დიდი 10 (post #53227971)დიდი 10 (post #53228045)აჰა ჩავუჯექი და ჯერ მტვრიანი "ჩერნავიკის" დონეზე სქოლიოზიანი ხერხემალი ავაწყვე
განვსაჯოთ და ხორციც შევასხათ
პროცესის ბენეციფიარად ვასახელებ ბ/ნ
ლუკასა და ნიკოს მამა -ს
პ.ს.
ხო, მე არ ვამბობ რომ რასაც ვამბობ და მგონია ჭეშმარიტებაა, მარგამ ჩემი აზრით საჭირო და უფრო სწორია ვიდრე უ"კალათოობა"
ერთად ნაფიქრი მგონი უკეთესი გამოვა
100 თვალი, 100 ყური და 50 ტვინის ამბავში - ეგ მაინც ჭეშმარიტებაა ფაიზაღობამდე ასული
ახლა საკუთრივ "თემა"
რადგან პირამიდის მწვერვალი ნაკრებია და ყოველი ღონისძიება მიმართულ უნდა იქნას სანაკრებო წარმატებისთვის - კალათის პრინციპით
პრიორიტეტები:
1. საქართველოში რაგბის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები, მათში მონაწილეობა და მხარდაჭერა
2. სპორტული მენეჯმენტის პრინციპების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
3. კონკურენტუნარიანი, თავისუფალი ბაზრის შექმნა
4. რაგბის, როგორც სოციალური პროექტის განვრცობა (სასკოლო და საუნივერსიტეტო, სამოყვარულო, პლაჟის, ზამთრის, შშმპ აქტივობები)
5. სარაგბო ინფრასტრუქტურის მოძიება და მოწესრიგება
6. სარაგბო განათლების (მწვრთნელები, ვიწრო სპეციალობები, მსაჯები, ვიდეო ანალიტიკა, ფიზიო, სხვა პერსონალის) ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება
7. შიდა ასპარეზის საშეჯიბრო ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია
8. კლუბების ფინანსური სტაბილურობის და სტიმულირების პრინციპების დანერგვა
9. განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მუნიციპალურ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა
10. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირება
პრიორიტეტებიდან გამომდინარე შიდა ასპარეზში ჩართული გუნდებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები:
მენეჯმენტის პრინციპები
ინფრასტრუქტურული პროექტები
ფინანსური რესურსები
მზარდი და შეუქცევადი პოპულარიზაცია
ხარისხობრივი პროგრესი
მონაცემების უტყუარობის, აღრიცხვიანობის, სტატისტიკის, გამჭვირვალობისა და კონტროლის მექანიზმები
1. მენეჯმენტის პრინციპები
- ეფექტური ფუნქციონირებისთვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და სარეგისტრაციო მონაცემების ოპტიმიზაცია
- ეფექტური ფუნქციონირებისთვის კლუბებში უფლება-მოვალეობათა დადგენა-დელეგირება და გამიჯვნა, ფუნქციონალური ოპტიმიზაცია
- დელეგირებული ფუნქციების და მიმართულებების მიხედვით მუდმივი სწრაფვა ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად
- კომუნიკაციის ეფექტური სისტემების დანერგვა
- ტექნოლოგიური სიახლეების ცხოვრებაში გატარება
- ორგანიზაციული (საწარმოო), სპორტული და მარკეტინგული მენეჯმენტის სისტემის აგება და მუდმივი დახვეწა - რეალობიდან გამომდინარე მოთხოვნების ადექვატურად
2. ინფრასტრუქტურული პროექტები
- სტადიონების, მოედნების და მოედნებად ვარგისი მინდვრების მოძიება მუნიციპალურ დონეზე
- მოძიებულ მოედნებზე სარგებლობის უფლებით გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება
- მოძიებული ინფრასტრუქტურის (მოედანი, დარბაზი, ოფისი) კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტები
- ინფრასტრუქტურის მოძიება-რეაბილიტაცია კერძო სექტორის შეწევნით
3. ფინანსური რესურსები
