forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (116) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბეისბოლი, ყველაფერი ამ ჯიგრული თამაშის შესახებ
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 05:05  #10537913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგა ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა თემა სპორტის ამ შესანიშნავი სახეობის შესახებ. თუ დაინტერესება იქნება, შევეცდები ჩემს ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ თამაშის ისტორიის, წესების და ა.შ. შესახებ. მოხარული ვიქნები თუ ქართული ბეისბოლის პიონერებიდან გამოგვეხმაურება ვინმე. ჯერ ჯერობით სულ ესაა. დასაწყისისათვის ურიგო არ იქნება გავეცნოთ ამ თამაშის წარმოშობის ისტორიას.

ბეისბოლი ძირითადად გავრცელებულია აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში (ვენესუელა, დომინიკის რესპუბლიკა, კუბა) და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (იაპონია, სამხრეთ კორეა). ბეისბოლი რამოდენიმე ხალხური თამაშის კრიკეტი (cricket), რაუნდერსი
(rounders), სთულბოლი (stoolball), ფოისონბოლ (poison ball) და სხვ.
შერწყმის შედეგად წარმოშობილი თამაშია. სპორტის ამ სახეობის "სამშობლოს" თაობაზე დავა და კამათი დღემდე მიმდინარეობს ზემოთდასახელებულ ქვეყნებს შორის. რადგან დღეის მდგომარეობით დომინანტური მდგომარეობა აშშ-ს უკავია,
შევეცდები მოკლედ მოგითხროთ ამერიკაში ბეისბოლის გავრცელების შესახებ.

დასაწყისი

პირველი გუნდი, რომელმაც თანამედროვე წესებით დაიწყო ბეისბოლის თამაში ნიუ-იორკის ნიკერბოკერსი გახლდათ, რომელიც 1845 წლის 23 სექტემბერს დაარსდა. ეს კლუბი მისი არსებობის ბოლომდე მოყვარული გახლდათ. სწორედ ნიკერბოკერსის წევრებმა, კლუბის ტავმჯდომარის ალექს კარტრაიტის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს და დაადგინეს თამაშის წესები. მიუხედავად იმისა, რომ ნიკერბოკერსი ბეისბოლის პიონერი იყო, გუნდმა თავის პირველივე ოფიციალურ თამაშში სასტიკი მარცხი იწვნია ნიუ-იორკ ნაინ -ისაგან ანგარიშით 23-1. თამაში 1846 წლის 19 ივნისს ნიუ-ჯერსისთან ახლოს მდებარე დასახლება ჰობოკენში ჩატარდა და ბეისბოლის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩად არის მიჩნეული. თამაშმა მალე მოიპოვა პოპულარობა და უკვე 1857 წელს, ბეისბოლის წესების საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად მოყვარულ კლუბთა ყრილობა იქნა მოწვეული. სულ 25 დელეგატი შეიკრიბა. ხოლო მომდევნო წელს ბეისბოლის მოთამაშეთა ეროვნული ასოციაცია დაფუძნდა (National Association of Baseball Players). ლიგა ნელ ნელა იზრდებოდა, შესაბამისად იზრდებოდა ხარჯებიც, რომელთა სრული დაფარვა თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით ვეღარ ხერხდებოდა. ამან შესაბამისად წარმოშვა სპონსორების მოზიდვის და მათი ბეისბოლით დაინტერესების აუცილებლობა. 1869 წელს ძმებმა ჰარი და ჯორჯ რაიტებმა თავი მოუყარეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებს და ქალაქ ცინცინატიში პირველი პროფესიონალური გუნდი დააფუძნეს, სახელწოდებით Red Stockings. გუნდმა 65 ჩატარებული მატჩიდან ყველა მოიგო, თან უდიდესი უპირატესობით, რამაც სხვა გუნდის მესვეურებიც მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო პროფესიული კლუბების ჩამოყალიბება. 1871 წელს ბეისბოლოს მოთამაშეთა ეროვნული ასოციაცია ბეისბოლის პროფესიულ ლიგად გადაკეთდა, ხოლო 1875 წელს ამ ლიგის ბაზაზე ჩამოყალიბდა ეროვნული ლიგა (National Leauge). ამიერიდან გუნდები, რომლებიც ლიგის შემადგენლობაში შედიოდნენ უკვე თავად მოთამაშეებს კი არ ეკუთვნოდათ, არამედ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ მდიდარ ბიზნესმენებს, რომელთაც შეიმუშავეს მოთამაშეებთან კონტრაქტის დადების პირობები, ადგენდნენ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასის სტანდარტებს და ა.შ. სულ მალე ცხადი გახდა, რომ ბეისბოლში ჩადებულ ინვესტიციას სტაბილური და საკმაოდ დიდი მოგების მოტანა შეეძლო. ამ ფაქტორმა თამაშის განვითარებას ახალი ბიძგი მისცა და წარმოწმნილი კონკურენციის პირობებში მყისვე გამოჩნდა უკვე არსებულის საწინააღმდეგო ლიგა - ამერიკული ასოციაცია (American Association), რომელიც არსებულ ბაზარზე დაბალი ფასებითა და დიდ ქალაქებში დაარსებული ახალი კლუბებით შემოიჭრა. თუმცა საქმე დაპირისპირებამდე არ მისულა, რადგან ლიგების მესვეურებმა მალევე გამონახეს საერთო ენა და რატიფიცირება გაუკეთეს ეროვნულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორივე ლიგის მოთამაშეებს ევალებოდათ კონტრაქტის პირობების უმკაცრესი და ზედმიწევნით დაცვა, ეკრძალებოდათ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სხვა გუნდებში გადასვლა და ა.შ. ამან მოთამაშეთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1884 წელს მათ საკუთარი ლიგა - გაერთიანებული ასოციაცია ჩამოაყალიბეს (Union Association), რომელმაც რამოდენიმე წელი იარსება და ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო დაიშალა. 1890 წელს ამერიკული ასოციაციაც დაისალა და მისი ოთხი წამყვანი კლუბი
ეროვნულ ლიგას (National Leauge) შეუერთდა. ახალი საუკუნის დადგომას ახალი კონკურენტის გამოჩენა მოჰყვა - ეს კონკურენტი ამერიკული ლიგა ((American Leauge)) გახლდათ, რომელშიც სატავეს ჯერ კიდევ 1894 წლიდან, როგორც რეგიონული ლიგა ისე იღებდა. მასში გაწევრიანებული იყვნენ დეტროიტის, გრანდ რეპიდსის, ინდიანაპოლისის, მილუოკის, სოუქს სიტის და ტოლედოს გუნდები. ლიგას თავდაპირველად "დასავლეთ ლიგა" ეწოდებოდა, ხოლო "ამერიკული ლიგა" მას 1900 წელს ეწოდა.

1902-1919 წლები "მკვდარი ბურთის ერა" (Dead ball era) .

