PhoenixTheRonin
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 261555
რეგისტრ.: 14-March 21
|
#57640759 · 14 Mar 2021, 04:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
[B]პირველად ვაქვეყნებ თემას აქ, ზოგადად ფორუმს ვგულისხმობ, იმედია სწორად ვაკეთებ
სალამი, მოკლედ მინდა მოგიყვეთ ჩემს გამოცდილებაზე Caucasus Auto Import- თან, მაგრამ ვის ვატყუებ, მოკლედ არ გამოდის
ესეიგი, მოხდა ისე რომ გარემო პირობებიდან გამომდინარე მქონდა ყოველთვიურად 500 ლარი ხელფასის სახით, 500 ლარი რომლითაც არც "ოჯახს ვარჩენდი" არც კომუნალურებს ვიხდიდი და ა. შ, მოკლედ ყველაზე მეტად შეეფერება ტერმინი "მკვდარი ფული"
ჰოდა მეც დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მეთქი ავდგები და ლიზინგით, ლომბარდით ან ა. შ გამოვიყვანდი მანქანას, ისედაც ვიცოდი რომ ირგვლივ ვისაც მსგავსად ჰყავდა გამოყვანილი 500 ლარამდე უჯდებოდათ, ამიტომ რატომაც არა, მეც მომინდა მსგავსი რამ
დიდხნიანი ძებნის შემდეგ მივადექი კომპანია Turbo-ს, რომელიც აკმაყოფილებდა ასე თუ ისე ჩემს პირობებს და მეც შევავსე, უფროსწორად, აქვე დავაზუსტებ რომ მერე ვინმემ "არ გამომიჭიროს", შევავსებინე ოჯახის წევრს ვინაიდან მე ასაკი არ მიწყობდა ხელს...
"დაგვიმტკიცდა", ყოველ შემთხვევაში საიტმა ნამდვილად დაადასტურა ეს
ცოტახნის შემდეგ გვირეკავს ტურბოს წარმომადგენელი, ნუ თავისთავად მანაც დაგვიდასტურა ეს დამტკიცება და გვითხრა რომ ჩვენს სახელზე იდო 11.000 ლარი, და ახლა საჭირო იყო დავკავშირებოდით მისივე თქმით, მათ პარტნიორ კომპანიას (რომლის წარმომადგენლის ნომერიც თვითონ მოგვცა), კავკასიის ავტო იმპორტს რათა უკვე შევთანხმებულიყავით უშუალოდ მანქანაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე
კავკასუს ავტო იმპორტში დარეკვისა და იმის მტკიცების შემდეგ რომ ჩვენ "ტურბომ" გამოგვგზავნა და უკვე დამტკიცებული გვქონდა ბიუჯეტი, ამაზე პასუხი იყო ის, რომ ისინი არ თანამშრომლობდნენ არანაირ "ტურბოსთან", და რომ თავიდან უნდა შეგვევსო განაცხადი ამჯერად კავკასიის ავტო იმპორტში...
ნუ აქეთ იქით რეკვის შემდეგ, ტურბო კვლავ ჯიუტად გვიმტკიცებდა რომ ისინი ნამდვილად თანამშრომლობდნენ კავკასუსს იმპორტთან, ეს უკანასკნელი კი ასევე ჯიუტად გვიმტკიცებდა რომ მათ არანაირი შეხება არ აქვთ რაიმე "ტურბოსთან", და როცა ეს ვუთხარით ტურბოს, მათი პასუხი იყო:
- "კაცო კი მაგრამ 5 წუთის წინ თანამშრომლები ვიყავით და... "
ესეიგი მე, მომხმარებელმა უნდა ვარკვიო ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობა...
დიდხნიანი ხანჯლაობისა და გაუგებრობის შემდეგ, უბრალოდ ხელი ჩავიქნიეთ "ტურბოზე" და ვენდეთ კავკასიის იმპორტის წარმომადგენელს, რომელიც 10 წუთში ერთხელ გვირეკავდა და გვიმტკიცებდა რომ შეგვევსო განაცხადი უშუალოდ მათ საიტზე, და კითხვაზე პასუხი, თუ რა მოხდებოდა უარის მოსვლის შემთხვევაში, იყო:
- "შეავსეთ, არ იქნება არანაირი პრობლემა, რამეს ვიზავთ."
