Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ორქიდეა


Posted by: BLACK_SERENADE 7 Jan 2010, 18:21
აბა ფლორისტებო რატომ არ უნდა გვქონდეს ცალკე გამყოფილება ამ მშვენიერ არსებაზე? მითუმეტეს უკვე ბევრმა შეიძინა. გავუზიაროთ ერთმანთს მოვლის წესები, პირობები, აზრები და ა.შ.

ესეც ცოტა ორქიდეებზე:

ჯადვარისებრნი (Orchidaceae), ერთლებნიან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი. აქვთ ფესურა ან ტუბერი. ფოთლები მთლიანია, ხალთიანი ან ღერომხვევი; საპროფიტული სახეობებისა კი რედუცირებულია უფერულ ქერქლებად. ყვავილები ზიგომორგულია, მარტოული ან თავთავისებრ, ზოგჯერ მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი, სურნელოვანი, კაშკაშა ფერისა. ეფიტური ჯადვარისებრნი ტროüპიკებშია გავრცელებული. მათი ღეროები გამსხვილებულია და ქმნის ე. წ. ფსევდობულბებს ან ტუბერიდიუმებს, რომლებშიც გროვდება წყალი და საკვები ნივთიერებები. საჰაერო ფესვებით ისინი ჰაერიდან შთანთქავენ ტენს. ცნობილია ჯადვარისებრნთა ოჯახის 750-მდე გვარის 25 ათასამდე სახეობა (სხვა მონაცემებით 800-მდე გვარის 35 ათასი სახეობა). ჯადვარისებრნი გვხვდება ყველგან, პოლარული ოლქებისა და უდაბნოს გარდა. ბევრია ტროპიკებში. კავკასიაში ჯადვარისებრნი - 57 სახეობაა, საქართველოში - 45.

Posted by: lebidor 7 Jan 2010, 18:50

მე მაქვსsmile.gif მგონი ფალეონოფსისი უნდა იყოს smile.gif ახალ ნაყიდი მაქვს და ჯერ ჟაინიკი ვარ მაგის მოვლის საკითხებში, თუმცა სხვა ქოთნის ბინადრები კაი ხანია მყავს smile.gif

განსაკუთრებით პალმები მიყვარსsmile.gif

Posted by: BLACK_SERENADE 7 Jan 2010, 19:10
lebidor
smile.gif მეც ერთი ფალეონოფსისი მყავს ოქროსფერი. შარშან ყვაოდა და ეხლა კიდე ამოსდის კვირტი და რომ აყვავდება სურათს განახებთ smile.gif

Posted by: lebidor 16 Jan 2010, 00:10
მდააააააა vik.gif vik.gif vik.gif რაღაც თემა ჩაკვდა თითქოსsad.gif ისე BLACK_SERENADE აყვავილებამდე ყლორტის სურათი რო დადო არა? ჩემსაც აქვს მგონი კვირტი, მაგრამ კვირტია თუ ფესვი არ ვიცი და შევადარებDი თქვენსას smile.gif

Posted by: BLACK_SERENADE 24 Jan 2010, 22:44
ჩემმა კატამ გადმომიგო ჩემი ფალეონოფსისი და ფოთოლი მოტეხა, რამის შევიშალე.

იქნემ მირჩიოთ რა ვქნა? მოვაძრო თუ ჰქონდეს ასე...თან კვირტი აქვს გამოსული. ბედი არ მაქ რააა

http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

Posted by: BadbadGirl 24 Jan 2010, 23:05
BLACK_SERENADE
მოაჭერი სადაცაა იქა.
ჩემის ფოთოლიც გადატყდა გადატანისას და მოვაჭერი.

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Jan 2010, 23:14
ჩემ სახლში 8 ორქიდის ქოთანია. ორქიდეაზე ადვილად მოსავლელი ყვავილი არასოდეს გვქონია. თვეში ერთხელ ჩავდგავთ ხოლმე წყალში 10 წუთით, მინის, გამჭვირვალე ქოთანს. დავწრიტავთ წყლისაგან და არის თავისათვის. ყვავილებს რომ გამოიღებს, ზოგჯერ თვეობით ასხია ხოლმე. ერთი "ნაკლი" ისა აქვს, რომ სუნი არა აქვს, თორემ სხვაფრივ იდეალური ყვავილია სახლისათვის smile.gif

აჰა, ოქროს ფანქრით უვდავვყავი კიდევაცა gigi.gif

Posted by: BadbadGirl 24 Jan 2010, 23:20
Dr_Zuzumbo
მეც ასე მგონია, რომ ორქიდეაზე ადვილი მოსავლელი ყვავილი არაფერია biggrin.gif მაგრამ თვეში ერთხელ მორწყვა მართლა რა უცნაურია. პირველად გავიგე ასეთი რამ. არც წამიკითხავს, თავადაც არ ვაკეთებ ასე smile.gif (მე 5 მაქვს)

სუნი კი ზოგს აქვს, ზოგს არა. აი ამ ჩემ ბრასიას მოვანილო სურნელი აქვს

user posted image

Posted by: BLACK_SERENADE 24 Jan 2010, 23:20
BadbadGirl
ოკ მადლობა ეგრე ვიზამ smile.gif

Dr_Zuzumbo

მშვენირეი ნახატია! სურათებიც გვანახე!

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Jan 2010, 23:31
QUOTE (BLACK_SERENADE @ 24 Jan 2010, 23:20 )
BadbadGirl
ოკ მადლობა ეგრე ვიზამ smile.gif

Dr_Zuzumbo

მშვენირეი ნახატია! სურათებიც გვანახე!

აჰა, თათარჯახნად გადავუღე სამზარეულოს რაფაზე განლაგებულებს

Posted by: lebidor 24 Jan 2010, 23:37
ვაა რა ლამაზებიაsmile.gif ისე მეც შუშის ქოტანში გადავიტანე შემი პალეონოFსისი, მარტალია ჯერ ადრე იყო, მარა მაინცsmile.gif

Posted by: volli35 25 Jan 2010, 00:33
ვააა თვეში ერთხელ და ისიც 10 წუთით????? გასაკვირია ......... მე კვირაში ორჯერ ვდგავ წყალში .... და კი არის ბედნიერად ....

Posted by: BLACK_SERENADE 25 Jan 2010, 22:52
Dr_Zuzumbo
რა ბედნიერი ხარ. მაგარი ორანჟერეა!

volli35
მე 2 კვირაში ერთხელ. ან როცა ვხდეავ რომ გამოშრა ნიადაგი მაშინ.

Posted by: lebidor 25 Jan 2010, 23:48
აუუ ბლინ, დღეს რა დამემარტაsad.gif აი საყვავილე კვირტი ქონდა გამოღებული ჩემს, ასე 2-3 სმ იქნებოდა და შუაზე გადამეტეხა, რა დებილი ვარ რააsad.gif არ ამოიღებს ახალს ნეტა?

Posted by: volli35 26 Jan 2010, 00:56
QUOTE
მე 2 კვირაში ერთხელ. ან როცა ვხდეავ რომ გამოშრა ნიადაგი მაშინ.

ორ კვირას ვერ გავუძლებ ...... ვერ მოვითმენ
* * *
lebidor
აუუუუუუუუუუუუუ http://smiles.33b.ru/smile.142311.html

Posted by: BLACK_SERENADE 22 Feb 2010, 17:16
აააბა შემიფასეთ, კარგად განვალაგე??

http://image.geotorrents.com/

ეს ახლა ვიყიდე, ყვავილის ფერი ჯერ დაუდგენელია, აღარ ახსოვდათ.

http://image.geotorrents.com/

Posted by: oriflame-beauty 27 Feb 2010, 00:51
იყიდება ტორფის აბები Jiffy-7 .შედგება დაპრესილი ტორფისგან და შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს.გამოირჩევა 100% დაფესვიანებით,სუფთა გარემოთ, მარტივი გამოყენებით და ადვილი გადარგვით. გამოიყენება ნებისმიერი მცენარეებისთვის{ხილი,ბოსტნეული,ყვავილები,ხე}.
ფასი 50 თეთრი/1 ცალი
855123390

Posted by: oriflame-beauty 27 Feb 2010, 00:58
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: lebidor 27 Feb 2010, 12:47
QUOTE
აააბა შემიფასეთ, კარგად განვალაგე??

აუ სად იყიდე და რა ღირდა? smile.gif ლამაზია ზაან smile.gif

Posted by: BadbadGirl 27 Feb 2010, 14:16
BLACK_SERENADE
ვაიიი, რა კარგად ჩამოგიკიდიაააააა!! ძალიან კარგია.

Posted by: BLACK_SERENADE 1 Mar 2010, 16:46
lebidor

მადლობა.
საბურთალოს გზაჯვარედინზე , პოპულის ქვემოთ და მერე როგორც კლიენტს 20 ლარად მომცეს (არადა მგონი 50 ლარიანია)

BadbadGirl

მადლობ!! ესეიგი კარგია smile.gif

Posted by: BLACK_SERENADE 26 Mar 2010, 15:05
გახსოვთ რომ ვამბობდი კვირტი გამოსდის მეთქი, ხოდა გამოუვიდა 5 ცალი და მერე ისე რომ არც გაშლილა თითო-თითოდ მიახმა ზედვე ღეროსsad.gif წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ.

თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა?

Posted by: lebidor 26 Mar 2010, 18:25
QUOTE
გახსოვთ რომ ვამბობდი კვირტი გამოსდის მეთქი, ხოდა გამოუვიდა 5 ცალი და მერე ისე რომ არც გაშლილა თითო-თითოდ მიახმა ზედვე ღეროს წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ.

თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა?


ეეჰ მე მთლიანად გამიხმა ორქიდეაsad.gif ასე რომ ვერ გამაკვირვებ sad.gif


Posted by: pernata 26 Mar 2010, 22:17
Cephalanthera longifolia- ტყეების ორქიდეა
http://www.radikal.ru

Platanthera chlorantha-ორქიდეაა. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში
http://www.radikal.ru

წყარო - FLORA GEORGIA (facebook)

Posted by: volli35 26 Mar 2010, 23:53
აი ჩემო ორქიდეა ... ზუსტად თქვენთან ერთად ვიყიდე .... ანუ რთ დროს როცა თქვენ მიალოვებით
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


* * *
pernata
ჩემი უფრო ლამაზია ... დამეთანხმე და მაღიარე ... tongue.gif lol.gif

BLACK_SERENADE
ისე საკაიფოდ კი განალაგე .... მაგრამ რატომ არ აყვავილდა შენი????? lebidorს მაშინვე მოუტყდა-გაუფუჭდა-დაუზიანდა როგორც მახსოვს. თუმცა ულამაზესი მინის ქოთანი დაამზადა ...


Posted by: pernata 27 Mar 2010, 00:07
volli35
QUOTE
ჩემი უფრო ლამაზია ... დამეთანხმე და მაღიარე

როგორ შეიძლება ამაზე კამათი, შენი, რათქმაუნდა უფრო ლამაზია, მაგრამ ემოცია ველურ ორქიდეებს უფრო მოაქვს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.
ის პატარა შავი სამაგრი პლასტმასები სადმე ხომ არ შეგხვედრიათ ცალკე გაყიდვაში? მცენარეს და ჯოხს რომ ამაგრებს, ორქიდეას რომ უკეთია?

Posted by: volli35 27 Mar 2010, 00:23
pernata
QUOTE
რათქმაუნდა უფრო ლამაზია,

გაიძულეეეეეეეეეეეეეე ..... ხო ისე ველური მეც ყველაფერი მხიბლავს yes.gif biggrin.gif
QUOTE
ის პატარა შავი სამაგრი პლასტმასები სადმე ხომ არ შეგხვედრიათ ცალკე გაყიდვაში? მცენარეს და ჯოხს რომ ამაგრებს, ორქიდეას რომ უკეთია?

მე ვკითხავ და ვთხოვ .... უარს არ მეტყვიან და მოგცემ .... მაშ

Posted by: pernata 27 Mar 2010, 11:12
volli35
QUOTE
გაიძულეეეეეეეეეეეეეე ..... ხო ისე ველური მეც ყველაფერი მხიბლავს

smile.gif არასოდეს მითქვამს რომ არაა ლამაზი. tongue.gif მე არ მომწონს-თქო. smile.gif როგორც, მაგალითად ზეტა-ჯონსი smile.gif

QUOTE
მე ვკითხავ და ვთხოვ .... უარს არ მეტყვიან და მოგცემ .... მაშ

მადლობთ, მადლობთ! მაგრამ გასაყიდი მაინტერესებს, დიდი რაოდენობით 2kiss.gif

Posted by: :boli: 27 Mar 2010, 11:46
გერმანიაში რო ვიყავი იქ ვნახე 1 ღერი ორქიდეის ფასი 48 ევროდან იწყებოდა და როგორც კი დავინახე ქუსლზე შემოვტრიალდი და წამოვედი biggrin.gif

Posted by: BLACK_SERENADE 27 Mar 2010, 12:02
lebidor
რა სამწუხაროაsad.gif( გული არ გაიტეხო. იქნებ კლიმატის ბრალი იყო? ან გაფუჭებული იყო?


volli35

ხო არ ვიცი რა დაემართაsad.gif შარშან იყვავილა წელს გაბანძდაsad.gif ახალი ნაყიდი ჯერ-ჯერობით არაფერს შვრება smile.gif ვნახოთ აბა
ულამაზესია შენი!!

Posted by: volli35 27 Mar 2010, 12:24
BLACK_SERENADE
QUOTE
ახალი ნაყიდი ჯერ-ჯერობით არაფერს შვრებავნახოთ აბა
ულამაზესია შენი!!

ახალი რამდენი ხნის ნაყიდი გაქვს?????? ისე სასუქი დაასხი??????? შეიძლება ადგილი არ მოეწონა შენს ორქიდეას, აბა გადაიყვანე სადმე სხვაგან .....
ჩემის მოწონებისთვის მადლობაააააააააააააა

Posted by: BLACK_SERENADE 27 Mar 2010, 14:48
2 თვე იქნება, ქვედა დიდი რომელიცაა ეგაა ახალი, ზედა ძველია. კი სასუქს თვეში ერთხელ ვაძლევ. ვცდი აბა smile.gif

Posted by: volli35 2 Apr 2010, 14:57
აი რა სილამაზე მაქვს ...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Piuniu 3 Apr 2010, 22:12
მე კიდევ იმდენი ვასხი წყალი, საწყალი კინაგამ დამილპა, ეხლა გამოვუცვალე მიწა, იმედია მეშველებაsad.gif
* * *
QUOTE (BLACK_SERENADE @ 26 Mar 2010, 15:05 )
გახსოვთ რომ ვამბობდი კვირტი გამოსდის მეთქი, ხოდა გამოუვიდა 5 ცალი და მერე ისე რომ არც გაშლილა თითო-თითოდ მიახმა ზედვე ღეროსsad.gif წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ.

თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა?

კი მქონია ასეთი შემთხვევა და მე დავაბრალე არასწორ მორწყვის მეთოდს

Posted by: BLACK_SERENADE 3 Apr 2010, 23:59
volli35
ულამაზესია! თან ორი ღერო აქვს!!

Piuniu

მიწა გამოუცვალე თუ ტორფი? ანუ ტორფით არ გამოუცვალე?

Posted by: volli35 4 Apr 2010, 00:03
BLACK_SERENADE
კი ორი ღერო აქვს ...... ხოოო ძალიან ლამაზია მართლა

Piuniu
და ბევრი წყალი ასხი ანუ რამდენ ხანში ერთხელ რწყავდი????

Posted by: meluzi 6 Apr 2010, 01:44
volli35
მოვლის წესებს ვერ მეტყვიით? ქოთანი აუცილებლად გამჭირვალე უნდა იყოს ხოოომ? დაა შიგნით ქოთანში რა ხდებაა?? რაღAც უცნაურადაა დაა ამიხსენით მე უცოდინარს ამ ყვავილის მოვლა როგორ უნდაა baby.gif

Posted by: BLACK_SERENADE 6 Apr 2010, 18:08
meluzi

შიგნით ხდება ის რომ ტორფშია ჩაფლული, ზოგან მიწაცაა მაგრამ ტორფი აჯობებს, მორწყავ მაშინ როცა შეატყობ რომ დაშრება. მზეზე დება არ მოსწონს.

მგონი არაფერი გამომრჩა...

Posted by: volli35 6 Apr 2010, 19:12
meluzi
ნუ ეხლა მე ჩემო გამოცდილებით გეტყვი .... რომ ვრწყავ კვირაში ორჯერ ... ანუ ეს ქოთანი მიდგას ღრმა თეფშზე და იმ თეფშში ვასხავ წყალს 30 წუთით ..... პერიოდულად სასუქს ვუსხავ .... ნუ ქოთანი არაა აუცილებელი იყოს გამჭვირვალე უბრალოდ მე არ გადავრგე ჯერ ..... მიწა არ უნდა უნდა იყოს ტორფში .... აი ეხლა ვიყიდი და გადავრგავ ..... შეკვეთილი მაქვს უკვე ქოთანიც და ტორფიც

BLACK_SERENADE
QUOTE
მორწყავ მაშინ როცა შეატყობ რომ დაშრება. მზეზე დება არ მოსწონს.

ნუ რა ვიცი მე დაშრობას არ ველოდები ..... გამოწერილად ვრწყავ ოთხშაბათს და შაბათს ..... და მიდგას კიდე ისეთ ადგილას სადაც დღის განმავლობაში 2-3 საათი მზე ადგება ჩემს ორქიდეას ....