1902 წელს ორივე ლიგის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სეზონის შემაჯამებელი მატჩის ცატარების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა ლიგის გამარჯვებულებს უნდა მიეღოთ და მას "მსოფლიო სერია" ( World Series) უწოდეს . პირველი სერია ამერიკული ლიგის წარმომადგენელმა ბოსტონის გუნდმა მოიგო.
რაც შეეხება ზემოხსენებული პერიოდის დასახელებას, იგი იმდროინდელი თამაშის სტილიდან გამომდინარეობს. თამაშის არსი და იდეა ძირითადად სუსტი დარტყმების, ე.წ. BUNTING-ის (ტერმინებზე შემდგომ ვისაუბრებთ) და ბაზების მოპარვის სტრატეგიაზე იყო დაფუძნებული. ამის გამო ზოგიერთი მატჩი რამოდენიმე დღეც კი გრძელდებოდა. სხვათა შორის პიტჩერების (ბურთის მტყორცნელების) თითქმის ყველა რეკორდული მაჩვენებელი სწორედ მე-20 საუკუნის პირველ დეკადაშია დაფიქსირებული, რის გამოც ამ პერიოდს პიტჩერების ერასაც უწოდებენ ხოლმე. ნამდვილი რევოლუციური სიახლე საცობისგულიანი ბურთების გამოჩენას მოჰუვა, რამაც კარდინალურად შეცვალა თამაშის დინამიკა და მისი სანახაობრივი მხარე , რა თქმა უნდა უკეთესობისაკენ. ამან თავის მხრივ კიდევ უფრო გაზარდა ბეისბოლის პოპულარობა და დაიწყო ახალი ერა, რომელსაც "ოქროს ხანა" ეწოდა და მოიცვა პერიოდი 1920 წლიდან 1941 წლამდე. ამის შემდგომ ბეისბოლის ჩრდილო ამერიკელი ისტორიკოსები გამოყოფენ რამოდენიმე ერას:

1942-1945: ომის წლები
1946-1960: ომის შემდგომი წლები
1961-1968: პირველი გაფართოება
1969-1976: მეორე გაფართოება
1977-1992: მესამე გაფართოება
1993-1997: მეოთხე გაფართოება
1998-დან დღეის ჩათვლით მეხუთე გაფართოება.

ყოველი გაფართოებისას ხდებოდა ერთი ან რამოდენიმე გუნდის დამატება ბეისბოლის ორივე ლიგის გაერთიანებულ ლიგაში, რომელიც 1969 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე სახელა "ბეისბოლის უმაღლესი ლიგა" (Major League Baseball), შემოკლებით MLB ეწოდება.

დღეის მდგომარეობით MLB ორ ლიგად ამერიკულ (American Leauge, შემოკლებით AL) და ეროვნულ ლიგებად (National League, შემოკლებით NL) არის დაყოფილი. ლიგები გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით სამ-სამ დივიზიონად არის დაყოფილი - ესენია აღმოსავლეთის, ცენტრალური და დასავლეთის დივიზიონები.

დივიზიონების შემედგენლობა:

ამერიკული ლიგა (American Leauge, AL):

აღმოსავლეთის დივიზიონი: Baltimore Orioles, Boston Red Sox, New York Yankees, Tampa Bay Rays, Toronto Blue Jays .

ცენტრალური დივიზიონი: Chicago White Sox, Cleveland Indians, Detroit Tigers, Kansas City Royals, Minnesota Twins .

დასავლეთის დივიზიონი: Los Angeles Angels of Anaheim, Oakland Athletics, Seattle Mariners, Texas Rangers .

ეროვნული ლიგა (National League, NL):

აღმოსავლეთის დივიზიონი: Atlanta Braves, Florida Marlins, New York Mets, Philadelphia Phillies, Washington Nationals.

ცენტრალური დივიზიონი: Chicago Cubs, Cincinnati Reds, Houston Astros, Milwaukee Brewers, Pittsburgh Pirates, St. Louis Cardinals.

დასავლეთის დივიზიონი: Arizona Diamondbacks, Colorado Rockies, Los Angeles Dodgers, San Diego Padres, San Francisco Giants.

რეგულარული სეზონი როგორც წესი აპრილის პირველ რიცხვებში იწყება და სექტემბრის ბოლოს სრულდება. დროის ამ მონაკვეთში გუნდები 162 მატჩს ატარებენ. ეს ოდენობა 1961 წელს ლიგის პირველი გაფართოებისას დაადგინეს, მანამდე გუნდები 154 მათჩს ატარებდნენ.

1997 წლამდე გუნდები მხოლოდ საკუთარი ლიგის გუნდებთან თამაშობდნენ, 1997 წლიდან კი ხსენებული შეზღუდვა გაუქმდა.

რეგულარული სეზონის დასრულებისთანავე იწყება ე.წ. post-season ანუ პლეი-ოფები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ორივე ლიგის დივიზიონების გამარჯვებულები და თითოეული ლიგის საუკეთესო მეორე ადგილოსანი, სულ რვა გუნდი.

ლიგებში იმართება დივიზიონის სერიები (NBA-ს და NHL-ის კონფერენციების პლეი-ოფების ანალოგი, განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია). ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან მთავარ ფინალში - მსოფლიო სერიაში , რომელშიც ვლინდება MLB-ს ჩემპიონი. დივიზიონის სერიები სამ მოგებამდე გრძელდება, ხოლო მთავრი ფინალი - მსოფლიო სერია ოთხ გამარჯვებამდე.

ყოველი წლის ივლისის შუაში იმართება ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელშიც გუნდების დაკომპექტება NBA-NHL-ს ანალოგიურად ხორციელდება. გუნდების დამატებითი მოტივაციისათვის ყველა ვარსკვლავის მატჩში გამარჯვებული მსოფლიო სერიის (ანუ მთავარი ფინალის) მე-7 შეხვედრის მოედნის უპირატესობას იპოვებს. ყველა ვარსკვლავის მატჩის კიდევ ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ გუნდების შემადგენლობაში სავალდებულოა ყველა გუნდიდან მინიმუმ ერთი მოთამაშის ყოლა.

დრაფტის სისტემა NBA-NHL-ს სისტემის ანალოგიურია.

გაგრძელება იქნება ................................

This post has been edited by BOBO on 25 Jul 2008, 07:41


--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია

New England Patriots
Boston Celtics
Boston Red Sox
Montreal Canadiens
რასტრელი
<3


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21971
წევრი No.: 11585
რეგისტრ.: 16-July 05

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 09:20  #10538132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BOBO
მაგარი კაცი ხარ!! საღოლ!


--------------------
"ფუ ########თ ფორმულა ერთი, ფერრარი და მთელი იტალია

მილანი #####ან ზემოდან და ბოლონეზა კიდე მაგათი!"

© tornike-404
dEiMOnZ-
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 68131
რეგისტრ.: 25-July 08

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 16:36  #10543096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BOBO
მაგარი სპორტია მართლა ძაან მაგარია. wink.gif


--------------------
i have but the present moment
and i must threat it like my last...

