forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (106) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კონდეციონერები - ყიდვა-გაყიდვა და ტექ.ინფო, მაგრად დაცხა!! - რჩევები
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 3 Apr 2009, 18:14  #13222251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
ადამიანის ჯამრთელობა და შრომისუნარიანობა ბევრად დამოკიდებულია საცხოვრებელ და სამუშაო სათავსოში არსებულ მიკროკლიმატზე (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა ... ) სადაც იგი ატარებს თავისი დროის უმეტეს წილს. ადამიანი დღეში საშუალოდ მოიხმარს 15 კგ ჰაერს. რამდენად სუფთაა ეს ჰაერი, დახუთულია, თბილია თუ გრილია, დამოკიდებულია იმ ინჯინრულ სისტემებზე რომლებიც სპეციალურად შექმნილია სათავსოებში კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად. ასეთ სისტემებს მიეკუთვნებიან: სავენტილაციო, გათბობის და კონდიცირების სისტემები. გათბობა-ვენტილაციის კომბინირებული სისტემები სათავსოში ქმნიან საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მიკროკლიმატს. ჰაერის კონდიცირების სისტემა წარმოადგენს სისტემას უფრო ფართო შესაძლებლობებით. ჰაერის კონდიცირების სისტემის პრინციპული უპირატესობა არის ის, რომ მას გათბობის და ვენტილაციის გარდა აქვს საშუალება სათავსოში შექმნას კომფორტული მიკროკლიმატი (ტემპერატურის კომფორტული დონე). ამ სისტემას შეუძლია ჰაერის გათბობა, გაციება, გაფილტვრა,გაშრობა, განოტივება მეტეოროგიული პირობების ცვლილების მიუხედავად. არააქვს მნიშვნელობა გარეთ 40 გრადუსია თუ 0 თქვენს სათავსოში ყოველთვის იქნება კომფორტული კლიმატი (ტემპერატურა და სხვა პარამეტრები) იმისათვის რომ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია სათავსოში კომფორტული მიკროკლიმატის შექმნა განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
http://img104.imageshack.us/my.php?image=graph.gif
ამ დიაგრამიდან ჩანს თუ როგორ არის დამოკიდებული ადამიანის შრომისუნარიანობა გარემოს ტემპერატურაზე.

ადმინ სურათებს რატომ არ ანახებს img ტეგებში?


როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი?
თანამედროვე კონდიციონერებს ბევრი ფუნქცია გააჩნიათ: გაგრილება, გათბობა, ჰაერის გამოშრობა, ვენტილაცია და ა.შ. კონდიციონერის ფუნქციების და შესაძლებლობების სიმრავლე ართულებს კონდიციონერის ტიპის და მოდელის შერჩევივას. აქ მოცემულია იმ ინფორმაციის მინიმუმი რომელიც დაგეხმარებათ თქვენ არჩევანის გაკეთებაში, განხილულია კონდიციონერის ის შეზღუდვები რომლებზეც მყიდველი გებულობს მხოლოდ კონდიციონერის შეძენის და მონტაჟის შემდეგ. ეს თავი აგებულია იმ პრინციპით, რომ ყველა პუნქტის განხილვის შემდეგ თქვენ შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.

1-კონდიციონერის ტიპები
კონდიციონერის შერჩევა უნდა დაიწყოთ კონდიციონერის ტიპის შერჩევით.

2-კონდიციონერის ძირითადი მაჩვენებლები
კონდიციონერის ტიპის შერჩევის შემდეგ, აუცილებელია კონდიციონერის ძირითადი ფუნქციების და მაჩვენებლების განსაზღვრა. აქ განხილულია საყოფაცხოვრებო კონდიციონერის ყველა ძირითადი მაჩვენებელი: გაგრილების და მოხმარებული სიმძლავრე, გათბობის და ვენტილაციის შესაზლებლობა, მუშაობის ტემპერატურათა დიაპაზონი, ხმაურის დონე, სამომხმარებლო ფუნქციები, დაცვის საშუალებები და სხვა.


4-კონდიციონერის მუშაობის პრინციპი
კონდიციონერის მუსობის პრინციპის ცოდნა დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ ექსპლუატაციის თავისებურებაში.

5-კონდიციონერის კონსტრუქცია
აქ აღწერილია შიდა და გარე ბლოკის შემადგენელი კომპონენტები.

6-კონდიციონერის მოვლა
თუ თქვენ შეიძინეთ კონდიციონერი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მისი გამართული მუშაობა ბევრად დამოკიდებულია დროულ მოვლაზე და სწორ ექსპლუატაციაზე. აქ აღწერილია რა უნდა გაკეთდეს კონდიციონერის გამართული მუშაობის გახანგრძლივებისათვის და ეფექტურობისათვის. მოყვანილია კონდიციონერის მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზები.
















კონდიციონერის ტიპები

ზოგადი ინფორმაცია
კონდიციონერები თავისი ფუნქციონალური პარამეტრებით იყოფა: სამრეწველო და საყოფაცხოვრებოზე, და კონსტრუქტული შესრულებით: მონობლოკებზე და სპლიტ-სისტემებზე. საყოფაცხოვრებო კონდიციონერების სიმძლავრე შეზღუდულია 7კვ სიმზლავრით და გამოიყენება საცხოვრებელ და სამუშაო ფართებზე, რომლის ფართობი არ აღემატება 100 კვ. მ. სამრეწველო კონდიციონერები უფრო მძლავრი არიან და გამოიყენებიან უფრო დიდი ფართობების გასაგრილებლად 100 კვ. მ. მეტი და აგრეთვე მთლიანი შენობის ცენტრალიზებულ გასაგრილებისათვის. კონდიციონერები-მონობლოკები შედგებიან ერთი ფუნციონალური ბლოკისგან და შეიძლება იყონ გადაადგილებადი (მობილური) ან სტაციონარული (ფანჯრის). სპლიტ-სისტემები ყოველთვის შედგებიან ორი ან მეტი ბლოკისაგან ფიქსირებული ადგილმდებარეობით; ერთი გარე ბლოკი თავსდება შენობის გარედან, სიდა ბლოკები - გასაგრილებელ სათავსოში (მონტაჟის ტიპის მიხედვით ისინი შეიძლება იყონ კედლის, კანალური ტიპის (ცენტრალური), კასეტური ტიპის, ჭერქვეშა და ა.შ.)