ნუ რა ვიცი ჩენთან ესეთი სიტუაციაა

Posted by: Piuniu 7 Apr 2010, 23:29
BLACK_SERENADE

რაღაც სპეციალური ნიადაგი ვიყიდე გუდვილში, მიწა არ არის. მე მგონი ტორფია tongue.gif

volli35

კი ბევრი ვასხი მე მგონი sad.gif დავასხვადი ვტოვებდი წყალში სანამდე არ ამოშრებოდა, და გამოდიოდა დასხმა ყოველ კვირაში sad.gif

რა უშველო რომ არ მომიკვდესsad.gif(( კიევიდან ვათრიე, ძალიან მიყვარსsad.gif((
* * *
QUOTE (meluzi @ 6 Apr 2010, 01:44 )
volli35
მოვლის წესებს ვერ მეტყვიით? ქოთანი აუცილებლად გამჭირვალე უნდა იყოს ხოოომ? დაა შიგნით ქოთანში რა ხდებაა?? რაღAც უცნაურადაა დაა ამიხსენით მე უცოდინარს ამ ყვავილის მოვლა როგორ უნდაა baby.gif

ნუ ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ჩემი საცოდავი ორქიდეა, სიკვდილის პირას არის, დაიჯერო თუ არა ჩემი რჩევა არ ვიცი, მაგრამ გამოცდილებამ შემდეგის თქმის უფლება მომცა biggrin.gif ანუ
წავიკითხე სათანადო ლიტერატურა (ოღონდ გვიან) weep.gif
გამჭვირვალე ქოტანი იმიტომ ჭირდება რომ თურმე ფესვებით ხდება ფოტოსინთეზი მზეზე, ანუ მზის სხივების ზემოქმედებით ფესვებში ხდება საკვები ნივთიერების წარმოქმნა, ამიტომ ქოტანი უნდა იყოს გამჩვირვალეო, თან ნასვრეტებიანი რომ ჰაერმა კარგად იმოძრაოსო. უცნაურობა იმაშია რომ ხეზე იზრდება თურმე ორქიდეა, და ნახერხზე, ამიტომ ნიადაგი სხვა ყვავილების ნაირად არ აქვს.

მოვლას რაც შეეხება, მთელი ერთი წელი ყვავილობდა ჩემი ორქიდეა შეუწყვეტლივ, მიხაროდა, მზეზე მყავდა მიფიცხებული მთელი ზაფხული, თურმე არ შეიძლება სხივების პირდაპირი ზემოქმედება sad.gif მე კიდევ რაჭველი ვარ და ეხლა გამოვფხიზლდი რომ წამეკითხა მოვლის წესები. მორწყვითაც ვრწყავი კვირაში 1 თხელ და ვტოვებდი ასე წყალსჰი სანამ არ ამოშრებოდა, თურმე არ შეიძლება, წყალსჰი უნდა იდგეს 10-15 წუთი. რასაც ფესვები \შეიწოვს ის ეყოფა მტელ კვირა. ხოდა ასეთ უკუღმართ პირობებში ვამყოფე საწყალი და ეხლა მისიკვდილების გზაზეა, ვცდილობ გადავარჩინო. მაგრამ საოცრება იმაშია რომ ბოლო ერთი თვეა უცებ გაყვითლდა. ანუ მანამდე არც ემჩნეოდა(((
* * *
QUOTE (meluzi @ 6 Apr 2010, 01:44 )
volli35
მოვლის წესებს ვერ მეტყვიით? ქოთანი აუცილებლად გამჭირვალე უნდა იყოს ხოოომ? დაა შიგნით ქოთანში რა ხდებაა?? რაღAც უცნაურადაა დაა ამიხსენით მე უცოდინარს ამ ყვავილის მოვლა როგორ უნდაა  baby.gif

ნუ ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ჩემი საცოდავი ორქიდეა, სიკვდილის პირას არის, დაიჯერო თუ არა ჩემი რჩევა არ ვიცი, მაგრამ გამოცდილებამ შემდეგის თქმის უფლება მომცა biggrin.gif ანუ
წავიკითხე სათანადო ლიტერატურა (ოღონდ გვიან) weep.gif
გამჭვირვალე ქოტანი იმიტომ ჭირდება რომ თურმე ფესვებით ხდება ფოტოსინთეზი მზეზე, ანუ მზის სხივების ზემოქმედებით ფესვებში ხდება საკვები ნივთიერების წარმოქმნა, ამიტომ ქოტანი უნდა იყოს გამჩვირვალეო, თან ნასვრეტებიანი რომ ჰაერმა კარგად იმოძრაოსო. უცნაურობა იმაშია რომ ხეზე იზრდება თურმე ორქიდეა, და ნახერხზე, ამიტომ ნიადაგი სხვა ყვავილების ნაირად არ აქვს.

მოვლას რაც შეეხება, მთელი ერთი წელი ყვავილობდა ჩემი ორქიდეა შეუწყვეტლივ, მიხაროდა, მზეზე მყავდა მიფიცხებული მთელი ზაფხული, თურმე არ შეიძლება სხივების პირდაპირი ზემოქმედება sad.gif მე კიდევ რაჭველი ვარ და ეხლა გამოვფხიზლდი რომ წამეკითხა მოვლის წესები. მორწყვითაც ვრწყავი კვირაში 1 თხელ და ვტოვებდი ასე წყალსჰი სანამ არ ამოშრებოდა, თურმე არ შეიძლება, წყალსჰი უნდა იდგეს 10-15 წუთი. რასაც ფესვები \შეიწოვს ის ეყოფა მტელ კვირა. ხოდა ასეთ უკუღმართ პირობებში ვამყოფე საწყალი და ეხლა მისიკვდილების გზაზეა, ვცდილობ გადავარჩინო. მაგრამ საოცრება იმაშია რომ ბოლო ერთი თვეა უცებ გაყვითლდა. ანუ მანამდე არც ემჩნეოდა(((

Posted by: volli35 8 Apr 2010, 10:32
Piuniu
გაგიკვირდება და ხანდახან ლიტერატურაში რაც წერია ხანდახან არ ამართლებს ხოლმე ... ანუ ინდივიდუალური დაკვირვება ხშირად უკეთეს შედეგებს იძლევა .... ნუ რ ავიცი მე დავიჯერე ყველაფერი რაც იმ მაღაზიაში მირჩიეს სადაც ვიყიდე ეს ორქიდეა და არ ვარ უკმაყოფილო ..... თან ჩემი დიდი ხანი არაა მზეზე მაქსიმუმ 2 საათი, და ისიც ჩამავალი მძის სხივები ხვდება .... ნუ ეხლა ტორფი რომ სჭირდება და არა ჩვეულებრივი მიწა ამაზე არც არის საუბარი ..... ჰოდა ქოთანზეც ვიკითხე და რა ვიცი შეიძლებაო გადარგვა არაგამჭვირვალეშიო და რა ვიცი .... დღეს უნდა მივიდე და ვკითხავ კიდე ერთხელ .... ეხლა რაც მორწყვას შეეხება მე მაქსიმუმ 30 წუთით ვაჩერებ წყლიან ჭურჭელში და მერე იმ წყალს ვასხავ .... ნუ რა ვიცი ჩემთან ეს მდგომარეობა მოსწონს ორქიდეას ...

Posted by: meluzi 13 Apr 2010, 16:48
volli35
QUOTE
იმ მაღაზიაში მირჩიეს სადაც ვიყიდე ეს ორქიდეა

რომელ მაღაზიაში იყიდე? და რა ფასად ვერ მეტყვი? smile.gif

Posted by: volli35 13 Apr 2010, 16:59
meluzi
ვიყიდე არაყიშვილზე "ყვავილების ქვეყნის" ფილიალში .... ლიკასთან ..... ეს ორქიდეა მომცეს 25 ლარად ....

Posted by: volli35 22 Apr 2010, 18:02
Piuniu
მოგვიანებით გპასუხობ ორქიდეასთან დაკავშირებით .... დღეს გავარკვიე მაღაზიაში ზუსტად რომ ქოთნის გამოცვლა არაა სასურველიო, და თუ მაინცდამაინც გამოცვლიო მაშინ ისევ გამჭვირვალე და პლასტმასის უნდა იყოსო ..... მივის არ შეიძლება ცივია მინაო .....

მაშინ არასწორი ინფო ვიცოდი და ასევე არასწორედ მოგაწოდე ..... მე მეორე გამყიდველმა შემაცდინა .... დღეს კი ორქიდეებს ვინც უვლის ის გოგო შემხვდა და დავაზუსტე

Posted by: lebidor 22 Apr 2010, 18:40
QUOTE
მოგვიანებით გპასუხობ ორქიდეასთან დაკავშირებით .... დღეს გავარკვიე მაღაზიაში ზუსტად რომ ქოთნის გამოცვლა არაა სასურველიო, და თუ მაინცდამაინც გამოცვლიო მაშინ ისევ გამჭვირვალე და პლასტმასის უნდა იყოსო ..... მივის არ შეიძლება ცივია მინაო .....