...and if you're not down with that, we've got two words for ya! SUCK IT!

Live For The Moment...
:Fear is a "4" letter word
M_Schumacher
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3933
წევრი No.: 67290
რეგისტრ.: 12-July 08

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 18:58  #10544989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · msn
საღოლ ბევრი გიშრომია up.gif ................


--------------------
Sampling is an art form. Artists didn't invent colors but they use them to create there own
works of art.
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 23:14  #10547682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც დამავიწყდა მიმეთიტებინა თავის დროზე და თუ მოდერი შემოეხედავს, ვთხოვ თავში აიტანოს ბეისბოლის უმაღლესი ლიგის MLB-ის ოფიციალური საიტის მისამართი http://mlb.mlb.com/index.jsp ... თუ არადა იყოს აქ biggrin.gif არ დაიკარგება

სასიამოვნოა, რომ არის დაინტერესება smile.gif მაშ ასე ვაგრძელებთ:


თამაშის წესები (მოკლე აღწერა):
-------------------------------------------


თითოეული გუნდის სასტარტო განაცხადში 9 მოთამაშეა, შეცვლები არ არის ლიმიტირებული, არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა - შეცვლილ მოთამაშეს უკან დაბრუნების უფლება აღარ აქვს.

ნებისმიერ მატჩში სტუმართა გუნდი იწყებს თამაშს თავდასხმაში, შესაბამისად მასპინძელი გუნდი დამცველის როლში გვევლინება.

ბეისბოლის მოედანი სექტორებად არის დაყოფილი და ორ ზონად იყოფა - INFIELD შიდა მოედანი და OUTFIELD გარეთა მოედანი. (სამწუხაროდ ამ მომენტში მოკლებული ვარ საშუალებას წარმოგიდგინოთ მოედნის გრაფიკული გამოსახულება, მაგრამ უახლოეს დღეებში გამოვასწორებ ამ ლაფსუსს).

პიტჩერი (P) ანუ მარტივად ბურთის მტყორცნელი - გუნდის მთავარი მოთამაშე, რომელიც პატარა მიწაყრილის ცენტრში დგას (მიწაყრილს სხვანაირად გორაკს უწოდებენ).

ქეთჩერი ( C ) დამჭერი - ჩამუხლულია ე.წ. "სახლის" უკან (სახლამდე მალე მივალთ smile.gif).

ბაზის დამცველები - ადგილი, სადაც ბეისბოლის მატჩის მთავარი მოქმედება ვითარდება, რომბის ფორმისაა, რომლის თითოეულ კუთხეში განლაგებულია "ბაზები". ვიდრე გრაფიკულ გამოსახულებას დავდებდე, წარმოდგენა რომ შეგექმნათ ასე შევეცდები აღწერას. რომბის სამხრეთით მდებარეობს ე.წ. "სახლი", რომლის უკან ჩამუხლულია ჩემს მიერ ნახსენები ბურთის დამჭერი. აღმოსავლეთით მდებარე ბაზა არის #1 ბაზა, ჩრდილოეთის - #2 და დასავლეთოს #3. მე მგონი ნორმალურად ავხსენი. თითოეულ ბაზაზე განლაგებულია ერთი ბაზის დამცველი. თავად ბაზები პატარა კვადრატული ტომსიკებია, რომლებიც განლაგებულია რომბის კუთხეებში მიწაზე. დამცველებს შესაბამისად მოიხსენიებენ როგორც B1, B2, B3 (ბაზებზე განლაგების მიხედვით). მათ ეხმარება ე.წ. შორთსტოპი (SS), რომელიც მოედანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თავისუფლად მოძრაობს ბაზებს შორის, თუმცა უმრავკლეს შემთხვევაში, როგორც წესი შორთსტოპი პირველსა და მეორე ბაზას შორის "დვიჟენიობს", რადგან პირველი შეტევა და აქედან გამომდინარე შემტევთა ძირითადი დარტყმა სწორედ ამ ბაზებზე მიმდინარეობს.

სახლი - ხუთქიმიანი ბრტყელი ლითონის ე.წ. "პლასტინკა" (უკაცრავად, მაგრამ ქართული შესატყვისი ნამდვილად არ ვიცი, თუ ვინმე შეასწორებს დიდად დამავალებს), როგორც უკვე ვთქვი განლაგებულია რომბის სამხრეთ წერტილში.

სწორედ ამ რომბს, რომელიც მოიცავს ბაზებს ეწოდება შიდა მოედანი INFIELD, შესაბამისად რომბის მთელი გარეთა ნაწილი, ტრიბუნებამდე ცათვლით წარმოადგენს გარეთა მოედანს OUTFIELD-ს, სადაც განლაგებული არიან ე.წ. აუტფილდერები ანუ გარეთა მოედნის დამცველები, სულ 3 დამცველია მარჯვენა, ცენტრალური (გნებავთ შუა ვუწოდოთ) და მარცხენა.

თავად რომბის ზომები თამაშის წესებით არის განსაზღვრული, თუმცა სივრცე რომბსა და ღობეს (ანუ ტრიბუნებამდე სივრცე ) შორის სხვადასხვა სტადიონებზე სხვადასხვაა (დაახლოებით ის ყოფილი ჰაიბერის და კამპ ნოუს ვარიანტია smile.gif ).

პიტჩერი, ქეთჩერი, შორთსტოპი, 3 ინფილდერი და 3 აუტფილდერი - სულ 9 კაცი დამცველები არიან. თავდამსხმელ გუნდს მხოლოდ ბეთერები ანუ დამრტყმელები წარმოადგენენ.

თამაშის არსი
-------------------


თავდამსხმელთა მიზანია - შემოურბინონ ყველა ბაზას და დაბრუნდნენ სახლში. თითოეულ ასეთ შედეგიან შემორბენას RUN ( R ) ეწოდება და 1 ქულით ფასდება. შემორბენისას სავალდებული პირობას წარმოადგენს ბაზებზე სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეხება (ნუ სირბილისას თავისთავად ცხადია სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეხებაში, ბაზაზე ფეხის დაბიჯება ითვლება).

დაცვის მიზანია - გააგდოს შემტევი გუნდის 3 მოთამაშე. თავდამსხემლია გაგდებას აუტი ქვია - AUT (A). თავად აუტის რამოდენიმე ხერხი არსებობს, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

აქედან გამომდინარე ქულის/ქულების მოპოვება ბეისბოლში მხოლოდ შეტევისას ხდება.