ფანჯრის კონდიციონერები
ფანჯრის კონდიციონერი დიდი ხნის მანძილზე იყო ყველაზე პოპულალური კონდიციონერის ტიპი. მათ განასხვავებდა შედარებით დაბალი ღირებულება, მონტაჟის სიიოლე. მათი სიმძლავრის სპექტრი შეადგენს წარმადობას 6 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერებს გააჩნიათ ერთი მნიშნელოვანი ნაკლი - ხმაურის მაღალი დონე მუშაობის დროს.



მობილური კონდიციონერები
მობილური კონდიციონერი არის გადაადგილებადი კონდიციონერი. მას გააჩნია პატარა ბორბლები რაც მის გადადგილების შესაძლებლობას იძლევა. მობილურობა არის მათი ძირითადი უპირატესობა, მაგრამ მათი გადადგილება შეზღუდულია 2 მ შლანგის სიგრძით რომლიდანაც ხდება ცხელი ხაერის გამოყოფა, რომელიც აუცილებლად შენობის გარეთ უნდა გადიოდეს. ამ ტიპის კონდიციონერის ნაკლია - ხმაურის მაღალი დონე, და მაღალი ღირებულება.







სპლიტ სისტემები
პირობითათ გამოყოფენ ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებს და მულტისპლიტ-სისტემებს. ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა შედგება ერთი გარეთა და ერთი შიდა ბლოკიდან; მულტისპლიტ-სისტემაში გარე ბლოკი ერთია ხოლო შიდა ბლოკების რაოდენობა არ აღემატება 4 ცალს. მულტისპლიტ-სისტემა უფრო რთული და მრავალსახოვანი სისტემაა ვიდრე ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა, მულტისპლიტ-სისტემის შიდა ბლოკები შეიძლება იყონ სხვადასხვა სიმძლავრის და მონტაჟის ტიპის (მოთხოვნისამებვრ). მონტაჯის სირთულის გამო იზრდება სისტემის მონტაჟის ღირებულება . სპლიტ/მულტისპლიტ-სისტემის კონდიციონერები აღჭურვილია ორმაგი ფილტრებით ცირკულირებადი ჰაერის გაფილტვრისათვის. სპლიტ-სისტემებს გააჩნიათ საკმაოდ ზუსტი გაგრილების ტემპერატურის რეგულირების სისტემა, აგრეთვე გააჩნია ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირების საშუალება, სათავსოს გათბობის საშუალება, ავტომატური ჩართვა-გამორთვის ტაიმერი და სხვა საშუალებები რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული კონდიციონერის მწარმოებელზე, და მოდელზე. ამჟამად სპლიტ-სისტემა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულალური კონდიცირების სისტემა საყოფაცხოვრებო ფართების გაგრილება-გათბობისათვის. სხვათაშორის სპლიტ-სისტემა საკმაოდ ეკონომიური სისტემაა და უწევს კონკურენციას გაზის გამათბობლებს და სხვა გათბობის სისტემებს.



კედლის კონდიციონერები
კედლის კონდიციონერების სიმძლავრე მერყეობს 2-7 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერის დაყენედა შეიძლება ნებისმიერ პატარა ფართის სათავსოში (ოფისში, ბინაში), რომლის ფართობი არ აღემატება 80 კვ. მ. მანძილი შიდა და გარე ბლოკს შორის არ უნდა აღემატებოდეს 5-7 მეტრს. ეს არის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი (ღირებულების მხრივ) სპლიტ-სისტემის ტიპის კონდიციონერი.







არხული კონდიციონერი
კანალური კონდიციონერის განკუთნილია ერთდროულად რამდენიმე სათავსოს (ოთახის) გასაგრილებლად. მისი სიმძლავრე (20 კილოვატამდე, და მეტი) საკმარისია დიდი საცხოვრებელი ბინების, სახლების და ოფისების გასაგრილებლად. კანალური ტიპის კონდიციონერი მონტაჟდება შეკიდული ჭერის ზემოთ, რომელიც მთლიანად ფარავს შიდა ბლოკს. მისი დიდი უპირატესობა ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებთან შედარებით არის ის, რომ მას შეუძლია გარედან სუფთა ჰაერის მოწოდება, რომელიც უზრუნველყოფს სათავსოს ვენტილაციას!





კასეტური ტიპის კონდიციონერები
კასეტური ტიპის კონდიციონერები მონტაჟდება შეკიდულ ჭერში, მაგრამ კანალური კონდიციონერებისაგან განსხვავებით ანაწილებენ გაგრილებულ ფაერს ბლოკის ქვედა ნაწილიდან. კასეტური ტიპის კონდიციონერის ქვედა ნაწილი დაფარულია დეკორატიული პანელით. კასეტური ტიპის კონდიციონერების ზომებია: 60/60 სმ და 120/120 სმ, ანუ შეიძლება მისი ჩასმა შეკიდული ჭერის 1 (60/60) ან ორი (120/120) ფილის მაგივრად. კიდევ ერთი უპირატესობა არის ჰაერის ოთხივე მიმართულებით განაწილება, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ გაგრილება/გათბობას კედლის კონდიციონერებთან შედარებით.