აუ ეტყობა მაგიტო დალპა ცემი ორქიდეაsad.gif მინის ქოთანში გადავიტანე sad.gif

Posted by: volli35 22 Apr 2010, 19:25
QUOTE
აუ ეტყობა მაგიტო დალპა ცემი ორქიდეა მინის ქოთანში გადავიტანე

ხო მახსოვს შენი ორქიდეის ისტორია ..... და შენი აწყობილი ქოთანიც ..... მომეწონა მაშინ ძალიან .... მაგრამ ეტყობა მკვლელი-ქოთანი გამოგივიდა .... ვიციიიი რა ვიცი

Posted by: lebidor 22 Apr 2010, 22:40
QUOTE
ხო მახსოვს შენი ორქიდეის ისტორია ..... და შენი აწყობილი ქოთანიც ..... მომეწონა მაშინ ძალიან .... მაგრამ ეტყობა მკვლელი-ქოთანი გამოგივიდა .... ვიციიიი რა ვიცი

ეტყობა ხოო, მაგრამ მერე მაგაში ''სიყვარულის ხე ცავრგე და კია მშვენივრად, აი ცოტას დავიცდი და მერე კიდე ვიყიდი ორქიდეას smile.gif მასე ადვილად არ დავთმობ მაგ ყვავილსsmile.gif

Posted by: volli35 23 Apr 2010, 10:17
QUOTE
''სიყვარულის ხე ცავრგე და კია მშვენივრად

უი ეს რომელია????? ..... რატომ არ დადე ფოტო????

Posted by: pernata 23 Apr 2010, 10:24
volli35
QUOTE
სიყვარულის ხე ცავრგე და კია მშვენივრად

უი ეს რომელია?????

ალბათ ისევ კრასულა smile.gif არა - lebidor ?

Posted by: lebidor 23 Apr 2010, 12:41
ხოო მგონი ეგააsmile.gif დავდებ მერე ფოტოებს smile.gif მარა ჯერ პატარააsmile.gif

Posted by: volli35 23 Apr 2010, 15:34
pernata
lebidor
კრასულა --- ფულის ხე და ბარაქის რომ იყო ვიცოდი ......... და აი სიყვარულის თუ იყო ეს გამომრჩენია ...

Posted by: pernata 23 Apr 2010, 20:55
volli35
QUOTE
კრასულა --- ფულის ხე და ბარაქის რომ იყო ვიცოდი ......... და აი სიყვარულის თუ იყო ეს გამომრჩენია ...

ვისაც რა აკლია, smile.gif

Posted by: volli35 24 Apr 2010, 21:24
pernata
QUOTE
ვისაც რა აკლია,

უიჰ ..... 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: pernata 24 Apr 2010, 22:31
volli35
QUOTE
ვისაც რა აკლია,
უიჰ .....   

ეხლა მინდა "მზის ხე" smile.gif

Posted by: lebidor 25 Apr 2010, 00:29
QUOTE
ეხლა მინდა "მზის ხე"

ხოდა დათესე მზესუმზირაsmile.gif მე დავთესე და ამოვიდა, სხვათა შორის ბამბაზეsmile.gif

Posted by: pernata 25 Apr 2010, 01:07
lebidor
QUOTE
ხოდა დათესე მზესუმზირა

მეც დავთესე და ამოვიდა. დეკორატიული smile.gif ნამდვილი მზე მინდა ნამდვილიი smile.gif) თორე ყვიტელი გაზანიაც მაქვს, მზესავით.

Posted by: volli35 25 Apr 2010, 02:05
pernata
QUOTE
"მზის ხე"

არ თქვა ეხლა Mზე მაკლია მეო ....

Posted by: pernata 25 Apr 2010, 09:31
volli35
QUOTE
არ თქვა ეხლა Mზე მაკლია მეო ....

smile.gif მზე ისე მაკლია, ისე, შტო კუშატ ნე მოგუ. და აღარც გვეღირსება, მგონი sad.gif

Posted by: volli35 25 Apr 2010, 11:49
pernata
QUOTE
მზე ისე მაკლია, ისე, შტო კუშატ ნე მოგუ. და აღარც გვეღირსება, მგონი

მეც მაგ დღეში ვარ ..... დღეს ვითომ გაგვახარა მაგრამ ხვალიდანო ზამთარი მოდისოოოოო

Posted by: pernata 25 Apr 2010, 12:41
volli35
QUOTE
დღეს ვითომ გაგვახარა მაგრამ ხვალიდანო ზამთარი მოდისოოოოო

ზეგიდან, -სამშაბათიდან. smile.gif გოზინაყის და jingle bells განწყობაა. sad.gif http://ge.smiles.26l.com/smile.151806.html

Posted by: lebidor 25 Apr 2010, 18:53
QUOTE
მეც დავთესე და ამოვიდა. დეკორატიული

ეგ რომელი, ვან გოგი რო ხატავდა? უუულამაზესებია smile.gif

Posted by: pernata 25 Apr 2010, 22:19
lebidor
QUOTE
ეგ რომელი, ვან გოგი რო ხატავდა? უუულამაზესებია

რავი გაიზარდოს ჯერ, ვნახოთ smile.gif ჩემების ფოტოსაც ფოტოს დავდებ, რომ გაიშლება smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: _Lali_ 28 Apr 2010, 13:37
მოგესალმებით ყველას.
დეკემბრის ბოლოს მაჩუქეს ორქიდეა. ძალიან ლამაზი წვრილი ყვავილები ჰქონდა. აი, ეს ჯიშია cambria. ზუსტად ესეთ თეთრ ქოთანში, როგორც სურათზეა."ორქიდეა და ბამბუკის" მაღაზიაში იყო ნაყიდი.
პირველად ვნახე საერთოდ ცხოვრებაში ორქიდეა და ძალიან მომეწონა. ვასხამდი ყოველდღე წყალს ცოტას, არ მიფიქრია, რომ რაღაც სხვანაირი მოვლა ჭირდებოდა. ჰოდა, დასცვივდა სულ ყვავილები და ეხლა დარჩა მარტო ფოთლები.
იქნებ მირჩიოთ რა ვქნა, არის შანსი, რომ ისევ ამოუვიდეს ყვავილები? ან როგორ მოვუარო?
აქ წავიკითხე, რომ წყლიან თასში უნდა ჩადგმაო.

http://pix.ge/


Posted by: BLACK_ANGEL 8 Jun 2010, 20:12
_Lali_
ყვავილობის სეზონი გაუვიდა და იქითა წელს კიდევ ამოუვაwink.gif

როცა შეატყობთ, რომ ნიადაგი მშრალი აქვს დგამთ წყლიან ჯამში 30 წუთი, დევს გრილ ადგილას. მეტი მისეთი არაფერი wink.gif

Posted by: cheese1 8 Jun 2010, 22:55
http://www.radikal.ru

Posted by: _Lali_ 9 Jun 2010, 10:42
BLACK_ANGEL
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

აქამდე ხომ უნდა გამოსვლოდა ახალი ყვავილები? არაფერიც არ ჩანს და თან ერთი ფოთოლი გაუყვითლდა cry.gif

Posted by: BLACK_ANGEL 9 Jun 2010, 21:08
cheese1
ლამაზია, უცებ ზამბახს გავდაwink.gif

_Lali_
არაუშავს, ზოგი წელიწადში ერთხელ ყვავის. სასუქი უყიდეთwink.gif

Posted by: cheese1 9 Jun 2010, 23:18
BLACK_ANGEL
მადლობა
საერთოდ ძალიან ორიგინალური ყვავილია. ეგზოტიკურიც კი .. მომწონს smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: BLACK_ANGEL 8 Aug 2010, 17:56
ჩემი ერთი ორქიდეა გახმა.... კატამ იმდენჯერ გადმომიგდოო sad.gif ფოთლები დაემტვრა და.

მეორე კარგადაა და კვირტიც ამოაქვს wink.gif

Posted by: summeritems 3 Sep 2010, 16:48
ორქიდეა სად შევიძინო სანდო და ლამაზი?.. ეხლა ყვავილობს ორქიდეა? საჩუქრად მჭირდება და მინდა ყვავილიანი იყოს.

Posted by: _Lali_ 3 Sep 2010, 16:50
summeritems
"ორქიდეა და ბამბუკში“
გუდვილშიც აქვთ მაღაზია და ავლაბრის აღმართზე არიან კიდევ (დ. მეგრელის 1)
ტელ: 74-75-11
www.geoflora.ge

Posted by: meluzi 3 Sep 2010, 21:56
ვაიჰ ჩემი ორქიდეა მოკვდა მოკლედ ყველაფერი კარგად იყო, მშვენივრად მოიყვავილა.. შემდეგ საყვავილე ტოტებმა გაყვითლება დაიწყეს, მას შემდეგ რაც ყვავილებიც დაცვივდა.. ნელნელა ორივე ტოტი გაყვითლდა და აქ როგორც მირჩიეს ძირში მოვაჭერი. ხოდა ერთ საღამოს სახლში მობრუნებულმა რომ შევხედე ამ ჩემს ორქიდეას ფოთლები ქონდა ჩამოყრილი, ხელი მოვკიდე და 3ვე ფოთოლი შემრჩა ხელში აი მთლიანდ მოძვრა.. გავაქანე ევრო-ეზოში.. სადაც ვიყიდე და იქ მითხრეს ბევრი წყალი მოუვიდა ხშირად რწყავდიო.. არადა ისე ვრყავდი როგორც მითხრეს 10 დღეში ერთხელ. ჩვენ 21 დღეში ერთხელ გითხარითო არადა 10 მითხრეს.. სპეციალური სასუქიც კი მქონდა ნაყიდი და ყოველ მსამე მორწყვაზე სასუქს ვამატებდი.. რა მოუვიდა ვერ გავიგე.. ფესვები კარგი აქვსო და ამოიყრის წესით ისევო, მაგრამ 21 დღეში ერთხელ უნდ ამორწყა ეგ ყვავილიო.. ვერ გავიგე ვერაფერი

არი შანსი რომ ფოთლები ხელახლა ამოვიდნენ?

