forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (26) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ალუდა ქეთელაური, ვიდეოები, მოგონებები, ლექსები, სიმღერები, ტექსტები
Blaugrana_Ika
_____________


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11146
წევრი No.: 117449
რეგისტრ.: 22-June 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 15:17  #31770864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lorea
დადე, დადე. სახლში გადაღებულია უმრავლესობა ისედაც...


user posted image


მასწავლებლები: ერთხელ, ალუდამ ღამე გაგვათენებინა, გული გადაგვიშალა და მეორე დღეს ღამენათევებს მოგვიწია გაკვეთილების ჩატარება, მან კი ლექსით მოგვიბოდიშა.


ახლა გიამბობთ ამბავსა
ერთი ხევსური ბიჭის,
გამოყენება არ იცის,
ღვთისგან ბოძებულ ნიჭის! . .

ამბობენ სასმელს ხშირად სომს,
არ აკონტროლებს ენასა,
ცუდ ახალგაზრდას ყველა გმობს
და იმახსოვრებს წყენასა.

ეს მე ვარ ხევსური ბიჭი,
მთვრალმა დავკარგე გონია,
საწყენად არას ვიძახდი,
სათქმელ არ მომიგონია.

ყველაფერს გარჩევა უნდა:
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
სიტყვებსაც აწონვა უნდა,
რომ სხვამ არ მაიწყინოსა.. .

დავღონდი, გულმა იტირა,
ცრემლებ თავისით დიოდა,
ვხვდებოდი, რასაც ვამბობდი,
კარგად არ გამომდიოდა. . .

ვხვდებოდი, ძალიან ვწუხდი,
ჩემს თავზე ვიბოღმებოდი,
ტუჩზე ღიმილი მეკერა,
მაგრამ დარდისგან ვკვდებოდი.

არ ვიცი, მე თქვენს წინაშე,
როგორ ვიხადო ბრალია,
გინდა კიდევაც დამადეთ,
ვერმოუხდელი ვალია.

სასმელმა გამათამამა
და ამირივა ტვინია
ალბათ ფიქრობდით ჩემზედა
ალუდაა თუ ნინია.. .

არ მინდა ცუდის კეთება
გული არა მაქ ცუდია,
თქვენც მომიტევეთ, სასმელში
სიტყვებ გამამდის მრუდია.

არც არვის თავს არ ვაცოდებ,
მაგრამ მაქვს სინანულია,
წყენით გავსებულ გულისა
დაცლა ცოტათი რთულია.. .

ეს წყენა განა თქვენზეა,
ჩემზე მეშლება ნერვები,
ხანდახან ალბათ ცუდიც ვარ
დამეთანხმებით ბევრები.

შენდობას ვითხოვ ყველასგან,
გულში მაქვს ბევრი ნაღველი,
მინდა დავწერო ბოლომდე,
რომ აღარ დამრჩეს სათქმელი.

მე თქვენ გულწრფელად მიყვარხართ,
გული სავსე მაქვს თქვენითა,
სიყვარულს ნუ ჩამიკეტავთ,
ერთი უბრალო წყენითა.

მე ერთი ვიცი, ბოლომდე
მექნება თქვენი იმედი!. .
ჩემთვის პატარაც ბევრია
თქვენ არ გეგონოთ მცირედი.

გამოღმა გამომიყვანეთ,
მატარებთ თქვენი მხრებითა,
სიკვდილთან როცა ვომობდი,
და ვაბიჯებდი ფეხითა.

ყველაფერს სწავლა სჭირდება,
მოქცევას, დაფასებასა,
ღმერთმა ეს მადლი გაჩუქათ
მე არ დაგიწყებთ ქებასა.

უბრალოდ მადლი მინდა ვთქვა,
დიდება მაღალ ღმერთისა,
მართლა ჩვენა ვართ შემქმნელი
ჩვენივ საკუთარ ბედისა.

სიტყვები არ მითავდება,
ფურცელიმც გათავდებისა,
თქვენ მოფერებით აღვსილი
გულიც ნუ მამიკვდებისა!

კიდევ მოგიხდით ბოდიშსა,
სატირლად გული მერევა,
სიყვარულია ამ ლექსში,
სევდა არ გამოერევა.

