ყურებს არ ვუჯერებდი გეუბნევი მეთქი ეს კობახიზეა? და მაგის მერე შნირი როა გვარი დამავიწყდა, დიახო უნდა ისმოდეს რადიკალური ოპოზიციის ხმა ყველგან და პარლამენტშიცო. ჩვენ ეს ძალიან გვინდაო
მოიცა ლინკები ვნახო .
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით.
ამასთან, როგორც კობახიძემ აშშ-ში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გამოავლენს კონსტრუქციულ მიდგომას, თუმცა გარკვეული პრინციპების დაცვით.
„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც, მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.
პარტნიორებთან გქონდა ყველა დეტალზე საუბარი, არჩევნებთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა დეტალზე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა, ეს რჩევები ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ სათანადოდ გადავჭრათ საკითხები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“,- განაცხადა კობახიძემ.
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს პარლამენტში
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს პარლამენტში
ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
დეპუტატი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ აქციებს სერიოზულად აღარ აღიქვამს.
„არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია რადიკალურ ფრთას საერთო სახალხო ერთობა აშშ - ის, ჩვენი ევროპელი კოლეგების და ნატო-ს და ევროკავშირის გარეშე. ისინი თუ ელოდებიან 15 მაისს, რომ ქართული საზოგადოება უარს იტყვის ნატო- ზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, არ მესმის, ამ დროს კი პროდასავლურად მოაქვთ მათ თავი.
საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს არამცთუ მათ აქციებს, არამედ მათ დამოკიდებულებას პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს სურვილი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს არის არა მათი, არამედ მათი ამომრჩევლის ხმა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/65...es-parlamentshi