პირველები თავდასხმაში ყოველთვის სტუმართა გუნდის მოთამაშეები მონაწილეობენ. თავად შეტევა შემდეგნაირად მიმდინარეობს. შემტევი გუნდის 1 მოთამაშე, ბეთთერი, რომელსაც ხელთ უპყრია ბეისბოლის ჯოხი ე.წ. ბიტა (ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი), დგება სახლის სიახლოვეს, მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან (ეს დ ამოკიდებულია ბეთთერის არჩევანზე ანუ მისთვის როგორც უფრო მოხერხებული იქნება). მტრყორცნელი ანუ პიტჩერი ტყორცნის ბურთს ქეთჩერის და იმავდროულად ბეთთერის მიმართულებით, იმგვარი გაანგარიშებით, რომ ბეთტერმა ვერ მოარტყას ბურთს ჯოხი. აქ ერთი აუცილებელი პირობაა - ნატყორცნმა ბურთმა უნდა გაიაროს ზუსტად სახლის თავზე (ხომ გახსოვთ ზევით რომ დავწერე ხუთქიმიანი მეტალის "პლასტინის" ანუ სახლის შესახებ). გავლისას მეორე სავალდებულო პირობა მოქმედებს - ბურთმა უნდა გაიაროს ბეთთერის მხარსა და მუხლს შორის არსებული სივრცე ე.წ. სტრაიქ-ზონა ანუ ტყორცნის ზონა, მხრის ზევით ან მუხლს ქვევით ნატყორცნი ბურთი არასწორ ტყორცნად ფასდება და მას BALL (ბოლი) ეწოდება, ხოლო სწორად ნატყორცნ ბურთს STRIKE - სთრაიქ ექოდება. ბურთის ტყორცნის ზონაში გავლა-არგავლის სისწორეს ქეთჩერის უკან მდგარი მსაჯი აკონტროლებს, ტყორცნის შემდგომ შეძახილით BALL ან STRIKE და შესაბამისი ჟესტიკულაციით. თუ პიტჩერმა სწორად მოაწოდა ბურთი და დამრტყმელი მას არ შეეხო, პიტჩერს სტრაიქი ეთვლება . სამი სთრაიქის შემთხვევაში ბეთთერი ანუ თავდამსხმელი ვარდება მოედნიდან ანუ კეთდება AUT - აუტი და მის ადგილს იკავებს მეორე ბეთთერი. სამი აუტის შემთხვევაში გუნდები ცვლიან ადგილებს ანუ თავდამსხმელი გუნდი დაცვაში გადადის , ხოლო დამცველი პირიქით უტევს. ამგვარი მონაცვლეობის 1 სრულ ციკლს ინინგი ქვია (ჩვენებური ტაიმის ანალოგი). სულ თამაშდება 9 ინინგი, ხოლო 9 ინინგის შემდეგ ფრის შემთხვევაში მატჩი გრძელდება იქაქმდე, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული ანუ ბეისბოლში ფრე არ არსებობს. ასევე არ არსებობს ე.წ. ოქროს გოლის პრინციპი ანუ შეიძლება დაცვისას გავუშვა 1 ან რამდენიმე რანი, მაგრამ თუ დარჩენილი მაქვს შეტევის უფლება, ამ უფლების გამოყენება არანაირად არ იზღუდება. ტაკს ეხლა რომ არ ავირ-დავირიოთ გავაგრძელოთ იმ ადგილიდან, როდესაც პირველი შემტევი გავარდა აუტით და მისი ა დგილი მეორე ბეთტერნმა დაიკავა. ესე იგი პიტჩერის მიერ სწორად მოწოდებული ტყორცნა არის სთრაიქი. ასევე სთარიქია იმ შემთხვევაში, თუ თუ შემტევმა მოუქნია ჯოხი ბურთს, მაგრამ ვერ მოარტყა მას, ტან ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ბურთი სწორად იყო ნასროლი თუ არასწორად, გაიარა მან სთრაიქ ზონა თუ არა. ყოველი მოწოდების შემდეგ მსაჯი ა ცხადებს რამდენი BALL და რამდენი STRIKE არის მოწოდებული, მაგალითად 2 BALLS, 1 STRIKE. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოთამაშეებმა, დაცვაში არიან ისინი თუ თავდასხმაში, შესაბამისი ტაქტიკური ვარირება მოახდინონ. თუ ბეთტერმა მოარტყა ჯოხი ბურთს, მაშინ ის ე.წ. RUNNER-ი ხდება ანუ სანამ ბურთი ჰაერშია ან მოედანზე მიგორავს, იგი გარბის ბაზის დასაკავებლად. სიტუააციიდან გამომდინარე (ამას ბუნებრივია თავად რანნერი აფასებს) იგი იკავებს 1, მეორე ან მესამე ბაზას, ერთი სიტყვით ცდილობს რაც შეიძლება ბევრი ბაზის შემორბენას, რომ მიუახლოვდეს სახლს. სახლში დაბრუნება კი როგორც უკვე ვთქვით 1 ქულას უდრის. რანნერის აუტით გაგდების რამოდენიმე ხერხი არსებობს:

1) თუ მცველმა ბურთი ჰაერშივე დაიჭირა;
2) თუ მცველმა, რომელსაც ბურთი უპყრია ხელთ რანნერამდე ადრე მიაღწია ბაზამდე და მოახდინა ბაზაზე სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეხების დაფიქსირება;
3) თუ მცველმა გადააწოდა ბურთი ბაზის მცველს, რომელმაც ბურთი იქამდ დაიჭირა, სანამ რანნერი შეეხებოდა ბაზას სხეულის ნებისმიერი ნაწილით. მესამე შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ მცველს, რომელმაც მიიღო ბურთი, ასევე კონტაქტი ქონდეს ბაზასთან ანუ ბურთის მიღებისას თუ იგი ბაზას არ ეხება, მაშინ აუტი არ დაფიქსირდება (სხვბათა შორის გუშინ იყო ძალიან მაგარი მომენტი მილუოკი - სენტ ლუისის მატჩისას, ბაზაზე სენტ ლუისის რანერი მირბოდა, მცველს ბურთი ცოტა არასწორად მიაწოდეს და ტიპმა ისე რომ ფეხი არ მოუშორებია ბაზიდან, რაღაცნაირად დაღრეცილ-გადაწოლილ-ფაწელილმა მაინც დაითრია ბურთი და აუტი გაუჩალიჩა რანნერს).