არ ვიცი, კიდევ დავწერო?
ალბათ მომივა ბევრია,
ღმერთის მეგობარს, ვიცი, რომ
ვერ მოერევა მტერია.

თქვენი თვალების სიწმინდე,
უმანკოება გრძნობაში,
ბევრჯერ მინახავ ჩუმ ცრემლი
ამ ლამაზ მეგობრობაში.

ახლა კი, მგონი ვამთავრებ,
თქვენ იყვას მწყალობელია,
ეგეთები ხართ, გენაცვლეთ,
როგორც ვაჟაის შველია!

ერთობა ყველას ჯობია,
თანამოაზრეც კარგია,
ცხოვრებას ისე მიჰყვებით,
არ არის დასაკარგია.

იქნებ ეს ლექსიც არ ლექსობს,
არაფრად არა ვარგია,
მე ჩემ სათქმელი გითხარით,
და მოვიშორე ბარგია!

16/12/2009 ა. ქეთელაური
* * *
user posted image

ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს
ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
სანამ სიკვდილი დამანამუსებს...

სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
მინდა გრძნობები უფრო ხალასი!...
მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი!

მინდა რომ თქვენი თვალების სირმით
შემკული ზეცა მეფაროს თავზე
და სიკვდილამდე თუკი მივედი -
მინდა რომ ჩემი ცხოვრების გზაზე --

მინდა რომ ამ ჩემს სავალ ბილიკებს...
მოტივად გაჰყვეს თვალები თქვენი;
თქვენ შეიძლება მაძაგებთ,მაგრამ
ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!

/ალუდა ქეთელაური/


--------------------
I lose more than you, you're in good hands © Pep Guardiola

მერე ვიღაცამ ჩემი გადაგდება რო მეინდომოს? (c) ჰასანა ცეცხლაძე

თოლორდავას გენიალობა.
FROM GEORGIA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2179
წევრი No.: 150497
რეგისტრ.: 8-June 12

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 15:32  #31771089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lorea
QUOTE
სახლშია გადაღებული და მაგიტო ვამბობ უხერხული ხო არ იქნებატქო .........

კაი რა დადე რა მოხდა მერე რომ სახლშია გადაღებული პლზ
* * *
QUOTE
.მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე,
ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს
.ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
ის კი - სევდაში ატარებს წამებს. .
. და სადღაც ქუჩის ვიწრო კუთხეში
დგას მარტო, ობლად საწყალი ბავშვი . . .
პურის ნატეხი უჭირავს ხელში
სხვეის ბავშვებს კი - სძინიათ სახლში
.სავსეა დარდით თვალები მისი
და სითბოს ეძებს ყველაში, ყველგან . . .
ყველას არ უყვარს შვილები სხვისი,
მით განსხვავდება ის ყველა ჩვენგან.
ფიქრობს და ხვდება, რომ ის სხვა არის
და თავის ადგილს ქუჩაში ხედავს,
ფიქრობს და გულზე უჩნდება ბზარი
ის ხომ ვერავის ეძახის დედას!
ის უკვე ყველას უყურებს ზიზღით,
რადგან ჩვენ თვითონ ვექცევით ასე,
ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთადერთ მიზნით,
რომ ფულით გვქონდეს მუთაქა სავსე . . .
და გვავიწყდება, რომ ყველა ბავშვი,
რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის!. .
წამო, პატარავ, წაგიყვან სახლში,
არ შემიძლია მოთმენა მეტის!

კარგი ლექსია და რა გაკვეთილზეა ეგ დაწერილი ვერ გავიგე როცა სკოლაში სწავლობდა?
Anfield13
kk


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2626
წევრი No.: 147110
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 15:42  #31771255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lorea
მე რაც ძმა აქამდე ნანახი სულ სახლში ან ბუნებაშია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა user.gif
Blaugrana_Ika
_____________


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11146
წევრი No.: 117449
რეგისტრ.: 22-June 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 15:55  #31771449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


ამ სიმღერის MP3-ის გადმოსაწერი ლინკი (იმ სიაში არ მქონდა): http://allshares.ge/download.php?id=58C0AF0047
minerva25
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 456
წევრი No.: 136856
რეგისტრ.: 11-October 11

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 15:57  #31771479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Blaugrana_Ika
საქართველოში არ ვიმყოფები და შეიძლება მაგიტომ?...
Blaugrana_Ika
_____________


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11146
წევრი No.: 117449
რეგისტრ.: 22-June 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 16:06  #31771666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
minerva25
ალბათ...