ჭერ-იატაკის კონდიციონერი
ჭერ-იატაკის ტიპის კონდიციონერი - არის ალტერნატიული ვარიანტი კედლის და კასეტური-ტიპის კონდიციონერების. მათგან განსხვავებით იგი მონტაჟდება ჭერზე ან იატაკზე და უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ განაწილებას. კასეტური ტიპის კონდიციონერებისაგან განსხვავებით იგი ვერ უზრუნველყოფს ფარულ მონტაჟს, და აქედან გამომდინარე არ მოითხოვს შეკიდული ჭერის არსებობას.





კოლონური ტიპის კონდიციონერები
კოლონური ტიპის კონდიციონერებს აქვთ გაგრილების დიდი წარმადობა და აქედან გამომდინარე გამოიყენებიან დიდი ფართობის სათავსოების გასაგრილებლად. მათ გააჩნიათ დიდი გაბარიტები და წონა. ჰაერის ძლიერი ნაკადის გამო ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება მათთან ახლოს.









კონდიციონერის ძირითადი მაჩვენებლები და შესაძლებლობები

 კონდიციონერის სიმძლავრე (გაგრილების სიმძლავრე)
 მოხმარებული სიმზლავრე
 რა არის თბილი კონდიციონერი?
 ფრეონის ტიპები
 ინვერტორული კონდიციონერი
 ვენტილაციის საშუალება (სუფთა ჰაერის მიწოდება)
 კონდიციონერის ძირითადი სამომხმარებლო ფუნქციები
 კონდიციონერის დაცვის სისტემები
 კონდიციონერის ხმაურის დონე
 მანძილი შიდა და გარე ბლოკებს შორის
 გარე ტემპერატურის მოქმედება კონდიციონერის მუშაობის ეფექტურობაზე
 დამატებითი მოწყობილობები (დრენაჟის პომპა და სხვა)
 რა აირჩიოთ?






კონდიციონერის სიმძლავრე
სიმძლავრე (უფრო სწორედ - გაგრილების სინმძლავრე) არის კონდიციონერის ერთ ერთი ძირითადი მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელზე დამოკიდებულია ფართი, რომელზეც იგი გათვლილია. (კონდიციონერის სიმძლავრის გათვლა შეგიძლიათ ჩვენი კალკულატორით). საორიენტაციო გათვლებისათვის იღებენ გაგრილების სიმძლავრის 1 კილოვატს 10 კვადრატულ მეტრზე (ჭერის სიმაღლე 2.8 – 3 მ) თუ შემინულობის ფართი საკმაოდ დიდია, მაშინ ღირს კონდიციონერის სიმძლავრის გაზრდა 15-20 პროცენტით.გასათვალისწინებელია აგრეთვე სითბო რომელსაც გამოყოფს ადამიანი და ელექტროაპარატურა (რომელიც უნდა იყოს კომპენსირებული). ადამიანი საშუალოდ გამოყოფს 0,1 კვტ ენერგიას, ხოლო კონპიუტერი 0,3 კვტ-ს.
კონდიციონერების მოდელების დასახელებებში ხშირად შედის ასეთი პარამეტრი: 7000 BTU, 9000 BTU, 12000 BTU, 16000 BTU, 18000 BTU, 24000 BTU. BTU არის აბრევიატურა British Termal Unit (ბრიტანული სითბური ერთეული). ჩვენთვის მიღებულ ერთეულების სისტემაში გადასაყვანად BTU უნდა გავყოთ 3,41-ზე მაგალითად: 7000 BTU = 7000 / 3,41 = 2050 ვტ (ვატი) ანუ 2 კილოვატი.
კონდიციონერის სიმძლავრის ზუსტი გათვლა ძალიან მნიშნელოვანია. კონდიციონერის სიმძლავრის უკმარისობა შეიზლება შეამჩნიოთ მხოლოდ ცხელ ამინდში როდესაც კონდიციონერის მუშაობს სრული დატვირთვით. ბევრად ჭარბი სიმძლავრის კონდიციონერის შერჩევას აქვს თავისი უარყოფითი მხარე - მძლავრი კონდიციონერი ქმნის ჰაერის უფრო ძლიერ ნაკადს, რაც ქმნის გარკვეულ დისკომფორტს, და მეტი არსებობს გაციების საშუალება. ამერთდროულად კონდიციონერი ჩაირთვება/გაითისება (ავტომატურად) უფრო ხსირად, რაც შეამცირებს მისი გამართული მუშაობის პერიოდს (ხდება კონდიციონერის შემადგენელი ნაწილების უფრო ინტენსიური ცვეთა)
აღსანიშნავია, რომ ობიექტზე გასვლის გარეშე შეუძლებელია კონდიციონერის სიმძლავრის ზუსტი დადგენა. ობიექტზე გასვლა საჭიროა აგრეთვე ბლოკების მონტაჟის ადგილის დასაზუსტებლად.


კონდიციონერით მოხმარებადი სიმძლავრე
კონდიციონერის გაციების სიმძლავრე ხშირად ეშლებათ კონდიციონერის მოხმარებად სიმძლავრეში. სინამდვილეში, კონდიციონერით მოხმარებული სიმძლავრე 3-ჯერ ნაკლებია კონდიციონერის გაგრილების სიმძლავრესთან შედარებით, ანუ კონდიციონერი რომლის სიმძლავრე 2,5 კვტ. მოიხმარს 0,8 კვტ-ს, რაც ელექტრო ჩაიდანის და უთოს მოხმარებადი სიმზლავრეზე ნაკლებია. ეს არაა გასაკვირი რადგანაც ელექტროენერგია იხარჯება სიგრილის/სითბოს ქუჩიდან სახლში გადმოტანაზე.