ბეთთერს, ამ შემთხვევაში იგივე რანნერს შეუძლია სურვილისამებრ ნებისმიერ ბაზაზე შეჩერდეს, მაგრამ ერთ ბაზაზე არაუმეტეს ერთი მოთამაშისა უნდა იმყოფებოდეს. მაგალითად მოთამაშე A-ს დაკავებული აქვს 1 ბაზა, მოთამაშე B-მ დაჰკრა ბურთს და გაიქცა 1 ბაზისკენ, ასეთ დროს 1 ბაზაზე მდგომი A ვალდებულია გაიქცეს მეორე ბაზისკენ და გაუნთავისუფლოს ბაზა B-ს, თუმცა ეს შეიძლება სავალალოდ დანთავრდეს მისთვის ან B-სთვის. შემტევის მიერ ბაზის დაკავების შემთხვევაში შეტევაში გამოდის მორიგი ბეთთერი და ყველაფერი თავიდან იწყება ანუ წინა ბეთთერზე დაფიქსირებული BALL ან STRIKE-ეების რაოდენობა ახალ შემტევზე არ ვრცელდება. და ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე 3 შემტევს არ გააგდებენ დამცველები აუტით, რის მერეც გუნდები როგორც უკვე ითქვა ცვლიან ადგილებს - შემტევი გადადის დაცვაში და პირიქით დამცველი შეტევაში. ბაზების შემორბენა და სახლში დაბრუნება 1 ქულად ფასდება. ასე რომ ერთი ბეთტერის მიერ ერთი შეტევისას შესაძლებელია მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 4 ქულის მოპოვება. მაქსიმუმი ასე შეიძლება: მაგალითად შემტევებს დაკავებულ აქვთ სამივე ბაზა - A დგას #3, B დგას #2, C დგას #1 ბაზაზე. ამ დროს ბეთთერმა დაჰკრა ბურთს და ბუნებრივია გაიქცა #1 ბაზისკენ. შესაბამისად A გარბის სახლისკენ, B გარბის #3 ბაზისკენ. ხოლო C #2 ბაზისკენ. თუ შემტევები ხედავენ რომ დამცველები ვერ ასწრებენ ბაზის დამცველებისათვის ბურთის დროულად მიწოდებას , ბუნებრივია ისინი აგრძელებენ სირბილს და B, C და მეოთხე შემტევიც ასწრებენ სახლში დაბრუნებას. ასეთი რამ როგორც წესი ე.წ. ჰოუმ რანის HOME RUN დროს ფიქსირდება. ჰოუმ რანი ეწოდება ისეთ დ არტყმას, როდესაც ბურთი გადასცდება ღობეს, რის გამოც აუტფილდერებისათვის შეუძლებელი ხდება ბურთის დაბრუნება ბაზის მცველებისათვის. ალბათ ბევრ თქვენგანს უნახია ამგვარი დარტყმა. რომლის შემდეგ შემტევები მშვიდად შემოურბენენ ხოლმე ყველა ბაზას და ბრუნდებიან სახლში.

დღეისთვის სულ ეს იყო, უკაცრავად მაგრამ ჩიკაგო ქაბს - ფლორიდა დაიწყო, თან ყურება მინდა, თან ამდენი კაკუნით დავიღალე.


გაგრძელება იქნება .....................


ხო კინაღამ დამავიწყდა შემტევის გაგდების ერთი ხერხის შესახებ, როდესაც სემტევი ბაზაზე დგას, ეხლა იყო მსგავსი მომენტი და ბარემ დაცწერ. ვთქვათ A დგას რომელიმე ბაზაზე. პიტჩერი ემზადება მოსაწოდებლად, ამ დროს ბაზაზე მდგომი რანნერი როგორც წესი ცოტათი შორდება ხოლმე ბაზას, იმ მიზნით რომ მეორე ბეთთერის მიერ კარგად დაკრული ბურთის შემთხვევაში წინასწარ მოიგოს შემდეგ ბაზამდე მისასვლელი მანძილი. ხოდა ასეთ დროს არის ხოლმე მომენტები, როდესაც პიტჩერი უცებ მოულოდნელად ბურთს არა ბეთთერის მიმართულებით ტყორცნის, არამედ იმ ბაზის მცველს აწვდის, რომელზეც იმყოფება A. ხოდა თუ მცველმა უფრო ა დრე მიიღო ბურთი ვიდრე A სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეეხება ბაზას, A აუტით გავარდება.

This post has been edited by BOBO on 26 Jul 2008, 02:55
M_Schumacher
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3933
წევრი No.: 67290
რეგისტრ.: 12-July 08

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 23:30  #10547878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · msn
მოკლედ გეტყობა რომ კარგად იცი ეს სპორტი რამდენი გიწერია up.gif და რა არხზე გადის ხოლმე?
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 25 Jul 2008, 23:38  #10547973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M_Sc}{uM@c}{eR

სტრიმინგით ვუყურებ, TV ANTS-ის მეშვეობით ....... სოპკასტმა დიდი ხანია დაიკიდა ჩემდა სამწუხაროდ, ამას კი ხარისხი არ უვარგა, მაგრამ სულ არარაობას ჯობია smile.gif ..... დღეს ძალიან მაგარი თამაშია ბოსტონი - ნიუ იორკ იანკიზ, ორიოდ საათში დ აიწყება, ეხლა ჩიკაგო ქაბს- ფლორიდას ვუყურებ 1-1 ჯერ -ჯერობით 5 ინინგი მიდის და ეხლა ფლორიდა უტევს ..... ჰუუუჰ მაგრად გადავრჩი, სამ ბაზაზე ედგათ შემტევები biggrin.gif, არადა მე ქაბსის მოგება მაქვს გამაზული პირველ 5 ინინგში .... ეხლა ქაბსი შეუტევს და 1 ქულა თუ აიღეს მოვიგებ მაზს biggrin.gif

ყესსსს რიდ ჯონსონ love.gif ჰოუმ რან 2-1 თან რიდ ჯონსონმა პიტჩერ ჯოშ ჯონსონს გაუტარა ჰოუმი givi.gif

This post has been edited by BOBO on 25 Jul 2008, 23:59
<san_i>
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 291
წევრი No.: 65990
რეგისტრ.: 28-June 08

გამოგზავნილია: 26 Jul 2008, 00:13  #10548435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BOBO
ეხლა მეძინება , ისე კი მაგარი მაინტერესებს. ხვალ წავიკითხავ, სულ მინდოდა ნორმალურად გავრკვეულიკავი ამ სპორტში, ვინდაიდან ტოტალიზატორში სათამაშო დიაპაზონი გამიფართოვდებოდა.
ახლა კი ვდებ ბეისბოლზე ხანდახან, მარა აზრზე არ ვარ რა გუნდები არიან ხოლმე. ერთი ის ვიცი იანკი რო ნორმალური ( არის თუ იყო )
იქნებ გუნდების შესახებ უფრო კონკრეტული მასალაც გქონდეს? სიამოვნებით ცავიკითხავდი ხვალ smile.gif
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 26 Jul 2008, 02:59  #10550130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<san_i>

მაქსიმალურად ვეცდები ჩემს ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის აქ მოწოდებას, თემაც მაგიტომ გავხსენი, ეგებ თანამოაზრეები ვიპოვო , რომელთანაც ერთად დავჯდები და ვისუბრებ ხოლმე .... ამასობაში იქნებ ვინმე ღვთისნიერი პროფესიონალიც წაგვეხმაროს, მეც მაქვს რაღაც შეკითხვები, პროფესორი კი არ ვარ ბეისბოლის biggrin.gif უბრალოდ მაგრად მიყვარს ეს სპორტი

* * *
ვაგრძელებთ:

ზემოთ მოვიყვანე შემტევთა აუტით გაგდების რამოდენიმე ძირითადი ვარიანტი. ეხლა ვნახოთ შეტევის რამოდენიმე თავისებურება.

