ბებო მიაქროლებდა და ამ დებილს უცებ შუა გზაში ჩაეძინა.
- უფლისწულო-დასჭყივლა ბებომ- გაიღვიძე თორე გადავიჩეხებით სადმე- შენც არ მომიკვდე ისე მწარედ ჩაეძინა, ზარბაზანი თუ გააღვიძებდა უბედურს, სიზმარშიც ირინეს დაეძებდა.
ბებო გადმოვიდა მუცლეზე შეხედა, ჩაილაპარაკა : სუნთქავს ეს უდღეური, ნუ ცოცხალი ყოფილა.....
ამ დროს
ბრაბრააააახ
გაიელვა, დაიჭექა, ცამ გაანათა და რაღაც ისროლა, ეს რაღაც თან ანათებდა და თან ხილულ სუნს ტოვებდა გზაზედ ჰაერში.
- რა ხდება? ვინ მოგვსდევს? - წამოხტა უფლისწული, მაინცდამინც მაშინ როდესაც ბებო კიდევ ერთხელ ცდილობდა მის ზურგზე მოქცევას ---
ამ ფაქტმა საბოლოოდ განსაზღვრა ბებეოს სქესი ___
მალვინას ზუსტად იმ მომენტში გაუვარდა ხელიდან ლანგარი როდესაც კოდალას გადასცემდა, ანუ მეხუთე სკუპზე - და მზესუმზირა მოყრილი შოკოლადის ფუნთუშები დედამიწაზე ჩამოუცვივდა და კანაფისა და ბროწეულის ყვავილების ტკბილი ჩაით სავსე ფინჯანიც გადმოეღვარა.
- ოჰ ბრუტუს, შენ კი დაგაყარე მეხი - აღშფოთდა მალვინა, რა დროს ამ შუადღისას სკორის ბომბებით თამაში იყო, და გულგადაქანებული - კოდალას შეუტრიალდა -
- ვალერიანკას წვეთები გააქ?........
ბებოს ტკივილი, და ახალი იდენტობის შესისხლხორცება, ციდან გადმოღვილმა მდუღარე ჩაიმ შეუმსუბუქა, უფლისწული კი უბრალოდ დამდუღრა.
* * *
ბაყაყებისაგან შეწებებული კრესლოზე მისვენებული პაციენტის კბილი, ნინა წკრიალაშვილის რეპერტუარს აცნობდა ღრუბლეთის ქვეყანას, თან ბოლოხმაზე, ზევსი პირსაც ვერ ხურავდა ექიმმა ხომ სტომატოლოგიური სარკე პირში ჩაუტოვა და მალვინას მორთმეულ, კი არადა ვერ მორთმეულ ფუნთუშებს დასტიროდა.
მაგრამ წკრიალაშვილის რეპერტუარმა უცებ გაახსენა თავისი მოვალეობა კოდალას და სტომატოლოგიურ კაბინნეტში მიაკითხა პაციენტს.
- მალვინას, ჩაი დაეღვარა, ტკივილის გასაყუჩებლად ერთადერთი ცოტა ლეთეს წყალი მაქვს შემორჩენილი და მაგას ჩაგაწვეთებ, იქნებ მაგ წკრიალაშვილსაც დაავიწყდეს სიმღერა
This post has been edited by <<Innamorata>> on 10 Dec 2018, 23:19