაგ ტუფლს თუ ცოტას წააჭრი ჭვინტებს
გამოჰყოფ ცერებს როცა ჩაიცმევ,
და თავბოლოში აღარ მოგიჭერს.
..
ძველი ლექსები კაია მაგრამ,
გვერდზე ლექსპრომტი იბარებს ჭინჭებს.



Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 19:22
nipponcaucasus
QUOTE
ძველი ლექსები კაია მაგრამ,
გვერდზე ლექსპრომტი იბარებს ჭინჭებს.


ლექსპრომტში კარი ღიაა მისთვის
ვინც არ დაუშვებს ნაწერში ხინჯებს

Posted by: nipponcaucasus 20 Jun 2016, 15:50
შედი ქალავ კუხნაში და
ხასიათს ნუ მიმახინჯებ!
ეგ შაირიც იქ მოჰყევი,
რო მოწრუპავ ყავის ფინჯნებს!

Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2016, 17:15
nipponcaucasus

QUOTE
ხასიათს ნუ მიმახინჯებ!


ხინჯიანი გაქვს ლექსია
უფრო და უფრო ხინჯდება
რა არი? ნუ გეშინია!
მეტად ვერ დამახინჯდება!


* * *
QUOTE
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
2 წევრი: MOSHAYIRE, Apoptosis


ღვინის ნასვამი,ნაჭამი ხორცის
კარგ გუნებაზე სჩანს აპოპტოზის biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 21 Jun 2016, 02:24
MOSHAYIRE
ხინჯისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ხინჯდება?

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2016, 21:44
nipponcaucasus
QUOTE
21 Jun 2016, 02:24  #48148907

QUOTE
This post has been edited by nipponcaucasus on 21 Jun 2016, 02:33


რა გეწერა მანამდე?
ნუ დამალავ, გამანდე!

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2016, 19:36
MOSHAYIRE
მობილურიდან არა და არ აიტვირთა მაგ ორ ხაზზე მეტი. დანარჩენს შლიდა ატვირთვის დროს.
მერე ვიფიქრე მოშაყირეს მფარველი ანგელოზი იფარავს თქო და დავანებე თავი.

რასაც გწერთ ისე მეწერა...
მაგრამ ქვეყანა ლომისობს,
სოფლისას ვიტყვი შეწევნას,
ეხლა დრო არ მაქვს ომისო!

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2016, 22:21
nipponcaucasus
QUOTE
სოფლისას ვიტყვი შეწევნას,
ეხლა დრო არ მაქვს ომისო!


რა დროს ომია ნიპონჯან
წმაწურს დრო უდგას კომისო...

Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2016, 23:03
MOSHAYIRE
QUOTE
რა დროს ომია ნიპონჯან
წმაწურს დრო უდგას კომისო...


აქ თავს შემოჰყოფ სასუნთქად
იქ ჰაერი გაქვს გომისო.
ცოტათი ფერდი მოგიდგამს
უფერულს, ცერის ზომისო.

ჩაგითვლი გაფაფხურებად
მაგ რითმას ჩვენი ტომისო.
ეხლა გამასწარ აქედან
შე სუპო ანა-კომისო!

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2016, 23:28
nipponcaucasus
QUOTE
ეხლა გამასწარ აქედან
შე სუპო ანა-კომისო!


ამ აბდა-უბდას რომ როშავ
ნასვამ ხომ არ ხარ რომისო?

Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2016, 11:36
QUOTE

ამ აბდა-უბდას რომ როშავ
ნასვამ ხომ არ ხარ რომისო?


იაფი, ცოტა, პატარა,
არაშემცველი შრომისო,
გემოფსელა და წყალწყალა
შაირს არ მქონეს სტროფისო

აქ რომ წერ მიტომ გიწოდე
შენ სუპი ანაკომისო.

აბდაუბდებად ნაროშავს
თუ ხედავ ჩემი გონისო
გვაჩვენე შემოქმედება
წმაწურ-კაფიის დონისო.


Posted by: annavita 2 Jul 2016, 16:41
gela56
QUOTE
სალამი ბიჭებს,
ტუფლები მიჭერს,

სალამი გელა,
გჭირდება შველა!
* * *
nipponcaucasus
QUOTE
გვერდზე ლექსპრომტი იბარებს ჭინჭებს.

ქმარი არა გყავს?
ან ფრენდი–პაკლო...?
აქ ვერ ვარგიხარ...
და მაინც ნაგლობ

Posted by: MOSHAYIRE 2 Jul 2016, 17:25
QUOTE
გვაჩვენე შემოქმედება
წმაწურ-კაფიის დონისო.

nipponcaucasus


წმაწური წაიღო ბალახმა...
მაინც არ ძალგიძს დანახვა!

annavita
QUOTE
სალამი გელა,
გჭირდება შველა!


გელა თუ გელობს
აქ ვეღარ მგელობს!

Posted by: nipponcaucasus 2 Jul 2016, 21:15
annavita
QUOTE

გვერდზე ლექსპრომტი იბარებს ჭინჭებს. 

QUOTE

ქმარი არა გყავს?
ან ფრენდი–პაკლო...?
აქ ვერ ვარგიხარ...
და მაინც ნაგლობ


ნახევრად განათლებულო,
გუნება ნუ აგვიმჟავე.
ასაკს ხარ, ჭკუით კლებულობ,
მემგონი აღარც გჟიმავენ.

რას დამსისინებ, ვინ გიხმო?
ან სად რა მითქვამს ურწმუნო.
მახსოვხარ როგორც ფინთი ხბო,
ურცხვად რომ ტრაწა-ტრუწუნობს!


MOSHAYIRE
QUOTE
nipponcaucasus

წმაწური წაიღო ბალახმა...
მაინც არ ძალგიძს დანახვა!


მითხარი ქალავ, ნუ მორცხვობ,
გავაზე გინდა გალახვა? smile.gif))

.............

ხამს მოწიწება წმაწურებს,
სჯობს ლექსპრომტს სწმენდდეთ ტალახსა!

Posted by: MOSHAYIRE 2 Jul 2016, 21:44
nipponcaucasus

ნიპონ ლექსპრომტსა სწუნობდა
ლექსპრომტი მუნ წმაწურობდა biggrin.gif tongue.gif

Posted by: annavita 2 Jul 2016, 23:33
nipponcaucasus
გრიმების ზღაპრებიდან
მახსოვს სულელი ელზე
ენა რომ გაეზარდა
და მოეხვია ყელზე...

ასე რამ აგამყრალა,
რომ ქრონიკული პანოს–
ი გჭირს და ყველა პოსტში
გაბმით ამღერებ ანუსს biggrin.gif

"ლექსპრომტი" არ ახსენო–
პოსტს ვეღარა წერ ,შეხე,
სიტყვა"ლექსპრომტი" თუკი
სადმე არ დააბრეხვე facepalm.gif biggrin.gif

ჭკუისკოლოფო ნიპო,
დაგცურებია შიფერ,
არადა წვიმა მოდის,
ჩვენში რომ იცის, იმფერ biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 2 Jul 2016, 23:57
annavita
QUOTE
ჭკუისკოლოფო ნიპო,
დაგცურებია შიფერ,


ვერ იტანს პოეტ ქალებს
თუნდაც რომ გავდნენ შიფერს (აქ, კლაუდიას)

biggrin.gif

Posted by: annavita 3 Jul 2016, 00:26
MOSHAYIRE
QUOTE
ვერ იტანს პოეტ ქალებს
თუნდაც რომ გავდნენ შიფერს (აქ, კლაუდიას)

და რატომა სძულს ქალი?
დააქორწინეს ძალით? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 00:34
annavita

ქალი არა - ნიჭიერი ქალი tongue.gif

მან ქალი იცის კუხნა-სპალნაში
მელანს რა უნდა ქალის კალამში?!
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 3 Jul 2016, 00:45
annavita

ჯერ გაირეცხე ქალავ,
ნფხავში ზინზლის ზოლი.
ლექსად მოგიფსამს ჩალა
სმაილად განაჟრჟოლი.

პასუხს გეტყოდი ყურში,
თანაც მოგცემდი ჭოჭებს
მაგრამ რა ვუყო ამ თავს
ვერ ჩავაცილებ კოჭებს.

Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 00:53
nipponcaucasus

შენ დაგავიწყდა ამ თემის არსი
ხშირად სჩადიხარ უწმაწურობას
რას დავაბრალოთ - გონის სისუსტეს
სიბინძურეს თუ უსაქმურობას?



annavita
ისევ ლექსპრომტი ჯობია, ვიტა
უწმაწურობას იცი, ვერ ვიტან

Posted by: annavita 3 Jul 2016, 03:02
MOSHAYIRE
ზოგი არაბულ ტაიჭს ზის,
მრავლისთვის ცხენი - პონია...
"რა ყვავი ვარდსა იშოვნის
თავი ბულბული ჰგონია"


პ.ს. ეთიკურ სიმდაბლეს კიდევ გაუძლებს კაცი, მაგრამ ესთეტიკური კუთხით გულისამრევს მაშინვე უნდა გაეცალო, თუ არ გინდა რომ შენც პირისსაქმებამ დაგრიოს ხელი.

შენი ნებართვით უკეთეს ესთეტიკურ გარემოს დაველოდები. love.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 12:30
annavita

QUOTE
უკეთეს ესთეტიკურ გარემოს დაველოდები



ეს თემა უკვე სპამია
ნიპონას რითმი -შხამია
ლექსპრომტი რად მიატოვე?
იქ გვიდგას ლექსის ჟამია!



Posted by: nipponcaucasus 3 Jul 2016, 16:14

MOSHAYIRE
smile.gif))

წმაწურ-ცუნდრუკა,
ლექსპრომტ-გუნდრუკა.

QUOTE
ნიპონას რითმი -შხამია

რაც გინდა ის დაუძახე
თუ გულად მოსაფხანია.



Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 17:01
nipponcaucasus
QUOTE
წმაწურ-ცუნდრუკა,
ლექსპრომტ-გუნდრუკა.


ლექსპრომტი მოძებნე
აჰა შენ რუკა!

biggrin.gif

რად გჭირს ლექსპრომტის ფობია?
ორ ხელით ტეხავ ლობიანს
შემოგეცალნენ გესლები
ეულად ყუფნა სჯობია wink.gif


Posted by: nipponcaucasus 5 Jul 2016, 20:01
ფიქრებთან ვიმგლოვიარე.
დღეს უგემურს ვხრავ ეულად.
ხელთავქვეშ ტახტმწოლიარე,
ღამე ცას ვუცქერ შვეულად.

როგორ ხართ თემის გულებო
ჩემებრ თუ გამორჩეულად?

Posted by: Artist 8 Jul 2016, 09:57

ბოროტს ფორუმზე რა დალევს
აქაც ვიღაცა წყალს ამღვრევს,
იგნორს თუ "დაუპასატკებთ"
წავა და თავის შხამს დალევს.


Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2016, 12:16
Artist

ისევ აქა ხარ, არტისტო?
რა უმოწყალოდ გარბის დრო...

Posted by: Artist 8 Jul 2016, 12:50
MOSHAYIRE
ბუნდოვნად მახსოვს მე ის დრო...
ისევ მოვედი ვეღარ გცნობ...


Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2016, 13:13
Artist

მაშ დავივიწყოთ დროება ძველი
ლექსი დავწეროთ ახალი...ველი!

Posted by: nipponcaucasus 10 Jul 2016, 00:02
გვითხარი ჩემო კეთილო
ვინ აგიმღვრია წყალია?
აცდენდი, დღეს გაკვეთილობ,
სად ჰპოვე სამართალია?!

იერი რომ გაქვთ სათნოსი
დევიზად სიყვარულია,
დაგიჭაშნიკე პათოსი,
მეწვია სიბრალულია.



Posted by: MOSHAYIRE 10 Jul 2016, 00:21
nipponcaucasus
QUOTE
დაგიჭაშნიკე პათოსი


ოჰ, კაი, რისი პათოსი-
მაგი ბიჭია დათოსი

ვისია მთანი, მდელონი?-
ფორუმის ალენ დელონის!

შემო, არტისტო, დასწერე
შაირნი სასახელონი

Artist
bis.gif idea.gif

Posted by: Artist 11 Jul 2016, 20:22
MOSHAYIRE
QUOTE
შემო, არტისტო, დასწერე
შაირნი სასახელონი

მე მოველ თქვენთან შაირით
შემომხვდით ცეკვა დაირით
ვინც სევდითაა დაღლილი
"იგნირში" ტლიკოს მარილი


Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2016, 22:07
Artist
QUOTE
"იგნირში"


შენ აგვიხსენი "იგნირი"
დაღლილები ვართ სიგრილით

Posted by: nipponcaucasus 11 Jul 2016, 22:59
შორიდან მობრძანებულხარ
ნახირს ყოფილხარ მორიგეთ
წმაწურს თუ მოზმანებულხარ.
ადექ და ჩოხა მოირგე.

აქ რისთვის მოხველ ვერ ვხვდები
ღდინის სხოცად მორინგეთ?
არ გვიყვარს გზაზე ნეხვები
წმაწურ-კაფიის კორიფეთ!

მამჩვივდნენ ლესპრომტელები
გადაგვიოხრეს არილი,
ვერ დარჩეთ გავა-მთელები,
დატენილი მაქ მარილით! smile.gif





Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2016, 23:05
nipponcaucasus
QUOTE
არილი,

QUOTE
მარილით!


მოპარული (უკვე დავიწყებული) რითმები ...

QUOTE
აქ რისთვის მოხველ ვერ ვხვდები


იქაც ვარ, აქაც ვიქნები
და შენ არ შეგეკითხები



Posted by: Artist 12 Jul 2016, 02:48
MOSHAYIRE
QUOTE
შენ აგვიხსენი "იგნირი"
დაღლილები ვართ სიგრილით

უი შემშლია "იგნორი"
იგნირი დამიწერია
ის კი მიხვდა და
აყროლდა ძლივს
აითრია წელია...


Posted by: nipponcaucasus 12 Jul 2016, 14:46
QUOTE
მოპარული (უკვე დავიწყებული) რითმები ...

არ მომიპარავს მიპოვნია, გეუბნები ნიპონია!
გასცი პირით დაიბანეთ შენ და შენმა ტრიფონიამ.

Posted by: MOSHAYIRE 12 Jul 2016, 19:08
Artist
QUOTE
აყროლდა


nipponcaucasus
QUOTE
პირით დაიბანეთ



du.gif

Posted by: Apoptosis 14 Jul 2016, 18:49
აჰა, დავბრუნდი... bis.gif
ვხედავ ფაფხურობთ... biggrin.gif
თუმცა კვლავ იბრძვით...
სიცხე გვაწუხებს, მზეს სხივები აულესნია...
რითმით გაბრუვდა
ჩემი მუზა, და ვეღარ იცდის,
აქაც კი ცხელა, მაგრამ ერთად უკეთესია.

გადმაიყვათ პატარძალი
gigi.gif vik.gif

Posted by: MOSHAYIRE 14 Jul 2016, 23:40
Apoptosis
QUOTE
მზეს სხივები აულესნია


მზის სხივებს ადრი ხანჯლებს?
მზე სითბოს არ აჯანჯლებს
შენ ლექსსა ჰფარავს ობი
სხვა გაიჩინე ხობი?

Posted by: nipponcaucasus 17 Jul 2016, 17:42
MOSHAYIRE
იყო წვიმა და ფეხი ტყლაპოში
ხალხმაც მოირგო ფეხზე კალოში.

მაგრამ ხანდახან უკეთესია
გქონდეს კალოშის კარგი ვერსია.


ეს ჩვენთნ გეცვათ, თქვენი - ფარაში.
გუშინ ვიყიდე თქვენთვის ზარაში. :*

Posted by: MOSHAYIRE 17 Jul 2016, 20:15
nipponcaucasus

ჰა-ჰა - მოირგოს ფეხზე ვინც ესა
მაშინ ის გახდეს შენი პრინცესა!

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 17 Jul 2016, 23:51
MOSHAYIRE
"სოფლის ცხოვრების" ნიუსებს
თვალს ვავლებ, გული მიცემსა.
ლექსებში წერდნენ პლიუსებს
ვინ ბარს იქნევდით ვინ ცელსა.

ვიფიქრე ეგებ ეშველოს
ფეხ დავუმოსავ ციცებსა,
ქალაქ ვერ გაჰყევ ეშელონს,
ეჯექ ტრაქტორის პრიცეპსა!


შეხედეთ მოშაყირესა,
მჯიღებ რო გულში იცემსა!
რაც უნდა კარგი ჩაგაცონ
კალოშად მაიბრიცებსა! :*

ყაბულს ვარ ვინც ეგ მაირგოს
ის იყოს ჩემი პრინცესა!


Posted by: MOSHAYIRE 17 Jul 2016, 23:59
nipponcaucasus

QUOTE
ყაბულს ვარ ვინც ეგ მაირგოს
ის იყოს ჩემი პრინცესა!



ნიპონამა სთქვა ყაბული
კალოშ მაირგო მაგულიმ!

Posted by: nipponcaucasus 18 Jul 2016, 09:44
MOSHAYIRE
მგონი შენც ბევრი ეწვალე
ჯირითში იყავ ჩაბმული.
შაქროს რომ გამოეცვალე
გვერდზე გიხვრენდა ჯამბული!

ვენახში გქონდათ ზიარად
ცინკი მართული გაბმული. smile.gif
ტაჭკით რო მააბზრიალა
უცქერდი სულგანაბული. smile.gif)).




Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2016, 14:36
nipponcaucasus

მაგულიმ კალოშ ჩაიცა
ნიპონამ მისცა იები
პ.ს.გეტყვი - გაწუხებს არც ისე
მდიდარი ფანტაზიები

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 18 Jul 2016, 15:50
MOSHAYIRE
გულს ნუ დაიწყვეტ შაყირავ
გიხდება ბამბაზიები.
შენ და ჯამბულის გელიან
ოფშკვითის მაღაზიები!

ძღვენი კი ამითვალწუნე
სად გქონდა სხვა ზიზიები,
ხვალ კალოშ დაულაწუნე
დღეს ლაფში ანაზილები. smile.gif

მაგულის მეგის დავარქმევ
იით ეცვლება იერი,
ღამით კვნესაში გავარღვევ
ნაგაზ მიბია მშიერი.







Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2016, 17:12
nipponcaucasus

ამდენ კალოშის ძახილი
თუ არ მოგბეზრდა ნეტაო
ვეღარ ივიწყებ დღე და ღამ
ნეტავ შენ გაგასვეტაო!

boli.gif

Posted by: nipponcaucasus 18 Jul 2016, 18:39
MOSHAYIRE
სიგარეტ აქ ნუ აბოლებ!
ვერ გაგასვეტებს თუთუნი
ფილტვში გაგიჩენს ბაბონებს
თან ექიმს დაღლი კრუტუნით!

***
არ მოგვატყუო შაყირავ!
აიმ შენ სოფელს გაფიცებ.
გვაჩვენე ფეხსაცმელი და
ფოტოსთან ტუჩიც დაბრიცე! smile.gif))





Posted by: Apoptosis 18 Jul 2016, 20:29
QUOTE (MOSHAYIRE @ 14 Jul 2016, 23:40 )
Apoptosis
QUOTE
მზეს სხივები აულესნია


მზის სხივებს ადრი ხანჯლებს?
მზე სითბოს არ აჯანჯლებს
შენ ლექსსა ჰფარავს ობი
სხვა გაიჩინე ხობი?

თუ არ დაზოგა მზემ სითბო,
შემოგაფეთა ხშირად
ვეღარ გიშველის მიტარბი
იქცევი ლექსის ჩირად.



lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2016, 22:39
Apoptosis
QUOTE
თუ არ დაზოგა მზემ სითბო,
შემოგაფეთა ხშირად
ვეღარ გიშველის მიტარბი
იქცევი ლექსის ჩირად


მკვრივი მაქ ლექსის რბილობი
ვერ დამაშინებ ჩირობით!

nipponcaucasus
QUOTE
აიმ შენ სოფელს გაფიცებ


სადაა მერე სოფელი??
სუფთა ჰაერი მწყურია
ეჰ, ამდენ გამონაბოლქვში
სუნთქვა დღითიდღე რთულია

Posted by: nipponcaucasus 19 Jul 2016, 13:05
MOSHAYIRE
ეჰ!
"რას იზამ ჩემო მანასე
ხან ისეა და ხან ასე"


Posted by: MOSHAYIRE 19 Jul 2016, 17:20
nipponcucasus

რომ გხიბლავს სოფლის ნობათი
ტალახს რად უფრთხი ვაჟიკავ?
რძეც გიყვარს, ტაფამწვარიც და
მწვადზე მოსხმული აჯიკაც

ნოუთბუკს რომ ვერ შორდები
წადი იშრომე პაწაო
გიხმობს გურია, ლეჩხუმი,
თავის მიწებით რაჭაო!

