Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > რამე საშუალელები იცით აზროვნების და ცნობიერების


Posted by: დოჩანა 31 May 2019, 20:30
აზროვნების და ცნობიერების გაფართოების საშუალებები იცით რამე?

Posted by: DustyKid 31 May 2019, 20:35
user posted image





ეს და კარგი მორგებული სოციუმი ოღონდ Not available in your country ;00

Posted by: shepherd 31 May 2019, 20:55
დოჩანა
QUOTE
აზროვნების და ცნობიერების გაფართოების საშუალებები იცით რამე?

გააჩნი რა კუთხით გინდა გაფართოება. ძველი ფანტასტიკები წაიკითხე, ბევრი ახდა, დანარჩენი ახდება
. ხოდა ცოტას ჩენს აზრსაც დაამატებ და ეგაა რა biggrin.gif

Posted by: Chocolate Jesus 3 Jun 2019, 16:15
DustyKid
რაც უფრო მოურგებელია სოციუმი, მით უფრო მეტი ასპარეზი გაქვს სინამდვილეში აზროვნების გასავითარებლად. რაც მეტია კონფლიქტი და დისკომფორტი, მით უფრო მოუსვენარია ადამიანის გონება, კარგი გაგებით.

სადაც ყველა მეგობრული და მომღიმარია და პრობლემები არ არის, იქ არ განვითარდება ანალიტიკური აზროვნება.

წიგნებში გეთანხმები 100%-ით.

დოჩანა
წიგნი ბაბუ წიგნი. ოღონდ მრავალფეროვანი ტექსტები. მარტო მხატვრული ან მარტო მეცნიერული ლიტერატურა არა. ყველაფერი... ზოგი იქიდან ზოგი აქედან. სწავლა და ტვინის გავარჯიშება.


Posted by: nothing_else_matters 3 Jun 2019, 18:10
მარტო წიგნი ვერაფერს შველის

თეორიას პრაქტიკის გარეშე შედეგი არ აქვს...


ამ ცხოვრებასთან მარტო დარჩენა
და ჰაერში გამოკიდება
საუკეთესო ვარიანტია,ყველაფერთან პირისპირ შესახვედრად
ფიქრებს რო ეომები
და ამარცხებ
ნამდვილი ნინძა ხარ sa.gif

Posted by: CryMeAriver 3 Jun 2019, 18:31
როგორც ამბობენ ორი აკადემია არსებობს


ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორი ჩაფიქრებული ზის ეს ადამიანი, მის ცნობიერებაც ფართოვდება ალბათ ყოველღამე, მესაკნეების დახმარებით <3

user posted image

Posted by: დოჩანა 3 Jun 2019, 22:21
წიგნებზე შეჩერდა თითქმის ძირითადი აზრი.
წიგნები ბევრი წამიკითხავს და ახლაც ვკითხულობ როცა ვახერხებ.

ამბობენ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ცნობიერებას აფართოებსო.
ამაზე რას იტყოდით?

Posted by: GIGABYTE77 4 Jun 2019, 00:59
მედიტაცია
ჭადრაკიც კარგია
წიგნი თავისთავად

Posted by: chicharito12 4 Jun 2019, 15:53
QUOTE
ამბობენ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ცნობიერებას აფართოებსო.
ამაზე რას იტყოდით?


დეპრესანტს მედიკამენტებზეა საუბარი ))

შენ რასაც გულისხმობ, ეგ ყველაფერი მოდის როცა მარტო რჩები და არავიზე დამოკიდებული არ ხარ. მარტო უნდა გადალახო პრობლემები, არავისზე დამოკიდებული შენ არ უნდა იყო

Posted by: Madara 4 Jun 2019, 19:43
მე პირადად მხატვრულ ლიტერატურას ვანიჭებ უპირატესობას

იმდენად მიზრდის ხედვის არეალს და ფანტაზიების აღქმის უნარს რომ სულ არ მინდა ნარკატა რომ კაიფი მივიღო

Posted by: დოჩანა 4 Jun 2019, 22:23
მოვკვდი ბიჭებო ამდენი წოლით...
რა მომიშუშებს ამდენ ნაწოლებს...
დღეს აქ ყასაბი მოვიდა ცოლით,
ვიცანი ჩემი სათნო საცოლე...