რა არის „თბილი“ კონდიციონერი?
არსებობს კონდიციონერები, რომლებიც გათვლილია მხოლოდ გაგრილებაზე და კონდიციონერები რომლებიც გათვლილია როგორც გაგრილებაზე აგრეთვე გათბობაზე („ზიმა“ - ლეტო, რევერსიული კონდიციონერი, ან უბრალოდ თბილი კონდიციონერი). კონდიციონერი გათბობის რეჟიმში მუშაობს იმავე პრინციპით როგორც გაგრილებისას უბრალოდ პროცესი მიმდინარეობს „შებრუნებულად“. აღსანიშნავია, რომ კონდიციონერით გათბობა ეფექტურია, როდესაც გარე ტემპერატურა არის 0 გრადუსის ძემოთ. როდესაც გარე ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალია კონდიციონერის მარგი ქმედების კოეფიციენტი ეცემა დაახლოებით ორჯერ.




ფრეონის ტიპი
ფრეონი არის ნივთიერება რომელსაც გადააქვს სითბო შიდა ბლოკიდან გარე ბლოკში. ყველა მაცივარაგენტი (ფრეონი) რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკაში არ არის ცეცხლსაშიში და არ არის მავნე ადამიანისათვის. არსებობს ფრეონის რამოდენიმე ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან ქიმიური ფორმულებით და ფიზიკური თვისებებით. კონდიციონერებში და მაცივრებში ყველაზე ხშირად გამოიყენება r-12, R-22, R-134a, R- 407c, R- 410a, და სხვა.


ინვერტორული კონდიციონერი
ინვერტორული კონდიციონერი განსხვავდება ჩვეულებრივისგან იმით, რომ გააჩნია ცვალებადი გაგრილების/გათბობის სიმძლავრე. ამ კონდიციონერებში ხდება ცვლადი დენის მუდმივში გარდაქმნა (ამ პროცესს ჰქვია ინვერტირება), რაც საშუალებას იძლევა კომპრესორის ბრუნვების მდორე ცვლილებას და კონდიციონერის სიმზლავრის რეგულირებას. ინვერტორული კონდიციონერი მოიხმარს ელექტროენერგიის 30-35% -ით ნაკლებს ვიდრე ჩვეულებრივი კონდიციონერი და უფრო ზუსტად იჭერს მოცემულ ტემპერატურას. ამ კონდიციონერის ნაკლი მდგომარეობს იმაში რომ ის საკმაოდ მგრძნობიარეა კვების ძაბვაზე.


ვენტილაციის საშუალება (სუფთა ჰაერის მოწოდება)
არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ნებისმიერ კონდიციონერს შეუძლია არა მარტო ჰაერის გაგრილება არამედ ჰაერის ვენტილაციაც. რეალურად ჰაერის ვენტილაციის სრულყოფილი ფუნქცია გააჩნია მხოლოდ კანალური ტიპის კონდიციონერებს. ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებში ვენტილაციის რეჟიმი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ რეჟიმში მუშაობს შიდა ბლოკის ვენტილატორი, შესაბამისად არ ხდება სუფთა ჰაერის მოწოდება, არამედ ხდება ოთახის ჰაერის ცირკულაცია. აქედან ჩანს რომ ვენტილაციის რეჟიმში კონდიციონერი მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ვენტილატორი.


კონდიციონერის ძირითადი სამომხმარებლო ფუნქციები
ყველა საყოფაცხოვრებო სპლიტ-სისტემის კონდიციონერს აქვს დისტანციური მართვის პულტი დისპლეით და ათამდე სტანდარტული ფუნქცია. კონდიციონერის ფუნქციებში განსხვავება სხვადასხვა კონდიციონერების მარკებს შორის თითქმის არ არსებობს.
ვენტილაცია : ამ რეჯიმში მუშაობს მხოლოდ შიდა ბლოკის ვენტილატორი , კომპრესორი კი გამორთულია . იხმარება ოთახში ჰაერის თანაბრათ(равномерно) განაწილებისათვის .შეიძლება იყოს გამოყენებული ზამთარში , როდესაც თბილი ჰაერი რადიატორებისგან და გამათბობელებისაგან გროვდება ჭერთან , იატაკი კი რჩება ცივი .
ავტომატური რეჯიმი .
ამ რეჯიმში კონდიციონერი თვითონ ირჩევს მუშაობის რეჯიმს (გაგრილიება , გათბობა ან ვენტილაცია ) კომფორთული ტემპერატური (поддержка) დასაჭესად.

ჰაერის ამოშრობა

ამოშრობის რეჯიმში კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას(влажность) . ჰაერის ამოშრობას მოყვება ჰაერის გაციებაც . თბილი ჰაერი (соприкосается ) თბომცლელთან და ხდება (влага) კონდენსაცია თბომცლელზე , რომლის გაყვანა ხდება დრენაჯის შლანგით. ყველა თანამედროვე ჰაერის ამომშრობი მუშაობს ამავე პრინციპით . კონდიციონერებს არ გააჩნიან ჰაერის ტენიანობის გაზრდის ფუნქცია .(увлажнитель)