შევავსეთ...
დაგვიმტკიცდა ავტო იმპორტი, კი ბატონო
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გავაანალიზეთ რომ არ იყო ცუდი ვარიანტი მანქანის ჩამოყვანა, და ჩვენც დავიწყეთ კონტაქტი კავკასიის ავტო იმპორტის წარმომადგენელთან, რომელთანაც ძალიან ხშირი კონტაქტი გვქონდა და არ განვიცდიდით უყურადღებობას, პრობლემა უფრო სხვა რამეშია
დავიწყოთ იქიდან რომ თავდაპირველი შესატანია 500$ და რა თქმა უნდა ამაზე პრეტენზია არც გვქონია, შევიტანეთ, აქვე დავძენ რომ ეს ყველაფერი, ეს თანხის შეტანები, პირობებზე შეთანხმება და ა.შ, ხდება ტელეფონით, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, ხელის მოწერა ან რაიმე მსგავსი.
წარმომადგენელს, პირობითი სახელი დავარქვათ გიორგი, მკაფიოდ ვუთხარით, რომ მთლიანობაში მანქანის თანხა არ უნდა აღმატებოდა 4000, მაქსიმუმ 4200 დოლარს ჩამოყვანა/განბაჟებიანად, რაზეც გვიპასუხა რომ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა.
თავიდანვე აგვიხსნეს, რომ თუ პირობითად მანქანა ეღირებოდა 5000$, ბენზინის ძრავიანი მანქანის პირველადი შესატანი იქნებოდა 20%, ამ შემთხვევაში 1000$, მაგრამ არ აუხსნიათ ის, თუ როდის იქნებოდა შესატანი მეორე ნახევარი, იმ უკვე შეტანილი 500$ ის გარდა დარჩენილი პირველადი შესატანი, 20% ით დაანგარიშებული
შესაბამისად, ვიფიქრეთ რომ ის დარჩენილი შესატანი, რომელიც ხსენებაშიც აღარ იყო იმ დღეების განმავლობაში როცა მანქანას ვარჩევდით, უნდა შეგვეტანა უშუალოდ მანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
მოკლედ, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ვნახეთ მანქანა, კარგი და მცირე დაზიანებით, გიორგისთან საუბრის შემდეგ, როცა დამარწმუნა მანქანის სიკარგეში და იმაში რომ ნამდვილად ღირდა აუქციონზე თამაში, უკვე დავიწყეთ საუბარი თანხაზე
ვინაიდან მე ნამდვილად ვერ ვერკვვევი თუ რა დაჯდებოდა კონტეინერი, გზა, გამბაჟება და ა. შ, ვკითხე თუ სადამდე შეგვეძლო გავყოლოდით აუქციონის ფასს, ანუ მანქანის ადგილზე, ამერიკაში ყიდვის ფასს, რაზეც მიპასუხა რომ ძალიან კარგი მანქანა იყო და "შეგვეძლო გავყოლილიყავით 1.800 დოლარამდე", ვიფიქრეთ, რომ ეს 4000 დოლარიდან იანგარიშა რაზეც თავიდანვე შევუთანხმდით... შევცდით
მანქანა მოვიგეთ 1.850 დოლარად, როცა ვკითხეთ თუ რამდენი დაჯდებოდა ავტომობილი თავისი ტრანსპორტირებით და გამბაჟებით, ამაზე პასუხი იყო ის, რომ ჯერ არ იყო ხარჯები დათვლილი და უახლოეს მომავალში შეგვატყობინებდნენ ყველაფერს, და იმასაც თუ რამდენი იქნებოდა ყოველთვიურად სახდელი
როგორც იქნა დადგა "უახლოესი მომავალი" და ვიგებთ რომ ზუსტად 1 დღეში გვაქვს საშოვნი 450 დოლარი... კურსიდან გამომდინარე 1.453 ლარის შოვნა არც ისე ადვილია 1 დღეში, როცა 1 კვირისწინ უკვე შევიტანეთ 1600 ლარი, მაგრამ ამაზეც არ გვაქვს პრეტენზია, მაინც ჩვენს მანქანაში ვიხდით და...