Posted by: nipponcaucasus 19 Jul 2016, 21:24
MOSHAYIRE
ქალავ, სოფელი კი არ მძულს
არამედ, თქმული - "სოფლობა"
კაცს ზარმაცს, ბოღმით დაძაბულს
რომ სჭირს გონებით ობლობა.

საქმეთი ნახნახევარას,
სხვის ხელშემყურეს, გატანჯულს,
ხელმოცარულს და მკვეხარას
მარადლოთს, ხისქვეშ გაჩაჩხულს.

ასეთი კაცნი ბევრია
გინდა ქალაქად გინდ სოფლად
თავის ბუდეს რომ წყევლიან...
ჩვენც ხომ გვყავს თემის მეზობლად?!

ესა მძულს, თორემ სოფელში,
როცა წესი და რიგია.
ისე ვარ როგორც მშობელში
შვილზე ჩამდგარი ფიქრია.






Posted by: MOSHAYIRE 19 Jul 2016, 22:00
nipponcaucasus

ჰოდა შევთანხმდით რომ აწი
აღარ ახსენებ ავადა
თორემ მეც სხვებისნაირად
ამა თემიდან გავალ და

აღარ შემოვა შენ გარდა
არავინ ნაკაფიარზე
ვიფიქრებ მაშინ სხვა თემის
ანუ "ლექსპრომტის" პიარზე!


Posted by: nipponcaucasus 20 Jul 2016, 18:38

MOSHAYIRE
QUOTE
ჰოდა შევთანხმდით რომ აწი



თემის ავტორს რომ უმხთლეთ,
თემა გათიშეთ დაყავით,
შეთანხმებაში ვწერ მუხლებს:
1. - კოჭებში თავი გაყავით!

2. - ლექსპრომტს ბოქლომი დაედოს
3. - აქ იყოს არხი სარწყავით
4. - წმაწურ-კაფიის სამეფოს
ნუ დავსვრით პროზით, ლაყაფით.









Posted by: MOSHAYIRE 20 Jul 2016, 20:03
nipponcaucasus

თუ ლექსის წერა ვერ შეძლეთ
მე დაგინიშნავთ პენსიას
ის თემა რაა, თუ მცირედს
ვერ უძლებს კონკურენციას?

ლექსპრომტი თუ გაიყინა
ე.ი. წმაწურმა აჯობა
ახალი თემის გახსნაზე
აკრძალვა არის ქაჯობა!

Posted by: nipponcaucasus 21 Jul 2016, 18:39
MOSHAYIRE


კულტურა წამოგვიქციეს
სომხურმა ფილიალებმა,
აგრედ წმაწური გვიქციეს
ლექსპრომტად ლიფიანებმა.

ვინ აგიკრძალა ნეტავი
თემა გაგეხსნათ თექაზე.
გეპოვათ მატყლის მპენტავი
მუხიანში ან თემქაზე.

ეგ სახეცვლილი ფორმაა
შინაარსით კი წმაწური!
ვისთვის ეს საქმე ნორმაა,
ვისთვის კი მართლაც ქაჯური.












Posted by: ხუტა 28 Jul 2016, 08:31
QUOTE
მკვრივი მაქ ლექსის რბილობი

eek.gif

Это намек?

Posted by: MOSHAYIRE 28 Jul 2016, 18:43
ხუტა
QUOTE
Это намек?


აქ ლექსად ვცდილობთ დავწეროთ პოსტი
შესაბამისი , ასე ვთქვათ, შრიფტით
ნაწერის აზრი პირდაპირია
უქვენააზრო, ალბათ მიმიხვდით

Posted by: ხუტა 3 Aug 2016, 06:30
აღარ მაღელვებს, როდესაც ვხედავ,
მკვრივ რბილობს, თუნდაც, ლექსად ფონიანს,
მაიაკოვსკის ძეგლთან ვჭკნები და
გული კი გარბის კალიფორნიას.



Posted by: MOSHAYIRE 3 Aug 2016, 15:58
ხუტა
QUOTE
გული კი გარბის კალიფორნიას.


შენ გემოვნება კაი გქონია...
და მაიაკოვსკის ძეგლთან რომ დგახარ
ხელში გიჭირავს აიფონია? tongue.gif

Posted by: nipponcaucasus 27 Aug 2016, 18:58
არ ეკადრება ამ თემას
პირველ სართულზე ყურყუტი
ლექსებზე ვმართავ ანტენას
რითმა არ იყოს ლუყურტი. smile.gif

........
ხეების ჭრაში მერიას
ხელი აქვს გადტყაული.
გაპარტიზანდა ფერია
შეაწყვეტინეს ხმაული.

............

მეოთხე რთველი იწყება
წელს რა იქნება ნეტა?
შაქროს იმედი ირწყვება
წელს ეზმანება ჯეტას.

Posted by: nipponcaucasus 11 Sep 2016, 22:12
სიყვარულს მუდამ ორი ბოლო აქვს
ჩაკონვა წყვილთა შორს მიაქვს ვერხვებს.
ჩემი ლანძები ქარებს მიმოაქვს
ვინ იცის ხვალე სად მიაფერთხებს.

ისევ გავცქერი გალეშილ ქუჩებს,
თითქოს დგანან და მიიჩქარიან.
დღეს დავისიზმრებ შიშველ ალუჩებს,
შფოთიან ფარდებს, ღამეს ქარიანს.

ჭიქაში ვისხამ სანტორის ვისკის,
ცოტას ვთვრები და თავბრუ მეხვევა,
ამაღამ ალბათ დაიწყებ კისკისს (და)
უცხო ხელები შემოგეხვევა.






Posted by: პოგბუნია 12 Sep 2016, 11:28
შაირი ვერ წავიკითხე,
ტყუილად დავკარგე წამები,
წმაწურის დონე ნოლია
უწმაწურს მივეტანები

Posted by: nipponcaucasus 13 Sep 2016, 14:45
პოგბუნია
წმაწურ-კაფიის ნაპირებს,
მაადექ შავი ალამით.
ჩქარა მოგითვლი შაირებს
ჯერ გაგეცნობი სალამით.

შენს შაირს ჩემგან შემჩნევა!
რად ვერ დათვალე მარცვალი?
მეორე ხაზში გემჩნევა,
გამორღვეული საცვალი.













Posted by: პოგბუნია 14 Sep 2016, 10:30
nipponcaucasus

შავი ალამით თუ მავდექ
მერე ატყდება ხვანცალი,
ყველამ თავისას მიხედოს
ბიკინია თუ საცვალი.

ნიპონ შენი მზე მაჭყიტებს,
მთიებსა კავკასიისას,
საცვალ რომელის სჯობია,
მატყლის თუ ბამბაზიისა?

2kiss.gif

შაირ ვერა ვარ მაგარი,
თუმც კი დიდი მაქვს სურვილი,
მაგრამ მაინც რომ მაწვალებს
რითმების შექმნის წყურვილი?!


mo.gif

Posted by: nipponcaucasus 15 Sep 2016, 04:24
პოგბუნია
QUOTE
ყველამ თავისას მიხედოს
ბიკინია თუ საცვალი.


QUOTE
საცვალ რომელის სჯობია,
მატყლის თუ ბამბაზიისა?


არ დამჭირდება მაგისთვის
მარჩიელი და მკითხავი,
საცვალ-ტანსაცმლად ზანგისთვის
საკმარისია ნიფხავი! smile.gif


QUOTE
შაირ ვერა ვარ მაგარი,
თუმც კი დიდი მაქვს სურვილი,
მაგრამ მაინც რომ მაწვალებს
რითმების შექმნის წყურვილი?!


შორსა ვარ საქართველოდან,
ნისლებით შემობურვილი.
ლექსი ყოველთვის მშველოდა
- დილის მზე ოქრო ცურვილი.








Posted by: nipponcaucasus 22 Sep 2016, 02:21

"მოდის რვა ოქტომბერი
რაღაც სულგუნ-ღომფერი"


***
ერთგულო ამომრჩევლებო!
სამშობლო მოვიარეო,
ამიერიდან თქვენთან ვარ
თქვენთვისვე მგლოვიარეო.

განათლება მაქვს სტრასბურგის
- სამჯერ ოთხი ხომ შვიდია!
ხალხისთვის - რძიანი ბულკი
ჩემთვის სულ არა მინდია.

ძველს შევცვლი ახალ თაობით,
მსურს ვიყო თქვენი რჩეული
ამ ქვეყნის საცოდაობით
ცრემლი მაქვს შემოჩვეული.

პროგრამა შევიმუშავე:
ქალაქს გავაძღებთ პიცათი,
სოფლებს დავხურავთ ზამთრამდე
მეტალო-ჩერეპიცათი.

ჰოდა მოხაზეთ ნომერი
ჩაისთან ვის სურს ჯემია
სახელად მქვია ლომერი
ჩემი გვარია ჩემია.

მიხომ ხველებით დაიწყო:
- მორყეული მაქ ზაბორი!
აზრი მყის ორად გაიყო -
ცოლს სურდა „კუხნის ნაბორი“.

ვალები აძევს გოგიას.
მიქელა დალის ოხვრები:
- უნდა მავიწყო ორგია
მეტჯერ თუ ვეღარ ვთხოვდები! smile.gif))

გადაირია ლომერი,
"მარად თქვენთვის ვარ მშრომელი!"
სამმაგ სარჩოთი დააცხრო
პენსიის რიგში მშფოთველნი.

ხალხმა დაბრიცა თვალები
გაზნიქეს ჩოხის კალთები
"ჰაი, შენ გენაცვალები!"
(ვის ახსოვს მავთულხლართები)

დიდხანს ისმოდა თხოვნები,
ბრბოს წესად როგორც სჩვევია,
და "ჩემი ღიპის ცხონებით"
ლომერ არჩიეს ჩემია.
...

მიადგა ბაგას ჩემია
ჩემია და ჩემიაა.

Posted by: DJK 23 Sep 2016, 02:01
Gzhzhjzjzxhxbbxbxbxbxhxhzjzjjzjzjzjzjzjzjzhzh

Posted by: DJK 25 Sep 2016, 06:54
Ffvhgggcccccffggggggghhhgcccxxszssdrrgg

Posted by: მთავარსარდალი 27 Sep 2016, 20:30
ახტა გოჭი, დახტა გოჭ

მოკლედ მითხარით, თემაში
რა ხდება, ვინ რა კაცია,
ვინ არის მაყურებელი
- აღწერეთ სიტუაცია

Posted by: nipponcaucasus 27 Sep 2016, 22:14
მთავარსარდალი
სალამი!
QUOTE
მოკლედ მითხარით, თემაში
რა ხდება, ვინ რა კაცია,


თემის ავტორმა დაგვტოვა,
გული კი მწყდება ძალიან,
თავისთვის გაიმარტოვა
"ბალღებთან არა სცალიან".

წმაწურ-კაფიის ზონაში
სალმით შედიან ძმობილო!
მარტოდ ვარ ბუღის წონაში.
"მთავარსარდალად" ხმობილო.

ახლა შენი სთქვი, "სარდალო"
რომ შემოსულხარ ბღვერითა?
-მოყმემ საზღვარი გადმავლო
გუდიდან ნაცრის ბდღვერითა.

QUOTE

- აღწერეთ სიტუაცია


გიხდება წაბლა გალსტუკი
ქამარს ხრიალა რაცია.
სოფელში ნაზარდ - ნასუქი
კალოშები რო აცვია.










Posted by: leluuu 14 Oct 2016, 01:43
ჩემი პოსტები ვიხილე ძველი,
თემაც მიმკვდარა,
ვწერო თუ არა კაფიები
ვეღარ მივმხვდარვარ.

Posted by: MOSHAYIRE 14 Oct 2016, 12:15
leluuu
კაფიები უნდა წერო
და მიიღო უნდა "წერო"

tongue.gif

Posted by: leluuu 14 Oct 2016, 15:55
MOSHAYIRE
"წერო" რა მოსატანია
უნდა მივიღო ნობელი.

tongue.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Oct 2016, 19:58
leluuu
QUOTE
უნდა მივიღო ნობელი.


უჰ, მომინდომა ნობელი
ჯერაც არ გიცნობს სოფელი!!!

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 17 Oct 2016, 11:05
MOSHAYIRE
leluuu

რაში გჭირდებათ ნობელი?
ან წერო რაში გჭირდებათ?
გადმოგეცემათ სალამი
და ჩახუტება რითმებად.


Posted by: nipponcaucasus 18 Oct 2016, 23:53
MOSHAYIRE
leluuu
Apoptosis

მოვიდნენ რითმის გურმანნი
აჟრიამულდა უბანი.
--------

(ერთ ხმა მამე სანაცვლოდ
წაიღე 2 თუმანი smile.gif)))
"ერთად მივხედოთ თიანეთს"
ამბობდა როლანდ კუმანი)




Posted by: nipponcaucasus 8 Nov 2016, 10:14
პწკარედი თუ სტრიქონია
რითმაში უნდა დავწერო.
შემოსატანი მქონია
წმაწურ-კაფიის საწევრო. smile.gif






Posted by: Apoptosis 8 Nov 2016, 12:15
nipponcaucasus

გამარჯობა ნიპონ!
გავავრცელოთ კაფია?
ვთქვათ, რომ ყველა სტრიქონს.
თვალს ადევნებს მაფია.




Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 17:30
Apoptosis
nipponcaucasus
leluuu

ერთ დროს თემა მოგრიალე
უსუსურად ღაფავს სულსა
უზერებო, აწი მაინც
ნუღარ ატკენთ ერთურთს გულსა...

Posted by: Apoptosis 12 Nov 2016, 18:45
QUOTE (MOSHAYIRE @ 12 Nov 2016, 17:30 )
Apoptosis
nipponcaucasus
leluuu

ერთ დროს თემა მოგრიალე
უსუსურად ღაფავს სულსა
უზერებო, აწი მაინც
ნუღარ ატკენთ ერთურთს გულსა...

MOSHAYIRE

მე აქა ვარ, არსად წავალ
სანამ ფეხზე არ დადგება,
ველოდები ამ სასწაულს
და ვაგრძელებ ქადაგებას.
old.gif

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 19:01
Apoptosis

აგერაა აპოპტოზის
ელოდება....ქადაგებს...
საახალწლოდ ის მოგვიტანს
ჩუჩხელებს და ბადაგებს!

Posted by: Apoptosis 12 Nov 2016, 19:17
MOSHAYIRE
მე არაფერს არ მოგიტანთ...
ეჰ ძვირფასო შაყირე!
დაგპატიჟებ მოჰიტოზე
მოდი ხელი ჩამკიდე.


Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 19:20
Apoptosis

გასწი იქით ციტრუსები
აგერ, გოჭი იტრუსება!

Posted by: Apoptosis 12 Nov 2016, 19:27
QUOTE (MOSHAYIRE @ 12 Nov 2016, 19:20 )
Apoptosis

გასწი იქით ციტრუსები
აგერ, გოჭი იტრუსება!

ქორწილიდან მოვბრძანდები
არ დაგაბნიოს ტრუსებმა.
გადამრიეს, გამაგიჟეს
მოცეკვავე ინდუსებმა.

Posted by: nipponcaucasus 14 Nov 2016, 20:20
Apoptosis
QUOTE
გამარჯობა ნიპონ!
გავავრცელოთ კაფია?
ვთქვათ, რომ ყველა სტრიქონს.
თვალს ადევნებს მაფია.


გაგიმარჯოს აპოპტოსის,
ჩაგვეძირა მაფიაც,
წამკითხველიც არ ჩანს სტროფის
სხვაგან მიუსწრაფიათ..

გამეხარდა თქვენი ნახვა,
მოშაყირეს ცანცარიც.
ბუხრის ცეცხლის დასანთებად
გაქექილი ნაცარი.

ჯარიმდება პირველ გვერდზე
"მაფია" და "კაფია"
უნდა შესვა რითმით ფეხზე
ღვინო 1 ჩაფია! smile.gif

Posted by: Apoptosis 14 Nov 2016, 23:21
nipponcaucasus

ნიპონ ვიღებ ჯარიმას და
მომაწოდე სასმისი,
თემას აღარც დედა შერჩა
აღარც მამასახლისი.


ე ბიჯო დაიწვა მუზა, სად ხართ
lol.gif

ღალატიც არის და ღალატიც.

Posted by: nipponcaucasus 15 Nov 2016, 17:57
კაფიობა, შაირობა ჯიშად მოსდგამს ქართველებს
აოცებდა უცხო მხარის მსმენელებს და მნახველებს.
ჰოდა თემას თუ არ შერჩა დედა, მამასახლისი
შვილი მაინც გაიზრდება იმედი მაქ ხვალისი.

აგერ ჩაფიც, დაგვიცალე, მერე მოვა ხალისც!


Posted by: Apoptosis 16 Nov 2016, 00:58
QUOTE (nipponcaucasus @ 15 Nov 2016, 17:57 )

აგერ ჩაფიც, დაგვიცალე, მერე მოვა ხალისც!

უფ, როგორ დგას... ამაყად!
თითქოს ჯერ არ დაცლილა,
ღვინის ქურდებს ეძახის...
უხმობს მგზავრს და ნამგზავრებს!
მგონია რომ ამაღამ
ე მაგ სასმისს მადლიანს,
არაერთი დაცლის და არაერთი აავსებს.

Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2016, 12:31
Apoptosis
nipponcaucasus

როცა დაცლით სასმისს
დრო დადგება გასმის!


12:15 წუთიდან

Posted by: Apoptosis 16 Nov 2016, 16:58
MOSHAYIRE
კაცია თუ ელვა?


--------

Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2016, 19:33
Apoptosis
QUOTE
კაცია თუ ელვა?


კაფიაა თუ ღელვა?

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 18:17
MOSHAYIRE
შენმა თვალებმა მწველმა
და მაგ ფერმკრთალმა სახემ
უმალვე გაანელა
რაც კი ვარამი ვნახე.

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:02
Apoptosis

არ ახსენო ვარამი
აგერ ყველით ხალამი
ხაჭაპური გამომიცხვე
და მითხარი სალამი!

biggrin.gif

Posted by: Uxeiro 17 Nov 2016, 19:06
"დავინახე" სალამი,
გამახსენდა კალამი up.gif
მოვედი და როცა წავალ,
დამიქნიეთ ალამი

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:38
Uxeiro

გამოჩნდა ტალ-კვესი
აქ რითმებს აკვნესებს....

biggrin.gif

Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 19:39
MOSHAYIRE
Uxeiro

სალამი როგორც მალამო,
წევრებო ძველი გვარდიის...
მგონი დაბრუნდა ია და
ნეტავ სად არის ვარდი, ის?





Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:43
Apoptosis

იებიც მე ვარ, ვარდებიც
ოღონდაც ნუ გაავდები

Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 19:51
QUOTE (MOSHAYIRE @ 17 Nov 2016, 19:43 )
Apoptosis

იებიც მე ვარ, ვარდებიც
ოღონდაც ნუ გაავდები

MOSHAYIRE
როგორ არ გინდა გაავდე
მატყუებ როგორც ობოლსა,
მე ყველა საქმე გადავდე
დროს ვუთმობ ლექსსა და ბოლსა boli.gif


ია შენა ხარ ნამდვილად,
ვარდი კი იცი ვინც არის...
იცოდე დარდს ან ავიტა
ანდაც ჩავიდან მიწაში.
gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:57
Apoptosis


annavita სხვაგან პოსტავს
ლექსებისთვის არ ცალია
ამიტომაც, ვინც არ მგოსნობს
ვერ იქნება ვარდ და ია

Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 20:09
MOSHAYIRE

შენ რას შვრები მოგვიყევი,
სად იყავი და სად არა,
დაგვიბერდა ნოემბერი,
ზამთარს თოვლი დააბარა.


Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 20:14
Apoptosis

როცა მზეა, როცა ქარი
სავსე მთვარის შუქზე თოვლი
გატაცებული ვარ მეტად
ყვავილების დარგვა-მოვლით

Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 20:36
MOSHAYIRE


წავიკითხე, ყოჩაღ შენ თქო!
და სიცილით ჩავიკეცე
ყვავილის მოვლას ეძახი
მაკიაჟს რომ გაიკეთებ?
2kiss.gif



Posted by: annavita 17 Nov 2016, 21:46
MOSHAYIRE
Apoptosis
QUOTE
annavita სხვაგან პოსტავს

QUOTE
იცოდე დარდს ან ავიტან

QUOTE
დაგვიბერდა ნოემბერი,

მათ, ვინც ჩემგან შორს არიან,
როგორ მინდა ნოემბერო,
მე რომ მომენატრებიან
ჩემს მაგივრად მოეფერო.. love.gif
შენი ქარი თმას მაწეწავს,
პირს მიღებს და სუნთქვას მაცლის..
რომ სათქმელი ამოიღოს
დამიგროვდა რაც კი ამ წლის..
მონატრების ლიანდაგზე მოვქრი,
შორს კი ბაქანია..
გული მიგრძნობს -დამიხვდებით,
თუკი მელით რახანია.. 2kiss.gif love.gif მიყვარხართ მენატრებოდით
* * *
თქვენი ნახვა მეჩქარება
რომ მოგიყევეთ ამ მთის , იმ მთის
სად ხართ, რატომ იგვიანებთ
ლოდინისგან გული მიმდის ....

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 22:56
Apoptosis

ის რაც შენ აქ წაიკითხე
იყო რითმის თარეში
ვისვამ, მაგრამ არ ვარ ცუდი
მაკიაჟის გარეშეც! tongue.gif

annavita
QUOTE
თქვენი ნახვა მეჩქარება
რომ მოგიყევეთ ამ მთის , იმ მთის


მთა დაიძრა ეს თუ მაინც
მუჰამედი მთასთან მიდის?! biggrin.gif wink.gif

Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 23:06
annavita
MOSHAYIRE

სად გინახავთ რომ ვაშლის ხეს,
ბუნებრივად მსხალი ებას?
ამ სიტყვებით მე გილოცავთ
შინ მშვიდობით დაბრუნებას.


დანარჩენებსაც მივხედოთ. ყველამ თითოს შესძახეთ smile.gif

Posted by: annavita 17 Nov 2016, 23:30
MOSHAYIRE
QUOTE
მუჰამედი მთასთან მიდის?!

აღარც მთა ვარ...
რაღაც მთავარს
ვეღარ გეტყვით
მუჰამედი.
ანავიტას მოუსმინეთ
თქვენთვის უნდა
მუდამ მეტი >>>
Apoptosis
მომენატრა ჩვენი სახლი
ჩვენი ეზოს მსხალი, ვაშლი
ახლა ცოტას დავისვენებ,
და მერე კი სუფრას გავშლი 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 23:36
annavita
QUOTE
ანავიტას მოუსმინეთ
თქვენთვის უნდა
მუდამ მეტი >>>


ეს კი -ჩვენი მონდომებით
ჩვენთვის ლექსი გაიმეტე!

Apoptosis
სუფრას გაშის ანავიტა
იქ იქნება ვაშლი, მსხალი
ბლომად ლექსის ჩახოხბილი
კაფია-შაირის ფხალი
რითმებს დავლევთ როგორც ღვინოს
ღმერთმა კარგად მოგვალხინოს!

Posted by: annavita 18 Nov 2016, 08:38
MOSHAYIRE
QUOTE
ეს კი -ჩვენი მონდომებით
ჩვენთვის ლექსი გაიმეტე!

lol.gif
სიძუნწეში მამხილე და
განმაცხადე სოფლის შვილად
მირჩევნია გადვიხადო
თავტირილი, დავდგა შილა :დ
მაგრამ ამას მირჩევნია
დეკემბერი, მოდის შობა,
ღმერთო, ნუ გაგვწირავ, ხედავ?
ეს სოფელი რას გვიშობა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2016, 20:51
annavita

რა დროს შობა არის ჯერე
ზამთარი ვერ დავიჯერე
ახალ წლამდე დღეებს ითვლით?!-
მე კი ვტკბები ფოთლით ყვითლით...


Posted by: annavita 18 Nov 2016, 21:34
QUOTE
მე კი ვტკბები ფოთლით ყვითლით...


Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2016, 21:57


annavita

ტრიომ იმღერა
ვიტამ დაწერა
სად დაწერა?

არ დაუწერია....

Posted by: annavita 18 Nov 2016, 22:27
MOSHAYIRE
QUOTE
ტრიომ იმღერა
ვიტამ დაწერა
სად დაწერა?

არ დაუწერია...

ფოთლებს ვხვეტდი აივნიდან.. user.gif
ახლა უკვე დაგვილია..
მეძნელება ფოთლის ხვეტა
წერა უფრო ადვილია user.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2016, 20:31
annavita
Apoptosis

როგორ გაგრილებულა
თემა - გუშინ მდუღარე
მაინც შემოვცუნცულდი
გვერდი ვერ ავუარე biggrin.gif

Posted by: Apoptosis 19 Nov 2016, 20:55
MOSHAYIRE

მაპატიეთ ქალებო,
და მაპატიოს მუზამ,
სამსახურმა დამახრჩო,
ვერ ამოვწიე ღუზა.

Posted by: annavita 19 Nov 2016, 20:57
MOSHAYIRE
ძმაო, მე რატომ მერჩი?
დავაბზრიალე სმერჩი
მთის იქით გადაცვივდით
თემას ეულად შევრჩი sad.gif
* * *
Apoptosis
QUOTE
მაპატიეთ ქალებო,
და მაპატიოს მუზამ,
სამსახურმა დამახრჩო,
ვერ ამოვწიე ღუზა.

ეხ ჩემო აპოპტოსის
ისე მწყალობდეს მე მზე,
როგორც გაცვეთილ რითმას
ხანგრძლივ ლოდინი გემზე biggrin.gif 2kiss.gif
* * *
Apoptosis
QUOTE
მაპატიეთ ქალებო,
და მაპატიოს მუზამ,
სამსახურმა დამახრჩო,
ვერ ამოვწიე ღუზა.

სამსახური? ნუ გვატყუებ
დღეს თბილისში შაბათია chest.gif
მაგრამ ტყუილს გაპატიებთ,
რადგან მუზამ გაპატია yes.gif

Posted by: Apoptosis 19 Nov 2016, 21:15
QUOTE (annavita @ 19 Nov 2016, 20:57 )
ეხ ჩემო აპოპტოსის
ისე მწყალობდეს მე მზე,
როგორც გაცვეთილ რითმას
ხანგრძლივ ლოდინი გემზე biggrin.gif 2kiss.gif

ის კაცია აპოპტოზის,
გემის ქიმზე მარტო რომ ზის.

ნუ მიწუნებ კარგო რითმებს,
თორემ გული ვეღარ ითმენს,
მოვალ ფურცლითა და კალმით
ან დღისით და ანდა ღამით,
ისეთს გეტყვი ლექსებს მსუყეს,
რომ სიამით გაგასუქებს.

Posted by: annavita 19 Nov 2016, 21:25
Apoptosis
უიმე, რა გასუქება facepalm.gif
ჩემგან შორს
თვალი არ მეცეს
მსუყე ლექსის ნაცვლად ჩაი
/მწვანე/ თუ გაქვს
მინდა მეც ეს rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Nov 2016, 13:19
რა ჩაი და მურაბა?-
გავხსენ ლექსის ყულაბა
დაგირიგებთ თუ გინდათ
მსხლად შეირგეთ გულაბად biggrin.gif




Posted by: annavita 20 Nov 2016, 19:49
MOSHAYIRE
QUOTE
რა ჩაი და მურაბა?-

ყავა მინდა
ჩაი -არა
/კვირადღემაც ჩაიარა/.

Posted by: MOSHAYIRE 21 Nov 2016, 18:13
annavita

კვლავ შემოვრჩით თემას ორი -
დაუკარით ყველამ დოლი!




Posted by: annavita 24 Nov 2016, 19:31
MOSHAYIRE
QUOTE
დაუკარით ყველამ დოლი!

თემა ისევ ჩაიკეტა
/ვისი თვალი ეცა ნეტა/...

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:38
annavita
QUOTE
/ვისი თვალი ეცა ნეტა/...


ვითომ თემის პესნია სპეტა?

boli.gif

Posted by: annavita 24 Nov 2016, 19:54
MOSHAYIRE
QUOTE
ვითომ თემის პესნია სპეტა?

ვინცხამ წყარო გადაკეტა

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:59
annavita

იმალება ბუჩქში გძე-ტა

Posted by: Apoptosis 24 Nov 2016, 20:46
MOSHAYIRE
annavita
მე აქ ვარ გიყურებთ და გგულშემატკივრობთ.
მუზა გამექცა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 20:51
Apoptosis
QUOTE
მუზა გამექცა

QUOTE
დაუთმეთ ერთმანეთს გზა!
გზა დაუთმეთ ერთმანეთს!
ერთმანეთს დაუთმეთ გზა


biggrin.gif

Posted by: Apoptosis 24 Nov 2016, 21:01
MOSHAYIRE
100% რითმაა ეგ.

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 21:04
Apoptosis

კაცო, რითმის პროცენტები?!
არ ვართ ლექსის დოცენტები biggrin.gif

Posted by: annavita 25 Nov 2016, 09:45
QUOTE
იმალება ბუჩქში გძე-ტა

ალფა ბეტა გამა დელტა
Apoptosis
QUOTE
მუზა გამექცა

გაგბოზებია yes.gif
/ასე იტყოდა ჩემი ბებია/ old.gif

Posted by: Apoptosis 25 Nov 2016, 14:38
QUOTE (annavita @ 25 Nov 2016, 09:45 )
QUOTE
იმალება ბუჩქში გძე-ტა

ალფა ბეტა გამა დელტა
Apoptosis
QUOTE
მუზა გამექცა

გაგბოზებია yes.gif
/ასე იტყოდა ჩემი ბებია/ old.gif

ვახ კაცოო.
რაგ ჭირს შენა.






სუსხიან საღამოს,
ასე შვიდისთვის,
მეწვია მუზა.
ვერ გამეგო რისთვის,
როგორ და რატომ,
თითქოს საქმე მაქვსო..
გაიძრო პალტო....
მერე ჩამოჯდა მიყურა დიდხანს
მითხრა მე შენში დავიდებ ბინას...
რა გაეწყობათქო ვუთხარი ირიბად,
სულში შემომიძვრა და გაირინდა...
ცოტახანს ვუცადე მეგონა ფიქრობდა,
თურმე ცახცახებდა და ჩუმად ტიროდა.
მეც ავფორიაქდი, მივკიბე-მოვკიბე,
და სულის სიღრმეში ჩავკიდე კიბე:
რა მოხდა მეთქი ვკითხე მზრუნველობით,
მითხრა დავიღალე პოეტთა მხევლობით.
შემდეგ მოვეხვიე... -აჰა ცხვირსახოცი,
და ვიდექით ასე: ერთ სული, ორ ხორცი...
ტირილი შეწყვიტა, ამბებს მოვუყევი...
გამოკეთდა და მეც კიბეს ამოვყევი...
მალევე ჩვეულ ფორმაში შევიდა,
ის ლექსებს მიწედრა როდესაც მეძინა.
და ყოველ დილით, სუსხიან რიჟრაჟზე
მაკრთობდა რითმები თოვლსა და წვიმაზე.
ასე გავატარეთ მთელი ზამთარი და
შემდეგ გაზაფხულზე თვალი ამარიდა.
ისე მიმატოვა სიტყვაც კი არ უთქვამს,
თურმე ერთგულება სხვისათვის აღუთქვამს...
ახლა მარტო ვარ.. დამრჩა მისი პალტო...
უკვე კარგად მესმის რისთვის, როგორ, რატომ:
-იგი თავიდანვე
სულ სხვას დაეზაფრა...
მუზამ ჩემში მხოლოდ
გამოიზამთრა.


უბრალო კახპაა და არა ბუზი

Posted by: MOSHAYIRE 25 Nov 2016, 16:29
Apoptosis

უყურე მაგ მოღალატეს
როგორ გაგცვალა სხვაშია
ის დრო მოსულა, აპოპტო
კალამ გაირჭო... თმაშია

Posted by: Apoptosis 25 Nov 2016, 19:37
MOSHAYIRE
QUOTE
Apoptosis

უყურე მაგ მოღალატეს
როგორ გაგცვალა სხვაშია
ის დრო მოსულა, აპოპტო
კალამ გაირჭო... თმაშია


ისეთ რამეს მწერ, პასუხსაც,
ელი ალბათ შესაბამისს,
თმაში ფუნჯი გაიყარე
მითხარ ეს სჯობდა თუ ის.


Posted by: MOSHAYIRE 25 Nov 2016, 20:32
Apoptosis

მე რომ გავიყარო ფუნჯი
სხვა არა ჰყავს თემას ბურჯი...

Posted by: Uxeiro 28 Nov 2016, 11:07
QUOTE (MOSHAYIRE @ 25 Nov 2016, 20:32 )
მე რომ გავიყარო ფუნჯი
სხვა არა ჰყავს თემას ბურჯი...

გამოჩნდება ვინმე მუნჯი... up.gif

ოღონდ ფუნჯი იყოს ლურჯი!

Posted by: MOSHAYIRE 28 Nov 2016, 14:02
Uxeiro
QUOTE
გამოჩნდება ვინმე მუნჯი...

ოღონდ ფუნჯი იყოს ლურჯი!



მგონი მქონდა სადღაც ლურჯი
დამაცადე, გავხსნი ხურჯინს!


biggrin.gif

Posted by: Uxeiro 28 Nov 2016, 20:08
QUOTE (MOSHAYIRE @ 28 Nov 2016, 14:02 )
მგონი მქონდა სადღაც ლურჯი
დამაცადე, გავხსნი ხურჯინს!


ვერ გიშველა თუ ხურჯინმა,
იქნებ გიხსნას თურქმა ჯინმა up.gif

user posted image

Posted by: MOSHAYIRE 28 Nov 2016, 20:56
Uxeiro

კუდი აქვს იმხელა , მგონებ თევზქალია
წვერით და თმებით კი ლამბერსექსუალია biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 29 Nov 2016, 22:31
Apoptosis
QUOTE
სუსხიან საღამოს,
ასე შვიდისთვის,
მეწვია მუზა.
ვერ გამეგო რისთვის,
როგორ და რატომ,
თითქოს საქმე მაქვსო..
გაიძრო პალტო....
მერე ჩამოჯდა მიყურა დიდხანს
მითხრა მე შენში დავიდებ ბინას...
რა გაეწყობათქო ვუთხარი ირიბად,
სულში შემომიძვრა და გაირინდა...
ცოტახანს ვუცადე მეგონა ფიქრობდა,
თურმე ცახცახებდა და ჩუმად ტიროდა.
მეც ავფორიაქდი, მივკიბე-მოვკიბე,
და სულის სიღრმეში ჩავკიდე კიბე:
რა მოხდა მეთქი ვკითხე მზრუნველობით,
მითხრა დავიღალე პოეტთა მხევლობით.
შემდეგ მოვეხვიე... -აჰა ცხვირსახოცი,
და ვიდექით ასე: ერთ სული, ორ ხორცი...
ტირილი შეწყვიტა, ამბებს მოვუყევი...
გამოკეთდა და მეც კიბეს ამოვყევი...
მალევე ჩვეულ ფორმაში შევიდა,
ის ლექსებს მიწედრა როდესაც მეძინა.
და ყოველ დილით, სუსხიან რიჟრაჟზე
მაკრთობდა რითმები თოვლსა და წვიმაზე.
ასე გავატარეთ მთელი ზამთარი და
შემდეგ გაზაფხულზე თვალი ამარიდა.
ისე მიმატოვა სიტყვაც კი არ უთქვამს,
თურმე ერთგულება სხვისათვის აღუთქვამს...
ახლა მარტო ვარ.. დამრჩა მისი პალტო...
უკვე კარგად მესმის რისთვის, როგორ, რატომ:
-იგი თავიდანვე
სულ სხვას დაეზაფრა...
მუზამ ჩემში მხოლოდ
გამოიზამთრა.

up.gif
როცა ბანკით სვამდა კამპოტს ოსი,
ლამაზ ლექსებს წერდა აპოპტოსი.







Posted by: MOSHAYIRE 1 Dec 2016, 16:29
შემოდით თორემ თემა მივხურე
ნაცვლად გავხსენი ვალუტის ჯიხური

Posted by: Apoptosis 1 Dec 2016, 17:28
MOSHAYIRE
ეს ლარი ისე თამაშობს,
ისე მერყეობს ვალიუტა,
მარგალიტს ყიდის ავთანდილ (თინათნის ნაჩუქარ)
მკლავებს აბარებს ალუდა.

Posted by: MOSHAYIRE 1 Dec 2016, 18:21
Apoptosis

არ გაყიდო მარგალიტი
ავთანდილის მაგალითით idea.gif boli.gif

Posted by: Apoptosis 1 Dec 2016, 19:03
MOშHAYIღE
იანვარი, თეთრი ხარი.
თებერვალი ქალის ვალი
მ-არტია, ხელო - ვნება
აპრილი - შეფერილი.
მაისი... ნეტავ ვისი...
ივნისი ჩა-ივლისი.
აგვისტო რომც მოქისტო,
ბერი,
ბერი
ბერი და,
ბერი
უცებ გაივლის ერთი წელი

1 თვეც და ეგ არიი

Posted by: nipponcaucasus 1 Dec 2016, 21:05
QUOTE
ეს ლარი ისე თამაშობს,
ისე მერყეობს ვალიუტა,
მარგალიტს ყიდის ავთანდილ (თინათნის ნაჩუქარ)
მკლავებს აბარებს ალუდა.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
ლარმა სთქო მწოლიარემა
აქიმბაში მყავ დაბდური
ითხოვდა მგლოვიარედა,
დამიბრუნეთო ხადური.




Posted by: trezeguet 2 Dec 2016, 13:01
ლარს გასცვეთია ქუსლები
ვეღარ ეწევა დოლარსა
დოლარი მირბის ბენზოთი
ტრამპს გაუხსნია სეზონი
ნარმომ ასფალტის მაგივრად
ტალახს მოფინა მძორები
სადაც ლარს უნდა გაევლო
იქ ეხლა წვანან ღორები
მუქთამჭამლობის დრო დადგა
პატიოსანი მოცდება
ლარმა დაიწყო ოცნება
ქოციც ნაცივით ბოზდება

Posted by: annavita 6 Dec 2016, 23:42
Apoptosis
QUOTE
ვახ კაცოო.
რაგ ჭირს შენა.

ცუდი არ მჭირს არაფერი..
ასე მითხრა დეკემბერმა:
"თუ ბევრს ხუმრობ -გათბებიო-
ეს არ იცის ძალზე ბევრმა"

სამი თვე და პლიუს მარტი
უსაშველო გველის თოვა...
ჰოდა ხუმრობებით გავთბეთ,
სანამ გაზაფხული მოვა <3


Posted by: MOSHAYIRE 7 Dec 2016, 20:40
სამს პლიუს ერთი - ნამეტანი
გაგვიმეტე მინუსიზა
კანკალიზა, ძიგძიგიზა
ხველასა და ვირუსიზა

QUOTE
სამი თვე და პლიუს მარტი


Posted by: annavita 8 Dec 2016, 20:35
MOSHAYIRE

ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქართული
პოეზიის მესამედი
მხოლოდ ამინდს ეძღვნება და
გულით მინდა მე ცა -მეტი...

არ უღრუბლო-ღრუბლიანი
არც მზიანი-მთვარიანი,
ცა, რომლის ქვეშ არ აწუხებთ
დოლარ-რუბლ და ლარიანი facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Dec 2016, 14:38
Gამე იყო მთვარიანი.....
ჯიბეში მაქვს ლარიანი
მე თუ მოშაყირე მქვიან
შენ ყოფილხარ დარიანი

Posted by: annavita 12 Dec 2016, 23:56
ღამემ ლურჯ მოსასხამზე
მთვარის შეიბა ბროში
ან ქი უწყიან ცხადლივ–
არ მაბადია გროში
ფული მან მოიგონა
/დარჩეს მოდი ჩვენ ორში/
რომ მივეჯაჭვოთ სივრცეს,
რომ ვერ ვიცხოვროთ დროში





QUOTE
Gამე იყო მთვარიანი.....
<3

Posted by: MOSHAYIRE 13 Dec 2016, 13:18
მთვარე ანათებს როგორაც ბროში
გუშინწინდელი მივირთვი ბორში
ეგდო კომაში თეთრ თოვლზე კომში
მას შესცქეროდა იმედით ბომჟი
და მე მივხვდი რომ ისევე მომში....