Posted by: summeritems 3 Sep 2010, 22:17
_Lali_
დიდი მადლობაა !!!

Posted by: volli35 3 Sep 2010, 22:49
meluzi
QUOTE
არი შანსი რომ ფოთლები ხელახლა ამოვიდნენ?

კი კი არის ... უბრალოდ დრო უნდა მეტი სანამ მერე ყვავილობამდე მიიაღწევს

Posted by: meluzi 4 Sep 2010, 23:10
volli35
QUOTE
კი კი არის ... უბრალოდ დრო უნდა მეტი სანამ მერე ყვავილობამდე მიიაღწევს


აუ ნეტა ამას ეშველოს დააა.. აი საერთოდ Fოთლები აღარ აქვს.. ქოთანში არის ფესვები და ეგაა.. ვრწყავ 21 დღეში ერთხელ.. რა ვუშველო არარ ვიცი.. როგორ დამემართა ასეე

Posted by: volli35 5 Sep 2010, 00:44
meluzi
QUOTE
აუ ნეტა ამას ეშველოს დააა.. აი საერთოდ Fოთლები აღარ აქვს.. ქოთანში არის ფესვები და ეგაა.. ვრწყავ 21 დღეში ერთხელ.. რა ვუშველო არარ ვიცი.. როგორ დამემართა ასეე

21 დღეში ერთხელ ცოტაა ... მითუმეტეს ცხელა ეხლა .... მე 10 დღეში ერთხელ ვდგავ ცწლიან ჭურჭელში 30 წუთით და ზალიან კმაყოფილია ჩემი ორქიდეა .... მე ნანახი მაქვს შEნსავით სულ დაცვენილი რომ ჰქონდა ფოთლები და ეგეთმა რომ გაიხარა და იყვავილა კიდეც .... ასე რომ არ მოაკლო სითბო და სიყვარული და ყველაფერი კარგად იქნება ....

Posted by: meluzi 6 Sep 2010, 00:29
volli35
QUOTE
21 დღეში ერთხელ ცოტაა ... მითუმეტეს ცხელა ეხლა .... მე 10 დღეში ერთხელ ვდგავ ცწლიან ჭურჭელში 30 წუთით და ზალიან კმაყოფილია ჩემი ორქიდეა .... მე ნანახი მაქვს შEნსავით სულ დაცვენილი რომ ჰქონდა ფოთლები და ეგეთმა რომ გაიხარა და იყვავილა კიდეც .... ასე რომ არ მოაკლო სითბო და სიყვარული და ყველაფერი კარგად იქნება ....


შენს პირს შაქარიიი smile.gif) ვაიმე მეც 10დღეში ერთხელ ვდგავდი წყლიან ჭურჭელში თან 15 წუთით და დალპარო ბევრი მორწყვა მოუვიდაო ეს მითXრეს.. სადაც ვიყიდე იმ მაღაზიაში მიივტანე და იქ თქვეს ასე.. 21 დღეში ერთხელ მორწყეო და ვეღარ გავიგეე sad.gif(

Posted by: PANTALONE 7 Sep 2010, 22:53
oriflame-beauty
QUOTE
იყიდება ტორფის აბები Jiffy-7 .შედგება დაპრესილი ტორფისგან და შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს.გამოირჩევა 100% დაფესვიანებით,სუფთა გარემოთ, მარტივი გამოყენებით და ადვილი გადარგვით. გამოიყენება ნებისმიერი მცენარეებისთვის{ხილი,ბოსტნეული,ყვავილები,ხე}.
ფასი 50 თეთრი/1 ცალი

რამე მაღაზიაში არ დევს ეს საოცრება?



Posted by: tamuska27 20 Jul 2012, 16:05
დავფიქსირდე smile.gif

2 კვირაა რაც ვიყიდე და ძალიან მომწონს,ვფიქრობ სხვებიც ვიყიდო და მოვაშენო.'
* * *
აი ...........................................
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: flower girl 22 Jul 2012, 21:45
tamuska27
უუუუუულამაზესია, შეგიძლია მითხრა სად იყიდე და რა ფასად?

Posted by: bere008 23 Jul 2012, 01:07
tamuska27
უეჭველი ფალიაშვილძე იყიდე არტ ფლორაში ხომ? smile.gif))) ეგ ერთედრთი ყველაზე იაფიანი მაღაზიაა საქართველოში smile.gif)
* * *
_Lali_
კამბრია ცოტა სპეციფიური ორქიდეაა, იგივე ძირი აღარ იყვავილებს, დედა ძირი გამოიღებს შვილს თავად კი მოკვდება, შემდგომ ის შვილი იყვავილებს, და აი სულ ასე გაგრძელდება smile.gif))

Posted by: tamuska27 23 Jul 2012, 02:34
flower girl
bere008

ლონდონში ვიყიდე 8 ფუნტად.
20 ლარი გამოდის მგონი...
მანდ რა ღირს?


* * *
http://www.radikal.ru

Posted by: bere008 23 Jul 2012, 23:20
tamuska27
30 ლარიდან იწყებოდა და ახლა არ ვიცი smile.gif) მარა ძალიან ლამაზი ფალეონოფსისები და მილტონიები აქვთ
ხო პოლონეტიდან ჩამომიტანეს მეც კაპიკებში smile.gif თუ არ ვცდები 5 დოლარში smile.gif)

Posted by: yellow_girl 22 Aug 2013, 18:31
საჩუქრად მომიტანეს 1 თვეც არ იქნება და 10 ყვავილი მაინც ქონდა და თითქმის ყველა დასცვივდა sad.gif არადა მგონი ნორმალურად ვრწყავ და მზეშიც არ მიდევს.
მაინტერესებს თუ კიდევ გაყვავილდება თუ იცით?

Posted by: nina1992 17 Sep 2013, 13:34
სააბაზანოში მინდა და რამდენად გამძლეა ასეთ პირობებში?


...........................................................................................................................

Posted by: Samea 30 Dec 2013, 18:50
არის აქ ვინმე? დახმარება მჭირდება sad.gif მგონი ზედმეტმა წყალმა ჩემს ორქიდეას ფესვები დაულპო, აქვს ფოთლები, რომლებიც ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ ფესვები აღარ აქვს... ეშველება რამე? რა პირობებში უნდა მქონდეს? დამეხმარეთ რააააააა help.gif weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: BadbadGirl 30 Dec 2013, 22:14
Samea
აცალე ცოტა ხანი და დააკვირდი. ახლა მაინც ვეღარაფერს იზავ.

Posted by: rêveur 30 Dec 2013, 23:53
აქვს მნიშვნელიბა დღისით მორწყავ თუ ღამით?

Posted by: BadbadGirl 31 Dec 2013, 00:49
rêveur
არა smile.gif

მთავარია მორწყა და მერე აცალო წყალი დაიწრიტოს ქოთნიდან.

Posted by: rêveur 31 Dec 2013, 01:08
BadbadGirl
მადლობა.

ჩავდგი წყალში და 10 წუთის ნაცვლად ნახევარი საათით დამავიწყდა sad.gif ნეტა რა დალპეს.

Posted by: BadbadGirl 31 Dec 2013, 01:42
rêveur
biggrin.gif რამდენჯერ დამვიწყებია მასე ნეტა იცოდე. რა ვიცი ჩემ სალხში ორქიდეა მხოლოდ ერთხელ დალპა და ისიც , ვანდა ორქიდეა რომელსაც არ ვრწყავდი და წყალს მხოლოდ ფოთლებზე ვასხურებდი biggrin.gif biggrin.gif

http://tomushka.blogspot.se/2011/04/blog-post_30.html აი ეს ორქიდეა იყო. ჰაერში აქვთ ვანდას ფესვები და არ სჭირდება ორქიდეას "მიწა"

Posted by: rêveur 31 Dec 2013, 01:56
BadbadGirl
რა ლამაზი შეფერილობისაა smile.gif
QUOTE
ჰაერში აქვთ ვანდას ფესვები და არ სჭირდება ორქიდეას "მიწა"

სულ მიკვირდა მიწის გარეშე როგორ ხარობენ. ამასაც ხის ნაფოტების მსგავსი უყრია ქოთანში.

Posted by: IzzI 8 Mar 2014, 22:19
ვინმე ხომ არ მომყიდით ფალენოპსისის შვილებს ან ნუ სულ არარაობას თესლებს მაინც(ვიცი რომ თესლიდან ძნელია გახარება მაგრამ ბევრი წავიკიტხე და ვცდი ბედს )
* * *
ხომ ვერ მიმასწავლით სად ვიყიდო ცოტა იაფად ფალენოპსისი?

