მოხარული ვარ თქვენი საქმიანობის ნახვით. ერთი რჩევა მექნება: მოაშორეთ "სასწაულმოქმედი მკურნალი" თუ უნიკალური მალამო თქვენს რეკლამას. პირველ რიგში ეს აკნინებს თქვენს საქმიანობას იმიტომ რომ ქვეცნობიერად აიგივებს იმ უამრავ შარლატანობასთან რომელიც ძალიან ხშირია საქართველოში. ვინც იცის მასაჟი რა არის და მისი გამოყენების შედეგები, არ დასჭირდება იმის ახსნა სასწაულებრივია ეს თუ არა. და მეორე რიგში, არავითარი სასწაული და უნიკალური მანუალურ მკურნალობაში არ არის, ჩვეულებრივი ძალიან წარმატებული ფიზიკური თერაპიის მეთოდია. და მესამე იმედია სწორად გამიგებთ, მაგრამ თქვენს პაციენტებს ნუ გაუცრუებთ იმედებს დაპირებებით.. თქვენც იცით რომ სიტყვაზე მანუალური თერაპიით პარაპლეგიური ავადმყოფი ვერ გაირბენს. ბევრი მინახავს იმედგაცრუებული მანუალური თერაპისტებისგან, რომლებიც სასწაულებს პირდებოდნენ. სამკურნალოს გარდა მანუალური თერაპია ყოველდღიური ცხოვრების და კულტურის ნაწილიცაა.. სულაც არ არის საჭირო დაავადება მქონდეს რომ თქვენთან მოვიდე. ეს გუნება-განწყობილებას, და ზოგად თვითშეგრძნებაზე იმდენად პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს, განსაკუთრებით თუ სუნებსაც(არომათერაპია) ჩართავთ, რომ მე თქვენს ადგილზე მაგაზე უფრო გავამახვილებდი რეკლამაში ყურადღებას, ვიდრე მის უნიკალურობაზე. ეს ისე, უბრალოდ რჩევის სახით, კარგ საქმეს აკეთებთ ნამდვილად და წარმატებებს გისურვებთ. კარგია რომ ვნახე ეს თემა, თუმცა ეჭვი მაქვს რომ დახურავენ, რეკლამობის გამო. გამახსენდა რამდენად მჭირდება მასაჟი ეხლა მე
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???