Posted by: annavita 13 Dec 2016, 21:55
არ ზაფხულში, არ ტროპიკში -
გარეთ როცა იდგა თოში
დამესიზმრა რომ ყინულის
/იქნებ ბროლის/ მეცვა ქოში
ჩემს წინ იდგა რაინდი და
გამოხედვა ქონდა ქუში..
თქვა:"მესამე დღეა ბორშს ვჭამ,
თუმცა მენატრება სუში"
ვეღარ მოვასწარი მეთქვა-
"წავალ, ვითევზავებ, მოგი..."
გამეღვიძა რადგან...ნწ, ნწ,
რა ბედ-იღბლის არის ზოგი... .......

Posted by: MOSHAYIRE 13 Dec 2016, 22:24
ქე ყოფილხარ კონკია... biggrin.gif
ბროლის ხმა ხო ზვონკია
გაგაღვიძა მისმა ჟღერამ...
კი შევჭამდი ახლა ჭერამს

Posted by: annavita 13 Dec 2016, 22:49
MOSHAYIRE
QUOTE
ქე ყოფილხარ კონკია...

რასაც მღეროდა კონკია,
ახლა ზარად აქვს ნოკიას.. sad.gif

Posted by: RedJack 13 Dec 2016, 23:04
‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎‎

Posted by: annavita 13 Dec 2016, 23:55
MOSHAYIRE
გელოდე და არ მოხვედი
აქ პაუზის დადგი შირმა :/
შემომსვლელმა დაგვიწუნა
ლექსი, როგორც ხურმა- ვირმა

Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 11:45
შემოვედი რადგან მესმა
ვიტავ, შენი ძახილია
შემომსვლელმა ვერ გაიგო
ჯერაც, ხურმა რა ხილია

Posted by: nipponcaucasus 14 Dec 2016, 12:02
რაღაცის სუნი მეცა...
გუშინწინდელი ბორშის?

აფსუს! თხელ ლობიანებს
გეახლებოდით ლორში.

კომშივით ება მთვარე
ღამეს თუ როგორც ბროში?

-არ ვყიდით გენაცვალე
აიფონ 7-ებს ხბოში! smile.gif))

Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 12:24
ნიპონჯან 3 წლის შემდეგ
გაცვალე მაგი 10-ში
ბორშებს და ბროშებს ახსენებ
ბრალს დაგდებ პლაგიატში


Posted by: nipponcaucasus 14 Dec 2016, 13:59
MOSHAYIRE
აბა დათვალე მიდი
აიფონ 1-ში,.. 10-ში
სანამ 10მდე მისთვლი
ქე ჩაგაბარებ ჯართში! smile.gif

7ზე და 8ზეც ვიცი
ქიწმაწურების ქიცი
მაგრამ არ მინდა მერე
დამიწყებ ღლიცი ღლიცინს! smile.gif))


QUOTE
ბორშებს და ბროშებს ახსენებ
ბრალს დაგდებ პლაგიატში


თქვენსას ვციტირებ თვარა
მაგი მომივა თავში?!!






Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 14:32
ავარდა აიფონ 10
ჩავარდა ბორშის ქვაბში
მაგ შენს აიფონ 7-სა
გავცვლი აიფონ რვაში

Posted by: nipponcaucasus 14 Dec 2016, 18:15
MOSHAYIRE
QUOTE
ავარდა აიფონ 10
ჩავარდა ბორშის ქვაბში
მაგ შენს აიფონ 7-სა
გავცვლი აიფონ რვაში


კომშზე თქვი ისევ კომშზე!
facepalm.gif

Posted by: annavita 14 Dec 2016, 18:56
MOSHAYIRE
QUOTE
შემომსვლელმა ვერ გაიგო
ჯერაც, ხურმა რა ხილია


რასაც ამბობ მართალია,
ზოგის ცურვა -ფართხალია .. facepalm.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 20:54
annavita
ზოგის ლექსი იმფერია-
იმ ბორშში რო ჭარხალია biggrin.gif

Posted by: annavita 14 Dec 2016, 20:58
MOSHAYIRE
QUOTE
ზოგის ლექსი იმფერია-
იმ ბორშში რო ჭარხალია 

პური ვჭამე მდნარი ყველით
გადამცდა და მოვკვდი ხველით.
მოვკვდი მაგრამ
ქე აღვსდექი
რადგან მიმსვლელ–მომსვლელს ველით

Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 21:07
annavita
იგი წავა და სხვა მოვა...-
ხომ გაგიგია კარგადა
წრუწუნამ ყველი დაჩითა
ღია არ დაგრჩეს კარადა

Posted by: მთავარსარდალი 17 Dec 2016, 10:45
nipponcaucasus
QUOTE
მარტოდ ვარ ბუღის წონაში
რომელ წონაში კაფიობ,
ეგ კიდევ გასარკვევია.
ბევრს ვიცნობ, ბუზის წონა აქვს,
მაგრამ ტრაბახი სჩვევია.



QUOTE
ახლა შენი სთქვი, "სარდალო"
რომ შემოსულხარ ბღვერითა?
-მოყმემ საზღვარი გადმავლო
გუდიდან ნაცრის ბდღვერითა.
რა მექნა, შემოვმხტარიყავ
კისკისითა და მღერითა?
სახე მაქვს მკაცრი ასეთი,
ბუასილს ვარჩენ მზერითა smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Dec 2016, 15:50
დეკემბერი არი.ყინავს
ჩვენ ვფხიზლობთ და დათვებს სძინავთ

Posted by: nipponcaucasus 19 Dec 2016, 21:34
მთავარსარდალი
QUOTE
რომელ წონაში კაფიობ,
ეგ კიდევ გასარკვევია.
ბევრს ვიცნობ, ბუზის წონა აქვს,
მაგრამ ტრაბახი სჩვევია.

(წონის კონტექსტი სქეს იყო)
თუმც "ბუღაც" გარს ახვევია
გამოვალ ბუღის წონაშიც
სუსტს მოხვდეს მოსახვედრია!

QUOTE
რა მექნა, შემოვმხტარიყავ
კისკისითა და მღერითა?
სახე მაქვს მკაცრი ასეთი,
ბუასილს ვარჩენ მზერითა smile.gif


მკაცრი იერით შემოხველ
თავზე თმის არცერთ ღერითა.smile.gif
საგოლე ყუვები გცვივა
მაგ პროქტო-მზერულ ღრენითა. smile.gif)).


Posted by: MOSHAYIRE 25 Dec 2016, 13:00
მოდის სანტა კლაუსი
ჩვენთან თავის ამალით
მოაქვს ტკბილეული და
ერთი დიდი მამალი

ვიყოთ ბედნიერები
სავსე გვქონდეს ხალამი
და მთელი წლის მანძილზე
არ დაგვჭირდეს წამალი!!!

Posted by: nipponcaucasus 26 Dec 2016, 12:25
QUOTE
მოდის სანტა კლაუსი

სად ხარ თეთრი ნაბადით
დიტოს თოვლის პაპავ?
საახალწლო კაბათი
კალთას მჯდარო ცქნაფავ.

ნუთუ უმუშევარი
დარჩა პაპა, მწუხარი?!
უთხრობს თუთუნს მთვლემარი
და ყურს უგდებს ბუხარი.


Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 12:47
პაპაა თუ კლაუსი
მოდის თავის ნებით
ვაწკაპუნე მაუსი
გაჩნდა საჩუქრები

გადალახა მთები და
გადასცურა ზღვები
გაახარა ჩვენები და
არ დაჩაგრა სხვები




Posted by: annavita 26 Dec 2016, 16:29
MOSHAYIRE
QUOTE
იგი წავა და სხვა მოვა...-

იგი წავა და სხვა მოვა–
ჩვენს მთავრობაზე არ ჭრის
ყველი წყლად იქცა გადაჰყვა
ლარს, რძეზე უფრო აჭრილს.. :/

მთავარსარდალი
QUOTE
სახე მაქვს მკაცრი ასეთი,
ბუასილს ვარჩენ მზერითა

მე არ ვიჯერებ სიტყვას,
ვით იჯერებენ სხვანი..
თქვი, დაჟინებულ მზერით
თუ განგიკურნავს სვანი? spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 16:51
annavita
შეახვიე ყველი პურში
ნუ გადარდებს ლარის კურსი
თოვლის პაპა მობრძანდება
ჩაგვიხუტოს უნდა გულში

ისე კურსი გამოსწორდა
უფრო მყარი იყო გუშინ

Posted by: annavita 26 Dec 2016, 17:22
MOSHAYIRE
ქე ვიტყოდი /თუმც ზრდილობის
ეგ არ ჩამეთვლება ქულად,
მაინც ვცდი ცენზურის დაცვით–
გვენძრის ენერგეტიკულად!/ ... ...

Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 17:36

annavita

ნუ დაჰკიდნე თავი და
ნუ შეგიპყრო ნაღველმა
თემა არ მიატოვოს
შემთხვევითმა მნახველმა

მოვა წელი ახალი
კარგს მოიტანს მამალი!!!


Posted by: annavita 26 Dec 2016, 19:40
MOSHAYIRE
მე მადარდებს განა თავი–
ავიდუღებ დავლევ ჩაის.
შიმშილით რომ ავადდება
ბავშვი, მტანჯავს და მსპობს ა ის ...

Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 21:56
annavita

დაე ყველას ქონდეს პური
და იმედით ძგერდეს გული
ძველ წელს დარჩეს ყველა ვალი-
აქვე მინდა რომ გისურვოთ
ბედნიერი მომავალი

Posted by: annavita 26 Dec 2016, 22:12
MOSHAYIRE
გაზაფხულზე დაწყებულმა თემამ
გადაშალა ორმოცდაცხრა გვერდი,
მეც გოზინაყს მოგაგებებ ბაგეს
გეტყვი– ასე ტკბილად დამიბერდი smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Dec 2016, 11:45
annavita
რითმის ძალა შეგვეწიოს ყველას
ვინც ამ თემას დაამჩნია კვალი
დღეს თუ მუზა გაებუტა მავანს
დე იმედი ქონდეს ნათელ ხვალის! smile.gif

Posted by: annavita 27 Dec 2016, 19:44
MOSHAYIRE
ამინ! თუკი მუზა არა - ღმერთი
შეეწიოს, ლელაა თუ გივი. rolleyes.gif
მომავალ წელს მოეტანოს გაცი-
ლებით უფრო მეტი პოზიტივი ..

Posted by: MOSHAYIRE 28 Dec 2016, 14:47
annavita

ამ თემაში ვპოსტავ ამდენს
მაგრამ სიტყვა ვერ მოვძებნე
"გოზინაყთან" რითმში ჩაჯდეს
biggrin.gif

Posted by: annavita 29 Dec 2016, 08:02
MOSHAYIRE
საახალწლო სუფრა მიყვარს
ხმელი ხილით, გოზინაყით
თუკი სტუმრად არ მეწვევი
თვალი დატკბეს მოდი, ნახვით /ნუ რითმა არც მე მომწონს მაგრამ წავა, როგორც ფოტო გოზინაყის ნაცვლად biggrin.gif/

http://radikal.ru



Posted by: MOSHAYIRE 29 Dec 2016, 18:11
მაჭმევ ამფერ გოზინაყებს?!-
ჩემს ბედს ძაღლიც აღარ დაყეფს!

smile.gif

Posted by: annavita 30 Dec 2016, 21:44
MOSHAYIRE
გამოვგზავნი ვინმეს ხელით,
რადგან ჩემსკენ აღარ გელით user.gif
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Dec 2016, 14:55
annavita
ჩვენ გვაქვს შეხვედრის ადგილი
აქ მოსვლა არის ადვილი
დადე ფოტო და მივმართე მაუსი
ქე გამოხვედი სანტა კლაუსი

biggrin.gif

Posted by: annavita 31 Dec 2016, 18:06
ცურვას ისე გასწავლის რომ
სულ არ დაგაჭირვებს აუზს –
ვირტუალი გყოფნის რადგან–
ნურაფერს თხოვ სანტა–კლაუსს chest.gif
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Dec 2016, 18:55
annavita
ნაღდად არაა ადვილი
სანტა კლაუსი ნ ა მ დ ვ ი ლ ი

Posted by: annavita 31 Dec 2016, 20:33
MOSHAYIRE
შორი გზიდან მოიჩქარის
სცივა, გზები აბლანდვია
ვერ გააგნო საითაა
აშშ ან ლაპლანდია

ჩემს ქვეყანას პოლიტიკა
ძალზე უყვარს ნიკოლაუს
თავით ხტება მშრალ აუზში,
წყლით ხომ ვერ აუვსებ აუზს? love.gif

ჩემთვის არ გთხოვ, ხალხისთვის გთხოვ
ჩვენო ტკბილო პაპა სანტა
პოლიტიკამ თოკით შეგვკრა,
გაგვკოჭა და გაგვიბანტა

დროზე მოდი ტკბილო სანტა
დროზე მოგვიფონე თოკი,
თუ მოხვალ, ხომ გადავრჩებით <3
თუ არ მოხვალ, მაშინ... ok-ი
alk.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Dec 2016, 21:18

annavita

თოვლის პაპამ მოგვიტანა
ათასგვარი "ბომბაჩკები"
მე მათ ხმაურს შევიყვარებ
კიდევ ეეთხელ რომ გავჩნდები

Posted by: annavita 31 Dec 2016, 22:11
MOSHAYIRE
QUOTE
ოვლის პაპამ მოგვიტანა
ათასგვარი "ბომბაჩკები"
მე მათ ხმაურს შევიყვარებ
კიდევ ეეთხელ რომ გავჩნდები

ორი დღეა გადაბმულად
რაც ქუხს, როგორც ქვემეხები.
როგორც გინდა იხალისე
ოღონდ მე ნუ შემეხები chest.gif
სულსწრაფობა, უზრდელობა
ნეტავი ჩაბარდეს წარსულს,
ჩვენს სამშობლოს მე ვუსურვებ
ზრდილობიან ძეს და ასულს !

Posted by: MOSHAYIRE 1 Jan 2017, 00:27
annavita
როგორც იქნა მოვიდა
ეგრე!
თემაში კი მე ვიქნები
მეკვლე!!!

Posted by: annavita 1 Jan 2017, 11:19
MOSHAYIRE
QUOTE
მეკვლე!!!

ახლა ქართულ ფილმს ვუყურებ
/მეკვლეს/ და მაგრად ვხარხარებ
შემოდგი ფეხი, გვითხარი
რა მოგაქვს რით გაგვახარებ?

Posted by: MOSHAYIRE 1 Jan 2017, 15:11
annavita
მომაქვს გზინაყები
მაწონი და ნაღები
ტკბილეულის ყუთები
და რითმების ფუთები/არა სეკენდ ჰენდი/!

Posted by: annavita 1 Jan 2017, 20:46
MOSHAYIRE
ავადა ვარ ავად
ველოდები ნაღებს
თუ არ მოხვალ თავად,
კარს ქარი გა აღებს.
ამიტაცებს ხელში
მომთხოვს სულ ერთ ცეკვას-
როცა პურს მთხოვს ვინმე
როგორ მივცემ მე ქვას?
ვეცეკვები რამეს..
თუნდაც ცეკვა "ჩა-ჩა"-ს
რომლის მოგონება
შორს, წარსულში დარჩა.

Torna A Surriento smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 20:25
annavita
აპ აპ აპ აპ
ბოლო ჭიქა
აღარ უნდა დამელია
ახლა რამფერ განვასხვავო
ვარდი ვარ თუ კამელია biggrin.gif

Posted by: annavita 2 Jan 2017, 20:37
MOSHAYIRE
შეგერგოს და გაჯანმრთელოს
რასაც ჭამ-სვამ, რისკენც ილტვი,
მე კი სიცხე მომედო და
მგონი გადამიწვა ფილტვი sad.gif

გელოდი და ვწრიალებდი
ხან ორივე, ხან ცალ გვერდზე
შენ ადესას რომ წრუპავდი
წამომიღე ბოთლით მე რძე? sad.gif

Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:21
annavita

მოგიტანე რძე და თაფლი
მოვაყოლე ტორტი ვაფლის
ხომ არ იცი რად დახურეს
ის ჩვენი ოპერა საპნის?-8+

მოშაყირემ ანას უთხრა
სურდოს გამო გიჭირს სუნთქვა?!

Posted by: annavita 2 Jan 2017, 21:30
MOSHAYIRE
შაყირასთვის ანას უთქვამს
ოო ძლიერ მიჭირს სუნთქვა..

QUOTE
ის ჩვენი ოპერა საპნის?-8+

ეს სადაა გამახსენე
ნუ ენდობი ბოროტ ენებს

Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:37
annavita
ხელოვნურ სუნთქვას ეხება ესა
ასე დაწერა ფეისბუქ-პრესამ

Posted by: annavita 2 Jan 2017, 21:40
MOSHAYIRE
QUOTE
ჩვენი ოპერა საპნის?-8+

ეს რაარი?
მასრა არი smile.gif)
მასრას უკან კასრა არი
კასრას უკან კალოა
კალო მოჭედილია
კვიცი დაჭედილია biggrin.gif /ხალხური გამოცანა/

Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:44
annavita
რა არის კვიცი?-
არ მთხრა! ვიცი!

Posted by: annavita 2 Jan 2017, 21:44
MOSHAYIRE
QUOTE
მოშაყირემ ანას უთხრა
სურდოს გამო გიჭირს სუნთქვა?!

მაგრამ უფრო მახრჩობს ხველა sad.gif
შეგიძლია ჩემი შველა?
* * *
ძლივს გამოვცალე ჭიქა–
ლიმონიანი ჩაი
ბოლო ყლუპი რომ მოვსვი
შვებით ამოვთქვი - "ვაი ჰ!"

Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:54
annavita

მზე გარეთა მზე შინა
მეც იგივე დღეში ვარ...

Posted by: annavita 2 Jan 2017, 22:18
MOSHAYIRE
QUOTE
მზე გარეთა მზე შინა
მეც იგივე დღეში ვარ...

უჰ , ეგ რა თქვი.. ცუდია..
თანაგიგრძნობ ფრიად...
/უცბად რითმა დავკარგე
პირი დამრჩა ღიად..sad.gif/..

Posted by: leluuu 3 Jan 2017, 01:31
გოზინაყი გავაბრტყელე უკვე,
კრემიანი ნამცხვარიც კი მზად მაქვს
ბაჟე, ფხალი, საცივი და ტოლმა
მაგიდაზე სათითაოდ გამაქვს.

ახალი წლის საღამოა მშვიდი
ჩემი ქმარი ალბათ სადღაც თვრება,
თენგო ისევ პურის რიგში იბრძვის
ჩემი შვილიც ძმაკაცებთან რჩება.

ჩამოვჯდები, ტელევიზორს ჩავრთავ
ვიღაც ქალი ნუტრიის ბეწვს ირგებს
ოლივიეს გადავხედავ მკაცრად
ზალიკოს ხმას დიკოც ვეღარ იგებს.

ტოლმა, ფხალი, საცივი და ბაჟე
ყველაფერი მაცივარში ჩავდე.

Posted by: annavita 3 Jan 2017, 11:37
leluuu
QUOTE
ტოლმა, ფხალი, საცივი და ბაჟე
ყველაფერი მაცივარში ჩავდე.

უფრო სწორი იქნებოდა ალბათ-
"ყველაფერი მაცივარში შევდე".
კარგი, როგორც არის. კვლავაც
გააგრძელე დეტალურად- შემდეგ? >>> biggrin.gif

......
დაგავიწყდა მოგელოცა ჩვენთვის
ახალწელი, როგორც დიდ ხნის უზერს.
დღეს რას შვება ოჯახობა, ჭამეს?
ვინ ბანაობს, ან ტელეს ვინ უმზერს? >>>

გილოცავ ახწელს biggrin.gif

bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Jan 2017, 13:14
leluuu
პურის რიგი ხომ ჩაბარდა ნამყოს
იქნებ თენგო ნაძვის ხეებს აწყობს?
annavita
პირის ღიად დარჩენა
არ ვარგა და არ გინდა
ვშიშობ არ დაგემართოს
უცაბედად ანგინა

Posted by: leluuu 4 Jan 2017, 00:17
annavita

მოგილოცავთ ორიათას ჩვიდმეტს,
გისურვებთ რომ ლარი იყოს მყარი
არ მოგაკლოთ ჯანმრთელობა, სიტკბო,
სიხარული, ბარაქა და ხვავი.

მარტო შევხვდი ახალი წლის დილას
მე და ჩემი ძაღლი გარეთ ვვლიდით
და ფანჯრიდან გადმოყრილ ნასუფრალს
სათითაოდ, ცრემლის ფრქვევით ვთვლიდით.

