სალამი ყველას.
ამ თემის მიზანია - გავხადოთ MAYA პოპულარული საქართველოში და დავეხმაროთ ქართველ MAYA-ს ოპერატორებს ამ პროგრამის შესწავლაში.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////
სირთულის შესაბამისად გაკვეთილებს ექნებათ ინდექსი - Newbie, Medium, Advenced.
ველი თქვენს გამოხმაურებას, კრიტიკას და რათქმაუნდა თქვენს წვლილს ამ საქმეში.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////
თუ ტუტორიალი ნათარგმნია უცხო ენიდან, გთხოვთ მიუთითოთ წყარო.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////
თავისებურებანი : ერთი რამე მინდა ვთქვა სანამ დავიწყებდე. ტერმინებს და MAYA-ს Node-ების სახელწოდებების სათქმელად ვიხმარ ინგლისურს( ხანდახან ქართული ტრანსკრიფციით), ვინაიდან ზოგჯერ სიტყვა ან არ ითარგმნება ან ნათარგმნი უაზროდ ჟღერს
LEVEL -MEDIUM
Motion Path Animaton მაშ ასე, დავიწყოთ
თეორია :
დღეს ვისაუბრებ Motion Path Animaton - ზე. Motion Path Animaton განეკუთვნება იმ ტიპის ანიმაციას, სადაც ობიექტი გადაადგილდება სივრცეში Path-ის გასწვრივ.
ამ გაკვეთილში გავაკეთებთ გველის(გადავაფურთხოდ სამჯერ
) ანიმაციას.
ცნობილია, რომ გველი, როდესაც მოძრაობს, უმრავლეს შემთხვევაში მთელი მისი სხეული თითქოს მიყვება ერთ ბილიკს, ანუ გადაადგილების ტრაექტორიის ყველა წერტილს იგი გაივლის სხეულის ყველა ნაწილით( სადაც გაივლის თავი იმავე ადგილს გაივლიან ტანიც და კუდიც).
პრაქტიკა :
დავიწყოთ ახალი სცენიდან.
Menu Set- ში დავაყენოთ Animation.
1.შევქმნათ joint-ების ჯაჭვი
2.დავამატოთ CV Curve
3.შემდეგი ნაბიჯი იქნება Skeleton->Ik Spline Handle Tool ->Options
4.მოვაშორებთ tick-ს Auto simplify curve
5. დავკლიკოთ პირველ joint-ზე , შემდეგ უკანასკნელზე. მიღებთ IK Spline Handle- ს, როგორც სურათზეა.
6.მონიშნული IK Spline Handle-ით გავხსნით Hypergraph-ს და დავკლიკავთ Graph->Input and Output connections.
7.მოვნიშნავთ curveShape2(თქვენთან შესაძლებელია სხვა ნომერი ქონდეს)
8. Shift - ით მოვნიშნოთ Curve1 და შევასრულოთ შემდეგი "ბრძანება" Animation->Motion Path->Attach to Motio Path
შეამჩნევთ, ალბათ, რომ joint-ი "მიება" Curve-ს. და თუ დაკლიკავთ Play-ზე დაინახვ, რომ იგი მიყვება Path - ს. ალბათ იმასაც შემაჩნევდით, რომ "გველი" კი მოძრაობს, მაგრამ ძალზად არაბუნებრივად აკეთებს ამას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიენებთ Flow Path-ს.
9. ვასრულებთ შემდეგ მოქმედებას Animation->Motion Paths->Flow Path Object->Options.
10.დავაწკაპუნოთ Lattice around-ზე. Division Front - 200(თქვენ რამდენიც გჭირდებათ იმდენი ჩაწერეთ) , Local effect Front - 200(თქვენ რამდენიც გჭირდებათ იმდენი ჩაწერეთ)
მიუეავად იმისა, რომ "გველი სწორად მიყვება თავის გზას , იგი ხანდახან ბრუნავს თავის ღეძის გარშემო. ამის შესასწორებლად ვაკეთებთ შემდეგს:
11. IK Solver Attributes->Advenced Twist Controls->Anable Twist Controls.
შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვადასხვა მნიშვნელობები ატრიბუტებისთვის.
უფრო სრული ინფორმაცია Motion Path-ზე იხილეთ Maya Help-ში.
ამით მორჩა დღევანდელი გაკვეთილი. იმედია რამით მაინც დავეხმარე ვინმეს
array[0]
This post has been edited by array[0] on 12 Feb 2008, 22:05