ჰაერის გასუფთავების რეჯიმი

ჰაერის გასუფთავების მიზნით შიდა ბლოკში თბომცვლელის წინ ყენდება ერთი ან რამდენიმე ფილტრი (сделать ссылку на фото) ძირითადი ფილტრი გათვლილია ჰაერის გასუფთავებისათვის მტვერის დიდი ნაწილაკებისაგან (фильтр грубой очистки) . ეს ფილტრი წარმოადგენს (мелкую) სეტკას , რომელიც უფრო იცავს კონდიციონერის შიდა ნაწილებს მტვერიდან ვიდრე სათავსოს რომელშიც იგი აყენია . დამატებითი ფილტრები გათვლილია ჰაერის , მტვერის პატარა ნაწილაკებისაგან გაფილტრისარვის . (фильтр тонкой очиски ) როგორც წესი სპლიტ-სისტემებს აკომპლექტებენ ორი ფილტრით тонкой очиски . ერთი ნახშირის რომელიც სპობს რა სასიამოვნო სუნებს (запахи) ელექტროსტატიკური რომელიც აკავებს მცირე ზომის ნაწილაკებს . ამ ტიპის ფილტრების მიშაობის ვადაა 6 თვიდან 2 წლამდე , ამის სემდეგ ხდება მათი შეცვლა .

ტემპერატურის დაყენება
გაგრილება/გათბობის რეჟიმში შეიძლება ტემპერატურის 16-300C დიაპაზონში დაყენება, ტემპერატურის გადახრა მოცემულისგან(заданной) იქნება დაახლოებით 10C.
ვენტილატორის სიჩქარე.
შიდა ბლოკის ვენტილატორს გააჩნია ბრუნვის რამოდენიმე სიჩქარე, ჩვეულებრივად 3-5 სიჩქარემდე და ავტომატური რეჟიმი. ავტომატურ რეჟიმში სიჩქარის შერჩევა ხდება ავტომატურად იმის გათვალისწინებით თუ რამხელაა ტემპერატურათა სხვაობა არსებული და დაყენებულ ტემპერატურებს შორის. რაც მეტია ტემპერატურათა სხვაობა მით მეტია ვენტილატორის სიჩქარე.

ჩართვა/გათიშვის ტაიმერი
24 საათიანი ტაიმერის საშუალებით შესაძლებელია კონდიციონერის ავტომატური ჩართვა/გათიშვა თქვენს მიერ დაყენებულ დროს. მაგალითად, შეიძლება კონდიციონერის ჩართვის დროის დაყენება 1 საათით ადრე ვიდრე თქვენ დაბრუნდებით სამსახურიდან, რათა თქვენს მოსვლამდე კონდიციონერმა გააგრილოს/გაათბოს ოთახი/სახლი.
ღამის რეჟიმი
ამ რეჟიმის გააქტიურების შემდეგ კონდიციონერის ვენტილატორი ყენდება ჱველაზე დაბალ სიჩქარეზე (ხმაურის დონე მინიმალურია). ამ რეჟიმის ჩართვის შემდეგ კონდიციონერი ავტომატურად გაითიშება 7 საათის შემდეგ.

კონდიციონერის დაცვის საშუალებები
თუ სხვადასხვა მარკის კონდიციონერების სამომხმარებლო ფუნქციებში განსხვავება თითქმის არ არის, დაცვის საშუალებებში სიტუაცია კორდინალურად განსხვავდება. შედარებით სრულყოფილი სისტემა ზრდის კონდიციონერის ღირებულებას 20 – 30% -ით . ამიტომ „ბიუჯეტურ“(დაბალი ღირებულებით) კონდიციონერების დაცვის ფუნქცია ფაქტიურად არ გააჩნია მაშასადამე რას წარმოადგენს კონდიციონერის კონტროლის და დაცვის სისტემა :
რესტარტი. ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს კონდიციონერს საშუალებას გაეშვას ძაბვის ვარდნის შემდეგ , და კონდიციონერი ჩაირთვება იმავე რეჟიმში რომელშიც იგი მუშაობდა ძაბვის ვარდნამდე .
ფილთრების კონტროლი . თუ კონდიციონერის შიდა ბლოკის ფილტრები არ გაიწმინდება რამედენიმე თვის განმავლობაში . ფილტრები დაიფარება მტვერის ფენით და კონდიციონერის წარმადობა შემცირდება რამოდენიმერჯერ . დაცვისთვის კონდიციონერში მონტაჟდება ფილტრების კონტროლის სისტემა - თუ ფილტრი (загрязнен) ჩაირთვება შესაბამისი ინდიკატორი .
ფრეონი გაჟოვნის კონტროლი . ნებისმიერ სპლიტ-სისტემაში დროთა განმავლობაში ფრეონის რაოდენობა მცირდება . ადამიანისთვის ეს არ არის სახიფათი რადგან ფრეონი ინერტული გაზია . ფრეონის წნევა ეცემა , რაც იწვევს კონდიციონერის სიმძლავრის შემცირებას .
დენითი დაცვა . (защита по току)
კომპრესორის მიერ მოხმარებული დენის ანალიზის შედეგების მიხედვით შეიძლება(неисправности) დადგინდეს სისტემის გაუმართაობის მიზეზები .
დენის დაბალი მოხმარება იუწყება იმაზე , რომ კომპრესორი მუშაობს დატვირთვის გარეშე , ანუ მოხდა ფრეონის გაჯონვა . დიდი დენი იმის მაჩვენებელია , რომ კომპრესორის შესასვლელზე მოეწოდება არა (газообразный фреон ) არამედ (жидкий) , ან გარე ტემპერატურა ძალზე დაბალია , ან შიდა ბლოკი დამტვერილი ფილტრებით . მაშასადამე კომპრესორის დენის (датчик) საგრძნობლად ზრდის კონდიციონერის საიმედოობას .
დაცვა დაბალი ტემპერატურებისგან . კონდიციონერის მწყობრიდან გამოსვლის (предотвращения ) აციდების მიზნით ზოგიერთი კონდიციონერის მოდელი ავტომატურად ითიშება , თუ გარე ტემპერატურამ დაიწია გარკვეულ ზღვარზე ქვემით ( - 5 - - 7 ˚C ) .
რათქმაუნდა ამით კონდიციონერის დაცვის სისტემების ფუნქციები არ იწურება , მაგრამ ეს არის ფუნქციების ის მინიმუმი რომელიც უნდა გააჩნდეს კონდიციონერს , რომ კონდიციონერმა იზრუნოს თქვენზე და არა პირიქით - თქვენ ზრუნავდეთ კონდიციონერზე .


