#48215371 · 28 Jun 2016, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი, 2 ძირითადი მიმართულებაა: ხალხური და კლასიკური. ხალხური იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებულია რომ საერთოს ვერც კი იპოვით.
კლასიკურს რაც შეეხება: აქ 3 ძირითადი მიმართულებაა: 1.შიდა სატაძრო-საკულტო,რიტუალური - "აგმა ნარტანამ"
2. ე.წ. მშვინვიერი გათავისუფლების ცეკვები "ნატიაშასტრა"
3.სამეფო კარის ცეკვები, ე.წ. სანახაობრივი, მათ შორის ვედანტების ეპიზოდების ინსცენირებები/თეატრალიზებული/ - "დესი"
ყველა მიმართულებას აქვს თავისი სკოლა/სკოლები/ და ძირითადში 8 სახეობის /სტილის/ ცეკვას გამოყოფენ: ბჰარატნატიამი ოდისი კათჰაკი კათჰაკალი მოჰინიატამი სატრია მანიპური კუჩიპუდი
აქედან ბჰარატანატიამი და ოდისი განუხრელად ინარჩუნებენ ნატიაშასტრას სტილს. ასევე მოჰინიატამი /გარე სარიტუალო/ ტექნიკური მახასიათებელია ჩახრილი მუხლები, პანტომიმური სტილი, კრეშჩენდირებული დინამიკა.
ჩარნატაკამს- ანუ სამეფო-სანახაობრივ ცეკვებს /დესი/ მიეკუთვნება კათაკი,ტექ. მახსიათებელია აშოლიტილი მუხლებით შესრულება, მრავალფეროვანი ბრუნები. როგორც ამბობენ ის ნასაზრდოე ირანული ცევების საშემსრულებლო სტილით და მოგოლთა დიდი იმპერიის ეპოქაშია დაბადებული.
კათჰაკალი,სატრია, მანიპური, კუჩიპუდი - ე.წ. "სახიობა" ცეკვების მიმართულებაა. ................................................... ოდისი
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|