Posted by: tamuska27 10 Mar 2014, 12:02
Gაიზარდნენ ჩემი გოგოები, 2 წელია რაც მყავს 2 ცალი და წელსაც იყვავილეს.
Eრთმა 2 ჯერ "დაჟე"
Nაყვავილები ყლორტის გადაჭრას ვაპურებდი და ახალი კუკური შევნიშნე smile.gif)
შარშან მინიატურული და ლურჯი შევამატე ოჯახს.
Mერე დავდებ ფოტოებს

Posted by: anibani18 12 Mar 2014, 12:25
გოგონებო, მე ძალიან მომწონს ორქიდეები და მინდა ვიყიდო. გთხოვთ დამაკვალიანოთ დაახლოებით რა ღირს ფალენოპსისი? და სად არის უმჯობესი რომ შევიძინო. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: nina1992 9 Oct 2014, 17:29
ხელოვნური ორქიდეა მინდა ქოთნით, თეთრი.

ხომ არ გეგულებათ სადმე?


Posted by: daniel_kowalski 24 Oct 2014, 22:42
არ დაიზაროთ და მიპასუხეთ
საჩუქრად მინდა ორქიდეა
სად შემიძლია ვიყიდო
და რამდენი ღირს საშუალოდ?
დიდი მადლობა წინასწარ
:*****

Posted by: jadvari 25 Oct 2014, 15:39
niana
QUOTE
ხელოვნური ორქიდეა მინდა ქოთნით, თეთრი.ხომ არ გეგულებათ სადმე?

პავლოვის 12-ში ან 14-ში არის ავეჯისა და ფურნიტურის მაღაზია კლასიკა. ეხლა კაი ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ სულ აქვთ ხოლმე და თანაც ნაირნაირები

Posted by: MITIATO 25 Oct 2014, 19:27
daniel_kowalski
ევროეზოში აქვთ ხოლმე. წერეთლის გამზ. №89
ყვავილების სხვა მაღაზიებშიც ექნებათ.
პატარები, სადღაც, 20-25 ლარი ღირს და დიდები 70-75-80 ლარი.


Posted by: daniel_kowalski 26 Oct 2014, 00:00
MITIATO
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

.....................

Posted by: Greta 26 Oct 2014, 00:31
daniel_kowalski

მე გუდვილში ვყიდულობ
ფასდაკლებაც აქვთ ხოლმე

Posted by: Cephalaspidomorph 26 Oct 2014, 13:54
ჩემს ორქიდეას ახალ-ახალი ფოთლები გამოაქვს და არ ყვავილობს sad.gif რამე მირჩიეთ

Posted by: tamuska27 30 Jan 2015, 17:07
ესეც ჩემები
http://www.radikal.ru

Posted by: anibani18 2 Feb 2015, 15:53
რა ლამაზია!! გარეთ ცივა სახლში კიდევ გაზაფხულია smile.gif

Posted by: rebelrebel 2 Feb 2015, 21:29
სად ვიყიდო ორქიდეაა საქართველოშიი?? და თუ იცით ძვირი ღირს??

Posted by: anibani18 3 Feb 2015, 12:08
rebelrebel
შეგიძლია იყიდო კაფე ფლაუერსში მაგალითად, ლაგუნა ვერასთან ყვავილების მაღაზიაში. კიდევ ბევრ ადგილას იყიდება მაგრამ მისამართები ზუსტად არ ვიცი. დიდ ღირს დაახლოებით 80 ლარი smile.gif

Posted by: rebelrebel 5 Feb 2015, 21:42
QUOTE
შეგიძლია იყიდო კაფე ფლაუერსში მაგალითად, ლაგუნა ვერასთან ყვავილების მაღაზიაში. კიდევ ბევრ ადგილას იყიდება მაგრამ მისამართები ზუსტად არ ვიცი. დიდ ღირს დაახლოებით 80 ლარი
მადლობა

Posted by: anibani18 6 Feb 2015, 10:41
rebelrebel
რომ შეიძენ მაჩვენე რა smile.gif სიგიჟემდე მიყვარს ეს ყვავილები

Posted by: kashia19 6 Feb 2015, 22:59
ყველაზე მაგარი ყვავილია,არადა არ მიყვარს ყვავილები მარაა ამაზე ვგიჟდებიი

Posted by: Naniko1 7 Feb 2015, 08:10
მაინტერესებს თუ შეგიძენიათ ვინმეს ფესტივალზე ორქიდეა, თურქებს და ჩინელებს რომ ქონდათ. გადაგირჩათ ვინმეს?

Posted by: i_am_goddess 24 Mar 2015, 12:36
ხალხებო დახმარება მჭირდება
მაქვს ორქიდეა,
ვრწყავ როგორც წესია, იყვავილა და ეხლა ჩამოჭკნა სულ და ვნერვიულობ..

რა შეიძლება ჭირდეს?

Posted by: Tengu 1 Apr 2015, 16:46
ისე სად შეიძლება ორქიდეას ყიდვა რომ მერე მისი სელექცია შეძლო და მოამრავლო სახლის პირობებში?

Posted by: vaska-vaska 15 Apr 2015, 13:57
სად შეიძლება შევიძინო ორქიდეა ..?


ძალიან მინდა სახლში ლამაზი ქოთნები მაქვს გამზადებული..

მეუღლეს ვჩუქნი და არჩევანი რომ იყოს თუ არის სადმე..


მისამართებით მომწერეთ თუ არ შეწუხდებით.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Apr 2015, 14:12
vaska-vaska
ჯერ მოვლის წესებს გაეცანი მმითუმეტეს თუ გადარგვას უპირებ_საკმაოდ რთული პროცესია

Posted by: vaska-vaska 16 Apr 2015, 20:03
M-A-S-E-R-A-T-I
გეთქვა რაც ვითხოვე აჯობებდა ალბათ...



მოვლის წესი ისე კარგად შევისწავლე აღარ მესწავლება ..
შევიძინე წერეთელზე ევრო ეზოში.

Posted by: bidzu 5 May 2015, 09:04
თესლი რო ვიყიდო არ ამოვა? ებაიზე იყიდება

Posted by: anibani18 8 May 2015, 11:17
QUOTE (vaska-vaska @ 16 Apr 2015, 20:03 )
M-A-S-E-R-A-T-I
გეთქვა რაც ვითხოვე აჯობებდა ალბათ...



მოვლის წესი ისე კარგად შევისწავლე აღარ მესწავლება ..
შევიძინე წერეთელზე ევრო ეზოში.

შეგიძლია იყიდო კაფე ფლაუერსში მაგალითად, ლაგუნა ვერასთან ყვავილების მაღაზიაში. კიდევ ბევრ ადგილას იყიდება მაგრამ მისამართები ზუსტად არ ვიცი. დიდ ღირს დაახლოებით 80 ლარი

Posted by: umbr_ella 2 Jun 2015, 01:53
თესლი ვიყიდე და მინდა დავთესო. არ ამოვა?
ან გთხოვთ ვინმემ თუ იცით, როგორ უნდა დავთესო, მომწერეთ რა smile.gif
ეს ერთადერთი ყვავილია, რომელიც შეიძლება სახლში მქონდეს. და მინდა გავახარო.

Posted by: MITIATO 2 Jun 2015, 09:21
umbr_ella
QUOTE
თესლი ვიყიდე და მინდა დავთესო. არ ამოვა?


ორქიდეა (ფალენოფსისზე ვამბობ) სრული სტერილურობის პირობებში ითესება სპეციალურ სუბსტრატში და არა_მიწაში.
საკმაოდ რთული ამოსაყვანი და მერე_მოსავლელია.
თუ სხვა, უფრო ადვილად ამოსაყვანი მცენარის დათესვის და მერე_ჩითილების მოვლის გამოცდილება არ გაქვს, ჯობია მოზრდილი მცენარე იყიდო.

Posted by: IFFY 10 Jul 2015, 18:45
გამარჯობათ. იქნებ დამეხმაროთ. ორქიდეა მიხმება sad.gif ჯერ ყვავილები გაცვივდა და ეხლა წვერიდან იწყებს ხმობას. როგორც მითხრეს ისევ ისეა გამჭვირვალე ქოთანში. კვირაში ერთხელ წყლიან ქოთანში ვდგავ. რითი შემიძლია გადავარჩინო?

Posted by: BadbadGirl 10 Jul 2015, 19:07
IFFY
ყვავილები ჯერ გახმნენ და ისე გასცვივდნენ თუ ცოცხლები იყვნენ ცვენა რომ დაიწყეს?
რამდენი ხანია რაც ყვავილობდა? მცენარის ფოთლები როგორ მდგომარეობაშია?

Posted by: tamuska27 22 Jul 2015, 03:02
შვილი გამოიტანა და რა ვუყო, გადავჭრა და ჩავრგო თუ....?
http://radikali.ru http://dom2.tv/smotret-online/

Posted by: CENTURIONI 22 Jul 2015, 22:42
ჩემი ორქიდეა აჭკნა ა რა ვუქნა ახა გადავაჭრა თუ დავტოვო ასე რა სჯობია?

