pytgonჩვენთან ნამდვილად არაა მასეთი სიტუაცია, თუმცა რომც იყოს, კამერები რა გამოსავალია?
მაგით მხოლოდ მისვლა-მოსვლის ამბავი შეგიძლია აკონტროლო. სწავლის ხარისხზე გავლენა არ ექნება.
ლექტორი და სტუდენტები რომ შეიკრიბებიან ერთ აუდიტორიაში, ეს არ ნიშნავს, რომ უეჭველად მაგრად ისწავლის ყველა.
მეორე ის, რომ დერეფნებში დაყენებაც საკმარისია კამერების, სტუდენტების და ლექტორების მისვლა-მოსვლა რომ აკონტროლო.
ვის ჭირდება კამერა? სტუდენტს? ლექტორს?
მხოლოდ ადმინისტრაციას, რომ აკონტროლოს სიტუაცია. და ახლა სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით აკვირდებოდნენ, ეჭვი მეპარება.
სტუდენტს ეგ არაფერში ჭირდება, დამიჯერე.
სტუდენტს უნდა ნორმალური პირობები სწავლის.
იმ ლექტორს კიდევ მეტი ანაზღაურება უნდა. გასაგებია, უპასუხისმგებლოა, მაგრამ როცა სხვაგან ათას ლარს სთავაზობენ და გეპეიში 300-ს, წავა და იქ იმუშავებს, რაღაც მხრივ ვერც გაამტყუნებ.
რაღაც მიზერებზე მუშაობენ, ზოგი დაჟე თითქმის მოხალისედ დადის.
ნუ ყველა არა, ზოგს ნორმალური ანაზღაურება აქვს, მაგრამ ბევრი მართლა კაპიკებზე მუშაობს.
სტუდენტებს რაც შეეხება, პირველ კორპუსში ელემენტარული ბუფეტი არ გვაქვს,
თელი პირველი კორპუსი მიმდებარე საცხობებში ნაწილდება საჭმელად და თონის ლობიანებს და ათას უბედურებებს ჭამენ.
ნაგავი დერეფნებში ყრია.
ცხრილებს ვიღაც არაკომპეტენტური ხალხი გვიდგენს და არის მერე წვალება.
ტუალეტებში 2 ლარიან ონკანს დააყენებენ, გაფუჭდება, დააყენებენ, გაფუჭდება.
იმის თქმა მინდა, რომ რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია და უპირველესია სასწავლო პროცესისთვის
კამერების დაყენება იმ სიაში ნამდვილად არაა.
ან ის თითის დაჭერა რა მოიგონეს, ეგეც ხომ თვალის ახვევა იმენა
მოკლედ პროკრასტინაცია რასაც ქვია, ეგაა რა