MOSHAYIRE
ორ იანვარს გავიარე გარეთ
ვიღაც იდგა ისევ პურის რიგში
სტუმარი ჰყავს მარტვილიდან თენგოს
და ათენებს ისევ პურზე ფიქრში.




Posted by: MOSHAYIRE 4 Jan 2017, 11:41
leluuu
ელიტარულ წრიდან ვარო
და ითვლიდი ნამცეცებსო
თენგოს მოსწონს გამყიდველი
ნახე თვალებს აცეცებსო

Posted by: MOSHAYIRE 5 Jan 2017, 18:39
annavita
ანავიტა, ამ ახალ წელს
რომ დაგჩემდა ხალტურა
დამნაშავე შენა ხარ თუ
შენი ტემპერატურა?

Posted by: Levanchuk 9 Jan 2017, 12:52
მოგესალმები ყველას
ოხ რა ვუთხარი თელასს
სამჯერ ჩამიქრო შუქი
ოთახი გახდა მუქი

Posted by: Apoptosis 9 Jan 2017, 14:04
გილოცავთ ახლებო და ძველებო,
მამრებო და მდედრებო.
მძახლებო და მოყვრებო.
გამხდრებო და სქელებო.

და კიდევ სხვანოო და სხვანნოოოოო


Posted by: nipponcaucasus 9 Jan 2017, 14:17
leluuu
კარგად რითმავ ლექსებს ჩემო ლელუ
ყურს ნუ უგდებ სოფლელების კრებულს! smile.gif


QUOTE
QUOTE
ტოლმა, ფხალი, საცივი და ბაჟე
ყველაფერი მაცივარში ჩავდე.

უფრო სწორი იქნებოდა ალბათ-
"ყველაფერი მაცივარში შევდე".
კარგი, როგორც არის. კვლავაც
გააგრძელე დეტალურად- შემდეგ? >>> biggrin.gif



ზოგს კარი ზევით ეხდება
ზოგ მაცივარს აქვს რიკული.
ამით არც აზრი ფერხდება
არც პწკარი გრამატიკული.



QUOTE
მარტო შევხვდი ახალი წლის დილას
მე და ჩემი ძაღლი გარეთ ვვლიდით
და ფანჯრიდან გადმოყრილ ნასუფრალს
სათითაოდ, ცრემლის ფრქვევით ვთვლიდით.

QUOTE
leluuu

ელიტარულ წრიდან ვარო
და ითვლიდი ნამცეცებსო


კედელთან უხვად მოფსმულს
იქვე გადმოყრილ ამფეთქს.
ბინძურ ლაშებზე მოსმულს
ქათმის ძვლებსა და "სალფეთქს"!

ძირს რომ იხილავ დილით
აგიცრემლდება თვალი!
შენ ლექსს კითხულობ ძილით
თუ ჯერ კიდევა ხარ მთვრალი? smile.gif)


Posted by: MOSHAYIRE 9 Jan 2017, 16:27
Apoptosis

მდიდარნო და ღარიბნო
ხოხობნო და არიფნო
ასე გინდა გარითმო?!

ეჰ...

Posted by: nipponcaucasus 16 Jan 2017, 20:17
თოვლს არ იკარებს თბილისი.
ზამთარში დადგა ივლისი.
ზაფხულში შანსი არაა,
ატმის ჩაკბეჩა ტკბილისი.

აღარ მოუწევთ კახელებს
წელში გაწყვეტა ზილისი.
მე ყურძნის ყიდვა მახელებს
ძვირის, მჟავეს და წვრილისი.

ცოტა რამ მაინც მოსთოვე
საგუნდავებლად ჩრჩილისი.



Posted by: MOSHAYIRE 16 Jan 2017, 22:12
nipponcaucasus

რა დროს თოვლია ამ იანვარში
გახედე გარეთ აყვავდა ნუში
ზამთარმა ცივი ზნე შეიცვალა
გაზაფხულობს და გვიხუტებს გულში

Posted by: nipponcaucasus 17 Jan 2017, 13:38
MOSHAYIRE

თუ ვენახი ვერ იმტევნებს
რას მიშველის მწარე ნუში?
მინდა ბღუჯებს ვერ იტევდეთ
ფულებს ინახავდეთ ჩულქში. smile.gif

(შენ რად გინდა თუმცა მეტი
გყოფნის გასამრჯელო მუშის.)




Posted by: MOSHAYIRE 17 Jan 2017, 17:32
nipponcaucasus
რაო? გასამრჯელო მუშის?-
სასახლეში ვცხოვრობ შუშის!

smile.gif

Posted by: leluuu 18 Jan 2017, 03:21
QUOTE (nipponcaucasus @ 9 Jan 2017, 14:17 )
leluuu
კარგად რითმავ ლექსებს ჩემო ლელუ
ყურს ნუ უგდებ სოფლელების კრებულს! smile.gif



ჩემ რითმებში რით ან რად ვერ გაერკვია
მოკაფიე ქალ-კაცების ნაკრებია? popcorn.gif


ჩაიარა ახალმა და ძველმა,
ახლაც ვდაობთ - საჭიროა ორი?
თუმცა თონეს ისევ არ აკლია
შოთები და შებრაწული ღორი.

ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, დროა
სანამ მოვა წელიწადი ძაღლის (2018)
და ბავშვებთან ერთად ჩამოვშალოთ
საახალწლო მორთულობა სახლის.

Posted by: nipponcaucasus 18 Jan 2017, 15:13
MOSHAYIRE

QUOTE
რაო? გასამრჯელო მუშის?-
სასახლეში ვცხოვრობ შუშის!


უჰ!
ვიცი კაცო მოიბეზრეთ ალბათ,
ამ ახალწელს ბლომანჟე და სუში.
მგონი ჩაის ატანთ სუხარს დამბალს
გოუცრელი ჭადის დამწვარ სუნში. smile.gif)

ნახელავი წმაწურს მოსდის წუნში
დრო ატარებ რითმულად პრუწუნში. smile.gif)






Posted by: MOSHAYIRE 18 Jan 2017, 19:07
nipponcaucasus
ვაკნატუნებ სუხარს
ვეფიცხები ბუხარს
შენ კი ბალზე ზიხარ
და ჭამ ალიბუხარს

Posted by: nipponcaucasus 20 Jan 2017, 10:24
MOSHAYIRE
QUOTE
ვაკნატუნებ სუხარს
ვეფიცხები ბუხარს
შენ კი ბალზე ზიხარ
და ჭამ ალიბუხარს

lol.gif
რითმას თუ წერ მქუხარს
წმაწურს გული უხარს.


Posted by: MOSHAYIRE 20 Jan 2017, 15:32
nipponcaucasus

სად დაიკარვნენ წევრები
თემის გულშემატკივრები?
ხომ არ შეეხოთ კრიზისი?
ხომ არ არიან მშივრები?! sad.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 Jan 2017, 13:30
მოყინულ გზათა მოვლით
პალტოზე, ქუდზე თოვლით
მოვედი - არვინ დამხვდა
ერთი ლექსი რა გახდა?!

:O :-D

Posted by: nipponcaucasus 31 Jan 2017, 19:45


QUOTE
ერთი ლექსი რა გახდა?!


დღეს გნახე პირველ პლატოზე,
შენი თმა ამყვა პალტოზე.
ლექსი დავწერე ლაპტოპზე.
აქ დავსვი ორმაგ სალტოზე.




Posted by: MOSHAYIRE 31 Jan 2017, 20:53
nipponcaucasus

QUOTE
შენი თმა ამყვა პალტოზე


რა ფერი იყო თმის ღერი?
წითელი? მწვანე? რძის ფერი?


Posted by: nipponcaucasus 2 Feb 2017, 10:57
MOSHAYIRE

QUOTE
რა ფერი იყო თმის ღერი?


თქვენი თმა გადავაგზავნე
სამხარაულში დასკვნაზე:
-შეუღებია ვაგზალზე
ბუღა გიულას 3 ლარზე.

სტილ იყო გამარჯვებული,
ჯერ ბანძას, მერე კინტრიშსა,
ფერ ჰქონდა ჩამჟავებული
კეჟერა ფხლის თუ კიტრისა.
-----------------
***
მე ბროწეულის ფერები მიყვარს,
ფერი ვნების და ფერი სიმორცხვის.
ქალწული მზე რომ დაფერავს მყინვარს
სანამდე სიცხეს ამოიცოხნის.

Posted by: MOSHAYIRE 2 Feb 2017, 20:58
nipponcaucasus

QUOTE
თქვენი თმა გადავაგზავნე
სამხარაულში დასკვნაზე:


ყალბია დასკვნა -
რასაც ველოდი!
თავხოტორა ვარ
თითქმის მელოტი!

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Feb 2017, 23:19
annavita
leluuu
Levanchuk
Apoptosis
nipponcaucasus

გამოვაცხვე კექსი
დაგპატიჟეთ ყველა
რატომ არ მობრძანდით
ხომ არა გაქვთ ხველა?


boli.gif

Posted by: nipponcaucasus 10 Feb 2017, 21:05
კექსს რომ დადებ სტოლზე
რო ამოყრი ხინკალს,
კრაოტის ქვეშ პოლზე
უქომაგე ხირხალს! smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Feb 2017, 21:24
nipponcaucasus
QUOTE
სტოლზე

QUOTE
კრაოტი

QUOTE
პოლზე



bis.gif help.gif

Posted by: nipponcaucasus 10 Feb 2017, 23:20
MOSHAYIRE
არაა ცუდი აზრი მარა,
მღვდელმა ამწუთს მაზიარა.


Posted by: annavita 11 Feb 2017, 00:10
MOSHAYIRE
QUOTE
გამოვაცხვე კექსი
დაგპატიჟეთ ყველა
რატომ არ მობრძანდით
ხომ არა გაქვთ ხველა?

ჩემთან იდგა ხვატი.
არსად იყო ჩერო.
თქვენ დროს ატარებდით
სიცხე მწვავდა მე რო.. sad.gif


Posted by: MOSHAYIRE 11 Feb 2017, 17:35
annavita

QUOTE
სიცხე მწვავდა


ამ ზამთარში ნეტა
რად ეძებდი ჩეროს?
ანდა უღალატე
რად მაგ კალამ-პეროს?!

Posted by: BaTuMiFuN 11 Feb 2017, 20:07
annavita
QUOTE
სიცხე მწვავდა მე რო..


ფეხი რად დაისველე
ქუდი რად არ გეხურა
მოდას რატომ აყევი
სჯობდა გცმოდა გლეხურად

გითხარ ფეხით არ გინდა
მე მანქანით დაგხვდები
გზაში რომ არ შეგცივდეს
თორემ ავად გახდები

ავად ხარ და ხანდახან
ჟრუანტელი დაგივლის
გულთან არ მიიტანო
ღმერთით მალე გაგივლის



Posted by: annavita 12 Feb 2017, 12:42
BaTuMiFuN
QUOTE
ფეხი რად დაისველე
ქუდი რად არ გეხურა
მოდას რატომ აყევი
სჯობდა გცმოდა გლეხურად

იცვი მატყლის წინდა და
წინაპრების კალოში
ვირუსს ვერ შეაკავებ
თუნდ გაეხვე ჯვალოში

იმოძრავე მანქანით-
გინდა ფეხით იარე-
ფარმაინდუსტრბიზნესი
მაინც შეგყრის იარებს.
მილიონებს მოცელავს-
მიზანს არ ააცილებს
აი რა შეუძლია
თვალთუხილავ ბაცილებს!

QUOTE
ავად ხარ და ხანდახან
ჟრუანტელი დაგივლის
გულთან არ მიიტანო
ღმერთით მალე გაგივლის

გმადლობ:* ვერ მომერევა
ახლა უკვე დიდი ვარ,
თუმც, დღეს ვატყობ -გრიპოზის
ახალ წრეზე მივდივარ biggrin.gif

MOSHAYIRE
QUOTE
ანდა უღალატე
რად მაგ კალამ-პეროს?!

ავად გავხდი მე როცა
გადავაგდე პეროცა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Feb 2017, 15:48
annavita
აღარ გახდე ავადა
კაფვის ჟამიც გავა და
ცხვირის ხოცვის პოზაში
ქე გადახვალ პროზაში biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 13 Feb 2017, 23:40
annavita

ცხვირი წმენდის პროცესით
ცოტა ხომ არ დაგრძელდა
კაი რამ არ მოგელის
ტყავმა იცის აძვრენა

smile.gif

უკეთ ხარ? smile.gif



Posted by: annavita 14 Feb 2017, 15:28
BaTuMiFuN
QUOTE
უკეთ ხარ?

გამოიდარა
და მეც ვარ უკეთ
ღმერთ ტაროსს მზიან
ამინდებს ვუკვეთ chups.gif
MOSHAYIRE



QUOTE
ქე გადახვალ პროზაში 

ესაც ლირიკა smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 14 Feb 2017, 18:53
annavita


QUOTE
ესაც ლირიკა


სადაა ლირიკა?
ა...ჰო...- ირიბად biggrin.gif

Posted by: annavita 15 Feb 2017, 10:13
MOSHAYIRE
აბა რა ვთქვა ირიბზე..biggrin.gif
ამოვიდა პირიმზე
http://radikal.ru

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 11:41
annavita

რა ლამაზი ყვავილია
პრანჭია, ტანკენარია
და რატომღაც ეს პირიმზე
პარაზიტი მცენარეა...

sad.gif smile.gif

Posted by: annavita 15 Feb 2017, 12:03
MOSHAYIRE
მაშინ გაჩნდა,მინერალი
რომ არ იყო და არც მიწა
მაშინ, საარსებოდ ცოცხლებს
ღმერთმა ერთმანეთი მისცა smile.gif yes.gif

მაგრამ როცა მინერალი
გაიფინა მთად და ველად
ზოგ მცენარემ ყოფა განგრძო
პარაზიტად - სარეველად smile.gif
biggrin.gif :ეზოთერული კაფია:

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 12:20
annavita

გვხვდება კლდეზე
გვხვდება ველად
ეს ყვავილი
სარეველა

:ბოტანიკური კაფია:

Posted by: annavita 15 Feb 2017, 12:24
MOSHAYIRE
QUOTE
გვხვდება კლდეზე
გვხვდება ველად
ეს ყვავილი
სარეველა

მაგრამ რომ არ გადაშენდეს
ალბათ მასაც უნდა შველა :ნორჩიეკოლოგი: facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 12:38
annavita

რომ გამოვაფხიზლოთ ზოგი
შევქმნათ ბლოგი " ეკოლოგი"

Posted by: BaTuMiFuN 15 Feb 2017, 21:09

MOSHAYIRE

ფორუმზე ვარ რომ მცალია
გულში დარდი იცქირება
გამოცდაზე რომ ჩავიჭრა
რა მიშველის? "ციტირება? "

user posted image


რასაც სწავლობენ მთელი თვე
ერთ დღეში უნდა ვისწავლო
ზეგისთვის თუ ვერ მოვასწრებ
მთელი ცხოვრება ვიწვალო?

user posted image

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 21:22
BaTuMiFuN

შენ ვინ ჩაგჭრის გამოცდაზე???
ჩააბარებ მე-8 ცდაზე ! biggrin.gif tongue.gif

Posted by: BaTuMiFuN 15 Feb 2017, 22:59
MOSHAYIRE

არა მაქვს რითმა
დაწეროს თითმა
ზეგე შემოვალ რომ
ამბავი გითხრა




Posted by: nipponcaucasus 7 Mar 2017, 18:39
გაზფხულდა დადგა მარტი
8 სანთელი 1 ტარტი.
- შემიფუთეთ მაღალ ყუთში
და შეაბით ყელზეც ბანტი. smile.gif



Posted by: Re-hanna 7 Mar 2017, 19:51
გაზაფხული რომ დადგება
გული იწყებს გალობასა,
დაგილოცავთ ყველას 8 მარტს,
გიქებთ ქართველქალობასა!

Posted by: BaTuMiFuN 16 Mar 2017, 01:14
MOSHAYIRE
QUOTE
შენ ვინ ჩაგჭრის გამოცდაზე???
ჩააბარებ მე-8 ცდაზე ! 


ჩავაბარე პირველ ცდაზე
ქულები მაქვს ბევრი სხვაზე

smile.gif

Posted by: nipponcaucasus 25 Mar 2017, 21:52
აღარ სწერავენ ლექსებსა
გაჩერდა მეცხრე ნაწილი,
არ ვწუნობთ ქალებს სქელებსა, smile.gif))
თუ აქვსთ წერისა წადილი.

(პირადად, მირჩივს სქელებსა
გულდიდრონნი და ტანწვრილნი. )

Posted by: nipponcaucasus 3 Apr 2017, 21:12

წმაწურის კლუბში ამოველ..
ისეთი გრძნობა გამიჩნდა,
ფიცრულში თევით, მარტოდ, სველს
კალთაში ყვავი ჩამიჯდა.

ლექსი ვუამბე არწივზე
ისმინა, შარცხვა, დადინჯდა.
სველ ტყეს ეფარა ბაცი მზე,
ნისლში გაუჩინმაჩნდა. smile.gif



Posted by: Re-hanna 10 Apr 2017, 04:45
აქ ერთდროს ჩქეფდნენ რითმები
მუზა ლაღობდა,ილხენდა.
რა მოუვიდათ კაფიებს,
ის ცეცხლი რატომ მინელდა? cry.gif

Posted by: nipponcaucasus 13 Apr 2017, 19:48
Re-hanna
აჰფარებიხარ მთვარეს თუ
მთვარეში ზიხარ რეჰანა? smile.gif
თავად ხომ მოხველ მხარეს, ჩუმს
გამოგვიცოცხლე ქვეყანა.

მართალ ხარ! ვლაღდით ერთხანა,
მერე აიმღვრა, ეჰ ანა?!

* * *
***
(რომ არ დამწამონ "სად რიანა სად რეჰანა, სადმე ხომ არ მოგეფხანაო" დავწერ რიანაზეც)

თემას მოვიდა რიანა
სევდისფერ აახმიანა.
ლექსმა აქ აიფრთიანა
ცხოდ მახათ გაიყრიანა! smile.gif))

Posted by: Re-hanna 14 Apr 2017, 03:06
ქალი კატა რიჰანა ვარ,
მთვარის შუქზე ვუხმობ ამქარს,
ვინც სხვის ბაღში კენჭებს ისვრის,
იქით უყრი ემაგ მახათს sa.gif

Posted by: leluuu 17 Apr 2017, 16:20
ქრისტე აღდგა თუ აღსდგა
ვერ გარკვეულა ერი,
ყველა იჩემებს ბრძნობას
ჭკვიანია თუ შტერი.

---------------
კაფიებს ხალხი მოაკლდა
ხომ არ დაგიშრათ კალამი,
ალესეთ კლავიატურა
ყველას გულთბილი სალამი.

Posted by: BaTuMiFuN 17 Apr 2017, 20:53
გაზაფხულის საღამოა მშვიდი
ახლა კაკრაზ ცხრას უკლია შვიდი

Posted by: Psychoanalysis 19 Apr 2017, 10:52
ტაში ტუში ტაშებიო
მაშველს მიჰყავს ნაშებიო

drug.gif

Posted by: BaTuMiFuN 19 Apr 2017, 20:56
QUOTE
ტაში ტუში ტაშებიო
მაშველს მიჰყავს ნაშებიო


lol.gif

Posted by: nipponcaucasus 19 Apr 2017, 21:39


BaTuMiFuN
Psychoanalysis
Re-hanna
leluuu

ბათუმ, ფსიქო, ჰანა, ლელუუ
Si vis pacem, para bellum.


ბათუმს: რავა დაგცდა "შვიდი"
სადღაც მგონი ლექსპრომტს ფშვნიდი! (:
აქ კი ალბათ მხოლოდ გვერდებს
გადაშლიდი, გადმოშლიდი.

ტერენტი თუ ასე მოგწონს,
არ აგცდება პანაშვიდი. (:


ფსიქომ დასცხო ტაშებიო
-წაიყვანეს ნაშებიო!
დაგიტოვეს მისახედად
კამერა და საშტვენიო?


ჰანავ, უკვე კატის ნიღბით!
ისე იქნევ ემაგ მახათს,
მგონი უკვე ღვედებს მიღრღნი..
გამიხდები მერე გლახათ.