ხმაურის დონე

ხმაურის დონე იზომება დეციბელებში (dB) - ფარდობითი ერთეული , რომელიც გვაჩვენებს თუ რამდენჯერ ერთი ხმა მეტია მეორეზე აღსანიშნავია , რომ ხმაური 25 დეციბელზე ნაკლები თითქმის არ ისმის . ჩურჩულის დონე არის 25 – 30 dB .
საყოფაცხოვრებო კონდიციონერების უმრავლესობის შიდა ბლოკების ხმაურის დონეა - 26 -36 dB B , ხოლო გარე ბლოკის 38 – 54 dB B . აი თითქოს ეხლა დარჩა დაბალი ხმაურიანი კონდიციონერის შერჩევა და კომფორტი გაჩანტირებულია . მაგრამ საქმე არც ასე მარტივად არის : შეიძლება აღმოჩნდეს , რომ კონდიციონერს ხმაურის ფონით 26 dB პრაქტიკაზე იმუშაოს უფრო ხმაურიანად ვიდრე კონდიციონერმა რომლის ხმაურის დონე 32 dB - ია . თანაც აქ არ არის ტყვილის ფაქტორი , და ყველა (измерение) იყო გაკეთებული ზუსტად . საქმე იმაშია , რომ კონდიციონერის მუშაობის ყოველ რეჟიმს აქვს თავისი ხმაურის დონე . ეს მონაცემები აღებულია კონდიციონერის მუშაობის ყველაზე დაბალი სიჩქარეზე , როდესაც ხმაური მინიმალურია .


მანძილი შიდა და გარე ბლოკებს შირის .

ამ მანძილის დიდი მნიშნელობა აქვს , როგორც მონტაჟის ღირებულებისათვის , აგრეთვე კონდიციონერის გამართული მუშაობის დროისთვის (срока службы) . ჩვეულებრივად კონდიციონერებს კომპლექტში მოყვება ხუთ მეტრიანი სპილენძის ტრუბები .
ტრასის სიგრძის გაზრდა იწვევს სიმძლავრის შემცირება და იზრდება დატვირთვა კომპრესორზე .




ტემპერატურის მოქმედება კონდიციონერის მუშაობაზე .

სწორად შერჩეული სიმძლავრის კონდიციონერს შეუძლია კომფორტული ტემპერატურის (поддержка ) ჩვეულებრივად +18 ˚C - +28 ˚C .
გარილების რეჟიმისთვის : დაბლითა ზღვარი -5˚C +18˚C სხვადასხვა მოდელებისთვის , ზედა ზღვარი +43˚C . გათვობის რეჟიმი ქვედა ზღვარი -5˚C ხოლო ზედა +21˚C .


დრენაჟის პომპა .

ნებისმიერი კონდიციონერის მუშაობის დროს ამაორთქლებლის (შიდა ბლოკის თბიიმცვლელი) ზედაპირზე ჩნდება წყალი . მისი კონდენსაცია ხდება ჰაერის ჰაერის ამაორქლებელში გავლის დროს ჩაედინება „პადდონში “ განლაგებული კონდიციონერი ქვედა ნაწილში . „პადდონიდან “ წყალი გადის დრენაჟის შლანგის მეშვეობით . (обычно) ჩვეულებრივად დრენაჟის შლანგი გადის კედელში გაკეთებულ ნახვრეტში გარეთ ეზოში , უფრო იშვიათად (თუ არ არის საშუალება ) დრენაჟის შლანგი უერთდება კანალიზაციას . ნებისმიერ შემთხვევაში (сливное отверстие) უნდა იყოს განლაგებული „პადდონზე“ დაბლა , რათა ქყალმა შეძლოს თავისით კონდიციონერიდან გასვლა .
მაგრამ , არის შემთხვევები რომ დრენაჟის შლანგის განლაგება შეუძლებელია „პადდონზე“ უფრო დაბლა და ქყალი უკვე თავისით ვერ გაედინება კონდიციონერიდან , და ამ შემთხვევაში გამოიყენება დრენაჟის პომპა (ნასოსი) რომელსაც შეუძლია ქყლის გარკვეული სიმაღლეზე აქაჩვა . კონსტრუქტულად პომპა შესრულებულთა როგორც პატარა (прямоугольный) კლიკი , რომელშიც განლაგებულია ნასოსი და პატარა რეზერვუარი . რეზერვუარის ქყლით შევსების დროს (датчик) რთავს ნასოსს და ქყალი (откачивается) , რის შემდეგაც ნასოსი ითიშება და პროცესი მეორდება . პომპის დაყენება იწვევს არამარტო კონდიციონერის ღირებულების ზრდას არამედ ხმაურის დონის მომატებას (ზრდას?) .


რომელი კონდიციონერი აირჩიოთ ?