ავტვირთე უცხოურზეც

http://www.filesonic.com/file/ZVEa66l

ნახე აბა..
minerva25
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 456
წევრი No.: 136856
რეგისტრ.: 11-October 11

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 16:42  #31772291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Blaugrana_Ika

დამიწერა რომ დაშეარება აკრძალულია ამ საიტზე. მხოლოდ ფაილების დამდებს აქვს ჩამოტვირთვის უფლება sad.gif
Blaugrana_Ika
_____________


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11146
წევრი No.: 117449
რეგისტრ.: 22-June 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 16:56  #31772552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
minerva25
გიშველი რამეს, საღამომდე smile.gif

http://www.filefactory.com/file/th2qyynaue...a_Qetelauri.rar

ეს ნახე აბა

ქვევით ჩამოწიე და მარცხნივაა დაუნლოადი

This post has been edited by Blaugrana_Ika on 21 Jun 2012, 17:22
მაიტო
still watching you


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2081
წევრი No.: 118371
რეგისტრ.: 13-July 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 19:17  #31775070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ალუდა ჩემი სკოლელი იყო

სულ მღეროდა ხოლმე

ფრენბურთის თამაშის დროსაც კი sad.gif

ლექსებსაც თუ წერდა, არ ვიცოდი

უფრო სხვანაირი, ,,მდიდარი" ადამიანი ყოფილა, ვიდრე მეგონა sad.gif
FROM GEORGIA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2179
წევრი No.: 150497
რეგისტრ.: 8-June 12

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 20:12  #31775794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც კარგია !!!!!!!!!!!!!!რა იქნებოდა ერთი ნორმალური ალბომი გაეკეთებინათ ამ კაცისათვის, არადა ეკუთვნის




ეს კი უძლიერესია

This post has been edited by FROM GEORGIA on 21 Jun 2012, 20:19
MrsT
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1110
წევრი No.: 110908
რეგისტრ.: 30-January 10

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 22:50  #31778301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საშინლად ვარ სხვას ვეღარაფერს ვუსმენ,მისი ხმის გაგება მინდა sad.gif ყველაზე საშინელი კი ისაა რომ ნამდვილი მიზეზიც კი ვერ გავიგე როგორ გარდაიცვალა ..მარტო ჭორები sad.gif
minerva25
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 456
წევრი No.: 136856
რეგისტრ.: 11-October 11

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 23:04  #31778534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Blaugrana_Ika

დიდი მადლობა-როგორც იქნა ჩამოვტვირთე.
PILOTI
© M I A


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1782
წევრი No.: 86210
რეგისტრ.: 8-March 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 23:57  #31779518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


--------------------
.
.
.
.
.
.
.
FROM GEORGIA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2179
წევრი No.: 150497
რეგისტრ.: 8-June 12

გამოგზავნილია: 22 Jun 2012, 10:41  #31783003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასე ყველა სიმღერა მომწონებოდეს ერთი მომღერლის ჯერ არ ყოფილა,ისეთი შთაბეჭდილება მაქვს ალუდას ყველაზე საზიზღარი სიმღერა რომ ემღერა მაინც სასიამობნოთ მოსასმენი იქნებოდა
Anfield13
kk


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2626
წევრი No.: 147110
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 22 Jun 2012, 11:51  #31783895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FROM GEORGIA
QUOTE
ასე ყველა სიმღერა მომწონებოდეს ერთი მომღერლის ჯერ არ ყოფილა,ისეთი შთაბეჭდილება მაქვს ალუდას ყველაზე საზიზღარი სიმღერა რომ ემღერა მაინც სასიამობნოთ მოსასმენი იქნებოდა

გეთანხმები, ყველა სიმღერა კარგი მოსასმენია
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (26) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0228 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]