1) WALK - ზემოთ დავწერე, რომ პიტჩერის მიერ არასწორად ნატყორცნ ბურთს BALL ქვია. მტყორცნელს ერთ შემტევზე სამი ასეთი ბურთის მოწოდების უფლება აქვს. მეოთხე BALL-ის დროს შემტევი ავტომატურად გადადის შემდეგ ბაზაზე და სწორედ ამას ეწოდება WALK. მაგალითი #1 - A დგას შეტევაში ანუ ბეთინგზე, დაფიქსირდა მეოთხე BALL. A ტოვებს საწყის პოზიციას და ყოველგვარი გართულების გარეშე გადადის #1 ბაზაზე. მის ადგილს კი ახალი ბეთერი B იკავებს. ვთქვათ B-ზეც მე-4 BALL დაფიქსირდა. A გადავა #2 ბაზაზე, B კი დაიკავებს #1 ბაზას. თუ მე-4 BALL-ის დროს #3 ბაზაზე დგას შემტევი გუნდის მოთამაშე, მაშინ იგი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ბრუნდება სახლში და შესაბამისად მის გუნდს ემატება +1 ქულა ანუ ფიქსირდება RUN.

2) ბაზის მოპარვა (stealing base) - შემტევი გუნდის მოთამაშეს შეუძლია ბაზის მოპარვა. მოპარვის არსი შემდეგში მდგომარეობს. მაგალითი1 : A დგას #1 ბაზაზე, პიტჩ ერმა მოაწოდა ბურთი და ამ დროს A გაიქცა ნომერ მეორე ბაზისკენ. ქეთჩერმა დაჭერილი ბურთი მეორე ბაზის მცველებისკენ გაგზავნა, მაგრამ A-მ დაასწრო მცველებს და დაიკავა ანუ მოიპარა ბაზა. მაგალითი 2: A დგას #1 ბაზაზე, ბეთერმა დაჰკრა ბურთს, გამოიქცა #1 ბაზისკენ, ხოლო A შესაბამისად #2 ბაზის დასაკავებლად გაეშურა. თავდამსხმელებმა მოასწრეს შესაბამისი ბაზების დაკავება, მაგრამ ამ დროს აუტფილდერს ვთქვათ ხელიდან გაუვარდა ბურთი (ან ვერ დაიჭირა ბეთერის მიერ დაკრული ბურთი), A-მ #2 ბაზა არ იკმარა და #3 ბაზისკნე გაიქცა. თუ A #3 ბაზას დაიკავებს ეს ბაზა მოპარულად ჩაითვლება.


დარტყმის სახეები:

1) დარტყმას, რომელმაც ბეთერს ბაზის დაკავების საშუალება მისცა, HEAT (ჰით) ეწოდება. თუ დარტყმის შემდეგ ბეთერმა #1 ბაზა დაიკავა ასეთ დარტყმას SINGLE ეწოდება, თუ დარტყმის შემდეგ #2 ბაზა იქნა დაკავებული ეს DOUBLE HEAT არის და შესაბამისად, თუ ერთი დარტყმის შედეგად დაკავებულ იქნა #3 ბაზა ეს TRIPPLE იქნება.

2) დარტყმას, რომლის დროსაც ბურთი ჰაერშივე გადაკვეთავს მოედნის მთელ სივრცეს და ღობის იქით გადავარდება HOMERUN (ჰოუმრანი) ეწოდება. ჰოუმრანის დროს შემტევ გუნდს ავტომატურად ეწერება მინიმუმ ერთი ქულა, ხოლო ერთ ქულაზე მეტის მოხვეჭის ვარიანტები ზევით უკვე აღვწერე.

ჰოუმრანი ბუნებრივია ფრიად დაფასებული დარტყმაა, ბეთერის სტატისტიკაში ჰოუმრანის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, ბეთერის სიძლიერის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება.

ხვალ ბეისბოლის ძირითად ტერმინოლოგიას და მათ განმარტებებს შემოგთავაზებთ. შეხვედრამდე
<san_i>
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 291
წევრი No.: 65990
რეგისტრ.: 28-June 08

გამოგზავნილია: 26 Jul 2008, 20:03  #10555870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BOBO

და კონკრეტულად გუნდების შესახებ არ გაქ ინფორმაცია? მაგალითად დღევანდელი თამაშები რო განვიხილოთ ?
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 30 Jul 2008, 03:06  #10592578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<san_i>

QUOTE
და კონკრეტულად გუნდების შესახებ არ გაქ ინფორმაცია? მაგალითად დღევანდელი თამაშები რო განვიხილოთ ?


მაგაზეც მივალ სულ მალე, ეხლა რომ დავწერო შეიძლება რთულად აღსაქმელი იყოს, ამიტომ ტერმინოლოგიას და სტატისტიკური მაჩვენებლების ახსნას რომ დავწერ მერე ჩემი თავი გენაცვალოთ.


ტერმინოლოგია
----------------------

აუტი (OUT) — თავდამსხმელი გუნდის მოთამაშის თამაშიდან გაყვანა/გაგდება.

ბაზა (BASE) — ე.წ. რომბის (ანუ შიდა მოედნის) კუთხეებში განლაგებული პატარა კვადრატული ტომსიკები, რომელსაც უნდა შეეხოს თავდამსხემლი, თუ მას საბოლოო ჯამში ქულის მოპობვება სურს.

უოლქ (WALK, მეორენაირად BASE ON BALLS, შემოკლებული აღნიშვნა BB - დაიმახსოვრეთ, პიტჩერების სტატისტიკაში ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ) — პითცერი მიერ ოთხი არასწორად მოწოდებული ბურთის ანუ 4 BALL-ის შედეგად, თავდამსხმელის (ბეთთერის) გადადგილება ბაზაზე.

აუტფილდერი (OUTFIELDER) — მინდვრის მოთამაშე (დამცველი). რომბის მთელი გარეთა ნაწილი, ტრიბუნებამდე ჩათვლით წარმოადგენს გარეთა მოედანს OUTFIELD-ს, სადაც განლაგებული არიან ე.წ. აუტფილდერები ანუ გარეთა მოედნის დამცველები, სულ 3 დამცველია მარჯვენა, ცენტრალური (გნებავთ შუა ვუწოდოთ) და მარცხენა.

ბაზის მწვრთნელი (BASE COACH) — გუნდის წევრი, რომელიც პირველ ან მესამე ბაზასთან მორიგეობსდ და ბეთთერ/რანერის მოქმედებებს უწევს კოორდინაცია/კონტროლს (თამაშში არ მონაწილეობს ანუ არ შეუძლია არანაირი სათამაშო მოქმედების განხორციელება).

რანერი (RUNNER) — თავდამსხემლი, რომელიც ბურთზე ჯოხის დარტყმის შემდეგ მიისწრაფის პირველი ბაზისკენ, ანალოგიურად რანერები არიან 1-დან მე-2, მეორედან მესამე ბაზაზე და მესამე ბაზიდან სახლისკენ გადაადგილებული მოთამაშეები.

Bათთერი (BATTERY) — პიტჩერის და ქეთჩერის დუეტი.