კონდიციონერის სიმძლავრე დგინდება გათვლების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული ჩვენს სურველზე .
კონდიციონერის შერჩევით რომელსაც შეუძლია ჰაერის გათბობა თქვენ ხარჯავთ ≈100$ მეტს , სამაგიურით თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას გაზაფხულზე და შემოდგომაზე , და და გააკეთებთ ელ . ენერგიის 65% -ან ეკონომიას .
ინვერტორულიუ კონდიციონერი აკეთებს ელეკტროენერგიის 30% -ან ეკონომიას და უფრო ზუსტად იჯერს მოცემული ტემპერატურას .


9000 BTU = 2,6 kW
12000 BTU = 3,5kW
16000 BTU = 4,7kW
18000 BTU = 5,3kW
24000 BTU = 7,0kW






კონდიციონერის მუშაობის პრინციპი
ნებისმიერი კონდიციონერის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია სითხის აორთქლებისას მის მიერ სითბოს შთანთქვის თვისებაზე და სითბოს გამოყოფა კონდენსაციის დროს. უკეთ რომ გავიგოთ თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი განვიხილოთ სპლიტ-სისტემის კონდიციონერის სქემა


ნებისმიერი კონდიციონერის შემადგენელი ნაწილია:
კომპრესორი - კუმშავს ფრეონს და უზრუნველყოფს ფრეონის მოძრაობას მაცივარ კონტურში.
კონდენსატორი - „რადიატორი“ რომელიც განლაგებულია გარე ბლოკში; უზრუნველყოფს ფეონის აიროვანი ფაზიდან თხევად ფაზაში გადასვლას.
ამაორთქლებელი - „რადიატორი“ რომელიც განლაგებულია შიდა ბლოკში. ამაორთქლებელში ხდება ფრეონის თხევადი ფაზიდან აიროვან ფაზაში გადასვლა.
თერმომარეგულირებელი ვენტილი - ამცირებს ფრეონის წნევას ამაორთქლებელში მიწოდებამდე.
ვენტილატორი - ქმნის ჰაერის ნაკადს, რომელიც მობერავს ამაორთქლებელს და კონდენსატორს. ვენტილატორი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თბოცვლას გარემოსთან.
სამაცივრო კონტური - კომპრესორი, კონდენსატორი, ამაორთქლებელი, თერმომარეგულირებელი ვენტილი - ერთმანეთთან შეერთებულნი არიან სპილენძის მილებით და ქმნიან სამაცივრო კონტურს. ამ კონტურში ცირკულირებს ფრეონის და კომპრესორის ზეთის ნარევი (ძეთი უზრუნველყოფს კომპრესორის სმაზკას).

კონდიციონერის მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი სქემით:
კომპრესორის შესასვლელზე (ვხოდზე) ამაორთქლებლიდან მოეწოდება აიროვანი ფრეონი დაბალი წნევის ქვეშ (3 – 5 ატმოსფერო) და ტემპერატურით 10 – 20 ˚C . კომპრესორი კუმშავს ფრეონს 15 20 ატმოსფეროს წნევამდე , რის შედეგანან ფეონი ხურდება 70 – 90 ˚C - დე , რის შემდეგაც იგი მიეწოდება კონდენსატორში . კონდესატორის კარგი მობერვის შედეგად ფრეონი ცივდება და აიროვანი ფაზიდან გადადის თხევად ფაზაში და გამოყოფს დამატებით სითბოს . შესაბამისად ჰაერი გამავალი კონდენსატორში თბება .
კონდენსატორის გამოსავალზე ფრეონი არის თხევად ფაზაში , მაღალი წნევის ქვეშ და (ატმოსფერის ) გარემოს ჰაერზე 10 – 20 ˚C უფრო მაღალი ტემპერატურით . კონდენსატორიდან თბილი ფრეონი მიეწოდება თერმომარეგურირებელ ვენტილზე , რომელიც წარმოადგენს შვრილ დახვეულ კაპილალურ მილს . თერმომარეგურირებელი ვენტილის გამოსავალზე ფრეონის ტემპერატურა და წნევა საგრძნობლად იკლებს (ფრეონის ნაწილი შეიძლება აორთქლდეს) . თერმომარეგურირებელი ვენტილის შემდეგ თხევადი და აიროვანი ფრეონის ნარევი ხდება ამორთქლებელში . მამორთქლებელში ფრეონი გადადის აიროვან ფაზაში და შთანთქავს სითბოს, შესაბამისად ამაორთქლებელში გამავალი ჰაერი ცივდება . შემდეგ აიროვანი ფრეონი მიეწოდება კომპრესორის შესასვლელზე და ციკლი მთლიანად მეორდება.












კონდიციონერის კონსტრუქცია განვიხილოთ კედლის სპლიტ სისტემის მაგალითზე .
სპლიტ- სისტემები სხვა ტიპის შიდა კლოკებით შედგებიან იგივე ნაწილებისაგან და განსხვავდებიან მხოლოდ გარეგნულად .
კონდიციონერის გარე ბლოკი


გარე ბლოკი
შედგება შემადგენელი ნაწლებისაგან
კომპრესორი - კუმშავს ფრეონს და უზრუნველმოფს მის მოძრაობას სამაცივრო კონტურში .
ოთხსვიანი კლაპანი - გამოიყენება რევერსულ კონდიციონერებში (ზიმა -ლეტო) , გათბობის რეჟიმში იგი ცვლის ფრეონის მოძრაობის მიმართულებას , რის ხარჯზეც კონდიციონერი გადადის გაგრელების რეჟიმიდან გათბობის რეჟიმში .
მართვის პლატა .
ვენტილატორი - ქმნის ჰაერის ნაკადს, რომელიც მობერავს კონდენსატორს (თბომცვლელს)
კონდენსატორი - რადიატორი , რომელშიც ხდება ფრეონის გაციება და კონდენსაცია
ფრეონული სისტემის ფილტრი
შტუცერები - მათ უერთდებათ სპილენძის მილი, რომელიც აკავშირებს შიდა და გარე ბლოკს.
დამცავი სახურავი (крышка) - იცავს შტ

This post has been edited by chiefangel on 3 Apr 2009, 18:17


--------------------
ნაგვისაგან ტორტს ვერ გამოაცხობ!!!!
არ არსებობს იაფი და კარგი!!!
მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი...