ვიხდით კი?
ამ 450 დოლარი შესატანის დაანგარიშებით, ანუ როცა გადავთვალეთ და უკვე 1000$ ხდებოდა პირველადი შესატანი, დავეჭვდით, და დავუკავშირდით გიორგის, რომელმაც გვითხრა რომ ავტომობილი დაჯდა 4.700 დოლარი (700 დოლარით მეტი დათქმულ ბიუჯეტზე) ..., და თვეში გვიწევდა 5 წელზე 416 ლარი, (3-ზე 1.200 ლარზე მეტი) 5 წელზე... 416x60 თვეზე... 24.960 ლარი, 7.751 დოლარი..., ავტომობილი ჯდება 4700 დოლარი, აქედან 940 დოლარი უკვე უნდა შეგვეტანა, რომელიც წარმომადგენლის თქმით აკლდებოდა სწორედ მანქანის ძირეულ ფასს, შესაბამისად, გადასახდელი რჩებოდა 3.740 დოლარი, მოგვიანებით, როცა გადავლახეთ მანქანის შეძენის პროცესით გამოწვეული სიხარული და უბრალოდ დავინტერესდით თუ საიდან გამოდის სრული გადასახდელი თანხა 7.751 დოლარი... დავიბენით.
გამოდის, რომ თუ თქვენ მანქანის ძირეული თანხის 3.740$ გაქვთ გადასახდელი, და ჯამში როგორღაც გიწევთ 7.751 დოლარი, ესეიგი პროცენტის სახით იხდით ზუსტად 4.011 დოლარს... იმაზე მეტს ვიდრე მანქანის ძირია მეგობრებო.... გამოდის ფაქტობრივად 2 მანქანას ყიდულობთ...
როგორ ფიქრობთ, არ უნდა უნდა შეეტყობინებინა ვინმეს, უშუალოდ მანქანის ყიდვამდე ეს პირობები?, თუნდაც მიახლოებითი ხარჯები, რომ 5 წელზე 416 ლარი მომიწევდა როცა ზოგს ამდენის გადახდა 3 წელში უწევს თითქმის იგივე ფასიან მანქანაზე...
იმას ხომ საერთოდ ვერ ვხსნი, როგორ ახერხებენ, რომ უკანასკნელ დღემდე "მიახლოებით" თანხასაც ვერ გეუბნებიან, არ ვითხოვთ ერთეულ, ათეულ ან თუნდაც ასეული დოლარის სიზუსტით, მაგრამ "ათასეულის" მიახლოებით ვერ თქმაც კი უბრალოდ აბსურდია.
იმ პირველად 500$ - ს არ გვიბრუნებენ...
მოკლედ, როცა შევიკრიბეთ ოჯახის წევრები, და დავიწყეთ გაანალიზება ამ ყველაფრის, მივედით დასკვნამდე, რომ 4700 დოლარს გამოკლებული პირველადი შეტანილი 950 დოლარი, შესაბამისად ავტომობილის ღირებულების დარჩენილი 3750 დოლარიდან, არვიცით და გაუგებარია საიდან, როგორ, რა მათემატიკური გათვლებით ამოიღეს, გამოწოვეს, გაწელეს, გაბერეს და მიიღეს 7751 დოლარი...
გამოდის, რომ თუ მანქანა მიჯდება 3.700 დოლარი, და სრულიად მიწევს გადახდა 7.751 დოლარის, ესეიგი პროცენტს ვიხდი 4.051 დოლარს...