Posted by: tamuska27 23 Jul 2015, 04:14
CENTURIONI
ყვავილი თუ ფოთლები დაჭკნა?
თუ ფოთლები - ვეღარაფერს უზამ და თუ ყვავილები დაცვივდა აცადე ღეროს 1-2 თვე, ჩემსას ისევ გამოაქვსოლმე ბოლოში 1-2 კვირტი და ისევ ყვავილობსხოლმე.
Aი მერე კი გადაჭერი, 10 სმ ღერო რომ დაუტივო ფესვიდან ისე

Posted by: CENTURIONI 23 Jul 2015, 07:33
tamuska27
ყვავილი დაჭკნა.გასაგებია მადლობა

Posted by: აპოლდა 24 Jan 2016, 15:52
გამარჯობათ

მოკლედ მთხოვეს შავი ორქიდეა... სამწუხაროდ საერთოდ ვერ ვერკვევი ყვავილებში და ხომ ვერ დამეხმარებით მირჩიოთ, სად შეიძლება მისი შეძენა, ან ვინმეს ხომ არ აქვს... Iნტერნეტში მოვიძიე, დავრეკე კიდეც რამდენიმეგან, თუმცა უშედეგოდ. ჭინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: pleita 8 Mar 2016, 08:30
ბავშვებო ორქიდეა მაჩუქეს და საერთოდ მცენარეებთან შეხება არ მქონია, კი წავიკითხე მოვლის წესები - დასვრეტილი ქოთანი წყალში უნდა ჩადოთო, მაგრამ ამხელა ქოთანი როგორ დავსვრიტო, ან რანაირად ჩავდო წყალში ? :/
http://www.radikal.ru
ირგვლივ ჩავუსხი ცოტა წყალი, ფესვებს და ფოთლებს არ შეეხო , მაგრამ მგონი ეს ქვედა ფოთლები გაუყვითლდა :/
http://www.radikal.ru

რა მოუვიდა მოკვდება??

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Mar 2016, 14:04
pleita
მიწაში არ რგავენ ორქიდეებს რა მასაშიც იყო იგივეში უნდა დაგეტოვებინა

Posted by: pleita 9 Mar 2016, 15:05
M-A-S-E-R-A-T-I
და ეხლა რა ვქნა???? უშნო იყო ის ქოთანი sleep.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Mar 2016, 22:39
pleita
QUOTE
და ეხლა რა ვქნა???? უშნო იყო ის ქოთანი

თქვენს ადგილზე ხვალვე წავიდოდი ევროეზოს ან რომელიმე ნორმალურ ყვავილების მაღაზიაში და შესაბამის ჭურჭელს ვიყიდდი იმ ტორფთან თუ რაც სჭირდება ორქიდეებს და გადავრგავდი თუ კიდევ გვიან არ არი

Posted by: tamuska27 9 Mar 2016, 23:37
pleita
ქვედა ფოთლები პრობლემა არაა, გახმება და მოაცლით.
Mთავარია მწვანე ფოთლები ჰქონდეს ჯანმრთელი, ზოგ ორქს სულ 2-4 ფოთოლი აქვს.
Mე ჩემი ყველა ტორფში მიზის, მაგრამ მეგობარი ზრდის მოწაში და მშვენივრად იზრდებქო.
Mთავარია სწორ ადგილას დადოთ, დილის მზე არ უყვართ.
წყალითაც არ უნდა ჩაალპოთ და არც უნდა დააკლოთ.
თვენსას,შეიძლება ფოტოს ხარისხის ბრალია, წყლის ნაკლებობა ეტყობა.
პრილალა მწვანე ფოთლები უნდა ჰქონდეს

Posted by: Topiary 10 Mar 2016, 02:32
სად ვიყიდი და რა ფასად???

ვერსად ვერ ვნახე საიტებზე..

Posted by: pleita 10 Mar 2016, 08:45
M-A-S-E-R-A-T-I
დომინოში წავალ, ყველაფერია იქ user.gif მაგრამ არ მომწონს ის საშინელი გამჭვირვალე ქოთნები, ეს თეთრი როგორ უხდება :/

tamuska27
მოვაცალე ის ყვითელი ფოთლები.ჰოო. იქნებ რამენაირად დავტოვო მიწაში.. ძალიან მომწონს ეს ქოთანი. დავხვრიტო ძირი და წყლიანი თეფში დავუდგა ხოლმე? ჰოო, აკლია ვერცხლისფერი გაუხდა ფესვები და მეშინია ზემოდან დასხმა

http://www.radikal.ru

სადაც პლოსტმასის სამაგრი უყენია, ყვავილების ქვეშ, ჩემმა ფისომ გუშინწინ თათი ჩაარტყა და მოტეხასავით, მოიღუნა :/ ყვავილები ჯერ არ მომჭკნარა, ე.ი გადარჩა ? თუ მოსაჭრელია ყვავილებიანი ღერო?
გმადლობთ
Topiary
დომინოში იყიდება 29 გელ

Posted by: extra-VIOLET 10 Apr 2016, 14:55
რას უშვებიან ორქიდეებს, გული მიკვდება ((((((

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Apr 2016, 15:24
pleita
QUOTE
დომინოში წავალ, ყველაფერია იქ  მაგრამ არ მომწონს ის საშინელი გამჭვირვალე ქოთნები, ეს თეთრი როგორ უხდება :/

ეს იგივეა ეხლა თევზი რომ დატოვო ხმელეთზე და თქვა რომ ხმელეთი ან ყელსაბამი უხდება, არ ხარობს ეს ორქიდეა მიწაში არის ასეთებიც მაგრამ უშუალოდ ეს არ მიეკუთვნება ორქიდეების იმ ტიპს რომელიც მიწაში უნდა იყოს ალბათ დღეს უკვე აღარც არი ცოცხალი ზემოაღნიშნული მცენარე მაგრამ მაინც

Posted by: pleita 10 Apr 2016, 15:53
M-A-S-E-R-A-T-I
ვაჰჰ ცოცხალიცაა და ლამაზიც. სახლში რომ მივალ დავაფიქსიებ და გაჩვენებთ biggrin.gif
დაწერა კიდეც ერთმა თემაში, რომ მის მეგობარს კარგა ხანია მიწაში ჰყავს და კარგადაც ხარობს .
ყვავილობისას გადარგვა შეიძლება ?

* * *
აი ბატონო biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: pleita 17 Jun 2016, 09:35
ვაიმე ბავშვებო ჩემი ჩამკვდარი ორქიდეა გაყვავილდა bis.gif
ჭკუაზე არ ვარ jump.gif
http://www.radikal.ru

Posted by: tamuska27 19 Jun 2016, 02:07
QUOTE
ვაიმე ბავშვებო ჩემი ჩამკვდარი ორქიდეა გაყვავილდა 
ჭკუაზე არ ვარ 

pleita
რატო ჩამიკდარი?
ჩემები 3-4 თვე ყვავილობენხოლმე.
ორიოდე თვის წინ მოვიცალე და ნიადაგი შევუცვალე და გაველურდნენ იმხელები გახდნენ.

Posted by: pleita 19 Jun 2016, 14:24
tamuska27
მიწაში მყავდა და ყვავილები გაუხმა sad.gif დარჩა ტოტები. გადავრგე ტორფში და უცებ ამოფეთქა bis.gif
რამდენ ხანში ერთხელ უნდა ტორფის გამოცვლა?

Posted by: tamuska27 19 Jun 2016, 16:59
pleita
ქოთანი რომ დაუპატარავდა გადავრგე.
უიი, აპრილში დაუჭკნა ყვავილები და ეხლა ისევ უნდა იყვავილოს?
რა კარგად უვლით თურმე.
მეც ტორფი მირჩევნია, მეე რაა, ორქიდეისთვის უფრო ბუნებრივია ვიდრე მიწა, თუმცა მიწაშიც ყჰავთ ხალხს smile.gif)

* * *
აი ჩემი გაველურებული.
კერამიკული ქოთნის ყიდვა ვეღარ მოვახერხე, მარა მთავარია შიდა ქოთანი Aრ "უჭერს" smile.gif))
http://www.radikal.ru
* * *
ესეც შვილი.
http://www.radikal.ru

Posted by: ia-viola 5 Jul 2017, 22:27
გამარჯობათ

მაჩუქეს ე.წ. ჰომალაის ორქიდეას თესლი.

ხომ არ იცით როგორი პირობები მოსწონს. რანაირად გავახარო თესლი?

გამოცდილებას ხომ ვერ გამიზაირებდით?


Posted by: cherry-10 6 Aug 2017, 18:55

გამარჯობათ
ბოლო ერთი თვეა რაც ჩემმა ორქიდეამ მოიწყინა, ყვავილის ფოთლებიც გაუყვითლდა. sad.gif რაღაც მგონი არ მოსწონს და რას მირჩევთ სხვა ქოთანში ხომ არ გადავრგო? თან სახლში როცა არ ვარ ვერ ვრწყავ ხოლმე და იმედია სულ ფოთლებდაცვენილი არ დამხვდება. smile.gif user posted image


Posted by: ia-viola 9 Jan 2018, 23:26
ეს ის არის
user posted image

Posted by: tamunia_ch 2 Apr 2018, 08:49
სად შემიძლია ორქიდეას გამჭვირვალე ქოთნის და მუხის ქერქების შეძენა?

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 09:11
ia-viola


ეგ რეალური ფერებია?

Posted by: ia-viola 2 Apr 2018, 12:15
masud_AB
ვიცი რო?
არ ამოვიდა. შეკვრაზე ეგ ეხატა და რომ დავგუგლე იქაც.