Climat Service გათბობა ფეისზე
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 4 Apr 2009, 21:49  #13237738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
აპინეეეეეეეეეეეEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEეტ
Kaifistka2
მისის კოკაინ


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 522
წევრი No.: 38576
რეგისტრ.: 20-July 07

გამოგზავნილია: 5 Apr 2009, 00:34  #13240199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უპს თემა შემეშალა smile.gif ............

This post has been edited by Kaifistka2 on 5 Apr 2009, 00:35
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 13:37  #13303459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
აიპინოოოოსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 13 Apr 2009, 19:39  #13376201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააოიეეეეეეეეეეეე
Gregory
Freestyle


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4872
წევრი No.: 4897
რეგისტრ.: 16-April 04

გამოგზავნილია: 5 Jun 2010, 19:52  #19999039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
მოკლედ ამ სიცხემ გადამაწყვეტინა კონდენციოენრების დაყენება სახლში.

რას მირჩევთ? სად ვიყიდო? რა ფირმის? help.gif


--------------------
Ski or Die
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 5 Jun 2010, 21:58  #20001187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
Gregory
მიდეა შემიძლია იაფად გაყიდინო
Gregory
Freestyle


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4872
წევრი No.: 4897
რეგისტრ.: 16-April 04

გამოგზავნილია: 5 Jun 2010, 23:18  #20002608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
chiefangel
იაფი რამდენია? შეგიძლია ცოტა დაწვრილებით დაწერო, btu - kw ?
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 00:52  #20004573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

MSR1-09HR შემიძლია 500 გასაყიდი -535
MSR1-12HR შემიძლია 585 გასაყიდი -620
MSR1-18HR შემიძლია 820 გასაყიდი -877
MSR1-24HR შემიძლია 1000 გასაყიდი -1070
Lex
SmartAss


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19924
წევრი No.: 13369
რეგისტრ.: 6-October 05

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 01:09  #20004913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
chiefangel
გიო მემგონი მომიწევს გავიჭირვო და კონდიციონერიც დავაყენო თორემ იმდღეს ვიყავი და ისე ცხელა ისე ცხელა ისე ცხელა რო გადავალ ერთI 50 კილოს დავიკლებ საუნის პონტში biggrin.gif ლოლ


--------------------
You can not imagine the immensity of the fuck i do not give

I hide behind sarcasm because telling you to go fuck yourself is considered rude in most social situations

Fell free to visit - http://www.amishrakefight.org/gfy/
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 01:15  #20005006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
Lex
QUOTE
chiefangel
გიო მემგონი მომიწევს გავიჭირვო და კონდიციონერიც დავაყენო თორემ იმდღეს ვიყავი და ისე ცხელა ისე ცხელა ისე ცხელა რო გადავალ ერთI 50 კილოს დავიკლებ საუნის პონტშილოლ

შენ განსაკუთრებულ დამკვეთთა სიაში ხარ smile.gif შენთვის პირადად განსაკუთრებულ პირობებს დავაწესებ biggrin.gif
ისე მართლა იმ საქმეზე რო გითხარი მონაცემები მომიგვარეო. მემგონი მოგვიწევს შეხვედრა smile.gif იმ თვემდე smile.gif


მერე მე არ დამაბრალოთ ცუდი მოდერი ხარო 3 მბ იანი სურათია ვისაც ნელი ნეტ გაქვს ჩემი ბრალი არაა
http://img266.imageshack.us/img266/7978/66201013548am.png
user posted image

This post has been edited by chiefangel on 6 Jun 2010, 02:00
Pier-Pablo
The Hound of the Baskervilles


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1230
წევრი No.: 4823
რეგისტრ.: 8-April 04

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 02:44  #20006096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chiefangel

ძალიან ჯიგარი, საინტერესო და საჭირო სტატიაა smile.gif ანუ როგორც წავიკითხე 9000იანი ყოფნის 26 კვ.მ-ს ხომ?

ლოჯში რომ დავაყენო, ლოჯს და ზალას გაქაჩავს?

ქალაქური(წერეთელზე) პროექტის ბინაა...

This post has been edited by Pier-Pablo on 6 Jun 2010, 02:45


--------------------
დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან... ნიკო ლორთქიფანიძე
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 03:09  #20006257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
Pier-Pablo
QUOTE
ლოჯში რომ დავაყენო, ლოჯს და ზალას გაქაჩავს?
ქალაქური(წერეთელზე) პროექტის ბინაა...

მოკლედ 12 იანი დააყენე შენც მშვიდად იქნები და კონდეციონერიც smile.gif
romance
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 29
წევრი No.: 80542
რეგისტრ.: 28-December 08

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 09:59  #20007066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორც დავთვალე, BTU 9000-იანი მჭირდება მაქსიმუმ 20 კვადრატულის ოთახზე.

ეგებ მირჩიოთ სად შევიძინო (ჰიტაჩის ძრავიანი) რა და დაჯდება?
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5739
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 6 Jun 2010, 13:18  #20009351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
romance
899212289 დათო ქვია დაურეკე უთხარი გიორგიმ მომცა შენი ნომერი თქო
რასაც გინდა იმას გეტყის ცოცხალი ენციკლოპედიაა biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (106) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0378 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]