ბოლქ (BALK) — პიტჩერის წესებით დაუშვებელი მოქმედება ერთი ან რამოდენიმე რანერის მიმართ, რომლების ბაზაზე იმყოფებიან. ასეთი მოქმედება რანერს/რანერებს თითო ბაზით დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლებას აძლევს.

ბოლ (BALL) — პიტჩერის მიერ არასწორად განხორციელებული ტყორცნა ბეთტერის მიმართულებით, ტყორცნა, რომელიც არ ხვდება სთრაიქ-ზონაში. სთრაიქ-ზონას წარმოადგენს წარმოსახვითი სივრცე სახლის ზემოთ, რომლის საზღვრებია ბეთთერის მუხლიდან მის მხრებამდე არე. ანუ მხრის ზემოთ ან მუხლის ქვემოთ გავლილი ბურთი, თუნდაც მან ზუსატდ სახლის თავზე გაიფრინოს ბოლი იქნება, რადგან იგი ვერ მოხვდა სთრაიქ-ზონაში. როგორც ზემოთ ითქვა 4 ასეთი ტყორცნა უფლებას აძლევს თავდამსხმელს დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ბაზაზე, ანალოგიურად თუ რამოდენიმე თავდამსხმელია, ყველა ჰადაადგილდება ერთი ბაზით წინ, ხოლო თუ ასეთ დროს მესამე ბაზა დაკავებულია, მოთამაშე დაუბრკოლებლად შედის სახლში ანუ აკეთებს რანს (RUN) და მის გუნდს ეწერება +1 ქულა.
ხო ერთი მომენტი კიდევ - ცაწოდებისას ბურთი თუ ჯერ მიწას შეეხო და ამის მერე გაიარა სთრაიქ-ზონა, ის მაინც ბოლად ჩაითვლება, ხოლო თუ ასეთი მიწიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა/ შეეხო ბეთთერს, მას უფლება აქვს გადაინაცვლოს პირველ ბაზაზე.

სწრაფი ჩაწოდება, სწრაფი ტყორცნა (QUICK RETURN) — პიტჩერის მიერ განხორციელებილი ისეთი ტყორცნა, რომლისდროსაც ბეთთერი ჯერვ არ არის მზად დარტყმისათვის. ასეთი ტყორცნა წესებით დაუშვებელია. უფრო კარგად რომ გავერკვეთ მაგალითს მოვყვან. ყოველი ტყორცნის წინ პიტჩერი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ბეთთერმა დაიკავა დასარტყმელი პოზიცია და მზადაა ტყორცნის მისაღებად. თუ მან არ აცალა ბეთთერს პოზიციის დაკავება და ისე ტყორცნა, სწორედ ასეთი მოწოდება ჩაითვლება QUICK RETURN-ად.

ბეთთერი (BATTER) — თავდასხმელი გუნდის მოთამაშე, რომელიც დამრტყმელის ზონაში იმყოფება.

ფრენის დროს (IN FLIGHT) — მოგერიებული, მოწოდებული ან ნასროლი ბურთი, რომელიც ჯერ არ შეხებია მიწას ან სხვა ობიექტებს, მინდვრის მოთამაშეების გარდა.

მინდვრის მოთამაშის არჩევანი (FIELDER'S CHOICE) — მინდვრის მოთამაშის მოქმედება, რომელმაც მიიღო ბეთთერის მიერ დაკრული ბურთი და რომელიც არა იმ ბეთთერის წინააღმდეგ ახორციელებს თავის მოქმედებას რომელიც რანერი გახდა, არამედ სხვა რომელიმე რანერის წინააღმდეგ, რომელსაც მანამდე უკვე დაკავებული ჰქონდა ბაზა. აღნიშნულ ტერმინს ძირითადა მატჩის მდივნები (ჩვენებურად მატჩის ინსპექტორები ) იყენებენ:

ა) იმ ბეთთერ/რანერის ან რანერის გადაადგილების ჩასათვლელად, რომელიც ერთ ან რამოდენიმე ბაზაზე გადაადგილდება, სანამ დამცველი სხვა რანერის აიტით გაგდებას ცდილობს.
ბ) იმ ბეთთერ/რანერის ან რანერის გადაადგილების ჩასათვლელად, რომელმაც გადაადგილება დაცვის უყურადღებობის ან უმოქმედობის ხარჯზე მოახდინა.
ძირითადად გამოიყენება თავდამსხმელთა სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის.

იძულებითი თამაში (FORCE PLAY) - სიტუაცია/მოქმედება ერთ, ორ ან სამივე ბაზაზე, როდესაც რანერები იძულებულნი არიან გაიქცნენე მომდევნო ბაზისაკენ. მაგალითი: წესებით ერთ ბაზაზე არ შეიძლება ერთზე მეტი თავდამსხმელის ყოფნა. აქედან გამომდინარე, თუ პირველი ბაზა დაკავებულია რანერის მიერ, ხოლო ამ დროს ბეთერმა დაჰკრა ბურთს და გაიქცა პირველი ბაზისკენ, პირველ ბაზაზე მდგომი რანერი იძულებულია გაიქცეს მეორე ბაზის მიმართულებით, თუმცა შეიძლება ხედავდეს, რომ ბურთი მე-2 ბაზის სიახლოვეს დაიჭირეს და ეს შეიძლება მისი აუტითაც დამთავრდეს ანუ მეორე ბაზაზე გამოდის იძულებითი თამაში. ასეთივე სიტუაციაშია ბეთთერი, რადგან ბურთზე დაკვრის შემდგომ მას არ შეუძლია გაჩერდეს ადგილზე, იგი სავალდებულო წესი უნდა გაიქცეს პირველი ბაზისკენ.მაგალითი 2: რანერები დგანან #1 და #3 ბაზებზე, ბეთტერმა დაკრა ბურთს, იგი ვალდებულია გაიქცეს პირველ ბაზაზე, ხოლო პიურველ ბაზაზე მდგომი ასევე ვალდებულია გაიქცეს მეორე ბაზისკენ, მაშინ როდესაც #3 ბაზაზე მდგომი სიტუაციისდა მიხედვით იღებს გაქცევა-არგაქცევის გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში პირველ და მეორე ბაზებზე იძულებითი თამაშია. როგორც წესი ასეთ დროს დამცველები მოქმედებენ 2-1 პრინციპით ანუ ჯერ მეორე ბაზისკენ გადაადგილებული რანერის აუტში გაგდებას ცდილობენ. რატომ ხდება ასე, რატომ ცდილობენ მეორე ბაზისკენ მორბენალის გაგდებას და არა ვთქვათ პირველისკენ მსწრაფისას. საქმე იმაშია, რომ ჯერ პირველი ბაზისკენ მიმავალი რანერი რომ გააგდო, მეორე ბაზისკენ მიმავალი ან მეორე ბაზას დაიკავებს და შემდეგი დაკვრისას , პირველ ბაზაზე აღარ იქნება იძულებითი თამაში. ეს კი დაცვისათვის ფიად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მათ საქმე იძულებით მოთამაშეებთან კი აღარ ექნებათ, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლების მქონე რანერებთან,რაც ბნებრივია გაართულებს დაცვას.