არა მოვიდა.

მდაჰ.

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 12:54
ia-viola
QUOTE
არ ამოვიდა.



ვწუხვარ.


არადა, რა ლამაზია smile.gif

Posted by: ia-viola 2 Apr 2018, 18:19
masud_AB
ეგ რა არის.

ვარდები დავთესე, რსღაცეები ამოვიდა.მემგონი ბალახებს ვუვვლი და თან მიხარია. biggrin.gif

გაიხარე

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Apr 2018, 21:26
ia-viola
QUOTE
ვარდები დავთესე, რსღაცეები ამოვიდა.მემგონი ბალახებს ვუვვლი და თან მიხარია.

biggrin.gif
ვარდების დათესვა რთული საქმეა ჩვეულებრივ რგავენ ან აკალმებენ დათესილიდან ამოვა ან ბალახი(თუ ალიექსპრესია) ან საუკეთესო შემთხვევაში ასკილი

Posted by: adeline 15 Apr 2018, 16:35
სად შეიძლება შევიძინო ორქიდეის სუბტრატი, გამჭვირვალე პლასტმასის ქოთნები და დამჭერები? დ კიდევ, კარფურში თუ გიყიდიათ ორქიდეა და როგორ გაიხარა მაინტერესებს. მადლობა.

Posted by: ia-viola 7 May 2018, 14:52
ესეც ჩემი გოგოები.
გადასაყრელად განწირულები.

აი ასე გადამიხადეს მადლობა.
user posted image

user posted image

Posted by: BLACK_SERENADE 11 May 2018, 19:10
გამარჯობა. ორქიდეა ვუყიდე მეუღლეს 8 მარტს. დღეს 2 ყვავილიღა შერჩა და ხმობა დაიწყო ერთ მხარეს (ორია ამოშვერილი smile.gif)) )
ხოდა სასუქი უნდა, თუ ჩვეულებრივად ამოუვა მერეც?

ან სად ვიყიდო ორქიდეის სასუქი?

Posted by: ia-viola 31 May 2018, 16:01
მოგესალმებით.
მაჩუქეს ორქი, რომელსაც გადატეხილი ქონდა უკვე დაყვავილებული საყვავილე ღერო. ეს ღერო რაღაც ცოცხლად მეჩვენა, გადაგდება დამენანა და წყლიან ჭიქაში ჩავდე. ამოიტანა კვირტის მსგარი რაღაც.
რა გავაკეთო?
არის რამე შანსი, თუ ილუზიებში ვცხოვრობ? wink.gif
user posted image
* * *
BLACK_SERENADE
ფოტო დადეთ.
სე ზეპირად ძნელია.
კი იყიდება სასუქები მარა არ უნდა. 2-3 თვე დაისვენებს და ხელახლა ამოიტანს საყვავილეს.
თუ ფოტოს დადებთ, ისე დაეთ რომ მთლლიანად ჩნდეს და გარკვევით. ფესვებიც მაინტერესებს

Posted by: pleita 4 Jun 2018, 15:17
ბავშვებო რა უნდა ორქიდეას? ყვავილები დაუჭკნა და მოძვრა , ფოთლები კი ამოდის. ჯანსაღი ჩანს. ყვავილები აღარ ამოუვა? sad.gif user posted image

Posted by: Romeru_Lukaku 5 Jun 2018, 16:13
ჩემს მეგობარს უყვარს ძალიან ეს ყვავილი მაგრამ სულ უხმება და როგორ უვლით გვასწავლეეთ რაა

Posted by: ia-viola 5 Jun 2018, 16:28
Romeru_Lukaku

http://yvavilebismovla.ge/yvavilebi/179-orqideebis-swori-movla-saxlis-pirobebshi.html

კარგი საიტია. გაეცანით.

Posted by: Romeru_Lukaku 7 Jun 2018, 17:55
ia-viola
მადლობაა ია ვიოლაა გადავხედავ აბაა

Posted by: ia-viola 14 Jun 2018, 09:55
QUOTE
მოგესალმებით.
მაჩუქეს ორქი, რომელსაც გადატეხილი ქონდა უკვე დაყვავილებული საყვავილე ღერო. ეს ღერო რაღაც ცოცხლად მეჩვენა, გადაგდება დამენანა და წყლიან ჭიქაში ჩავდე. ამოიტანა კვირტის მსგარი რაღაც.
რა გავაკეთო?
არის რამე შანსი, თუ ილუზიებში ვცხოვრობ?

აი იმის მერე როგორ გაიზარდა წყალში.
კვირტის მაგივრად, ისევ საყვავილე ღერო ამოიტანა. გამოდის, რომ წყალში გაყავებას აპირებს. ახლა საინტერსოა, ამ რაღAცის დაფესვიანების რამე შანსი თუ არის?

user posted image

Posted by: ramona 14 Jun 2018, 22:39
Ki dasafesvianebeli stimulatori gamoiyene da advilad gaiketebs fesvebs.

Posted by: ia-viola 15 Jun 2018, 12:15
ramona
QUOTE
Ki dasafesvianebeli stimulatori gamoiyene da advilad gaiketebs fesvebs.


მადლოა, გაიხარე. ვცდი.

Posted by: ia-viola 27 Jun 2018, 21:58
ესეც სამივე ერთად.

user posted image

Posted by: Wonderwall 9 Jul 2019, 11:51
იასამნისფერი კოპლებიანი ორქიდეა მაჩუქეს, ყვავილობდა მალე სამივე ყვავილი დასცვივდა და ღერო უყვითლდება.

როგორ მოვიქცე, ვერ გადავიტან რომ გახმეს... იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2019, 22:59
Wonderwall
QUOTE
იასამნისფერი კოპლებიანი ორქიდეა მაჩუქეს, ყვავილობდა მალე სამივე ყვავილი დასცვივდა და ღერო უყვითლდება.

სწორად რწყავთ? იცით მოვლის წესები? მოვლა მარტივია მაგრამ სპეციფიკური და განსხვავებული ჩვეულებრივი მცენარეებისგან

Posted by: Wonderwall 12 Jul 2019, 11:28
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 9 Jul 2019, 22:59 )
Wonderwall
QUOTE
იასამნისფერი კოპლებიანი ორქიდეა მაჩუქეს, ყვავილობდა მალე სამივე ყვავილი დასცვივდა და ღერო უყვითლდება.

სწორად რწყავთ? იცით მოვლის წესები? მოვლა მარტივია მაგრამ სპეციფიკური და განსხვავებული ჩვეულებრივი მცენარეებისგან

მადლობა პასუხისთვის.

თავიდან რომ მოვიყვანე 2 დღეში ორქიდეის მიწა ვუყიდე და დიდ ქოთანში გადავრგე თავის სუბსტრატიანად და ორქიდეის მიწა ჩავუყარე. მერე ბლომად დავასხი წყალი რომ კარგად გაჟღენთილიყო მიწა.

ამის მერე კვირაში 2-ჯერ ვრწყავდი ისე რომ ქოთნის ქვემოთ თეფშზე გროვდებოდა წყალი და სანამ ის წყალი არ ამოშრებოდა აღარ ვუმატებდი.

ბოლოს ყვავილები რომ დაიცვინა ცოტა შაქრიანი წყალი დავუსხი თეფშზე რომ იქიდან აეტანა, ცოტა გამოცოცხლდა მაგრამ მერე ის ტოტი რომელზეც ყვავილები ჰქონდა გაყავისფრდა, მოვაჭერი ყავისფერი ნაწილი და ეხლა ის ტოტი ცოტათი გაყვითლდა ნაწილზე.

შეიძლება შეცდომებს ვუშვებ, თუ იცით როგორ მოვიქცე მასწავლეთ და შესაბამისად მოვუვლი. ძალიან განვიცდი.

წავიკითხე ინტერნეტშიც ყვავილებს ასპირინიანი წყალი უხდებათო, მაგრამ არ ვუსხავ იქნებ ამას არ სიამოვნებს.

Posted by: umbr_ella 16 Jul 2019, 17:50
Wonderwall
QUOTE
მოვაჭერი ყავისფერი ნაწილი და ეხლა ის ტოტი ცოტათი გაყვითლდა ნაწილზე.

მანახე ფოტო და გეტყვი სადამდე გადაჭრა.
აუცილებლად დასპირტული მაკრატლით გადაჭერი. მარტივად იკიდებენ სოკოს.
ხო, შემდეგ გადაჭრილ ღეროზე ან ბრილიანტის მწვანე ან სანთლის წვეთი დააწვეთე wink.gif

შაქრიანი წყალი არ გამიგია.
ჩემებმა დაიყვავილეს. წლებია მაქვს მაგრამ ბევრს რომ დავუჯერე 2 მომიკვდა და ლამის მივეწიე უკან biggrin.gif


Posted by: marimari11 27 Jul 2019, 14:34
user posted image
ეს ორქიდეა მაჩუქეს და როგორ მოვუარო?

Posted by: marimari11 20 Aug 2019, 19:31
user posted image


არ მოკვდა bis.gif ყვავის bis.gif
გადაირია biggrin.gif თავი იასამანი გონია love.gif ჩემი ლამაზი გოგო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)