ინტერვიუ თამაშის დეველოპერებთან, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "ნავიგატორში" 24 ივნისს:Puzzle Hero – სიახლე Butterfly Escape–ის ავტორებისგანსტუდია „ვერტექსის“ მიერ შექმნილი Butterfly Escape, რომელიც Genimo Interactive–მა გასულ წელს გამოსცა, კარგად ახსოვთ არა მხოლოდ კაზუალური თამაშების მოყვარულებს, არამედ ზოგადად ქართული სათამაშო ინდუსტრიის გულშემატკივრებსაც, რადგან ის გახდა მსოფლიო არენაზე გასული პირველი ქართული თამაში.
Butterfly Escape–ის ავტორებმა წელს კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზეს – Puzzle Hero, რომელშიც ლოგიკური თავსატეხი შეხამებულია როლური თამაშის ელემენტებთან. „ნავიგატორის“ ერთ–ერთ უახლოეს ნომერში თამაშის ვრცელი მიმოხილვა გამოქვეყნდება, მანამდე კი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მის ავტორებთან.
* * *
–
როდის დაიწყო თამაშზე მუშაობა და რამდენი ხანი დასჭირდა მის დასრულებას?– თამაშზე მუშაობა დავიწყეთ 2007 წლის მაისს და დასრულდა 12 თვეში.
–
რამდენადაც ვიცით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო Puzzle Hero–ს ბეტა ვერსია და ყველას ჰქონდა საშუალება, კომენტარები და მოსაზრებები გაეგზავნათ ავტორებისათვის. იქონია თუ არა გავლენა ღია ტესტირების პროცესმა თამაშის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაზე?– დიახ, ბეტა ვერსია ძალიან დაგვეხმარა თამაშის ბალანსისა და „Fun Factor“-ის გაუმჯობესებაში და ასევე ბაგების პოვნაში.
–
თამაშში ლოგიკური თავსატეხის გარდა ხდება პერსონაჟის განვითარება, არის ინვენტარი და სხვა როლური (RPG) ელემენტები. თავად როგორ აღწერდით მის ჟანრს?– როგორც თავად სწორად აღნიშნეთ, თამაშის ჟანრია Puzzle-RPG.
–
Puzzle Hero–ს ერთობ საინტერესო კონცეპტი აქვს. მისი იდეა მთლიანად ორიგინალურია, თუ რომელიმე სხვა თამაშის (ან თამაშების) მიერ არის შთაგონებული?– გაგიმხელთ, რომ Puzzle Hero–ს იდეაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს თამაშებმა Puzzle Quest და Bookworm Adventures.
–
თამაშის მთავარი გმირი გოგონაა – მაშინ, როდესაც გმირების როლი, ტრადიციულად, ვაჟებს ერგებათ ხოლმე. რამ გამოიწვია ასეთი არჩევანი?– თამაში გამიზნულია ე.წ. „კაზუალური მოთამაშეებისთვის“ და სტატისტიკით მათგან, ვინც ყიდულობს მსგავს თამაშებს, 75% მანდილოსნები გახლავთ.
–
აპირებთ თუ არა თამაშის ქართული ვერსიის შექმნას?– კი, ქართული ვერსია უკვე გამოსულია და მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მისამართიდან
http://www.vertex.ge/projects/puzzle_hero. ასევე, გამოვუშვით Butterfly Escape-ის ქართული ვერსიაც –
http://www.vertex.ge/projects/butterfly_escape.
–
Butterfly Escape–ს დადებითი გამოხმაურება ჰქონდა კაზუალური თამაშების როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოყვარულებს შორის. Puzzle Hero, უდავოდ, კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია. თქვენ თავად როგორ შეაფასებდით ამ პროექტს და მის მნიშვნელობას სტუდია „ვერტექსის“, როგორც შემოქმედებითი კოლექტივის, განვითარებაში?– Puzzle Hero ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ვიმედოვნებთ, იგი იმდენად წარმატებული იქნება, რომ გარდა Download ვერსიისა ასევე Retail (ანუ მაღაზიაში გასაყიდ) ვერსიასაც გამოვცემთ. ამავე დროს, არის პერსპექტივა, რომ ეს თამაში გადავიტანოთ Nintendo Wii კონსოლზე და Nintendo DS-ზე.
–
თამაშის ავტორებს შორის ნაცნობი სახელების გარდა ახლებსაც ვხედავთ. რა ცვლილებები მოხდა სტუდიის შემადგენლობაში? თუ შეიძლება, მოკლედ გაგვაცანით „ახალწვეულები“.– ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტუდიას ახალი თანამშრომლები შემოემატა – უდავოდ ნიჭიერი და პერსპექტიული, მაგრამ თამაშების შექმნის საქმეში დამწყები ახალგაზრდები. ვანო ნაზღაიძე პროფესიით ავიაკონსტრუქტორია. იგი 3D მოდელირების სფეროში სულ რაღაც წელიწადნახევარია მოღვაწეობს და ყველასგან გამოირჩევა სწრაფი და ზუსტი მუშაობით. მას ამ პროექტში ასევე თამაშის დიზაინის საკითხებზეც მოუწია მუშაობა, რამაც მისი გამოცდილება კიდევ უფრო გააღრმავა. ჟენია ბელიავსკაია და ია ხატიაშვილი კი ძირითადად სკეტჩებსა და 3D პერსონაჟების მოხატვაზე მუშაობდნენ.
Puzzle Hero-ს შემქმნელების „ძველი სახეები“ ალბათ გახსოვთ წინა პროექტიდან: დავით ჭანკოტაძე, თამარ ჭანკოტაძე, შალვა ცერცვაძე, ვასილ მაჭარაძე, ირაკლი ლატარია, ხათუნა არევაძე და ლევან ნადაშვილი. ამ უკანასკნელმა, მუსიკასა და გახმოვანებასთან ერთად, თამაშის დიზაინზეც იმუშავა.
–
Butterfly Escape თავად ავტორების მიერ შექმნილ ორიგინალურ ძრავს იყენებდა. საინტერესოა, იყენებს თუ არა Puzzle Hero იგივე ძრავს? თუ ასეა, რა ცვლილებებსა და გაუმჯობესებებს აქვს მასში ადგილი?– კი Puzzle Hero-ც იგივე ძრავს იყენებს, მაგრამ ზოგადად ძრავს თამაშის ხარისხსა და წარმატებაში ძალიან პატარა წვლილი აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია თამაშის მექანიკა, გრაფიკა და მუსიკა.
–
რა პროექტებით არის ამჟამად სტუდია „ვერტექსი“ დაკავებული და რა სამომავლო გეგმები აქვს მას?– ამჟამად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელიც ძირითადად გამიზნულია iPhone-ისთვის (და iPod Touch-ისთვის), თუმცა Windows-ისა და Mac-ის ვერსიებსაც გამოვუშვებთ. ზოგადად ვცდილობთ, რომ სტუდია დინამიურად წარვმართოთ და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება, როგორც ამა თუ იმ პროექტის პროგრესის და პერსპექტივის მიხედვით, ასევე გარე ფაქტორების გათვალიწინებითაც.
–
უღრმესი მადლობა საინტერესო და ამომწურავი პასუხებისათვის. გისურვებთ წარმატებებს!©
7th Guest