ლელუუ აბა რა მოგწერო,
რომ არ მახსოვს თქვენგან ბზარი?
მუდამ ტკბილი გაქვთ კენწერო
თეთრი ხართ და პირმწყაზარი. smile.gif))


Posted by: BaTuMiFuN 20 Apr 2017, 22:40
nipponcaucasus
QUOTE
ტერენტი თუ ასე მოგწონს,
არ აგცდება პანაშვიდი. (:


rolleyes.gif

punch.gif

Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 11:10
nipponcaucasus

შენ ქალი კატა გრძნეული
ასეთი სუსტი გგონია?
კატას რჭყალებიც რომააქვს
ჯერ არსად გაგიგონია?! up.gif
* * *
ბრჭყალებიიიი!!!..................
old.gif

Posted by: BaTuMiFuN 21 Apr 2017, 11:16
Re-hanna

კატა კი მიყვარს, ნაგრამ შენ
თუ ავი კატის ფორმით ხარ
ბარემ ასაკიც დაწერე
თორემ მე ფისო მგონიხარ

Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 12:14
27 შემისრულდა! მეტი აბა
რა ვთქვა კიდევ?
ფისო ვარ თუ კატუნია
ახლა თვითონ გადაწყვიტე!
biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 21 Apr 2017, 14:30
Re-hanna

ასაკი გქონია ნამდვილად კარგი
ჯერაც ფისო ხარ ახლა ზრდი ბრჭყალებს
შენ ნუ გექნება ნურაფრის დარდი
ნუ აუყვები მეზობლის ქალებს

ჩამოირბინე ბათუმში ხოლმე
თუკი ისედაც არ ცხოვრობ ახლოს
კარგია თუ ახლა პირობა მომე
'ზნაჩიტ''შენს გულში იმედი სახლობს






lol.gif

Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 16:57
არ დაგავიწყდეს ბრჭყალები
არ აგერიოს თვალები!
იოლ პირობის მ ო მ ც ემ ნ ი
მანდ გეყოლება ქალები.
mad.gif
* * *
მოდერ ამ იუზერს ვორნი რა გთხოვ!არაკორექტული მოქცევისთვის.

Posted by: BaTuMiFuN 21 Apr 2017, 18:42
მოდერ არ გაბედო არაკორექტული
ვორნი
biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 26 Apr 2017, 14:54
Re-hanna
QUOTE
ბრჭყალებიიიი!!!..................
old.gif

ფისუნია კატამ
თევზი ჭამა მყრალი.
სახე ჰქონდა მწყრალი
გამომიყო ბრჭყალი.

თუ დავუწყებ ღუტუნს,
აიტეხავს კრუტუნს.
რა გაუძლებს მერე
ამის ლექსის პრუტუნს? smile.gif)











Posted by: Re-hanna 26 Apr 2017, 22:54
პრუტუნი'კრუტუნი
მყრალი თევზი, ფუუ!
ეს რა უნიჭო დაწერე
ლექსი. help.gif

Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 00:45
“ეს რა უნიჭო დაწერე ლექსი“
ყურთან წუოდა კოღო კულექსი.smile.gif)))))))


Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 01:33
უაზრო რითმა,უაზრო ლექსი
გამოგივიდა ყალბი რეფლექსი up.gif

Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 11:30
აკი ვთქვი პრუტუნს დაიწყებს, ლექსი.
ძლივს მოვიშორე სოფლის კომპლექსი.
დაბრუნდი საცა ექპრომტობს ლექსი.
თან გაირეკე ცხვრები კომბლესი.


Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 12:12
QUOTE (nipponcaucasus @ 27 Apr 2017, 11:30 )
აკი ვთქვი პრუტუნს დაიწყებს, ლექსი.
ძლივს მოვიშორე სოფლის კომპლექსი.
დაბრუნდი საცა ექპრომტობს ლექსი.
თან გაირეკე ცხვრები კომბლესი.

უტვინოდ ნათქვამ კაფიას
სჯობს არ დაწერო სულ ლექსი
IQ ნოლი გქონია
გაწუხებს სოფლელთ კომპლექსი





lol.gif

Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 14:21

QUOTE
უტვინოდ ნათქვამ კაფიას
სჯობს არ დაწერო სულ ლექსი
IQ ნოლი გქონია
გაწუხებს სოფლელთ კომპლექსი


შენ რამდენი გაქვს IQ
ტყაპუჭიანო ფისუნი?
კალოშებში ხარ, - like new!
ნაკელისა და ფსლის სუნით. smile.gif)))

ჩაუჯექ რითმებს სოფელში
ამბებიც მაჰყევ კრუსუნით.

იქ ლექსეთ წუწუნ-პრუწუნით.
დარბაზში, სავსე წრუწუნით. smile.gif))))))))


Posted by: BaTuMiFuN 27 Apr 2017, 14:36
QUOTE
კალოშებში ხარ, - like new!
ნაკელისა და ფსლის სუნით. )))


lol.gif

Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 15:49
ჩაღლევებული სასტავის
სიცილქიქრქილი მომესმა
თუ ქვესაფსია არა ხარ
აქვე დაწერდე. ნომერსა

ბოსელიიიი ოეეეეე!








biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 27 Apr 2017, 16:25
მოდერი ჰყავს საერთოდ ამ განყოფილებას?
rolleyes.gif

pop.gif

Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 16:47
Re-hanna
მოსჩანხარ შეხურებული,
მგონი ვერ ზომავ ფონებსა!
ღლეობებს შეხუმრებული,
ძველი ბიჭების ნორმებსა.

აჰკრიფე გუდა ნაბადი
იქ დაეც საცა გმონებსა,
აქ ნუ მამისპე ჟანგბადი
გიწუნებ ფერომონებსა. smile.gif))
* * *
BaTuMiFuN

QUOTE
მოდერი ჰყავს საერთოდ ამ განყოფილებას?

კი, ჰყავს! მერე?
თუ კაფიობ სთქვი რამე!

Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 17:33
წმაწური განყოფილება უწმაწურად
ვინ აქცია? ჯოჯოხეთს გამნრიდებული
შემოპარულა მაქცია
up.gif

Posted by: აუტისტი 30 Apr 2017, 19:05
მთამ თქვა - კაფია ჩემია.. სუფთა გულითა თქმულიო..
სხვა ყველაფერი - ჭიჭყინი, ენის ტრიალი სრულიო...
სიტყვა დაგიჭკნათ როგორაც ყოილი გადარგულიო..
ერთი ისეთი იუბნეთ - რომ აჰყვეს ჩემი გულიო..

Posted by: AMAZONKAA 5 May 2017, 11:33
უდაბნოში ვარდის ძებნა
ცოტა უცნაურია,
სარეველა მოსდებია
სულ გადაუბურია.

Posted by: nipponcaucasus 22 May 2017, 21:20
როგორც ზამთარს მწერები,
დაიფანტნენ მწერლები!
მმმ..?!
ვფიქრობ ლექსი დავწერო
თუ გავიპარსო წვერები.


Posted by: Mr-Raptor 2 Jun 2017, 16:27
nipponcaucasus
წვერი მქონდა გასაპარსი,არა მქონდა ქაფიო,
ბრიტვა მქონდა თუმც რათ გინდა ვერ ავწიე ტრაკიო biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 3 Jun 2017, 17:29
Mr-Raptor
QUOTE
წვერი მქონდა გასაპარსი,არა მქონდა ქაფიო,
ბრიტვა მქონდა თუმც რათ გინდა ვერ ავწიე ტრაკიო biggrin.gif


ვერ გავიგე ჩემო რაპტორ
რამეს ჰფხან თუ კაფიობ?
ძველებს უთქვამთ დააყეო
არ გქონია რაკიო. smile.gif


Posted by: Levanchuk 7 Jun 2017, 14:36
QUOTE
წვერი მქონდა გასაპარსი,არა მქონდა ქაფიო,
ბრიტვა მქონდა თუმც რათ გინდა ვერ ავწიე ტრაკიო


თუ არ დაიშლი პოსტვას და
იქნები სუპერ მემბერი,
არ მოიპარსავ წვერებს და
დარჩები მუდამ ლამბერი

tongue.gif

Posted by: Re-hanna 9 Jun 2017, 09:19
მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა,
დილა არის მშვენიერი.
თუმც ძალიან მეზარება,
სამსახურში ჰერიჰერი tuk.gif

Posted by: nipponcaucasus 11 Jun 2017, 21:03
მოდის ცხელცხელი ივლისი
სეტყვამ დაჭეჭყა თბილისი

ფბ-ზე იდო კლიპია
"ვაიმე ჩემო პიპია!"







Posted by: Levanchuk 13 Jun 2017, 10:26
QUOTE
მოდის ცხელცხელი ივლისი
სეტყვამ დაჭეჭყა თბილისი


ვერ ემპიატი გადარჩა,
ვერც პაპაჩემის ვილისი

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 14 Jun 2017, 05:02
Levanchuk
QUOTE
ვერ ემპიატი გადარჩა,
ვერც პაპაჩემის ვილისი



კარგი გაქვს ლევან პადაჩა
თვალი დაგადე ხიბლისი.
ჩემი მაშინა გადარჩა
გარაჟში მედგა ძილისწინ.





Posted by: Levanchuk 16 Jun 2017, 11:00
ექიმთან მიმყავს პიპია,
ექიმი სტრანი ტიპია

Posted by: Garsevanishvili 18 Jun 2017, 01:13
please wait please wait please wait please wait

* * *
please wait please wait please wait please wait

Posted by: Apoptosis 19 Jun 2017, 23:34
რა საამოა ღამის ელჭექი...
კავშირს გააბამს მთვარე კრამიტთან.
და აღგზნებული მწვანე ბალახი,
ცვარს უღალატებს... წვიმით დაიბანს.

გამოღვიძების დროა




Posted by: nipponcaucasus 21 Jun 2017, 20:07

სახურავიდან წვეთავდა წვიმა
ჯერ გაჯი ახსნა მერე ცემენტი.
შიშით და განცდით გონებაცივმა
გადვაფარე კრესლოს ბრეზენტი.



Posted by: nipponcaucasus 26 Jun 2017, 16:56
წყურვილი მკლავდა ნაბახუსევზე;
ვერ მშველის ღვინო, ვერც მჟავე წყალი.
ვფიქრობ ჩემს თავთან მფრინავ ბუზებზე
იქნებ შეჭამდეს სესეს მერცხალი.

მიმჟავებს სახეს ჟორას ცოლის ხმა
(ქალის მუდმივად ბედზე გამწყრალის)
წარბს სველი ხელის მაჯით რო იფხანს
და თითს სწვეთს წინდის განარეცხალი

თვალებს დავხუჭავ, ვერ კი ვხრი ხელფეხს
ფიქრს ვაიძულებ ვარდისფერ ამბებს
ქონებას ვუყოფ დღეს პირველ შემხვედრს,
თუკი დამიცობს ყურებში ბამბებს.

მომენატრება შენი ტრიალი,
თვალცელქობით და წითელი კაბით.
და მთელი ღამის ორომტრიალი
რიჟრაჟის პირს რომ ალერსით ჩავტკბით. )))






Posted by: AMAZONKAA 27 Jun 2017, 10:33
QUOTE (nipponcaucasus @ 26 Jun 2017, 16:56 )
წყურვილი მკლავდა ნაბახუსევზე;
ვერ მშველის ღვინო,  ვერც მჟავე წყალი.
ვფიქრობ ჩემს თავთან მფრინავ ბუზებზე
იქნებ შეჭამდეს სესეს მერცხალი.

მიმჟავებს სახეს  ჟორას ცოლის ხმა
(ქალის მუდმივად ბედზე გამწყრალის)
წარბს სველი ხელის მაჯით რო იფხანს
და თითს სწვეთს  წინდის განარეცხალი

თვალებს დავხუჭავ, ვერ კი ვხრი ხელფეხს
ფიქრს ვაიძულებ ვარდისფერ ამბებს
ქონებას ვუყოფ დღეს პირველ შემხვედრს,
თუკი დამიცობს ყურებში ბამბებს.

მომენატრება შენი ტრიალი,
თვალცელქობით და წითელი  კაბით.
და მთელი ღამის ორომტრიალი
რიჟრაჟის პირს რომ ალერსით ჩავტკბით. )))

კარგია!!!!! bis.gif ))))))))))))))))))))))))))))

Posted by: Levanchuk 30 Jun 2017, 09:51
ლუდი მომინდა, მჟავე,
ყველის ნაწნავი, სუში,
კაფე გავცვალე ფულში,
ცოტა გრილოდა გუშინ

biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 30 Jun 2017, 19:28
აყვავებულა მდელო აყვავებულა ნუში
ფულს როცა ჰყოფნის კაცი სახელად ჰქვია მუშნი. :დ


Posted by: AMAZONKAA 1 Jul 2017, 03:08
ხვალიდან ალბათ იქნება ქარი,
ხვალიდან ალბათ მეც შემცივდება
აღარ მოველი და აღარც ვნაღვლობ
ვგრძნობ ჩემი ფიქრი როგორ მშვიდდება.

ქარი წაიღებს ამ მსუბუქ სევდას,
ამით ეს სული არ დაკნინდება,
აღარც იდარდო,აღარც იგლოვო
რაღაც მთავრდება,რაღაც იწყება.



Posted by: DJK 2 Jul 2017, 12:10
ჰსჰსჰსჰსჰსჰსჯსჰსჯსჯსისყცგცგცგცგცგცჰსჰსჰსჯსჰსჰდგდ

Posted by: AMAZONKAA 2 Jul 2017, 15:33
Djk

Dajeki oriani მართლწერაში alk.gif

Posted by: nipponcaucasus 4 Jul 2017, 20:08


დღეს თფილისს ჰქონდა სიცხე 40,
ხოლო შენობებს ციებ-ცხელება.
ვარაზის ხევი მუხლზე დგას ლოცვით.
და ცდილობს კუპრის ამოხველებას.



Posted by: Uxeiro 21 Jul 2017, 14:17
QUOTE (Levanchuk @ 30 Jun 2017, 09:51 )
ლუდი მომინდა, მჟავე,
ყველის ნაწნავი, სუში,
კაფე გავცვალე ფულში,
ცოტა გრილოდა გუშინ

biggrin.gif

ტანკას მოჰგავდა ბოლოში,
თანაც ახსენე სუში,
იაპონელი ხომ არ ხარ,
თვალებით, მსგავსი ნუშის?

Posted by: nipponcaucasus 21 Jul 2017, 21:40

საკვები არის სუში
სამურაის და ნინძის...
ლოქო შევჭამე გუშინ
ნიორითა და ქინძით smile.gif)))

"მე პატრონმა ამისთანა ზღვის"
მეეეე პატრონმა ამისთანა სუფრის,
ამისთანა ღვინისა და იმისთანა ხმის.
ვის მივბაძო?! ამომავალ მზის
რესტორნიდან რომ გამოვალ და შიმშილი რომ მღრღნის?!

Posted by: პრისტავი 26 Jul 2017, 12:06
nipponcaucasus
QUOTE
"მე პატრონმა ამისთანა ზღვის"
მეეეე პატრონმა ამისთანა სუფრის,
ამისთანა ღვინისა და იმისთანა ხმის.
ვის მივბაძო?! ამომავალ მზის
რესტორნიდან რომ გამოვალ და შიმშილი რომ მღრღნის?!


ტოჟე მნე იაპონია,
აგერ არ არი ხონია?



Posted by: nipponcaucasus 26 Jul 2017, 20:14
პრისტავი

შენ რომ გგონია ცხენი პონია,
ცხენი ცხენია პონი პონია.

(გზა კი დაგიგო იაპონიამ
სამტრედიიდან-ზესტაფონია)


Posted by: nipponcaucasus 21 Aug 2017, 16:45
ჩაგძინებია წმაწურო,
გამოგაღვიძებ ჭამაში.
წელს ღვინო უნდა დავწურო
ნაპერწკლებს ჰყრიდეს მაჭარში. smile.gif)



Posted by: nipponcaucasus 29 Aug 2017, 17:14
ხომლის ქედს მზე ვარცხნის და ოქროს ჩარდახი,
რიონთან პოეტის სიტყვები მჭევრდება,
მსუყე აქვს ოქტომბერს რთველი და ჩანახი
ლომისფერ ქორწილში აზრები ჭრელდება.

დელიკას საჭესთან დამჯდარა მოხევე
6 თუმნად განახებს გერგეტის სამებას
მყინვარი მეტს ითხოვს ღრუბელით სახეზე
ჯიუტად განგრძობს ტურისტთა წამებას.

ზაფხულთან ნამრუში შებერდნენ ფოთლები,
ხასხასი გასდით და სიყვითლე ეტყობათ.
-"ხეჭეჭურს ძუძუებს უკოცნის დონდღლაბი"
ჩამოჯდა კაკალზე ჩხიკვი და ჰყვებოდა. ))

Posted by: AMAZONKAA 15 Sep 2017, 17:12
SOS! იძირება კაფიები! . chups.gif boli.gif sad.gif

Posted by: nipponcaucasus 19 Sep 2017, 01:02
AMAZONKAA
სურდო აქვს ლექსებს და ანგინა კაფიას
ჰყვებოდა წიგნისგან დაცლილი შკაფია.



Posted by: AMAZONKAA 19 Sep 2017, 20:14
კავკასუს,ხმალი ალესე,
ლექსები შეთხზე ენითა,
გაგვალაღებდე,გვალხენდე
რითმებით მშვენიერითა smile.gif

Posted by: nipponcaucasus 20 Sep 2017, 13:29
AMAZONKAA
რტომ გვიღერებ ქეიბურს
ჩატუშულ თვალთა მზერითა?
ქალი ვიცი მე კუხნაში,
ქვაბს რომ კოვზს ურევს მღერითა. smile.gif

ლოყა მხრით ტელზე რომ ისმენს
ქმრის რჩევებს აღმაფრენითა.
თან ფრთხილად ბისკვიტს უმოწმებს
ცხობას ასანთის ღერითა.

ქალს სილამაზით ვაფასებ
და ქცევით ზომიერითა.
(თუმცა მსუბქსაც რა უშავს
შამპანურით და ჩერითა). smile.gif

Posted by: AMAZONKAA 22 Sep 2017, 00:06
ამურს ვესესხე ისრები,
ერთი ხარ ირემ მევასა,
შორიდან ვესვრი ისარსა,
თან არ დაუწყებ დევნასა.

Posted by: fexburtistelefoni 22 Sep 2017, 00:34
პოეზიის ობოლ ხიდზე მიდის კალე ბობოხიძე
წინ ვერა და უკან კალე
კალეს რაღაც უკანკალებს

რაც რომ კალეს უკანკალებს
იგი უნდა თვითონ კალეს.

Posted by: AMAZONKAA 22 Sep 2017, 08:03


-----------------------------------------...------------

Posted by: nipponcaucasus 22 Sep 2017, 13:16
AMAZONKAA
QUOTE
ამურს ვესესხე ისრები,
ერთი ხარ ირემ მევასა,
შორიდან ვესვრი ისარსა,
თან არ დაუწყებ დევნასა.


დრო და ნერვები სჭირდება.
მშვილდ-ისრის გამოწელვასა,
თავად მოგძებნის ყურებთან,
თუ გაუტკლიცავ კევასა. smile.gif)).


(იოლი გზებით იარე
რთული აგიწევს წნევასა)

Posted by: AMAZONKAA 22 Sep 2017, 17:49
fexburtistelefoni
აჰ, კალე რამ გაგახსენა,
ეს წარსულის აჩრდილი.
მოდი,მწვადზე დამეწვიე,
ირემი მყავს დაჭრილი 2kiss.gif

Posted by: Re-hanna 8 Oct 2017, 00:26
არ ჩავძიროთ კაფიები
გავაცოცხლოთ რითმა,
სალაღობო სტრიქონი
ადრეც ბევრი ითქვა chups.gif

Posted by: nipponcaucasus 8 Nov 2017, 19:36

ტახტს ზურგით გადავეფარე
გამყავდა ასე ზანტად დრო,
ტაშები ჰქონდა მჩქეფარე
ბაყვით გახეთქილ საზამთროს.

სადაც კი ვინმე უკანალს
ხალხის წინ გააქანავებს
პულტით ვრთავ ხოლმე იმ კანალს
არც მომწონს და არც მანაღვლებს.

ჩემმა მზემ ძმაო ლაზათში,
ვერ გტოლობს ღლიღვი, ყაჯარი.
ვერც კაცი გჯობნის ფრაზაში
თავის დედასთან ნაჯვარი.


Posted by: AMAZONKAA 10 Nov 2017, 12:13
QUOTE (nipponcaucasus @ 8 Nov 2017, 19:36 )
ტახტს ზურგით გადავეფარე
გამყავდა ასე ზანტად დრო,
ტაშები ჰქონდა მჩქეფარე
ბაყვით გახეთქილ საზამთროს.

სადაც კი ვინმე უკანალს
ხალხის წინ გააქანავებს
პულტით ვრთავ ხოლმე იმ კანალს
არც მომწონს და არც მანაღვლებს.