- განათლების სამინისტროს, სპორტის სამინისტროს პროგრამებში თუ პროექტებში, მუნიციპალური თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან, კერძო სექტორის რესურსით ფინანსური რესურსების მოზიდვა, სტაბილურობა და მზარდობა
4. მზარდი და შეუქცევადი პოპულარიზაცია
- მუნიციპალიტეტებთან სახელშეკრულებო დონეზე თანამშრომლობის სტრატეგია (როგორც რაგბის ხელშეწყობისა და განვითარების პროგრამის, ისე ინდივიდუალური მიდგომების ფარგლებში)
- სკოლებში რაგბის დანერგვა, სასკოლო სასწავლო გეგმაში რაგბის გაკვეთილების საათების ზრდა, სასკოლო სივრცეში ტურნირების ორგანიზება
- საბავშვო რაგბში უსაფრთხოების დაცვა
- საფესტივალო და ჭაბუკთა საშეჯიბრო სტრუქტურის სასკოლო კალენდარს მორგება
- ბავშვთა განვითარებაზე ორიენტირებული მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება
- მწვრთნელთა და მაწრთობთა რაოდენობის და პარალელურად დონის ზრდასთან დაკავშირებული მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება
- რაოდენობის ზრდის პარალელურად მწვრთნელთა და მაწრთობთა კვალიფიკაციის ამაღლება - რაგბიში ჩართული ბავშვებისა და მწვრთნელთა რაოდენობის პროპორციის დაცულობა
- ბავშვთა ჩართულობის და ჩართულობის რაოდენობის ზრდის პარალელურად ხარისხობირვი ზრდა - გამოხატული ქალაქი, რეგიონის, ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მივლენილი მორაგბეების რაოდენობის გაანგარიშებით, საზღვარგარეთ პროფესიონალური კონტრაქტებით საკუთარი აღზრდილების რაოდენობის გაანგარიშებით
- საფესტივალო და ჭაბუკთა საშეჯიბრო სტრუქტურის სასკოლო კალენდარს მორგება
- სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე უცხო ქვეყნის თანატოლებთან მოტივაციისა და სათამაშო უნარების დასახვეწად საშეჯიბრო ღონისძიებებში მონაწილეობა
5. ხარისხობრივი პროგრესი
- რაოდენობის ზრდის პარალელურად ხარისხობრივ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა გამოხატული სამწვრთნელო სისტემებისა და პროცესის დახვეწით
- ხარისხობრივი ზრდისთვის ისეთი აუცილებელი კომპონენტების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის შემუშავება და დანერგვა, რაც გულისხმობს:
მოედანზე უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფას
ჯანსაღი კვების პრინციპების დანერგვას
მძლეოსნობის სკოლის გამოცდილების გაზიარებას სწორი, ასაკის შესაბამისი განვითარების მისაღწევად
თეორიულ და ტაქტიკურ განსწავლულობას
მოტორული უნარ-ჩვევების ასაკის შესაბამისად დახვეწას
- დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პროფესიონალ მორაგბეთა და სანაკრებო კანდიდატთა რაოდენობის ზრდა
6. მონაცემების უტყუარობის, აღრიცხვიანობის, სტატისტიკის, გამჭვირვალობისა და კონტროლის მექანიზმები
- დაგეგმილი და განხორციელებული სამწვრთნელო პროცესის აღწერა-სისტემატიზაცია
- დაგეგმილი და განხორციელებული სამწვრთნელო პროცესის აღრიცხვა - სტატისტიკის წარმოება
- დაგეგმილი და განხორციელებული სამწვრთნელო პროცესის შედეგების უტყუარობა, დროულობა და ხელმისაწვდომობა.
edit -ის ფუნქცია გამოვიყენოთ შემდეგნაირად - მონიშნა ეს ტექსტი და საკუთარი შესწორება, მოსაზრება, ხედვა - შეიტანა, დაურთო საკუთარ პოსტში.
* * *
***
***
***
ბოლოს
ამ თუ სხვა რიგ კომპონენტებს უნდა მივაწეროთ ფასი და ამ ფასების ჯამი გამოვა კლუბის ბიუჯეტი
ეგაა პრინციპი
* * *
5. ხარისხობრივი პროგრესი - ში
დუბლები-ესპუარები
7-კაცა
მამაკაცთა გუნდებზე ჯერ არ მიმიწერია
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...