79 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი ხელბურთელი, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ჯემალ ცერცვაძე.
ჯემალ ცერცვაძე, დაიბადა 1939 წლის 7 მაისი, თბილისში - ქართველი ხელბურთელი, თამაშობდა თბილისის თბილისის ქარიშხალასა (1958–1975) და სსრკ ნაკრებში (1959–1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962–1971), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 1967, 1970), აქედან ორში (1964, 1967) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) „ხელბურთის ჯადოქრად“ მონათლეს. 1980 წელს დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა, რომელიც მის სახელს ატარებს. გარდაიცვალა 2019 წლის 28 იანვარს, თბილისში.
This post has been edited by miracle_of_love on 30 Jan 2019, 02:36
თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი. კონსტანტინე გამსახურდია.
Как воздух, ты мне до безумия нужен... (с)
ჩემიდან შენამდე შორია,
შენიდან ჩემამდე - პირიქით...