"ვბრძანებთ, რომ ძმათა სამოსი მუდამ ერთ ფერში იყოს: თეთრი, შავი ან ყავისფერი. ნებას ვრთავთ ძმებს ზამთარ-ზაფხულ თეთრი სამოსი ატარონ, რათა მათ, ვინც ბნელს განეშორენ და თავი შემოქმედს უძღვნეს, ერთმანეთი თეთრი სამოსით იცნონ, რაც სიწმინდესა და სრულ უბიწობას ნიშნავს. უბიწობა - ეს გულის სიმართლე და სხეულის სიჯანსაღეა." (ტამპლიერთა ორდენის წესდება)
უბიწობის იგივე კონცეფცია, რაც რომაელ იუვენალთან გვხვდება - "Mens sana in corpore sano" - როცა მწერალი წერს: "ვილოცოთ, რათა გონება ჯანსაღი იყოს ჯანსაღ სხეულში." ვილოცოთ, ანუ მოვინდომოთ, და არა ის, რომ ჯანსაღ სხეულში გონებაც აუცილებლად ჯანსაღია, არამედ ნება და ძალისხმევაა გონების სხეულთან ერთად გასაწმენდად. "ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას." (მათეს სახარება)