Posted by: Ninna_maya 4 Jun 2019, 22:38
ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე..."


კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.


smile.gif

Posted by: დოჩანა 11 Jun 2019, 11:42
წიგნები ბევრმა ახსენა და წიგნებთან მიბრუნება გადავწყვიტე.
მურაკამი გავაგრძელე, გუშინ მალხაზ ხარბედიას ტექსტი და სიმართლე ვიყიდე და თითქმის წავიკითხე უკვე . კრიტიკული წერილების კრებულია.
მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული წერილებიც ავითარებს გონებას, მიყვარს ასეთი ჟანრის წიგნების, სტატიების კითხვა.

თქვენ რას კითხულობთ ძირითადად?

Posted by: fasdfghj 11 Jun 2019, 12:02
აზროვნების გაფართოება ნიშნავს IQ-ს ამაღლებას. IQ-ს წიგნების კითხვა ვერ აგიმაღლებს. წიგნები განათლების მისაღებად არის და არა ინტელექტის ასამაღლებლად. ცოდნის მიღებისთვის ინტელექტია საჭირო რომ ტვინმა ინფორმაციის ათვისება შეძლოს მაგრამ ინტელექტის ამაღლებას განათლება არ სჭირდება

IQ-ს ამაღლება თუ გინდა, პირველ რიგში ჯანმრთელი კვებაა საჭირო და შემდეგ გარემო. კარგი იქნება თუ შენს გარემოში მყოფი ადამიანების IQ მინიმუმ ჭიანჭველების IQ-ზე მეტი იქნება up.gif

Posted by: NinjaRacer 12 Jun 2019, 18:36


ამას უყურე რო მიხვდები რომ პატარა ნამცეციც არ ხარ. ახლა ალბათ სამყაროს ცენტრი გგონია თავი

Posted by: დოჩანა 12 Jun 2019, 21:09
QUOTE
ახლა ალბათ სამყაროს ცენტრი გგონია თავი

NinjaRacer
საიდან დასკვენი ზემოხსენებული?

Posted by: medium 13 Jun 2019, 00:32
მარიხუანას მოწევა ხომ აფართოვებს
წარმოსახვით შესაძლებობებს ? smile.gif

Posted by: NinjaRacer 13 Jun 2019, 00:42
დოჩანა
გეხუმრე კომრეიდ wink.gif დაგიბლაგვეს იუმ2 უსათაუროში lol.gif



ისე უმეტესობა ადამიანი კი არის ეგოცენტრული. საკუთარ თავზე ორიენტირებული. შენზე კერძოდ არ ვამბობ.

medium


კი მესამე თვალასაც ხსნის fig.gif

Posted by: დოჩანა 13 Jun 2019, 01:23
NinjaRacer
biggrin.gif
რაღაც უგუნებოდ ვარ.

კაია იუმორი.

smile.gif
ხო რა რაღაც დიდი არაფერია ადამიანი ალბათ.

Posted by: Artist 27 Jun 2019, 01:45
დოჩანა
QUOTE
ხო რა რაღაც დიდი არაფერია ადამიანი ალბათ.

ამდენი შრომაა ჩადებული ადამიანის განვითარებაში, მთელი ეს სივრცე და დროის შექმნა და საუკუნეების მანძილზე
მასში ადამიანის გამოზრდა, რომელსაც როგორც თავისუფალ არსს უქმნიან ეხლა, ჯერ პროცესშია ეს ყველაფერი…

ხოდა როგორ არაა არაფერი? ღმერთის ხატად და სახად ყალიბდება, არაფერში ყველაფერია…


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)