ჩემმა მზემ ძმაო ლაზათში,
ვერ გტოლობს ღლიღვი, ყაჯარი.
ვერც კაცი გჯობნის ფრაზაში
თავის დედასთან ნაჯვარი.

up.gif

ნეოლოგიზმებიიიიიიი lol.gif

Posted by: dvan 11 Nov 2017, 17:42
მიდი და ერთხელ მითხარი თორემ,
შევეჭიდები სხვის ხვეულ მორევს,
აღარ მიტაცებს რწევები მდორე,
გამვლელი უმალ თვალს მომაშორებს.

Posted by: nipponcaucasus 17 Nov 2017, 12:40
სახე მზიანი,
კეთილზნიანი,
მკერდ მადლიანი,
ფეხ-ადლიანი..
დამუნჯდა ზეცა.., ქვეყნიერება.

მე თვალს ვარიდებ მშვენიერებას,
ხელს ვუწყობ ქალთა ბედნიერებას.

Posted by: Ninna_maya 18 Nov 2017, 02:00
თვალს არიდებ და ქალები ამით ბედნიერები არიან ? biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 19 Nov 2017, 19:51
Ninna_maya
შეგეკითხებით დაია,
ნინიკო ხარ თუ მაია,
მზერაზე რატომ გვიჭედავს
ფემინისტი თუ საია.

შენ რომ წაისვამ პომადას
მაღალ ქუსლებზე შედგები.
თუ არვინ გეტყვის ო მადამ!
მითხარ რა არის შედეგი.


(ის რაც მიეცა კაცს არსში
ნუ ამოთხუპნით ნაცარში)






Posted by: Ninna_maya 20 Nov 2017, 15:26
ფემინისტების არაადეკვატური რეაქცია რა სახსენებელია მისიე,
ქალს მამაკაცის ყურადღება და კომპლიმენტი აგრძნობინებს თავს ქალად.
მგონი ამას გულისხმობდით და სრული ჭეშმარიტებაა.
მაია smile.gif

Posted by: nipponcaucasus 21 Nov 2017, 16:04
Ninna_maya
ლექსად დაწერე, ლექსად. smile.gif

Posted by: Ninna_maya 21 Nov 2017, 23:40
nipponcaucasus
მუზა არ მწყალობს, არ მეხერხება
ლექსების . წერა,
არა ერთი და ორი
გახდა ამ საქმის წერა smile.gif

Posted by: nipponcaucasus 23 Nov 2017, 12:14
Ninna_maya
თუ გინდა თემის მიგიღოთ წევრად
უნდა ისწავლო ლექსების წერა.
თუ ვერ წერ მაშინ სამზარეულო...
- ქალების საქმე და ბედისწერა.

Posted by: Ninna_maya 23 Nov 2017, 14:02
დილაადრიან ავდექი,
კუხნაში ვწერე ლექსები,
ქვაბში დამეწვა სადილი
მივლეწმოვლეწე თეფშები biggrin.gif

Posted by: Artist 25 Nov 2017, 16:43
Ninna_maya
სამზარეულოს ლექსებში
კარგად გარითმე თეფშები
ნუთუ ვინმე გემავს შექმნა
წევრად მიღების წესები?...

Posted by: nipponcaucasus 26 Nov 2017, 23:29
Ninna_maya
ამიერიდან დაია აღარ დალეწო თეფშები,
ლექსობა შენთვის ბარგია
რამე სხვა საქმეს შეები.

Artist

QUOTE
ნუთუ ვინმე გემავს შექმნა
წევრად მიღების წესები?.


წმაწურ-კაფიის წევრობა
განასაზღვრულია წესდებით.
ურითმო ტექსტით მწერლობა
არა გვაქვს დანაწესები.

Posted by: Ninna_maya 28 Nov 2017, 02:51
ვაი რა კარგი, საჩინო
რა ავად მიგიჩნიესო
დიდება მოთმინებასა
შენსა უფალო იესო.

შენგან ვისწავლე თმენანი,
არას მვნებს მავანთ კბენანი.

Posted by: nipponcaucasus 28 Nov 2017, 15:30
Ninna_maya

ციტატა ბრჭყალში რჯულდება.
სჯობს შენი კაზმო მერანი.
ბეკეკას ძვირად უჯდება
უცხო ბოსტანის ბეკნანი. smile.gif)




Posted by: blackhole 3 Dec 2017, 12:34
რა დღეში ხარ ბოშო შენა
გისწავლია აღმა ფრენა
რა სიტყვები რა რითმები
რა მარჯვენამ აგაშენა

(არ დაიბნე ახლა შენა
არ დაიწყო დაღმა ფრენა)

Posted by: nipponcaucasus 18 Dec 2017, 12:49
1, 2 და 3
3,4 და 5
წუთში 60 წამი
შენი გულისთვის ვწუხდი.

შენ კი 6ჯერ და 7ჯერ
8ჯერ 9ჯერ და 10ჯერ
ლამის ინფარქტი მგლიჯე,
მერე 11ჯერ დამჭერ.

12 ხდება ახლა
შენ ელოდები პასუხს
სახეზე ჰგავხარ ჭარხალს
მე კი ვისწორებ ჰალსტუხს. smile.gif))







Posted by: Lаki 2 Jan 2018, 19:59
QUOTE
გასაუბრების გარეშე მიიღებიან მაღალი, ქერა და ცისფერ/მწვანე თვალება მანდილოსნები

ფეხების სიგრძეს არა აქვს მნიშვნელობა? თუ კი, მაშინ ეგ საქმე მე ჩამაბარეთ jump.gif
user.gif

Posted by: Perske 24 Jan 2018, 21:31
UP .............................

Posted by: _LegenDa_ 28 Jan 2018, 20:41
კარგი თემაა თან აქტიური
დაუღალავი რითმების ცვენა
ლექსის წერაში ხარ პასიური?
არ გიწერია აქ გადარჩენა


???

Posted by: nipponcaucasus 24 Feb 2018, 22:35
იყო და არა იყორა
ასაკმა ვერა მიყო რა.

Posted by: AMAZONKAA 25 Feb 2018, 13:37
ი ვსო? biggrin.gif




???
''''''''

..'.'''''

Posted by: nipponcaucasus 26 Feb 2018, 17:25
AMAZONKAA



QUOTE
ი ვსო? 


ტინკლი ტანკლი და ტუნკლები,
ამაზონი თუ ჯუნგლები,
ფეისბუკზე ვართ უკლებლივ,
თუ არა, დავიგუგლები.

ჩატვირთეთ ფეისაპია
სახე რომელს გაქვთ ტყლაპია,
მერე სულ ერთი წკაპია
ბებიაჩემიც ღლაპია.

იყო და არა იყო რა
ასაკმა ვერა მიყო რა.
---
ვსიო.










Posted by: AMAZONKAA 26 Feb 2018, 22:02
nipponcaucasus

საღოლ რა!

მაგარი ნიჭიერი ხარ და ზრდილობა ხო, რავი რავი alk.gif

Posted by: Ninna_maya 5 Mar 2018, 03:05
--------------------------------------------------

Posted by: nipponcaucasus 7 Mar 2018, 21:53
კორეული საღამოა მშვიდი
ახლა ვზივარ ბუდაპეშტის შვიდში.
გეახლებით პულგოგის და კიმჩის
ლუდს ვაყოლებ, არაფერი მიჭირს.

Posted by: maxo127 11 Mar 2018, 01:41
ჩემი დისშვილის შემოქმედება, სკოლაში რომ დადიოდა იმდროინდელი:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

==========================

დილასა ადრე ავდეგი მოყმე მხნე, ლაღად მავალი,
კაბა ჩავიცვი ჭრელ-ჭრელი, ჩექმა - შორ გზაზე სავალი,
ორმოცი ლარი ჩავიდევ, თეთრიც ზედ მივრთე მრავალი,
სახლიდან გავე, ჩემი სცნეს ასავალ-ვერ-დასავალი.

ავტობუსის გაჩერებას მივაწივე, იქვე დავდეგ,
ოცი წუთი ავტობუსი არ მოვიდა, ტყვილადა ვდეგ,
როს მოვიდა, ბევრი ხალხი მიესია, რიგში ჩავდეგ,
მე ადგილსა არ მითმიან, თუ-ცა კარსა ახლოსა ვდეგ.

როს მოვიდა ჟამი ჩემი ავტობუსით გარდახდომა,
წინა კარსა გადმოვედი მწადდეს თუცა ჩამოხდომა,
მაგრა მძღოლმა შემომკადრა - ოც-და-ხუთი თეთრი მთხოვა,
გა-ცა-ვწყერი, მუშტი დავკარ: ლომმან თხისთვის ვით იდროვა!

შემომეხვივნეს ურიცხვი კაცი და ქალი მთხოველი,
ნუღა მოკლავო - მვედრიდნენ, აწვიმეს ცრემლი მთოველი,
მართ დავუმადლე, არ მოვკალ მე მეთავხედა რომელი,
საბოძვარს გავსცემ გულ-უხვად, მუნ დავამდიდრე ყოველი...

Posted by: nipponcaucasus 11 Mar 2018, 20:53
ეგა დროება მეც მახსოვს, მუცელზე გვეტყო პრესია
ირმოც თეთრ ღირდა მარშუტკა, ორმოცდაათი პეპსია.
სკოლის ბალღ 40 ლარ ედოს, ეხლაც ძნელ დანაწესია
ეჭვად მაქ იმ თვეს ბებიას ხვარ დაუქვითა პენსია.

Posted by: nipponcaucasus 5 Apr 2018, 14:37

შენ რომ წახვედი მიშა
თავზე დაგვემხო კრიშა
და მიგვატოვა ყველამ,
ქრისტემ,ბუდამ და კრიშნამ.

რავა მივენდეთ ბეჩა
არქიფოსა და ზებოს,
ხელში ლაფატკა შეგვრჩა
ბანკში სახლი და ეზო.

ტელევიზორში გნახე,
რავა გამხდარ ნენა!
ქატოს პურს ჭამ თუ ნახერხს,
ღამით ხო არ გაქვს ხვრენა?

პენსიას ველით ბებო,
უკვე 400 ლარს ვითვლით,
თლათ ჯონია ხარ რემბო,
ცხვირს რო იხოცავ თითით.


Posted by: ვასო_ნადირაძე 12 Apr 2018, 19:28
.......................................................................................................................................

Posted by: Ninna_maya 13 May 2018, 15:49
************************************

Posted by: nipponcaucasus 30 May 2018, 13:06
ლექსი, კაფია, წმაწური,
შაირი, ოდა, პოემა...
დაუნიშნავი ქალწულის
ძილში ნათქვამი ფონემა

გამონათქვამი სხარტული,
ანდაზები თუ ნაკვესი,
ან სიყვარული ნატრული
იუთუბზე ამონაკვნესი.

აკლია განყოფილებას
გვაკლია კმაყოფილება.


Posted by: nipponcaucasus 11 Sep 2018, 20:56
დაიხურა ლექსპრომტი
აღარც აქ ჩანს კაფია
არ გსურთ ხალხო ლექს-ფრონტი?
გიხმობთ შარვალ-კაბიანს.

Posted by: nutsiko 13 Sep 2018, 11:13
nipponcaucasus
შენ გაიხარე, რა კარგად ვიხალისე შენი კაფიებით.
კიმჩი და ლუდი მომეწონა.
ვატყობ, არც შენ უჩივი გემოვნებას.

Posted by: Artist 9 Feb 2019, 03:41
თემის ჩაძირვის მიზეზი:

აქ ამ თემის ავტორნი სვადასხვანნი არიან
ღრენა კბენის გარეშე ხსნიან თემას თავიდან
არც კონტროლიორობენ მიჰყვებიან კაფიას
ერთხელ ერთმა ფაროსანამ აქ მოაცურა ნავია
მან კონტროლი დააწესა კიტრი ეგონა თავია
ის თემას ჩაებღაუჭა თითქოს თავისი სახლია
არავინ არ გაახარა როგორც ქოფაკი ძაღლია…

ბოლოს დარჩა მარტო
ვერცკი ხვდება რატო

...აი მიზეზი ...

Posted by: nipponcaucasus 2 Mar 2019, 13:02

Artist

რად არ მისწერე კაფია
თუ წყენა გქონდა ვინმესი?
წმაწური მწარე თაფლია
განა მარსი და სნიკერსი.





Posted by: annavita 2 Mar 2019, 13:57
Artist
QUOTE
აქ ამ თემის ავტორნი სვადასხვანნი არიან
ღრენა კბენის გარეშე ხსნიან თემას თავიდან
არც კონტროლიორობენ მიჰყვებიან კაფიას
ერთხელ ერთმა ფაროსანამ აქ მოაცურა ნავია
მან კონტროლი დააწესა კიტრი ეგონა თავია
ის თემას ჩაებღაუჭა თითქოს თავისი სახლია
არავინ არ გაახარა როგორც ქოფაკი ძაღლია…

ბოლოს დარჩა მარტო
ვერცკი ხვდება რატო

...აი მიზეზი ...

lol.gif 2kiss.gif
კარგია რომ მოხვედი და
თემას ხედავ გვერდიდან-
დიდი ქვაბი რომ არ ეყო
პატარა კი ედიდა-
ასე მოსდის ზოგ კაფიელს,biggrin.gif
თუმც არ ხმარობს იარაღს-
ავიწყდება რომ ენაც ჭრის
ზოგჯერ, ტოვებს იარას. :*





Posted by: nipponcaucasus 4 Mar 2019, 00:02
annavita
Artist

ხელი ხელს, გული გულს, მხარი მხარს
ვიღაცა მოსაფხანს ვერ იფხანს.

გებრძვიან როდესაც მკვდარი ხარ,
ლომი ხარ, ვეფხვი ხარ, ხარი ხარ.




Posted by: Artist 4 Mar 2019, 02:24
annavita
QUOTE
კარგია რომ მოხვედი და
თემას ხედავ გვერდიდან-
დიდი ქვაბი რომ არ ეყო
პატარა კი ედიდა-
ასე მოსდის ზოგ კაფიელს,
თუმც არ ხმარობს იარაღს-
ავიწყდება რომ ენაც ჭრის
ზოგჯერ, ტოვებს იარას. :*


დიახ დიახ მეც მოვედი
თემა მომწონს და ამიტომ
შენც კაი დროს შემოხვედი
თავს დავესხით აქ გრამიტონს.
2kiss.gif smile.gif
* * *

QUOTE
გებრძვიან როდესაც მკვდარი ხარ,
ლომი ხარ, ვეფხვი ხარ, ხარი ხარ.

ოჰ! მომკვდარა გრამიტონა
ბრძოლაში გაუხარია..
დაფდაფი დაჰკრა წამოხტა
ლომი, ვეფხვი თუ ხარია..
* * *
nipponcaucasus
QUOTE
ხელი ხელს, გული გულს, მხარი მხარს
ვიღაცა მოსაფხანს ვერ  იფხანს.

მე თემა რომ შემეცოდა
მიტომ დავწერე კაფია
აღსდექი ეხლა გრამიტონ
მოიფხან მოსაფხანია..

მე წავალ ისევ გრამიტონ
შენ თუ ეს არ გიხარია…

Posted by: annavita 5 Mar 2019, 09:37
რა ხდება ვინმე გარდაიცვალა?
QUOTE
ხელი ხელს, გული გულს, მხარი მხარს
ვიღაცა მოსაფხანს ვერ იფხანს.

ეს რა შუაშია, ან ეს
QUOTE
გებრძვიან როდესაც მკვდარი ხარ,
ლომი ხარ, ვეფხვი ხარ, ხარი ხარ.

...........nipponcaucasus
როგორც მუდამ-
ისევ ისე
ეკალ-ნემსი
და ისრები..
რა დარჩება შენგან, როცა
ბოღმისაგან დაიცლები?
user.gif
.............
სულ კარგად, კეთილად, love.gif
5 წლის შემდეგ, 10 წლიანი თემის საზეიმო დახურვაზე იმედია არ გამომტოვებთ 2kiss.gif

Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2019, 17:16
annavita
ჯერ ნორჩი ვარ ბოღმისათვის
წინ მარტი და აპრილია,
არც ტოლად ვთვლი ომისათვის
ვინც კი ბოღმით გარყვნილია.

ხმა მესმის და ვერ კი გხედავთ,
ოდნავ გამჩნევთ ფეხის ცერთან
მანდვე მასაჟს თუ მიხედავთ
მადლს მოისხამთ ზეციერთან.




Posted by: annavita 6 Mar 2019, 20:53
nipponcaucasus
QUOTE
ხმა მესმის და ვერ კი გხედავთ,
ოდნავ გამჩნევთ ფეხის ცერთან
მანდვე მასაჟს თუ მიხედავთ
მადლს მოისხამთ ზეციერთან.

ეს რა მესმა, დევიღუპეთ
გაგჩენია ბებერები,
თურმე დახმარება გინდა-
ამიტომაც გვეფერები.

ტყვილა არ გი ხსენებია
მარტები და აპრილები-
გამოკოხტავება გნებავს-
რაღაცა გაქვს ნაპირებიold.gif

ღაღა "რაღაც"- გვითხოვდები!
და ნუღარ უარყოფ ურჩად-
მაგ ამბავზე ცოტა ხანში
ალაპარაკდება ქუჩა chest.gif

Posted by: nipponcaucasus 7 Mar 2019, 00:20

annavita

დაძაბულობა გემჩნევათ,
რითმების მდარე ბაგაჟი.
მიიღეთ ჩემგან შემჩნევა
განაგრძეთ ფეხზე მასაჟი.


ამ თემის ცუდი ბრალი ხარ
არცარა გესმით შაირის
ერთი ცანცარა ქალი ხარ
ვიზას მოგცემდი ზაირის.

Posted by: Levanchuk 7 Mar 2019, 15:38
ხან ქარია, ხან წვინა, ხანაც მზეა ცხელა,
გოგონი რამდენს შაირობ, წერე ცოტა ნელა

tongue.gif

Posted by: erfiro 8 Mar 2019, 01:40
კარლსონ ანას ეპრანჭება,
აღარ იცის რა ქნას.
ანაც ცოტას ინაზება,
არც გაურბის ამ ხანს...


biggrin.gif





Posted by: annavita 8 Mar 2019, 19:45
erfiro
QUOTE
კარლსონ ანას ეპრანჭება,
აღარ იცის რა ქნას.

ნიპონჩიკა კარლსონაა? ups.gif კაი ჩემიდედასგეფიცები lol.gif biggrin.gif
QUOTE
კარლსონ ანას ეპრანჭება,
აღარ იცის რა ქნას.
ანაც ცოტას ინაზება,
არც გაურბის ამ ხანს...

შენ მოგგზავნა. spy.gif თვითონ ალბათ
ცრემლით თვალებს იფსებს,
ცრემლს და ჟღვლინტებს ყლაპავს როგორც
მარილიან ჩიფსებს lol.gif 2kiss.gif

Posted by: nipponcaucasus 8 Mar 2019, 20:24
annavita
erfiro
მე არა ვარ კარლსონა.
მერე რომ გაუგებრობა არ იყოს.


* * *
მიგზავნები-მოგზავნები, შიკრიკები, ტროლები, პმ-ები, ცილი, და დაბეზღებები ჩემი სტილი არაა.
გაითვალისწინეთ.

Posted by: erfiro 10 Mar 2019, 03:33
QUOTE

ნიპონჩიკა კარლსონაა?

რავი, ერთი ჯაპანოლოგი ეგ ვიცი ფორუმზე.......

თან კაფიებიც ეხერხება... წმაწურები კიარა და დაჟე უწმაწურებიც biggrin.gif

nipponcaucasus
შენ გინდა თქვა რომ ძმები ხართ? biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 10 Mar 2019, 10:27
erfiro
QUOTE
შენ გინდა თქვა რომ ძმები ხართ? 


გასაგებად დაგიწერეთ,
მომადექი ეჭვით ღრეჭვით.
კაფიობ თუ ანკეტას წერ,
თან მაწუხებ კევის ღეჭვით.

Posted by: annavita 10 Mar 2019, 15:07
erfiro
QUOTE
რავი, ერთი ჯაპანოლოგი ეგ ვიცი ფორუმზე.......

თან კაფიებიც ეხერხება... წმაწურები კიარა და დაჟე უწმაწურებიც

აქ ვკაფავდით. წელი იდგა
ორიათას შვიდი.
მშვიდი იყო, ნიჭიერი,
ცოფს და დუჟს არ ვგვრიდი biggrin.gif

Posted by: nipponcaucasus 10 Mar 2019, 15:56
annavita
რაც თავი მახსოვს ბუყბუყებ
ვერ მოგიკრებავს აზრები
საკუთარ თავს ვერ უყურებ
ნეტავ სხვაზე რას ბრაზდები.

