#34077804 · 26 Nov 2012, 12:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომაპნია "ჯეოსელის" მუშაობაში შეფერხებებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გამტარიანობის გაზრდის მიზნით, 27 ნოემბერს, 02:30-დან 13:00 საათამდე "ჯეოსელის" ქსელში იგეგმება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რის გამო ქსელით სარგებლობისას შესაძლებელია ხარვეზების დაფიქსირება. "ჯეოსელის" ინფორმაციით, შეფერხებები მოსალოდნელია ვაკეში, საბურთალოზე, დიდუბეში, დიღომში, მუხიანში, თემქაზე, სანზონაში, ნაძალადევში, ძველი თბილისის რაიონში, ვერასა და მთაწმინდაზე. კომპანია შესაძლო დისკომფორტისთვის აბონენტებს ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების მაქსიმალურად მცირე დროში დასრულებას შეეცდება. "მობილური ქსელის მოდერნიზაცია და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალური ადაპტაცია საჭიროებს მუდმივ ტექნიკურ გადახალისებას. სწორედ ამან გამოიწვია ბოლო პერიოდში ჯეოსელის ქსელში დაფიქსირებული დროებითი შეფერხებები", - განმარტავენ "ჯეოსელში".
პ.ს/:http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/221686-qjeoselisq-mushaobashi-sheferkhebebia-mosalodneli.html
|