N1kushaსამრეწველო დანიშნულებით კულტივირება ხდება ძირითადად 600 – 1900 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან;
http://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/phs...onatsemebi.htmlფსტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. ფსტას სამშობლოს ითვლება — ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფისტა აქტიურად ვრცელდებოდა და იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან — სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში).
რომის იმპერიის ზეობის ხანაში, ფსტა სირიიდან შეიტანეს იტალიაში და საბერძნეთში.
აშშ-ში, ფსტას კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნუ ბოლოს (1890 წ.) კალიფორნიაში. ამჟამად აშშ, ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.
დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ: ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა.
სპეციფიკური მონაცემები
ფსტა — 5-7 (იშვიათად 10) მეტრის, ორსახლიანი მცენარეა, ბუნებრივი გავრცელების ადგილებში მეტი რაოდენობით გხვდება მამრობითი მცენარეები;
ფსტა სინათლის მოყვარული, ყინვა (-250C) და გვალვაგამძლე მცენარეა (500C);
სამრეწველო დანიშნულებით კულტივირება ხდება ძირითადად 600 – 1900 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3000-35000C;
ნიადაგის საუკეთესო მჟავიანობა рН= 7,0 — 7,8.
საუკეთესოა ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, პირველივე წელს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებამ შეიძლება 1.2-1.5 მეტრს მიაღწიოს.
გამრავლების შესახებ
ფსტას ძირითადად ამრავლებენ თესლით და მყნობით (საძირედ იყენებენ საკმლის (კევის) ხის ნერგებს.
თესვისთვის იყენებენ 1 ჰექტარზე 65-75 კგ. 1000 ცალი — 1კგ-ს ანგარიშით.
ახალ თესლს ალბობენ ზრდის სტიმულატორში, ან წყალში ორი დღის განმავლობაში და თესავენ ქვიშიან ნიადაგში, გადააფარებენ ცელოფანს. შემდეგ როდესაც ამოიზრდება 2-2.5 სმ-ზე, გადააქვთ სანერგეში-15 სმ მცენარეთა შორის, 90 სმ — რიგთა შორის. ორი თვის შემდეგ ნერგები მიაღწევენ 10-15 სმ-ს.
საოჯახო პირობებში ძნელია ნერგის გამოყვანა, ამასთან ძალიან რთულია მდედრობითი და მამრობითი მცენარეების გარჩევა. ჩვენი აზრით უკეთესია თქვენთვის სანდო სანერგეში შეიძინოთ უკვე ჩამოყალიბებული ნერგები და ასე გააშენოთ ფსტას ბაღი.
1 მამრობითი მცენარე 8-10 მდედრობითი მცენარის დამტვერიანებისთვის არის საკმარისი.
დარგვისას მცენარეთა შორის მანძილი მინიმუმ 3 მეტრია.
ყვავილობა: მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისი;
ნაყოფის სიმწიფე: აგვისტო-სექტემბერი.
პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში.
მოსავალი
პირველი კაკლები, ჯიშის მიხედვით 7-10 წლის ასაკში გამოაქვს ფსტას, სრულ მოსავლიანობას დაახლოებით 20 წლის ასაკში აღწევს. მოსავლიანობა ძირზე 25-35 კგ-ს შეადგენს. ფსტა მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა, თუმცა არის მცენარეები, რომლებიც 500 ასაკშიც იძლევიან მოსავალს.
* * *
https://www.amazon.com/gp/search/ref=as_li_...ywords=pistacio seeds&linkCode=as2&tag=caucmedinet05-20&linkId
ეს არის სათესლე ფისტას ნაყოფის გასაყიდი ამაზონის ლინკი!
* * *
ფისტაhttp://www.allnews.ge/%E1%83%94%E1%83%99%E....html#show-moreსაქართველოში ფისტის ნერგების შემოტანა და რეალიზაცია დაიწყო.
როგორც იმპორტიორმა გიორგი მასურაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მოთხოვნა საკმაოდ მცირეა, რისი მიზეზიც ამ კულტურის მიმართ მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობაა.
გიორგი მასურაშვილს მცირეფართობიანი პლანტაცია ქარელის რაიონ სოფელ ზემო ხვედურეთში აქვს გაშენებული. ფერმერს სათესლე მასალა ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს.
როგორც მასურაშვილი აღნიშნავს, ნერგების გაშენება გაზაფხულზე დაიწყო. მისივე თქმით, რეალიზაცია ჯერ მცირეა, თუმცა მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
,,საქართველოში ფისტის ხე არ არსებობს. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ კულტურის გაშენება. ნერგები ჩვენგან სხვადასხვა სოფელში
მიაქვთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემსყიდველების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაგროვებ. ვინიშნავ, სად და რამდენ ძირს რგავენ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე სადაც კი დარგეს, ყველგან გაიხარა”, - აღნიშნავს გიორგი მასურაშვილი.
როგორც მასურაშვილი ამბობს, ერთი კილოგრამი სათესლე მასალის შემოტანა დაახლოებით 180 ევრო ჯდება. ასგრამიან პაკეტებში დაფასოებული, იმპორტირებული ფისტის ნაყოფის საშუალო ფასი კი 18-25 ლარია.
,,კაკლოვნებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს ფისტას. ნერგი მოსავალს 8 წლის შემდეგ იძლევა, თუმცა აყვავებიდან სამასი წელი ხარობს. საკმაოდ მომგებიანია მისი მოყვანა და ამავდროულად, მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე ნიგვზის, თხილისა თუ სხვა კაკლოვანების ღირებულებას, ბევრად აღემატება. ფისტა სხვა კაკლოვანებთან შედარებით მდგრადი საბაზრო ფასით გამოირჩევა”, - აღნიშნავს გიორგი მასურაშვილი.
* * *
ხო,კიდევ ერთი საყურადღებო რამ.ფისტა ყოფილა დედალ-მამალი,10-15 დედალ ხეს ჭირდება ერთი მამალი დასამტვერად მაგრამ მთელი პრობლემა ისაა რომ ამ თესლით გამოყვანილ ნერგებს ვერ შეატყობ 10 წლამდე დედალია თუ მამალი.ასე რომ ერთადერთი გამოსავალი ისევ მყნობა მიმაჩნია,ოღონდ არც საძირე გვაქვს საქართველოში და არც სადედე,უკვე მოსავლიანი ხეები!მოკლედ ნიქოზში რომ ჩანდლერის კაკალი გამოყავს მყნობით(ამერიკიდან შემოტანილი კვირტით) მასეთი ადამიანია საჭირო!