Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > TV & Satellite > გთხოვთ დამეხმარეთ


Posted by: zura_87 4 Jan 2018, 12:05
პირველად შევიძინე სმარტ ტელევიზორი, მირჩიეთ რომელი ანტენა თუ ბოქსი დავაყენო.
აზრზე არ ვარ არც შაირინგის და არც სატელიტების, თან ბევრი შნურებიც არ მინდა ოთახში.
წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის ყველას.

Posted by: satmaster 4 Jan 2018, 12:29
QUOTE (zura_87 @ 4 Jan 2018, 12:05 )
პირველად შევიძინე სმარტ ტელევიზორი, მირჩიეთ რომელი ანტენა თუ ბოქსი დავაყენო.
აზრზე არ ვარ არც შაირინგის და არც სატელიტების, თან ბევრი შნურებიც არ მინდა ოთახში.
წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის ყველას.

თუ მაღალსიჩქარიანი (ოპტიკური)ინტერნეტი გაქვს მაშინ შეგიძლია იპ ტელევიზია გააკეთო ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ტელევიზორში არაფრის შეძენა არ მოგწევს,არც ანტენის და კაბელების ჭიმვა, თუ არ გაქვს სწრაფი ინტერნეტი მაშინ შარინგი უალტერნატივოა
დამიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია პირადში და გაგარკვევ დეტალებში

Posted by: jmm75 4 Jan 2018, 12:47
zura_87
QUOTE
პირველად შევიძინე სმარტ ტელევიზორი, მირჩიეთ რომელი ანტენა თუ ბოქსი დავაყენო.

თუ მხოლოდ ქართული არხები გინდათ და ტელევიზორს DVB-T2-ის მხარდაჭერა აქვს, მაშინ მხოლოდ ანტენა დაგჭირდებათ.
თუ DVB-T2-ის მხარდაჭერა არ აქვს მაშინ სეტ ტოპ ბოქსიც უნდა შეიძინოთ. ხოლო თუ რუსული და სხვა უცხოური არხებიც
გნებავთ, მაშინ როგორც satmaster-მა მოგწერათ ისე მოიქეცით.

Posted by: zura_87 4 Jan 2018, 16:24
jmm75
ოპტიკური ინტერნეტი მაქვს, DVB-T2-ის მხარდაჭერაც აქვს ტელევიზორს მაგრამ ანტენა ანძას ვერ უყურებს და არ იჭერს, კაბელების ჭიმვა არ მინდა სახლში.
იპ ტელევიზიის გაკეთება რას ნიშნავს ეგ უფრო მაინტერესებს.

Posted by: koba1980 4 Jan 2018, 23:12
zura_87
ტელევიზორს აქვს LAN პორტის მხარდაჭერა?

Posted by: jmm75 5 Jan 2018, 00:24
zura_87
QUOTE
ოპტიკური ინტერნეტი მაქვს, DVB-T2-ის მხარდაჭერაც აქვს ტელევიზორს მაგრამ ანტენა ანძას ვერ უყურებს და არ იჭერს, კაბელების ჭიმვა არ მინდა სახლში.
იპ ტელევიზიის გაკეთება რას ნიშნავს ეგ უფრო მაინტერესებს.

აი-პი ტელევიზიას ინტერნეტით იღებენ, სატმასტერი დაგაკვალიანებთ, მე მაგით არ ვსარგებლობ, შარინგი მაქვს და კმაყოფილი ვარ.

Posted by: zura_87 5 Jan 2018, 08:53
koba1980
კი აქვს.


jmm75
მადლობა ყურადღებისთვის, დამეხმარა და ჩავრთეთ აიპი ტელევიზია, მარა ხარისხია საშინელი, ალბათ ცოტა ხანში მეც შარინგით ვისარგებლებ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)