აღარც ეშმაკი გეშვება
ვეღარაც შველი ამ საქმეს
თუ კიდევ კუჭი გეშლება
რაღა სახალხოდ ასაქმებ.

არ მოგწონს სხვაგან ეძებე
პოეზიაში თაფლია.
ამ თემას რას მოეწეპე
რა ენა გაგილაფია.







Posted by: annavita 10 Mar 2019, 16:36
nipponcaucasus
ბრაზიანი, ბოღმიანი
გესლიანი ხარო
როგორც თაგვმა მანდამაინც
კატა გინდა თხარო.
არც სმენა გაქვს არც სინდისი
სხვის ტვინს ნუღარ ხმარობ-
შენს თავს ეშაირე ჩემო
კეკელა და მარო vik.gif
...

ნუ გგონია ეს კაფია
შენი ოფლით ნაძენია facepalm.gif
ქინქლაც არ ხარ მათთან ვინც აქ
ჩემთან ომში აწვენია sa.gif

lol.gif ჰაიტ,

ნიპონამ აფრა გაშალა
შამაიგლიჯა თავშალა lol.gif

Posted by: nipponcaucasus 10 Mar 2019, 18:53
annavita

[/quote]
QUOTE
შენს თავს ეშაირე ჩემო
კეკელა და მარო 
...

რო გიყურებ მახსენდება
შენგელიძე მარო!

Posted by: Artist 11 Mar 2019, 22:02
QUOTE
ამ თემას რას მოეწეპე
რა ენა გაგილაფია.


რატომ აგდებ ამ თემიდან!!
ეს თემა შენი გგნოია?!
სწორედ არავის აღარ სურს
შენი ქოფაკი გონია…

vik.gif

Posted by: erfiro 12 Mar 2019, 18:30
ნიპონა კარლი არაა,
დღეს გავარკვიეთ ბაზარში...
რამ გააბრაზა, არ ვიცი
ღლიღვი გავცვალე ხაზარში.

ანას რომ ეშპილკავება,
მე რას ვაშავებ ნეტავი?!
მიდი პირდაპირ აუხსენ
ნუ ხარ ეგეთი ბეჩავი... biggrin.gif



Posted by: nipponcaucasus 13 Mar 2019, 20:39

Artist
QUOTE
რატომ აგდებ ამ თემიდან!!
ეს თემა შენი გგნოია?!
სწორედ არავის აღარ სურს
შენი ქოფაკი გონია…



ჭინთვის დროს ალბათ ფეკალი
დაგძვრათ და მგონი აფეთქდით.
არ ვაგდებ, უხმე ეგ ნალი
გამოგიწმინდოს სალფეთქით.


erfiro

QUOTE
ანას რომ ეშპილკავება,
მე რას ვაშავებ ნეტავი?!
მიდი პირდაპირ აუხსენ
ნუ ხარ ეგეთი ბეჩავი...



მე მგონი პროფესია გაქ
თემაში ფრჩხილის მკვნეტავის
თავში ღლიცინის ჭია გაქ
კეფაზე დასატკეჩავი.





Posted by: Artist 13 Mar 2019, 21:57
QUOTE
არ ვაგდებ, უხმე ეგ ნალი
გამოგიწმინდოს სალფეთქით.

ენა ძალზედ შეაჩვიე
ტლეკვას გამოწმენდამდე
"სალფეთქს" ხესაწმენდი ქვია
არ დასულა შენამდე...
* * *
ეს თემა ისევ ჩაწვება
სანამ ფარსანა აქ რჩება…


Posted by: erfiro 13 Mar 2019, 23:33
nipponcaucasus
QUOTE
მე მგონი პროფესია გაქ
თემაში ფრჩხილის მკვნეტავის
თავში ღლიცინის ჭია გაქ
კეფაზე დასატკეჩავი.


ვახ, ჩემი კარგიც გავთანგე,
სულ აირია ფშავ-გური...
ვეღარ გაიგებ თემაში,
უწმაწურ არს - თუ წმაწური...

ერთხელაც გეტყვი ძმობილო,
თავს ნუ აუტეხ შარსაო...
ანიჩკა კაი გოგოა,
და დაგაყენებს გზასაო...

მერე მეჯვარედ დამსტრელეთ,
მოვალ - არ გეტყვით ვარსაო...
რამდენი კარგი გისურვოთ,
იმდენ ხეირი - გვარსაო up.gif




ქეთო და კოტე ვიბაზრე ქაბატოს ინტონაციით facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: nipponcaucasus 13 Mar 2019, 23:52
Artist
მგონი კუჭი აგეშალა
აქ მოსულხარ შეცდომით
იქ ლექსპრომტი დაგეშალათ
ზედ წმაწურზე გვენცობით.

***

Posted by: Artist 14 Mar 2019, 02:58
QUOTE
მგონი კუჭი აგეშალა
აქ მოსულხარ შეცდომით

მაშ ყველანი მოიძულე ვინც არ გაწყობს
მაგისთანა შენი ქცევით რჩები ისევ მარტო…


Posted by: nipponcaucasus 14 Mar 2019, 22:19


erfiro
QUOTE
ერთხელაც გეტყვი ძმობილო,
თავს ნუ აუტეხ შარსაო...
ანიჩკა კაი გოგოა,
და დაგაყენებს გზასაო...


სალომეს კბილა იქნება
მერვეს რომ სცნობენ ზარსაო.
გოგოდ ის აღარ ითვლება
ვინც ასაკს ჩაუზასაო.

მე ვიხდი გადასახადებს
ეგ იღებს პენსიასაო.










Posted by: erfiro 15 Mar 2019, 04:25
ანიჩკა მე შენს ადგილას
ვერ მოვითმენდი ამასო
გავასინჯებდი თავხედებს
ნიპონ კატანას - ბასრსაო


შამო, პასუხი მიეცი
შორით გვადევნებ თვალსაო,
თუ კი გგონია მე მავჰკალავ
შამცდარხარ, ჩემო ლამასო.


ცოლი არა ხარ შენ ჩემი
და არც ნიპონა მოსისხლე,
თუკი არ შაურიგდები
თავში გიხლიათ ........................





პ.ს. დასრულება თქვენი უკუღმართი ფანტაზიებისთვის მომინდია...

მე ჯერ თავი არ მომძულებია lol.gif
* * *
ბიჯოოო...
ვიღაცამ დამეხმარეთ...
გაწყვეტილ თრალზე დაწერილი საცოდაობაა თბილისი-ზუგდიდის მატარებელში დილის ექვს საათზე... facepalm.gif

ზღვისფერთვალება გოგოსთვისაა და მინდა მასავით ლამაზი და გამართული იყოს... smile.gif

სხვა დროს შეიძლება მეც გამოგადგეთ რამეში...


დაარედაქტირეთ, ოღ

Posted by: annavita 15 Mar 2019, 11:17
erfiro
QUOTE
ანიჩკა მე შენს ადგილას
ვერ მოვითმენდი ამასო
გავასინჯებდი თავხედებს
ნიპონ კატანას - ბასრსაო


შამო, პასუხი მიეცი
შორით გვადევნებ თვალსაო,
თუ კი გგონია მე მავჰკალავ
შამცდარხარ, ჩემო ლამასო.

სიმართლე თუ გინდა ძმაო,
ეგ შნიპონა მახატია
იჯდეს აქ და დღეში სამჯერ
გაიყაროს მახათია.
ცელს კისერში ისმევს, თავში
ირახუნებს გრდემლს და უროს-
რეგვენს პასუხს აღარ გავცემ
რაც არ უნდა გაახუროს.



QUOTE
ცოლი არა ხარ შენ ჩემი
და არც ნიპონა მოსისხლე,
თუკი არ შაურიგდები
თავში გიხლიათ ... ოსის მთხლე

user.gif
QUOTE
პ.ს. დასრულება თქვენი უკუღმართი ფანტაზიებისთვის მომინდია...
იეს, იეს,

Posted by: nipponcaucasus 15 Mar 2019, 12:33
erfiro
ნეტავი ერთი ვიცოდე რატომ თამაშობ ფუნაში
როცა არავინ არ გიხმობს რად ეკვეტები შუაში.


Posted by: erfiro 15 Mar 2019, 23:07
QUOTE (nipponcaucasus @ 15 Mar 2019, 12:33 )
erfiro
ნეტავი ერთი ვიცოდე რატომ თამაშობ ფუნაში
როცა არავინ არ გიხმობს რად ეკვეტები შუაში.

კაი იყო, ბაზ არაა...
მაგრამ წმაწურს და უწმაწურს თუ ვერ არჩევ - აქ რა გინდა facepalm.gif

Posted by: nipponcaucasus 16 Mar 2019, 11:31
erfiro
ვერ ვხვდები მაინც რას დამდევ
მაგ სირაქლემის კალამით
ვერ მწვდები მოსაშარდამდე
არც ჩანხარ გფარავს ბალანი.


Posted by: nor-test 20 Apr 2019, 16:13
QUOTE (oxunji pirveli @ 17 May 2015, 19:42 )
თემაში მოქმედებს შიდა წესები, რომელსაც ემორჩილება თემის ყველა წევრი..
დაუშვებელია:
- ერთმანეთის რითმების გამოყენება..
- საკუთარი რითმების ორჯელ და მეტჯერ გამოყენება..
- ათასჯერ ნახმარი და ცხრაასჯერ დაორსულებული ისეთი რითმების გამოყენება, როგორიცაა: კაფია, მაფია, ქაფია, ლაფია, ძაფია და სხვა..
იკრძალება:
- ძმრიანი წინდებით, გალეშილ და აღგზნებულ მდგომარეობაში შემოსვლა..
- თანამოშაირეზე მუხანათურად თავდასხმა..
საშაიროდ/საკაფიოდ არ დაიშვებიან:
- ხმა ჩასაგდები, ენა ამოსაგლეჯი, ჭკუა ამოკორტნილი და თავგადაბინტული მოშაირეები..
- წიწაკები, მაწაკები და მუწუკები..
- ძუძუ ამოყრილები და ყურებ ჩამოყრილები..
- არაჟანზე და ქიშმიშიან ფუნთუშებზე გაზრდილები..
- უხეირო მეზობლების ჯიბრით უმაღლეს დამთავრებულები..
- ჭოჭინიდან ახალი გადმოსულები და სინედლე გამომშრალი ხანდაზმულები..
mad.gif


ძალიან ბევრი ფილტრია,
ცხრილი, საცერი, საწური...
ბევრი რამ დაიკარგება,
თუ ვწერეთ მარტო წმაწური yes.gif
არის ამ განყში სხვა თემაც,
ცოტა უხეში, კაცური?
თუ თვითონ უნდა დავიწყო
მისი გახსნისთვის ფაცური?

Posted by: nipponcaucasus 22 Apr 2019, 19:13
QUOTE
(oxunji pirveli @ 17 May 2015, 19:42 )


რა დრო გასულა?
არადა თითქოს
"გუშინ გაუჩნდა შვილი ალუჩას". smile.gif

ალბათ მე 100ის ადრე გავხდები
მანამ თუ წლებმა არ მიმაყუჩა. smile.gif).





Posted by: annavita 8 May 2019, 22:06
nor-test
QUOTE
ძალიან ბევრი ფილტრია,
ცხრილი, საცერი, საწური...
ბევრი რამ დაიკარგება,
თუ ვწერეთ მარტო წმაწური
არის ამ განყში სხვა თემაც,
ცოტა უხეში, კაცური?
თუ თვითონ უნდა დავიწყო
მისი გახსნისთვის ფაცური?

რაღას აყოვნებ- გახსენი-
აქ მეტად რომ არ გაწამდე,
მაშინვე მეც იქ გავჩნდები-
ვიდრე დაითვლი ასამდე yes.gif ))

Posted by: Artist 28 Jul 2019, 21:25
annavita
QUOTE
რაღას აყოვნებ- გახსენი-
აქ მეტად რომ არ გაწამდე,
მაშინვე მეც იქ გავჩნდები-
ვიდრე დაითვლი ასამდე  )) 

ამით მეც დავინტერესდი
თუ გახსნა საით ვეძებო
აქ მგონი გატყდა ტერენტი
წავალთ და მერე გვეძებოს

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 12:17
რაღას აყოვნებ- გახსენი-
აქ მეტად რომ არ გაწამდე,
მაშინვე მეც იქ გავჩნდები-
ვიდრე დაითვლი ასამდე
კარგი რითმაა

Posted by: nor-test 9 Oct 2019, 09:36
QUOTE (annavita @ 8 May 2019, 22:06 )
nor-test
QUOTE
ძალიან ბევრი ფილტრია,
ცხრილი, საცერი, საწური...
ბევრი რამ დაიკარგება,
თუ ვწერეთ მარტო წმაწური
არის ამ განყში სხვა თემაც,
ცოტა უხეში, კაცური?
თუ თვითონ უნდა დავიწყო
მისი გახსნისთვის ფაცური?

რაღას აყოვნებ- გახსენი-
აქ მეტად რომ არ გაწამდე,
მაშინვე მეც იქ გავჩნდები-
ვიდრე დაითვლი ასამდე yes.gif ))

Artist
QUOTE
ამით მეც დავინტერესდი
თუ გახსნა საით ვეძებო
აქ მგონი გატყდა ტერენტი
წავალთ და მერე გვეძებოს

https://forum.ge/?act=ST&f=36&t=35120024

აჰა, თქვენია, უზერნო,
ბურთიც და სტადიონიცა.
მიდით, გახსენით გულები
(თან დაატანეთ გონიცა)!

Posted by: ქალი-იაგუნდებით 24 Mar 2020, 06:06
QUOTE (Levanchuk @ 7 Mar 2019, 15:38 )
ხან ქარია, ხან წვინა, ხანაც მზეა ცხელა,
გოგონი რამდენს შაირობ, წერე ცოტა ნელა

tongue.gif

***

წყარომ გაზაფხულის მოსვლა
სულ კისკისით მახარა,
უთენია აჭიკჭიკდა
ხეზე ჩიტი, პატარა...
მზე ანათებს, უხვად მოაქვს
სიცოცხლე და ხალისი,
მე კი...
მე კი ამ ლამაზ დღეს
უშენობას განვიცდი!


Posted by: straight away 30 Mar 2020, 21:00
QUOTE
წყარომ გაზაფხულის მოსვლა
სულ კისკისით მახარა,
უთენია აჭიკჭიკდა
ხეზე ჩიტი, პატარა...
მზე ანათებს, უხვად მოაქვს
სიცოცხლე და ხალისი,
მე კი...
მე კი ამ ლამაზ დღეს
უშენობას განვიცდი!

რა ვქნა, ვეღარ გინახულე,
განვიცდი და მართლა ვტირი,
გარეთ აღარ მიშვებენ რაც
გამოცხადდა კარანტინი.
ჩემგან გეცნოს მინიშნებად
ალუბლებზე ტოროლაო,
ჩემს გარდა სხვა ვინ იქნება,
რომ ჩაივლის კორონაო?!

Posted by: ქალი-იაგუნდებით 1 Apr 2020, 20:48
QUOTE (straight away @ 30 Mar 2020, 21:00 )
QUOTE
წყარომ გაზაფხულის მოსვლა
სულ კისკისით მახარა,
უთენია აჭიკჭიკდა
ხეზე ჩიტი, პატარა...
მზე ანათებს, უხვად მოაქვს
სიცოცხლე და ხალისი,
მე კი...
მე კი ამ ლამაზ დღეს
უშენობას განვიცდი!

რა ვქნა, ვეღარ გინახულე,
განვიცდი და მართლა ვტირი,
გარეთ აღარ მიშვებენ რაც
გამოცხადდა კარანტინი.
ჩემგან გეცნოს მინიშნებად
ალუბლებზე ტოროლაო,
ჩემს გარდა სხვა ვინ იქნება,
რომ ჩაივლის კორონაო?!

***

ალუბალი ყვავილობს და
გაზაფხულის დარია,
რომ ვერ მხედავ,
კორონასი - არა, შენი ბრალია!

სიყვარულს და მონატრებას
დაატყვევებს კორონა?
წყვილი დადის ქუჩაში,
ცოტა, თითო - ოროლა.



Posted by: straight away 1 Apr 2020, 21:57
ჩემთან წვიმა სიმებს არხევს
რომანტიკულ ჰანგებზე,
ალუბლების ყვავილს არჩევს,
მოჰფენს შენს ტკბილ ბაგეზე.
ჩამოვსხდებით ფერად ბაღში,
მზის ჩასვლისას ბზინვარებენ
ზილფები და კავები,
მაგრამ უცებ შემოჰკრავენ
საგანგებოს ზარები,
სწორედ ჩვენთვის მოიცლიან,
პატრული და პოლიცია...

Posted by: ქალი-იაგუნდებით 1 Apr 2020, 23:18
QUOTE (straight away @ 1 Apr 2020, 21:57 )
ჩემთან წვიმა სიმებს არხევს
რომანტიკულ ჰანგებზე,
ალუბლების ყვავილს არჩევს,
მოჰფენს შენს ტკბილ ბაგეზე.
ჩამოვსხდებით ფერად ბაღში,
მზის ჩასვლისას ბზინვარებენ
ზილფები და კავები,
მაგრამ უცებ შემოჰკრავენ
საგანგებოს ზარები,
სწორედ ჩვენთვის მოიცლიან,
პატრული და პოლიცია...

ჩემთან უკვე მზე ანათებს,
ჩიტიც გალობს - ნიბლია,
სიყვარული ნამდვილია,
არ გეგონოს, მითია!

საგანგებო - პაემანის
საიდუმლო ფარია,
მოდი, სანამ შენთან ყოფნა
გულს ისევ უხარია...

პატრული და პოლიცია,
ჩვენს სიყვარულს სდარაჯობს,
რომ ამ გრძნობას უწმინდური
ხელი არვინ არ ახლოს!

Posted by: straight away 2 Apr 2020, 06:40
მოვალ - რადგან ასე მელი,
მოვალ - რადგან მომწყურდი,
გრძნობა შეუფასებელი
არ დავკარგოთ რომ ჭმუნვით.
რომ სულ ასე გვიყვარდეს,
მკლავდეს შენი ფერება.
რას დავეძებ პირბადეს,
ღმერთო, რა გვეშველება?!
გულმა როგორ გაუძლოს
უშენობის საათებს?!
იცისკრებს და შეიტყობ
გული გრძნობით სად ათევს.

Posted by: straight away 7 Apr 2020, 00:35
ქალი-იაგუნდებით
კიდევ დაგიცდი ერთ-ორ დღეს,
მერე დავივლი ჰოსპიტლებს.
იქამდე თუ არ გამოჩნდი,
უკვე ბრალს დავდებ COV 17 - ს

Posted by: ქალი-იაგუნდებით 7 Apr 2020, 19:50
straight away


მეძებე, იქნებ მიპოვო,
მეძებე დარშიც, ავდარშიც,
ქუჩები ცარიელია,
ნუ გეშინია, გადავრჩი!


Posted by: Artist 19 Apr 2020, 22:48
ქუჩები ცარიელია...
კორონა თურმე მტერია
ბავშვიც კი საძებარია
ქუჩაში აღარც მტვერია

პს.
ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი?…

Posted by: nipponcaucasus 6 May 2020, 12:50
მელიქიშვილის გამზირზე
რას დაამსგავსეს გზა.
ეკლესიაში ვიყავი
ვეღარ ვიყიდე ბზა.

სალამი ვთქვი და გამექცა
მოხუცია თუ ბაია,
აპრილში მუზად რად მექცა
მარინა ეზუგბაია? (((








Posted by: DeepMind 7 May 2020, 03:10
ტჰერე ის ნო პლაცე ფორ დეეპმინდ ტჰოუგჰ

Posted by: ElChico 12 Jun 2020, 19:34
ფიქსირ 4

Posted by: Artist 26 Oct 2020, 16:23
QUOTE
ფიქსირ 4

ფიქსირ, ფიქსირ შემოდიან ტროლები
ვიღაცამ კი ანაწილა როლები
მაგას ჯობნის შეიძინოთ რგოლები
მოგიხდებათ დილით ადრე რბოლები...

* * *
DeepMind
QUOTE
ტჰერე ის ნო პლაცე ფორ დეეპმინდ ტჰოუგჰ

ღრმა გონებისთვის ადგილი არ არისო?... მაშ კარგიი..
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)