გამარჯობა
Facebook-ის წესების მიხედვით თუ მომხმარებელმა რამე წესი დაარყვია მას ექაუნთი ებლოკება. მაგრამ საინტერესო ისა რომ ეს დაბლოკვა სამუდამოა და არც ახალი ექაუნთის შემქნის უფლება არ აქვს.
საქართველოს კანონმდებლობასთან ეს თანხვედრაში რამდენად მოდის?
თანამედროვე სამყაროში ფბ-ი გახდა ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო, ფორუმებიც მოკვდა თითქმის და მარტო ფბ ჯგუფები აქტიურდება, ასევე ნებისმიერი სტარტაფის დაწყება უკვე რთულია ფბ-ის გარეშე. ფაქტიურად სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომაა ადამიანის უფლება
რამდენად აქვს კომპანიას უფლება რომ ასეთ მნიშვნელოვან წყაროსთან წვდომა მთელი ცხოვრების მანძილზე რომ აუკრძალოს ადამიანს?
პირობითად თუ მაგთიშიც იჩხუბე და სილქნეტშიც და ამ კომპანიებმა შეგიზღუდონ წვდომა მათ სერვისთან სამუდამოდ (ანუ არ მოგემსახურონ იმ შემთხვევაშიც კი თუ არცერთ წესს აღარ დაარღვევ) ამის უფლება რამდენად აქვთ?
ჩვენთან ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი მნიშვნელოვან სიახლეებს, ზოგჯერ სასიცოცხლოსაც კი ფბ-ით ავრცელებენ ხოლმე და გამოდის რომ თუ რომელიმე მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს არ აქვს ამ წყაროსთან წვდომის შესაძლებლობა მაშინ გამოდის რომ ფბ-ის პარალელურად განცხადებები აუცილებლად სხვა რესურსებზეც უნდა განათავსონ. საინტერესოა იურისტების აზრები სად არის ამ ლოგიკებში გარღვევა და სად არა
This post has been edited by Instructor on 28 Feb 2020, 19:32