არ ვიცნობ მაგ გოგოს და არც თქვენი ურთიერთობა ვიცი ასე რომ 100% იანს ვერაფერს გეტყვი.
მაგ ფაქტის გათვალისწინებით ჩემი თვალთახედვიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევდი რომ სხვა გოგოზე გადაერთო.
მგონია რომ..
1. ცუდი აღზრდილია და მადლობის თქმა არ იცის. ვინც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა აინტერესებდე მადლიერება უნდა გამოხატოს თუ ადექვატურობაზე აქვს პრეტენზია. (მგონია,რომ პრინცესის სინდრომთან გვაქვს მოვლენა, გონია რომ სამყარო ვალშია მის წინაშე)
2. არასაკმარისად მოწონხარ (ან მეგობრად აღგიქვამს ან კიდევ უბრალოდ ნაცნობად)
ისე ადამიანს საჩუქრების ჩუქების გარეშეც შეგიძლია აგრძნობინო რომ ასე ვთქვათ გულგრილი არ ხარ.
ამასწინათ ერთმა მეგობარ გოგოს უნდა მენახა (იმ ტერიტორიაზე მქონდა საქმე სადაც ცხოვრობს) და ისე მოხდა რომ ადრე მომივიდა გასვლა, ეძინა და ვერ ვნახე მოკლედ.. რომ გაიღვიძა დამირეკა, გვიანი იყო.. მეთქი აფსუს
) პატარ-პატარა საჩუქრები მქონდა შენთვისთქო.. რა გამაზეთქო..
მთავარი საჩუქრი შენი ნახვა იქნებოდაო <3
საჩუქარი შენ უნდა იყო მთავარი და შენი ყურადღება და არა მატერიალური რაღაცეები..
ისე სხვათაშორის ბევრ გოგოს არ მოწონს (ებანალურება) ყვავლების ჩუქება.
მე უფრო შოკოლადს ვიჩუქები ხოლმე შავს.
ზოგადად საჩუქრებით ნუ გაანებივრებ თავიდანვე ნურავის ან შეიძლება სიმბოლური და არაორდინალური საჩუქრები იყოს ვიდრე ბანალური რამეები..
როცა იხარჯები ქვეცნობიერულად დამოკიდებული ხდები და მერე უფრო მტკივნეულად აღიქვამ ასე ვთქვათ განშორებას.
კიდევ 1 რჩევა შემიძლია მოგცე..
ნუ შეეცდები მოერგო გოგოს და ნურავის, არაერთ გოგოსთან მქონდა შემთხვევა როცა პირველად აქეთ ქონიათ ინტერესები რაც პრანჭვით და სხვანარი გამოხედვებით გამოიხატებოდა და როცა ზედმეტად მიაქტიურია და ასე ვთვათ იმის წესებითაც მითამაშია მაშინვე უქრებოდათ ინტერესები..
ხატოვნად ვიტყვი..შენ შეუკვეთე მუსიკა და შენვე იცეკვე, შეგიძლია შესთავაზო რომ შემოგირთდეს, თუ არ შემოგიერთდება გოგოების მეტი რაა..
სხვის დაკრულზე შეეცადე ცოტა ან თითქმის არ იცეკვო.
Умирать не страшно - страшно не жить.