forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (71) « პირველი ... 69 70 [71]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს საბაგიროები: ნაწილი III, ნაწილი III
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17273
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 27 May 2019, 16:51  #54721178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MONTY
I R L Y M ! ! !


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15886
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 3 Jun 2019, 13:11  #54753783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
შაორის განაშენიანების გეგმიდან
QUOTE

პროექტი მოიცავს საბაგირო გზის მშენებლობას, ტყიბულიდან შაორზე ამომავალი მაღალი გამტარიანობის (2500 კაც/სთ-ში) 6 კმ-იანი გონდოლებიანი საბაგირო გზა, რომელიც წარმოდგენილია სამი (ტყიბულის ქვედა, ნაქერალას შუალედური და შაორის ზედა) სადგურით.


ეს ახალი მიმართულება იქნება და საინტერესოა დეტალები მაგრამ ჯერ არაა გამოქვეყნებული .
ტყიბული-ცხრაჯვარი (
ტყიბული - ნაქერალა-შაორი ( მომავალი )
ტყიბული-მუხურის საბაგიროს პროექტი მარტო ერთგან არის ნახსენები მაგრამ არანაირი ინფორმაცია



--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!

სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !

I R L Y M! ! !

http://www.facebook.com/IntProtest
http://www.Caucasusoffline.com
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17273
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 00:18  #54800711      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვახტანგ ლეჟავას ერთ ერთI ყველაზე სახელგანთქმული პროექტი, პიატიგორსკის უსაყრდენო საბაგირო, 1971 წლიდან ფუნქციონირებს.








ვახტანგ ლეჟავას ერთ ერთი ყველაზე სახელგანთქმული პროექტი, კისლოვოდსკის საბაგირო, 1973 წლიდან ფუნქციონირებს.






* * *
http://businesstime.ge/index.php?page=cont...pQ6p5eXrFYcTid0


„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეაჩერა, - ამასთან დაკავშირებით კომპანია ინფორმაციას თაცად ავრცელებს, სადაც დაწვრილებით არის განმარტებული ქალაქის მთავარი გადასაადგილებელი საშუალების შეჩერების მიზეზები.

ამასთან როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობა ალტერნატიული ტრანსპორტით უზრუნველყო.

„Business Time” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შპს ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანიამ შესაბამისი ინსპექტირება სერტიფიცირებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საკუთარი რესურსით ახორციელდება სამგზავრო საბაგიროების მოვლა-პატრონობას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, ექსპერტთა მიერ შედგენილმა დასკვნამ ცხადყო, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ (ვიზუალურად უხილავი) დეფექტებს (ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.).

შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე.

ამასთან, სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე სამგზავრო საბაგიროს მუშაობას. დამატებითი კვლევის ჩატარება დაახლოებით 20-25 დღეს საჭიროებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქ ჭიათურაში არსებული საბაგიროები მოსახლეობის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, კომპანიამ მოძებნა გზა, რომლითაც გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა" მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მომსახლეობის მოემსახურება დაიწყო. კომპანიამ, ასევე, საქმის კურსში ჩააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც და ითხოვა სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ გავრცელებულ ინფომრაციაში.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (71) « პირველი ... 69 70 [71]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0391 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]