დაბლ-ფლეი (DOUBLE PLAY) — ორნაგი აუტი, მოქმედება დაცვსიას , რომლის დროსაც აუტში გაჰყავთ თავდასხმის ერთდროულად ორი მოთამაშე.

დაბლ-ჰედერ (DOUBLE-HEADER) — წინასწარ დაგეგმილი ორი თამაში ერთსა და იმავე გუნდებს შორის ან რაიმე სხვა მიზესის გამო ზედიზედ მიჯრით ჩატარებული ორი თამაში ერთსა და იმავე გუნდებს შორის, მაგალითად წვიმის დროს თამაში წყდება. თუ წვიმის გამო თამაში ვგეღარ განახლდება, იგი სრულდება მეორე დღეს და მისი დასრულებისთანავე გინდები იწყებენ ახალ მატჩს (ასეთი რამ საკმაოდ ხშირია ბეისბოლში).

დაგაუტი (DUGOUT) — ადგილი, სადაც თამაშის დროს თავსდებიან გუნდის მინდორზე არმყოფი მოთამაშეები, სათადარიგოები და მწვრთნელების.

"ველური" მოწოდება (WILD PITCH) — არასწორი მოწოდება (ტყორცნა), რომლის დროსაც ბურთი ნატყორცნია ძალიან მაღლა ან დაბლა, ან სახლიდან მოშორებით, რის გამოც ქეთჩერს არ შეუძლია მისი დ აჭერა .

"ცოცხალი" ბურთი (LIVE BALL) — ბურთი, რომელიც თამაშშია (IN PLAY).


ბეთტერის ზონა (BATTER'S BOX) — მონიშნული ადგილი მოედანზე, სახლის მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან, რომელსაც იკავებს თავდამსხმელი (ბეთერი), სადაც იგი ახორციელებ ს მოქმედებას ე.წ. "ბიტით".

ინინგი (INNING) — მატჩის მონაკვეთი, რომლის დროსაც გუნდები მონაცვლეობით არიან დაცვასა და თავდასხმაში. მონაცვლეობა სამი თავდამსხმელის აუტით გაგდების შემთხვევაში ხდება. ანუ A უტევს, B დაცვაშია (TOP of the inning). B გუნდმა სამი თავდამსხმელი აუტით გააგდო. გუნდები ცვლიან პოზიციებს (MIDDLE of the inning), B უტევს, A დაცვაშია (BOTTOM of the inning) იქამდე, სანამ B-ს სამ თავდამსხმელს არ გააგდებენ A გუნდის წევრები აუტით. როგორც კი ეს მოხდება ინინგი მთავრდება. ბეისბოლის მატჩი 9 ინინგი გრძელდება. 9 ინინგის შემდეგ თუ ანგარიში საყაიმოა, მატჩი გრძელდება რომელიმე გუნდის გამარჯვებამდე, მაგრამ არ არსებობს ე.წ. ოქროს გოლის წესი ანუ ვთქვათ მიდის მე-12 ინინგი, A უტევს, B დაცვაშია, ანგარიშია 5-5 . A-მ გააკეთა 1 RUN , ანგარიში გახდა 6-5. თამაში არ მთავრდება, A უტევს იქამდე,საანამ 3 თავდამსხემლს არ გაუგდებენ აუტით. ამის შემდეგ გუნდები ცვლიან ადგილებს და უკბე B უტევს. თუ ანგარიში არ შეიცვალა და B-ს ისე გაუგდეს 3 კაცი, ბუნებრივია გაიმარჯვებს A. თუ B-მ სამ აუტამდე 1 RUN მოახერხა და 6-6 გახადა ანგარიში. ბუნებრივია, რომ თამაში გრძელდება. თუ B-მ 2 ქულა მაინც მიითვალა და 7-6 გახადა ანგარიში, 7-6 გახდება თუ არა თამაში იმწამსვე წყდება და B გაიმარჯვებს.

გაგრძელება იქნება ....................


imichael



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6931
წევრი No.: 46845
რეგისტრ.: 14-November 07

გამოგზავნილია: 7 Aug 2008, 22:39  #10684909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BOBO
ვუაჰჰ მაგარი ხარ smile.gif
ინფოთა ინფოა yes.gif
გაიხარე
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 17 Sep 2008, 22:36  #10894966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰმმმ თემას ვერ ვხედავ და ამიტომ ვპოსტავ .... ჰო ოფფტოპიკი რომ არ გამოვიდეს, ხვალ დავასრულებ ე.წ. GUIDE-ს, აუცილებლად, ბლია ბუდუ biggrin.gif
maldini
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4613
წევრი No.: 15540
რეგისტრ.: 20-December 05

გამოგზავნილია: 18 Sep 2008, 23:17  #10907887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BOBO
კაცო იმას რით ახსნი რომ ზედიზედ როცა თამაშობენ გუნდები ერთმანეთთან ჯერ ერთი მოუგებს მეორეს 13-2-ს მეორე დღისით კიდევ მეორე უგებს პირველს 12-3 ....ერთიდაიგივე სასტავი არ გაყავთ თუ რაშია საქმე?


--------------------
AC.MILAN
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 19 Sep 2008, 00:11  #10908593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maldini

QUOTE
კაცო იმას რით ახსნი რომ ზედიზედ როცა თამაშობენ გუნდები ერთმანეთთან ჯერ ერთი მოუგებს მეორეს 13-2-ს მეორე დღისით კიდევ მეორე უგებს პირველს 12-3 ....ერთიდაიგივე სასტავი არ გაყავთ თუ რაშია საქმე?


შემადგენლობა (ლაინ აპი) როგორც წესი იგივეა ხოლმე, მაგრამ პიტჩერები (ანუ მომწოდებლები) იცვლებიან ხოლმე და მაგითაა გამოწვეული ასეთი ერთი შეხედვით უცნაური შედეგები .... კარგი პიტჩერი კი გამარჯვების 70-80 % უდრის თუ მეტს არა ... მაგალითად ავიღოთ წლევანდელი აუტსაიდერების პიტჩერები:

სან ფრანცისკო (68 მოგება 84 წაგება) - ტიმ ლინცეკუმი (17-3, მეორე მაჩვენებელი ნაციონალურ ლიგაში) 2.43 ERA (პირველია ამ მაჩვენებლით ნაციონალურ ლიგაში), 1.17 WHIP

კლივლენდი (75-77) - კლიფ ლი (22-2, პირველი მაჩვენებელი ამერიკულ ლიგაში), 2.41 ERA (პირველია ამ მაჩვენებლით ამერიკულ ლიგაში), 1.09 WHIP

ცინცინატი (70-81) - ედისონ ვოლქეზი (16-5), 3.22 ERA, 1.34 WHIP

და ა.შ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (116) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0420 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]