როცა დავურეკეთ გიორგის, და მოვახსენეთ ჩვენი გაუგებრობის მიზეზი, ჯერ დიდხანს გვიხსნიდა და გვარწმუნებდა რომ მანქანის თავდაპირველი ღირებულების, 4700 დოლარზე სრულიად სამართლიანად იყო მიწერილი ზევიდან ის პროცენტები, რითაც ჯამში ავტომობილის ფასი ხდებოდა 25.000 ლარამდე, 7.751 დოლარი... ხოლო შემდეგ, როცა ვკითხეთ თუ სად ან რაში აისახა ჩვენი გადახდილი ძირეული თანხა 1000$ მდე, და რატომ არ ითვლებოდა პროცენტი უშუალოდ უკვე აწ დარჩენილი მანქანის ღირებულების 3700 დოლარიდან, ამაზე პასუხი იყო:
რომ უი, "მართლები ვართ, 100% იანები", მიხვდა რასაც ვაპროტესტებდით, რომ თვითონაც გაკვირვებული იყო და ახლავე გადაამოწმებდა ბანკთან ყველაფერს, რომ რეალურად ნამდვილად 3700 დან უნდა დაანგარიშებულიყო ყველაფერი
ხოლო კითხვაზე პასუხი, რომ 2013 წლიანი დაბალი კომპლექტაციის Ford Focus - ი ნამდვილად არ გვიღირდა 25.000 ლარი, იყო ის, რომ ამაშიც მართლები ვიყავით და რომ მართლა არ ღირდა ამ მანქანაში ამდენი თანხის გადახდა...
მოგვიანებით, საქართველოს ბანკიდან გვიკავშირდება ვინმე ნინო (პირობითი სახელი) , რომელიც უბრალოთ ატრიალებს ტერმინებს ჰაერში და რეალურ კითხვაზე გპასუხობენ მხოლოდ პროცენტის დასახელებით.
შემდეგ, გვიკავშირდება ისევ გიორგი და გვეუბნება, რომ გადაამოწმა, გაიკითხა, და გვითხრა რომ ვერაფერს გავაკეთებთ, და რომ ამ მანქანაში ამდენი თანხის გადახდა მართლა არ ღირდა, ჯერ არ ენახა ადამიანი რომელიც 5 წელი იხდიდა ამხელა თანხას, რაც უბრალოდ მაზოხიზმიაო, და რომ 500$ ის დაკარგვას ჯობდა ის დარჩენილი 450$ იც შეგვეტანა, რომლის შეტანაც დავაყოვნეთ ვინაიდან ვერცერთ ჩვენს კითხვას ვერ სცემდნენ პასუხს, და ჩამოგვეყვანა მანქანა, "გვეკატავა" ცოტახნით და მერე გაგვეყიდა, რაზეც ასევე გვეუბნებოდა რომ მანქანის გაყიდვით არა მხოლოდ ამოვიღებდით იმ 500$-ს, არამედ მოგებაშიც გავიდოდით
ვინც ვერ ერკვევით, ზემოთ აღნიშნული მანქანის (ფოკუსის), და მაგ კომპლექტაციის იგივე ავტომობილის ფასებს რომ გადახედოთ საქართველოში, 4200-4300, ყველაზე მაქსიმუმ 4.500 დოლარი ღირს
ან კიდევ ჩამოგვეყვანა, შეგვეღება და გაგვექირავებინა, რომ თურმე მანქანა ამ ხერხით თავის ფულსაც გადაიხდიდა და ზევიდანაც მომრჩებოდა კიდეც თანხა
სიამოვნებით დაგიანგარიშებდით იმას, როგორ წავაგებდით იმ 500$-ს, არამედ ზევიდან ერთი ორ მაგდენსაც, მაგრამ ძალიან იწელება და სათქმელი ისედაც ბევრი მაქვს...
ეს ყველაფერი მოხდა ზაფხულში, იმის მერე რამდენიმე თვე გავიდა, უბრალოდ ახლა მოვაკვლიე აქაურობას და მაინტერესებს, რისი გაკეთება შეიძლებოდა თავის დროზე?[I]
|